დააჭირეთ Enter-ს შედეგების სანახავად ან Esc-ს გასაუქმებლად.

image
ზ. აზმაიფარაშვილი, გ. მურჯიკნელი, გ. მურჯიკნელი

ანალოგური სიგნალების ციფრული
დამუშავება

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელო „ანალოგური სიგნალების ციფრული დამუშავება“ შედგება შესავლისა ოთხი თავისაგან. პირველ თავში მოცემულია ანალოგური სიგნალების დისკრეტიზაციის თეორიული საფუძვლები. მეორე თავში განხილულია ციფრული სიგნალების სტატიკური და დინამიკური მახასიათებლები. მესამე თავში მოყვანილია ანალოგური სიგნალების ციფრულ ფორმაში გარდაქმნის ძირითადი სქემები და გაანალიზებულია მათი მუშაობის პრინციპები. მეოთხე თავი დათმობილი აქვს ანალოგური სიგნალების ციფრული დამუშავების საყრდენი ძაბვის წყაროების ანალიზს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

გ. დანელია, თ. ფალავანდიშვილი

კვების პროდუქტების სასაქონლო ექსპერტიზა
და სამართლებრივი საფუძვლები

უაკ: 664

დამხმარე სახელმძღვანელოში გლობალური მასშტაბით განხილულია: კვების პროდუქტების ეკოლოგიური სისუფთავე და ბიოლოგიური სრულფასოვნება, პროდუქციის ნიშან-თვისებათა ერთობლიობა; კვების პროდუქტების იურიდიული ბუნება და ძირითადი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები; კვების პროდუქტების უვნებლობის ძირითადი პრინციპები ევროკავშირსა და საქართველოში; ძირითადი სასაქონლო პროდუქციის ექსპერტიზა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური  ტექნოლოგიისა და მეტალურგიის (ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი) ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნული დარგის მიმართულებებით დოქტორანტებსა და წამყვან სპეციალისტებს.

მ. გოცირიძე, ე. გობეჯიშვილი

მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად POM QM for
WINDOWS პროგრამულ გარემოში

უაკ: 62-5

ნაშრომში განხილულია საწარმოო და ოპერაციული მენეჯმენტის, აგრეთვე ნაწარმის და პროცესების ხარისხის უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტისას გამოყენებული რაოდენობრივი მეთოდები, რომლებიც ეხმარება მენეჯერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. აერთიანებს 15 ლაბორატორიული სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო მასალას, რომლებიც წარმოდგენილია ცალკეული თემატური ამოცანების სახით, ყველა ამოცანას მოკლე თეორიულ ნაწილთან ერთად, თან ახლავს POM QM for WINDOWS პროგრამულ გარემოში შესასრულებელი ლაბორატორიული სამუშაოების აღწერა.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სამუშაოების თემატიკა მეტად ფართოა, დაწყებული პროგრამული პაკეტის POM QM for WINDOWS ინტერფეისის და მისი გამოყენების შესწავლიდან, დამთავრებული ისეთი პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტით, როგორიცაა მწარმოებლურობის და საიმედოობის შეფასება, სამუშო დროის ნორმირება, წაუგებლობისა და გადაწყვეტილების ანალიზი, აგრეგირებული დაგეგმვა, მარაგების მართვა, ხარისხის სტატისტიკური კონტროლი და საწარმოო ხაზის სიმძლავრის და დატვირთვის დაბალანსება.
ნაშრომში აღწერილი პროგრამული სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, ნებისმიერი მენეჯერული სასწავლო კურსისთვის პრაქტიკული მეცადინეობების პროგრამის შესადგენად.

რ. კანაშვილი, ო. მიქაძე

ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები
მძიმე ფერადი ლითონების მეტალურგიაში

უაკ: 669.33

სახელმძღვანელო სტუდენტს გააცნობს ზოგიერთი პროცესის თეორიის და პრაქტიკის იმ ძირითად დებულებებს, რომლებიც გამოიყენება მძიმე ფერადი ლითონების მიღების თეორიასა და პრაქტიკაში. მთავარი ყურადღება ეთმობა განსახილველი პროცესების ჩატარების მეთოდიკის აღწერას, მიღებული შედეგების დამუშავებას და პრაქტიკულ გამოთვლებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის, „ფერადი ლითონების მეტალურგიის“ მიმართულების ბაკალავრებისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.

ზ. კვინიკაძე, გ. შენგელია

მეთოდიკური მითითებანი გეომეტრიული
ფიგურის პერსპექტივის აგებისათვის

II რეიტინგული წერა

უაკ: 513

მეთოდიკური მითითებები შეესაბამება არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის „ჩრდილები და პერსპექტივის“ კურსით გათვალისწინებულ II რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე ყველა იმ პირისათვის, ვინც ამ საკითხითაა დაინტერესებული.

ზ. კვინიკაძე, გ. ჩიტაიშვილი

აფინური ასახვა და მისი გამოყენება
აქსონომეტრიაში

უაკ: 515.69:513.75

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია აფინური ასახვის, პერსპექტიულ-აფინური (ნათესაური) შესაბამისობის საფუძვლები და მათი გამოყენება აქსონომეტრიაში.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობათა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს საინჟინრო გრაფიკის სრული კურსის შესწავლას.
ნაშრომის გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და საინჟინრო გრაფიკის შესწავლით დაინტერესებულ სხვა პირებს.

image
ლ. იაშვილი

HTML 5-ის შესაძლებლობები

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია HTML 5 WEB-ტექნოლოგიების ყველა საჭირო ელემენტი და ატრიბუტი, ახალი HTML 5 ვერსია წინა ვერსიებისაგან განსხვავებულია და იგი მოიცავს ისეთ ენებს, როგორიცაა CSS და JAVASCRIPT. ასევე წიგნში განხილულია WEB-ტექნოლოგიების გრაფიკული ელემენტები როგორებიცაა SVG და CANVAS, ასევე მოცემულია HTMLAPI ტექნოლოგიები.
წიგნი განკუთვნილია ყველასათვის, ვისაც WEB-დაპროგრამება აინტერსებს.

ნ. ბებიაშვილი

პროგრამული სისტემა SAP ERP ბიზნესის
პროცესულ მართვასა და
რეინჟინირინგში

უაკ: 004.45

დამხმარე სახელმღვანელოში „პროგრამული სისტემა SAP ERP ბიზნესის პროცესულ მართვასა და რეინჟინირინგში“ განხილულია ბიზნესპროცესების გაუმჯობესების მეთოდები, რომელთა მეშვეობით კომპანიის ხელმძღვანელობა შეძლებს უფრო ეფექტიანად იმუშაოს. აღწერილია რეინჟინერინგის ჩატარების საერთო პრინციპები და მოყვანილია ბიზნესპროცესების რეინჟინირინგის პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები. ხაზგასმულია საწარმოო რესურსების დაგეგმვის ERP (Enterprise Resources Planning)  სისტემების, როგორც ინფორმაციის მეშვეობით მართვის ინსტრუმენტის მნიშვნელობა. აღწერილია ERP სისტემის მაგალითი – პროგრამული პაკეტი SAP ERP. იგი წინასწარ დაპროექტებული ურთიერთდაკავშირებული და დანერგვისთვის მზა მოდულების ერთობლიობაა, რომელიც საწარმოს ყველა საქმიანი ფუნქციის შესრულების მართვას ემსახურება. კომპანია SAP მომხმარებელს სთავაზობს სრულფასოვან ERP სისტემას, სადაც გაერთიანებულია ყველა ის მოდული, რაც აუცილებელია თანამედროვე საწარმოს ავტომატიზებული მართვისათვის.
ნაშრომი დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს და ბიზნესის თანამედროვე მართვის  მეთოდებით დაინტერესებულ ყველა პირს.

ლ. გიგინეიშვილი, ნ. ყარალაშვილი, მ. გოგოტიშვილი

გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები
სატყეო მეურნეობაში
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული და
პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 634.0:91:681.3

მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია გის Formap 5.3-სა და მობილური გის Formap 2.1-ის ასათვისებლად საჭირო ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები.
მეთოდიკური მითითება განკუთვნილია სასწავლო კურსებისთვის, გის საფუძვლების შესასწავლად სპეციალობებზე სატყეო და აგრარულ მეცნიერებებში, ასევე აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ასათვისებლად.

თ. ბუაჩიძე, ნ. ბუცხრიკიძე, ლ. თოფურია, ს. კოპალეიშვილი, მ. სიდამონ-ერისთავი

ნახშირწყლების ბიოქიმია
(ნახშირწყლების როლი ორგანიზმში
და ზოგიერთი რეაქცია მათზე)

უაკ: 577.1:547.454

ნახშირწყლები ცილებთან და ცხიმებთან ერთად უმნიშვნელოვანესი ნივთიერებებია და აუცილებელია ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმისათვის არა მარტო როგორც ენერგიის წყარო, არამედ მრავალი სხვა ფუნქციის შესასრულებლად. ამჟამად ცნობილია ნახშირწყლების მაღალსპეციფიკური ჯგუფები: N-გლიკოზიდები, ნუკლეოზიდები და მათი წარმოებულები, ვიტამინები C და B15, სისხლის ბუნებრივი ანტიკოაგულანტი – ჰეპარინი, ჰიალურონის მჟავა, რომელიც ხელს უშლის მიკროორგანიზმების შეღწევას ორგანიზმში და დიდ როლს ასრულებს განაყოფიერების პროცესში, გლიკოზიდური ანტიბიოტიკები, მიკროორგანიზმების სპეციფიკური პოლისაქარიდები და სხვა.
ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ექცევა რთულ შერეულ პოლიმერებს, რომლებიც შეიცავს ნახშირწყლებს. ასეთ შერეულ ბიოპოლიმერებს ნუკლეინის მჟავების გარდა მიეკუთვნება ლიპოპოლისაქარიდები, გლიკოპროტეიდები, გლიკოლიპიდები, გლიკოლიპოპროტეიდები და სხვა. ნახშირწყლები და მათი წარმოებულები განსაზღვრავს ორგანიზმში ცალკეული სისტემების მაღალ სპეციფიკურობას. ამის მიზეზია თვით ნახშირწყლების სტრუქტურა, რომელსაც აქვს ასიმეტრიული ცენტრების დიდი რიცხვი, სტერეოიზომერები და კონფორმერები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის.

დეკანოზი ვახტანგი (კვიჟინაძე)

რელიგიის ისტორია

უაკ: 2(02)3

დამხმარე სახელმძღვანელო არის საღმრთო სჯულის ისტორიის კრებული, რომელშიც საუბარია მსოფლიოს ხალხთა ზოგ სარწმუნოებრივ აღმსარებლობასა და წარმოდგენებზე. წიგნი არ არის მსოფლიოს ხალხთა რელიგიის სრული ისტორია, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს გარკვეულ შთაბეჭდილებას შეუქმნის რელიგიის ისტორიის შესახებ.
ნაშრომი ეფუძნება არაერთ მეცნიერულ თუ ისტორიულ კვლევას და მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ძველ და ახალ სარწმუნოებათა შესახებ.
წიგნი დახმარებას გაუწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და რელიგიის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს.

გ. ტყემალაძე

ბიოქიმია
თეორია და ტესტური ამოცანები

უაკ: 577.1

დამხმარე სახელმძღვანელოში  წარმოდგენილია მოკლე თეორიული მასალა და ტესტური ამოცანები ბიოქიმიის უმნიშვნელოვანესი ბიომოლეკულების: ამინომჟავების, ცილების, ფერმენტებისა და ნუკლეინის მჟავების სტრუქტურის, თვისებებისა და ფუნქციების შესახებ. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის  ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

image
მ. ლომსაძე-კუჭავა

ინვესტიციების მართვა


უაკ: 656.052

დამხმარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია ინვესტიციების როლი საბაზრო ეკონომიკის პირობებში. განხილულია ინვესტიციების წარმოქმნის და მისი განვითარების ეტაპები. აღწერილია საინვესტიციო გარემო და საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში. გათვალისწინებულია საინვესტიციო გარემოზე მოქმედი რისკფაქტორები.
დამხმარე სახელმძღვანელოს საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ავტორის მიერ შემუშავებული ახლებური ასპექტები და გააზრება ინვესტირების პროცესებზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ბიზნესმენებისათვის.

მ. სვანაძე, გ. ხვიჩია, კ. მჭედლიძე, მ. სილოგავა

პრაქტიკული სამუშაოები სასწავლო
სახელოსნოში

უაკ: 683.3

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია საზეინკლო პრაქტიკული სამუშაოების შინაარსი, მათი ჩატარების მეთოდიკა, სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული იარაღების, სამარჯვების და სხვა საჭირო მოწყობილობების აღწერა.
ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს საწარმოში მომუშავე ზეინკლებს.

თ. მჭედლიშვილი, გ. ხვიჩია, გ. გრატიაშვილი, ხ. ამყოლაძე

პნევმომოწყობილობის მონტაჟი, ტექნიკური
ექსპლუატაცია და რემონტი

უაკ: 621.9.

დამხმარე სახელმძღვანელოში სისტემატიზებულია მანქანათმშენებლობის სფეროში არსებული გამოცდილებები. ყურადღება გამახვილებულია შეკუმშული ჰაერის კონდიცირებასა და მისი დანაკარგის შემცირებაზე, პნევმატიკური ამძრავისა და მოწყობილობის საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდაზე მათი გაწყობისა და ექსპლუატაციის პროცესში.
წიგნში მოყვანილი პნევმოამძრავების მართვის, შეკუმშული ჰაერის კონდიცირების ტიპობრივი სქემები და პნევმატიკური ამძრავისა და მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების წესები სპეციალისტს საშუალებას აძლევს სწორად მიუდგეს ამ პრობლემების მოგვარების საკითხს.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

მ. ოქროსაშვილი

ფიზიკური ლითონმცოდნეობა
ლექციების კურსი მასალათმცოდნეობის
სპეციალობის სტუდენტებისათვის

უაკ: 621.039.51

დამხმარე სახელმძღვანელოში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია ლითონის ატომურ-კრისტალურ აგებულებაზე, მყარი ხსნარისა და შუალედური ლითონთშორისი ფაზების ტიპებსა და მათი ჩამოყალიბების პროცესზე მოქმედი ფაქტორების ფიზიკურ ბუნებაზე, ლითონის კრისტალიზაციის თეორიასა და გარდაქმნებზე მყარ მდგომარეობაში გახურება-გაცივების პროცესში, რაც განმსაზღვრელი ფაქტორია ლითონის ფუნქციური მახასიათებლების ჩამოყალიბების პირობებში.
ლექციების კურსი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს მეტალურგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს სპეციალური კურსების მომზადებასა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში.

image
ნ. ცანავა

მენეჯმენტი და წარმოების
ოპტიმიზაცია

უაკ: 638.24

დამხმარე სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა გადმოცემული სასწავლო მასალა წარმოების (კორპორაციის) მართვის შესახებ, კერძოდ, მისი ძირითადი კანონზომიერებები, კანონები და პრინციპები, მართვის პროცესის ოპტიმიზაცია. იგი ასევე მოიცავს ოპერაციული მენეჯმენტის ფინანსურ საკითხებს და შედარებით გამარტივებული სქემით წარმოგვიდგენს ფირმის ფინანსური ანალიზის თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებს: ბალანსს, მოგება-ზარალის ანგარიშს, ანგარიშს ფინანსური რესურსების წყაროებისა და მისი გამოყენების შესახებ, ფულის დროებით ღირებულებებს, უზარალობის ანალიზს და სხვ., რათა ისინი უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
წიგნში გადმომოცემულია, აგრეთვე ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმები და ანტიკრიზისული მართვის თანამედროვე მეთოდები, როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე ცალკეული დარგებისა და საწარმოების მასშტაბით. მკითხველებს აგრეთვე ვთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა კომპლექსური გეგმა-პროგრამის შემუშავება და კლასტერები. გადმოცემულია, ასევე, შრომის მართვის აქტუალური პრობლემები ქვეყნის ეკონომიკაში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.

თ. მახარაშვილი

ლანდშაფტის არქიტექტურა
ფორმირება და განვითარების რეტროსპექტივა

უაკ: 712.25

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის  ფაკულტეტის სასწავლო გეგმით დამტკიცებული დისციპლინის „ლანდშაფტის არქიტექტურის“ სილაბუსში მოცემული საკითხების მიხედვით. მოცემულია ლანდშაფტის არქიტექტურის ფორმირების ძირითადი პრინციპები, მისი განვითარების ოსტორიული რეტროსპექტივა, დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები, განხილულია საპარკო-რეკრეაციული ლანდშაფტების ფორმირების უახლესი უცხოური გამოცდილება და განვითარების ტენდენციები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქალაქო პარკების, ბაღების, ბულვარების და ა.შ. არქიტექტურულ-ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდებს.
დამხმარე სახელმძღვანელოს ერთვის თემატურად დალაგებული ილუსტრაციები.
განკუთვნილია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, აგრეთვე მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებისათვის.

image
გ. ღვინეფაძე

AngularJS

უაკ: 681.3.06

წიგნში განხილულია Angular ფრეიმვორკი - Google Inc კორპორაციის მიერ შექმნილი, თვისებრივად გაუმჯობესებული ვებგამოყენებების (დანართების) დასაპროექტებლად განკუთვნილი, JavaScript ენაზე დაწერილი და MVW (Model-View-Whatever) მიდგომაზე აგებული პროგრამული პროდუქტი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ვებდანართების დაპროექტების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

ა. დუნდუა

ტრანსპორტზე მიკროპროცესორული ტექნიკის
გამოყენების საფუძვლები

უაკ: 656:681.3

დამხმარე სახელმძღვანელო განხილულია ტრანსპორტზე მიკროპროცესორული ტექნიკის გამოყენების საკითხები, მოცემულია: ძირითადი ცნობები მიკროპროცესორებისა და მიკროკომპიუტერების შესახებ, ელექტრონულ-გამოთვლითი ტექნიკის საინფორმაციო-ლოგიკური საფუძვლები, სხვადასხვა სირთულის მიკროპროცესორული სისტემების ორგანიზების პრინციპები, მათი ფუნქციონირების ალგორითმები და აგრეთვე ლოგიკური მოწყობილობების პროგრამული რეალიზების მეთოდები.
დანართებში მოცემულია მიკროპროცესორულ ტექნიკაში გამოყენებული ინგლისური ტერმინოლოგია და აბრევიატურები, აგრეთვე განხილულია ელექტრონიკის სხვადასხვა საკითხი.
წიგნი განკუთვნილია „ტრანსპორტის“, „საგზაო ინჟინერიისა“ და „საზღვაო მეცნიერებების“ საგანმანათლებლო პროგრამათა ბაკალავრებისათვის; შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრების, ტექნიკური პროფილის სპეციალისტების, მაგისტრანტებისა და მიკროპროცესორული ტექნიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირის მიერ.

image
მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი, ნ. მუხიგულაშვილი

სატრანსპორტო მართვის ავტომატიზებული
სისტემების საფუძვლები

უაკ: 656.25:621.391

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ორგანიზაციული მართვის მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება ტრანსპორტზე მართვის ავტომატიზებული სისტემის ასაგებად ინფორმაციის შეგროვების, გადაცემის, შენახვისა და დამუშავების საკითხების რაციონალურ გადაწყვეტათა, აგრეთვე ტრანსპორტის ფუნქციონირების თავისებურებების გათვალისწინებით.
მაგალითის სახით მოცემულია რკინიგზის ტრანსპორტის მართვის ავტომატიზებული სისტემის ქვესისტემები, მონაცემთა გადაცემის ქსელის სტრუქტურა და გადასაწყვეტ ამოცანათა ანალიზი. წარმოდგენილია აგრეთვე ტექნიკურ მოწყობილობათა საექსპლუატაციო პარამეტრების სტაბილურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
წიგნი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

თ. გელაშვილი, ჯ. იოსებიძე, გ. აბრამიშვილი, გ. არჩვაძე

საწვავ-საზეთი მასალები საზღვაო
ტრანსპორტზე

უაკ: 629.113

დამხმარე სახელმძღვანელოში განზოგადებულია მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება თანამედროვე გემებზე გამოყენებულ საწვავებსა და საზეთ მასალებს. მოცემულია ამ მასალების სპეციფიკაციები, მითითებულია მათი თანამედროვე ასორტიმენტი მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი ფირმებისა და კომპანიების მიხედვით, მოცემულია მათი ფაქტობრივი ხარისხის მაჩვენებლები, აღწერილია გემზე მათი მომზადების, დამუშავებისა და რაციონალური გამოყენების მეთოდები და საშუალებები, ამ პროდუქტების ნარჩენებით  ზღვის დაბინძურების აღკვეთის ხერხები. წიგნში, აგრეთვე, ზოგადად განხილულია სასაქონლო საწვავ-საზეთი მასალების წარმოების, საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესებისა და ალტერნატიული მასალებით მათი ჩანაცვლების პერსპექტივები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საზღვაო და სპეციალური ტექნოლოგიური ტრანსპორტის“ მიმართულების სტუდენტებისათვის. იგი გამოადგებათ პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, აგრეთვე საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტზე დასაქმებულ მექანიკოსებს.

image
მ. მოისწრაფიშვილი

ლოგისტიკის საფუძვლები

უაკ: 338.24(02)

დამხმარე სახელმძღვანელოში გადმოცემულია ლოგისტიკის ძირითადი არსი, გატარებული პრინციპები, მატერიალური და ინფორმაციული ნაკადების მართვის მეთოდები ნედლეულისა და მასალების მომარაგების სფეროში.
ნაშრომი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის, ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

ნ. ნიკვაშვილი, ლ. ასათიანი, ლ. ქისიშვილი

მეთოდიკური მითითებები მხაზველობითი
გეომეტრიის რეიტინგული სამუშაოების
შესასრულებლად

უაკ: 515

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია მხაზველობითი გეომეტრიის პირველი და მეორე რეიტინგული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალები, ყველა ის საკითხი, რომელიც საჭიროა რეიტინგული სამუშაოების შესასრულებლად.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ მხაზველობით გეომეტრიას.

 

image
ვ. კუციავა, დ. საცერაძე, რ. ცერცვაძე

ანალოგიური სქემატექნიკა
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.38

განხილულია ანალოგიური ფუნქციური კვანძებისა და მოწყობილობების ვირტუალური მოდელირება NI ELVIS II - ის ლაბორატორიული კომპლექსის გამოყენებით. მითითებები მოიცავს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, კომპიუტერული ინჟინერიის დეპატრამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, ა. მალცევი

LabVIEW:
ლაბორატორიული სამუშაოები სენსორებსა და ინტელექტუალურ საზომ საშუალებებში
QNET მოდულებსა და NI ELVIS -ის
ბაზაზე

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია 12 ლაბორატორიული სამუშაოს აღწერა და ჩატარების თანამიმდევრობა. ლაბორატორიული სამუშაოები განხორციელებულია ისეთი თანამედროვე ტექნიკის ბაზაზე, როგორიცაა QNET მოდულები და NI ELVIS ლაბორატორიული სადგური.
ნაჩვენებია, რომ ინტელექტუალური სენსორები ოცნება კი აღარ არის, არამედ ისინი უკვე შემოვიდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი დამუშავება და წარმოება არის ხელსაწყოთმშენებლობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქვედარგი. ყოველ ლაბორატორიულ სამუშაოს, დამატებით, ექსპერიმენტის სახით ერთვის ეფექტური ილუსტრაციები, სავარჯიშოები და საკონტროლო კითხვა-პასუხი.
წიგნი განკუთვნილია „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების“ ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება წარმატებით გამოიყენოს, აგრეთვე, იმ მსენელმა ვისთვისაც აღნიშნული საგანი არის დამხმარე დისციპლინა.

ჯ. გრიგალაშვილი

Nextion–HMI პანელის დაპროგრამება
FLProg გარემოში

უაკ: 681.3.06.

დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია კომპანია ITEAD STUDIO-ს ერთ-ერთი საინტერესო პროექტი – ფერადი, თხევადკრისტალური დისპლეი სახელწოდებით Nextion HMI პანელი, შეხების რეზისტული სენსორითა და საკუთარი ჩაშენებული კონტროლერით, რომლის მართვაც ხდება „Nextion HMI“UART-ის გამოყენებით. ამ პანელის პროექტი წარდგენილ იყო კრაუდფანდიგურ პლატფორმაზე Indiegogo და განცხადებული 20000 დოლარის ნაცვლად მოაგროვა 45000 დოლარზე მეტი.
ამ დისპლეის, მიუხედავად თავისი დემოკრატიული ფასისა, აქვს მძლავრი შესაძლებლობები, რომლებიც ძალზე მჭიდროდ უახლოვდება სამრეწველო HMI პანელების შესაძლებლობებს, ხოლო მისი რედაქტორი წარმოადგენს პრაქტიკულად სრულფასოვან  SCADA სისტემას. პროგრამა FLProg-ის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მასში ინტეგრირებულია ამ პანელის გამოყენების შესაძლებლობები და ამიტომ, ამ დამხმარე სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანაა შეასწავლოს სტუდენტებს თუ როგორ უნდა ამ პანელთან მუშაობა და როგორ  იმართოს იგი FLProg პროგრამის გამოყენებით და პირიქით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

გ. ჯაფარიძე, ნ. წულუკიძე

მანქანათა ნაწილები საგამოცდო
ტესტები

უაკ: 621

ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა დამყარებულია ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების ცოდნის სისტემატურ და ოპერატიულ კონტროლზე. ყველაზე სრულყოფილად ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს ტესტირების გამოყენებით.
ტესტირების სტანდარტული მეთოდი წარმოადგენს ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების ცოდნის დონის შეფასების საუკეთესო საშუალებას.
დამხმარე სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე დოქტორანტების ცოდნის შესაფასებლად საგნებში „მანქანათმცოდნეობა“ და „მანქანათა ნაწილები“.

 

ჯ. გრიგალაშვილი

მეთოდური მითითებები Arduino-ს შესწავლისათვის
(ძირითადი პროგრამები და შეერთებები)

უაკ: 681.3.06.

სახელმძღვანელოში აღწერილია ძირითადი პროგრამების საკმარისი რაოდენობა, რომელთა დანიშნულებაა Arduino-ს მოდულთან მუშაობა. ისწავლიან რა ამ მიკროკონტროლერთან მუშაობას აღნიშნული პროგრამების (მაგალითების) შესწავლის გზით, სტუდენტები და მოსწავლეები მზად იქნებიან დამოუკიდებლად შექმნან საინტერესო და სასარგებლო ელექტრონული მოწყობილობები, მათ რიცხვში ავტომატიკის მოწყობილობები და რობოტები.
მოცემულია აგრეთვე Arduino-ს შეერთების ძირითადი სქემები სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტებთან (ღილაკები, ოპტოწყვილები, პოტენციომეტრი და ფოტორეზისტორები, შუქდიოდები და ნათურები, რელეები, ზუმერი, ველიანი ტრანზისტორი, „ტულპანის“ ტიპის გასართი გამაძლიერებელით, დინამიკი, კვების წყარო, სიმისტორი, RGB შუქდიოდი, მუდმივი ძაბვის ელექტროძრავა, ენკოდერები, სიგნალის დონის გარდამქმნელები, მიკროფონი, სერვოძრავა, შუქრიოდური მატრიცები და ინდიკატორები, რეზისტორები).
წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის შესაბამისი სპეციალობის უმცროსი კურსის სტუდენტებისთვის, მაგრამ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სკოლის მოსწავლეებისა და რადიომოყვარულების მიერაც; იგი შეიძლება საინტერესო იყოს აგრეთვე იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც მუშაობენ არა მარტო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, არამედ სხვა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასწავლიან მუშაობას მიკროკონტროლერებსა და მათ დაპროგრამებას.

ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია

შრომის ჰიგიენა მრეწველობის ცალკეულ
დარგებსა და საწარმოებში
(შრომის კერძო ჰიგიენა)

უაკ: 613.6

ნაშრომში განხილულია შრომის ჰიგიენა მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში (შრომის კერძო ჰიგიენა), რომელიც შრომის ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გაანალიზებულია შრომითი საქმიანობის ხასიათი მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში, შრომის სიმძიმე და დაძაბულობა, გარემოს მავნე, საშიში და სხვა საწარმოო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მომუშავეთა ჯანმრთელობაზე, მოცემულია ამ ფაქტორებისა და შრომის პირობების შეფასების თანამედროვე კრიტერიუმები. შეფასებულია ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო მოწყობილობისა და სამუშაო ოპერაციების ხასიათი, შრომის პირობები და ხასიათი, ცალკეული პროფესიული ჯგუფების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ავადობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საწარმოო პროცესებს, პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის ხარისხს, შრომის რეჟიმს, ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის შესაძლებლობას, აგრესიულ ნივთიერებებთან კანის კონტაქტის შესაძლებლობას, მიკროკლიმატს, ხმაურს, ვიბრაციას, ულტრაბგერას, სხვადასხვა სახის გამოსხივებას, მოწყობილობის განლაგების მართებულობას, მისი მომსახურების მოხერხებულობას, მანათი მოწყობილობების მდგომარეობას, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობების ეფექტურობას და ა.შ. განსაკუთრებული  მნიშვნელობა ენიჭება მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ავადობის კავშირს შრომის პირობებთან. კომპლექსურადაა განხილული მრეწველობის ცალკეულ დარგში შრომის პირობების ზემოქმედება მომუშავეთა ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული წარმოებისათვის რეკომენდებული გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ და „გარემოსდაცვითი ინჟინერია“ სტუდენტებისათვის, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“  სტუდენტებისათვის.

 

რ. გიორგობიანი

მასალათა გამძლეობის ლაბორატორიული
სამუშაოები
მეთოდური მითითებები

უაკ: 539.3/.8

მეთოდურ მითითებაში მოცემულია მასალათა გამძლეობის ლაბორატორიული სამუშაოები, რომელთა საშუალებით ხდება თეორიულ კურსში გაშუქებული საკითხების ფიზიკური არსის ილუსტრაცია. შედგენილია იმ სილაბუსის მიხედვით, რომელიც შეიცავს ამ საგნის ძირითად მასალას.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.

†ა. შავგულიძე, ლ. ასათიანი

საინჟინრო გრაფიკის სპეციალური
კურსი

უაკ: 766

საინჟინრო გრაფიკაში არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ნახაზის შედგენის ძირითადი მეთოდების პარალელურად, სპეციალური, მხოლოდ ერთი რომელიმე დარგისათვის საჭირო მეთოდების გამოყენებასთან გვაქვს საქმე.
ნაშრომი ძირითადად გათვალისწინებულია სამთო-სამარკშეიდერო და გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის და მასში განხილულია დაგეგმილების ახალი ნიშნულიანი გეგმილის ცნების შემოტანის მეთოდი.

რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე, მ. თალაკვაძე, ვ. ნადარაია

მასალების ჭრით დამუშავება
ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 621.9

დამხმარე სახელმძღვანელო შექმნილია საგანმანათლებლო პროგრამის – „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“ მოთხოვნათა მიხედვით. იგი დაწერილია „მასალების ჭრით დამუშავების“ სრული კურსის სასწავლო სილაბუსის შესაბამისად.
ლაბორატორიულ სამუშაოებში განხილულია მასალების ჭრით დამუშავების მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა საფუძვლიანი ათვისება სტუდენტს საშუალებას მისცემს ექსპერიმენტულად შეისწავლოს ჭრის პროცესის ძირითადი კანონზომიერებები, შეითვისოს პრაქტიკული ჩვევები და წარმატებით გამოიყენოს მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად.
განსაზღვრულია ლაბორატორიული სამუშაოს მიზანი, შინაარსი, შესრულების თანამიმდევრობა. მითითებულია საჭირო დანადგარები, ხელსაწყოები და იარაღები.  თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს ერთვის საკონტროლო კითხვები გავლილი მასალის შესამოწმებლად. მოცემულია, აგრეთვე, მითითებები შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში.
წიგნი განკუთვნილია აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე, მ. შვანგირაძე

მასალების ჭრით დამუშავება
პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 621.9

დამხმარე სახელმძღვანელო შექმნილია საგანმანათლებლო პროგრამის – „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“ მოთხოვნათა მიხედვით. იგი დაწერილია „მასალების ჭრით დამუშავების“ სრული კურსის სასწავლო სილაბუსის შესაბამისად. მისი დანიშნულებაა მასალების ჭრით დამუშავების მნიშვნელოვან საკითხებზე პრაქტიკული მეცადინეობების შესრულება. მოცემული სხვადასხვა სირთულის კითხვები და ამოცანები, თითოეულ სამუშაოში საკონტროლო ტესტი გავლილი მასალის თვითშეფასებისათვის, რომელთა საფუძვლიანი შესწავლა სტუდენტს საშუალებას მისცემს აითვისოს ჭრის პროცესის ძირითადი კანონზომიერებები, გამოიმუშავოს პრაქტიკული ჩვევები და წარმატებით გამოიყენოს ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის დასაუფლებლად.
წიგნი განკუთვნილია აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

image
გ. ამყოლაძე, დ. ბოკუჩავა, თ. დევიძე

პერსონალის მენეჯმენტი

უაკ: 638.4

დამხმარე სახელმძღვანელოში დამუშავებულია კომპანიაში პერსონალის მართვის მნიშვნელობის საკითხები და ძირითადი ფუნქციები, მართვის თეორიის საკითხები ადამიანის როლის შესახებ, პერსონალის მართვის პოლიტიკა და სტრატეგია, დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და საკადრო პოლიტიკა, პერსონალის მოზიდვა და შერჩევა, მართვის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მოდელი, საქმიანობის SWOT ანალიზი, შეფასება და კომპეტენციები, პერსონალის ატესტაცია და კარიერის დაგეგმვა, კორპორაციული გარდაქმნების ეფექტიანობა.
წიგნში მოცემული საკითხები მთლიანად შეესაბამება საგნის „კადრები და ხარისხის მენეჯმენტი“ სილაბუსს კადრების მენეჯმენტის ნაწილში. გარდა ამისა, განხილულია კომპანიაში პერსონალის კორპორაციული მართვის საკითხები, რაც ახალი მიდგომაა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ყველა დონის სტუდენტისათვის, ასევე სპეციალისტებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია პერსონალის მენეჯმენტთან.

ა. სამადაშვილი, ა. აბესაძე, ა. ასათიანი, ნ. ბებიაშვილი, თ. ბერძენიშვილი, მ. გოცირიძე, ა. გრიგალაშვილი, ე. გობეჯიშვილი, ქ. ილურიძე, მ. მაღრაძე, ქ. ქუთათელაძე, თ. ღონღაძე, ლ. ჩხარტიშვილი, კ. ხმალაძე

საინჟინრო მენეჯმენტის სასწავლო-პრაქტიკული
მაგალითების კრებული

უაკ: 638.24

დამხმარე სახელმძღვანელო მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ.
მაგალითები შერჩეულია იმგვარად, რომ ესადაგება საინჟინრო მენეჯმენტის სასწავლო კურსის ყველა ძირითად ფაზას: საწარმოო პროცესების რეინჟინერინგს, მენეჯმენტს, მარკეტინგს, ინოვაციური ბიზნესპროცესის განხორციელების ორგანიზაციასა და ბიზნესის ეთიკას. კრებულში განხილულია სამეწარმეო ინტელექტური პოტენციალის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული კომპანიების, მენეჯერებისა და მეწარმე ბიზნესმენების სამუშაო გამოცდილებიდან.
კრებული დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს, შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს პრაქტიკულ მეცადინეობებზე სწავლება/სწავლის პროცესის ეფექტურად წარმართვაში. გამოადგება საინჟინრო მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.

რ. კანაშვილი, მ. მჭედლიშვილი

ალუმინის მეტალურგია

უაკ: 669.2

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ალუმინის ნედლეულის სახეები, თიხა-მიწად მათი გადამუშავების მეთოდები, კრიოლითის ნალღობში გახსნილი თიხამიწის ელექტროლიზით ლითონური ალუმინის მიღების ტექნოლოგიური პროცესი, პროცესის მიმდინარეობაზე მოქმედი ძირითადი პარამეტრები, აგრეთვე ალუმინის ნედლეულის თიხა-მიწად გადამუშავების პრაქტიკული ხასიათის ამოცანები.
წიგნი განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის; იგი დახმარებას გაუწევს ამ სპეციალობის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, ასევე მსუბუქი ფერადი ლითონების მეტალურგიით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ნ. ბარამიძე, მ. ხუციშვილი, ზ. წყარუაშვილი

თუთის აბრეშუმხვევიას ბიოლოგია

უაკ: 638.2

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თუთის აბრეშუმხვევიას მორფოლოგიის, ანატომია-ფიზიოლოგიისა და ემბრიოლოგიის საკითხები. გაშუქებულია მწერთა ანატომია-ფიზიოლოგიის განვითარების მოკლე ისტორია, თუთის აბრეშუმხვევიას წარმოშობის, მისი ველური წინაპრების და ველური პარკმხვევიების სახეობები. გადმოცემულია თუთის აბრეშუმხვევიას განვითარების ფაზები და ყველა ფაზის მორფოლოგია, ანატომია, ფიზიოლოგია, გრენის (კვერცხის) ჩამოყალიბება, ჩანასახის განვითარების სტადიები, გრენის ინკუბაციის მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია მეაბრეშუმეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება „თუთის აბრეშუმხვევიას ბიოლოგიის“ კურსის პროგრამას. იგი განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

image
ი. ბაჩიაშვილი

იურიდიული განათლება და
სამართალშემოქმედება

უაკ: 374

ნაშრომი ეძღვნება იურიდიული განათლების მეთოდოლოგიას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. არსობრივ თემას წარმოადგენს იურისპრუდენციის ზოგადთეორიული და სოციალური საგნების სწავლების ურთიერთშესაბამისობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში.
ნაშრომი განკუთვნილია პროფესორ-მასწავლებლებისათვის. იგი ხელს შეუწყობს იურიდიული დისციპლინების სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას.

image
თ. მელქაძე, ო. ტყეშელაშვილი, ო. ხაზარაძე, კ. იაშვილი

ლითონის კონსტრუქციები
ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: უაკ 624.013/.014

მეთოდიკური მითითებები შედგება ხუთი ლაბორატორიული სამუშაოსაგან.
თითოეული სამუშაო მოიცავს თეორიულ საკითხებს, მეთოდიკურ მითითებებსა და გაანგარიშებების შესრულების თანამიმდევრობას პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.
ნაშრომი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც ასრულებენ ლაბორატორიულ სამუშაოებს სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტთან არსებულ სასწავლო ლაბორატორიაში.

 

ა. სარუხანიშვილი, მ. მშვილდაძე, მ. კაპანაძე, ნ. ქებაძე, ე. ნიკოლეიშვილი

პოპულარული ფიზიკური ქიმიის კურსი
(ატომი, მოლეკულა)

უაკ: 541.1

დამხმარე სახელმძღვანელო წარმოადგენს, გამარტივებული ფორმით, ფიზიკური ქიმიის ძირითადი დებულებების შესწავლისათვის განკუთვნილი სერიის მეორე წიგნს, რომელშიც განხილულია ატომისა და მოლეკულის აღნაგობის საკითხები.
განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სწავლების პროგრამით გათვალისწინებულია ფიზიკური ქიმიის შემეცნებისათვის დაწყებითი ეტაპის გავლა.
დამხმარე სახელმძღვანელოს საერთო რედაქცია შესრულებულია ა. სარუხანიშვილის მიერ. თეორიული ნაწილი – ა. სარუხანიშვილის, მ. კაპანაძისა და მ. მშვილდაძის მიერ, ხოლო ცხრილები, სურათები და სქემები შეარჩიეს ნ. ქებაძემ და ე. ნიკოლეიშვილმა.

 

ჰ. კუპრაშვილი

ევროპის პოლიტიკური მმართველობის სისტემა
ლექციების კურსი

უაკ: 327

წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი. ევროკავშირი ბევრად მეტადაა ინსტიტუციურად სისტემატიზებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, თუმცა მას სახელმწიფოდ, როგორც ასეთს, ვერ განიხილავ, მითუმეტეს, კლასიკური ვესტფალიის ტიპის სახელმწიფოდ. მაგრამ, ამავე დროს, არსებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შეიძლება ილაპარაკო ევროკავშირზე, როგორც სპეციფიკური პოლიტიკური მმართველობის სისტემის შესახებ. კურსი ეფუძნება ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებს (გიორგი ალასანია, კლაუს ბუში, ირაკლი გაბისონია, ომარ გოგიაშვილი, მარიამ დეკანოზიშვილი, ქრისტოფი დემკე, ფრეიბერგა ვაირა-ვიკე, სერგი კაპანაძე და სხვ.), ასევე სხვადასხვა ინტერნეტრესურსებს, გაფორმებულია ინტერნეტიდან მოპოვებული ფოტო და სხვა ვიზუალური მასალით.
P.შ. წიგნის გამოცემის მომენტში დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის ოფიციალური წევრი-სახელმწიფოა. მისი გასვლის პროცედურა 2019 წლის გაზაფხულამდე გაიწელება.

დ. ჩომახიძე

ენერგეტიკა და საზოგადოება

უაკ: 620.9:06

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზოგადოებისა და ენერგეტიკის ურთიერთობის განვითარება, ენერგეტიკაში საზოგადოების მონაწილეობის აუცილებლობა, ენერგეტიკისა და საზოგადოების განვითარების სოციალური და ეკოლოგიური გეზი.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებისთვის. დარგის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვისა და ამ სფეროში განათლების სისტემის მსმენელებისათვის. იგი სარგებლობას მოუტანს ამ პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

image
მ. ბეგიაშვილი, ნ. მუმლაძე

მხაზველობით გეომეტრიაში შუალედური
ტესტირების ამოცანების ამოსახსნელად
მეთოდიკური მითითებები

უაკ: 515

ნაშრომში სილაბუსის მიხედვით განხილულია I და II შუალედურ გამოცდებზე შესასრულებელი ამოცანები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან მხაზველობითი გეომეტრიის სილაბუსით გათვალისწინებულ კურსს.

image
მ. ბეგიაშვილი, ნ. მუმლაძე

ძირითადი გეომეტრიული ფიგურების
ასახვა პერსპექტივაში

უაკ: 515

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ძირითადი გეომეტრიული ფიგურების: წერტილის, წრფის და სიბრტყის ასახვა პერსპექტივაში. ნაშრომში განხილული საკითხები არის რთული ფიგურების პერსპექტივაში აგების საფუძველი.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

image
ზ. ჩიტიძე, ზ. ბალამწარაშვილი ვ. აბაიშვილი, ი. გელაშვილი

მერქნისა და მერქნული მასალების
დამმუშავებელი ჩარხები, საჩარხო
სისტემები და მჭრელი
ინსტრუმენტები

I ნაწილი

უაკ: 621.921.4 620.179.5

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია მერქნისა და მერქნული მასალის დამმუშავებელი ჩარხების, საჩარხო სისტემებისა და ინსტრუმენტების საერთო ტექნიკური ცნობები, ჩარხების კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული სქემები, მოწყობილობები. მოყვანილია კონსტრუქციების ვარიანტები, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრები; აღწერილია ჩარხების მუშაობისათვის აუცილებელი ძირითადი და დამხმარე მექანიზმები და მოწყობილობები; მოცემულია ტექნოლოგიური გაანგარიშებები ექსპლუატაციის პირობებთან დაკავშირებით, აგრეთვე ტექნოლოგიისა და მოწყობილობების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.
ნაშრომში განხილულია მერქნული მასალების ჭრით დამუშავების საკითხები, კერძოდ, მოცემულია კინემატიკური და დინამიკური თანაფარდობანი ჭრისას, ჭრის პროცესის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა, დამუშავების ხარისხი, დამუშავების სიზუსტე და სისუფთავე.
წიგნში განხილულია მერქნული მასალის ჭრით დამუშავების ძირითადი სახეები: მრგვალი და ლენტური ხერხებით, ჩარჩოხერხით ხერხვა, რანდვა, ფრეზვა, ახდა, ბურღვა, ხარატება და ხეხვა. მოცემულია აგრეთვე მერქნული მასალის ჭრა ზესალი იარაღებით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მერქნული მასალის დამუშავების პროფილის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს მერქნისა და მერქნული მასალის დამმუშავებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს პრაქტიკული საკითხების გადაჭრაში.

ს. მებონია, თ. ნატრიაშვილი, ზ. ლომსაძე

ლითონების წნევით დამუშავების მანქანების
ექსპლუატაცია და რემონტი

უაკ: 621.771(075):621.735(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების წნევით დამუშავების მანქანების ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ნ. მუმლაძე

AutoCAD 2017-ის ძირითადი სიახლეები

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია AutoCAD 2017-ის ძირითადი სიახლეები, კერძოდ Pdf ფაილის იმპორტირება, პროგრამაში შექმნილი 3D მოდელის პირდაპირ გაგზავნა 3D საბეჭდ მოწყობილობაზე (პრინტერზე), რაც თანამედროვე ეტაპზე (მოთხოვნებიდან გამომდინარე) აუცილებელია, ასევე AutoCAD-ის ფაილის პუბლიკაცია ინტერნეტში და ა.შ.
განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. კარგ სამსახურს გაუწევს იმ პირებსაც, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.

 

image
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ნ. მუმლაძე

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა
FLATSHOT ბრტყელი კადრი,
გამოსახულება
მეთოდური მითითებები

უაკ: 681.3

მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (FLATSHOT ბრტყელი კადრი, გამოსახულება). 
განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის, ასევე საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკით დაინტერესებული პირებისათვის.

 

image
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, მ. ნოზაძე

AutoCAD 2015-ის ზოგიერთი სიახლე

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია AutoCAD 2015-ის ზოგიერთი სიახლე.
განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის, ასევე დაეხმარება აღნიშნული კომპიუტერული პროგრამის უახლესი ვერსიის შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

 

image
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა
Section Plane მკვეთი სიბრტყე
მეთოდური მითითებები

უაკ: 681.3

მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (Section Plane მკვეთი სიბრტყე). 
განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. დაეხმარება იმ პირებსაც, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.

 

image
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ქ. ჭკუასელი

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა
SOLID VIEW მყარი სხეულის ხედი, SOLID DRAWING მყარი სხეულის ნახაზი, SOLPROF
მყარი სხეულის პროფილი
მეთოდური მითითებები

უაკ: 681.3

მეთოდურ მითითებებში განხილულია მოდელის მიხედვით ფიგურის სამი ხედისა და აქსონომეტრიული გეგმილის მიღება (SOLID VIEW მყარი სხეულის ხედი, SOLID DRAWING მყარი სხეულის ნახაზი, SOLPROF მყარი სხეულის პროფილი). 
განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისა და საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.

 

ჯ. იოსებიძე, დ. ფრიდონაშვილი, ა. ჩხეიძე, ო. ხოხლოვი

საავტომობილო შიგაწვის ძრავების
მოწყობილობა

უაკ: 629.113

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული მართვის მქონე თანამედროვე საავტომობილო შიგაწვის ძრავების, მათი მექანიზმებისა და სისტემების დანიშნულება, მოწყობილობა და მუშაობის პრინციპები.
ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის პროფილის სტუდენტებისათვის, თუმცა ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგის სპეციალისტებს.

 

ზ. აზმაიფარაშვილი, ი. ჩხეიძე

ინფორმაციის ციფრული დამუშავების
მეთოდები
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების ჩასატარებლად
Emona/DATEx/NIELVIS სისტემის მიხედვით

უაკ: 681.3

ინფორმაციის ციფრული დამუშავების მეთოდების ლაბორატორიული პრაქტიკუმის ყოველი ექსპერიმენტი მიზნად ისახავს თეორიული მასალის ასახვას და დამტკიცებას. DATEx-ის ექსპერიმენტები სტუდენტისთვის საინტერესო პრაქტიკული გამოცდილებაა. სტუდენტს მიეცემა დავალება – ააწყოს, გაზომოს და იფიქროს. ეს არ არის „მზა რეცეპტის“ წიგნი. DATEx ნამდვილი საინჟინრო მოდულური სისტემაა, რომელიც არწმუნებს სტუდენტს, რომ ბლოკ-სქემა ასახავს რეალურად მოქმედ სისტემა. EMONA DATEx ტრენაჟორი შედგება ბლოკების ნაკრებისაგან NI ELVIS II პლატფორმის თანხლებით და პროგრამისაგან – ვირტუალური საზომი ხელსაწყოებით (VI) NI LabVIEW რომელიც სრულდება პერსონალურ კომპიუტერზე. ELVIS II – მოიცავს აუცილებელ ინტერფეისის სქემებს. DATEx - ის ექსპერიმენტში ხდება ბლოკ-სქემის რეალიზაცია.
მეთოდური მითითებები მოიცავს 12 ამოცანას, რომლებშიც ასახულია ინფორმაციის ციფრული დამუშავების ყველა ძირითადი ეტაპი.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემებისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.

ზ. ბოგველიშვილი, ლ. ბუბუტეიშვილი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
ძირითადი საკითხები

უაკ: 625.096

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ უსაფრთხოების მიზნით წაყენებული მოთხოვნები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების წარმოქმნის ძირითადი მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, მათი თავიდან აცილების ღონისძიებები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის გზები და საშუალებები.
ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე შესაბამისი დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.

გ. წულუკიძე

ერგონომიკა

უაკ: 331.015.11

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემული და განხილულია ერგონომიკის საგანი, მისი მიმართულებები – ანთროპომეტრია, საინჟინრო ფსიქოლოგია, შრომის ფიზიოლოგია და შრომის ჰიგიენა.
წიგნის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ერგონომიკის როგორც სამეცნიერო დისციპლინის სწორად გააზრებაში, სასწავლო მასალის სრულად ათვისებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ (საპროექტო) გამოყენებაში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტისთვის, რომელიც სწავლის პროცესში გადის ერგონომიკის  სასწავლო კურსს.

ა. გიგინეიშვილი, კ. გორგაძე, გ. კუკულაძე, ლ. მაცაბერიძე, ლ. ჩახვაშვილი, თ. ჩიჩუა, მ. წულუკიძე

ფიზიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი
(ოპტიკა და ატომის ფიზიკა)

III ნაწილი

უაკ: 612.84+621.039

კრებული შეიცავს ლაბორატორიულ ამოცანებს ოპტიკასა და ატომის ფიზიკაში. ამოცანები შერჩეულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის შესაბამისად და განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის.
ყოველ ამოცანას წამძღვარებული აქვს თეორიული ნაწილი, რომელიც მოცემულია საკმაოდ ვრცლად, ვინაიდან სტუდენტს ლაბორატორიული ამოცანების უმრავლესობის შესრულება მოუხდება მაშინ, როცა სათანადო თეორიული მასალა ლექციაზე წაკითხული ჯერ კიდევ არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ თეორიული ნაწილი ზოგჯერ მეტნაკლებად მეორდება, ვინაიდან, სტუდენტებისათვის სამუშაოს შესრულების გამარტივების მიზნით, უარი ვთქვით ამოცანებისათვის საერთო თეორიის დაწერაზე.
გარდა „ძველი“ ტრადიციული ამოცანებისა, კრებულში შეტანილია ახალი, კომპიუტერიზებული ამოცანები.
ლაბორატორიული პრაქტიკუმის დანიშნულებაა სტუდენტებს განუმტკიცოს თეორიული ცოდნა და გამოუმუშავოს პრაქტიკული ჩვევები.

ო. ქართველიშვილი, †ც. ხოშტარია, ს. ხოშტარია

მიკროპროცესორული სისტემები
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია მიკროპროცესორული სისტემების დაგეგმარების საკითხები. იგი შედგენილია ერთსახელა კურსის პროგრამის მიხედვით და წარმოადგენს მის პირველ ნაწილს. ნაშრომში განხილულია მიკროკონტროლერის არქიტექტურა AVR ოჯახის ერთ-ერთი მიკროკონტროლერის მაგალითზე, აღწერილია მიკროკონტროლერის შემადგენლობაში შემავალი ბლოკების სტრუქტურა, მათი მუშაობის პრინციპი და ურთიერთკავშირი მიკროკონტროლერის მუშაობის დროს, ასევე განხილულია სხვადასხვა ინტერფეისის პროტოკოლები. 
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისა და იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ მიკროპროცესორული სისტემების დაპროექტებისა და ექპლოატაციის სფეროში.

ნ. ანდღულაძე, ა. სარუხანიშვილი, ვ. გორდელაძე, მ. წეროძე, ლ. ებანოიძე

ფიზიკური ქიმია
საგამოცდო ტესტების კრებული

უაკ: 541.11

საგამოცდო ტესტების კრებულში მოცემულია ფიზიკური ქიმიის კურსი ორ ნაწილად. პირველში განიხილება ქიმიური თერმოდინამიკის, ქიმიური და ფაზური წონასწორობის, ხოლო მეორეში – ხსნარების ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის საკითხები.
განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის 05, 06, 07, 30 და 50 პროფილის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

გ. ბაღათურია

მასათა გეომეტრია

უაკ: 513

დამხმარე სახელმძღვანელოში გადმოცემულია მასათა ცენტრისა და ინერციის მომენტების თეორია, ამოხსნილია ყველა ამოცანა ი.ვ. მეშჩერსკის თეორიული  მექანიკის  ამოცანათა კრებულის 36-ე გამოცემიდან.
წიგნი განკუთვნილია, ძირითადად, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ის აგრეთვე გამოადგება  ინჟინერს, რომელსაც უწევს მანქანებისა და მექანიზმების მოძრაობის გაანგარიშება.

გ. მაღალაშვილი, ი. ახვლედიანი

საქართველოს სანახელავო ქვები

უაკ: 553.8

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოში არსებული სანახელავო ქვების საბადოები და გამოვლინებები. აქ მოცემულია სანახელავო ქვების როგორც დეკორატიული, ისე ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და შეფასებულია გამოყენების პერსპექტივები.
ავტორების აზრით საქრთველოში აღნიშნული ფერადი ქვების სიუხვე იმედს იძლევა მათ საფუძველზე ფართოდ განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, მუნიციპალიტეტებში მოეწყოს სათანადო მუზეუმები და განვითარდეს გეოტურიზმი, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნას პროფესიული სწავლების ბაზა.
დამხმარე სახელმძღვანელოში გაანალიზებულია ყველა ის ოპერაცია და დამუშავების მეთოდი, რომელთა გამოყენებით ნედლი ფერადი ქვისგან მიიღება არაერთი სახის საიუველირო-სანახელავო პროდუქცია.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მსმენელებისათვის. იგი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ამ საკითხებზე მომუშავე დოქტორანტებსა და დამწყებ სპეციალისტებს.

ჟ. პეტრიაშვილი

სალექციო კურსი არაორგანულ ქიმიაში
(დემონსტრირებით)

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია არაორგანული ქიმიის არსებული სასწავლო პროგრამის (შესაბამისი სილაბუსის) თითქმის ყველა საკითხი, კერძოდ წარმოდგენილია პერიოდული სისტემის ელემენტთა (ს,პ,გ,ფ) ბლოკები, განხილულია თითოეული ბლოკი და ცალკეული ჯგუფები, მოცემულია ჯგუფის ძირითადი ელემენტების ზოგადი დახასიათება, გავრცელება ბუნებაში, მიღების ხერხები, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება და სხვ.
ნაშრომის შინაარსი, მოცულობა, საკითხების თანამიმდევრობა და სიღრმე ქიმიაში სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების და პროგრამების ანარეკლია, ხოლო შემოთავაზებული სწავლების მეთოდიკური აპარატი სტუდენტთა მიერ არაორგანული ქიმიის კურსის საფუძვლიანი ათვისების საშუალებად მიგვაჩნია.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება გარკვეული კორექტირებით შეიძლება აგრეთვე აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინირინგის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის არაორგანული ქიმიის სწავლების პროცესში და ემსახურება მასალის გადაცემას (სწავლებას)  დემონსტრირების მეთოდით.

მ. სვანაძე, გ. ხვიჩია, კ. მჭედლიძე, მ. სილოგავა

სასწავლო სახელოსნოში გამოყენებული
საზეინკლო იარაღები

უაკ: 694.6

ნაშრომში მოცემულია საზეინკლო სამუშაოში გამოყენებული მჭრელი და საზომი იარაღების, სამარჯვების კონსტრუქციები, აღწერა და გამოყენების არეები. ცხრილებში მოცემულია მათი ტექნიკური მახასიათებლები.
წიგნი განკუთვნილია პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს საწარმოში მომუშავე ზეინკლებს.

ნ. მჭედლიშვილი, ი. დავითაშვილი

არაწრფივი და დისკრეტული სისტემების
მართვის თეორია

უაკ: 534:519.45

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საგნისათვის „მართვის თეორია 2“. იგი შედგება ორი თემატური ნაწილისგან. პირველი ცხრა თემა მოიცავს არაწრფივი სისტემების მოდელირებისა და კვლევის საკითხებს, ხოლო დანარჩენი შვიდი ეხება  დისკრეტული სისტემების კვლევასა და მოდელირებას.
წიგნში ყველა დასმული ამოცანა გადაწყვეტილია Matlab/Simulink - ის საშუალებით.
თითოეული თემა მოიცავს თეორიულ შესავალ ნაწილს და ლაბორატორიულ სამუშაოს, სადაც ნაჩვენებია ამოცანის გადაწყვეტა და დავალება, რომელიც სტუდენტმა უნდა შეასრულოს ლაბორატორიულ მეცადინეობაზე.
დამხამრე სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის ისე მათთვის, ვინც დაინტერესებულია მასში აღწერილი საკითხებით.

†ა. შავგულიძე, გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, მ. ნოზაძე


საინჟინრო გრაფიკა
(ორთოგონალური გეგმილები და აქსონომეტრია)

უაკ: 515:76

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს საინჟინრო გრაფიკის პროგრამით განსაზღვრულ პირველ და მეორე ნაწილებს.
წიგნი გათვალისწინებულია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების იმ სპეციალობათა სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო გეგმებში საინჟინრო გრაფიკა ცალკე დისციპლინად არის შეტანილი.

 

ზ. ბალამწარაშვილი, ზ. ჩიტიძე, დ. მოსულიშვილი, რ. ტყემალაძე

ტყესაკაფი სამუშაო პროცესების კომპლექსური
მექანიზაციის ტექნოლოგია და მანქანები

III ნაწილი

უაკ: 630.0.36

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტყესაკაფი სამუშაო პროცესების კომპლექსური მექანიზაციის ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიის საკითხები. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ხეების საჭრელი მანქანების, მოწყობილობების და მექანიზმების – მათ შორის ჯაჭვური სახერხი აპარატის – ტიპების კონსტრუქციების აღწერას, აგრეთვე უსაფრთხოების წესების შესწავლას და მწარმოებლურობის განსაზღვრის მეთოდიკის ჩამოყალიბებას. მოცემულია საბაგირო მორსათრევი დანადგარების სქემები და კონსტრუქციები, მათ შორის ავტორთა კოლექტივის მიერ დამუშავებული და შექმნილი ცალმხრივი და ორმხრივი განივგადასატანი საბაგირო მორსათრევი დანადგარების ბაგირ-ბლოკური სქემები. მოცემულია აგრეთვე ბენზოხერხებით ხეების როკებისაგან გაწმენდის ტექნოლოგია, მუშაობის წესები და თავისებურებები. განხილულია ტყესაკაფზე შოლტების დამორვის, დახარისხების და დაშტაბელების საერთო მოთხოვნები, თავისებურებები და წესები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო საინჟინრო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში.

ი. ჩხეტია, ნ. ბუთხუზი, ნ. რუსაძე

ლოგისტიკის საფუძვლები

უაკ: 338.24(02)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია: ლოგისტიკის მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური აპარატი, ლოგისტიკის მნიშვნელობა ეკონომიკაში, ლოგისტიკურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები, სატრანსპორტო საშუალებები და მათი გამოყენება ლოგისტიკაში, სასაწყობო მეურნეობის მნიშვნელობა და ფუნქციები ლოგისტიკაში, საინფორმაციო სისტემების ჩართულობა და მნიშვნელობა მეცნიერებაში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის.

მ. ცინცაძე, ა. მამულაშვილი, გ. მანველიძე, ნ. მაისურაძე

ზოგადი და კოორდინაციული ქიმიის
ლაბორატორიული პრაქტიკუმი

უაკ: 54

დამხმარე სახელმძღვანელო არის ზოგადი და არაორგანული ქიმიის მიმართულებაზე კარგად აპრობირებული სახელმძღვანელოს სრულიად განსხვავებული ვერსია. მასში მოცემულია თანამედროვე ქიმიის საკითხები – ატომურ-მოლეკულური მოძღვრება, ქიმიურ რეაქციათა მიმდევრობის კანონზომიერებები, ნაერთთა კლასები, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები და სხვა. თითოეულ თემას თან ახლავს შესაბამისი თეორიული მასალა, რათა სტუდენტს გაუადვილდეს ამ საკითხების დამუშავება და უკეთესად გაიაზროს ესა თუ ის ცდა.
დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია როგორც ქიმიური, ისე სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
თ. წივწივაძე, რ. კლდიაშვილი, ნ. ჩიგოგიძე

არაორგანულ ნაერთთა ძირითადი
კლასები

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელო (ამ ფორმით იბეჭდება პირველად) შედგენილია თანამედროვე არაორგანული ქიმიის კურსის პროგრამის შესაბამისად და სრულად უპასუხებს დღევანდელი დონის მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხებს. აქ სრულყოფილი სახით პირველად გაეცნობით არაორგანულ ნაერთთა ოთხ ძირითად კლასს – ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებსა და მარილებს, მათი მიღების თითქმის ყველა ხერხს, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და გამოყენების არეალს. 
დამხმარე სახელმძღვანელო საინტერესო და სასარგებლო იქნება უმაღლესი სასწავლებლებისა (ბაკალავრიატი, მაგისტრანტები) და უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგება საჯარო სკოლების უფროსკლასელებსა და პედაგოგებს.

image
ს. მებონია, თ. ნატრიაშვილი, ზ. ლომსაძე

ლითონების წნევით დამუშავების მანქანების
ექსპლუატაცია და რემონტი

უაკ: 621.771(075):621.735(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების წნევით დამუშავების მანქანების ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

image
მ. ლომსაძე-კუჭავა, ხ. გიორგაძე

მცირე ბიზნესი

უაკ: 339.15

დამხმარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია ბიზნესის ძირითადი და საკვანძო საკითხები. ნაჩვენებია, რომ სპეციალური მეთოდების მეშვეობით დამწყები ბიზნესმენი შეძლებს აირჩიოს იდეა, შეაფასოს ბაზარი, გახდეს კონკურენტუნარიანი, თავისი საქმიანობა გახადოს მომგებიანი.
სპეციალური სავარჯიშოების მეშვეობით სტუდენტი შეადგენს ბიზნესგეგმას, რომელიც დაეხმარება შეამციროს რისკები და შექმნას სტაბილურად მზარდი კომპანია. ბიზნესის კეთება შეუძლია ყველას, უბრალოდ მთავარია მომზადება და შემდეგ უკვე მოქმედება. სწორად დამუშავებული ბიზნესგეგმა, სიჯიუტე და მოთმინება ყველა დამწყებ ბიზნესმენს წარმატებული კომპანიის წარმატებულ მფლობელად აქცევს. განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.

 

ხ. ქრისტესიაშვილი

ბიზნესპროცესების მოდელირების ნოტაცია და
BIZAGI PROCESS MODELER

უაკ: 62-5

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესპროცესების მოდელირების ნოტაციის BPMN-ის შესწავლა. მოდელირების ენის თითოეულ ელემენტზე მოყვანილია მაგალითი, რაც საგნის გაგებას ამარტივებს. ასევე, აღწერილია მოდელერად გამოყენებული Bizagi Process Modeleri-ის თითოეული მოდული. წიგნი მოიცავს 15 ლაბორატორიულ სამუშაოს. თითოეულისთვის გათვალისწინებულია ორი საათი. 
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

 

image
ნ. წიგნაძე, მ. ჯანიკაშვილი, მ. ადეიშვილი, შ. წეროძე, თ. შუბლაძე, გ. ნიკოლაიშვილი, ვ. გოგილაშვილი, კ. ჩხიკვაძე, გ. ბედუკაძე, მ. სანიკიძე, რ. ომანაძე, ნ. მაისურაძე

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის
გენერალური კონსტრუქტორი
THE GENERAL CONSTRUCTOR OF THE FIRST
GEORGIAN SPACE OBJECT

უაკ: 629 78

წიგნში მოხსენიებული სამუშაოები, ოფიციალური მასალები და დოკუმენტები გრიფით „სრულიად საიდუმლო“ და „საიდუმლო“ მოცემულ ეტაპზე განსაიდუმლოებულია.
წიგნი შედგენილია ოფიციალური მასალების, დოკუმენტების და ელგუჯა მეძმარიაშვილის ჩანაწერებისა და მოგონებების მიხედვით სარედაქციო ჯგუფის მიერ.
ოფიციალური მასალები, დოკუმენტები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნას და ელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო-სამხედრო მოღვაწეობას, ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში, აჭარის საარქივო სამმართველოში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ოქროს ფონდში“, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აჭარისა და ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის ბიბლიოთეკასა და ელგუჯა მეძმარიაშვილის პირად არქივში.

image
მ. გიულმამედოვი, მ. ჩხარტიშვილი, თ. ბაკურაძე

Azərbaycanca-Gürcücə-Ingilizcə danışıq kitabı
აზერბაიჯანულ-ქართულ-ინგლისური სასაუბრო
Azerbaijan-Georgian-English Phrasebook

უაკ: 800.8

სასაუბრო შეიცავს ფრაზებისა და გამოთქმების ტიპურ მოდელებს თემების ფართო სპექტრისათვის, ტექსტებს ქართულსა და ინგლისურ ენებზე თან ახლავს ტრანსკრიპცია.
სასაუბრო განკუთვნილია როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე აზერბაიჯანიდან ჩამოსული აზერბაიჯანელი სტუდენტებისათვის, რომლებიც ქართულსა და ინგლისურს სწავლობენ, პედაგოგებისათვის, აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისათვის.

image
ჰ. კუპრაშვილი

ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობები
თანამედროვე ევროპაში
ლექციების კურსი

უაკ: 914:327

წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი. დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ატრიბუტია პოლიტიკური მიმდინარეობები. ცნებაში „პოლიტიკური მიმდინარეობები“ ვგულისხმობთ პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტებს (პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს და სხვ.), რომელთა მოქმედებას საფუძვლად უდევს ესა თუ ის იდეოლოგია. დღეისათვის მსოფლიოში, ისევე როგორც მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ძირითადი იდეოლოგიური დოქტრინებია ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალ-დემოკრატიზმი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპის განვითარებული ქვეყნების მოწინავე პარტიების პროგრამაში თანდათან გამოიკვეთა ამ დოქტრინების ელემენტების გარკვეული აღრევა.
წყაროდ გამოყენებულია, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მეცნიერების ნაშრომები. მათ შორის არიან ავტორები: ელბერდ ბატიაშვილი, ირაკლი გაბისონია, ომარ გოგიაშვილი, დიმიტრი დუშუაშვილი, დიანა ენდელაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კობერიძე, გიორგი მკურნალიძე, გიორგი მჭედლიშვილი, გურამ ფცქიალაძე, დიმიტრი შველიძე, ხათუნა ჩაფიჩაძე, მამუკა ხამხაძე, ნიკა ხოფერია.

ო. ნატროშვილი

კომპიუტერული ქსელის დაპროექტება
მეთოდიკური მითითებები და თემატიკური
საკითხების ახსნა-განმარტებები საკურსო
პროექტის შესასრულებლად

უაკ: 681.3

„კომპიუტერული ქსელის დაპროექტება“ არის ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო დისციპლინა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის მაგისტრანტებისათვის.
წინამდებარე მეთოდიკური მითითებები, რომლებსაც შემოკლებული სახით თან ახლავს თემატიკური საკითხების ჩამონათვალი და შესაბამისი ახსნა-განმარტებები, საშუალებას აძლევს მაგისტრანტს შეიმუშაოს ძირითადი მიდგომები და შეიძინოს ჩვევები აღნიშნულ დისციპლინაში საკურსო სამუშაოს შესასრულებლად.
საკურსო პროექტის გაფორმების წესი და დაპროექტებისათვის განსახილველი საკითხების ჩამონათვალი დალაგებულია თავების (განყოფილებების) მიხედვით. თითოეული მათგანი ეყრდნობა ბაკალავრიატში, ასევე, მაგისტრატურაში გავლილი პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. აღნიშნული მეთოდიკური მითითებები დოქტორანტურაში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდა სპეციალისტს დაეხმარება უფრო ღრმად, დამოუკიდებლად აითვისოს ეს მითითებები და გამოიყენოს უფრო სრულყოფილი პროექტების განსახორციელებლად.

image
ი. ერქომაიშვილი

სამარკშეიდერო საქმე

უაკ: 622.1

წიგნში წარმოდგენილია სამარკშეიდერო საქმის ძირითადი საკითხები, როგორიცაა: მარკშეიდერიის საგნისა და მისი განვითარების ისტორიული ცნობები, საყრდენი მარკშეიდერული ქსელები, მიწისქვეშა პოლიგონომეტრია, მიწისქვეშა ნიველობა, ორიენტირების ამოცანები, გვირაბების გაყვანისას (მშენებლობისას) მარკშეიდერული უზრუნველყოფა, შახტის მშენებლობის, სხვადასხვა სახის გვირაბის აგეგმვა; მარგი წიაღისეულის აზომვის, კარიერების სამარკშეიდერო სამუშაოებით უზრუნველყოფის სხვადასხვა საკითხი და სამარკშეიდერო სამსახურის სტრუქტურა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისათვის, კერძოდ, როგორც მარკშეიდერიის, გეოდეზიის, ისე სამთო საქმის სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.  გარდა სტუდენტებისა, სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე მარკშეიდერებს.

 

image
თ. ობგაძე, ა. ფრანგიშვილი, ა. ტრუსკინოვსკი

ცოცხალი სისტემების ანალიზის მეთოდები
ფრაქტალები

III ტომი

უაკ: 517.958

დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ ტომში განხილულია ცოცხალი სისტემის კონსტრუირების ფრაქტალური მეთოდები, გეომეტრიულად კონსტრუ­ირებადი ფრაქტალები; იტერირებად ფუნქციათა სისტემები; ფრაქტალურ-ვეივლეტური მეთოდების გამოყენება სიგნალების კოდირებისა და დეკოდირებისას; შესწავლილია დინამიკური ფრაქტალები, რომლებიც დაკავშირებულია კვადრატულ ასახვებთან კომპლექსურ არეში. მოყვანილია ჟულიას სიმრავლეების აგებისა და მანდელბროტის სიმრავლის ფორმირების პროგრამები.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

image
ვ. კუციავა, ზ. ჯოჯუა

ციფრული სქემატექნიკა

უაკ: 681.142

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია: ციფრული ელექტრონიკის მოქმედების პრინციპები; ციფრული სქემების საბაზო ელემენტები და მათი ჩართვის სტანდარტული სქემები; სქემატექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim-ის მოკლე აღწერა, ამ პროგრამის კომპონენტების ბიბლიოთეკაში არსებულ SN74, CD4000, CD4500 სერიებში შემავალი როგორც საშუალო, ისე დიდი ინტეგრაციის ზოგიერთი ციფრული ინტეგრალური მიკროსქემის გამომყვანების დანიშნულება და ამ სქემების მოქმედების პრინციპის აღწერა; ციფრული ინტეგრალური მიკროსქემების გამოყენებით როგორც მარტივი, ისე რთული ციფრული მოწყობილობების დაპროექტების საკითხები; აღწერილია ტიპური ფუნქციური კვანძებისა და პროგრამირებადი ლოგიკური მატრიცების გამოყენების საკითხები; განხილულია სპეციალური სქემები, მეხსიერების სახეები და ციფრულ-ანალოგური სქემები; აღწერილია ზოგიერთი გადამწოდის მოქმედების პრინციპი და მათი გამოყენების მაგალითები; განხილულია როგორც ციფრული, ისე ასოითი და სხვა სახის ინფორმაციის აღმქმელი მოწყობილობები და სხვ.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. იგი აგრეთვე გამოადგება ამავე სპეცილობის მაგისტრანტებსა და მკითხველთა იმ წრეს, რომლებიც დაინტერესებული არიან ციფრული მოწყობილობის და პროექტირების საკითხებით.

image
ლ. ტოკაძე, ი. კაროიანი

მაგალითების კრებული Microsoft Visual Studio C/C++
პროგრამული გარემოსთვის

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მაგალითები და ამოცანები Microsoft Visual Studio C/C++  გარემოში შესასრულებლად. ამოცანების მნიშვნელოვან ნაწილს თან ერთვის ამოხსნა და მითითებები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი გარკვეულ სარგებლობას მოუტანს დაპროგრამების  შესწავლის ნებისმიერ მსურველს.

image
ლ. ტოკაძე, ი. კაროიანი

მაგალითების კრებული Microsoft Visual Studio C#
პროგრამული გარემოსთვის

I ნაწილი

უაკ: 681.3

Microsoft Visual Studio C# პროგრამული გარემო კომპიუტერული პროგრამების დამუშავების საკმაოდ პოპულარული საშუალებაა. დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა შინაარსის მაგალითები, რომლებიც შედარებით უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში. აღწერილია ფორმის მართვის ელემენტები: დიალოგური ფანჯარა, ტექსტური ველი, მონიშვნა, ღილაკები, მზა კომპონენტების ვიზუალური შესაძლებლობები, მონაცემთა შეტანა/გამოტანის უზრუნველყოფა, გრაფიკული მონაცემების რედაქტირება და სხვა. ნაშრომში განხილული მასალა მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენითაა დაწერილი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამწყები პროგრამისტებისათვის.

ვ. ბოგველიშვილი, ჯ. იოსებიძე, ზ. ბოგველიშვილი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება როგორც მსოფლიოს
გლობალური პრობლემა და საქართველოში მისი
უზრუნველყოფის პერსპექტიული
ღონისძიებები

უაკ: 656.13.02

დამხმარე სახელმძღვანელოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე განხილულია მსოფლიოსა და საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობა, ასევე მისი ამაღლების გზები და საშუალებები.
განკუთვნილია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისათვის, ისე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

image
ე. რუსიეშვილი

ელექტრონული კომუნუკაციის ლინგვისტური თავისებურებანი
(ინგლისური ენის მაგალითზე)

უაკ: 621.384

დამხმარე სახელმძღვანელო „ელექტრონული კომუნიკაციის ლინგვისტური თავისებურებანი“ განეკუთვნება ინგლისური ენის მასალაზე ურთიერთობის ახალ ფორმას – ელექტრონული დისკურსის შესწავლას. თემა აქტუალურია, რადგან ვერბალური კომუნიკაცია, ზოგადად ინტერნეტში, კერძოდ ჩატში, სულ უფრო  მასობრივ ხასიათს იძენს და სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფს მოიცავს.
კვლევის მასალად აღებულია ინგლისურენოვანი ინტერნეტ-საიტებიდან კოპირებული ჩატების ფრაგმენტები. ელექტრონული კომუნიკაციისა და ვერბალური კომუნიკაციის ტრადიციულ ფორმებს შორის, ხშირად შეინიშნება ურთიერთქმედება და ურთიერთშეღწევა. წიგნში აღწერილია ინგლისურ ენაზე ელექტრონული დისკურსის ინსტრალინგვისტური სპეციფიკა; ასევე, იმ ენობრივი თავისებურებების გამოვლენა, რომელიც როგორც მეტყველების განხორციელების ხერხით, ისე ინგლისური ენის სისტემის სპეციფიკით არის განპირობებული.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც ინგლისური ენის სპეციალიტებს, ისე ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს.

image
თ. მახარაშვილი

მეთოდური მითითებები ლანდშაფტის არქიტექტურაში და საკურსო პროექტის მოცემულობები თემებზე: საქალაქო მრავალფუნქციური პარკი, საქალაქო ბაღის პროექტირება და განახლება

უაკ: 72

მეთოდურ მითითებებში მოცემულია საკურსო პროექტების მოცემულობები და მასთან დაკავშირებული განმარტებები.
განკუთვნილია ლანდშაფტის არქიტექტურის სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის და, კერძოდ, პროექტირების სწორად წარმართვისათვის.

image
მ. დემეტრაშვილი, მ. ძიძიგური

ზედაპირების თანაკვეთა ტექნიკური
დეტალების ნახაზებზე
(ამოცანათა კრებული მეთოდური
მითითებებით)

უაკ: 76:741/744

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საინჟინრო გრაფიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემის – ზედაპირების თანაკვეთის წირის აგების მეთოდები, რაც ახსნილია სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მაგალითებით, თან ერთვის ამოცანების ვარიანტები. წინამდებარე ნაშრომი დაეხმარება სტუდენტებს ამ თემის საფუძვლიანად შესწავლაში, აგრეთვე საკონტროლო სამუშაოების შესრულებაში როგორც საინჟინრო გრაფიკაში, ისე მანქანათსაშენ ხაზვაში.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა ტექნიკური სასწავლებლების, მათ შორის პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისათვის.

image
დ. ერისთავი, მ. მამულაშვილი, ე. მაცაბერიძე

ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბუნებრივი
ობიექტების მონიტორინგში

უაკ: 65.012.12

დამხმარე სახელმძღვანელოში „ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბუნებრივი ობიექტების მონიტორინგში“ განხილულია: ატმსფეროში გაბნეული მავნე კომპონენტების და მტვრის მონიტორინგი, ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების სინჯის აღებისა და ანალიზის მეთოდები, ასევე ნიადაგის დამუშავებისა და შედგენილობის განსაზღვრის მეთოდები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
დ. ერისთავი, მ. მამულაშვილი, ე. მაცაბერიძე

ლაბორატორიული პრაქტიკუმი სამრეწველო
ობიექტების მონიტორინგში

უაკ: 65.012.12

დამხმარე სახელმძღვანელოში „ლაბორატორიული პრაქტიკუმი სამრეწველო ობიექტების მონიტორინგში“ განხილულია მინერალური წყლების, სამრეწველო მადნების დამუშავებისა და კვების პროდუქტების მონიტორინგი. მოცემულია სინჯის დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიის გარემოს დაცვის ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
M. Aslanishvili

ENGLISH TESTS

UDC: 42

„English tests“ presents an additional material for high school graduates, who are going to take national entance exams in English. The testbook offers modern and informative texts which make the preparatory process more interesting. The book contains the execises connected with logic. It is designed for teachers and graduate students from high school. It can also be used as an additional material in English for students and school children.

image
ვ. კუციავა, ზ. ჯოჯუა, თ. გიორხელიძე

ციფრული სქემატექნიკა

უაკ: 681.142

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია: ციფრული ელექტრონიკის მოქმედების პრინციპები; ციფრული სქემების საბაზო ელემენტები და მათი ჩართვის სტანდარტული სქემები; სქემატექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim-ის მოკლე აღწერა, ამ პროგრამის კომპონენტების ბიბლიოთეკაში არსებულ SN74, CD4000, CD4500 სერიებში შემავალი როგორც საშუალო, ისე დიდი ინტეგრაციის ზოგიერთი ციფრული ინტეგრალური მიკროსქემის გამომყვანების დანიშნულება და ამ სქემების მოქმედების პრინციპის აღწერა; ციფრული ინტეგრალური მიკროსქემების გამოყენებით როგორც მარტივი, ისე რთული ციფრული მოწყობილობების დაპროექტების საკითხები; აღწერილია ტიპური ფუნქციური კვანძებისა და პროგრამირებადი ლოგიკური მატრიცების გამოყენების საკითხები; განხილულია სპეციალური სქემები, მეხსიერების სახეები და ციფრულ-ანალოგური სქემები; აღწერილია ზოგიერთი გადამწოდის მოქმედების პრინციპი და მათი გამოყენების მაგალითები; განხილულია როგორც ციფრული, ისე ასოითი და სხვა სახის ინფორმაციის აღმქმელი მოწყობილობები და სხვ.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. იგი აგრეთვე გამოადგება ამავე სპეცილობის მაგისტრანტებსა და მკითხველთა იმ წრეს, რომლებიც დაინტერესებული არიან ციფრული მოწყობილობის და პროექტირების საკითხებით.

image
ი. მარგალიტაძე, ე. გეგეშიძე

სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციები
და საზღვაო საქმე

უაკ: 656.61

გეოგრაფიულმა მდებარეობამ საქართველო მოაქცია მსოფლიოს გეოსტრატეგიულ ინტერესთა სფეროში. ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალი ფორმების წარმოქმნა ახალ მოთხოვნებს უყენებს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემას. დგება სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა: ქვეყნის ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაში, მისი განვითარების უზრუნველმყოფი, ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნის, ფორმირებისა და შემდგომი განვითარების პროცესთა მართვის სისტემის ჩამოყალიბება. პრობლემათა შორის მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შექმნილი რთული ვითარება, რომლის გადაჭრას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებისა და მსოფლიო ეკონომიკასთან საქართველოს ინტეგრაციისთვის.
საზღვაო ნაოსნობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში, ვინაიდან ცენტრალური ადგილი უჭირავს ტვირთის გადასაზიდად ერთიანი გლობალური სატრანსპორტო სისტემის ფორმირებაში. მსოფლიო ოკეანე დედამიწის ყველაზე დიდი სატრანსპორტო არტერიაა, რომლითაც ხდება უმეტესი ექსპორტი მთელ მსოფლიოში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საზღვაო სანაპიროს თავისი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით. ევრაზიული სატრანსპორტო სისტემის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საზღვაო პორტების ტვირთგამტარობის უნარსა და ეკონომიკურ-ეკოლოგიურ მონაცემებზე. საქართველო, რომელიც ერთიან ევრაზიულ სივრცეში ფორმირებისკენ ისწრაფვის, დედამიწის ორი ნაწილის-ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არეალის თავისებურ ცენტრად გვევლინება.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო, კერძოდ საზღვაო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე გამოადგება ამ საქმით დაინტერესებულ პირებს.

 

image
ს. ნემსაძე, ნ. ბერაძე, ვ. კუციავა, პ. ჯოხაძე

ელექტროტექნიკა და ელექტრონიკის საფუძვლები
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.3:621.38

მეთოდიკური მითითებები მოიცავს სასწავლო კურს „ელექტროტექნიკა და ელექტრონიკის საფუძვლების“  სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს. მასში განხილულია ელექტრული წრედების ვირტუალური მოდელირება „Multisim“ სქემატექნიკური პროგრამის გამოყენებით.
იგი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როგორც არაელექტრული, ისე ელექტრული სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
თითოეული სამუშაოს წარმატებით ჩატარება დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტს როგორც საშინაო დავალების, ისე საკურსო სამუშაოს შესრულებისას.

image
ნ. ნავაძე, ნ. თოფურია

საავტომობილო გადაზიდვები მაგალითების
ამოხსნის მეთოდები და ტესტები

უაკ: 656.13.072

წიგნში მოცემულია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული პრაქტიკული სამუშაოების შესრულების მეთოდები და თეორიული მასალის შესწავლისა და მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით შედგენილი თანამედროვე სტილისტური ტექსტები.
ნაშრომი განკუთვნილია, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის, ისე ლოგისტიკის, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს პრაქტიკული საკითხების წინასწარი და რეალურთან მაქსიმალური მიახლოების გათვლის თვალსაზრისით.

image
ო. ბიჭიაშვილი, გ. მაისურაძე

დარგობრივი ბიზნესის საფუძვლები

უაკ: 339.15

წიგნში განხილულია დარგობრივი ბიზნესის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები. ახსნილია ბიზნესში გადაწყვეტილებათა მიღების თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირი. განხილულია დარგობრივი ბიზნესის ძირითადი საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის. მას აგრეთვე მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

ზ. აზმაიფარაშვილი, გ. მურჯიკნელი, ი. მოდებაძე

პრაქტიკული სამუშაოები (ამოცანები) ელექტროსაზომ
ტექნიკაში LabVIEW-ის ბაზაზე

უაკ: 621.38

დამხმარე სახელმძღვანელო „პრაქტიკული სამუშაოები (ამოცანები) ელექტროსაზომ ტექნიკაში LabVIEW-ის ბაზაზე“ შედგება შესავლისა და ხუთი თავისაგან). პირველ თავში მოცემულია LabVIEW-ის ძირითადი ცნებები და განმარტებები. ნაჩვენებია, როგორ ავაგოთ და გამოვიყენოთ შესაბამისი პროგრამა ელექტრული გაზომვების ამოცანების ამოსახსნელად.
მომდევნო ხუთი თავი დათმობილი აქვს კურსის შესაბამისი ამოცანების ამოხსნას როგორც ჩვეულებრივი მათემატიკური მეთოდებით, ისე LabVIEW-ის პროგრამის შედგენის საფუძველზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებული  პირებისათვის.

რ. ენაგელი, მ. ონიანი

წიაღისეულის გადამუშავების პროცესების
ავტომატიზაცია
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 56.02:658.52.011.56

მეთოდიკური მითითებები შედგენილია დისციპლინის „წიაღისეულის გადამუშავების პროცესების ავტომატიზაცია“ სასწავლო გეგმის (სილაბუსის) მიხედვით. ეს საგანი რამდენიმე ათეული წელია ეკითხება სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრება და მაგისტრანტებს. ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი მამდიდრებელი ფაბრიკების ცალკეული პროცესების კონტროლისა და მართვის საშუალებები. მასალის ათვისების გასამყარებლად თითოეული სამუშაოს ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები, რაც სტუდენტებს დაეხმარება საგამოცდო ტესტირების მომზადებაში.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის.

image
რ. ენაგელი, მ. ონიანი

სამთო ავტომატიკის საფუძვლები
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად

უაკ: 550.89

ნაშრომში მოცემული მასალა წლების განმავლობაში იხვეწებოდა სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. მასში დეტალურადაა აღწერილი სამთო მრეწველობაში გამოყენებული ავტომატიკის საშუალებები, მათი პრინციპული ელექტრული სქემები; აღწერილია ავტომატური მართვის სისტემების სტრუქტურები, მათი შემდგენი ელემენტები; განხილულია კავშირის სახეობანი ავტომატური მართვის სისტემებში; გადაცემის ფუნქციების შედგენა სხვადასხვა სტრუქტურული სქემისათვის; მოცემულია ავტომატური მართვის სისტემების მდგრადობის კვლევა რაუსგურვიცის კრიტერიუმის მაგალითზე. თითოეული სამუშაოს ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები მასალის ათვისების გასამყარებლად, რაც დაეხმარება სტუდენტს მასალის უკეთ ათვისებასა და საგამოცდო ტესტირებისათვის მომზადებაში.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
გ. ტყემალაძე

ბიოორგანული ქიმიის განმარტებითი
ლექსიკონი

უაკ: 547:801.32

ლექსიკონში წარმოდგენილია ორი ათასზე მეტი ლექსიკური ერთეული ბიოორგანული ქიმიის და მომიჯნავე დისციპლინების: ორგანული ქიმია, ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, აგრარული მეცნიერებები, აგრეთვე ყველა იმ დარგის, რომლებსაც გარკვეული შეხება აქვს ბიოორგანული ქიმიის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებთან.
ლექსიკონი შედგენილია განმარტებითი ლექსიკონების მიმართ არსებული ყველა ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით. ის დიდ დახმარებას გაუწევს როგორც დარგის სპეციალისტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ისე სტუდენტებს, დამწყებ მეცნიერებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.

image
ბ. ბერიტაშვილი, ნ. კაპანაძე, დ. ერისთავი

კლიმატის ცვლილება და
გეოინჟინერია

უაკ: 551.5

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია როგორც გლობალური კლიმატური სისტემა და კლიმატის რეგიონალური ტიპები, ოკეანისა და ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესების როლი კლიმატის ჩამოყალიბებაში, ისე ცნობები დედამიწის კლიმატის ცვლილების შესახებ ისტორიულ წარსულსა და ინსტრუმენტული გაზომვების ბოლო საუკუნენახევრიან პერიოდში. განსაზღვრულია სათბურის ეფექტი და მისი გამომწვევი ფაქტორები, გლობალური კლიმატის პროგნოზი 2100 წლამდე. ჩამოთვლილია გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მთავარი საფრთხეები. დახასიათებულია წინა საუკუნის მანძილზე კლიმატის ცვლილება საქართველოში, შეფასებულია კლიმატის ცვლილების მიმართ ეკონომიკისა და ბუნებრივი ეკოსისტემების მოწყვლადობა, ასევე კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ძირითადი ელემენტები და მათ წინაშე არსებული ბარიერები, საქართველოში მიღწეული ძირითადი შედეგები კლიმატის ცვლილების დარგში. მოყვანილია გეოინჟინერიის დარგში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული და შემოთავაზებული ტექნოლოგიების მიმოხილვა. შეფასებულია მათი პერსპექტიულობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება.
განკუთვნილია კლიმატის ცვლილების პრობლემით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის, ასევე სტუდენტებისა და უფროსი კლასის მოსწავლეებისათვის.

 

image
ლ. გაჩეჩილაძე, ლ. ნონიკაშვილი

მრავალნაკადური დაპროგრამება
Java ენაზე

უაკ: 681.3

წიგნში განხილულია მრავალნაკადური დაპროგრამების საკვანძო საკითხები. კერძოდ, Java-ნაკადების მოდელი, ნაკადების სიმრავლის შექმნა და მათი პრიორიტეტები, ნაკადების სინქრონიზაციის უზრუნველყოფა, ნაკადშორისი კომუნიკაციები და ურთიერთბლოკირება, სხვადასხვა ტიპის ნაკადთან და ფაილურ სისტემასთან მუშაობა.
წიგნში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული ვიდეომასალა ბმულების სახით არის მითითებული ყოველი თავის დასასრულს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია Java ენაზე მრავალნაკადური დაპროგრამების ასათვისებლად.

image
ლ. გაჩეჩილაძე, ლ. იაშვილი, ლ. ნონიკაშვილი

ქსელური დაპროგრამება
Java ენაზე

უაკ: 62-5

წიგნში განხილულია კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის სა­ფუძვ­ლები, ქსელური კლა­სები და ინტერფეისები, დეიტაგრამები, აპლეტებთან და სერვლე­ტებთან მუ­შა­ობის საშუა­ლე­ბები Java და­პროგ­რამების ენაზე, სერვე­რული ფურ­ცლე­ბის დამუ­შავება, JSP ტექნოლოგია და მისი ძირი­თადი კონსტრუქ­ციები, Java-ს სერვე­რული ფურცლების კავშირი Java ბინებთან.
მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული ვიდეომასალა წიგნში ყოველი თავის დასას­რულს ბმულების სახით არის მითი­თე­ბუ­ლი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია Java ენაზე ქსე­ლუ­რი დაპროგრამების ასათვი­სებ­ლად.

image
თ. თოდუა, თ. სტურუა, ბ. ტაბატაძე

HTML5 & CSS3

უაკ: 681.3

განხილულია HTML ენის შესაძლებლობები, HTML5 ვერსიაში შემოღებული სიახლეებისა და დამატებების გათვალისწინებით, HTML ენის ელემენტა­რული საფუძვლე­ბიდან დაწყე­ბუ­ლი რთული პრაქ­ტიკული საკითხებით დამთავრებული. ასევე, მოცემუ­ლია CSS3 ვებსაიტების დამუშავების უახლესი სტანდარტები, რომლე­ბიც ვებ­დაპროგრამების ენების ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშ­ვნელოვნად აუმჯობესებს და ინტერნეტ-პროექტებისთვის ორიგი­ნალური ვიზუა­ლური გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.
განკუთვნილია ინფორმა­ტიკისა და მართ­ვის სისტემების ფა­კულ­ტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავ­რიატის სტუ­დენ­ტებისა და HTML და CSS ენის გამოყენებით ვებგვერდების შექ­მნით დაინ­ტერესებული სხვა პირე­ბი­სთვის.

 

image
ბ. გვასალია, თ. კვაჭაძე

სამშენებლო კონსტრუქციების ოპტიმიზაციის მეთოდები
ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 624.01

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მართკუთხა, შედგენილი ორტესებრი, უბან-უბან მუდმივი განივი კვეთის მქონე კოჭების, სტრუქტურული კონსტრუქციის თაღის და სივრცითი ჩარჩოს დაპროექტების ამოცანების ოპტიმალური გადაწყვეტის მეთოდების ლაბორატორიული სამუშაოები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ სხვა მკითხველსაც.

ნ. მჭედლიშვილი, ი. დავითაშვილი

წრფივი სისტემების ავტომატური
მართვის თეორია

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოების კურსი საგანში „მართვის თეორია 1“, რომელშიც შესწავლილია მართვის თანამედროვე სისტემის ანალიზისა და სინთეზის მეთოდები, განხილულია როგორც გახსნილი, ისე შეკრული წრფივი სისტემები; მოცემულია მათი შედარებითი ანალიზი; გამოყენებულია ასეთი ობიექტების ავტომატური კვლევის კომპიუტერული სისტემა Matlab/Simulink-ი. განხილულია მდგრადობის და თვისებრიობის საკითხები.
წიგნი გათვლილია მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის. ის საჭირო დახმარებას გაუწევს მართვის სპეციალისტებს: სტუდენტებს, ინჟინრებს, მაგისტრანტებს და სხვებს, ვისაც სურვილი გაუჩნდება დაეუფლოს მართვის თანამედროვე თეორიას.

image
ვ. კეკელია, გ. კოტრიკაძე

კრიპტოგრაფიის სიმეტრიული სისტემის
მეთოდები და მოდელები

I ნაწილი

უაკ: 681.142.001

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ინფორმაციის დაცვის მეთოდები, კერძოდ, შესრულებულია კრიპტოგრაფიის პრაქტიკული ამოცანების Microsoft Visual Studio 2010  გარემოში დაპროგრამების ენა C#-ის ბაზაზე ფუნქციონირებადი პროგრამული მოდულების (ალგორითმების) კომპიუტერული რეალიზაცია და შემოთავაზებულია მათი პრაქტიკული გამოყენების ძირითადი ასპექტები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ასწავლიან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგანს: ბაკალავრებს-„ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და სისტემებს“, ხოლო მაგისტრანტებს - „ინფორმაციის უსაფრთხოებას“, აგრეთვე მათთვის ვინც დაინტერესებულია მიიღოს საწყისი, მაგრამ ამომწურავი ცოდნა კრიპტოგრაფიის კვლევის საკითხებში.

 

image
ლ. ფერაძე, დ. ბერიაშვილი

მოდელირება რადიო - სატელეკომუნიკაციო
სისტემებში SIMULINK - ის საწყისები

I ნაწილი

უაკ: 621.396.962:623.6

სახელმძღვანელოში აღწერილია ვიზუალური მოდელირების Simulink სისტემა, რომელიც კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტის-MATLAB-ის გაფართოებაა. Simulink-ის უნიკალური შესაძლებლობების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ მასში მუშაობისათვის არ არის აუცილებელი MATLAB-ის ცოდნა, ის ხშირად აღიქმება როგორც დამოუკიდებელი სისტემა. Simulink-ში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სიგნალის ციფრული დამუშავების თემა.
ზოგადად Simulink სისტემის სამყარო უზარმაზარია. Simulink-ის ახალ ვერსიებში შედის ასობით პროგრამული პაკეტი.
სახელმძღვანელო არის ავტორების მიერ ჩაფიქრებული, Simulink-ის გამოყენებისადმი მიძღვნილი წიგნების სერიის პირველი წიგნი, რომელშიც აღწერილია Simulink სისტემის საწყისი ცნებები და მოცემულია ძირითადი ბლოკების აღწერა. სახელმძღვანელო ილუსტრირებულია მრავალრიცხოვანი მაგალითით, რომლებიც ეხება ძირითადად სიგნალის ციფრულ დამუშავებას. მოცემულ სახელმძღვანელოში განხილული მასალა ორიენტირებულია R2010a – R2013b ვერსიებზე.
ნაშრომი განკუთვნილია „ტელეკომუნიკაციისა“ და „რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის“ დეპარტამენტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა სასარგებლო იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის: სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და მეცნიერი მუშაკებისათვის.

image
გ. არზიანი, ნ. გვარამაძე, მ. რუხვაძე

მაღალი ძაბვის ინჟინერია ლაბორატორიულ
ამოცანათა კრებული

უაკ: 620.9

ლაბორატორიულ ამოცანათა კრებული მოიცავს 6 ამოცანას, რომელთა ჩატარებაც უნდა მოხდეს მაღალი ძაბვის ინჟინერიის თეორიული კურსის პარალელურად. კრებულში შესულია მაღალი ძაბვის წრედებში მიმდინარე სახასიათო პროცესების ამსახველი მაგალითები. ამოცანები შესრულებულია საინჟინრო მოდელირების პროგრამა AATPdraw-ში.
კრებული განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის და დიდ დახმარებას გაუწევს ამ მიმართულებით მომუშავე ინჟინრებსაც.

image
ლ. კახიანი, ლ. ავალიშვილი, ლ. ბალანჩივაძე

რკინაბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება
ევრონორმების მიხედვით

უაკ: 624.012.35/46

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია რკინაბეტონის ელემენტების დაპროექტების საერთაშორისო ნორმების – ევრონორმების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების თანამიმდევრული აღწერა, ასევე მოთხოვნები ბეტონისა და არმატურის შესახებ, პრინციპები რკინაბეტონის კონსტრუქციების დასაპროექტებლად. დეტალურადაა გადმოცემული ზიდვის უნარის მიხედვით გაანგარიშება და ნორმალური ექსპლუატაციისას გამოყენება ღუნვადი, შეკუმშული და გაჭიმული ელემენტებისათვის, კონსტრუქციებისათვის, რომლებიც გრეხასა და ჩაღუნვაზე მუშაობს.
აღწერილია „მჭიმი და განმბჯენი“ მეთოდის გაფართოებული აღწერა. ყურადღება გამახვილებულია კონსტრუქციულ მოთხოვნებსა და კონსტრუირების მეთოდებზე, რომელიც განსხვავდება არსებული ნორმებისაგან. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შემკვრელი არმატურის აღწერა და ის მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია მრავალსართულიანი კარკასული შენობების პროგრესირებადი რღვევისადმი  წინაღობის უზრუნველსაყოფად.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, მაგისტრებს, ინჟინრებს, მეცნიერ-მუშაკებს და პედაგოგებს, ყველა მათ, ვინც დაინტერესებულია რკინაბეტონის კონსტრუქციებით.

ა. ლეჟავა, მ. ცინცაძე, ნ. კუციავა

ქიმია სხვადასხვა დარგის
მეცნიერთა კვლევებში

V ნაწილი

უაკ: 54

წინამდებარე ბიოგრაფიულ კრებულში „ქიმია სხვადასხვა დარგის მეცნიერთა კვლევებში“ (ნაწ. V) გაშუქებულია ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერთა სამეცნიერო მოღვაწეობა და კვლევები, რომელთა შედეგები წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში და მათგან უმრავლესობამ  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
წიგნი ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სტუ-ის სტუდენტებს (და, ზოგადად, მკითხველს), რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტექნიკური კადრების სამჭედლოს − საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტს ჰყავს ღრმად მოაზროვნე მეცნიერები, რომელთა პროდუქტიულმა შემოქმედებამ მსოფლიო მასშტაბები შეიძინა.

ნ. აბელაშვილი

25 პრაქტიკული ამოცანა
LabVIEW სივრცეში

უაკ: 51:521.13

დამხმარე სახელმძღვანელო „25 პრაქტიკული ამოცანა LabVIEW სივრცეში“ შეიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა მიზანია მონაცემთა გენერირების, ანალიზის, ასახვის, მათემატიკური და პროგრამული გარდაქმნების, რედაქტირებისა და გამართვის შესაძლებლობების წარმოჩენა და მათი შესწავლა. აქვე განიხილება ამოცანები მონაცემთა მასივების შექმნის, მათემატიკური, ელექტრული, ვიბრაციული, დიაგნოზური და ცდომილებათა ანალიზისა და განუსაზღვრელობის შეფასებების სფეროებიდან. აგრეთვე მოცემულია LabVIEW-ს სივრცის გზამკვლევის, ინგლისურ-ქართული ლექსიკონი და კლავიშებით შესასრულებელი ფუნქციური კოდების ე.წ. „ცხელი კლავიშების“ ჩამონათვალი და აღწერა.
დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამა „ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემების“ სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგება LabVIEW-ს გრაფიკული პროგრამის შესწავლით დაინტერესებულ მკითხველს.

image
ლ. გაჩეჩილაძე

დაპროგრამების ალგორითმული ენა C# მეთოდიკური მითითებები
ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

I ნაწილი

უაკ: 62-5

ნაშრომში განხილულია 15 ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების მეთოდიკა. ყოველი სამუშაოსთვის წარმოდგენილია თეორიული წანამძღვრები და აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები.
მოცემული მეთოდიკური მითითებანი განკუთვნილია დაპროგრამების ალგორითმული ენა C#-ის ასათვისებლად.

 

image
თ. შეროზია, გ. ნარეშელაშვილი, ვ. კეკელია

შესავალი ორგანიზაციული მენეჯმენტის
ფუნქციების ალგორითმიზაციაში
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.3

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია სხვადასხვა სახის ორგანიზაციული მართვის ობიექტების დაგეგმვის, აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზის პრაქტიკული ამოცანები. მოცემულია მათი აღწერა, განსაზღვრულია საწყისი მონაცემები, მისაღები შედეგები, მათემატიკური მოდელები და ალგორითმები; დოკუმენტის ფორმები, საწყისი და საანგარიშო შედეგების ჩასაწერად; განსაზღვრულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების თანამიმდევრობა, რომელთა საფუძველზეც შეიძლება განხორციელდეს მათი ავტომატიზაცია.
წიგნი განკუთვნილია პროგრამული ინჟინერიის (მართვის ავტომატიზებული სისტემების) სპეციალობის სტუდენტებისათვის.

ა. ბენაშვილი, გ. ბენაშვილი

კომპიუტერის არქიტექტურისა და
ორგანიზაციის საფუძვლები

უაკ: 004.43

ტესტების კრებულში მოცემულია კომპიუტერის განვითარების ეტაპები, ძირითადი კლასები, ინფორმაციის წარმოდგენა კომპიუტერში, თვლის სისტემები, ციფრული ლოგიკური დონე, კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები, კერძოდ: ცენტრალური პროცესორი; მუდმივი და ოპერატიული მეხსიერება; ვიდეო და აუდიოსისტემა; კომპიუტერის ინტერფეისი; სალტე; პორტი; გარე დამხსომებელი მოწყობილობები.
ტესტები განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისთვის.

image
თ. ჩიგოგიძე

მოსაპირკეთებელი მასალები
ინტერიერში

უაკ: 721.011.8:747

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ინტერიერის ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალები, მათი დამზადების ტექნოლოგიის თავისებურებები, განვითარების ტენდენციები და ინტერიერში პრაქტიკული გამოყენება. შეფასებულია მათი კონსტრუქციული ხასიათი და დეკორატიული თვისებები.
ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

image
ზ. კიკნაძე, თ. ჩიგოგიძე

დეკორატიული ნარგავების და მწვანე მშენებლობის ობიექტების
CAD სისტემებთან თავსებადი ილუსტრირებადი
ბიბლიოთეკის შედგენის მეთოდიკა

უაკ: 635.98:655.533:025.3

დამხმარე სახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა საქართველოს კლიმატური პირობების შესაბამისი ინტერდისციპლინური, მრავალფუნქციური, მრავალმიზნობრივი და ღია, CAD პროგრამულ პაკეტებთან თავსებადი დეკორატიული მრავალწლიანი ნარგავებისა და მწვანე მშენებლობის ობიექტების ილუსტრირებადი კატალოგ-კლასიფიკატორის შესატყვისი მონაცემთა ბაზის, ელექტრონული ბიბლიოთეკის შემუშავების პრეცედენტის შექმნა.
ნაშრომი ძირითადად გათვალისწინებულია არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

ნ. მჭედლიშვილი, ი. დავითაშვილი

დაპროგრამება MATLAB გარემოში

უაკ: 62-5

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ჩვიდმეტი ლაბორატორიული სამუშაო, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ შესავალს, ისე ამოცანის ამოხსნის ნიმუშსა და დავალებებს დამოუკიდებელი მუშაობისათვის, რომელიც უნდა შეასრულოს სტუდენტმა ლაბორატორიულ მეცადინეობაზე. განხილულია MATLAB სისტემის დაპროგრამების ელემენტები, ნაჩვენებია დაპროგრამების კუთხით სისტემის პრიორიტეტული მხარეები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად საგანში: „დაპროგრამება MATLAB გარემოში“.

ი. მოდებაძე, ვ. კუციავა, გ. კურტანიძე

მრავალარხიანი ტელეკომუნიკაციის საფუძვლები
ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოები

I ნაწილი

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისთვის კომპიუტერთან მუშაობის აუცილებელი, ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მაგალითები, ვარიანტები და ოქმის გაფორმების ნიმუში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის ასევე გამოადგება ამავე დარგის მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.

 

გ. მურჯიკნელი, ო. ტომარაძე

ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკა
(პრაქტიკული სამუშაოები)

უაკ: 621 38

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკის პრაქტიკულ სამუშაოებს.  ნაშრომი შედგება შესავლისა და ათი პრაქტიკული სამუშაოსაგან. შესავალში მოცემულია დიაგნოსტიკის ძირითადი ცნებები და განმარტებები. პირველი ექვსი სამუშაო აგებულია სახეთა გარჩევის სტატისტიკური თეორიის საფუძველზე და მათში გამოყენებულია ტექნიკური დიაგნოსტიკის ბაიესის, მინიმალური რისკის, მცდარი გადაწყვეტების მინიმალური რაოდენობის, მაქსიმალურის მართლმსგავსებისა და მინიმაქსის მეთოდები. მომდევნო სამი სამუშაოს საფუძველია ინფრაწითელი დიაგნოსტიკის მეთოდები, ხოლო მეათე სავარჯიშო შესრულებულია დეფექტების დიაგნოსტიკის არაწრფივი დამახინჯებების მეთოდის საფუძველზე.
წიგნი განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის სტუდენტების, მაგისტრანტების,  დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

გ. ხვიჩია, მ. სილოგავა, ზ. ჯაფარიძე, თ. დოლიძე

ურთიერთშეცვლადობა, სტანდარტიზაცია და ტექნიკური გაზომვები
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.75

ნაშრომში მოცემულია საზომი და საკონტროლო იარაღების კონსტრუქციისა და მუშაობის პრინციპების აღწერა, მათი გამოყენების კონკრეტული მაგალითები.
განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
დაეხმარება საინჟინრო სპეციალობის დაუფლების სურვილის მქონე ყველა პირს გაზომვების ტექნიკის უნარების ჩამოყალიბებაში, ასევე გამოადგება ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

image
ი. ბერძენიშვილი

კატალიზური რეაქციები

უაკ: 544.47

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კატალიზის მოვლენა, კატალიზური რეაქციების კინეტიკის კანონზომიერებანი და კატალიზური რეაქციების მნიშვნელობა ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მრეწველობისთვის. იგი ძირითადად განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. აგრეთვე გამოადგება მაგისტრატურის სტუდენტებსა და განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

 

image
მ. წიქარიშვილი, ა. კაცაძე

სასამართლო სამშენებლო-ტექნიკური
ექსპერტიზის საფუძვლები

უაკ: 624:725.15

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასამართლო სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები, განმარტებულია საგნის არსი, ამოცანები და ექსპერტიზის ობიექტები. მოცემულია ექსპერტიზის დროს გამოყენებული მეთოდები და საშუალებები; სამართალწარმოებისას–ექსპერტებისა და სპეციალისტების პროცესუალური დებულებები და ექსპერტიზის წარმოების პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს მშენებლებს, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსა და ინჟინერ-ექსპერტებს.

image
ბ. ცხადაძე, ი. კვესელავა, ე. ცხადაძე, ქ. კვესელავა, ვ. პაპასკირი, ე. გვენეტაძე, ლ. თედეშვილი

ზოგადტერმინოლოგიური ლექსიკონი
(ზოგადტექნიკური და საინჟინრო-საინფორმაციო
ტერმინების სასწავლო-სამეცნიერო ლექსიკონი)

II ნაწილი

უაკ: 801.3(031):659.2

ზოგადტერმინოლოგიური ლექსიკონის მეორე წიგნი მოიცავს 62 ათასზე მეტ ტექნიკურ და საინჟინრო-საინფორმაციო სიტყვა-ტერმინს, სპეციფიკურ ცნებასა და ფრაზეოლოგიურ გამონათქვამს. ლექსიკონში ასახვა პოვა ისეთმა სასწავლო-სამეცნიერო დარგებმა და დისციპლინებმა როგორიცაა: ა) ინფორმატიკა–ზოგადტექნიკური და საინჟინრო-საინფორმაციო ინგლისური და ქართული ტერმინები აბრევიატურით–შემოკლებული სიტყვების განმარტებებით, ბ) ბიოტექნოლოგია და გენური ინჟინერია, გ) ელექტროტექნიკა და სხვ.
ლექსიკონი განკუთვნილია ტექნიკურ დარგებში მომუშავე სპეციალისტებისათვის, მთარგმნელების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

 

image
რ. ენაგელი, მ. ონიანი

წიაღისეულის გადამუშავების პროცესების ავტომატიზაცია
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 56.02:658.52.011.56

მეთოდიკური მითითებები შედგენილია დისციპლინის „წიაღისეულის გადამუშავების პროცესების ავტომატიზაცია“ სასწავლო გეგმის (სილაბუსის) მიხედვით. ეს საგანი რამდენიმე ათეული წელია ეკითხება სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრება და მაგისტრანტებს.
ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი მამდიდრებელი ფაბრიკების ცალკეული პროცესების კონტროლისა და მართვის საშუალებები. მასალის ათვისების გასამყარებლად თითოეული სამუშაოს ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები, რაც სტუდენტებს დაეხმარება საგამოცდო ტესტირების მომზადებაში.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთოგეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის.

image
ვ. კუციავა, პ. ჯოხაძე, თ. ხუციშვილი

შემსრულებელი მოწყობილობები

უაკ: 621.313

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრული, პნევმატიკური, ჰიდრავლიკური და კომბინირებული შემსრულებელი მოწყობილობების ისეთი კვანძები, როგორიცაა: შემსრულებელი მექანიზმები, მარეგულირებელი ორგანოები, ამძრავები, სერვოძრავები, დამხმარე მექანიზმები და სხვ.
იგი შედგენილია  მართვის სისტემებისა და ავტომატიზაციის სასწავლო პროგრამაში შემავალი იმ საგნების სილაბუსების მიხედვით, რომელთა შესასწავლი თემები შეიცავს შემსრულებელ მოწყობილობებთან დაკავშირებულ საკითხებს.
განკუთვნილია მართვის ავტომატიზებული სისტემების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.

ვ. კუციავა, ა. კუციავა, გ. კაცაზე, ქ. დიაკონიძე

ინფორმაციის დაცვა კორპორაციულ
ქსელებში

უაკ: 681.322

განხილულია დაშიფვრის როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე კრიპტოგრაფიული მეთოდები და ალგორითმები. აღწერილია ის მეთოდები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს ლოკალურ, შიგა კორპორაციულ და კორპორაციათაშორისი ქსელების ინფორმაციულ უსაფრთხოებას. მოყვანილია რამდენიმე კრიპტოგრაფიული ალგორითმის განმახორციელებელი პროგრამა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მართვის სისტემების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.

 

ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, ი. მოდებაძე

ელექტრული წრედები 2
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.301

განხილულია ელექტრული წრედების მოდელირების სქემა ტექნიკური პროგრამა „Multisim“-ის გამოყენებით, ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად სასწავლო კურსში „ელექტრული წრედები 2“.
მეთოდიკური მითითებები მოიცავს პროგრამასთან მუშაობისა და სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, ჯ. შანიძე

ელექტრონული სქემების მოდელირება
Electronics Workbench გარემოში
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.398

ნაშრომში განხილულია ციფრული და ანალოგური ფუნქციური კვანძებისა და მოწყობილობების ვირტუალური მოდელირება „Multisim“ სქემატექნიკური პროგრამის გამოყენებით.
მეთოდიკური მითითებები მოიცავს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

ბ. მეფარიშვილი, გ. ჯანელიძე

Web დანართების პროგრამული რეალიზაცია
MySQL-ის გამოყენებით
(ლაბორატორიული პრაქტიკუმი)

უაკ: 008

განხილულია მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა MySQL გარემოში ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების აღწერილობა საგნისათვის „Web დანართების პროგრამული რეალიზაცია MySQL-ის გამოყენებით“.
განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს სტუდენტებისთვის.

image
ო. რუხაძე, თ. მჭედლიშვილი

ლითონსაჭრელი ჩარხები და ტექნოლოგიური
კომპლექსები

უაკ: 621

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო ტექნოლოგიური მანქანები, საერთო დანიშნულების ლითონსაჭრელი ჩარხები და ტექნოლოგიური კომპლექსები. მოცემულია ზოგადი ცნობები ჩარხების შესახებ, მათი კლისიფიკაცია და ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, კინემატიკური სტრუქტურა, ფორმის წარმომქმნელი მოძრაობები, საერთო დანიშნულების ჩარხების მართვა, გაწყობა და მათი თავისებურებანი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე; აღწერილია სახარატო, საბურღი, საფრეზავი, სარანდი, საწელავი, სახეხი ჩარხები, აგრეთვე კბილ და კუთხვილდამმუშავებელი ჩარხების კინემატიკა, ავტომატები და პროგრამული მართვის ჩარხები, სამრეწველო რობოტები, მოქნილი ავტომატური სისტემები, საჩარხო მოდულები და ავტომატური ხაზები.
წიგნი ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა იგი შეიძლება წარმატებით გამოიყენონ მაგისტრანტებმა და მექანიკურ წარმოებაში მომუშავე სპეციალისტებმაც.

 

ო. რუხაძე, გ. ხვიჩია, †გ. გოცირიძე

ლითონდასამუშავებელი ტექნოლოგიური
მანქანების დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 621.

დამხმარე სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია ტექნოლოგიური მანქანების (ლითონსაჭრელი ჩარხების) დაპროექტების სრული სალექციო კურსი ანუ ჩარხების კინემატიკური და ძალოვანი გაანგარიშებები, რომლებიც ითვლება ჩარხების ტექნიკური და მუშა პროექტების შექმნის საფუძვლად.
მეორე ნაწილში მოცემულია რამდენიმე ჩარხის ტექნიკური პროექტის შესრულების ვარიანტები.
ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა იგი წარმატებით შეიძლება გამოიყენონ როგორც მაგისტრანტებმა, ისე წარმოების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ინჟინერ-კონსტრუქტორებმაც.

ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე

სპექტრული გაზომვების საფუძვლები
და საშუალებები

უაკ: 621.38

მოცემული წიგნის დანიშნულებაა მოგვცეს ცოდნა სპექტრული გაზომვების ძირითადი საფუძვლების შესახებ. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება თანამედროვე სუპერჰეტეროდინულ სპექტრის ანალიზატორებზე. მოთხრობილია უახლეს პერიოდში მიღწეულ მათ შესაძლებლობებზე. მაგალითები განხილულულია აღნიშნულ დარგში იმ მიღწევებზე, რომლებიც დღეისათვის აქვს ისეთ ცნობილ ამერიკულ ფირმას, როგორიცაა Agilent Technologies. შედეგები ილუსტრირებულია გრაფიკების სახით.
განკუთვნილია, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. იგი შეიძლება წარმატებით გამოიყენონ უკაბელო კავშირის სისტემის მუშაკებმა როგორც მეცნიერულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებში. ვფიქრობთ უინტერესო არ იქნება ელექტრული გაზომვების ნებისმიერ სფეროში მომუშავისთვის.

 

image
თ. ბჟალავა, თ. ფაღავა, მ. მეცხვარიშვილი

ზოგადი ფიზიკის მოკლე კურსი

უაკ: 53

დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლედაა გადმოცემული ზოგადი ფიზიკის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები. ნაშრომის მიზანია სტუდენტმა სწრაფად გაიაზროს ის საკითხები და ძირითადი ფორმულები, რომელსაც ითვალისწინებს ზოგადი ფიზიკის კურსი.
წიგნი დაეხმარება საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებს ფიზიკის კანონების გამოყენებაში.
ნაშრომი საინტერესო იქნება ფიზიკით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

image
თ. ბუხნიკაშვილი

მიწის სამუშაოების მანქანების
მოდერნიზაციის ნიმუშები

უაკ: 69.002.51(07532)

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია მანქანების მუშა ნაწილების ტექნიკურად სრულყოფისა და დახვეწის წინადადებები. წინა პლანზეა წამოწეული ზოგადი ცნობები საპატენტო სამართლის შესახებ, რომელთა ცოდნა აუცილებელია საგამომგონებლო წინადადების გასაფორმებლად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივად დასაცავად.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ნაშრომი გამოადგება სხვადასხვა დარგში მომუშავე ნოვატორ ინჟინრებს.

image
მ. წერეთელი, ნ. მახარაშვილი

კიდული ბაგირგზის სინქრონული
ამძრავი

უაკ: 625.52

ნაშრომში განხილულია ბაგირგზებზე გამოყენებული ცვლადი დენის ამძრავები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სიხშირულ გარდამქმნელებზე, მოცემულია მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
შედარებით დაწვრილებითაა განხილული ბაგირგზის დიფერენციალური ელექტრული ამძრავი  ყველაზე იაფი და საიმედო საშუალება ძალიან მარტივი მართვის სისტემით. განხილულია ამუშავების, შენელებისა და მცოცი სიჩქარის პერიოდების დინამიკური რეჟიმები, ამ რეჟიმების შესაბამისი ამძრავის ენერგეტიკა.
განკუთვნილია კიდული ბაგირგზის ელექტრული ამძრავების სპეციალისტებისათვის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის.

image
რ. ჩოგოვაძე, ზ. წვერაიძე

ჰიბრიდული ინტელექტუალური
სისტემები

უაკ: 621.391

წიგნში განხილულია ჰიბრიდული ინტელექტუალური სისტემები, რომლებიც ძნელად ფორმალიზებადი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მეთოდის უპირატესობებს. ნეირონული ქსელები, ექსპერტული სისტემები, არამკაფიო სისტემები, გენეტიკური ალგორითმები და სხვა ერთიანდება ჰიბრიდულ სისტემაში. ასეთ სისტემას შეუძლია დაძლიოს ცალკეული მეთოდების ზოგიერთი ხარვეზი და გადაწყვიტოს ისეთი პრაქტიკული ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა გაძნელებულია ხელოვნური ინტელექტის ავტონომიურად მოქმედი ტრადიციული მეთოდებით.
ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

image
ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. მაჭავარიანი

ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის დროს ქიმიური
მდგომარეობის შეფასება და პროგნოზირება
სასწავლო-მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 364.2

მეთოდიკური მითითებების მიზანია სტუდენტებისათვის ქიმიური მდგომარეობის პროგნოზირებისა და შეფასების მეთოდების, ქიმიური მოწამვლის ზონის აგებისა და ავარიის ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვის სწავლება ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოფრქვევა (დაღვრა). საინჟინრო გამოთვლები და მდიდარი მასალა ცხრილების სახით, ისეთი აქტუალური გამოთვლების შესრულების საშუალებას იძლევა, როგორიცაა ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის დროს ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერებით შესაძლო და ფაქტობრივი მოწამვლის სიღრმისა და ფართობის, დასახლებულ პუნქტთან მოწამლული ჰაერის ღრუბლის მიღწევის დროის, ადამიანისა და გარემოს დაზიანების საშიშროების განსაზღვრა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში დასაქმებულ პრაქტიკოსებს.

image
მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი, ნ. მუხიგულაშვილი

რკინიგზაზე მოძრაობის რეგულირების
უსაფრთხოების და საინფორმაციო
უზრუნველყოფის საფუძვლები

უაკ: 656. 25 (075)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და ინფორმაციის გადაცემის საფუძვლები, გამოყენებული ავტომატური ბლოკირების, ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციის, ელექტრული და დისპეტჩერული ცენტრალიზაციის, სატელეფონო ავტომატური, მრავალარხიანი და ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის, დისკრეტული ინფორმაციის გადაცემის, რადიო, რადიორელეური და თანამგზავრული კავშირის სისტემის სტრუქტურაში. ამასთან მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებს: ავტომატიკის და ტელემექანიკის სასადგურო სისტემები; ავტომატიკა და ტელემექანიკა გადასარბენებზე; ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე; სარკინიგზო საინფორმაციო უზრუნველყოფა.
გამოცემა გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის მიმართულების პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის პროგრამის შემსწავლელი სტუდენტებისათვის.

image
ნ. ყარალაშვილი, ლ. გიგინეიშვილი

გეოინფორმაციული სისტემები
სატყეო საქმეში

უაკ: 581.526.42

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია გეოინფორმაციული სისტემების (გის) საფუძვლები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია გის მომხმარებლისთვის. მოცემულია გის გამოყენების ყველა ეტაპი, ასევე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საკითხები, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული გის გამოყენებასთან.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო საქმის და აგრარული მეცნიერების შემსწავლელი სტუდენტებისათვის.

image
ჟ. პეტრიაშვილი, დ. სონღულაშვილი, ი. მოსაშვილი

ვირტუალური სამუშაოები
ზოგად ქიმიაში

უაკ: 54

ნაშრომი ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში დაეხმარება სტუდენტებს, ისწავლონ პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ერთ-ერთი გავრცელებული ვირტუალური მეთოდი. მასში შეტანილია ზოგადი ქიმიის არსებული სილაბუსის შესაბამისი კომპიუტერული ვირტუალური სასწავლო პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების გარკვეული ნაწილი. მათი დაუფლებით სტუდენტი შეძლებს, ვირტუალურად დააკვირდეს სხვადასხვა ქიმიური პროცესის მიმდინარეობას, გააკეთოს გათვლები და დასკვნები, მიიღოს შესაბამისი შეფასება.
ნაშრომს, რომელიც შედგება 2 პრაქტიკული და 8 ლაბორატორიული სამუშაოსაგან თან ერთვის ანიმაციური ვიდეომასალა.
ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში ხელს შეუწყობს ინფორმაციის ვიზუალურად მიწოდებას, განკუთვნილია სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისათვის და სხვა სასწავლო-მეთოდიკურ ლიტერატურასთან კომპლექსში დიდ დახმარებას გაუწევს მათ პროგრამული მასალის უკეთ ათვისებაში.

image
პ. ქენქაძე

რკინიგზის ტექნიკური აღჭურვილობისა
და ექსპლუატაციის ზოგადი კურსი

უაკ: 656.2.075

განხილულია რკინიგზის ექსპლუატაციის ფუნდამენტური საკითხები და მის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური საშუალებები; აღწერილია რკინიგზის მრავალდარგოვანი მეურნეობის ცალკეული დარგის ფუნქციონირების სტრუქტურულ-ტექნოლოგიური მოდელები და მათი დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი საექსპლუატაციო პარამეტრები; მოყვანილია გადაზიდვითი პროცესის განხორციელების ძირითადი პრინციპები.
ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება გამოადგეს როგორც მაგისტრანტებს, ისე პრაქტიკოს რკინიგზელებსა და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს.

 

ბ. მეფარიშვილი, გ. ჯანელიძე

განაწილებული მონაცემთა ბაზების
მართვის სისტემა Oracle

უაკ: 681.3

განხილულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდიკა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა Oracle 10g XE გარემოში. განკუთვნილია ინფორმატიკის დარგის სტუდენტებისათვის.

image
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

ლენტური კონვეიერის ჩვეულებრივი და
ვაკუუმდოლური ამძრავები
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 622.64:66.083.4

ავტორთა მიერ შედგენილი მათემატიკური მოდელი ასახავს ამძრავისა და საკონვეიერო ლენტის საკონტაქტო ზედაპირების ვაკუუმში მუშაობის უპირატეს პირობებს. მათ მიერ შემოღებული ცნება საკუთარი წევის ფაქტორის შესახებ რეალურია, ვინაიდან ვაკუუმდოლურ ამძრავს ლენტის მინიმალური საწყისი დაჭიმულობითაც კი შეუძლია ჩვეულებრივ ხახუნის ამძრავთან შედარებით, უპირატესად მეტი წევის ძალის განხორციელება.
კარგად არის გადმოცემული თეორიული კვლევის შემოწმების ექსპერიმენტული ნაწილიც. დამაკმაყოფილებელ საზღვრებშია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს შორის განსხვავებაც.
წიგნი იბეჭდება პირველად და განკუთვნილია საკონვეიერო ამძრავების მუშაობის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის, მათ შორის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე

მხაზველობითი გეომეტრიის ამოცანათა კრებული
ტიპობრივ ამოცანათა ამოხსნა
მეთოდიკური მითითებებით

უაკ: 515

ამოცანათა კრებული შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობების სტუდენტებისათვის, რომლებიც მხაზველობით გეომეტრიას სწავლობენ ერთსემესტრიანი პროგრამით. იგი იმ სპეციალობების სტუდენტებსაც გაუწევს დახმარებას, რომლებიც მხაზველობით გეომეტრიას სწავლობენ როგორც საინჟინრო გრაფიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.
ნაშრომის ძირითადი პედაგოგიკური კონცეფცია დამუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.

 

image
ლ. ავალიშვილი, ლ. ბალანჩივაძე

მეთოდური მითითებები რკინაბეტონის
კარკასული შენობების გასაანგარიშებლად
სეისმურ ზემოქმედებაზე

უაკ: 693.9:624.042.7

განხილულია ხიდურამწიანი ერთსართულიანი სამრეწველო კარკასული შენობის გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე. დადგენილია სეისმური დატვირთვა განივ ჩარჩოზე და გათვალისწინებულია არმატურის კვეთის შესარჩევად სვეტების სეისმური ძალვები. მოყვანილია დანართები მოქმედი სამშენებლო ნორმატივებიდან  სეისმური რაიონებისთვის.
განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგებათ ინჟინერ-მშენებლებს კარკასული შენობის დაპროექტებისას.

image
†ნ. ბოჭორიშვილი, ა. ფრანგიშვილი, ლ. ჩხეიძე

საინჟინრო უსაფრთხოება განმარტებითი
ლექსიკონი

უაკ: 008.331.82

განმარტებით ლექსიკონში განხილულია ინჟინერიასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, ყურადღება გამახვილებულია ტექნიკური სისტემებისა და ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საორიენტაციო,  ტექნიკურ, ორგანიზაციულ და მმართველობით პრინციპებზე, საინჟინრო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მეთოდებსა და საშუალებებზე. მოცემულია განმარტებები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ამწე-სატრანსპორტო საშუალებების, წნევაზე მომუშავე ქვაბებისა და ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, აგრეთვე ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფასთან. მოცემულია საწარმოებში გამოყენებული ნედლეულის, თანაური, საბოლოო პროდუქტებისა და საწარმოო ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და მათი ჰიგიენური მაჩვენებლები; ტოქსიკური ნივთიერების წარმოქმნის სავარაუდო ადგილი, ადამიანის მოქმედებისას ტოქსიკური გამოვლენის ნიშნები, მათი გაუვნებლების მეთოდები და ნარჩენების გამოყენების შესაძლებლობები; სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრული დასაშვები კონცენტრაციები; ადამიანის ორგანიზმზე მათი მავნე მოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებები; დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის რეკომენდაციები, პირადი და კოლექტიური დაცვის საშუალებები; საწარმოების უსაფრთხოდ და მდგრადად განვითარების, მომუშავეზე საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების ზემოქმედების პოტენციური შესაძლებლობა, შრომის პირობების გაუმჯობესების, მუშათა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საჭირო პრევენციული ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები.
რამდენადაც ტექნოგენური უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისტემები, ჯანმრთელობის შენარჩუნება მოითხოვს მრავალდისციპლინურ მიდგომას, საინჟინრო უსაფრთხოების განმარტებითი ლექსიკონი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების გარდა მოიცავს შრომის ჰიგიენის, საწარმოო მედიცინის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების, საწარმოო გარემოს კონტროლის, ერგონომიკისა და საწარმოო ფსიქოლოგიის ძირითადი ტერმინების განმარტებებს.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, აგრეთვე საინჟინრო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის. ლექსიკონში მოცემული მასალა დაეხმარება წარმოების მუშაკებს, ჰიგიენური და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე მომუშავე სპეციალისტებს საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების იდენტიფიკაციასა და ზემოქმედების თავიდან აცილებაში.

 

image
ი. სულაძე, ზ. ისააკიანი, ვ. ჩხეიძე

ალგორითმების პაკეტი წინასწარდასახული
ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის მქონე
კლინკერების მისაღები ნედლეულთა
ნარევების გაანგარიშებისათვის
მეთოდიკური მითითებები

უაკ: 62-5:620.1

მეთოდიკური მითითება წარმოადგენს სტუ-ის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების და მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტების თანამშრომელთა ერთობლივი ნაშრომია. მასში მოყვანილია წინასაწარდასახული ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის მქონე კლინკერის მისაღები ნედლეულთა 2-, 3- და 4- კომპონენტიანი ნარევების გამოანგარიშებისათვის საჭირო ალგორითმების პაკეტი, რომელიც დამუშავებულია MS Excel - ში.  ალგორითმებში გათვალისწინებულია კლინკერის გამოწვის პროცესში გამოყენებული სათბობის სახეობის გავლენა გამოანგარიშების მსვლელობაზე. ალგორითმი არსებითად აუმჯობესებს და აადვილებს გამოანგარიშების პროცედურას, ამასთან უფრო ხელმისაწვდომი და სწრაფი ხდება გამოანგარიშებების შედეგების გათვალისწინება უშუალოდ ტექნოლოგიურ პროცესში. მეთოდიკურ მითითებას გამოიყენებენ როგორც სამშენებლო და ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის  ფაკულტეტების სტუდენტები, ისე ცემენტის ტექნოლოგიასა და მონათესავე დარგებში მომუშავე სპეციალისტები.

image
ნ. ბაღათურია (ნაწ. I _ თავი 1, 2; ნაწ. II – თავი 7, 8, 12, 14, 15, 17, 19); ნ. ბეგიაშვილი (ნაწ. II – თავი 16, 17); გ. გოლეთიანი (ნაწ. II – თავი 17); ზ. ჯაფარიძე (ნაწ. II – თავი 17, 19); ზ. ლაზარიშვილი (ნაწ. II – თავი 1); თ. რევიშვილი (ნაწ. II _ თავი 18); ლ. ქაჯაია (ნაწ. II – თავი 7); ა. ნეჩაევი (ნაწ. II – თავი 7); ნ. შებერშნიოვა (ნაწ. II – თავი 2, 3); ვ. შერბაკოვი (ნაწ. II _ თავი 7); ვ. შიხინა (ნაწ. II – თავი 13); ი. შუბი (ნაწ. II – თავი 6, 9, 11); გ. მელკინა (ნაწ. II – თავი 4, 5); ო. ანოშინა (ნაწ. II – თავი 10).

კვების პროდუქტების
ტექნოლოგია

უაკ: 641.1:664

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მეცნიერული საფუძვლები. აღწერილია კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ძირითად დარგებში მცენარეული ნედლეულისგან ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარ-მოწყობილობები და მათში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

ნ. ბუცხრიკიძე (შესავალი, მიკროორგანიზმთა ზოგადი დახასიათება, მიკრობული მეტაბოლიზმი), თ. ბუაჩიძე (მიკრობიოლოგიის განვითარების ისტორიული მიმოხილვა, მიკრობთა გენეტიკა, მიკრობიოლოგია პრაქტიკაში, მიკროორგანიზმების მორფოლოგია), ლ. თოფურია (მიკროორგანიზმების გავრცელება და ეკოლოგია, ვირუსებისა და ბაქტერიოფაგების ზოგადი დახასიათება), ს. კოპალეიშვილი (ძირითადი ეპიდემიოლოგიური ცნებები), მ. სიდამონ-ერისთავი (სწავლება ინფექციების შესახებ).

მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის
საკითხები

უაკ: 576:8

დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლედ და მარტივად არის გადმოცემული მიკროორგანიზმთა მორფოლოგია, ფიზიოლოგია, გამრავლება, ფუნქცია და როლი ცოცხალ სამყაროში, ასევე ზოგადი ეპიდემიოლოგიის ცნებები. მასში გასაგები ენითაა წარმოდგენილი სამედიცინო და კვებითი უსაფრთხოების პრაქტიკაში გამოყენებული ზოგადი ლაბორატორიული მიკრობიოლოგიური მეთოდიკა, რაც სტუდენტს დაეხმარება თეორიული ცოდნის უფრო ეფექტურად ათვისებასა და ლაბორატორიაში მუშაობის ჩვევების გამომუშავებაში. აღნიშნული დამხმარე სახელმძღვანელო ძირითადად დაფუძნებულია ბიოტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის წაკითხული ლექციების კურსსა და ინტერნეტიდან მოძიებულ მასალაზე. 
განკუთვნილია სტუ-ის ბიოტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების,  მაგისტრანტებისა  და  დოქტორანტებისათვის.

image
ნ. ჯავახიშვილი

სავარჯიშოები გეგმილურ ხაზვაში

უაკ: 741/744

მეთოდურ მითითებებში გახილულია ხაზთა ტიპების, შეუღლების, ზომების დასმის, აგრეთვე მოდელის მოცემული ორი ხედის მიხედვით მესამე ხედის აგების მაგალითები და მათი ამოხსნა. მოცემულია თეორიული მასალა აღნიშნული მაგალითების შესასრულებლად.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობათა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია საინჟინრო გრაფიკის სრული კურსის შესწავლა. ასევე შეიძლება გამოიყენონ უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებმა და ხაზვით დაინტერესებულმა პირებმა.

ი. ბაზღაძე

ქიმიური ნაერთების გავლენა ბიოსფეროსა
და ცოცხალ ორგანიზმებზე

უაკ: 54.04

დამხმარე სახელმძღვანელოში „ქიმიური ნაერთების გავლენა ბიოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმზე“ განხილულია ქიმიური ელემენტებისა და მათი ნაერთების მოხვედრის გზები ბიოსფეროსა (ატმოსფერულ ჰაერში, ჰიდროსფეროში, ნიადაგში) და ცოცხალ ორგანიზმებში (ჰიდრობიონტში, ხმელეთის ცხოველებში, ადამიანებში), მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, დისბალანსის მიზეზები.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

თ. მაჭარაძე

ბიზნეს-მონაცემთა კომპიუტერული
ანალიზი

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის სფეროში სტატისტიკურ მონაცემთა კომპიუტერული ანალიზის საკითხები. დიდი მოცულობის პრაქტიკულ მასალასთან ერთად, მოყვანილია სტატისტიკური ანალიზის საბაზო ცნებები. მონაცემთა ანალიზის ამოცანების გადაწყვეტის ინსტრუმენტებად გამოყენებულია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ცხრილური პროცესორის MS Exsel-ის სტანდარტული სტატისტიკური ფუნქციები და მასში შემავალი Analysis Toolpak  პაკეტის პროცედურები.
წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც შესაბამისი დასახელების დისციპლინას სწავლობენ. ნაშრომი დახმარებას გაუწევს მათაც, ვისაც სხვადასხვა სფეროში, მონაცემთა კომპიუტერული ანალიზის საფუძველზე, მოუწევთ მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება.

ო. ტომარაძე

საწარმოო პროცესების მეტროლოგიური უზრუნველყოფა
მეთოდიკური მითითებები

უაკ: 621.38

დამხმარე სახელმძღვანელო „საწარმოო პროცესების მეტროლოგიური უზრუნველყოფა“ მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებსა და ამოცანებს. საცნობარო მასალის სახით მოცემულია ძირითადი და წარმოებული ერთეულების ცხრილები, აგრეთვე იმ ფიზიკური სიდიდეების მუდმივათა მნიშვნელობები, რომლებიც ხშირად გამოიყენება  მეტროლოგიურ უზრუნველყოფაში.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, შეიძლება გამოიყენონ იმ სტუდენტებმაც, რომლებიც სწავლობენ მეტროლოგიური უზრუნველყოფის საკითხებს.   

ე. ჩხიკვაძე, მ. გაბრიჩიძე, მ. დონაძე

ჰიდროელექტრომეტალურგია მეორე შევსებული
და გადამუშავებული გამოშვება

უაკ: 669.053.4

სახელმძღვანელოს მე-2 გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია  სამამულო ნედლეულზე; დამატებულია მონა­ცემები მანგანუმის მადნების ქიმიური მეთოდით დამუშავებაზე; შეტანილია კეთილ­შობილი ლითონების მეტალურგიის საკითხები, კერძოდ, ციანირების და ოქროს ამოღების მეთოდები; განხილულია ჩამდინარე (ნარჩენი) წყლების გაუვნებლების ტექნოლოგია და სხვა პროცესები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ელექტროქიმიისა და ფერადი ლითონების სპე­ციალობების სტუდენტებისათვის როგორც ბაკალავრის, ისე უმაღლესი ხარისხის (მაგი­სტრი, დოქტორი) მაძიებელი პირებისათვის. ასევე სასარგებლო და საინტერესო იქნება სამთო საქმის სპეციალისტებისთვის, სახელდობრ, „სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების“  სპეციალობის  სტუდენტებისთვის.

image
ა. გიგინეიშვილი, კ. გორგაძე, ა. ესაკია, გ. კუკულაძე, ლ. მაცაბერიძე, მ. მეცხვარიშვილი, ი. პაპავა, ლ. ჩახვაშვილი, თ. ჩიჩუა

ფიზიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი
(ელექტრობა და მაგნეტიზმი)

II ნაწილი

უაკ: 53

კრებულში მოცემულია ელექტრობისა და მაგნეტიზმის ლაბორატორიული სამუშაოები. ამოცანები შერჩეულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის შესაბამისად.
გარდა  ძველი ტრადიციული ამოცანებისა, კრებულში შეტანილია ახალი, კომპიუტერიზებული ამოცანები.
ლაბორატორიული პრაქტიკუმის დანიშნულებაა სტუდენტს განუმტკიცოს თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული ჩვევები.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

image
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე, მ. მშვილდაძე, ე. ნიკოლეიშვილი

კერამიკული, პოლიმერული და ბიონანოსამედიცინო
კომპოზიტების ტექნოლოგია, ინსპექცია, კონტროლი
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 620.5

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია თანამედროვე ტექნიკაში ძალიან მნიშვნელოვანი მასალა სიალონისა და სიალონშემცველი კომპოზიტების მიღების ალუმინთერმიისა და აზოტირების მეთოდი; კომპოზიციური მასალის დისპერსიულობის განსაზღვრის მეთოდი, რომლის პრინციპი დაფუძვნებულია ფხვნილის ფენაში ჰაერგამტარობის დამოკიდებულებაზე ნაწილაკების დისპერსიულობის ხარისხზე; კომპოზიციური მასალის ფაზური შედგენილობის კვლევის მეთოდები და მათი მნიშვნელობა კომპოზიციური მასალის მიღებისა და კვლევისათვის; კომპოზიციური მასალის მიკრომექანიკური თვისებების განსაზღვრის მეთოდები.
მოიცავს იმ ძირითად მასალას, რომელიც განკუთვნილია მეტალკერამიკული, მინისა და პოლიმერული კომპოზიციური მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამოსამუშავებლად და, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
შედგენილია ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამის შესაბამისად.

image
თ. ობგაძე, ა. ფრანგიშვილი

ცოცხალი სისტემების ანალიზის მეთოდები
(დიფერენცირებად მრავალსახეობათა
ლოკალური გეომეტრია)

II ტომი

უაკ: 517.958

დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. იგი სავსებით შეესაბამება დარგის თანამედროვე განვითარების დონეს. მოიცავს ცოცხალი სისტემის ანალიზის ძირითად მათემატიკურ მეთოდებს. ცოცხალ სისტემაში შედის როგორც ფიზიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სისტემები.  
ამ ტომში განხილულია ცოცხალი სისტემის შესაბამისი დიფერენციალური სტრუქტურების პრაქტიკული გამოყენების თავისებურებები; ცოცხალი სისტემის კვლევის ალგებრულ-გეომეტრიული მეთოდები; ტოპოლოგიური ჯგუფები; ლის ალგებრები, კარტანის დიფერენციალური ფორმები; ტენზორები, დიფერენცირებადი მრავალსახეობები და მათი კონკრეტული გამოყენების მეთოდები; რიმანის გეომეტრია და აინშტაინის განტოლებები.
ნაშრომი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

image
ლ. სუთიძე

მიწის სამუშაოების მანქანები
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.01

მეთოდიკური მითითება შედგენილია მიწის სამუშაოების მანქანების კურსის სილაბუსის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სპეციალობით  სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანები და მოწყობილობები.
იმის გამო, რომ სალექციოდ განკუთვნილი საათების რაოდენობა მცირეა, ხოლო მასალა საკმაოდ მოცულობითი, პრაქტიკული სამუშაოების წარმოდგენილი მეთოდიკური მითითება შეიცავს რამდენიმე სემინარული დამუშავების თემას, რომელთა სრულად გადაცემა სალექციო კურსში მათი სპეციფიკურობის გამო ვერ ხერხდება.
განხილულია ძირითადი მიწის სამუშაოების მანქანების (ერთციცხვიანი ექსკავატორების, სკრეპერების, ბულდოზერების, საფხვიერებლების) სამუშაო პროცესი და მოცემულია მათი ძირითადი პარამეტრებისა და მოქმედი დატვირთვების მაგალითების ამოხსნა, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სალექციო მასალა.
აღნიშნული მეთოდიკური მითითება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაგისტრანტების მიერ საკურსო პროექტის შესრულებისას მიწის სამუშაოების მანქანების დაპროექტებაში.

 

image
ნ. ნავაძე, ო. გელაშვილი

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ფუნქციონირების
სამართლებრივი საფუძვლები

უაკ: 656 13. 072

თანამიმდევრულად, იერარქიის შესაბამისად არის განხი­ლული  ძირითადი ნორმატიული აქტების მთავარი მოთხოვნები, მიღების და ძალაში შესვლის წესები, რომელთა პრაქტიკულად განხორ­ციელება დიდად გარანტირებულს გახდის საავტომობილო ტრანს­პორტის სფეროში საშემსრულებლო და ტექნოლოგიური პრო­ცესების სამართლებრივად წარმართვას, რაც უაღრესად მნიშ­ვნე­ლოვანია როგორც დარგის ხელმძღვანელი მუშაკები­სათვის, ისე სისტემაში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური პერ­სონალის და მათ­თან დაკავშირებული ფიზიკური თუ იური­დიული პირებისათვის.
განკუთვნილია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის, ისე ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის მიმართულებების სტუ­დენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

image
ვ. აბაიშვილი, მ. ჟღენტი, ზ. ისააკიანი, ი. გელაშვილი

მეცნიერული კვლევის საფუძვლები ხის დამუშავების
ტექნოლოგიასა და სატყეო საქმეში

უაკ: 674

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ექსპერიმენტული კვლევის შედეგების ანალიზისა და დამუშავების ძირითადი მეთოდები. განხილულია ემპირიული ფორმულების პარამეტრების განსაზღვრა უმცირეს კვადრატთა მეთოდითა და ემპირიული მონაცემების მოგლუვების საკითხები წრფივი და განმეორებითი მოგლუვებისას.
მოცემულია ძირითადი ცნებები კორელაციური დამოკიდებულებების შესახებ, გამოთვლილია კორელაციის ემპირიული კოეფიციენტები და მიღებულია რეგრესიის ემპირიული წრფის განტოლებები.
წიგნი განკუთვნილია მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ დოქტორანტებმაც.

image
მ. წიქარიშვილი, ლ. ბერიძე, გ. მეტრეველი, მ. ვარდიაშვილი

ტექნიკური დიაგნოსტიკა
(თეორია და პრაქტიკა)

უაკ: 616-07

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მშენებლობის და მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. კურსი დაეხმარება სტუდენტს, გამოიმუშაოს პრაქტიკული ჩვევა კონკრეტული ამოცანების ამა თუ იმ კონსტრუქციის და მანქანა-დანადგარების დიაგნოსტიკის მეთოდების შესწავლის დროს.
დამხმარე სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს ტექნიკური დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

image
შ. ნემსაძე

ენერგეტიკის თანამედროვე
პრობლემები

უაკ: 620.9

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტრადიცი­ული თბო-ჰიდრო-ატო­მური ენერგეტიკის, აგრეთვე არა­ტრადიციული განახლე­ბადი წყაროების ენერგეტიკის ძირი­თადი პრობლემები.
შედგენილია ენერგეტიკისა და ელექტროინ­ჟი­ნერიის პროფილის სპეციალობების საბაკალავრო და სამა­გისტრო პროგრამების მიხედვით.
განკუთვნილია ენერ­გეტიკისა და ელექტროტექნიკური სპეციალობების სტუ­დენტებისათვის, აგრეთვე ენერგეტიკის დარგში მომუ­შავე სპეციალისტე­ბისათვის.

ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე

ფერწარმოება და ფოტოპროცესები
პოლიგრაფიაში

უაკ: 655.1:778.6

წიგნში გადმოცემულია ფოტოგრაფიის განვითარების ისტორია, გამოსახულების მიღების ტექნოლოგიური ცვლილებები და ამ ცვლილებების გათვალისწინებით ფოტოგრაფიის როლი პოლიგრაფიაში.
მასში მოცემული მასალა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა პირს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსი­ტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პოლიგრაფიის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.

image
ლ. მათეშვილი

შედარებითი ღვთისმეტყველება

უაკ: 2

შედარებითი ღვთისმეტყველების ძირითადი ამოცანა თანამედროვე ქრისტიანული კონფესიების სარწმუნოებრივ და ზნეობრივ სწავლებათა კრიტიკული მიმოხილვაა. ასეთი კრიტიკული მიმოხილვის აუცილებლობა ეკლესიის დაფუძნებისთანავე წარმოიქმნა. გარკვეულწილად შეიძლება იმის თქმაც, რომ ადრეული ეკლესიის აზროვნებაში და მით უმეტეს მსოფლიო კრებების ეპოქაში საყოველთაო სწავლების ჩამოყალიბებისას შედარებითი ღვთისმეტყველების ელემენტები გამოიყენებოდა. ის, რაც I–VIII საუკუნეებში ხდებოდა, ჭეშმარიტების ძიება იყო, რომელიც ხშირად ტრაგიკულად სრულდებოდა და თვით ქრისტეს ეკლესიის არსებობას უქმნიდა საფრთხეს. ძიების მიზეზი ჭეშმარიტების არცოდნა იყო,  შედეგი კი, როგორც წესი, მშვიდობა და ღვთის შემეცნება.
განკუთვნილია როგორც სასულიერო სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე თეოლოგიით დაინტერესებული  ფართო წრისთვის.

image
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, თ. ისაკაძე, გ. გუგულაშვილი

სამაცივრო კომპრესორები
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.59

მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული მაცივარი მანქანების კომპრესორების, მათი კვანძების და დეტალების კონსტრუქციები. წარმოდგენილია სხვადასხვა კომპრესორის კონსტრუქციული თავისებურებანი. მოყვანილია კომპრესორების ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის შრომისუნარიანობის განსაზღვრის მეთოდიკა.
განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში:  დგუშიანი კომპრესორები,  როტაციული კომპრესორები  და  ხრახნული კომპრესორები.  მეთოდური მითითებები შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.  

image
თ. მეგრელიძე, თ. ისაკაძე, გ. გუგულაშვილი

მაცივარი მანქანები
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.59

მეთოდიკურ მითითებაში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული მაცივარი მანქანების თბური გაანგარიშების მეთოდიკა. წარმოდგენილია ერთსაფეხურიანი მაცივარი მანქანები რეგენერაციის გარეშე და რეგენერაციით, ორსაფეხურიანი კუმშვის მანქანები ერთმაგი და ორმაგი რეგულირებით, ორსაფეხურიანი მანქანები შუალედური გაცივებით და პარალელური დროსელირებით, ორსაფეხურიანი მანქანები კომპრესორის შეწოვის ხაზზე მაცივარ-აგენტის ორთქლის შეშხეფებით, აგრეთვე კასკადური და ვორხისის ციკლით მომუშავე მაცივარი მანქანების თბური გაანგარიშებები.
განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში:  დგუშიანი კომპრესორები, როტაციული კომპრესორები და ხრახნული კომპრესორები. მეთოდური მითითებები შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.

image
G. Arabidze, M. Gudiashvili, T. Jishkariani

Energy Safety



UDC: 620.9:62-78

The manual discusses Georgian energy resources and their development level; Natural disasters and man-made mistakes, incidents; Potential risks in energy and their reduction measu­res; Use of fuzzy - mathematical tools under uncertainty and fu­zzy information.
The manual is prepared for Master and Doctoral students of the Power Engineering and Telecommunication faculty and  wide range of readers interested in the subject.

 

 

image
ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, მ. ფოლადაშვილი

LabVIEW: მიკროპროცესორული და საზომი სისტემების
ანალოგური ელემენტები და კვანძები
(ლაბორატორიული პრაქტიკუმი)

უაკ: 621. 38

ლაბორატორიული სამუშაოები დამუშავებულია ვირტუალური ხელსაწყოების ტექნოლოგიით. პრაქტიკული რეალიზაცია განხორციელებულია LabVIEW პროგრამულ გარემოში National Instruments კომპანიის ხელსაწყოთა დახმარებით.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ დეპარტამენტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის. შეიძლება გამოიყენონ იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც, რომლებიც ელექტრონიკას და მიკროპროცესორულ ტექნიკას სწავლობენ.

გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, მ. ნოზაძე

ცილინდრული ხრახნული
კიბის მოდელის აგება

უაკ: 643.56

განხილულია ცილინდრული ხრახნული კიბის მოდელის აგება AutoCAD-ის 2014 წლის ვერსიის მეშვეობით, ასევე Helix  ხელსაწყო, რომელიც განთავსებულია ხაზვის (draw) პანელზე. განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. მეთოდიკური მითითებები დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.

 

image
გ. ტყეშელაშვილი, თ. კილაძე, მ. ზუბიაშვილი

ფირმის მენეჯმენტი

უაკ: 339.27

განხილულია საწარმოს მართვის პოლიტიკა და მართვის თანამედროვე მიდგომები, ძირითადი დებულებები, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამედროვე საწარმოს საქმიანობის ეფექტიანობას.
განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. წიგნის გამოყენება შესაძლებელია მენეჯერთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე დამწყები მეწარმეებისათვის. იგი დაეხმარება მოქმედ მენეჯერებსაც.

ო. გელაშვილი, მ. ბარბაქაძე

საზღვაო პორტები და მათი
მექანიკური აღჭურვა

უაკ: 627.2/3

ნაშრომში განხილულია საზღვაო ნავსადგურები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ლოჯისტიკური კვანძები, სადაც სამოქალაქო საზღვაო ფლოტის სხვადასხვა სახეობით მიმდინარეობს საკონტინენტთაშორისო ტვირთბრუნვა.
ყურადღება გამახვილებულია პორტების ტექნიკურ აღჭურვაზე სხვადასხვა სახეობის ტვირთის დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოთა მექანიზაციისა და ავტომატიზაციის კუთხით.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური პროფილის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებულ პირთათვის.

image
თ. ბაციკაძე, ნ. მურღულია, ჯ. ნიჟარაძე

მასალათა გამძლეობის რჩეულ ამოცანათა
ამოხსნილი ნიმუშები
მეთოდიკური მითითებები სასწავლო
პრაქტიკაში გამოსაყენებლად

უაკ: 539.3/.8

მეთოდიკური მითითებები გამოიცემა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის მასალათა გამძლეობის ამოცანების ამოხსნის უნარჩვევათა გამოსამუშავებლად. შედგენილია სათანადო სილაბუსის მიხედვით.

 

გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ნ. მუმლაძე

შენობის გეგმის აგება
მეთოდიკური მითითებები კომპიუტერულ
საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე
მშენებლებისათვის

უაკ: 681.3:624

წინამდებარე მეთოდური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის გეგმის აგება)“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის.               
ასევე მეთოდიკური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის გეგმის აგება)“ კარგ სამსახურს გაუწევს იმ პირებს, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

image
ა. დუნდუა

კომპიუტერული სისტემებისა და საინფორმაციო
ტექნოლოგიების თეორიული საფუძვლები

უაკ: 62-5

ნაშრომში განსაზღვრულია ინფორმაციის რაობა, სტრუქტურული ერთეულები და განხილულია მისი კლასიფიცირება; ნაჩვენებია თვლის სისტემების, სათვლელი მოწყობილობებისა და კომპიუტერების წარმოშობის წანამძღვრები და მათი განვითარების გზები; განხილულია ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემებისა და სამუშაო ადგილების რაობა, მათი ორგანიზებისა და კლასიფიცირების საკითხები; გადმოცემულია კომპიუტერში მონაცემების წარმოდგენის მეთოდები და ფორმულირებულია თვლის სხვადასხვა სისტემების საშუალებით გამოსახულ რიცხვებზე არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ხერხები; დიდი ადგილი აქვს დათმობილი ლოგიკის ალგებრის რაობისა და მეთოდების გადმოცემას; განხილულია პროცესორული მოწყობილობების ფუნქციონირების საკითხები და მოყვანილია კომპიუტერული სისტემის აპარატურული უზრუნველყოფის ცალკეული მოწყობილობების ასაგებად ლოგიკის ალგებრის გამოყენების მაგალითები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ დისციპლინას „კომპიუტერული სისტემები და გამოყენებითი ტექნოლოგიები“ ან „ინფორმატიკა“. სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს როგორც ამ სფეროში მომუშავე პედაგოგებსა და სპეციალისტებს, ისე ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

ლ. კაპანაძე, ნ. ფხაკაძე, ლ. გერგეშელიძე

მოდის სამყარო
განმარტებითი ლექსიკონი


უაკ: 801.3

განხილულია სახელწოდებები და განმარტებები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში იყო გავრცელებული. თუ გავიხსენებთ წინა წლებს, დავრწმუნდებით, რომ თანამედროვე მოდაზე გავლენას ახდენს წარსულში არსებული ფორმები. ამდენად, მოცემული განმარტებები მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი ხარვეზისაგან. ავტორები მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და გაითვალისწინებენ თავის შემდგომ მუშაობაში.
ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს მწერლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მკითხველებს და ყველა იმ პირს, რომლებიც არიან დაინტერესებული მოდის სამყაროთი.

image
მ. ონიანი

კომპიუტერული ტექნოლოგიები ოპერაციული სისტემა
MS WINDOWS, საოფისე პროგრამები MS WORD და
MS EXCEL მეთოდიკური მითითებები
ლაბორატორიული სამუშაოების
შესასრულებლად

უაკ: 681.3

შედგენილია მოქმედი პროგრამის შესაბამისად და წარმოადგენს 2011 წელს გამოშვებული მეთოდიკური მითითებების გაუმჯობესებულ ვარიანტს. მასში მოცემული მასალა წლების მანძილზე იხვეწებოდა სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ის ნიუანსებიც, რაც თან ახლავს სტუდენტებთან მუშაობას მთელი მეცადინეობის მანძილზე მათი დაკავების და დაინტერესების თვალსაზრისით. დავალების ნაწილში გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული მასალა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. იმავდროულად, მისი გამოყენება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს და დაინტერესებულ პირს, რომელთაც სურთ ოპერაციული სისტემის MS WINDOWS 7,  საოფისე პროგრამების  MS WORD 2007 და MS EXCEL 2007-ის შესწავლა.

რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე

კბილდამამუშავებელი იარაღის გაანგარიშება
და კონსტრუირება

უაკ: 621.831./.833

წარმოდგენილი ნაშრომი შექმნილია საგანმანათლებლო პროგრამის − „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“ მოთხოვნათა მიხედვით. იგი განკუთვნილია აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, „მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგიის“ სრული კურსის სასწავლო სილაბუსის შესაბამისად.
სახელმძღვანელოში განხილულია ცილინდრული კბილანა თვლების დასამუშავებელი ჭიაფრეზი, კბილანა-სატეხელი და შევერის მუშაობის პრინციპი,  გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი.
ნაშრომი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.

მ. წერეთელი, ნ. მახარაშვილი, ი. წერეთელი

სამთო მანქანების ელექტრული ამძრავი
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოებისა
და საკურსო პროექტირების შესასრულებლად
დაპროგრამების სისტემა MATLAB-ში

უაკ: 621.313

წარმოდგენილი მეთოდიკური მითითებების დანიშნულებაა, დაეხმაროს სტუდენტს პრაქტიკული სამუშაოებისა და საკურსო დაპროექტების შესასრულებლად სამთო მანქანების ელექტრულ ამძრავში, დაპროგრამების სისტემა MATLAB-ის გამოყენებით. განხილულია მუდმივი და ცვლადი დენის ძრავების მექანიკური მახასიათებლების აგება ძრავას ორივე სახის სამუშაო რეჟიმში. საკურსო დაპროექტება ითვალისწინებს სამთო მანქანების, კერძოდ საშახტო ჯალამბრისა და ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის ამუშავების პროცესის გაანგარიშებას საწევი ბაგირის სიხისტის კოეფიციენტის გათვალისწინებით. მოკლედაა წარმოდგენილი თეორიული მასალა, რომელიც აუცილებელია პრაქტიკული და საკურსო სამუშაოების შესასრულებლად.
განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

გ. ხვიჩია, მ. სილოგავა

ლითონსაჭრელი ჩარხების კინემატიკური
სქემების პირობითი აღნიშვნები
და ტიპური მექანიზმები

უაკ: 621.93

ნაშრომში მოცემულია ლითონსაჭრელი ჩარხების კინემატიკური სქემების ძირითადი პირობითი აღნიშვნები, ტიპური ამძრავები და მექანიზმები, სიჩქარის საფეხურიანი ცვლილების, მოძრაობის რევერსირების, სწორხაზოვანი წინსვლით-უკუსვლითი მოძრაობის, წყვეტილი მოძრაობის მისაღებად და ლითონსაჭრელი ჩარხების სხვა ტიპური მექანიზმები. მათი აღნიშვნები და მოკლე დახასიათებები.
ნაშრომი ხელს შეუწყობს მექანიკის ინჟინერიის სტუდენტს ლითონსაჭრელი ჩარხების, მათი კვანძების შესწავლისას. ასევე დაეხმარება ხელობის შემსწავლელ პირებს სპეციალობის დაუფლებაში.

image
ლ. მათეშვილი, ქ. მახაშვილი, ლ. ბოქოლიშვილი

მეცნიერი მღვდელმთავარი

უაკ: 2(02)

საქართველოს ისტორია არ არის განებივრებული ისეთი სასულიერო პირებით, რომლებიც გარდა თეოლოგიური განათლებისა ფლობდნენ საერო მეცნიერებებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია-მონასტრები ყოველთვის წარმოადგენდნენ სასწავლო-საგანმანათლებლო კერებსაც, და სრული სისავსით მოიხმარდნენ თანადროულ მეცნიერულ ინოვაციებს, მაინც ეკლესიის ისტორიას მცირე სახელები შემორჩა იმ ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები და მოღვაწეობა დაუტოვეს შთამომავლობას: იაკობ ხუცესი, იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელი, ექვთიმე ათონელი, გიორგი ათონელი, ლეონტი მროველი, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, იოანე ბოლნელი, იოანე მანგლელი,  ანტონ პირველი, გაიოზ რექტორი, გაბრიელ ქიქოძე, კირიონ მეორე, გრიგოლ ფერაძე. წმ. ილია მართალმა წმ. გაბრიელ ქიქოძის დაკრძალვაზე წარმოთქმულ პანეგირიკში ხაზი გაუსვა იმერეთის ეპისკოპოსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს, რომელიც საერთოა ზემოთ ჩამოთვლილ სასულიერო პირებთან - ესაა გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება! ფრიად სასიხარულოა, რომ მე-20 საუკუნეში უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 1981 წელს მღვდელმთავრად გამოარჩია მეუფე ანანია ჯაფარიძე. იგი თავისი ფართო დიაპაზონიანი სამეცნიერო მოღვაწეობით იმ მცირე სასულიერო პირების რიცხვში აღირაცხება, რომელთაც საქართველოს ეკლესია არამარტო აქამომდე მოიყვანეს, არამედ მისი სულიერ-ინტელექტუალური ბაზისიც, რამაც თავის მხრივ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ქართველი ერი, საკუთარი იდენტობით - მამული, ენა, სარწმუნოება!

ო. ბიჭიაშვილი, გ. მაისურაძე

ბიზნესის საფუძვლები

უაკ: 339.15

დამხმარე სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბიზნესის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები. მისი მთავარი მიზანია ბიზნესურ გადაწყვეტილებათა მიღების თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირის ახსნა. მასში განხილულია: ბიზნესის წარმოშობა და განვითარება, მისი სამართლებრივი ფორმები, კონკურენცია, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ინფრასტრუქტურა და სხვა. იგი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის. მას აგრეთვე მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ საკითხებით დაინტერესებული  მკითხველისათვის.

გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ქ. ჭკუასელი

შენობის მოდელის აგება
მეთოდიკური მითითებები კომპიუტერულ
საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე
მშენებლებისათვის

უაკ: 681.3:624

წინამდებარე მეთოდიკური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის მოდელის აგება)“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ იმ პირებს ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული და გააჩნიათ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები.

image
კ. ილურიძე, თ. კახეთელიძე, გ. ნამგალაძე, ნ. დავითაშვილი, ვ. გოგილაშვილი

მექანიზმებისა და მანქანების თეორია
ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 531.8

წარმოდგენილი ლაბორატორიული სამუშაო მოიცავს ბერკეტული მექანიზმების სტრუქტურული და კინემატიკური ანალიზისა და სინთეზის ამოცანებს, მბრუნავი მასების დინამიკური გაწონასწორების ამოცანას, მუშტა მექანიზმების დაგეგმარების საკითხებს, მრავალსაფეხურიანი კბილანური გადაცემების სტრუქტურულ ანალიზს. გარდა ამისა მეთოდურ მითითებებში განხილულია დიფერენციალური და პლანეტარული კბილანა მექანიზმების კინემატიკური ანალიზისა და სინთეზის რამდენიმე მეტად საჭირო საინჟინრო ამოცანა. წინა გამოცემებისაგან განსხვავებით აქ მოცემლია რამდენიმე ამოცანა, რომლებიც სრულდება კომპიუტერის საშუალებით.
ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია პროფესიული სწავლებისა და ბაკა-ლავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან სასწავლო კურსს „მექანიზმებისა და მანქანების თეორიასა“ და „ტექნიკური მექანიკას“. იგი გამოადგებათ აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მექანიზმებისა და მანქანების გაანგარიშებისა და დაპროექტების პრობლემებით.

image
რ. კანაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი, ო. მიქაძე, მ. მჭედლიშვილი

ფერადი ლითონების მეტალურგია
სპილენძის მეტალურგია
ჰიდრომეტალურგია

II ნაწილი

უაკ: 669.33

განხილულია სპილენძის ჰიდრომეტალურგიულად წარმოების პროცესების თეორია და პრაქტიკა; სპილენძის გამოტუტვის და სპილენძის შემცველი ხსნარებიდან მისი გამოყოფის მეთოდების თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული განხორციელება. დიდი ყურადღება ექცევა სპილენძის ამოწვლილვას ღარიბი ნედლეულიდან, სხვადასხვა ტიპის მადნიდან და კონცენტრატიდან, ასევე ტიპიური ნახევარპროდუქტებიდან. მოყვანილია საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და წარმოებებში განხორციელებული სქემები.
განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტების, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.

ლ. კაპანაძე, ნ. ფხაკაძე, ლ. გერგეშელიძე, ლ. დევიძე

მოდის სამყარო
განმარტებითი ლექსიკონი


უაკ: 687.01-374.8

განხილულია სახელწოდებები და განმარტებები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში იყო გავრცელებული. თუ გავიხსენებთ წინა წლებს, დავრწმუნდებით, რომ თანამედროვე მოდაზე გავლენას ახდენს წარსულში არსებული ფორმები. ამდენად, მოცემული განმარტებები მნიშვლელოვნია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი ხარვეზისაგან. ავტორები მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და გაითვალისწინებენ თავის შემდგომ მუშაობაში.
ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს  მწერლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მკითხველებს და ყველა იმ პირს, რომლებიც არიან დაინტერესებული მოდის სამყაროთი.

image
ს. კარიპიდისი, ჯ. სანიკიძე

ელექტრული წევის საფუძვლები

უაკ: 621.33

პოპულარული ენით აღწერილია ელექტრული წევის, როგორც სახალხო მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, წარმოშობის და განვითარების ისტორია, მისი დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. განხილულია წევის, სამუხრუჭო და მოძრაობისადმი წინააღმდეგობის ძალების წარმოქმნის მექანიზმები და მათი რეალიზაციის საკითხები. მათემატიკური აპარატის გამოყენებით ახსნილია მატარებლის მოძრაობის დინამიკის და წევის გაანგარიშების გრაფიკული, გრაფოანალიზური და ანალიზური მეთოდები.
განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი თანამედროვე ნახევარგამტარული ტექნიკის ბაზაზე შესრულებულ მდოვრე რეგულირების მქონე სტატიკურ გარდამქმნელებს და სტატიკური ინვერტორების გამოყენებით ასინქრონული წევის ძრავების სიჩქარის რეგულირების სისტემებს.
წარმოდგენილ სახელმძღვანელოში, პირველად ქართული ტექნიკური ლიტერატურის ისტორიაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ელექტრომობილს. აღწერილია ელექტრომობილის შექმნისა და განვითარების ისტორია, მისი ჩავარდნისა და ხელმეორედ აღორძინების მიზეზები, პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ელექტრომობილის ფართოდ დანერგვას და მითითებულია მათი გადაჭრის გზები.
აღწერილია სარელსო ტრანსპორტის მოძრაობისას დიდი სიჩქარის განვითარების შემთხვევაში წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, უბორბლო (მაგნიტური ჩამოკიდების მქონე) სატრანსპორტო საშუალებების დანერგვის მეშვეობით. დეტალურადაა განხილული მათი მუშაობის პრინციპი. აღწერილია დღეისათვის პრაქტიკულად რეალიზებული მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო საშუალებები და მათი განვითარების პერსპექტივები.
ქართული ტექნიკური აზროვნების სივრცეში, წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ტრანსპორტის დარგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენაძენს მათთვის, ვინც დაინტერესებულია ელექტრული წევის საკითხებით.  

ზ. ლომსაძე, ს. მებონია, ჯ. ლომსაძე, გ. ოთარაშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები ლითონების
წნევით დამუშავებაში

უაკ: 621.771(075)

მოცემულია ინსტრუქციები ლითონების წნევით დამუშავების ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
მ. მაისურაძე, თ. ჭანტურია, ი. კუპატაძე

თანამედროვე არქიტექტურის კომპოზიციური
თავისებურებები

უაკ: 72.01

განხილულია არქიტექტურული განათლების თანამედროვე  სისტემაში არქიტექტურული კომპოზიციის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მოიცავს არქიტექტურული ფორმის ვიზუალურ-სივრცული აგების ლოგიკის გამოვლენას. მისი მიზანია ძირითადი კომპოზიციური ცნებების, გამოსახვის ხერხების და ანალიზის მეთოდიკის, კომპოზიციის ისტორიის შესწავლის, კომპოზიციური აზროვნების ტიპების და მისი ევოლუციის ეტაპების გაცნობა. მოცემულია კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის ფაქტობრივი მაგალითები. წიგნი გათვალისწინებულია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

image
თ. ობგაძე, ნ. თუშიშვილი, ლ. გურგენიძე, ს. მუხაშავრია, ე. მეტრეველი, ნ. ვარძიაშვილი

ცოცხალი სისტემების ანალიზის
მეთოდები

I ტომი

უაკ: 517.958

ნაშრომი ძირითადად ემყარება პროფესორ თამაზ ობგაძის ხელმძღვანელობით, მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგებს და მთლიანად ეხმაურება დარგის თანამედროვე განვითარების დონეს და მოიცავს ცოცხალი სისტემების ანალიზის ძირითად მათემატიკურ მეთოდებს. ცოცხალ სისტემებში შედის როგორც ბიოფიზიკური, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სისტემები.                
ნაშრომში განხილულია ცოცხალი სისტემების, შესაბამისი დინამიკური სისტემების როგორც რაოდენობრივი გათვლის, ასევე, თვისობრივი კვლევის მეთოდები; გადმოცემულია ცოცხალი დინამიკური სისტემების ბიფურკაციული ანალიზისა და ქაოსის კვლევის მეთოდები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

image
გ. სურგულაძე, ბ. ურუშაძე

საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის
საერთაშორისო გამოცდილება
(BSI, ITIL, COBIT)


უაკ: 004.5

კორპორაციული ობიექტების საინფორმაციო სისტემების ასაგებად განიხილება პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯმენტის ამოცანების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდოლოგიები, პროცესორიენტირებული დაპროექტების და სერვისორიენტირებული რეალიზაციის მიდგომებით. ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების (BSI) გათვალისწინების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკის (ITIL) საფუძველზე წარმოდგენილია პროგრამული სისტემების მენეჯმენტის  სასიცოცხლო ციკლის ეტაპების ამოცანების დახასიათება, მოდელირება და ანალიზი, ორივე მეთოდოლოგიის ძირითადი ცნებები და მათი თანამოქმედების საფუძველზე შემუშავებული კონცეფცია კორპორაციული მართვის მხარდამჭერი სისტემის ასაგებად.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) შექმნის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, დოქტორანტების, მაგისტრანტების და სხვა სფეროს მკითხველთათვის, რომელთაც სურთ თავიანთი ბიზნეს-პროცესების სამართავად გამოიყენონ ახალი უსაფრთხო ინფორმაციული ტექნოლოგიები.

M. Gudiashvili

Managerial Economics

UDC: 33

The textbook is designed to provide a solid foundation of economic understanding for use in managerial decision making. It focuses on the use of managerial economics tools and techniques in specific decision making settings.
Managerial Economics is organized into 15 chapter that give the reader a thorough grounding in various key aspects of the subject: Market structures, Demand and Supply, Production, Cost Analysis, Pricing Practices, Decision Making under Uncertainty.  Managerial Economics is textbook for students as well as for a wider inter­disciplinary audience. 

image
მ. გუდიაშვილი

მენეჯერული ეკონომიკა

უაკ: 338.24

განხილულია ეკონომეტრიკული, სტატისტიკური, პროგ­ნო­ზი­რების, ქსელური დაგეგმვის, გადაწყვეტილების ხის, კა­პიტალის ბიუჯეტირების და სხვა მეთოდების გამო­ყენე­ბა მენეჯერული გა­დაწყვეტილების მისაღებად.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფა­კულტეტის სტუდენტებისთვის, გარდა ამისა, იგი სასარ­გებ­ლო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

 

image
ნ. ასათიანი

სახვითი ხელოვნების ნიმუშთა მხატვრულ-
სტილისტური ანალიზი

უაკ: 7:688

დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლიანი გაცნობა-შესწავლის შედეგად, თქვენ ჩაწვდებით ხელოვნების ანბანს, საწყის საფეხურს იმ რთული მეცნიერებისას, რასაც ხელოვნება ჰქვია, გაერკვევით მის დარგებსა და მასში შემავალ ჟანრებში, შეიმეცნებთ ხელოვნებათმცოდნეობის  ძირითად კრიტერიუმებს, ფუნქციასა და დანიშნულებას, მის განმსაზღვრელ ნიშან-თვისებებს. თქვენთვის ნათელი ხდება სახვითი (და არა მხოლოდ მისი) ხელოვნების ნამუშევრების აღქმა და „დანახვა“. სრულყოფილი საზრისიანობის უნარის გამომუშავება ხდება მხოლოდ ნაწარმოებთა ღრმა ანალიზის საფუძველზე. ამისთვის კი საჭიროა ხელოვნების ნაწარმოებებში მუდმივი ჩართულობა, რაც „აშალაშინებს“ თვალს, გონებას და აფართოებს აზროვნების არეალს.

image
Дж. Н. Дочвири, Г. И. Джавахишвили

Моделирование динамических режимов систем управления электроприводами в программе MATLAB

Методические указания к лабораторным работам

УДК: 62-5

Рассмотрены динамические  режимы  современных систем  управления электроприводами  как постоянного, так и пере­мен­ного тока. Исследования проводятся  на компьютере в  прог­рамме  MATLAB.
Предназначена для студентов  электроэнергетической специ­альности  факультета энергетики  и  телекоммуникации.

image
ვ. დოლიძე, ნ. იაშვილი, ქ. მახაშვილი, ვ. ფადიურაშვილი

ელექტროქიმიურ პროცესებში ელექტროდულ
სისტემათა საფუძვლები

უაკ: 541.135.5

განხილულია ელექტროდული სისტემები, მოცემულია მათი სტრუქტურები, მუშაობის პრინციპები, აგებულება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ელექტროდების გამოყენებას პრაქტიკაში. ნაჩვენებია გამოყენების მრავალი მაგალითი. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს აგრეთვე ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

image
დ. მეფარიშვილი, თ. შეროზია, გ. ნარეშელაშვილი, ხ. ქრისტესიაშვილი

მენეჯმენტის პროცესების ავტომატიზაციის
საფუძვლები

უაკ: 338.244

დღესდღეობით თითქმის არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი სფერო, სადაც კომპიუტერების გამოყენებით არ მიმდინარეობდეს ობიექტების საწარმოო რესურსების დაგეგმვისა და  მართვის ამოცანების ავტომატიზაცია.
დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია მართვის ავტომატიზებული სისტემის პროგრამული კომპლექსის  -  INFINATI - ს შესასწავლად, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საწარმოს მენეჯმენტის ამოცანების ავტომატიზაცია. ლაბორატორიული მეცადინეობები მოიცავს 15  სამუშაოს. თითოეულ სამუშაოზე გათვალისწინებულია ორი საათი.

რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე

პროექტი მონაცემთა ბაზაში
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

I ნაწილი

უაკ: 681.3

სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს: საინფორმაციო და მიკროპროცესორული სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და განხორციელებას .NET პლატფორმაზე; სერიული პორტების, ADO.NET კლასებისა და ობიექტების შესწავლას და მათ გამოყენებას აღნიშნული ტიპის სისტემების შესაქმნელად.

რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე, მ. ქურდაძე

Transact-SQL ენა 1
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

I ნაწილი

უაკ: 800.8

მეთოდიკური მითითებების პირველი ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია მონაცემთა ბაზების არქიტექტურა, ცხრილები, მონაცემთა და მომხმარებლების ტიპები, ცხრილში მონაცემების ჩამატება, მონაცემების ამორჩევა, ჩადგმული და ბმული მოთხოვნები და ა.შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს თან ახლავს მოკლე თეორიული ცნობები და შესაბამისი საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა.

 

რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე

Transact-SQL ენა 2
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

II ნაწილი


უაკ: 800.8

მეთოდიკური მითითებების მეორე ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მათში განხილულია Transact-SQL ენის ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის: ფუნქციები, შენახული პროცედურები, კურსორები, წარმოდგენები, ინდექსები და ა. შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს გააჩნია საკითხის შესაბამისი მოკლე თეორიული ცნობები და მისი პრაქტიკული გადაწყვეტის მეთოდი.

image
ა. ფრანგიშვილი, ნ. ბოჭორიშვილი, ზ. გასიტაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ი. ბოჭორიშვილი

საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების
მართვის უსაფრთხოების წესები,
ცნებები და განმარტებები

I ნაწილი

უაკ: 008.331.82

დამხმარე სახელმძღვანელოში საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების მართვის უსაფრთხოების წესები, ცნებები და განმარტებები, რომელიც გამოდის 4 ნაწილად, წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა ამომწურავ ინფორმაციას იძლევა საინჟინრო დარგის ყველა სახის სამუშაოების უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციების მართვაზე. არ არსებობს სახალხო მეურნეობის არც ერთი დარგი, რომლის განვითარებასთან ერთად არ იზრდებოდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ფაქტორები და მოსალოდნელი უბედური შემთხვევები. შრომის უსაფრთხოების და რისკების შეფასების წესების, ცნებების და განმარტებების დამხმარე სახელმძღვანელო დამუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად.
დამხმარე სახელმძღვანელო გარკვეულ სარგებლობას მოუტანს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, კვალიფიკაციის მუშაკებს, ტექნიკური უმაღლესი და სპეციალური სასწავლებლების სტუდენტებს, მომავალ ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს.
შენიშვნები და სურვილები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის სიწმინდის დაცვას, ავტორების მიერ მადლობით იქნება მიღებული.

image
ა. ფრანგიშვილი, ნ. ბოჭორიშვილი, ზ. გასიტაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ი. ბოჭორიშვილი

საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების
მართვის უსაფრთხოების წესები,
ცნებები და განმარტებები

II ნაწილი

უაკ: 008.331.82

დამხმარე სახელმძღვანელოში საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების მართვის უსაფრთხოების წესები, ცნებები და განმარტებები, რომელიც გამოდის 4 ნაწილად, წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა ამომწურავ ინფორმაციას იძლევა საინჟინრო დარგის ყველა სახის სამუშაოების უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციების მართვაზე. არ არსებობს სახალხო მეურნეობის არც ერთი დარგი, რომლის განვითარებასთან ერთად არ იზრდებოდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ფაქტორები და მოსალოდნელი უბედური შემთხვევები. შრომის უსაფრთხოების და რისკების შეფასების წესების, ცნებების და განმარტებების დამხმარე სახელმძღვანელო დამუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად.
დამხმარე სახელმძღვანელო გარკვეულ სარგებლობას მოუტანს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, კვალიფიკაციის მუშაკებს, ტექნიკური უმაღლესი და სპეციალური სასწავლებლების სტუდენტებს, მომავალ ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს.
შენიშვნები და სურვილები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის სიწმინდის დაცვას, ავტორების მიერ მადლობით იქნება მიღებული.

image
ა. ფრანგიშვილი, ნ. ბოჭორიშვილი, ზ. გასიტაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ი. ბოჭორიშვილი

საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების
მართვის უსაფრთხოების წესები,
ცნებები და განმარტებები

III ნაწილი


უაკ: 008.331.82

დამხმარე სახელმძღვანელოში საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების მართვის უსაფრთხოების წესები, ცნებები და განმარტებები, რომელიც გამოდის 4 ნაწილად, წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა ამომწურავ ინფორმაციას იძლევა საინჟინრო დარგის ყველა სახის სამუშაოების უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციების მართვაზე. არ არსებობს სახალხო მეურნეობის არც ერთი დარგი, რომლის განვითარებასთან ერთად არ იზრდებოდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ფაქტორები და მოსალოდნელი უბედური შემთხვევები. შრომის უსაფრთხოების და რისკების შეფასების წესების, ცნებების და განმარტებების დამხმარე სახელმძღვანელო დამუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად.
დამხმარე სახელმძღვანელო გარკვეულ სარგებლობას მოუტანს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, კვალიფიკაციის მუშაკებს, ტექნიკური უმაღლესი და სპეციალური სასწავლებლების სტუდენტებს, მომავალ ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს.
შენიშვნები და სურვილები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის სიწმინდის დაცვას, ავტორების მიერ მადლობით იქნება მიღებული.

image
ა. ფრანგიშვილი, ნ. ბოჭორიშვილი, ზ. გასიტაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ი. ბოჭორიშვილი

საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების
მართვის უსაფრთხოების წესები,
ცნებები და განმარტებები

IV ნაწილი


უაკ: 008.331.82

დამხმარე სახელმძღვანელოში საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების მართვის უსაფრთხოების წესები, ცნებები და განმარტებები, რომელიც გამოდის 4 ნაწილად, წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა ამომწურავ ინფორმაციას იძლევა საინჟინრო დარგის ყველა სახის სამუშაოების უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციების მართვაზე. არ არსებობს სახალხო მეურნეობის არც ერთი დარგი, რომლის განვითარებასთან ერთად არ იზრდებოდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ფაქტორები და მოსალოდნელი უბედური შემთხვევები. შრომის უსაფრთხოების და რისკების შეფასების წესების, ცნებების და განმარტებების დამხმარე სახელმძღვანელო დამუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად.
დამხმარე სახელმძღვანელო გარკვეულ სარგებლობას მოუტანს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, კვალიფიკაციის მუშაკებს, ტექნიკური უმაღლესი და სპეციალური სასწავლებლების სტუდენტებს, მომავალ ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს.
შენიშვნები და სურვილები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის სიწმინდის დაცვას, ავტორების მიერ მადლობით იქნება მიღებული.

 

image
გ. ინანიშვილი

მასალათმცოდნეობა გამოყენებით
ხელოვნებაში

უაკ: 620.22

განხილულია გამოყენებითი ხელოვნებისათვის განკუთვნილი ძირითადი ტექნიკური მასალები. მოცემულია ორგანული და არაორგანული წარმოშობის მასების, ქვების, მეტალებისა და შენადნობების მასალათმცოდნეობითი ანალიზი.
მასალათმცოდნეობის კურსის მიზანია გზამკვლევის ფუნქცია შეასრულოს მხატვრულ ნაკეთობაში ტექნიკურ საშუალებათა მიზანშეწონილი გამოყენების გზებისა და შესაძლებლობების ძიებაში.
განკუთვნილია სტუ-ის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სამთო-გეოლოგიის, არქიტექტურის და ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ასევე ამ მიმართულებით დაკავებული სპეციალისტებისათვის.

 

image
კ. სოხაძე, ზ. ფარესიშვილი

ბაზრის ანტიმონოპოლიური
რეგულირება


უაკ: 061.47

გაანალიზებულია ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.
განკუთვნილია ბაზრის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, ბიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის, ასევე, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

image
M. Gudiashvili, L. Bochorishvili

Basics of Energy Business
Law

UDC: 339.1

The manual discusses the organizational - legal forms of energy business,  licensing and tariff setting principles in the field of electrical energy, labor relations and legal basis of duties and taxes and their use in the energy business process.The manual  is  prepared for Master and Doctoral stu­dents of the Energy and Telecommunication faculty and  wide range of readers interested in the subject.

რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე

პროექტი ობიექტზე ორიენტირებულ
დაპროგრამებაში
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.3

სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს საინფორმაციო და მიკროპროცესორული სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და განხორ­ციელებას NET პლატფორმაზე; სერიული პორტების, ADO.NET კლასებისა და ობიექტების შესწავლას და მათ გა­მოყენებას აღნიშნული ტიპის სისტემების შესაქმნელად.

image
თ. შარაბიძე, ლ. ყანჩაველი, ლ. ასათიანი

საინჟინრო გრაფიკა

უაკ: 76:62-5

დამხმარე სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილში განხილულია დაგეგმილების ძირითადი მეთოდები, ხოლო მეორეში – გეგმილური ხაზვის ნახაზის შედგენა სახაზავი ხელსაწყოების მეშვეობით.
წიგნის ტექნიკურ გაფორმებაში მონაწილეობა მიიღო ასისტენტ პროფესორმა თ. კოკაიამ.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მართვის სისტემებისა და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, რომლების სწავლობენ საინჟინრო გრაფიკის კურსს.

image
გ. მანველიძე, ნ. მაისურაძე, ნ. ბოლქვაძე

კითხვები და პასუხები ზოგად და
არაორგანულ ქიმიაში

უაკ: 546

სასწავლო-მეთოდიკურ ლიტერატურაში კითხვა-პასუხის მეშვეობით განხილულია ზოგადი ქიმიის თითქმის ყველა თეორიული საკითხი. სტუდენტს საშუალება ექნება თანამედროვე ქიმიის მონაცემებზე დამყარებული კონკრეტული პასუხი მიიღოს შემდეგ საკითხებზე: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ელემენტთა პერიოდული სისტემა, არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები, ატომის აღნაგობა, ქიმიური ბმა; თერმოქიმია, ქიმიური რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები, დისპერსიული სისტემები, ხსნარები, არაელექტროლიტები; მარილთა ჰიდროლიზი, ჟანგვა-აღდგენა, ელექტროქიმია.
არაორგანული ქიმიის ნაწილში განხილულია s-ელემენტები, p - ელემენტები, d - ელემენტები. ყურადღება გამახვილებულია ქვეჯგუფის ელემენტების ზოგიერთი თვისების განსხვავებაზე. ახსნილია ამ განსხვავების მიზეზები. მოცემულია ამ ელემენტების და მათი მნიშვნელოვანი ნაერთების გამოყენება.

image
მ. მესხი, გ. ჭიაურელი

გამოყენებითი გეოდეზიის პრაქტიკული
სამუშაოები

უაკ: 528.48 (076.5)

დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლე თეო­რიულ წანამძღვრებთან ერთად მოცემულია პრაქტიკული ხა­სიათის ცნობები საინჟინრო ნაგებობათა მიმოკ­ვლევის, დაპროექტებისა და ექს­პლუატაციის პერიოდებში შესა­სრულებელ სამუშაოებზე.
ყურადღება გამახვილებულია საინჟინრო ობიექტების გეო­დეზიური მომსახუ­რებისათვის საჭირო გეგმური და სასიმაღლო საყრდენი ქსელების პროექტების შეფასების მიახლოებით და ზუსტ მეთოდებზე.
განხილულია შენობა-ნაგებობათა გეოდეზიური უზრუნ­ველ­ყოფისათვის საჭირო პრაქტიკული სამუშაოები მსხვილი საინ­ჟინრო ობიექტების–ხიდების, ჰიდრო­ტექნიკური ნაგებობებისა და გვირაბებისათვის.
განკუთვნილია როგორც დამხმარე სახელმძღვანელო საინ­ჟინრო გეოდეზიის, გეოინფორმატიკის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრი­ატისა და მაგისტრატუ­რის სტუდენტებისათვის.

ი. კახნიაშვილი, ზ. ოქროსცვარიძე, ლ. ჩხიკვაძე

პლატინოიდების მეტალურგია

უაკ: 622. 342

დამხმარე სახელმძღვანელოში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია პლატინოიდების მოპოვებისა და გადამუშავების, აგრეთვე აფინაჟის საკითხებზე. ფართოდაა გაშუქებული პლატინოიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, აგრეთვე მათი ქცევა მადნების გამდიდრების პროცესებში, პლატინისა და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები.
ნაშრომში განხილულია სულფიდური მადნების გადამუშავებისას პლატინისა და მისი ჯგუფის ლითონების ქცევის ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები.
დამხმარე სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პლატინაშემცველი შლამებისა და მეორეული პლატინაშემცველი ნედლეულის გადამუშავების საკითხებს. განხილულია პლატინის ჯგუფის ლითონების შენადნობები და მათი გამოყენების სფეროები.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, ასევე, პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.

 

ნ. კუციავა, ე. თოფურია, თ. ტუსიაშვილი, თ. ედილაშვილი

ზოგადი ქიმიის კურსი

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა და არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები. მოცემულია თანამედროვე შეხედულებები ატომის აღნაგობასა და ქიმიურ ბმებზე. საფუძვლიანად არის ჩამოყალიბებული კინეტიკის, ხსნარის, ჟანგვა-აღდგენისა და ელექტროქიმიური პროცესების საკითხები.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის სპეციალობების პროფე­სიული სწავლების სტუდე­ნტე­ბისთვის, ასევე ზოგადი ქიმიის საკითხებით დაინტერე­სებულ პირთათვის. 

image
თ. ბჟალავა, კ. გორგაძე, ა. ესაკია, ი. ლომიძე, ლ. მაცაბერიძე, მ. მეცხვარიშვილი, თ. ჩიჩუა

ფიზიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი
მექანიკა და მოლეკულური ფიზიკა

I ნაწილი

უაკ: 531/534:539.1

ნაშრომში განხილულია მექანიკის და მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიული ამოცანები. ისინი შედგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში შეტანილია კომპიუტერიზებული ამოცანები. ნაშრომის დანიშნულებაა განუმტკიცოს სტუდენტებს თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული ჩვევები.

image
მ. ცინცაძე, ლ. ბერიშვილი, ც. ხარბედია

ლაბორატორიული პრაქტიკუმი
ანალიზურ ქიმიაში

II ნაწილი

უაკ: 543

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია სილაბუსით გათვალისწინებული ყველა რეაქცია, რომელიც შედის თვისებითი ანალიზის ექვსივე ჯგუფის  კატიონთა ანალიზის მსვლელობაში და მოკლედ მითითებულია ყველა განმარტება. სახელმძღვანელოში შეტანილია აგრეთვე ტესტირებები თვისებით ანალიზში. თითოეულ კითხვას თან ახლავს პასუხის სამი ვარიანტი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. აქ შეტანილი კითხვები და ამოცანები ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცოდნის ამაღლებას,  დამოუკიდებელი მუშაობის სწორად წარმართვას და დაეხმარება პედაგოგებს სტუდენტთა ცოდნის ოპერატიულ შემოწმებაში.
დამხმარე სახელძღვანელოში აგრეთვე  მოკლედ მოცემულია ტესტირებებისათვის აუცილებელი თეორიული მასალა, რომლის მიზანია გაამახვილოს სტუდენტთა ყურადღება თეორიული კურსის იმ საკვანძო საკითხებზე, რომლიც დაკავშირებულია თითოეულ  ცდასთან და ტესტირებასთან.
დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება ანალიზური ქიმიით დაინტერესებულ სტუდენტებს, როგორც ლაბორატორიული სამუშაოების შეგნებულად ჩატარებაში, ასევე ტესტირებაში.

image
ზ. ბარდაჩიძე, მ. რომელაშვილი, მ. კუკულაძე

არაორგანული ნაერთების ექსპერტიზა
ლაბორატორიული პრაქტიკუმი

უაკ: 546

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
განხილულია ძირითადი არაორგანული ნაერთების ექსპერტიზა, რომელთა წარმოება, ექსპორტი და იმპორტი ხდება საქართველოში. პროდუქციის სტანდარტთან იდენტიფიკაციის დადგენის თვალსაზრისით გამოყენებულია კვლევის ბაზისური მეთოდები.

image
გ. ნარეშელაშვილი, ი. ქართველიშვილი

ოპერაციათა კვლევა

უაკ: 800.8

დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ოპერაციათა კვლევის ამოცანების ოპტიმალური ამონახსნების მისაღებად POM for Windows პროგრამული პაკეტის გამოყენებით. წიგნში მოცემულია პროგრამული პაკეტის გამოყენების ინსტრუქციები.
დამხმარე სახელმძღვანელო გამოადგება  მასის სპეციალობის სტუდენტებს საკურსო სამუშაოს შესრულებისას დისციპლინაში „ოპერაციათა კვლევა“, აგრეთვე სხვა სპეციალობის სტუდენტებსა და მეცნიერ მუშაკებს.

image
ნ. მაისურაძე, ქ. ქოიავა, ნ. ბერაძე

ნავთობგაზიანი ფენის ფიზიკა

უაკ: 622.276.031.53(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ნავთობშემცველი ქანებისა და ფლუიდების თვისებები, კოლექტორის ფილტრაციულ-მოცულობითი მახასიათებლები, ფენში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები, ფენიდან ნავთობის გამოდევნის მექანიზმი, ფენზე ზემოქმედების მეთოდების ფიზიკური საფუძვლები.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტთათვის.

Н.Г. Гегешидзе

Тестовые задания по общей
химии

УДК: 54

Настоящее    пособие    предназначено     для    проведения    текущего    и экзамен­а­ционного контроля знаний студентов по курсу общей химии для студентов как химических, так и нехимических специальностей.
Данные тесты также могут быть использованы студентами для самостоятельной оценки усвоения изучаемого материала
Цель   пособия   -   повышение   эффективности   и   создание возможности автома­тизации  контроля    знаний.

image
მ. ცინცაძე, ნ. გეგეშიძე, ნ. კილასონია, თ. გიორგაძე

არაორგანული ქიმიის პრაქტიკუმი

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული (სილაბუსით) მოცემული მასალა არაორგანულ ქიმიაში. პროგრამა ითვალისწინებს – პერიოდული სისტემის s-, p-, d- ელემენტების ქიმიური თვისებებისა და რეაქციის უნარი, მათი ძირითადი ნაერთების მიღებას, ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესწავლას.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის. გამოადგება დოქტურანტურის სწავლების სტუდენტებს, ქიმიკოსებს და ქიმიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

image
ი. ჩხეტია, გ. არჩვაძე, ვ. ჯაჯანიძე

გემის ენერგეტიკული
დანადგარები

უაკ: 629.113.004

განხილულია გემის ენერგეტიკული დანადგარების განვითარების სტადიები, მათი დანიშნულება, სახეები, კონსტრუქციული თავისებურებები, მუშაობის პრინციპები, ძირითადი სქემები, მახასიათებლები, ორთქლიანი და სხვა სახის ტურბინების თბური ციკლები, მათი მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები.
შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამის „საზღვაოსნო მეცნიერებები“, მიხედვით და განკუთვნილია შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ინჟინერ-ტექნიკური ორგანიზაციების მუშაკების მიერ.

image
ი. ჩხეტია, გ. არჩვაძე, ვ. ჯაჯანიძე

საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია
და მართვა

I ნაწილი

უაკ: 629.113.004

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციო ტექნიკური დამახასიათებელი ნიშნები, მათი ტვირთამწეობისა და ტვირთის ტევადობის გაანგარიშება, სატვირთო გეგმის შედგენის მეთოდიკა და მათზე მოქმედი ფაქტორები, მოყვანილია სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვების ნორმატიული დოკუმენტები, ტვირთის განლაგების,  დამაგრების და გადაზიდვის ტექნოლოგიები, უსაფრთხოების წესები გადაზიდვის დროს. ასევე დატვირთვა/განტვირთვის მართვის პოსტების ტექნოლოგიური აღჭურვა.   
განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამის, „საზღვაოსნო მეცნიერებების“ შესაბამისად და განკუთვნილია შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ინჟინერ-ტექნიკური ორგანიზაციების მუშაკების მიერ.

М.Г. Цинцадзе, Н.Г. Гегешидзе, Н.О. Киласония, М.М. Мамисеишвили

РАБОЧАЯ ТЕТРАДЬ ДЛЯ ЛАБОРАТОРНЫХ
РАБОТ ПО ОБЩЕЙ ХИМИИ

УДК: 54

„Рабочая тетрадь для лабораторных работ по общей химии“  предназначена для закрепления теоретического материалла по общей химии, усвоения студентами практических навыков использования теоретических знаний. Лабораторные работы охватывают основные вопросы по общей химии и находятся в полном соответствии с  теоретическими вопросами согласно  учебной программе.
Предназначена для студентов  как химических, так и нехимических специальностей.

 

image
მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი

სატრანსპორტო გამოთვლითი
და მიკროპროცესორული
ტექნიკის საფუძვლები

უაკ: 681. 322.

განხილულია ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის (ეგმ) ჩამოყალიბების პრინციპი და ძირითადი ელემენტების დანიშნულება; ეგმ-ების და ინტეგრალური სქემების განვითარების ეტაპები; მიკროპროცესორის აგებულება და ძირითადი თვისებები, მისი გამოყენება მიკრო ეგმ-ის აგების, ტრანსპორტის ფუნქციონირების მართვის და მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის სისტემებში; მიკროპროცესორული სისტემის შიგა და გარე კავშირის მეთოდები; პროგრამების ძირითადი პრინციპები  და მიკროპროცესორული ტექნიკის განვითარების პერსპექტივები.
გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის პროგრამის შემსწავლელ სტუდენტებისათვის.

ო. გელაშვილი, მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი

სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის
ელექტრონული და მიკროპროცესორული
სისტემები

უაკ: 681. 332.

განხილულია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებაში რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტზე გამოთვლითი ტექნიკის ფართოდ დანერგვის დიდი როლი, რაც კერძოდ მართვის და ექსპლუატაციის სისტემების სრულყოფის პროცესში მიკროპროცესორულ პროგრამირებად გადაწყვეტების გამოყენებაში გამოიხატება. ამ გადაწყვეტათა საფუძველზე რკინიგზის ტრანსპორტზე გამოჩნდა შესაბამისი მოწყობილობები სადგურებზე, მახარისხებელ გორაკებზე, ელმავლებზე, ელექტრომატარებლებზე, ავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირგაბმულობის, გამოთვლითი ტექნიკის, ელექტრომომარაგების და სხვა სამსახურებში, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტზე მნიშვნელოვნად, ავტომობილის კონსტრუქციის, დიაგნოსტირების და მომსახურების საკითხების გადაწყვეტისას აისახა, რამდენადაც წარმოდგენილია დასავლეთის ქვეყნების და რუსეთის ფედერაციის რკინიგზებზე და ავტომობილების კონსტრუქციაში მიკროპროცესორული ტექნიკის დანერგვის პროცესი.
გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რიგი საკითხებით შეიძლება მაგისტრატურის პროგრამით დაკავებულმა სტუდენტებმაც ისარგებლონ.

image
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე

კომპოზიციური მასალების ტექნოლოგია
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად



უაკ: 663.3/.7

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია თაბაშირბოჭკოვანი კომპოზიტის მიღების ძირითადი ასპექტები, კომპოზიციური მასალების დისპერსიულობის განსაზღვრის მეთოდი, რომლის პრინციპი დამყარებულია ფხვნილის ფენაში ჰაერგამტარობის დამოკიდებულებაზე ნაწილაკების ზომისაგან, მიკროსტრუქტურისა და ფაზური შედგენილობის კვლევის მეთოდები.
იგი მოიცავს იმ ძირითად მასალას, რომელიც განკუთვნილია მეტალოკერამიკული, მინა და პოლიმერული კომპოზიციური მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების ასათვისებლად და აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
მეთოდიკური მითითებები შედგენილია კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის სასწავლო გეგმისა და პროგრამის შესაბამისად.

 

image
თ. მენაბდე

სტანდარტიზაციის თეორიული და
პრაქტიკული საფუძვლები

უაკ: 389.6

განხილულია სტანდარტიზაციის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სტანდარტიზაციის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე რეფორმამდე და შემდეგ, საერთაშორისო სტანდარტიზაციის საფუძვლები და ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე საწარმოს სპეციალისტებისათვის.

მ. ცინცაძე, ნ. გეგეშიძე, ნ. კილასონია, თ. გიორგაძე

არაორგანული ქიმიის პრაქტიკუმი

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასწავლო პროგრამით (სილაბუსით) მოცემული მასალა არაორგანულ ქიმიაში. პროგრამა ითვალისწინებს – პერიოდული სისტემის s-, p-, d- ელემენტების ქიმიური თვისებებისა და რეაქციის უნარი, მათი ძირითადი ნაერთების მიღებას, ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესწავლას.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის. გამოადგება დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებს,  ქიმიკოსებს და ქიმიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

მ. ცინცაძე, ნ. კილასონია, ე. თოფურია

ზოგადი ქიმიის სამუშაო
რვეული

უაკ: 54

რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსს ზოგად ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, იგი შეძლებს გამოიმუშავოს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევები.
რვეული განკუთვნილია ბაკალავრიატის და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის.

 

მ. ცინცაძე, ნ. კუციავა, ნ. გეგეშიძე

არაორგანული ქიმიის სამუშაო რვეული
(ლაბორატორიული სამუშაოები)

უაკ: 546

მოცემულია სილაბუსით გათვალისწინებული თეორიული მასალის შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოები (პერიოდული სისტემის s-, p- და d-ელემენტები). თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს წინ უძღვის მოკლე კითხვარი, რომელიც გაფორმებულია ცხრილის  სახით  და ითვალისწინებს ლაბორატორიული სამუშაოს შესაბამის თეორიულ საკითხებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლო­გიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ასევე სხვა ფაკულტეტის  სტუდენტებისთვის.

image
თ. ჩხეიძე

საერთაშორისო კონტრაქტები
და გადაზიდვები


უაკ: 341.24

განხილულია საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოებისა და მისი მომხმარებლამდე მიწოდების პროცესში მონაწილე სუბიექტთა შორის ორგანიზაციული და უფლებრივი ურთიერთობების გადაწყვეტისას წარმოქმნილ ინტერესთა კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობანი, კოლიზიის გამორიცხვის მიზნით.
განკუთვნილია ბაკალავრიატის საგამანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის“ სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყველა სპეციალობისა და საფეხურის სტუდენტებს და ბიზნესში დასაქმებულებს. 

მ. ცინცაძე, თ. გიორგაძე

კოორდინაციული ქიმიის სამუშაო რვეული
(ლაბორატორიული სამუშაოები)


უაკ: 54

რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება სალექციო კურსს კოორდინაციულ ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეის­წავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორა­ტო­რი­ული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, მას პრაქ­ტიკ­ულად შეეძლება ჩაატაროს ზოგიერთი კოორდინაციული ნაერთის სინთეზი და შეისწავლოს მისი თვისებები.
რვეული გათვალისწინებულია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

 

მ. ცინცაძე, ც. ღუდუშაური, ლ. ბერიშვილი, ც. ხარბედია

ანალიზური ქიმიის სამუშაო რვეული
(ლაბორატორიული სამუშაოები)


უაკ: 543

რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება პროგ­რამით გათვალისწინებულ სალექციო კურსს ანალიზურ ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, იგი შეძლებს გამოიმუშავოს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევები.
რვეული განკუთვნილია ბაკალავრიატის და პროფესიული სწავლების სტუდენ­ტე­ბისთვის.

გ. ჯაფარიძე, ნ. წულუკიძე

მანქანათა ექსპერტიზის მეთოდები
და საშუალებები

I ნაწილი

უაკ: 347.77.028.4

განხილულია ტვირთამწევი მანქანების მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების საკვანძო საკითხები.
განკუთვნილია მანქანა-დანადგარების დიზაინისა და ექსპერტიზის სპეციალობის მაგისტრანტებისთვის, ასევე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. სახელმძღვანელო დაეხმარება მომავალ მაგისტრს, დამოუკიდებლად შეასრულოს ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები.

image
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

კომპიუტერული საინჟინრო
გრაფიკა AutoCAD 2013

უაკ: 681.3

განხილულია სამგანზომილებიანი ხაზვისა და მოდელირების მეთოდები. მკითხველი გაიცნობს AutoCAD 2013-ის შესაძლებლობებს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. აგრეთვე გამოადგებათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, ეს დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

image
ნ. დიდიშვილი, ლ. ბოჭოიძე

მენეჯმენტი
(საერთაშორისო გარემო, კულტურა, ფინანსები)

უაკ: 338.244

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე მენეჯმენტის მნიშვნელოვანი პრობლემები – გლობალიზაცია, კონკურენტუნარიანობა, კულტურული მახასიათებლების გავლენა მენეჯმენტის მეთოდებზე, მულტინაციონალური კომპანიების სტრუქტურა, ფინანსები, გადაწყვეტილების მიღების სახეები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, მათთვის ვინც შეისწავლის კურსს „საერთაშორისო მენეჯმენტი“.

 

ი. გველესიანი

მიკრობიოლოგია
ლაბორატორიული პრაქტიკუმი

II ნაწილი

უაკ: 576.8

წინამდებარე ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ს ქიმიური და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან მიკრობიოლოგიის კურსს. იგი წარმოადგენს კრებულის „ლაბორატორიული პრაქტიკუმი მიკრობიოლოგიაში“ თემატურ გაგრძელებას, სადაც გადმოცემულია პრაქტიკული ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ფართოდ  გამოიყენებიან  მიკროორგანიზმთა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კრებულში აღწერილი მეთოდების  დიდი  ნაწილი  შემუშავებულია მრავალი, ზოგ შემთხვევაში ათეულობით წლის წინათ, ყველა მათგანი ინარჩუნებს აქტუალობას და დღესაც აქტიურად გამოიყენება. თანამედროვე მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდების, როგორებიცაა რადიოიმუნური, იმუნოფერმენტული, იმუნოელექტროფორეზი, იმუნობლოტინგი, რესტრიქციული ანალიზი, მოლეკულური ჰიბრიდიზაციის მეთოდი, პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია და სხვა, ამავე დროს ე.წ. კლასიკური ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური მეთოდების ათვისება, ჩვენი  აზრით,  ხელს  შეუწყობს სპეციალობის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს  როგორც  თეორიული ცოდნის  განმტკიცებაში, ასევე მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში.

image
გ. ჯაფარიძე

ტექნიკური მექანიკა

უაკ: 531.8;621.01

განხილულია საკვანძო საკითხები, კერძოდ, ისეთი ამძრავების დაპროექტება, რომლებიც შედგება ტალღური გადაცემების, კბილა ღვედური, შევრონულ კბილანური და გლობოიდური ჭიახრახნული. ეს გადაცემები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის თანამედროვე მანქანაში.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის, ასევე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ნაშრომში წარმოდგენილი საკითხებით. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს, დამოუკიდებლად შეასრულონ საკურსო სამუშაო, საშინაო დავალება და საკურსო პროექტი მანქანათა ნაწილებში, ტექნიკურ ან გამოყენებით მექანიკაში.

ზ. კვინიკაძე

Auto CAD-ის გამოყენებით შენობის მოდელის ნახაზის
აგება გეგმისა და ფასადის მიხედვით
(მეთოდიკური მითითებანი საგამოცდო
სამუშაოს შესასრულებლად)

უაკ: 744.43

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ საგამოცდო სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

ზ. კვინიკაძე

მეთოდიკური მითითებანი გეომეტრიული ფიგურების
ასაგებად Auto CAD-ის გამოყენებით

I რეიტინგული წერა

უაკ: 515.681.3

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ I რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

ზ. კვინიკაძე, გ. წულეისკირი, მ. ნოზაძე

მეთოდიკური მითითებანი სამოქალაქო შენობის
სართულის გეგმის ნახაზის ასაგებად
AutoCAD-ის გამოყენებით

II რეიტინგული წერა

უაკ: 744.43

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ II რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

image
ზ. ოქროსცვარიძე, ი. კახნიაშვილი, ლ. ჩხიკვაძე, ნ. ვაჩეიშვილი, ს. არეშიძე

ყველაფერი კეთილშობილი ლითონებისა
და ძვირფასი ქვების შესახებ

I ნაწილი

უაკ: 671

სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლის, პლატინის და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები; სუფთა ლითონების და მათი შენადნობების ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური თვისებები; საიუველირო წონები, სინჯები და დადამღვის წესები; სხვადასხვა სინჯის შენადნობების თვისებები და მათი მდგომარეობის დიაგრამები. ფართოდაა განხილული კეთილშობილი ლითონების ნაკეთობების საწარმოო პროცესების ძირითადი სახეები−მათი დნობიდან და პლასტიკური დეფორმაციიდან თერმული დამუშავების სახეებამდე. განსაკუთრებით კარგადაა წარმოდგენილი კეთილშობილი ლითონების სინჯების დამდგენი სველი ქიმიური მეთოდები, რომლითაც სარგებლობენ კვლევითი ლაბორატორიები, ლომბარდები და ბანკები, ასევე მათი შენადნობების კვლევის თანამედროვე ფიზიკური მეთოდები.
მეორე ნაწილში განხილულია ძვირფასი ქვების თანამედროვე კლასიფიკაცია. ბუნებრივი და სინთეტიკური ქვების დიაგნოსტიკის მეთოდები, ძვირფასი ქვების 17 ჯგუფი. მოცემულია ძვირფასი ქვების დაწახნაგების ძირითადი ელემენტები და გეომეტრია. იდეალური და პრაქტიკული დაწახნაგების გეომეტრიული პარამეტრები. ბრილიანტების კლასიფიკაცია რუნდისტის ფორმისა და დაწახნაგების სახის მიხედვით, ბრილიანტის დეფექტები. მოცემულია თუ როგორ უნდა დადგინდეს ბრილიანტის ფასი. მოცემულია ძვირფასი ქვების ისტორია და ზოგიერთი რჩევა საიუველირო ნაკეთობების მყიდველებისათვის.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, გამოადგებათ ფერადი ლითონების  და ძვირფასი ნაკეთობების საიუველირო ექსპერტიზის სპეციალისტებს.

image
ზ. აზმაიფარაშვილი, ნ. ოთხოზორია, მ. ისაკაძე

NI ELVIS II
ლაბორატორიული პრაქტიკუმი NI ELVIS II
პლატფორმის ბაზაზე

უაკ: 800.8

აღწერილია  NI ELVIS II  მოწყობილობების ძირითადი აპარატურული საშუალებები, განხილულია ზოგადი მახასიათებლები, ძირითადი სიგნალები და პროგრამული საშუალებები.
განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც შეისწავლიან შემდეგ კურსებს: „ელექტროტექნიკა“, „ელექტრონიკა და ელექტროტექნიკა“, „ელექტრონიკა და სქემოტექნიკა“, „მიკროპროცესორული ტექნიკა“, „ანალოგური საზომი მოწყობილობები“, „ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ანალოგური მოწყობილობები“.
მომზადებულია National Instruments Corporation - ის დოკუმენტაციების მიხდვით, რომელიც წარმოდგენილია საიტზე: www.ni.com.

image
ვ. გორდელაძე, ა. სარუხანიშვილი

კონტროლის მეთოდები და საშუალებები მინანქრის
და მომინანქრების ტექნოლოგიაში

უაკ: 666.29

გადმოცემულია მინანქრების და მომინანქრებული ზედაპირების თვისებების განსაზღვრის და კონტროლის მეთოდები და საშუალებები.
განკუთვნილია სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი ორგანიზაციების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტების და საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისთვის, რომლებიც მინისებრი მასალების და საფარების მიღების სფეროთი არიან დაინტერესებული.

მ. სირაძე

ცხიმების რაფინირების
ტექნოლოგია

უაკ: 66.067

მოცემულია კვებითი და ტექნიკური მიზნებისათვის გამოყენებული მცენარეული ზეთებისა და ცხიმების რაფინირების ტექნოლოგიური პროცესების თანამედროვე და პროგრესული მეთოდები.
სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცხიმების რაფინირების ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებისა და ხერხების აღწერას. მოცემულია რაფინირების ძირითადი ეტაპები, უწყვეტი და პერიოდული პროცესების ტექნოლოგიური სქემები და განხილულია ძირითადი აპარატების კონსტრუქციები.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის, ცხიმ-ზეთოვანი წარმოების სპეციალისტებისა და პედაგოგებისათვის, აგრეთვე მოცემული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირთათვის.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ქ ა ლ დ ე ა
(საეპისკოპოსოები ლაზიკაში)

უაკ: 2(02)

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისა და წმიდა სინოდის მიერ დასმულ საკითხებს ასახავს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ვრცელი ნაშრომი „ქალდეა“ (საეპისკოპოსოები ლაზიკაში). საბჭოთა ეპოქაში გავრცელდა უსაფუძვლო თეორია, თითქოსდა ლაზები VII საუკუნის შემდეგ დასავლეთ საქართველოდან გადასახლდნენ ტრაპეზუნტის რეგიონში, სადაც ამჟამადაც ცხოვრობენ. სინამდვილეში, როგორც წყაროების ანალიზი აჩვენებს ლაზები ამ (ტრაპეზუნტის) რეგიონის მკვიდრი იგივე ქალდები არიან. სტრაბონის ცნობით ქალდებს (ხალიბებს) ასევე უწოდებდნენ „ალაზონებს“, საიდანაც წარმოდგა პონტოსპირეთისა და მისი მოსახლეობის სახელი „ლაზონია“, „ლაზი“. უწმიდესი პატრიარქი ილია II, აღნიშნავს, რომ „ქალდი“ საერთო ქართულ სამყაროს, კოლხეთის ცენტრს, მის გულს ერქვა. ივ. ჯავახიშვილის კვლევით ქალდეა არა მხოლოდ ლაზების, არამედ ყველა ქართული ტომის სამშობლო იყო. ქართული ტომების ეს მიწაწყალი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და ეკლესიურად აქ, ქალდეალაზიკაში, ჩამოყალიბდა ფასიდის ეპარქიის პეტრას, როდოპოლისის, ზიგანასა და საისინის საეპისკოპოსოები, ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ის გაქრისტიანების შემდეგ, IV საუკუნიდანვე ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ფასიდის ეპარქიის ძირითადი ნაწილი არა დასავლეთ საქართველოში, არამედ აღნიშნულ ქალდეა-ლაზიკაში (ტრაპეზუნტ-თეოდოსიოპოლის შემაერთებელ გზაზე) მდებარეობდა. ქალდეას, დასავლეთ საქართველოსა და სხვა ქართული ქვეყნების კვლევას ეხება წინამდებარე ნაშრომი, რომელიც დაიწერა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სადიდებელად და ეხება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საკითხს. წიგნში მრავალ წყაროზე დაყრდნობით, მიმოხილულია, დასავლეთ საქართველოს, ლაზიკა-ქალდეასა და საქართველოს სხვა ისტორიული რეგიონების საეკლესიო, ეკონომიკური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ყოფითი და გეოგრაფიული ვითარება პირველ ათასწლეულში.

С. Чупринина

Справочник по русскому языку

УДК: 801

„Справочник по русскому языку“ содержит самые необходимые сведения по разделам
„Фонетика“, „Словообразование“, „Морфология“, „Синтаксис“.
Справочник предназначен для использования в условиях очно-дистанционного обу­чения, для учащихся и студентов, для преподавателей, а также для широкого круга поль­зователей.

image
თ. ხმელიძე, გ. გურეშიძე, მ. მოდებაძე, ფ. ვერულაშვილი, გ. ქავთარია

ხე-ლითონის უირიბნო სამკუთხა წამწის
გაანგარიშება და კონსტრუირება

უაკ: 581.11

მოცემულია ხე-ლითონის უირიბნო სამკუთხა წამწის დაპროექტების ძირითადი ასპექტები და განხილულია გაანგარიშების რიცხვითი მაგალითი.
განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობის (2903), აგრეთვე უმაღლესი ტექნიკური პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის საკურსო პროექტის და საკურსო სამუშაოს შესასრულებლად. იგი შეიძლება გამოიყენონ სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებმაც დამოუკიდებელი პრაქტიკული სამუშაოებისათვის.

image
თ. ხმელიძე, მ. მოდებაძე, ფ. ვერულაშვილი, გ. გურეშიძე, ლ. ფურცხვანიძე

მერქნის სიმტკიცის მახასიათებლების დადგენა
ხისა და პლასტმასის სამშენებლო
კონსტრუქციები
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 624.01:681.11:691.17

მოცემულია მერქნის დროებითი, ნორმატიული და საანგარიშო წინაღობების, ტენიანობის და სიმკვრივის გამოთვლის თეორიული წინაპირობები. განხილულია ექსპერიმენტული გზით, სუფთა სტანდარტული ხის ნიმუშების გამოცდით მერქნის ტენიანობის, სიმკვრივის და სიმტკიცის (კუმშვა ბოჭკოების გასწვრივ, სტატიკური ღუნვა, ახლეჩა ბოჭკოების გასწვრივ) მახასიათებლების დადგენა ლაბორატორიულ პირობებში.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულების სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

image
გ. ყირმელაშვილი, ი. ბეჟუაშვილი, გ. ბერიკელაშვილი, ბ. მასპინძელაშვილი

ალბათობის თეორია


უაკ: 519.21

მოცემულია ავტორთა მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში წაკითხული ლექციებისა და ჩატარებული პრაქტიკული მეცადინეობების მოკლე კონსპექტი. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საგნის პრაქტიკული მასალის გადმოცემაზე.
დახმარებას გაუწევს უნივერსიტეტის სტუდენტებს შემთხვევითი მოვლენების კანონზომიერებათა დადგენაში.

image
ჯ. იოსებიძე, ო. გელაშვილი, ნ. ნავაძე, გ. აბრამიშვილი, გ. ტყეშელაშვილი, ვ. ლეკიაშვილი, ზ. ბოგველიშვილი, მ. ტურიაშვილი, დ. ფრიდონაშვილი, რ. ველიჯანაშვილი, გ. მიქაძე, ხ. მღებრიშვილი, ა. ჩხეიძე, თ. აფაქიძე, ჯ. ხმიადაშვილი, ვ. ჯაჯანიძე, ნ. თოფურია, ნ. დიასამიძე, მ. ხვედელიძე, ვ. ქართველიშვილი, დ. ძოწენიძე, ლ. ბუბუტეიშვილი, მ. ზურიკაშვილი

ავტოსატრანსპორტო ტერმინოლოგიის
ცნობარი

უაკ: 656.13(083)

„ავტოსატრანსპორტო ტერმინოლოგიის ცნობარი“ მოიცავს ამ დარგის ყველა ტერმინს. შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: ავტომობილების მოწყობილობა და საექსპლუატაციო თვისებები, საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ავტომობილების ეკოლოგიური უსაფრთხოება და სერვისი, ავტოსატრანსპორტო ლოგისტიკა და მენეჯმენტი.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, მოცემული დარგის მეცნიერი-მუშაკების და სპეციალისტებისათვის.

image
ბ. შანშიაშვილი, ნ. მჭედლიშვილი

სისტემების იდენტიფიკაცია და მოდელირება
MATLAB-ის გამოყენებით

უაკ: 62.505

განხილულია მართვის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - სისტემების იდენტიფიკაციის ძირითადი ცნებები და ამოცანები, მოდელების ტიპები და მათი აგების ხერხები, ასევე სისტემების იდენტიფიკაციის სხვა ზოგადი საკითხები.
მოყვანილია MATLAB-ის პაკეტის  System Identification Toolbox-ის მოკლე დახასიათება. განიხილება გამოყენებული მოდელების ტიპები, შეფასების მეთოდები. წარმოდგენილია 18 ლაბორატორიული ამოცანა მეთოდიკური მითითებებითა და დავალებებით. ამოცანები დაფუძნებულია MATLAB-ის პაკეტის, კერძოდ, System Identification Toolbox-ის გრაფიკული ინტერფეისისა და Simulink  პაკეტის გამოყენებაზე.
განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისათვის, მეცნიერი მუშაკებისათვის, ინჟინრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სისტემების იდენტიფიკაციის, მართვისა და მოდელირების საკითხებით.

ა. სარუხანაშვილი, დ. ბიბილეიშვილი, მ. მშვილდაძე, მ. კაპანაძე, ე. ნიკოლეიშვილი

პოპულარული ფიზიკური ქიმიის კურსი
დისციპლინის წარმოშობის და
განვითარების მოკლე ისტორია,
ქიმიური თერმოდინამიკა

უაკ: 541.1

მოცემულია ფიზიკური ქიმიის წარმოშობის და განვითარების მოკლე ისტორია, ქიმიური თერმოდინამიკა და ქიმიური წონასწორობის თერმოდინამიკა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

image
ა. სულამანიძე, გ. დადიანიძე

მაგისტრალურ მილსადენთა
შედუღება

უაკ: 628.153:621.791

განხილულია გაზის, ჰიდრომშენებლობის მილგაყვანილობისა და ნავთობმილსადენთა შედუღება.
განკუთვნილია შედუღების სპეციალობის სტუდენტებისა და იმ ტექნიკური მუშაკებისათვის, რომლებიც ასრულებენ მაგისტრალურ მილსადენთა სამშენებლო, სამონტაჟო და სარემონტო შედუღებით სამუშაოებს.

ბ. მეფარიშვილი, გ. ჯანელიძე

საინფორმაციო სისტემების აგება
MS SQL Server-ის გამოყენებით
(ლაბორატორიული პრაქტიკუმი)

უაკ: 681.3.06

განხილულია MS SQL Server 2008 და MS Visual Studio გარემოში ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების აღწერილობა საგნის საინფორმაციო სისტემების დაპროექტება MS SQL Server და MS Visual Studio გამოყენებით.
განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს სტუდენტებისთვის.

 

თ. ბუხნიკაშვილი

სატვირთო კონტეინერები, კლასიფიკაცია
და კონსტრუქციები

უაკ: 6.56.225.073.235

განხილულია სატვირთო კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის უპირატესი პირობები, კონტეინერების კლასიფიკაცია და ტიპები, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნილებებით სახმელეთო ტრანსპორტზე მათი განთავსების პირობები, კონტეინერებზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მეთოდიკა, კონტეინერების სიმტკიცეზე გამოკვლევა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  „ტრანსპორტის 0407 (040703)“ სპეციალობის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ.

 

თ. ბუხნიკაშვილი

სალიანდაგო მანქანები
და მექანიზმები

უაკ: 625.144.5/7

განხილულია სალიანდაგო სატრანსპორტო მეურნეობისათვის საჭირო ტექნიკის კონსტრუქციულ-ექსპლუატაციური მახასიათებლები, დაგეგმარების საფუძვლები, ძალოვანი გაანგარიშებები, მწარმოებლობა; აგრეთვე, განიხილება სალიანდაგო მაგისტრალის საიმედო ექსპლუატაციის მიზნით მაკონტროლებელი სპეციალური მექანიზმების მოქმედების პრინციპები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის“ # 0408 სპეციალობის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ. აგრეთვე გამოადგება სალიანდაგო მანქანების და მექანიზმების დარგში დაკავებულ ინჟინრებს.

 

ო. რუხაძე, გ. ხვიჩია

ჩარხები და საწარმოო ტექნოლოგიური
სისტემები

უაკ: 621.9.06

განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: დეტალის სიზუსტე, ზედაპირის სიმქისე, მანქანათმშენებლობაში გამოყენებული ჩარხები, მათი საერთო ხედები და კინემატიკური სქემები, მოქმედების პრინციპები, დანიშნულება და გამოყენების სფერო. დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების IV საფეხურის საგანმანათლებო პროგრამის სასწავლო კურსის „ჩარხები და საწარმოო ტექნოლოგიური სისტემები“ სილაბუსის შესაბამისად.
განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
გ. გოგიჩაიშვილი, თ. სუხიაშვილი

სისტემების ობიექტ-ორიენტირებული
დაპროექტება
ლაბორატორიული პრაქტიკუმი
(UML, MsVisio)

უაკ: 681.3.06.

განხილულია ობიექტ-ორიენტირებული მიდგომით რთული პროგრამული სისტემის დაპროექტების საშუალებები თანამედროვე ინფორმაციული, ვიზუალური (MsVisio) ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოცემულია საპრობლემო სფეროს ლექსიკონის განსაზღვრის, კლასების მოვალეობების, მათ შორის მიმართებების დადგენის, ცალკეული ობიექტების სასიცოცხლო ციკლის ფორმირების, მარეალიზებელი კომპონენტებისა და კვანძებზე მათი განთავსების მოდელების წარმოდგენა მოდელირების უნიფიცირებული ენის (UML) გამოყენებით.
განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და სპეციალისტებისათვის.

image
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ივ. ჯავახიშვილი და უწმიდესი პატრიარქი ილია
II საქართველოს ეკლესიის შესახებ

უაკ: 2(02)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავის ეპისტოლეებსა და ქადაგებებში ხშირად აღნიშნავს, საქართველოს ეკლესიის მთლიანობის შესახებ, რომ საქართველოს ყველა კუთხე ერთ საეკლესიო მთლიანობას შეადგენდა წმიდა ნინოს ეპოქიდანვე.
საბჭოთა ათეისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა ეკლესიისათვის სრულიად მიუღებელი თეორია, თითქოსდა დასავლეთ საქართველო 600 წლის მანძილზე IV-X სს. იმყოფებოდა არა საქართველოს, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ეს თეორია მთლიანად ეწინააღმდეგება ძველ ქართულ საეკლესიო ისტორიოგრაფიას, და ამასთანავე საეკლესიო სწავლებას, იმის შესახებ, რომ ჩამოყალიბებისთანავე საქართველოს ეკლესია იყო მთლიანი და ის თავის იურისდიქციაში მოიცავდა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. ეკლესიის ეს სწავლება კარგად აქვს გადმოცემული დიდ ივ. ჯავახიშვილს, რომელიც საქართველოს ეკლესიის მთლიანობის უდიდესი ქომაგი იყო. მისი მიდგომა ამ საკითხისადმი სამაგალითოა, რაც უნდა გაითვალისწინონ თანამედროვე ისტორიკოსებმა. სწორედ ამ საკითხს ეხება მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი „ივანე ჯავახიშვილი და უწმიდესი პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შესახებ“. რაც შეეხება ნოტიციებში აღნიშნულ როდოპოლისის, ზიგანას, საისინისა და პეტრას კათედრებს, ისინი მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართველთა უძველეს ქვეყანაში – ქალდეა – ტრაპეზუნტის რეგიონში, ხოლო დასავლეთ საქართველო მუდამ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა.

image
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ალბანეთისა და ხუნძეთის საკათალიკოსოები

უაკ: 2(02)

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი „ალბანეთისა და ხუნძეთის საეკლესიო იურისდიქცია“ შეეხება საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი ქრისტიანული დაღესტნის საეკლესიო ცხოვრებას შუა საუკუნეებში. წყაროების ჩვენებით აღმოჩნდა, რომ ჩრდილო კავკასია და დაღესტანი იტორიულად დასახლებული იყო ქართველებითა და ქართული საეკლესიო ენის მქონე მრავალრიცხოვანი მრევლით, ხოლო თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობა გაერთიანებული იყო ალბანეთის საკათალიკოსოში. არაბთა დაპყრობის შემდეგ ალბანეთის საკათალიკოსომ მიიღო მონოფიზიტური აღმსარებლობა და სომხური ეკლესიის ნაწილად იქცა.
გარდა ამისა წიგნში გადმოცემულია სხვა მრავალი საკითხი, რომელიც საინტერესოა მკითხველისათვის.

ზ. ოქროსცვარიძე, ი. კახნიაშვილი, ლ. ჩხიკვაძე, ნ. ვაჩეიშვილი, ს. არეშიძე

ყველაფერი კეთილშობილი ლითონებისა
და ძვირფასი ქვების შესახებ

უაკ: 553.8

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელოში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ძვირფასი ლითონების ექსპერტიზის საკითხებზე.
სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლის, პლატინის და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები; სუფთა ლითონების და მათი შენადნობების ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური თვისებები; საიუველირო წონები, სინჯები და დადამღვის წესები; სხვადასხვა სინჯის შენადნობების თვისებები და მათი მდგომარეობის დიაგრამები. ფართოდაა განხილული კეთილშობილი ლითონების ნაკეთობების საწარმოო პროცესების ძირითადი სახეები − მათი დნობიდან და პლასტიკური დეფორმაციიდან თერმული დამუშავების სახეებამდე. განსაკუთრებით კარგადაა წარმოდგენილი კეთილშობილი ლითონების სინჯების დამდგენი სველი ქიმიური მეთოდები, რომლითაც სარგებლობენ კვლევითი ლაბორატორიები, ლომბარდები და ბანკები, ასევე მათი შენადნობების კვლევის თანამედროვე ფიზიკური მეთოდები.
მეორე ნაწილში განხილულია ძვირფასი ქვების თანამედროვე კლასიფიკაცია. ბუნებრივი და სინთეტიკური ქვების დიაგნოსტიკის მეთოდები, ძვირფასი ქვების 17 ჯგუფი. მოცემულია ძვირფასი ქვების დაწახნაგების ძირითადი ელემენტები და გეომეტრია. იდეალური და პრაქტიკული დაწახნაგების გეომეტრიული პარამეტრები. ბრილიანტების კლასიფიკაცია რუნდისტის ფორმისა და დაწახნაგების სახის მიხედვით, ბრილიანტის დეფექტები. მოცემულია თუ როგორ უნდა დადგინდეს ბრილიანტის ფასი. მოცემულია ძვირფასი ქვების ისტორია და ზოგიერთი რჩევა სიუველირო ნაკეთობების მყიდველებისათვის.
ნაშრომი გამოადგებათ ფერადი ლითონების  და ძვირფასი ნაკეთობების საიუველირო ექსპერტიზის სპეციალისტებს.

ა. გოჩოლეიშვილი

აფეთქებითი სამუშაოები
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 622.235

მეთოდურ მითითებებში მოცემულია შვიდი ლაბორატორიული სამუშაო. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში მოცემული ამოცანის მიზანია, აღწეროთ გამოყენებული ხელსაწყოები, სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობა და მიღებული შედეგების გაფორმება.
ლაბორატორიული სამუშაოები შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების სრული პროფესორის აკაკი გოჩოლეიშვილის მიერ.

image
გ. გოგიჩაიშვილი, გ. ჩაჩანიძე, ქ. ნანობაშვილი

ბიზნესის მართვის ოპტიმალური
მეთოდები

უაკ: 339.15

წიგნი რეკომენდებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
წიგნში თანამიმდევრულად არის გადმოცემული ბიზნესის მართვის პრობლემების გადაჭრის მეთოდები და ოპტიმალური მართვის ეფექტურობის ამაღლების თეორიული ასპექტები. აქ გადმოცემული სასწავლო მასალა დაეხმარება მაგისტრანტს ბიზნეს-მოდელების გაანალიზებაში; მარკეტინგული გადაწყვეტილების ხელშემწყობი საინფორმაციო-ანალიზური სისტემის დაპროექტებაში; ბიზნეს-პროექტების ავტომატიზაციასა და ტექნიკური შეიარაღების პროექტის მომზადებაში; ბიზნესის მართვის ოპტიმალური მოდელების შერჩევასა და რეალიზებაში.

image
ა. გორდეზიანი

ლითონთა დამუშავებისა და ზედაპირული განმტკიცების
ელექტრო-ფიზიკური ტექნოლოგიები

უაკ: 621.7;621.9

სახელმძღვანელო შედგენილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის შესაბამისად, რომელიც მოიცავს 6 თავს. განხილულია ლითონების, შენადნობებისა და მათგან დამზადებული ნაკეთობების დამუშავების (ზომური, ჭრა, შედუღება) და ზედაპირული განმტკიცების (თერმული, ქიმიურ-თერმული დამუშავება, ლეგირება, აღდგენა-განმტკიცება) თანამედროვე და პერსპექტიული ელექტრო-ფიზიკური მეთოდები.
სახელმძღვანელოში მოყვანილია ელექტრონული სხივით, პლაზმური ჭავლით, ლაზერის სხივით, ელექტრონაპერწკლური ლეგირებით, მღვივარი განმუხტვის პლაზმაში დააზოტებით და მაღალი სიხშირის დენით ლითონურ მასალებზე ზემოქმედების ფიზიკური არსი, შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, მათი პრინციპული სქემები, ექსპლუატაციის პირობები, გამოყენებული მასალები და გამოყენების სფეროები. მოყვანილია აღნიშნული ტექნოლოგიური პროცესების გავლენა შენადნობების სტრუქტურაზე, თვისებებსა და ზედაპირული განმტკიცების ეფექტზე.
გარდა მასალათმცოდნეობის სპეციალობისა, სახელმძღვანელო დიდ სარგებლობას მოუტანს სხვა ტექნიკური სპეციალობის სტუდენტებსაც. წიგნში წარმოდგენილი მასალა გარკვეულ დახმარებას გაუწევს არა მარტო საწარმოებში, არამედ საპროექტო-ტექნოლოგიურ და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში დასაქმებულ სპეციალისტებსაც.

image
ლ. კახიანი, ლ. ბალანჩივაძე, ლ. ვერულაშვილი

რკინაბეტონის კონსტრუქციები
ლექციების კონსპექტი ჰიდროტექნიკური
სპეციალობისათვის

უაკ: 624.012.35/46

განხილულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების რკინაბეტონის კონსტრუქციები: საყრდენი კედლები; წიბოვანი საყრდენი კედლები (კონტრფორსული); მოცულობითი რკინაბეტონის კონსტრუქციები; რკინაბეტონის წყალსადაწნეო კოშკები;  რკინაბეტონის მილები; სწორკუთხა მოხაზულობის მილები; რკინაბეტონის ღარები; ჩვეულებრივი და წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციული ელემენტების გადაწყვეტისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

image
ი. ცქვიტინიძე, ზ. ქვათაძე

ალბათობის თეორიისა და მასობრივი
მომსახურების თეორიის საკითხები

უაკ: 621.396

განხილულია ალბათობის თეორიისა და მასობრივი მომსახურების თეორიის რამდენიმე საკითხი და მოყვანილია რეკომენდაციები.      
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

ო. კოტრიკაძე, ქ. კოტრიკაძე

მართვის სისტემების ელემენტები
და მოწყობილობები
ტესტირების ნიმუშები მეთოდიკური
მითითებანი

უაკ: 62-5

განხილულია ავტომატური მართვისა და კონტროლის სისტემების განზოგადებული ფუნქციური სქემა და მისი აგების პრინციპები; აღწერილია ფუნქციური სქემის შედგენისთვის აუცილებელი ზოგიერთი ელემენტის დანიშნულება, მუშაობის პრინციპი; მოცემულია ტესტირების ნიმუშები, სხვადასხვა სახის ავტომატური მართვის და რეგულირების სისტემების ფუნქციური სქემების მაგალითების სახით.
დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

image
ლ. ბოჭორიშვილი, მ. თოფურია

სამეწარმეო საქმიანობის ბიზნესგეგმის
შედგენა
მეთოდიკური მითითებები საკურსო
სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 339.15

განხილულია მეთოდიკური მითითებები, რომლებსაც შეესაბამება სასწავლო დისციპლინის (პროექტების მენეჯმენტი, მეწარმეობა და პრობლემების გადაწყვეტა) შესაბამისი მოთხოვნები და ასახავს სამეწარმეო საქმიანობის თეორიის თანამედროვე მიმართულებებს.
თანამიმდევრულად შესწავლილია ბიზნესგეგმის ინფორმაციის მომხმარებლები, მისი შედგენის კონცეპტუალური საფუძვლები, მეთოდები, პრინციპები, აგრეთვე დაგეგმარების, კონტროლისა და აღრიცხვის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისათვის.
კონკრეტული სამეურნეო სუბიექტის მაგალითზე ახსნილი და წარმოდგენილია ბიზნესგეგმის შედგენის ეტაპები, განხილულია სამეურნეო ფაქტების დოკუმენტირება, ბიზნეს საქმიანობის ფინანსური შედეგები.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, გარდა ამისა, გამოადგებათ სხვა სპეციალობის სტუდენტებს, როგორც ბაკალავრებს, ისე მაგისტრანტებს. აგრეთვე სასარგებლო იქნება სამეწარმეო საფუძვლების შესწავლით დაინტერესებული ყველა პირთათვის.

ნ. აბელაშვილი

ვირტუალური მოდელირება LabVIEW სივრცეში
შესავალი კურსი

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განიხილება National Instrument (NI) ფირმის მიერ, 30 წლის წინათ, შექმნილი და მუდმივად განახლებადი პროდუქტს LabVIEW-ს სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელსაც იყენებენ ვირტუალური საზომი კომპლექსების, საგამოცდო სტენდების და მართვის სისტემების  შექმნისათვის, რეალურ ობიექტებთან მუშაობის შესაძლებლობით.
მოცემული დამხმარე სახელმძღვანელო შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გრაფიკული დაპროგრამების ენის LabVIEW სივრცის, ასევე ზოგიერთი საბაზისო ფუნქციის გასაცნობად,  რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია გაზომვის შედეგების მონაცემთა ბაზების შექმნისა და მართვის პროცესების განხორციელება.
დამხმარე სახელმძღვანელო სრულად მოიცავს სასწავლო კურსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გათვალისწინებულია საინფორმაციო საზომი სისტემების შემსწავლელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

ნ. აბელაშვილი

ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკა

უაკ: 616.07

საერთაშორისო პრაქტიკაში დიაგნოსტირების ფართოდ გავრცელებული მეთოდების გადმოცემა, გაცნობიერება და შესწავლა, რომლებიც ფუნდამენტურ მეცნიერებათა უკანასკნელ მიღწევებზეა დამყარებული დამხმარე სახელმძღვანელოს განხილულვის  ძირითად  საგანს წარმოადგენს.
ნაშრომი განკუთვნილია ტექნიკური სისტემების პროექტირების, ექსპლუატაციის, დიაგნოსტირებისა და სარემონტო სამუშაოების ასევე მათი გამოცდისა და კონტროლის შემსწავლელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელო ასევე ქმედით დახმარებას გაუწევს აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.

image
გ. დანელია, თ. ფალავანდიშვილი

ლაბორატორიული პრაქტიკუმი
ნიადაგის ეკოქიმიაში

უაკ: 631.42

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის, აგრარული ტექნოლოგიების,  გარემოს დაცვის ინჟინერიისა და სატყეო საქმის მიმართულების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ძირითადად განხილულია ნიადაგის ეკოქიმიური გამოკვლევის ბაზისური მეთოდები ნიადაგის ნაყოფიერებისა და ეკოლოგიური სრულფასოვნების დადგენის თვალსაზრისით.

თ. კაიშაური, ქ. კვესელავა, მ. მაღალაშვილი, ლ. თედეშვილი

კომპიუტერული გრაფიკის პრაქტიკული კურსი
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოებისათვის Adobe Photoshop

I ნაწილი

უაკ: 681.3

აღწერილია იმ ლაბორატორიულ სამუშაოთა ჩატარების მეთოდიკა, რომლებიც აუცილებლად უნდა შეასრულოს სტუდენტმა ამ საგანში გამოცდაზე დასაშვებად. კომპიუტერული გრაფიკის პრაქტიკული კურსის (Adobe Photoshop) მასალა ძირითადად შეისწავლება ილუსტრაციებზე დაყრდნობით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ყველა სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
ა. ლეჟავა, მ. ცინცაძე, ნ. კუციავა

ქიმია სხვადასხვა დარგის
მეცნიერთა კვლევებში

IV ნაწილი

უაკ: 54

ბიბლიოგრაფიულ კრებულში „ქიმია სხვადასხვა დარგის მეცნიერთა კვლევებში“ ნაწ. IV გაშუქებულია ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერთა სამეცნიერო მოღვაწეობა და კვლევები, რომელთა შედეგები წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში და უმრავლესობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
წიგნი ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სტუ-ს სტუდენტებს (და ზოგადად მკითხველს), რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტექნიკური კადრების სამჭედლოს − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს ღრმად მოაზროვნე მეცნიერები, რომელთა პროდუქტიულმა შემოქმედებამ მსოფლიო მასშტაბებს მიაღწია.

image
ზ. ბაიაშვილი, ც. უთურგაიძე ნ. ცისკარიშვილი, მ. ნიჟარაძე

მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა
MS ACCESS 2007
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.322

განხილულია მონაცემთა ბაზების დაპროექტების საკითხები, მათი შექმნის და გამოყენების საშუალებები, რომლებიც Microsoft Access პროგრამაშია რეალიზებული. მოცემულია ბაზის ძირითადი ობიექტების – ცხრილების, მოთხოვნების, ფორმების და ანგარიშების როგორც აგების, ისე რედაქტირების და მართვის წესები, რაც ილუსტრირებულია მაგალითების და სავარჯიშოების სახით.
განკუთვნილია სტუდენტებისა და სხვადასხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში იყენებენ Microsoft Access პაკეტში შემავალ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. 

image
ვ. ზვიადაური

სამთო საწარმოთა ტრანსპორტის სპეციალური
სახეობები
ვიბრაციული მანქანები და
მოწყობილობები

უაკ: 629.1/.7:622.6

განხილულია სხვადასხვა დანიშნულების სამთო ტექნოლოგიურ პროცესებსა და პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ვიბრაციული მანქანები და მოწყობილობები. ასევე მანქანები ფხვიერი მასალის ჩატვირთვა-განტვირთვისა და მიწის სამუშაოებისათვის. აღწერილია მათი პრინციპული სქემები და მუშაობის პრინციპები.
წარმოდგენილია ზოგიერთი, პრაქტიკაში უფრო მეტად გამოყენებული, ვიბროამძრავები.
განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე იგი საინტერესო და სასარგებლო იქნება ვიბრაციული ტექნიკის სფეროში მომუშავე ინჟინრებისა და სპეციალისტებისათვის.

image
ნ. მუხიგულაშვილი

ტელემექანიკის სისტემების ინტეგრალური
ელემენტები
დისპეტჩერული ცენტრალიზაცია
ლაბორატორიული სამუშაოების
მეთოდიკური მითითებები

უაკ: 621.3.049

განხილულია რკინიგზის ტრანსპორტის ტელემექანიკური სისტემების საბაზო ელემენტები და ფუნქციური კვანძები: „და“, „არა“, „ან“, „და-არა“, „ან-არა“ ლოგიკური ელემენტების აგების პრინციპები და მათი მუშაობის გამოკვლევა; „RS“, „JK“ და „D“ ტრიგერების გაცნობა და მათი მუშაობის გამოკვლევა; ინტეგრალურ მიკროსქემებზე შესრულებული მთვლელების ფუნქციური სქემებისა და მუშაობის გამოკვლევა; მაძლიერებელი კასკადების მახასიათებლებისა და პარამეტრების გამოკვლევა. მოცემულია საკონტროლო შეკითხვების და დავალებების სათანადო რაოდენობა მასალის ხარისხის შესამოწმებლად.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია სარკინიგზო ტრანსპორტისა და „ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე“, მიმართულების სტუდენტებისათვის.

 

მ. წიქარიშვილი, გ. მეტრეველი, მ. ხუციშვილი, ლ. ბერიძე

შენობა-ნაგებობების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკა
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული
სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 72:616-07

მოცემულია მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოს შესასრულებლად შენობა-ნაგებობების დაზიანების ტექნიკურ დიაგნოსტიკაში. განხილულია თითოეული ლაბორატორიული სამუშაოს მიზანი, დანადგარის აღწერა, სამუშაოს შესრულების თანამიმდევრობა, გაზომვებისა და გამოთვლების შედეგები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

image
გ. ხმალაძე, ვ. ფირცხალავა

დაპროექტების ფუნქციური
საფუძვლები

უაკ: 721.011.1

მოცემულია ხალხის ნაკადის მოძრაობა და შენობა-ნაგებობებიდან მათ ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხების მეთოდიკა. თეორიულ საკითხებთან ერთად მოცემულია პრაქტიკული სამუშაოს შესრულების მაგალითები. დართული აქვს საილუსტრაციო მასალა, გრაფიკები, დამატებები დანართების სახით.
განკუთვნილია არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
†ი. ზედგინიძე, ნ. ბერაია

პროდუქციის ხარისხის განსაზღვრის საზომი მეთოდები
მექანიკურ სიდიდეთა გაზომვის მეთოდები
და საშუალებები

I ნაწილი

უაკ: 53.082.1

მოცემულია ისეთი მექანიკური სიდიდეების გაზომვა, როგორიცაა მასა, ძალა, წნევა და სიმკვრივე, ასევე ყურადღება ექცევა ამ სიდიდეების გაზომვის მეტროლოგიურ უზრუნველყოფას.
განკუთვნილია ნედლეულის, მასალების, შუალედური და საბოლოო პროდუქტის ხარისხის განსაზღვრის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა მკითხველისათვის. 

image
†ი. ზედგინიძე, ნ. ბერაია

პროდუქციის ხარისხის განსაზღვრის საზომი მეთოდები
დროის, წრფივი და კუთხური სიდიდეების გაზომვის
მეთოდები და საშუალებები

II ნაწილი

უაკ: 53.082.1

განკუთვნილია დროის, ხაზოვანი და კუთხური სიდიდეების საზომი ხელსაწყოების დაპროექტების, დამუშავებისა და ექსპლუატაციის შემსწავლელი, ასევე ამ სიდიდეთა გაზომვის პრაქტიკული საქმიანობით დაკავებული მომხმარებლისათვის. განკუთვნილია სტუდენტთათვის, ხელს შეუწყობს მათ იმ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ფორმირებაში, რომელიც აუცილებელია თანამედროვე საგამოცდო სტენდების, საზომი დანადგარებისა და სისტემების არჩევის, დანერგვისა და ექსპლუატაციისათვის პროდუქციის ხარისხის მოცემულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენისას.

ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე

ბეჭდვითი მედიის ტექნიკური
მოწყობილობები

უაკ: 629.472.7-629.4.077

განხილულია ბეჭდვითი მედიისა და ხელოვნების განვითარების ეტაპები როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. აღწერილია კლასიკური ბეჭდვის ნაირსახეობები და ამ ბეჭდვის მეთოდების შერჩევისას გამოყენებული თანამედროვე, უახლესი პოლიგრაფიული მოწყობილობები მათი მთავარი მექანიზმებით.
განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი აგრეთვე საინტერესოა როგორც ამ დარგის მეცნიერი მუშაკებისათვის, ისე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პოლიგრაფიულ მრეწველობასთან.

 

ო. თავდიშვილი

კომპიუტერული ხედვა

I ნაწილი

უაკ: 004.9

კომპიუტერული ხედვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაკითხული ლექციების საფუძველზე. მასში განხილულია ორგანზომილებიანი გამოსახულებების ციფრული დამუშავებისა და ანალიზის ძირითადი საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის ასევე საინტერესო იქნება კომპიუტერული ხედვის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

image
გ. სურგულაძე, მ. ბიტარაშვილი, ხ. ქრისტესიაშვილი

პროგრამული აპლიკაციების დეველოპმენტის
საფუძვლები

უაკ: 004.5

განიხილება პროგრამული აპლიკაციების დეველოპ­მენ­ტის (გა­მოყენებითი კომპიუტერული სისტემების დაპ­როგ­რამების) საფუძვლები. კერძოდ, შემოთავაზებულია აღნიშ­ნულ დისციპლინაში საკურსო პროექტის შესრულების მე­თოდოლოგია და პროგრამული ინსტრუმენული საშუ­ა­ლე­ბები. ასევე სამაგიდო (Windows) და ინტერნეტული აპლი­კაციების (Web) აგების ეტაპები და პროცედურები, MsVisual Studio.NET Framework 4.0/4.5 გარემოში, C#, MsAccess, ASP.NET, ADO.NET, HTML/XML პროგრამული ენების და პლატფორმების გამოყენებით.
განკუთვნილია ინფორმატიკის  საგანმანათლებლო პროგ­რამის „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ (პროგ­რა­მული ინჟინერია) სპეციალობის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტებისთვის. 

image
თ. შარაბიძე, მ. ბარბაქაძე

ღერძების, ლილვების, საკისრების და ზამბარების
გრაფიკული გამოსახვა საამწყობო
ნახაზებზე

უაკ: 621:744

მოცემულია ზოგადი ცნობები ღერძების, ლილვების, საკისრებისა და ზამბარების შესახებ, მათი გაანგარიშების მეთოდები და ნახაზების შესრულების წესები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა ტექნიკური პროფილის სპეციალობის სტუდენტებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოდ.

image
ქ. ბაციკაძე

ეთერზეთების გამოყენება კოსმეტოლოგიასა
და პარფიუმერიაში

უაკ: 547.913

მოცემულია მოკლე ცნობები ეთერზეთების შესახებ, მათი მიღების უძველესი მეთოდები. აღწერილია მცენარეთა მოკლე დახასიათება, რომლისგანაც ეთერზეთი მიიღება. აღწერილია მათი სამკურნალო თვისებები და გამოყენება პარფიუმერიასა და კოსმეტოლოგიაში.
განკუთვნილია ქიმიური და მეტალურგიული ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

image
მ. ბალიაშვილი

საზომ მოწყობილობათა
კონსტრუირება

უაკ: 681.2

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზომ მოწყობილობათა კონსტრუირების ძირითადი საკითხები. კერძოდ, კონსტრუქციის ტექნოლოგიურობის, საზომი მოწყობილობების და მათი ელემენტების ტიპიზაციის, უნიფიკაცის და სტანდარტიზაცის, იერარქიული კონსტრუირების პრინციპები. მოცემულია  საიმედოობის,  თბური რეჟიმის უზრუნველყოფის, ხელშეშლასთან ბრძოლის, გარე ზემოქმედებებისაგან დაცვის (IP ხარისხი), კომპონირების მეთოდები.
აღწერილია თანამედროვე მიკროსქემების კორპუსების, ნაბეჭდი სამონტაჟო (სამაკეტო)  ფირფიტების (ევროპლატა), ფირფიტის დასამზადებელი მასალების, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკისათვის გამოყენებული კორპუსების და დგარების სახეები და მათი სტანდარტიზაციის მეთოდები. 
განხილულია SMT და THT ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აწყობის ტექნოლოგიური პროცესები. მოყვანილია ძირითადი ცნებები ერგონომიკის სფეროდან.   

 

image
პ. ქენქაძე

ჩქაროსნული სარკინიგზო
სამგზავრო გადაზიდვები

უაკ: 656. 224

განხილულია თანამედროვე ჩქაროსნული სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვის განვითარების ძირითადი მიმართულებები. ჩამოყალიბებულია სამგზავრო მატარებლის მოძრაობის სიჩქარის გაზრდის ტექნიკური და საექსპლუატაციო პირობები. მოცემულია ჩქაროსნული მოძრაობის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშები. აღწერილია თანამედროვე ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალების ფუნქციონირების პრინციპები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

 

თ. ცერცვაძე, ბ. გოგიჩაშვილი, ზ. სვანიძე

ფოლადსადნობი საამქროების მოწყობილობა
და დაგეგმარება

უაკ: 669.16.013; 669.18.

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტროფოლად-სადნობი, ჟანგბად-კონვერტერული და მარტენის საამქროების ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები, მათი კონსტრუქციები, მუშაობის რეჟიმები, საკაზმე მასალების მიწოდების სქემები, ფოლადის ჩამოსხმის ხერხები და უწყვეტი ჩამოსხმის მანქანის  სახესხვაობები. წარმოდგენილია ფოლადსადნობი საამქროების დაგეგმარების ძირითადი პრინციპები და გამწმენდი მოწყობილობები.
ეკოლოგიური ნაწილის თავები 7, 8 და 9  შესრულებულია პროფესორ ზიზი სვანიძის მიერ, რომელშიც მოცემულია საწარმოდან გამოყოფილი აირების გამწმენდი სისტემები და გამონაფრქვევი ნივთიერებების მიწისპირა კონცენტრაციის გათვლის მეთოდები და აქსონომეტრიული სქემები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მეტალურგიის საწარმოებში მომუშავე ინჟინერტექნიკური პერსონალისათვის.

 

image
გ. ღვინეფაძე

WEB-დაპროგრამება
HTML 5

უაკ: 681.3.06

განხილულია WEB - გვერდებისა და საიტების შესაქმნელად გამიზნული ბაზისური საშუალების  HTML ენის ბოლო ვერსია - HTML 5, ასევე, - WEB - დაპროგრამებასთან დაკავშირებული სხვა სიახლეებიც, მათ შორის ინტერნეტის განვითარების მიმართულებანი.
განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირთათვის.

 

image
გ. გოგიჩაიშვილი, თ. სუხიაშვილი

სისტემების ობიექტ-ორიენტირებული
ანალიზი
ლაბორატორიული პრაქტიკუმი
(UML, MsVisio)

უაკ: 681.3.06

მოცემულია დავალებები და სავარჯიშოები პროგრამული სისტემის მოდელების ასაგებად საპრობლემო სფეროს შესწავლისა და ანალიზის მიზნით მოდელირების სტანდარტულ ენაზე (UML) ობიექტ-ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე.
მოყვანილია სისტემისადმი მოთხოვნების – ძირითადი და ალტერნატიული სცენარების ფორმირების, აქტიორთა როლებიდან გამომდინარე სამუშაო პროცესებისა და ოპერაციების აღწერის, მოთხოვნათა რეალიზებისათვის ძირითად აბსტრაქციათა ნაკრების გამოყოფისა და მათ შორის ურთიერთქმედების საშუალებების მოდელირება თანამედროვე ინფორმაციული (MsVisio) ტექნოლოგიების გამოყენებით.
განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და სპეციალისტებისათვის.  

მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი

სარკინიგზო კავშირგაბმულობის
მოკლე კურსი

უაკ: 656. 254 (075.32)

განხილულია რკინიგზის ტრანსპორტზე ადგილობრივი, მრავალარხიანი, ავტომატური სატელეფონო, ოპერატიულ – ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის სახეების ჩამოყალიბების, დისკრეტული ინფორმაციის კოდირების, ტელეგრაფრების და მონაცემების გადაცემის ორგანიზების საკითხები, აგრეთვე კავშირგაბმულობის ელექტრული საკაბელო ხაზების კონსტრუქციები და შუქგამტარების ფუნქციონირების ფიზიკური საფუძვლები, რადიო, რადიორელეური და თანამგზავრული კავშირის სისტემების აგების პრინციპები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „სარკინიგზო დეპარტამენტის“ პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამით დაკავებული სტუდენტებისათვის, აგრეთვე შეიძლება სასარგებლო იყოს რკინიგზის თანამშრომლებისათვის, რომლებიც სატრანსპორტო კავშირგაბმულობის საფუძვლების გაცნობით არიან დაინტერესებულნი. 

image
ო. ქართველიშვილი, მ. ქართველიშვილი

გადამრთველი სქემების
თეორია

უაკ: 621.316.543

წინამდებარე სახელმძღვანელო ეხება გამოთვლითი სისტემების ლოგიკური სქემების აგების თეორიულ საფუძვლებს. განხილულია ლოგიკის ალგებრის ფუნქციების საშუალებით სქემების ფუნქციონირების ფორმალური აღწერის მეთოდიკა. სქემის წარმოდგენის ფორმების მინიმიზაციის ამოცანას სხვადასხვა ბაზისისათვის. განხილულია მინიმიზაციის ფართოდ გამოყენებული მეთოდები. საილუსტრაციოდ მოყვანილია კომბინაციური სქემების აგების პრაქტიკული მაგალითები.
მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აგრეთვე მეხსიერების მქონე სასრულო ავტომატებს, წარმოდგენის ფორმებს, კოდირებული ცხრილების აგების მეთოდიკას და მათ სტრუქტურულ სინთეზს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების“ სპეციალობის, აგრეთვე მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებისათვის და შედგენილია იმავე სახელწოდების  დასციპლინის პროგრამის მიხედვით.

image
ჟ. პეტრიაშვილი

ზოგადი ქიმიის სალექციო კურსი საპრეზენტაციო
მასალასთან ერთად

უაკ: 54

ზოგადი ქიმიის სალექციო კურსი საპრეზენტაციო მასალასთან ერთად განკუთვნილია როგორც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ისე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრებისათვის და ემსახურება სტუდენტებისათვის მასალის გადაცემას სწავლების დემონსტრაციული მეთოდით.
ნაშრომში მოცემულია ზოგადი ქიმიის არსებული სასწავლო პროგრამის თითქმის ყველა საკითხი, კერძოდ: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები;  ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის თანამედროვე ვარიანტი; თანამედროვე წარმოდგენები ატომის აღნაგობასა და ქიმიური ბმის ტიპებსა და ხასიათზე, ხსნართა თეორიასა და ჟანგვა-აღდგენის პროცესებზე.

 

დ. ჯაფარიძე, მ. თოფურია

ეკონომიკური და ფინანსური
რისკები
(ამოცანათა კრებული)

უაკ: 33:336

წინამდებარე კრებულის მიზანია ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს და პრაქტიკულად გაადაწყვეტინოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში  სამრეწველო საქმიანობაში, ბიზნესში წარმოქმნილი ეკონომიკური და ფინანსური რისკების ამოცანების ამოხსნის საკითხები. რისკიანი სიტუაციებისათვის, როგორც მართვის თეორიისა და პრაქტიკის შემადგენელი ნაწილისათვის, დამახასიათებელია მოვლენათა შემთხვევითი ხასიათი, განუსაზღვრელობა, ალტერნატიული გადაწყვეტილებების არსებობა და სხვ. კრებული მოიცავს ამოცანების ამოხსნისათვის საჭირო თეორიულ მასალას - მეთოდურ მითითებებს.

image
ვ. ფადიურაშვილი, ს. კოლომიკოვი

მეთოდური მითითებები საექსპერტო ლაბორატორიებში
ფიზიკურ-ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად

უაკ: 008.4

განხილულია საექსპერტო ლაბორატორიების საქმიანობის არსი და მუშაობის ზოგიერთი წესები, მათი დაცვის აუცილებლობა. ლაბორატორიული მოწყობილობები, რეაქტივები და ჭურჭელი; აგრეთვე ნივთიერებების მომზადება საანალიზოდ, ანალიზური პროცესები და ინფორმაციის დამუშავება თანამედროვე საექსპერტო ანალიზური მეთოდების მიმოხილვა, მათი ეფექტურობა და რენტაბელურობა.
განკუთვნიალია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო კიბერნეტიკის და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტის „საზომი ტექნიკის ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის მიმართულების“ სპეციალობის ბაკალავრისა და მაგისტრანტის სტუდენტებისათვის. დიდად დაეხმარება აგრეთვე ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
სასარგებლოა ხარისხის დარგში მომუშავე ყველა სპეციალისტისთვის.

image
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

კომპიუტერული საინჟინრო
გრაფიკა AutoCAD 2012

უაკ: 681.3

წინამდებარე სახელმძღვანელო „კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა AutoCAD 2012“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

გ. კოტრიკაძე, ვ. კეკელია

კომპიუტერის არქიტექტურისა და
ორგანიზაციის საფუძვლები
მეთოდიკური მითითებები და სამუშაო რვეული
პრაქტიკული ამოცანების შესასრულებლად

უაკ: 62-5

მეთოდიკურ მითითებებში მოყვანილია ყველა ის მასალა და პრაქტიკული სამუშაო, რომელიც სტუდენტმა უნდა შეასრულოს ყოველკვირეული პრაქტიკული მეცადინეობისას როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში.
მოცემულ მეთოდიკურ მითითებებში შემოთავაზებული მასალა აუცილებელია და საკმარისი, რათა სტუდენტი დაშვებულ იქნეს დასკვნით გამოცდაზე. მეთოდიკური მითითებები ასრულებს სამუშაო რვეულის ფუნქციასაც. 
აღნიშნული მასალის გარდა გამოცდისათვის უნდა მომზადდეს სხვა საკითხებიც, რაც გათვალისწინებულია საგნის სასწავლო პროგრამით და წაიკითხება ლექციების კურსში.
ყოველი შესრულებული დავალება მოწმდება და მტკიცდება პედაგოგის ხელმოწერით.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და მათთვის ვინც, აღნიშნულის საფუძველზე, შეისწავლის კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლებს. 

image
რ. ჩიხლაძე, ქ. ჩიხლაძე

კითხვები და სავარჯიშოები ელექტროტექნიკურ
მასალებში


უაკ: 621.3

კითხვები და სავარჯიშოები შედგენილია სტუ-ს „ელექტრო-ტექნიკური მასალების“ სილაბუსის მიხედვით. იგი განკუთვნილია ელექტროტექნიკური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ელექტროტექნიკური მასალების კურსში პრაქტიკული მეცადინეობების შესასრულებლად და შეესაბამება ლექციების და ლაბორატორიის თანმიმდევრობას.
სავარჯიშოს შესასრულებლად სტუდენტმა უნდა შეისწავლოს შესაბამისი თეორიული ნაწილი და შეასრულოს ლაბორატორიული სამუშაო.

image
რ. ჩიხლაძე, კ. ნაცვლიშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები ელექტროტექნიკურ
მასალებში


უაკ: 621.3

წიგნში მოცემულია გამტარი, ნახევრად გამტარი და დიელექტრიკული მასალების ძირითადი ელექტრული მახასიათებლების დადგენის მეთოდები და მათი ცვლილებების გამოკვლევა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების დროს.
განკუთვნილია სტუ-ს ელექტროტექნიკური სპეციალობის სტუდენტებისთვის.

 

image
ლ. კაპანაძე, ლ. დევიძე, ნ. ფხაკაძე, თ. ვაშაკიძე

თანამედროვე სპეციალური დანიშნულების
საკერავი მანქანები

უაკ: 687.1

განხილულია ციფრული პროგრამული მართვის თანამედროვე საკერავი მანქანები. შესწავლილია ფირმა Juki-ის, მინევრას, დიურკოპ-ადლერის, Shangon-ის ნახევრად ავტომატები; ორ და სამძაფიანი ჯაჭვური გვირისტის მანქანები; რობოტიზებული საკერავი მანქანები;  სამკერვალო ნაწარმის კერვის პროცესში გამოყენებული მანიპულატორები;  ნაწარმის გასაფორმებელი საქარგავი მანქანები და ავტომატები; უძაფო საკერავი მანქანები; საკერავი მანქანის გაუმართავი მუშაობის დიაგნოსტიკის საკითხები. განკუთვნილია მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირება და ტექნოლოგიის სპეციალობის   სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.  დიდ დახმარებას გაუწევს პროფესიული სწავლების სტუდენტებს და ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს საკერავი მანქანის ძირითადი მექანიზმების დარეგულირებისათვის პრაქტიკული სამუშაოების  შესრულებისას.

image
ლ. ბოჭორიშვილი, მ. გუდიაშვილი

მეწარმეობა და მისი პრობლემების
გადაწყვეტა

უაკ: 339.15

დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს სამეწარმეო საქმიანობის უნარ-ჩვევები, ინოვაციური პროცესებისა და სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, ბიუჯეტის შედგენა, დოკუმენტაციის წარმოება, ბიზნესის ეთიკა და სხვა საკითხები.
ნაშრომი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის. 

image
ბ. ბოქოლიშვილი, ბ. მინდელი

ხის დასამუშავებელი მოწყობილობების მონტაჟი,
ექსპლუატაცია და რემონტი

უაკ: 674

სახელმძღვანელოში მოცემულია ხის დასამუშავებელი მოწყობილობის შეკვეთის, მიღების, ხარისხოვანი მონტაჟის, რაციონალური ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები; განხილულია გეგმიურ-გამაფრთხილებელი რემონტის საფუძვლები, გაუმართაობის გამომწვევი მიზეზები; მოყვანილია დეტალების სტატიკური და დინამიკური ბალანსირების მაგალითები, საამკრებო ერთეულების აწყობა და რეგულირება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მერქნული მასალებისა და ნაკეთობათა წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. პარალელურად სახელმძღვანელო დაეხმარება წარმოებებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.
ქართულ ენაზე ასეთი სახელმძღვანელოს გამოცემა პირველი ცდაა და ავტორები სიამოვნებით მიიღებენ ყველა შენიშვნასა და სასარგებლო რჩევას.

image
ი. კვირიკაძე, კ. ხახანაშვილი, თ. ლომაია

ფხვნილთა მეტალურგია

უაკ: 621.762

წიგნში განხილულია ფხვნილთა მეტალურგიის არსი, ლითონთა ფხვნილების მიღების მეთოდები, მათი ძირითადი ფიზიკო-მექანიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებები. ლითონების ფხვნილებიდან კაზმის მომზადების და ფხვნილოვანი ლითონური ნაწარმის დამზადების ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები. განხილულია სხვადასხვა ფხვნილოვანი მასალის მიღების გზები, მათი ძირითადი თვისებები და გამოყენების სფეროები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და შედგენილია შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. იგი შეიძლება გამოიყენონ იმავე სპეციალობის მაგისტრანტებმაც.

image
თ. ლომაია, კ. ხახანაშვილი, ი. კვირიკაძე

ელექტრონულ-სხივური
ტექნოლოგია

უაკ: 681.385.832

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგიის არსი, მისი სახეები და ამოცანები. მასალების აორთქლების, დნობის და შედუღების მოწყობილობა, ტექნოლოგიური ხერხები, დანადგარების კონსტრუქციული თავისებურებანი, ვაკუუმის მიღების და გაზომვის საშუალებანი.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია შესაბამისი სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ იმავე სპეციალობის მაგისტრანტებმაც.

image
ლ. ლურსმანაშვილი

სამკერვალო საწარმოთა დაგეგმარება

უაკ: 687.1:658.512

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია სამკერ­ვალო სა­წარ­მოთა დაგეგმარებისათვის საჭირო ნაკადის ძირითადი პარა­მეტ­რები და საწყისი მონაცემები. განხილულია სამკერვალო წარ­მო­ების ტექნოლოგიური პროცესების გაანგარიშებისა და დაგეგ­მა­რე­ბის საკითხები, ის პრინციპები და მეთოდები, რომლებიც უზრუნ­ველყოფენ ოპტიმალური ტექნოლოგიური პროცესების შერჩევას, დაგეგმარებასა და გამოყენებას.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამკერვალო ნა­წარ­მის მოდელირებისა და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენ­ტე­ბისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

image
Л. Матешвили

Проблемы объявления христианства
государственной религией
в Грузии

УДК: 2(02)

Изучение проблемы объявления христианства государственной религией в Грузии и выявление адекватных версий поможет исследо­вателям при глубоком и комплексном изучении разных аспектов христианской истории, как в Грузии, так и за ее пределами. Оно так же будет полезно специалистам по религиоведению, поскольку изучение вопросов современной христианизации без учета основ этих процессов не будет полным.

image
M. Topuria, G. Gordeziani

Laboratory Works in MATERIALS
SCIENCE

Part 1

UDC: 620.22

The present laboratory work in Materials Science (part 1) is intended for students seeking a bachelor’s degree especially in metallurgical, mechanical and physical engineering. It should be of particular aid in coordinating their theoretical knowledge with the actual engineering practice.
The book covers macro - and microstructural analyses of metals; study of crystallization processes of metals and structure of metal castings and ingots; some defects and mechanical properties of metals; iron-carbon equilibrium diagram and microstructures of steels and white, grey, high strength, malleable cast irons. The book includes vocabulary of specific technical terms in English, Russian and Georgian. 

მ. ალმოევი, თ. ბოდოკია, გ. მუსელიანი

მეთოდიკური მითითებანი საკურსო პროექტ
„სამრეწველო საწარმოს სათავსის
ლუმინესცენციურნათურიანი სანათებით მუშა
ელექტრული განათების მოწყობის“
შესასრულებლად

უაკ: 628.9.03

მოცემულია გამოსხივებისა და განათების თეორიაში მიღებული შუქტექნიკის ძირითადი ცნებები და განმარტებანი; ელექტრული განათების ძირითადი ელემენტების ტექნიკური პარამეტრები; შუქტექნიკური და ელექტროტექნიკური გაანგარიშების მეთოდები და განათების ქსელის სამონტაჟო სამუშაოების შესრულების წესი. მოყვანილია შესრულების თანამიმდევრობა, დანართში კი – ელექტრული განათების ანგარიშისათვის საჭირო მონაცემების ცხრილები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია „ელექტრომომარაგებისა და ელექტრომოწყობილობის“ მიმართულების სპეციალობის მაგისტრატურის, ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ელექტროქსელებისა და სამრეწველო დაწესებულების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს ელექტრული განათების სისტემის ექსპლუატაციისა და დაპროექტების დროს.

image
ჯ. უფლისაშვილი, ნ. ჯავახიშვილი, თ. ბარამაშვილი

ინვერსია და მისი
გამოყენება

უაკ: 513.75

გეომეტრიული ამოცანები აგებაზე საკმაოდ მარტივი გადასაწყვეტია, თუ მათ ამოსახსნელად გამოვიყენებთ ინვერსიულ გარდაქმნებს. კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ამოცანების ამოხსნას კიდევ უფრო ამარტივებს და სიზუსტეს მატებს აგებებს. მასალა დაეხმარება დაინტერესებულ პირებს გეომეტრიული გარდაქმნა ინვერსიის შესწავლაში. სახელმძღვანელო გამიზნულია, ააღორძინოს ინტერესი გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისადმი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია იმ ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, ვინც დაინტერესებულია გეომეტრიის შესწავლით.

image
რ. სხილაძე, ქ. ბაციკაძე, ი. მეტრეველი, ნ. სხილაძე

ნივთიერებების შეუთავსებლობა
ფარმაცევტულ ტექნოლოგიაში

უაკ: 615.015

წიგნში მოცემულია შედარებით მნიშვნელოვანი მაგალითები სასწავლო პროგრამის შეუთავსებლობის საკითხების შესახებ. იგი მოიცავს სააფთიაქო წამალთფორმებიდან 74 მაგალითს. მასალა გაყოფილია ორ ნაწილად, ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა და ქიმიური შეუთავსებლობა. ქიმიური შეუთავსებლობის ნაწილში განხილულია ყველაზე არსებითი მიზეზები, რომელსაც მივყავართ წამლის გაცემის შეუძლებლობამდე.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და პრაქტიკული დარგის მუშაკებისათვის.

 

image
ვ. აბაიშვილი

დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგია
ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 674

განხილულია დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგიის ექვსი ლაბორატორიული სამუშაო. ნაჩვენებია თითოეული სამუშაოს ჩატარების მიზანი, შესრულების თანამიმდევრობა და მიღებული შედეგებით ცხრილების შედგენა და გრაფიკების აგება.
განკუთვნილია ხის დამუშავების საწარმოთა ტექნოლოგიის, ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

 

image
ვ. აბაიშვილი

ხის მასალის დამუშავების პროცესების
მეცნიერული კვლევის საფუძვლები

უაკ: 674

განხილულია ექსპერიმენტული კვლევის მათემატიკური დამუშავების საკითხები. კერძოდ, მოცემულია კომბინატორიკის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტები.
ჩამოყალიბებულია ექსპერიმენტული კვლევის მიზანი, ექსპერიმენტის დაგეგმვისა და კვლევის ობიექტზე სხვადასხვა ძირითადი და გარეშე ფაქტორების გავლენის საკითხები.
ნაშრომში მოცემულია მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის - ხის მასალის დასამუშავებელი მოწყობილობების მათემატიკური მოდელის შედგენის ამოცანები.
განკუთვნილია მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

image
ვ. აბაიშვილი, მ. ჩიტიძე

მეცნიერული კვლევის საფუძვლები
პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 674

მოცემულია ექსპერიმენტული კვლევის შედეგების ანალიზისა და დამუშავების ძირითადი მეთოდები. განხილულია ემპირიული ფორმულების პარამეტრების განსაზღვრა უმცირეს კვადრატთა მეთოდითა და ემპირიული მონაცემების მოგლუვების საკითხები წრფივი და განმეორებითი მოგლუვებისას.
მოცემულია ძირითადი ცნებები კორელაციურ დამოკიდებულებებზე, გამოთვლილია კორელაციის ემპირიული კოეფიციენტები და მიღებულია რეგრესიის ემპირიული წრფის განტოლებები.
განკუთვნილია მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

image
მ. აბუთიძე

ხელოვნების ოსტატები
(ლექციების კურსი)

უაკ: 7.03

კრებული წარმოადგენს ლექციების კურსს კლასიკური და ქართული ხელოვნების თუ მხატვრული შემოქმედების არსის შესახებ; შედგენილია ნათარგმნი და ორიგინალური მასალის საფუძველზე.
განკუთვნილია ხელოვნების საკითხებით დაინტერესებული მკითხველისა და ხელოვნების ისტორიის, თეორიის და სახელოვნებო სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
ლ. კაპანაძე, ლ. დევიძე, ნ. ფხაკაძე, თ. ვაშაკიძე

თანამედროვე უნივერსალური დანიშნულების
საკერავი მანქანები

უაკ: 687.053

შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით და მოიცავს პროგრამით გათვალისწინებულ ორ, სამ და ხუთძაფიანი საკერავი მანქანების  გამოყენების საკითხებს. მოცემულია საკერავი მანქანების კლასიფიკაცია, ქსოვილის შემკერი პროცესისათვის გამოყენებული ძირითადი დეტალები და დამატებითი მოწყობილობები, გვირისტულას მაფორმირებელი ძირითადი მექანიზმები, კონსტრუქციულ-უნიფიცირებული რიგის 31 კლასის, ფირმა „ალტინის“ და იაპონური ფირმა Juki-ის ერთხაზიანი ორძაფიანი მაქური გვირისტის მანქანები.
განკუთვნილია მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირება და ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის, ასევე შეეძლებათ სარგებლობა მაგისტრანტებს, პროფესიული სწავლების სტუდენტებს და ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

image
მ. გედენიძე

„აბრეშუმის გზის“ (ტრასეკა) საქართველოს მონაკვეთის არქიტექტურული და ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზაცია
რეგიონალური საზოგადოებრივ-სავაჭრო ცენტრი
100-150 ათასი მომხმარებლისთვის

უაკ: 72

განხილულია „აბრეშუმის გზის“ (ტრასეკას) უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის, მომავალში კვლავ ამოქმედებასთან დაკავშირებული ფუნქციური და არქიტექტურულ-გეგმარებითი პრობლემების გადასაწყვეტი რეკომენდაციები.

image
მ. დემეტრაშვილი

დეტალების ესკიზებისა და ნახაზების შედგენა
(მეთოდიკური მითითებები)

უაკ: 744(075.8)

განხილულია დეტალების ესკიზებისა და ნახაზების შესრულების, მათზე ზომების დასმის წესები და დებულებები, რაც ახსნილია სხვადასხვა ტიპის და სირთულის დეტალების მაგალითებით.განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის (როგორც ბაკალავრიატის, ასევე უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის) სატრანსპორტო და მექანიკური ფაკულტეტის, აგრეთვე მასთან გათანაბრებული სპეციალობების სტუდენტებისათვის.
ნაშრომი შესრულებულია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.

 

დ. ფრიდონაშვილი, ჯ. იოსებიძე

საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების
ზოგადი კურსი
(მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული
სამუშაოს შესასრულებლად)

უაკ: 629113

მეთოდური მითითებები განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საავტომობილო სპეციალობის სტუდენტებისათვის.

შ. ბაქანიძე, ლ. სამხარაძე, ვ. პირმისაშვილი

რეკომენდაციები ადგილობრივი მსუბუქშემვსებიანი
ბეტონებით მოწყობილი თბოსაიზოლაციო
შრის მინიმალური სისქის დადგენის
თაობაზე საქართველოს
პირობებისათვის

უაკ: 69.05

განხილულია ადგილობრივი მსუბუქშემვსებიანი ბეტონებით მოწყობილი თბოსაიზოლაციო შრის მინიმალური სისქის დადგენის მეთოდიკა. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე საპროექტო და სამშენებლო ფირმებისთვის.

 

image
ზ. ბალამწარაშვილი, პ. დუნდუა, ზ. ჩიტიძე, ვ. აბაიშვილი, ი. გელაშვილი

ხე-ტყის დასამზადებელი მანქანები
და მოწყობილობები

II ნაწილი

უაკ: 630. 0. 36

დამხმარე სახელმძღვანელოში „ხე-ტყის დასამზადებელი მანქანები და მოწყობილობები“ ჩამოყალიბებულია საერთო შეხედულებები ხე-ტყის დამზადებისა და ტყესაკაფითი სამუშაოების წარმოებაზე. განხილულია მერქნის მორთრევის საკითხები, მერქნის მორთრევის წესები და მორსათრევი მანქანების კლასიფიკაცია. დამუშავებულია ტყესაკაფი სამუშაოების ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიები და მანქანები მთიან პირობებში სამუშაოდ. მოცემულია ტყის მანქანების საწევი თვისებების ანალიზი და გაანგარიშებები დინამიკური მახასიათებლების დასადგენად, შესწავლილია ტყის ტრანსპორტის მოძრაობის და გამავლობის თეორიის საკითხები - მუხლუხა და თვლიანი სავალი სისტემებისათვის სპეციფიკურ-ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაციის დროს.
ნაშრომში შეტანილია სტუ-ს მერქნული მასალების დამზადება-დამუშავების კათედრაზე, საქართველოს მთაგორიანი პირობებისათვის დამუშავებული და დანერგილი ტყესაკაფითი სამუშაო პროცესების ეკოლოგიურად უვნებელი კომპლექსური მექანიზაციის ტექნოლოგიური სქემები, აგრეთვე მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატების, განივგადასატანი დანადგარების და მათი მექანიზმების სქემური და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები-ავტორების მონოგრაფიებიდან, სამეცნიერო სტატიებიდან და პატენტებიდან გამოგონებაზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო-საინჟინრო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს ხე-ტყის დასამზადებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-კონსტრუქტორებს და დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად.

image
ზ. ბალამწარაშვილი, პ. დუნდუა, ზ. ჩიტიძე, ვ. აბაიშვილი, ი. გელაშვილი

ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირების
ტექნოლოგია

I ნაწილი

უაკ: 630.0.36

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მერქნის ნედლეულის წყაროები და მოხმარების სტრუქტურა. ჩამოყალიბებულია საერთო შეხედულებები ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და მთიან პირობებში ტყეკაფითი სამუშაოების ტექნოლოგიურ პროცესებზე, დამუშავებულია ტყესაკაფი სამუშაოების, ობიექტებისა და ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციის მოდელირების საფუძვლები. რეკომენდებულია ტყის ჭრისა და დამზადებული ნედლეულის მორთრევისას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ძირითადი წესები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო-საინჟინრო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს ხე-ტყის დამზადების საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-ტექნოლოგებსა და დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში.

image
ა. ჩიქოვანი, თ. ნარეკლიშვილი

საშენი მასალის წარმოების და გამოყენების
ტექნოლოგიის სწავლების მეთოდიკა

უაკ: 691

მეთოდიკური მითითების გამოცემის აუცილებლობა განაპირობა თანამედროვე სამშენებლო დარგის განვითარებამ და ახალი საშენი მასალების კონსტრუქციაში გამოყენების პერსპექტივამ.
ნაშრომი სრულად აკმაყოფილებს დროის იმ მოთხოვნას, რომელიც წაეყენება თანამედროვე სასწავლო მეთოდიკური ხასიათის ლიტერატურას, რადგანაც მასალათმცოდნის მიერ ტრადიციული და თანამედროვე პერსპექტიული სამშენებლო მასალების წარმოების და თვისებების საფუძვლიანი შესწავლა, მათი რაციონალური გამოყენება სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე მშენებლობის ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, ქვეყნის მშენებლობაზე დახარჯული ფინანსების ეკონომიურობის საწინდარია.
წიგნი გათვალისწინებულია ყველა იმ ინსტიტუტის და პროფესიული სწავლების კოლეჯებისათვის, სადაც ისწავლება სამშენებლო საქმე. ვფიქრობთ, წარმოდგენილი მეთოდიკური ხასიათის ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, დამწყებ მასწავლებლებსა და საგნის დამოუკიდებლად შემსწავლელ პირებს.

image
მ. შიშინაშვილი, ა. ბურდულაძე

წყალგამტარი მილები საავტომობილო გზებზე

უაკ: 621.643

დამხმარე სახელმძღვანელოში „წყალგამტარი მილები საავტომობილო გზებზე“ განხილულია სხვადასხვა ტიპის წყალგამტარი მილები, რომელთა თვისებები, ტიპები და მუშაობის პრინციპები, მათი შერჩევის იდეალური ვარიანტები პუნქტობრივადაა ჩამოყალიბებული. აქვეა გზების მშენებლობაში გამოყენებული მილების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ახლებურადაა გადახედილი და გააზრებული არსებული მილების ტიპები და გაბარიტები.
წიგნი სათანადო დახმარებას გაუწევს საგზაო მშენებლობაში დასაქმებულ ორგანიზაციებს, ინჟინრებს, სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან ამ სპეციალობას.