image-1


ავტოსატრანსპორტო ტერმინოლოგიის ცნობარი

უაკ: 656.13(083)

„ავტოსატრანსპორტო ტერმინოლოგიის ცნობარი“ მოიცავს ამ დარგის ყველა ტერმინს. შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: ავტომობილების მოწყობილობა და საექსპლუატაციო თვისებები, საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ავტომობილების ეკოლოგიური უსაფრთხოება და სერვისი, ავტოსატრანსპორტო ლოგისტიკა და მენეჯმენტი.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, მოცემული დარგის მეცნიერი-მუშაკების და სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1


ალგორითმების პაკეტი წინასწარდასახული ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის მქონე კლინკერების მისაღები ნედლეულთა ნარევების გაანგარიშებისათვის მეთოდიკური მითითებები

უაკ: 62-5:620.1

მეთოდიკური მითითება წარმოადგენს სტუ-ის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების და მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტების თანამშრომელთა ერთობლივი ნაშრომია. მასში მოყვანილია წინასაწარდასახული ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის მქონე კლინკერის მისაღები ნედლეულთა 2-, 3- და 4- კომპონენტიანი ნარევების გამოანგარიშებისათვის საჭირო ალგორითმების პაკეტი, რომელიც დამუშავებულია MS Excel - ში.  ალგორითმებში გათვალისწინებულია კლინკერის გამოწვის პროცესში გამოყენებული სათბობის სახეობის გავლენა გამოანგარიშების მსვლელობაზე. ალგორითმი არსებითად აუმჯობესებს და აადვილებს გამოანგარიშების პროცედურას, ამასთან უფრო ხელმისაწვდომი და სწრაფი ხდება გამოანგარიშებების შედეგების გათვალისწინება უშუალოდ ტექნოლოგიურ პროცესში. მეთოდიკურ მითითებას გამოიყენებენ როგორც სამშენებლო და ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის  ფაკულტეტების სტუდენტები, ისე ცემენტის ტექნოლოგიასა და მონათესავე დარგებში მომუშავე სპეციალისტები.

 

 

image-1
†ნ. ბოჭორიშვილი, ა. ფრანგიშვილი, ლ. ჩხეიძე

საინჟინრო უსაფრთხოება განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 008.331.82

განმარტებით ლექსიკონში განხილულია ინჟინერიასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, ყურადღება გამახვილებულია ტექნიკური სისტემებისა და ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საორიენტაციო,  ტექნიკურ, ორგანიზაციულ და მმართველობით პრინციპებზე, საინჟინრო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მეთოდებსა და საშუალებებზე. მოცემულია განმარტებები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ამწე-სატრანსპორტო საშუალებების, წნევაზე მომუშავე ქვაბებისა და ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, აგრეთვე ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფასთან. მოცემულია საწარმოებში გამოყენებული ნედლეულის, თანაური, საბოლოო პროდუქტებისა და საწარმოო ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და მათი ჰიგიენური მაჩვენებლები; ტოქსიკური ნივთიერების წარმოქმნის სავარაუდო ადგილი, ადამიანის მოქმედებისას ტოქსიკური გამოვლენის ნიშნები, მათი გაუვნებლების მეთოდები და ნარჩენების გამოყენების შესაძლებლობები; სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრული დასაშვები კონცენტრაციები; ადამიანის ორგანიზმზე მათი მავნე მოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებები; დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის რეკომენდაციები, პირადი და კოლექტიური დაცვის საშუალებები; საწარმოების უსაფრთხოდ და მდგრადად განვითარების, მომუშავეზე საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების ზემოქმედების პოტენციური შესაძლებლობა, შრომის პირობების გაუმჯობესების, მუშათა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საჭირო პრევენციული ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები.
რამდენადაც ტექნოგენური უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისტემები, ჯანმრთელობის შენარჩუნება მოითხოვს მრავალდისციპლინურ მიდგომას, საინჟინრო უსაფრთხოების განმარტებითი ლექსიკონი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების გარდა მოიცავს შრომის ჰიგიენის, საწარმოო მედიცინის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების, საწარმოო გარემოს კონტროლის, ერგონომიკისა და საწარმოო ფსიქოლოგიის ძირითადი ტერმინების განმარტებებს.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, აგრეთვე საინჟინრო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის. ლექსიკონში მოცემული მასალა დაეხმარება წარმოების მუშაკებს, ჰიგიენური და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე მომუშავე სპეციალისტებს საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების იდენტიფიკაციასა და ზემოქმედების თავიდან აცილებაში.

 

 

 

image-1


მეთოდური მითითებები რკინაბეტონის კარკასული შენობების გასაანგარიშებლად სეისმურ ზემოქმედებაზე

უაკ: 693.9:624.042.7

განხილულია ხიდურამწიანი ერთსართულიანი სამრეწველო კარკასული შენობის გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე. დადგენილია სეისმური დატვირთვა განივ ჩარჩოზე და გათვალისწინებულია არმატურის კვეთის შესარჩევად სვეტების სეისმური ძალვები. მოყვანილია დანართები მოქმედი სამშენებლო ნორმატივებიდან  სეისმური რაიონებისთვის.
განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგებათ ინჟინერ-მშენებლებს კარკასული შენობის დაპროექტებისას.

 

 

image-1
ვ. კეკელია, გ. კოტრიკაძე

კრიპტოგრაფიის სიმეტრიული სისტემის მეთოდები და მოდელები I ნაწილი

უაკ: 681.142.001

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ინფორმაციის დაცვის მეთოდები, კერძოდ, შესრულებულია კრიპტოგრაფიის პრაქტიკული ამოცანების Microsoft Visual Studio 2010  გარემოში დაპროგრამების ენა C#-ის ბაზაზე ფუნქციონირებადი პროგრამული მოდულების (ალგორითმების) კომპიუტერული რეალიზაცია და შემოთავაზებულია მათი პრაქტიკული გამოყენების ძირითადი ასპექტები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ასწავლიან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგანს: ბაკალავრებს-„ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და სისტემებს“, ხოლო მაგისტრანტებს - „ინფორმაციის უსაფრთხოებას“, აგრეთვე მათთვის ვინც დაინტერესებულია მიიღოს საწყისი, მაგრამ ამომწურავი ცოდნა კრიპტოგრაფიის კვლევის საკითხებში.

 

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, მ. ფოლადაშვილი

LabVIEW: მიკროპროცესორული და საზომი სისტემების ანალოგური ელემენტები და კვანძები (ლაბორატორიული პრაქტიკუმი)

უაკ: 621. 38

ლაბორატორიული სამუშაოები დამუშავებულია ვირტუალური ხელსაწყოების ტექნოლოგიით. პრაქტიკული რეალიზაცია განხორციელებულია LabVIEW პროგრამულ გარემოში National Instruments კომპანიის ხელსაწყოთა დახმარებით.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ დეპარტამენტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის. შეიძლება გამოიყენონ იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც, რომლებიც ელექტრონიკას და მიკროპროცესორულ ტექნიკას სწავლობენ.

 

 

image-1
ბ. გვასალია, თ. კვაჭაძე

სამშენებლო კონსტრუქციების ოპტიმიზაციის მეთოდები ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 624.01

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მართკუთხა, შედგენილი ორტესებრი, უბან-უბან მუდმივი განივი კვეთის მქონე კოჭების, სტრუქტურული კონსტრუქციის თაღის და სივრცითი ჩარჩოს დაპროექტების ამოცანების ოპტიმალური გადაწყვეტის მეთოდების ლაბორატორიული სამუშაოები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ სხვა მკითხველსაც.

 

 

image-1
ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე

მხაზველობითი გეომეტრიის ამოცანათა კრებული
ტიპობრივ ამოცანათა ამოხსნა მეთოდიკური მითითებებით

უაკ: 515

ამოცანათა კრებული შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობების სტუდენტებისათვის, რომლებიც მხაზველობით გეომეტრიას სწავლობენ ერთსემესტრიანი პროგრამით. იგი იმ სპეციალობების სტუდენტებსაც გაუწევს დახმარებას, რომლებიც მხაზველობით გეომეტრიას სწავლობენ როგორც საინჟინრო გრაფიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.

ნაშრომის ძირითადი პედაგოგიკური კონცეფცია დამუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.

 

 

 

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

ლენტური კონვეიერის ჩვეულებრივი და ვაკუუმდოლური ამძრავები მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 622.64:66.083.4

ავტორთა მიერ შედგენილი მათემატიკური მოდელი ასახავს ამძრავისა და საკონვეიერო ლენტის საკონტაქტო ზედაპირების ვაკუუმში მუშაობის უპირატეს პირობებს. მათ მიერ შემოღებული ცნება საკუთარი წევის ფაქტორის შესახებ რეალურია, ვინაიდან ვაკუუმდოლურ ამძრავს ლენტის მინიმალური საწყისი დაჭიმულობითაც კი შეუძლია ჩვეულებრივ ხახუნის ამძრავთან შედარებით, უპირატესად მეტი წევის ძალის განხორციელება.
კარგად არის გადმოცემული თეორიული კვლევის შემოწმების ექსპერიმენტული ნაწილიც. დამაკმაყოფილებელ საზღვრებშია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს შორის განსხვავებაც.
წიგნი იბეჭდება პირველად და განკუთვნილია საკონვეიერო ამძრავების მუშაობის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის, მათ შორის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.