image-1
ბ. მეფარიშვილი, გ. ჯანელიძე

განაწილებული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა Oracle

უაკ: 681.3

განხილულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდიკა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა Oracle 10g XE გარემოში. განკუთვნილია ინფორმატიკის დარგის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. თოდუა, თ. სტურუა, ბ. ტაბატაძე

HTML5 & CSS3

უაკ: 681.3

განხილულია HTML ენის შესაძლებლობები, HTML5 ვერსიაში შემოღებული სიახლეებისა და დამატებების გათვალისწინებით, HTML ენის ელემენტა­რული საფუძვლე­ბიდან დაწყე­ბუ­ლი რთული პრაქ­ტიკული საკითხებით დამთავრებული. ასევე, მოცემუ­ლია CSS3 ვებსაიტების დამუშავების უახლესი სტანდარტები, რომლე­ბიც ვებ­დაპროგრამების ენების ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშ­ვნელოვნად აუმჯობესებს და ინტერნეტ-პროექტებისთვის ორიგი­ნალური ვიზუა­ლური გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.
განკუთვნილია ინფორმა­ტიკისა და მართ­ვის სისტემების ფა­კულ­ტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავ­რიატის სტუ­დენ­ტებისა და HTML და CSS ენის გამოყენებით ვებგვერდების შექ­მნით დაინ­ტერესებული სხვა პირე­ბი­სთვის.

 

 

 

image-1
პ. ქენქაძე

რკინიგზის ტექნიკური აღჭურვილობისა და ექსპლუატაციის ზოგადი კურსი

უაკ: 656.2.075

განხილულია რკინიგზის ექსპლუატაციის ფუნდამენტური საკითხები და მის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური საშუალებები; აღწერილია რკინიგზის მრავალდარგოვანი მეურნეობის ცალკეული დარგის ფუნქციონირების სტრუქტურულ-ტექნოლოგიური მოდელები და მათი დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი საექსპლუატაციო პარამეტრები; მოყვანილია გადაზიდვითი პროცესის განხორციელების ძირითადი პრინციპები.
ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება გამოადგეს როგორც მაგისტრანტებს, ისე პრაქტიკოს რკინიგზელებსა და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს.

 

 

 

image-1
ჟ. პეტრიაშვილი, დ. სონღულაშვილი, ი. მოსაშვილი

ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში

უაკ: 54

ნაშრომი ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში დაეხმარება სტუდენტებს, ისწავლონ პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ერთ-ერთი გავრცელებული ვირტუალური მეთოდი. მასში შეტანილია ზოგადი ქიმიის არსებული სილაბუსის შესაბამისი კომპიუტერული ვირტუალური სასწავლო პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების გარკვეული ნაწილი. მათი დაუფლებით სტუდენტი შეძლებს, ვირტუალურად დააკვირდეს სხვადასხვა ქიმიური პროცესის მიმდინარეობას, გააკეთოს გათვლები და დასკვნები, მიიღოს შესაბამისი შეფასება.
ნაშრომს, რომელიც შედგება 2 პრაქტიკული და 8 ლაბორატორიული სამუშაოსაგან თან ერთვის ანიმაციური ვიდეომასალა.
ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში ხელს შეუწყობს ინფორმაციის ვიზუალურად მიწოდებას, განკუთვნილია სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისათვის და სხვა სასწავლო-მეთოდიკურ ლიტერატურასთან კომპლექსში დიდ დახმარებას გაუწევს მათ პროგრამული მასალის უკეთ ათვისებაში.

 

 

image-1
ნ. ყარალაშვილი, ლ. გიგინეიშვილი

გეოინფორმაციული სისტემები სატყეო საქმეში

უაკ: 581.526.42

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია გეოინფორმაციული სისტემების (გის) საფუძვლები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია გის მომხმარებლისთვის. მოცემულია გის გამოყენების ყველა ეტაპი, ასევე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საკითხები, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული გის გამოყენებასთან.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო საქმის და აგრარული მეცნიერების შემსწავლელი სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი, ნ. მუხიგულაშვილი

რკინიგზაზე მოძრაობის რეგულირების უსაფრთხოების და საინფორმაციო უზრუნველყოფის საფუძვლები

უაკ: 656. 25 (075)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და ინფორმაციის გადაცემის საფუძვლები, გამოყენებული ავტომატური ბლოკირების, ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციის, ელექტრული და დისპეტჩერული ცენტრალიზაციის, სატელეფონო ავტომატური, მრავალარხიანი და ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის, დისკრეტული ინფორმაციის გადაცემის, რადიო, რადიორელეური და თანამგზავრული კავშირის სისტემის სტრუქტურაში. ამასთან მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებს: ავტომატიკის და ტელემექანიკის სასადგურო სისტემები; ავტომატიკა და ტელემექანიკა გადასარბენებზე; ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე; სარკინიგზო საინფორმაციო უზრუნველყოფა.
გამოცემა გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის მიმართულების პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის პროგრამის შემსწავლელი სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. მაჭავარიანი

ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის დროს ქიმიური მდგომარეობის შეფასება და პროგნოზირება სასწავლო-მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 364.2

მეთოდიკური მითითებების მიზანია სტუდენტებისათვის ქიმიური მდგომარეობის პროგნოზირებისა და შეფასების მეთოდების, ქიმიური მოწამვლის ზონის აგებისა და ავარიის ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვის სწავლება ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოფრქვევა (დაღვრა). საინჟინრო გამოთვლები და მდიდარი მასალა ცხრილების სახით, ისეთი აქტუალური გამოთვლების შესრულების საშუალებას იძლევა, როგორიცაა ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის დროს ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერებით შესაძლო და ფაქტობრივი მოწამვლის სიღრმისა და ფართობის, დასახლებულ პუნქტთან მოწამლული ჰაერის ღრუბლის მიღწევის დროის, ადამიანისა და გარემოს დაზიანების საშიშროების განსაზღვრა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში დასაქმებულ პრაქტიკოსებს.

 

 

image-1
რ. ჩოგოვაძე, ზ. წვერაიძე

ჰიბრიდული ინტელექტუალური სისტემები

უაკ: 621.391

წიგნში განხილულია ჰიბრიდული ინტელექტუალური სისტემები, რომლებიც ძნელად ფორმალიზებადი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მეთოდის უპირატესობებს. ნეირონული ქსელები, ექსპერტული სისტემები, არამკაფიო სისტემები, გენეტიკური ალგორითმები და სხვა ერთიანდება ჰიბრიდულ სისტემაში. ასეთ სისტემას შეუძლია დაძლიოს ცალკეული მეთოდების ზოგიერთი ხარვეზი და გადაწყვიტოს ისეთი პრაქტიკული ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა გაძნელებულია ხელოვნური ინტელექტის ავტონომიურად მოქმედი ტრადიციული მეთოდებით.
ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. წერეთელი, ნ. მახარაშვილი

კიდული ბაგირგზის ასინქრონული ამძრავი

უაკ: 625.52

ნაშრომში განხილულია ბაგირგზებზე გამოყენებული ცვლადი დენის ამძრავები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სიხშირულ გარდამქმნელებზე, მოცემულია მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
შედარებით დაწვრილებითაა განხილული ბაგირგზის დიფერენციალური ელექტრული ამძრავი  ყველაზე იაფი და საიმედო საშუალება ძალიან მარტივი მართვის სისტემით. განხილულია ამუშავების, შენელებისა და მცოცი სიჩქარის პერიოდების დინამიკური რეჟიმები, ამ რეჟიმების შესაბამისი ამძრავის ენერგეტიკა.
განკუთვნილია კიდული ბაგირგზის ელექტრული ამძრავების სპეციალისტებისათვის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის.