image-1
ლ. ჩხიკვაძე, ზ. ოქროსცვარიძე, ი. კახნიაშვილი

მძიმე და იშვიათი ფერადი ლითონების მეტალურგია

უაკ: 669.1

„მძიმე და იშვიათი ფერადი ლითონების მეტალურგია“. დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების სპეციალობის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
სამუშაოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია ძირითადი მძიმე ლითონების (ნიკელი, ტყვია, კალა, თუთია) წარმოების, ხოლო მეორე ნაწილში იშვიათი ფერადი ლითონების-ძნელდნობადი (ვოლფრამი, მოლიბდენი), ლანთანოიდების და რადიოაქტიური ლითონების (თორიუმი, ურანი) წარმოების მოკლე კურსი. ნაშრომში განხილულია მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, გამოყენება, მადნები, წარმოებისა და რაფინირების ძირითადი დებულებები.
წიგნი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების სპეციალობის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
წარმოდგენილი ნაშრომის მიმართ შენიშვნები და რეკომენდაციები მადლიერებით იქნება გათვალისწინებული ავტორთა კოლექტივის მიერ.

 

 

image-1
ზ. ბოგველიშვილი

ავტომობილის კონსტრუქციული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები და მოწყობილობები

უაკ: 629.113.073

განხილულია თანამედროვე ავტომობილებში გამოყენებული კონსტრუქციული უსაფრთხოების სისტემები და მოწყობილობები, მათი მუშაობის პრინციპები, განვითარების გზები და ტენდენციები.
განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე საინტერესო იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
ა. ბალიაშვილი, პ. კურტანიძე

სარკინიგზო ტრანსპორტი

უაკ: 656.2

შედგენილია სარკინიგზო ტრანსპორტის ყველა მიმართულების სპეციალობის უმაღლესი პროფესიული კოლეჯისა და ბაკალავრიატის მსმენელთათვის განკუთვნილი მოქმედი სასწავლო პროგრამების მიხედვით.
განხილულია სარკინიგზო ტრანსპორტის ყველა ძირითადი სამეურნეო ერთეულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.
დიდ სარგებლობას მოუტანს სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითად სამეურნეო ერთეულებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image-1
თ. ბაციკაძე, ჯ. ნიჟარაძე

AutoCAD 2009-ის გაკვეთილები მეთოდური მითითებები

უაკ: 22.151.3

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. მასში გადმოცემული მასალა შეესაბამება აღნიშნული ფაკულტეტის მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების კურსით გათვალისწინებული საგამოცდო სამუშაოს მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.

 

 

image-1
ლ. მათეშვილი

ადრეული ქრისტიანული ეკლესიის ისტორია რომის პოლიტიკა ქრისტიანთა მიმართ I-IV სს.

უაკ: 3

ნაშრომი მსოფლიო ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. აღნიშნული პერიოდი საინტერესოა ახალი რელიგიის - ქრისტიანობის დაფუძნების, გავრცელებისა და წინააღმდეგობების თვალსაზრისით, რომელიც შესწავლილია როგორც ეკლესიის ისტორიის, ისე საერო ისტორიოგრაფიის კუთხით. ამ უკანასკნელის პოზიცია საკმაოდ დიდი დიაპაზონით განისაზღვრება, დაწყებული მკვეთრად რადიკალური და დაპირისპირებული დამოკიდებულებით  სეკლესიო წყაროების მიმართ  და დამთავრებული ნეგატიური, ათეისტური მიდგომით არსებული ფაქტების მიმართ, რაც კიდევაც აისახებოდა მათ მიერ განხორციელებული კვლევების ანალიზზე. ამ ნაშრომის სიახლეა ეკლესიის ისტორიისა და საერო ისტორიოგრაფიის პოზიციების მეტნაკლებად დაახლოება  მათი საერთო კონტექსტური ანალიზის მეშვეობით, ქრისტიანთა მიმართ რომის წინააღმდეგობებით აღსავსე პოლიტიკის წარმოჩენა და ქრისტიანობის გავრცელების იმ ობიექტური მიზეზების ჩვენება, რამაც რადიკალურად შეცვალა კაცობრიობის ისტორია.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის, დოქტორანტების, მაგისტრების, სტუდენტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
ლ. ლურსმანაშვილი

სამკერვალო საწარმოთა დაგეგმარება

უაკ: 687.1:658.512

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია სამკერ­ვალო სა­წარ­მოთა დაგეგმარებისათვის საჭირო ნაკადის ძირითადი პარა­მეტ­რები და საწყისი მონაცემები. განხილულია სამკერვალო წარ­მო­ების ტექნოლოგიური პროცესების გაანგარიშებისა და დაგეგ­მა­რე­ბის საკითხები, ის პრინციპები და მეთოდები, რომლებიც უზრუნ­ველყოფენ ოპტიმალური ტექნოლოგიური პროცესების შერჩევას, დაგეგმარებასა და გამოყენებას.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამკერვალო ნა­წარ­მის მოდელირებისა და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენ­ტე­ბისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
თ. ობგაძე, ა. ფრანგიშვილი, ა. ტრუსკინოვსკი

ცოცხალი სისტემების ანალიზის მეთოდები ფრაქტალები III ტომი

უაკ: 517.958

დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ ტომში განხილულია ცოცხალი სისტემის კონსტრუირების ფრაქტალური მეთოდები, გეომეტრიულად კონსტრუ­ირებადი ფრაქტალები; იტერირებად ფუნქციათა სისტემები; ფრაქტალურ-ვეივლეტური მეთოდების გამოყენება სიგნალების კოდირებისა და დეკოდირებისას; შესწავლილია დინამიკური ფრაქტალები, რომლებიც დაკავშირებულია კვადრატულ ასახვებთან კომპლექსურ არეში. მოყვანილია ჟულიას სიმრავლეების აგებისა და მანდელბროტის სიმრავლის ფორმირების პროგრამები.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. ბაციკაძე, ზ. მაძაღუა, ნ. მურღულია

საინჟინრო მექანიკის ცნობარი

უაკ: 624.04(083)

ცნობარის მიზანია მასალათა გამძლეობის, სამშენებლო მექანიკის, დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობის თეორიების საკითხების მექანიკის ერთ დარგში გაერთიანება, რომელსაც საინჟინრო მექანიკა ეწოდება. ეს უკანასკნელი მათემატიკის ერთ-ერთი დარგის – მექანიკისაგან იმით განსხვავდება, რომ მთელი რიგი დაშვებების (ჰიპოთეზების) საფუძველზე აადვილებს გაანგარიშების მეთოდებს და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. ამით არის განპირობებული ნაგებობის ელემენტების: ღეროს, ფილის და გარსის გაანგარიშების ზოგიერთი პრაქტიკული მეთოდების წარმოდგენა.

 

 

image-1
გ. აბაშიძე, თ. ხმელიძე, რ. მახვილაძე

რეკომენდაციები შენობებისა და ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების შესახებ

უაკ: 614.45

განხილულია სამშენებლო ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოთხოვნები მათი შექმნისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, აგრეთვე შენობების, კონსტრუქციების, სათავსების, მასალების სახანძრო-ტექნიკური კლასიფიკაცია, რომელიც დაცულ უნდა იქნეს სხვადასხვა დანიშნულების ახალი და სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობების და სათავსების დაპროექტებისას.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც აწარმოებენ შენობებისა და ნაგებობების საპროექტო და რეალურ სამშენებლო სამუშაოებს.