საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული არის ყოველკვარტა­ლური რეფერირებადი პერიოდული გამოცემა.

• სტატია (მიიღება ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე) ქვეყნდება ორიგინალის ენაზე.

• სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.

• ავტორს შეუძლია საგამომცემლო სახლში პუბლიკაციისათვის მოგვაწოდოს ან ელექ­ტრონული ფოსტით publishing@gtu.ge ან sagamomcemlosakhli@yahoo.com მისამართზე გამოგვიგ­ზავ­­ნოს ერ­თი ან რამდენიმე სტა­ტია, აგრეთვე თანდართული  დოკუმენტაციის დასკა­ნერე­ბული ფაილე­ბი, მაგრამ კრებულის ერთ ნომერში გამოქვეყნდება მხოლოდ  ორი ნამუშევარი.

 

ელ. ფოსტით სტატიის გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები:

  •  Subject ველში  (თემა) მიუთითეთ კრებულის  დასახელება და ავტორის (ავტორების) გვარი.
  • გამოიყენეთ  ფაილის მიმაგრება ( Attach).
  • დიდი მოცულობის ფაილის შემთხვევაში გამოიყენეთ არქივატორი (ZIP, RAR).

• სტატია შედგენილი უნდა იყოს მართლმეტყველებისა და ტერმი­ნოლოგიის დაცვით. ავტორი (ავტორები) და რეცენზენტები პასუხს აგებენ სტატიის შინაარსსა და ხარისხზე.
• ვინაიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომების  კრებული არის არაკომერციული გამოცემა, ჩვენი მეცნიერი თანამშრომლებისა და დოქტო­რანტე­ბისთვის  სტატიის გამოქვეყნება უფასოა.
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
200 დად­გე­ნილებით (22.01.2010წ.),  ფიზიკურმა პირმა, რომელიც არ არის საქართველოს ტექ­ნი­კური უნივერსიტეტის თანამშრომელი, შრომების კრებულში სტატიის გამოქ­ვეყნებისთვის წინასწარ უნდა შეიტანოს ან გადმორიცხოს საჭირო თანხა  (1 გვერდი – 10 ლარი) და სტატიის დოკუმენტაციას (ორი რეცენზია და ორგანიზაციის სამეცნიერო საბჭოს მიმართვა სტატიის სტუ-ის შრომების კრებულში გამოქვეყნების შესახებ) დაურთოს გადახდის ქვითარი. გრაფაში „გადახდის დანიშნულება“ უნდა ჩაიწეროს „სტატიის გამოქვეყნების ღირებულება“.

 

სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია: სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საიდენტიფიკაციო კოდი 211349192; მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977259.

 

გთავაზობთ სამეცნიერო სტატიის გაფორმების წესს:

  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით A4 ფორმატის ფურცელზე, არანაკლებ 5 გვერდისა (არეები – 2 სმ, ინტერვალი – 1,5);
  • სტატია შესრულებული უნდა იყოს doc ან docx ფაილის სახით (MS Word)  და ჩაწერილი – ნებისმიერ მაგნიტურ მატარებელზე;
  • ქართული ტექსტისთვის გამოიყენეთ  შრიფტი Sylfaen, ზომა 12;
  • ინგლისური და რუსული ტექსტებისთვის – შრიფტი Times New Roman,  ზომა 12.

სტატიას უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • უაკ (უნივერსალური ათობითი კლასიფიკაცია) კოდი.
     
  • ცნობები ავტორის (ავტორების) და რეცენზენტების შესახებ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე:
    – ყველა ავტორის სახელი და  გვარი სრულად, E-mail-ი, სამეცნიერო წოდება და საკონტაქტო ტელეფონი;
    – დეპარტამენტის დასახელება. ორგანიზაციის სრული სახელწოდება – ყოველი ავტორის მუშაობის ადგილი, ქვეყანა, ქალაქი;
    – რეცენზენტთა გვარები და სახელები სრულად, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სამეცნიერო წოდება, დეპარტამენტის ან სამუშაო ადგილის დასახელება.

სტატია უნდა შეიცავდეს:

  • ანოტაციას  ქართულ, ინგლისურ  და  რუსულ ენებზე (100–150 სიტყვა). 
    უცხოელი მკითხველისათ­ვის ანოტაცია  არის სტატიის შინაარსისა და მასში გადმოცემული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო. სწორედ იგი განსაზღვრავს ინტერესს მეცნიერის ნაშრომის მიმართ და, მაშასადამე, სურვილს, დაიწყოს დისკუსია ავტორთან, გამოითხოვოს სტატიის სრული ტექსტი და ..

ანოტაცია უნდა იყოს:

  • ინფორმაციული (არ უნდა შეიცავდეს ზოგად სიტყვებსა და ფრაზებს);
  • ტექსტი ინგლისურ და რუსულ ენებზე უნდა იყოს ორიგინალური;
  • უნდა ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსსა და კვლევის შედეგებს;
  • სტრუქტურირებული (მიჰყვებოდეს სტატიაში შედეგების აღწერის ლოგიკას).

უნდა შეიცავდეს:

  • სტატიის საგანს, თემას, მიზანს (რომლებსაც უთითებთ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის ცხადი სტატიის სათაურიდან);
  • კვლევის ჩატარების მეთოდს ან მეთოდოლოგიას (სამუშაოს ჩატარების მეთოდის ან მეთოდო­ლოგიის აღწერა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოირჩევა სიახლით, საინტერესოა მოცემული ნაშრომის თვალსაზრისით);
  • კვლევის შედეგებს;
  • შედეგების გამოყენების არეალს;
  • დასკვნას;
  • საკვანძო სიტყვებს, დალაგებულს ანბანის მიხედვით (ქართულ, ინგლისურ  და  რუსულ ენებზე);
  • სტატიაში ქვესათაურებით გამოკვეთილ შესავალს, ძირითად ნაწილს და დასკვნას;
  • სურათების ან ფოტოების კომპიუტერულ ვარიანტს, შესრულებულს ნებისმიერი გრაფიკული ფორმატით, გარჩევადობა – არანაკლებ 150 dpi-სა.
     
  • ლიტერატურა
    – საერთაშორისო სამეცნიერო  ჟურნალების  მონაცემთა ბაზების რეკომენდაციით, გამოყენებული ლიტერატურის რაოდენობა სასურველია იყოს არანაკლებ ათისა.

 

წარმოგიდგენთ გამოსაქვეყნებელ სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის გაფორმების წესს:

ყველა ავტორის გვარი და ინიციალები მოცემული უნდა იყოს ლათინური ანბანის ასოებით, ე.ი. ტრანსლიტერაციით, სტატიის სახელწოდება – თარგმნილი ინგლისუ­რად, წყაროს (ჟურნალის, შრომების კრებულის, კონფერენციის მასალების) სახელწო­დება – ტრანსლიტერაციით; გამოსასვლელი მონაცემები – ინგლისურ ენაზე (სტატიის ენა მიეთითება ფრჩხილებში).

 

ლიტერატურა  (ნიმუში)

1.     Jacques Sapir. Energy security as a common advantages.

 http://www.globalaffairs.ru/rumbler/n_7780  (In Russian).

1.     "Official website of the International Energy Agency:

http://www.iea  org/topics/energysecurity/" (In English).

1.     International Energy Agency "Key World Energy Statistics" 2014 (In English).

2.     Energy strategy of France McDoleg–butenko20 May, 2009 (In Russian).

3.     G.G. Svanidze, V.P. Gagua, E.V. Sukhishvili "Renewable energy resources of Georgia", Leningrad, Hydrometizdat, 1987, pp. 75-76 (In Russian).

4.   Revaz Arveladze, Tengiz Kereselidze "The Georgian Full Independence of Electry Power Is Supported By Hydropower". Sakartvelos Teqnikuri Universitetis Archil Eliashvilis Saxelobis Martvis sistemebis Institutis Proceedings. N18 2014. Tbilisi (In Georgian).

 

გთავაზობთ სტატიის წარმოდგენისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და დოქტორანტებისთვის:

         (იხ. ნიმუში) http://publishhouse.gtu.ge/public_html_old/site_files/aqtis forma.docx

  • დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს ფაკულტეტის ბეჭდით.

ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს კრებულის ერთ-ერთი ბოლო ნომერი.