image-1
იაკ. ბიჯამოვი, არ. ზერეკიძე, თ. ნათენაძე

ელექტრომექანიკის საფუძვლები

უაკ: 621.31

სალექციო კურსში განხილულია ენერგიის ელექტრომექანიკური გარდამქმნელების ფიზიკური და თეორიული საფუძვლები. მოცემულია: ელექტრომექანიკის ძირითადი კანონები და პრინციპები; ელექტრული მანქანების კლასიფიკაცია; სტრუქტურული მოდელი და მუშაობის ძირითადი რეჟიმები. ასევე ელექტრული მანქანების და ტრანსფორმატორების ძირითდი სახეები, მათი კონსტრუქციული შესრულება, მართვის პრინციპები, გრაგნილების ძირითდი სახეობები, ელექტრომექანიკურ გარდამქმნელებში გამოყენებული მასალები.

გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

image
ლ. ჩხეიძე, ს. გიგაური

საწარმოო ავარიები და კატასტროფები - ქიმიურად საშიშ ობიექტებზე ავარიის შედეგების პროგნოზირება
სასწავლო-მეთოდური მითითება საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 362.654

მეთოდური მითითების მიზანია ქიმიურად საშიშ ობიექტებზე ავარიის შედეგების პროგნოზირება ქიმიურად საშიში ავარიული ნივთიე-რებების დაღვრისას (გამოფრქვევისას). მოყვანილია ცხრილები და ფორმულები, რომლებიც საშუალებას იძლევა გამოთვლილ იქნეს მოწამლული ზონის ქიმიური მდგომარეობა - დაღვრილი (გამოფრქვეული) ნივთიერების პირველად და მეორეულ ღრუბლებში გადასული ეკვივალენტური რაოდენობა, მოწამვლის ზონის სიღრმე, მოწამვლის ზონის შესაძლო და ფაქტობრივი ფართობები, უახლოეს საწარმოსთან ან დასახლებულ პუნქტთან მოწამლული ღრუბლის მიახლოების დრო, დაშავებულ ადამიანთა შესაძლო რაოდენობა (სტრუქტურის მიხედვით), დაღვრილი ნივთიერების აორთქლების დრო - მოქმედების ხანგრძლივობა.

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში დასაქმებულ უსაფრთხოების სპეციალისტებს.

image-1
თ. გაბაშვილი, ნ. გაბაშვილი, ი. აბულაძე

ოპერაციული სისტემა WINDOWS SERVER 2016

უაკ: 004

Windows Server არის ოპერაციული სისტემების ჯგუფის ბრენდული დასახელება, რომლის გამოცემაც Microsoft-მა დაიწყო 1993 წლიდან. მასში თავდაპირველად მუშაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ბრძანებათა სტრიქონის გარემოში. 2000 წლიდან კი მუშაობა შესაძლებელი გახდა გრაფიკულ გარემოშიც. მას შემდეგ, იგი მუდმივად ვითარდება. Windows Server 2016 გამოვიდა 2016 წლის 12 ოქტომბერს. წინამორბედებისაგან განსხავავებით იგი საკმაოდ სწრაფი და საიმედო ოპერაციული სისტემაა. მის საიმედოობას და ინფორმაციის წვდომას უზრუნველყოფს პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებულია სერვერის ფუნქციები და, აგრეთვე, ინტეგრირებული გარემო.

სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს ჭინდოწს შერვერ 2016 გარემოში მუშაობას, გაეცნობა ძირითად ფუნქციებს  ADDS, DHCP, GPO, DNS, File Server ა.შ. დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემული თითოეული საკითხი დეტალურად არის განხილული, რაც დაეხმარება როგორც სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ მსურველს Windows Server 2016 სისტემის ათვისებაში.

ნ. მაჭავარიანი

კაზუსები „შრომის უსაფრთხოების კანონისა და შრომის კანონმდებლობის შესახებ“

უაკ: 094.1

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია „საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების კანონის“ შესაბამისი „კაზუსები“.

წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების“ დეპარტამენტის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ კვალიფიკაციის სტუდენტებისთვის.

image-1
თ. მინაშვილი, ქ. დავითაძე

კვლევის ფიზიკური მეთოდები

უაკ: 54.03

სალექციო კურსში განხილულია ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების კვლევის მეთოდები, რომელთა ცოდნა აუცილებელია სტუდენტისთვის, რათა მან მიზანმიმართულად, ღრმად შეისწავლოს ნივთიერებების და მათგან შექმნილი მასალების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რომელიც ითვალისწინებს როგორც ელემენტარულ, ისე მოლეკულურ, ფრაქციულ, ფაზურ, სტრუქტურულ ანალიზს. აქვეა მასალების კვლევის სხვა, მექანიკური (სისალე, პლასტიკურობა, დრეკადობა და სხვა), ელექტრული და მაგნიტური თვისებების შესწავლის მეთოდების აღწერა.

ლექციების კურსი განკუთვნილია შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისათვის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე. ამავე დროს ის საინტერესო იქნება კვლევის მეთოდებით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვისაც.

image
ს. გიგაური, ნ. მაჭავარიანი

შრომის უსაფრთხოება
მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად

უაკ: 622.8

შრომის უსაფრთხოება ორგანიზაციული, ორგანიზაციულ-ტექნიკური, ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების შრომისნაყოფიერებისა და შრომისუნარიანობის დაცვას.
მეთოდურ მითითებაში მოცემულია ამოცანების ამოხსნა. თითოეული ამოცანა შეიცავს სამუშაოს შესრულების მიზანს, ცხრილებს მოცემული პარამეტრებით, გათვლებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

პრაქტიკული სამუშაოების მიზანია თეორიული კურსის ათვისებისას ფორმულების სწორად გამოყენება, ამოცანაში დასმული დავალების ამოხსნა, ასევე სწორად და არგუმენტირებულად დასკვნების გაკეთება.

ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

image
ZH. PETRIASHVILI

VIRTUAL LABORATORY WORKS IN GENERAL CHEMISTRY

უაკ: 54

A collection of "Virtual Laboratory Works in General Chemistry" is intended for students of the non-chemical faculty of the Georgian Technical University. The paper will allow students to conduct chemical experiments using one of the most common-virtual methods of teaching. The collection is compiled on the basis of virtual works created in the Department of Chemistry of the Georgian Technical University.

"Virtual Laboratory Works in General Chemistry" contains material according to the existing syllabus for teaching general chemistry and is mainly intended for e-learning of students, although it can be used in any teaching format.

The student will be able to perform laboratory work virtually observe the progress of various chemical processes, get acquainted with the research question, formulate a hypothesis, get acquainted with the safety of experimental work, conduct experiments, collect data, analyze data, complete data tables, build appropriate graphs and draw appropriate conclusions.

The presented paper includes 11 works. The first work provides a description of the chemical equipment and the corresponding assignment. The second and third work are devoted to experimental tasks. The other laboratory works are experimental and covers the following issues: chemical bonding and electrical conductivity, complex compounds, factors affecting the rate of chemical reaction, chemical equilibrium, ionic reactions in solutions, salt hydrolysis, oxidation-reduction reactions, and more.

"Virtual laboratory work in general chemistry" in combination with other teaching-methodological literature will help students to better master the program material. It can be used at secondary schools and a high school as well.