image-1
ქ. ქოქრაშვილი

სამეწარმეო სამართალი

უაკ: 341.23

ნაშრომში, შედარებითი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, გაშუქებულია სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი და განსაკუთრებული ხასიათის პრობლემური და პრაქტიკული თვალსაზრისით დღეისათვის აქტუალური საკითხები. ნაშრომი მესამე გადამუშავებული გამოცემაა და შედგენილია 2010 წელს არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ამ პერიოდისთვის დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.
განკუთვნილია იურიდიული და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის და ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ნოვატორული საკითხებით დაინტერესებული იურისტებისა და ეკონომისტებისათვის.

 

 

 

image-1
მ. ჩიხლაძე, მ. გიგინეიშვილი, ო. კეთილაძე

სამედიცინო ფიზიკის საფუძვლები

უაკ: 53:616

სახელმძღვანელოს გამოყენებით შესაძლებელი იქნება სამედიცინო ფიზიკის საფუძვლებში სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება იმ დონეზე, რომ შეძლონ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ფიზიკური არსის დადგენა და სამედიცინო-ტექნიკური ინფორმაციის ადეკვატური აღქმა. 
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრიატისა და სამედიცინო ფიზიკის მაგისტრატურის  სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ა. ჩიქოვანი, ლ. კლიმიაშვილი, დ. გურგენიძე

არქიტექტურული მასალათმცოდნეობა

უაკ: 72.01

სახელმძღვანელოში გადმოცემულია ცნობები არქიტექტურასა და მის მატერიალურ პალიტრას შორის მრავალმხრივ ურთიერთკავშირზე. მეტი ყურადღება ეთმობა თვისებებს, რომლებიც აყალიბებენ არქიტექტურული ფორმების ესთეტიკურ აღქმას, მათი გამოყენების გამოცდილებას არქიტექტურულ-საშენებლო პრაქტიკაში.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურული სპეციალობის სტუდენტებისათვის, გამოადგებათ არქიტექტორებს, დიზაინერებს, რესტავრატორებს და არქიტექტურულ-საშენებლო საქმიანობაში მოღვაწე პერსონალს.

 

 

image-1
ჯ. დოჭვირი

ავტომატიზებული ელექტროამძრავი

უაკ: 621.313.13

განხილულია როგორც მუდმივი, ისე ცვლადი დენის ელექტროამძრავების უკუკავშირიანი სისტემები. შედგენილია სტატიკური და დინამიკური რეჟიმების აღმწერი მათემატიკური მოდელები. მოცემულია ელექტროამძრავების დინამიკური მახასიათებლების ოპტიმიზების მეთოდები მექანიკური გადამცემი ლილვის დრეკადი თვისებების გათვალისწინებით. მოყვანილია კომპიუტერული მოდელირების შედეგები.                                                   
სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის ვისაც აინტერესებს ავტომატიზებული ელექტროამძრავების შესწავლა.

 

 

image-1
ჯ. ხმიადაშვილი

ავტოსერვისის საფუძვლები

უაკ: 929.113

სახელმძღვანელოში განხილულია ექსპლუატაციის პროცესში ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორები, ავტომობილის წესივრულობის შენარჩუნების მეთოდები, საავტომობილო ტრანსპორტის საწარმოების ტიპები და მათი ფუნქციები, ტექნიკური მომსახურების ზოგადი პრინციპები და ტექნოლოგიური პროცესის ორგანიზაციის ფორმები და მეთოდები, ავტომობილის სერვისის არსი და საწარმოო პროცესების ორგანიზაციის საკითხები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ სარგებლობას მოუტანს როგორც ავტომობილების სერვისით დაკავებულ პრაქტიკოს მუშაკებს, ისე ავტომოყვარულებს.

 

 

image-1
V. Vardosanidze, T. Makharashvili, Z. Laoshvili, N. Chachava, N. Pailodze

The Problems of Urban Environment Sustainable Development in Georgia

უაკ: 577.47/.48

In the context of modern intensive urbanization, the study of the development and management of urban processes is becoming increasingly important for the economic and political life of countries. The new educational Doctoral Program -  „Sustainable Urbanism“ was developed within the RETHINKe Tempus project by the Faculty of Architecture, Urban Planning and Design. The program relies on a special course of urban ecology, urban housing studies, etc. The importance of  geographical information systems in urban science is presented in the program as well.
The textbook is a set of articles and documents that reflect the current problems of urban development in the world and in Georgia in a whole, including methodological and conceptual approaches.
The parts of the textbook were developed by:
Part I. Urban Landscape Formation and Development – Professor of the Georgian Technical University Dr. Tengiz Makharashvili;
Part II.  The General Concept of the Urban Housing Systemic Reform in Georgia (Policy Recommendations)  - Professor of the Georgian Technical University Dr. Vladimer Vardosanidze;
Part III. Introduction in Geographic information system The essence of geoinformation systems History of geoinformation systems Development. Cartographic basics of Geo informational  - Professor of the Georgian Technical University Dr. Zurab Laoshvili. The textbook was structured and prepared byAssociate Professor of the Georgian Technical University Dr. Nino Chachava, Professor of the Georgian Technical University Dr. Nino Pailodze.
The book is dedicated for the students of  Architectural, Urban Planning, Design schools and other specialists interested with the problems of Urban Development.

 

 

image-1
ვ. ვარდოსანიძე, თ. მახარაშვილი, ზ. ლაოშვილი, ნ. ჩაჩავა, ნ. ფაილოძე

ურბანული სივრცის მდგრადი განვითარების პრობლემები საქართველოში

უაკ: 577.47/.48

თანამედროვე ინტენსიური ურბანიზაციის ფონზე ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური განვითარების პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქალაქის განვითარების პროცესების შესწავლისა და მართვის საკითხების კვლევა. ევროკავშირის ტემპუსისპროექტ RETHINKe-ს ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე დამუშავებული და წარმოდგენილი იქნა „მდგრადი ურბანისტიკის“ საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევების თავმოყრას, გაძლიერებასა და ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროგრამის სპეციალური კურსი ეყრდნობა ქალაქგანვითარების ისეთ ძირითად საკითხებსა და კვლევებს, როგორიცაა ურბანული ეკოლოგია, ქალაქის საცხოვრისის განვითარების პრობლემები, გეოინფორმაციული სისტემები და სხვა.
წარმოდგენილი სახელმძღვანელო არის ნაკრები იმ სტატიებისა და ნაშრომებისა, რომლებიც ასახავენ მსოფლიო გამოცდილებას ურბანული კვლევების მიმართულებით, წარმოადგენენ მიმდინარე პრობლემებს, ურბანულ გამოწვევებს  საქართველოში, მოიცავენ მეთოდოლოგიური და დარგობრივი ანალიზის საკითხებს.
პირველი ნაწილის „ურბანული ლანდშაფტის განვითარების წინამძღვრების“ ავტორი არის  არქიტექტურის დოქტორი, სტუ-ის პროფესორი თენგიზ მახარაშვილი; მეორე ნაწილისა – „მასალა განსჯისთვის – საქართველოში საქალაქო საცხოვრისის რეფორმის კონცეფცია“ – არქიტექტურის დოქტორი, ურბანისტი, სტუ-ის პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე, მესამე ნაწილის – „გეოინფორმაციული სისტემები და მათი კარტოგრაფიული საწყისები“ – გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ზურაბ ლაოშვილი. სახელმძღვანელო შეადგინეს და  დასაბეჭდად მოამზადეს არქიტექტურის დოქტორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჩაჩავამ და ეკონომიკის დოქტორმა, სტუ-ის პროფესორმა ნინო ფაილოძემ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკის, დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და ასევე ურბანისტიკის თემით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
V. GHLIGHVASHVILI

SHEEP BREEDING

უაკ: 636.32/38

Presented book is a handbook for students of all three stages (bachelor’s, master’s, doctoral degree) of the field on animal sciences.
The  book  is discussed  and recommended to publish by the Faculty of Agricultural Sciences and Biosystems Engineering of the Technical University of Georgia.
In this book,the  general situation of sheep breeding field  in the  world  is discussed, such  as:  sheep domestication issues, reproduction, dairy, meat and other
It also includes worldwide approved terminology for sheep breeding.
The  list of  references includes literature that are created and issued on the bases of both early and modern researches.
So,  presented handbook will be interesting for every reader, who are interested in animal sciences, especially for those ones, interested in sheep breeding.

 

 

image-1
В. ГЛИГВАШВИЛИ, Г. ГЛИГВАШВИЛИ

ОВЦЕВОДСТВО

უაკ: 636.32/38

В учебнике рассмотрены природо-хозяйственные условия ведения овцеводства в Грузии, происхождение и классификация домашних овец, биологические особенности, конституция, экстерьер, интерьер, молоч­ная, шерстная, пуховая, мясная продуктивность, основные поро­ды овец, основы племенной работы, кормление и содержание овец и др. вопросы.
Книга для студентов всех ступеней обучения по специальности „Животноводство“ и для других заинтересованных лиц.