დააჭირეთ Enter-ს შედეგების სანახავად ან Esc-ს გასაუქმებლად.

UDC

Universal Decimal Classification 
 

უნივერსალური ათობითი კლასიფიკატორი UDC არის ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს განავითარეს ბელგიელმა  ბიბლიოგრაფებმა პოლ ოტლემ და ანრი ლაფონტენმა. უნივერსალური ათობითი კლასიფიკატორის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ცოდნის ყველა სფეროს სისტემატიზება. სისტემატიზაციის პრინციპი ისეთია, რომ ცოდნის სფეროები დაკავშირებულია ერთმანეთთან და აქვთ შინაგანი ბმებიც.
უნივერსალური ათობითი კლასიფიკატორი, რომელიც დაფუძნებულია დიუის ათობითი რიცხვების კლასიფიკატორზე (ამერიკელმა ბიბლიოგრაფმა მელვილ დიუიმ შექმნა 1876 წელს) გახდა კლასიფიკაციის ახალი ანალიტიკურ-სინთეზური სისტემა. იგი იძლეოდა შინაარსის დეტალური ინდექსაციისა და დიდი მოცულობის მასალიდან შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას.
ლოგიკური სტრუქტურისა და მასშტაბების გამო, უაკ თავიდან შემუშავებული იყო როგორც ინდექსაციისა და ძებნის სისტემა, მაგრამ შემდეგ იგი იქცა ბიბლიოგრაფიულ კლასიფიკატორად, რომელსაც ფართოდ იყენებენ მსოფლიოს ბიბლიოთეკებში როგორც თაროების, ისე შინაარსის მიხედვით ძიებისთვის. უაკ-ის კოდების მეშვეობით შესაძლებელია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა, პერიოდული გამოცემების, სხვადასხვა დოკუმენტაციისა და კარტოთეკების სისტემატიზაცია, ნებისმიერი დოკუმენტის ან ობიექტის აღწერა საჭირო დონითა და დეტალიზაციით.
უნივერსალური ათობითი კლასიფიკატორის სრული და იმ დროისათვის მოდიფიცირებული  ცხრილი პირველად გამოიცა 1905 წელს, ფრანგულ ენაზე, ხოლო შემდეგ კლასიფიკატორი თარგმნეს და გამოსცეს მსოფლიოს ორმოც ენაზე.
ამჟამად უაკ საერთაშორისო კონსორციუმ უაკ-ის სპეციალური განყოფილების ინტელექტუალური საკუთრებაა.
უნივერსალური ათობითი კლასიფიკატორის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://www.udcc.org/udcsummary/php/index.php?lang=ka