1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების, ამ დებულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
1.2. დებულება განსაზღვრავს საგამომცემლო სახლის ფუნქციებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
2. ფუნქციები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება, კერძოდ:
2.1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და დამხმარე პერსონალის, ასევე სხვა ავტორების მიერ მომზადებული სასწავლო და მეთოდიკური ლიტერატურის გამოცემა;
2.2. სამეცნიერო შრომების კრებულების და მონოგრაფიების გამოცემა;
2.3. სამეცნიერო კონფერენციების და სიმპოზიუმების მოხსენებათა კრებულებისა და თეზისების გამოცემა;
2.4. საცნობარო ლიტერატურის გამოცემა (ცნობარები, ლექსიკონები);
2.5. სხვა სახის ბეჭდური პროდუქციის გამოცემა.
3. განყოფილების სტრუქტურა
3.1. საგამომცემლო სახლს ხელმძღვანელობს საგამომცემლო სახლის დირექტორი;
3.2. საგამომცემლო სახლში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრუქტურის შესაბამისად;
3.3. საგამომცემლო სახლის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
3.4. საგამომცემლო სახლის დირექტორი ანგარიშვალდებულია სტუ-ის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
4. დასკვნითი დებულებები
4.1. დებულება ძალაშია სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან;
4.2. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და განყოფილების ლიკვიდაციის შემთხვევაში.