image-1
†ი. ზედგინიძე, ნ. ბერაია

პროდუქციის ხარისხის განსაზღვრის საზომი მეთოდები მექანიკურ სიდიდეთა გაზომვის მეთოდები და საშუალებები I ნაწილი

უაკ: 53.082.1

მოცემულია ისეთი მექანიკური სიდიდეების გაზომვა, როგორიცაა მასა, ძალა, წნევა და სიმკვრივე, ასევე ყურადღება ექცევა ამ სიდიდეების გაზომვის მეტროლოგიურ უზრუნველყოფას.
განკუთვნილია ნედლეულის, მასალების, შუალედური და საბოლოო პროდუქტის ხარისხის განსაზღვრის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა მკითხველისათვის. 

 

 

image-1
გ. ყირმელაშვილი, ი. ბეჟუაშვილი, გ. ბერიკელაშვილი, ბ. მასპინძელაშვილი

ალბათობის თეორია

უაკ: 519.21

მოცემულია ავტორთა მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში წაკითხული ლექციებისა და ჩატარებული პრაქტიკული მეცადინეობების მოკლე კონსპექტი. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საგნის პრაქტიკული მასალის გადმოცემაზე.
დახმარებას გაუწევს უნივერსიტეტის სტუდენტებს შემთხვევითი მოვლენების კანონზომიერებათა დადგენაში.

 

 

image-1
თ. ხმელიძე, მ. მოდებაძე, ფ. ვერულაშვილი, გ. გურეშიძე, ლ. ფურცხვანიძე

მერქნის სიმტკიცის მახასიათებლების დადგენა ხისა და პლასტმასის სამშენებლო კონსტრუქციები მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 624.01:681.11:691.17

მოცემულია მერქნის დროებითი, ნორმატიული და საანგარიშო წინაღობების, ტენიანობის და სიმკვრივის გამოთვლის თეორიული წინაპირობები. განხილულია ექსპერიმენტული გზით, სუფთა სტანდარტული ხის ნიმუშების გამოცდით მერქნის ტენიანობის, სიმკვრივის და სიმტკიცის (კუმშვა ბოჭკოების გასწვრივ, სტატიკური ღუნვა, ახლეჩა ბოჭკოების გასწვრივ) მახასიათებლების დადგენა ლაბორატორიულ პირობებში.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის სამშენებლო კონსტრუქციების მიმართულების სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
გ. ხმალაძე, ვ. ფირცხალავა

დაპროექტების ფუნქციური საფუძვლები

უაკ: 721.011.1

მოცემულია ხალხის ნაკადის მოძრაობა და შენობა-ნაგებობებიდან მათ ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხების მეთოდიკა. თეორიულ საკითხებთან ერთად მოცემულია პრაქტიკული სამუშაოს შესრულების მაგალითები. დართული აქვს საილუსტრაციო მასალა, გრაფიკები, დამატებები დანართების სახით.
განკუთვნილია არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. ხარატიშვილი

პროდუქციის ხარისხის მეტროლოგიური უზრუნველყოფა მეტროლოგიური უზრუნველყოფის საფუძვლები I ნაწილი

უაკ: 389

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მეტროლოგიური უზრუნველყოფის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები, სრულყოფის მიმართულებები; პროდუქციის მეტროლოგიური უზრუნველყოფის მეცნიერული, ორგანიზაციული, ნორმატულ-ტექნიკური საფუძვლები; საკითხები ხარისხის ამაღლების შესახებ ISO 9000 სერიის სტანდარტების პოზიციიდან პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის ყველა სტადიაზე ინჟინრებისა და მენეჯერების პრაქტიკულ საქმიანობაში; მოცულობით, რომელიც აუცილებელია პროდუქციის ხარისხის მეტროლოგიური უზრუნველყოფის პრობლემების კვალიფიციური გადაწყვეტისათვის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. მასალა შეესაბამება მეტროლოგიური უზრუნველყოფისთვის მოქმედი ნორმატული დოკუმენტების მოთხოვნებს და აგრეთვე გაზომვის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდის თანამედროვე ტენდენციებს.  
განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმართულებაზე „საზომი ტექნიკა, ექსპერტიზა და ხარისხის მენეჯმენტი“. მისი გამოყენება შეიძლება უმაღლესი და საშუალო რგოლის სხვადასხვა საწარმოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების სისტემაში, სპეციალისტების მიერ სამრეწველო პროდუქციის ხარისხის მეტროლოგიური უზრუნველყოფის შესაბამისად.

 

 

image
მ. წიქარიშვილი, გ. მეტრეველი, მ. ხუციშვილი, ლ. ბერიძე

შენობა-ნაგებობების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკა
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 72:616-07

მოცემულია მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოს შესასრულებლად შენობა-ნაგებობების დაზიანების ტექნიკურ დიაგნოსტიკაში. განხილულია თითოეული ლაბორატორიული სამუშაოს მიზანი, დანადგარის აღწერა, სამუშაოს შესრულების თანამიმდევრობა, გაზომვებისა და გამოთვლების შედეგები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
G. Arabidze, M. Gudiashvili, T. Jishkariani

Energy Safety

უაკ: 620.9:62-78

The manual discusses Georgian energy resources and their development level; Natural disasters and man-made mistakes, incidents; Potential risks in energy and their reduction measu­res; Use of fuzzy - mathematical tools under uncertainty and fu­zzy information.
The manual is prepared for Master and Doctoral students of the Power Engineering and Telecommunication faculty and  wide range of readers interested in the subject.

 

 

 

 

image-1
ქ. ვეზირიშვილი, ლ. პაპავა, ო. ვეზირიშვილი

გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში

უაკ: 621.1.06

ნაშრომი „გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში“ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი ცდაა, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი მოცულობა, მასალის შერჩევა-განლაგება და გადმოცემის ხასიათი. წიგნში თანამიმდევრობითაა განხილული გარემოს ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაწყვეტის ოპტიმალური გზები. სახელმძღვანელო შეიძლება გამოიყენოს სხვა ფაკულტეტის სტუდენტმაც და საპროექტო და საექსპლუატაციო დარგში მომუშავე ინჟინერ სპეციალისტმაც.

 

 

image-1
თ. ხმელიძე, გ. გურეშიძე, მ. მოდებაძე, ფ. ვერულაშვილი, გ. ქავთარია

ხე-ლითონის უირიბნო სამკუთხა წამწის გაანგარიშება და კონსტრუირება

უაკ: 581.11

მოცემულია ხე-ლითონის უირიბნო სამკუთხა წამწის დაპროექტების ძირითადი ასპექტები და განხილულია გაანგარიშების რიცხვითი მაგალითი.
განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობის (2903), აგრეთვე უმაღლესი ტექნიკური პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის საკურსო პროექტის და საკურსო სამუშაოს შესასრულებლად. იგი შეიძლება გამოიყენონ სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებმაც დამოუკიდებელი პრაქტიკული სამუშაოებისათვის.