image-1
თ. ლომაია, კ. ხახანაშვილი, ი. კვირიკაძე

ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგია

უაკ: 681.385.832

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგიის არსი, მისი სახეები და ამოცანები. მასალების აორთქლების, დნობის და შედუღების მოწყობილობა, ტექნოლოგიური ხერხები, დანადგარების კონსტრუქციული თავისებურებანი, ვაკუუმის მიღების და გაზომვის საშუალებანი.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია შესაბამისი სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ იმავე სპეციალობის მაგისტრანტებმაც.

 

 

image-1
ბ. ლასარეიშვილი, თ. ბუაჩიძე, ლ. თოფურია

ლაბორატორიულ სამუშაოთა კრებული იმუნოლოგიაში

უაკ: 632.938

იმუნოლოგია მრავალპროფილიანი მეცნიერებაა, რომლის მიღწევები ინტენსიურად ინერგება ბიოლოგიის, მედიცინის და ვეტერინარიის სფეროებში. იმუნოლოგიის ცოდნა აუცილებელია მრავალი განსხვავებული ეტიოლოგიის დაავადების განვითარების მექანიზმთა საფუძვლიანი შეცნობის, მათი დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის გამართლებული მიდგომების შემუშავებისთვის.
იმუნოლოგიური კვლევის მეთოდები გამოიყენება არა მარტო ფუნდამენტური სამეცნიერო სამუშაოების შესასრულებლად, არამედ პრაქტიკაშიც – დაავადებების სპეციფიკურ დიაგნოსტიკასა და პროგნოსტიკაში. ძალზე დიდია იმუნოლოგიური მეთოდების მნიშვნელობა იმუნობიოლოგიური პრეპარატების (სამკურნალო, პროფილაქტიკური, სადიაგნოსტიკო) ფართო არსენალის მიღებასა და წარმოებაში. გამომდინარე აქედან, ნათელია იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების ცოდნის აუცილებლობა ბიოტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიოტექნოლოგიის ბაკალავრებისთვის და იგი შეესაბამება იმუნოლოგიის სილაბუსს. მასში მოკლედ და ნათლად არის მიმოხილული იმუნოლოგიურ კვლევებში გამოყენებული ზოგიერთი ძირითადი მეთოდი. წიგნი ილუსტრირებულია სურათებით და ცხრილებით, რაც დახმარებას გაუწევს აგრეთვე სწავლების უფრო მაღალი დონის სტუდენტებს (მაგისტრებს, დოქტორანტებს).

 

 

image-1
ი. კვირიკაძე, კ. ხახანაშვილი, თ. ლომაია

ფხვნილთა მეტალურგია

უაკ: 621.762

წიგნში განხილულია ფხვნილთა მეტალურგიის არსი, ლითონთა ფხვნილების მიღების მეთოდები, მათი ძირითადი ფიზიკო-მექანიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებები. ლითონების ფხვნილებიდან კაზმის მომზადების და ფხვნილოვანი ლითონური ნაწარმის დამზადების ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები. განხილულია სხვადასხვა ფხვნილოვანი მასალის მიღების გზები, მათი ძირითადი თვისებები და გამოყენების სფეროები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და შედგენილია შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. იგი შეიძლება გამოიყენონ იმავე სპეციალობის მაგისტრანტებმაც.

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე, გ. წულეისკირი, მ. ნოზაძე

მეთოდიკური მითითებანი სამოქალაქო შენობის სართულის გეგმის ნახაზის ასაგებად AutoCAD-ის გამოყენებით
II რეიტინგული წერა

უაკ: 744.43

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ II რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. ლაპიაშვილი

ფერდობის მდგრადობის საანგარიშო მეთოდები

უაკ: 737

სახელმძღვანელოში განხილულია ფერდობების მდგრადობის პირობები მეწყრული სხეულის ფიქსირებული და არაფიქსირებული ცოცვის ზედაპირიანი ნაირსახეობებისათვის.
მოცემულია ფერდობების მდგრადობის შეფასება ჰიდროსტატიკური წნევისა და სეისმურობის გათვალისწინებით, წყალსაცავის სანაპიროს გადამუშავების სქემა, ფერდობების მდგრადობის რაოდენობრივი შეფასება საანგარიშო მაგალითებით.
სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა შევაფასოთ ფერდობების მდგრადობის ხარისხი რაოდენობრივ გამოსახულებაში, რაც წარმოადგენს ტერიტორიების საერთო საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

 

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე

მეთოდიკური მითითებანი გეომეტრიული ფიგურების ასაგებად Auto CAD-ის გამოყენებით
I რეიტინგული წერა

უაკ: 515.681.3

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ I რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ჰ. კუპრაშვილი

რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი XIX საუკუნის პირველ ნახევარში

უაკ: 327.56

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის. მასში თანმიმდევრულად არის გაანალიზებული რუსეთის მიერ საქართველოს ძარცვისა და ეროვნული ჩაგვრის კოლონიური პოლიტიკა, ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლის ხასიათი, მისი მამოძრავებელი ძალები და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის განვითარების საკვანძო საკითხები.

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე

Auto CAD-ის გამოყენებით შენობის მოდელის ნახაზის აგება გეგმისა და ფასადის მიხედვით
(მეთოდიკური მითითებანი საგამოცდო სამუშაოს შესასრულებლად)

უაკ: 744.43

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ საგამოცდო სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ს. ლომინაძე

ბრენდი და თანამედროვე ბრენდინგის ტექნოლოგიები

უაკ: 008

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ბრენდინგის ტექნოლოგიები. მოცემულია სავაჭრო მარკის, ბრენდის, ბრენდინგის, რებრენდინგის განმარტებები. ყურადღება ექცევა ბრენდის იდენტურობას და ბრენდის ღირებულებას.
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბრენდის შექმნის, ბაზარზე წინ წაწევის პროცესებს, თანამედროვე მედია- და ბრენდინგ- კომუნიკაციის გამოყენების საშუალებებს.
ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები ბრენდის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების, იმიჯის გაუმჯობესებისა და რეკლამირების ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
ავტორი განიხილავს მერჩანდაიზინგის ტექნოლოგიებს, ბრენდსახელმწიფოსა და ბრენდადამიანის შექმნის ხერხებს. მოცემულია რეკომენდაციები რებრენდინგის ჩატარების შესახებ.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისათვის, მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტებისათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.