image-1
დ. მეფარიშვილი, თ. შეროზია, გ. ნარეშელაშვილი, ხ. ქრისტესიაშვილი

მენეჯმენტის პროცესების ავტომატიზაციის საფუძვლები

უაკ: 338.244

დღესდღეობით თითქმის არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი სფერო, სადაც კომპიუტერების გამოყენებით არ მიმდინარეობდეს ობიექტების საწარმოო რესურსების დაგეგმვისა და  მართვის ამოცანების ავტომატიზაცია.
დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია მართვის ავტომატიზებული სისტემის პროგრამული კომპლექსის  -  INFINATI - ს შესასწავლად, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საწარმოს მენეჯმენტის ამოცანების ავტომატიზაცია. ლაბორატორიული მეცადინეობები მოიცავს 15  სამუშაოს. თითოეულ სამუშაოზე გათვალისწინებულია ორი საათი.

 

 

image-1
ლ. კაპანაძე, ნ. ფხაკაძე, ლ. გერგეშელიძე

მოდის სამყარო განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 801.3

განხილულია სახელწოდებები და განმარტებები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში იყო გავრცელებული. თუ გავიხსენებთ წინა წლებს, დავრწმუნდებით, რომ თანამედროვე მოდაზე გავლენას ახდენს წარსულში არსებული ფორმები. ამდენად, მოცემული განმარტებები მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი ხარვეზისაგან. ავტორები მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და გაითვალისწინებენ თავის შემდგომ მუშაობაში.
ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს მწერლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მკითხველებს და ყველა იმ პირს, რომლებიც არიან დაინტერესებული მოდის სამყაროთი.

 

 

image-1
ა. დუნდუა

კომპიუტერული სისტემებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების თეორიული საფუძვლები

უაკ: 62-5

ნაშრომში განსაზღვრულია ინფორმაციის რაობა, სტრუქტურული ერთეულები და განხილულია მისი კლასიფიცირება; ნაჩვენებია თვლის სისტემების, სათვლელი მოწყობილობებისა და კომპიუტერების წარმოშობის წანამძღვრები და მათი განვითარების გზები; განხილულია ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემებისა და სამუშაო ადგილების რაობა, მათი ორგანიზებისა და კლასიფიცირების საკითხები; გადმოცემულია კომპიუტერში მონაცემების წარმოდგენის მეთოდები და ფორმულირებულია თვლის სხვადასხვა სისტემების საშუალებით გამოსახულ რიცხვებზე არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ხერხები; დიდი ადგილი აქვს დათმობილი ლოგიკის ალგებრის რაობისა და მეთოდების გადმოცემას; განხილულია პროცესორული მოწყობილობების ფუნქციონირების საკითხები და მოყვანილია კომპიუტერული სისტემის აპარატურული უზრუნველყოფის ცალკეული მოწყობილობების ასაგებად ლოგიკის ალგებრის გამოყენების მაგალითები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ დისციპლინას „კომპიუტერული სისტემები და გამოყენებითი ტექნოლოგიები“ ან „ინფორმატიკა“. სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს როგორც ამ სფეროში მომუშავე პედაგოგებსა და სპეციალისტებს, ისე ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

 

 

image-1
ვ. დოლიძე, ნ. იაშვილი, ქ. მახაშვილი, ვ. ფადიურაშვილი

ელექტროქიმიურ პროცესებში ელექტროდულ სისტემათა საფუძვლები

უაკ: 541.135.5

განხილულია ელექტროდული სისტემები, მოცემულია მათი სტრუქტურები, მუშაობის პრინციპები, აგებულება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ელექტროდების გამოყენებას პრაქტიკაში. ნაჩვენებია გამოყენების მრავალი მაგალითი. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს აგრეთვე ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
Дж. Н. Дочвири, Г. И. Джавахишвили

Моделирование динамических режимов систем управления электроприводами в программе MATLAB Методические указания к лабораторным работам

უაკ: 62-5

Рассмотрены динамические  режимы  современных систем  управления электроприводами  как постоянного, так и пере­мен­ного тока. Исследования проводятся  на компьютере в  прог­рамме  MATLAB.
Предназначена для студентов  электроэнергетической специ­альности  факультета энергетики  и  телекоммуникации.

 

 

image-1
მ. ცინცაძე, ლ. ბერიშვილი, ც. ხარბედია

ლაბორატორიული პრაქტიკუმი ანალიზურ ქიმიაში II ნაწილი

უაკ: 543

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია სილაბუსით გათვალისწინებული ყველა რეაქცია, რომელიც შედის თვისებითი ანალიზის ექვსივე ჯგუფის  კატიონთა ანალიზის მსვლელობაში და მოკლედ მითითებულია ყველა განმარტება. სახელმძღვანელოში შეტანილია აგრეთვე ტესტირებები თვისებით ანალიზში. თითოეულ კითხვას თან ახლავს პასუხის სამი ვარიანტი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. აქ შეტანილი კითხვები და ამოცანები ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცოდნის ამაღლებას,  დამოუკიდებელი მუშაობის სწორად წარმართვას და დაეხმარება პედაგოგებს სტუდენტთა ცოდნის ოპერატიულ შემოწმებაში.
დამხმარე სახელძღვანელოში აგრეთვე  მოკლედ მოცემულია ტესტირებებისათვის აუცილებელი თეორიული მასალა, რომლის მიზანია გაამახვილოს სტუდენტთა ყურადღება თეორიული კურსის იმ საკვანძო საკითხებზე, რომლიც დაკავშირებულია თითოეულ  ცდასთან და ტესტირებასთან.
დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება ანალიზური ქიმიით დაინტერესებულ სტუდენტებს, როგორც ლაბორატორიული სამუშაოების შეგნებულად ჩატარებაში, ასევე ტესტირებაში.

 

 

image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ნ. მუმლაძე

შენობის გეგმის აგება
მეთოდიკური მითითებები კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის

უაკ: 681.3:624

წინამდებარე მეთოდური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის გეგმის აგება)“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის.               
ასევე მეთოდიკური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის გეგმის აგება)“ კარგ სამსახურს გაუწევს იმ პირებს, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

 

image-1
ბ. ბოქოლიშვილი, ბ. მინდელი

ხის დასამუშავებელი მოწყობილობების მონტაჟი, ექსპლუატაცია და რემონტი

უაკ: 674

სახელმძღვანელოში მოცემულია ხის დასამუშავებელი მოწყობილობის შეკვეთის, მიღების, ხარისხოვანი მონტაჟის, რაციონალური ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები; განხილულია გეგმიურ-გამაფრთხილებელი რემონტის საფუძვლები, გაუმართაობის გამომწვევი მიზეზები; მოყვანილია დეტალების სტატიკური და დინამიკური ბალანსირების მაგალითები, საამკრებო ერთეულების აწყობა და რეგულირება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მერქნული მასალებისა და ნაკეთობათა წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. პარალელურად სახელმძღვანელო დაეხმარება წარმოებებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.
ქართულ ენაზე ასეთი სახელმძღვანელოს გამოცემა პირველი ცდაა და ავტორები სიამოვნებით მიიღებენ ყველა შენიშვნასა და სასარგებლო რჩევას.

 

 

image-1
ლ. ბოჭორიშვილი, მ. თოფურია

სამეწარმეო საქმიანობის ბიზნესგეგმის შედგენა მეთოდიკური მითითებები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 339.15

განხილულია მეთოდიკური მითითებები, რომლებსაც შეესაბამება სასწავლო დისციპლინის (პროექტების მენეჯმენტი, მეწარმეობა და პრობლემების გადაწყვეტა) შესაბამისი მოთხოვნები და ასახავს სამეწარმეო საქმიანობის თეორიის თანამედროვე მიმართულებებს.
თანამიმდევრულად შესწავლილია ბიზნესგეგმის ინფორმაციის მომხმარებლები, მისი შედგენის კონცეპტუალური საფუძვლები, მეთოდები, პრინციპები, აგრეთვე დაგეგმარების, კონტროლისა და აღრიცხვის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისათვის.
კონკრეტული სამეურნეო სუბიექტის მაგალითზე ახსნილი და წარმოდგენილია ბიზნესგეგმის შედგენის ეტაპები, განხილულია სამეურნეო ფაქტების დოკუმენტირება, ბიზნეს საქმიანობის ფინანსური შედეგები.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, გარდა ამისა, გამოადგებათ სხვა სპეციალობის სტუდენტებს, როგორც ბაკალავრებს, ისე მაგისტრანტებს. აგრეთვე სასარგებლო იქნება სამეწარმეო საფუძვლების შესწავლით დაინტერესებული ყველა პირთათვის.