დააჭირეთ Enter-ს შედეგების სანახავად ან Esc-ს გასაუქმებლად.

ISBN

International Standard Book Number
 

წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი (ISBN) არის ცალკეული გამოცემის უნიკალური ცამეტნიშნა კოდი, რომელიც ენიჭება ყოველ ცალკე აღებულ გამოცემას. იგი ამ გამოცემის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, ვინაიდან ეს კონკრეტული რიცხვი მხოლოდ ამ კონკრეტულ გამოცემას ეძლევა და სხვაგან აღარ გამოიყენება.
გამომცემლობის გრიფსა და უაკ-თან ერთად, ISBN წარმოადგენს საგამომცემლო პაკეტის ძირითად ნაწილს.

ISBN ენიჭება შემდეგი დასახელების პროდუქციას:

1. წიგნებს და ბროშურებს;
2. ალბომებს და ატლასებს;
3. აუდიო და ვიდეოგამოცემებს;
4. ელექტრონული გამოცემებს;
5. კომპიუტერული პროგრამებს;
6. ბრაილის შრიფტიან გამოცემებს.

ISBN დაიტანება გამოცემის სატიტულო ფურცლის მეორე გვერდზე, და სასურველია ყდის უკანა მხარეს.
ISBN გამოყენება აუცილებელია გამომცემლობებისთვის და პოლიგრაფიული საწარმოებისთვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტრუქ­ტურისა და საკუთრების ფორმისა.
ISBN შეიქმნა დიდ ბრიტანეთში 1966 წელს, ხოლო 1970 წელს სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) მიიღო წიგნების გადანომრვის საერთაშორისო სტანდარტი.
საერთაშორისო საზოგადოება და ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა აქ­ტიურად მონაწილეობს ISBN სტანდარტის მოქმედებაში (არ მონაწილეობს მხოლოდ ერაყი, კონგო, მავრიტანია და მსგავსი ტიპის სახელმწიფოები).
საქართველოში ISBN ეროვნული სააგენტო დაფუძნდა 1997 წელს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ქართველ გამომცემელთა ასოციაციის მიერ.
დღიდან დაარსებისა, საგამომცემლო სახლი აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ სააგენტოსთან. 

 

წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომრის (ISBN) 
სტრუქტურა

მაგალითი

978-9941-14-031-0

 

978   - შტრიხკოდის ფორმატისთვის

9941 - გეოგრაფიულ-ენობრივი არეალი (ჩვენს შემთხვევაში-საქართველო)

14     - გამომცემლობის პრეფიქსი

031   - გამოცემის რიგითი ნომერი

0       - საკონტროლო ციფრი