image-1
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. ბერუაშვილი

კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 664.012

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის პრინციპული სქემების პირობით აღვნიშვნები, სქემების შედგენის წესები და მაგალითები. სამუშაოს მიზანია გააცნოს სტუდენტებს პურის, ღვინის, ჩაისა და საკონსერვო წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის პრინციპული სქემების შესრულების მეთოდიკა.
ნაშრომი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ასევე ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.

 

 

image-1


საბაკალავრო საკვალიფიკაციო ნაშრომი კვების ინჟინერიის სპეციალობაში მეთოდიკური მითითებები

უაკ: 612.3

მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია კვების საწარმოთა დაპროექტების, ტექნოლოგიური მოწყობილობების შერჩევისა და გაანგარიშების, საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის, კვების საწარმოებში ხელოვნური სიცივის გამოყენების და კვების საწარმოში ახალი ტექნიკის დანერგვით მიღებული ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშებების მეთოდური მითითებები და სანიმუშო მაგალითები.
ნაშრომი განკუთვნილია კვების ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული დამასრულებელი, საკვალიფიკაციო ნაშრომის შესასრულებლად.

 

 

image-1
ზ. ჯაფარიძე

კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული, საკურსო და საკვალიფიკაციო ნაშრომის შესასრულებლად

უაკ: 664.143:643.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების კურსის პრაქტიკული, საკურსო და საკვალიფიკაციო სამუშაოების მაგალითები. მოყვანილია მოწყობილობათა სტრუქტურული, პრინციპული, კინემატიკური და მუშა ორგანოების სქემების შედგენის მაგალითები. მოცემულია მოწყობილობათა კინემატიკური გაანგარიშებების თეორიული საფუძვლები და მაგალითები.
განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე სასურსათო ინჟინერიის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, როგორც პრაქტიკული მეცადინეობებისათვის, ისე საკურსო და საკვალიფიკაციო ნაშრომების შესასრულებლად. იგი დახმარებას გაუწევს აგრეთვე მაგისტრატურის და პროფესიული განათლების სტუდენტებს.

 

 

image-1


კვების ინჟინერია მეთოდიკური მითითებები საწარმოო პრაქტიკისათვის

უაკ: 642

დამხმარე სახელმძღვანელოში განმარტებულია პრაქტიკის მიზანი, ამოცანები, ჩატარების ორგანიზაციული საკითხები და გრაფიკი დღიური განაწილებით. სამი სხვადასხვა პროფილის საწარმოს მაგალითზე მოცემულია, პრაქტიკის დროს შესასწავლი საკითხების ჩამონათვალი და მათი ანგარიშში გაფორმების მეთოდები.
გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. კიკნაძე, გ. კოტრიკაძე

ოპერაციული სისტემები ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 62-5

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ოპერაციული სისტემების საფუძვლების ლაბორატორიული სამუშაოები: ვირტუალური მანქანის შექმნა, პარამეტრების კონფიგურაცია, ქსელის მართვის ორგანიზაცია, ინტერფეისი და მონაცემებთან მუშაობა. მულტიმედია და ჩაშენებული დანართები, წარმადობა და საიმედოობა. უსაფრთხოების საშუალებები და სხვა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ეკითხებათ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინა: ოპერაციული სისტემების საფუძვლები; აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია მიიღოს ამომწურავი ცოდნა ოპერაციული სისტემების შესახებ.

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, გ. მურჯიკნელი

ელექტრული გაზომვები

უაკ: 621.317.32

დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ელექტრული გაზომვების ძირითადი საკითხები, რომლებიც ეყრდნობა გაზომვების თეორიას. დაწვრილებითაა განხილული გაზომვების ცდომილებათა თეორია, ცდომილებათა სახეები და გაზომვის შედეგიდან, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი გამორიცხვის მეთოდები.
მოცემულია გარდამქმნელების (სენსორების) საფუძვლიანი მიმოხილვა მათი გამოყენების შესაძლებლობები და პერსპექტივები, რაც გარკვეული სიახლეა ელექტრული გაზომვების სფეროში. აღწერილია, აგრეთვე, განუსაზღვრელობა და მისი შედარებითი ანალიზი ცდომილებათა თეორიასთან.
აღწერილია ელექტრული საზომი საშუალებების სახესხვაობები, მათი დანიშნულება და გამოყენების სფეროები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ციფრულ ელექტროსაზომ საშუალებებსა და მათ უპირატესობაზე ანალოგურ ხელსაწყოებთან შედარებით. ყოველ თემას თან ერთვის ეფექტური ილუსტრაციები და საკონტროლო კითხვები.
განკუთვნილია „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების“ ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება წარმატებით გამოყენოს აგრეთვე ელექტრობის სფეროში დასაქმებულმა პირებმა.

 

 

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი

ტექნოლოგიური სისტემების მეცნიერული კვლევის საფუძვლები

უაკ: 674

დამხმარე სახელმძღვანელოში „ტექნოლოგიური სისტემების მეცნიერული კვლევის საფუძველი“ განხილულია ექსპერიმენტული კვლევის მათემატიკური დამუშავების საკითხები. კერძოდ, მოცემულია კომბინატორიკის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტები. ჩამოყალიბებულია ექსპერიმენტული კვლევის მიზანი, ექსპერიმენტის დაგეგმვისა და კვლევის ობიექტზე ძირითადი და გარე ფაქტორების გავლენის საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის, ტექნოლოგიური სისტემების დინამიკური კვლევის ამოცანების მათემატიკური მოდელის შედგენის საკითხები.
წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

 

 

 

 

image
მ. სვანაძე, გ. ხვიჩია, კ. მჭედლიძე, მ. სილოგავა

საზეინკლო და ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება

უაკ: 694.6

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ზეინკლის სამუშაო ადგილის ორგანიზება, დეტალების გაზომვისა და საკონტროლო იარაღების შესახებ ცნობები. აღწერილია საზეინკლო იარაღები და ხელსაწყოები, საზეინკლო ოპერაციების შესრულების ხერხები. ჩარხების კლასიფიკაცია და მათი ტექნიკური მახასიათებლები. სახარატო სამუშაოები და იარაღები. ძირითადი ცნებები ფრეზვის შესახებ. საფრეზავი ჩარხები და ფრეზების დამაგრება, საფრეზავი ჩარხების სამარჯვები, ფრეზვის სახეები. ლითონის გაჭრა, გაჭრის არსი და მისი დანიშნულება. კონსტრუქციული ნახაზების მიხედვით ელემენტარული დეტალების დამზადების ტექნოლოგია.
გამოცემა განკუთვნილია პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. ნაშრომის გამოყენება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წარმოებაში მუშების მოსამზადებლად.

 

 

 

 

image-1
თ. ჯავახიშვილი

სამთო პროცესების კონტროლისა და მართვის საშუალებები

უაკ: 622:351.823.3

სალექციო კურსში განხილულია შახტებისა და მაღაროების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის სისტემებში გამოყენებული თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება, გადასაწყვეტი ამოცანები, მოქმედების პრინციპი და პარამეტრები. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ფიზიკური სიდიდეების სენსორებსა და გადამწოდებზე, მაძლიერებლებსა და ელექტრომექანიკურ მოწყობილობაზე.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.