image-1
თ. ბუხნიკაშვილი

მიწის სამუშაოების მანქანების მოდერნიზაციის ნიმუშები

უაკ: 69.002.51(07532)

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია მანქანების მუშა ნაწილების ტექნიკურად სრულყოფისა და დახვეწის წინადადებები. წინა პლანზეა წამოწეული ზოგადი ცნობები საპატენტო სამართლის შესახებ, რომელთა ცოდნა აუცილებელია საგამომგონებლო წინადადების გასაფორმებლად, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივად დასაცავად.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ნაშრომი გამოადგება სხვადასხვა დარგში მომუშავე ნოვატორ ინჟინრებს.

 

 

image-1
თ. ბჟალავა, თ. ფაღავა, მ. მეცხვარიშვილი

ზოგადი ფიზიკის მოკლე კურსი

უაკ: 53

დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლედაა გადმოცემული ზოგადი ფიზიკის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები. ნაშრომის მიზანია სტუდენტმა სწრაფად გაიაზროს ის საკითხები და ძირითადი ფორმულები, რომელსაც ითვალისწინებს ზოგადი ფიზიკის კურსი.
წიგნი დაეხმარება საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებს ფიზიკის კანონების გამოყენებაში.
ნაშრომი საინტერესო იქნება ფიზიკით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

 

 

image-1
ბ. ბერიტაშვილი, ნ. კაპანაძე, დ. ერისთავი

კლიმატის ცვლილება და გეოინჟინერია

უაკ: 551.5

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია როგორც გლობალური კლიმატური სისტემა და კლიმატის რეგიონალური ტიპები, ოკეანისა და ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესების როლი კლიმატის ჩამოყალიბებაში, ისე ცნობები დედამიწის კლიმატის ცვლილების შესახებ ისტორიულ წარსულსა და ინსტრუმენტული გაზომვების ბოლო საუკუნენახევრიან პერიოდში. განსაზღვრულია სათბურის ეფექტი და მისი გამომწვევი ფაქტორები, გლობალური კლიმატის პროგნოზი 2100 წლამდე. ჩამოთვლილია გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მთავარი საფრთხეები. დახასიათებულია წინა საუკუნის მანძილზე კლიმატის ცვლილება საქართველოში, შეფასებულია კლიმატის ცვლილების მიმართ ეკონომიკისა და ბუნებრივი ეკოსისტემების მოწყვლადობა, ასევე კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ძირითადი ელემენტები და მათ წინაშე არსებული ბარიერები, საქართველოში მიღწეული ძირითადი შედეგები კლიმატის ცვლილების დარგში. მოყვანილია გეოინჟინერიის დარგში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული და შემოთავაზებული ტექნოლოგიების მიმოხილვა. შეფასებულია მათი პერსპექტიულობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება.
განკუთვნილია კლიმატის ცვლილების პრობლემით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის, ასევე სტუდენტებისა და უფროსი კლასის მოსწავლეებისათვის.

 

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე

სპექტრული გაზომვების საფუძვლები და საშუალებები

უაკ: 621.38

მოცემული წიგნის დანიშნულებაა მოგვცეს ცოდნა სპექტრული გაზომვების ძირითადი საფუძვლების შესახებ. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება თანამედროვე სუპერჰეტეროდინულ სპექტრის ანალიზატორებზე. მოთხრობილია უახლეს პერიოდში მიღწეულ მათ შესაძლებლობებზე. მაგალითები განხილულულია აღნიშნულ დარგში იმ მიღწევებზე, რომლებიც დღეისათვის აქვს ისეთ ცნობილ ამერიკულ ფირმას, როგორიცაა Agilent Technologies. შედეგები ილუსტრირებულია გრაფიკების სახით.
განკუთვნილია, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. იგი შეიძლება წარმატებით გამოიყენონ უკაბელო კავშირის სისტემის მუშაკებმა როგორც მეცნიერულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებში. ვფიქრობთ უინტერესო არ იქნება ელექტრული გაზომვების ნებისმიერ სფეროში მომუშავისთვის.

 

 

 

image-1
ო. რუხაძე, გ. ხვიჩია, †გ. გოცირიძე

ლითონდასამუშავებელი ტექნოლოგიური მანქანების დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 621.

დამხმარე სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია ტექნოლოგიური მანქანების (ლითონსაჭრელი ჩარხების) დაპროექტების სრული სალექციო კურსი ანუ ჩარხების კინემატიკური და ძალოვანი გაანგარიშებები, რომლებიც ითვლება ჩარხების ტექნიკური და მუშა პროექტების შექმნის საფუძვლად.
მეორე ნაწილში მოცემულია რამდენიმე ჩარხის ტექნიკური პროექტის შესრულების ვარიანტები.
ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა იგი წარმატებით შეიძლება გამოიყენონ როგორც მაგისტრანტებმა, ისე წარმოების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ინჟინერ-კონსტრუქტორებმაც.

 

 

image-1
ო. რუხაძე, თ. მჭედლიშვილი

ლითონსაჭრელი ჩარხები და ტექნოლოგიური კომპლექსები

უაკ: 621

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო ტექნოლოგიური მანქანები, საერთო დანიშნულების ლითონსაჭრელი ჩარხები და ტექნოლოგიური კომპლექსები. მოცემულია ზოგადი ცნობები ჩარხების შესახებ, მათი კლისიფიკაცია და ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, კინემატიკური სტრუქტურა, ფორმის წარმომქმნელი მოძრაობები, საერთო დანიშნულების ჩარხების მართვა, გაწყობა და მათი თავისებურებანი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე; აღწერილია სახარატო, საბურღი, საფრეზავი, სარანდი, საწელავი, სახეხი ჩარხები, აგრეთვე კბილ და კუთხვილდამმუშავებელი ჩარხების კინემატიკა, ავტომატები და პროგრამული მართვის ჩარხები, სამრეწველო რობოტები, მოქნილი ავტომატური სისტემები, საჩარხო მოდულები და ავტომატური ხაზები.
წიგნი ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა იგი შეიძლება წარმატებით გამოიყენონ მაგისტრანტებმა და მექანიკურ წარმოებაში მომუშავე სპეციალისტებმაც.

 

 

 

image
ბ. მეფარიშვილი, გ. ჯანელიძე

Web დანართების პროგრამული რეალიზაცია MySQL-ის გამოყენებით (ლაბორატორიული პრაქტიკუმი)

უაკ: 008

განხილულია მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა MySQL გარემოში ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების აღწერილობა საგნისათვის „Web დანართების პროგრამული რეალიზაცია MySQL-ის გამოყენებით“.
განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, ჯ. შანიძე

ელექტრონული სქემების მოდელირება Electronics Workbench გარემოში მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.398

ნაშრომში განხილულია ციფრული და ანალოგური ფუნქციური კვანძებისა და მოწყობილობების ვირტუალური მოდელირება „Multisim“ სქემატექნიკური პროგრამის გამოყენებით.
მეთოდიკური მითითებები მოიცავს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, ი. მოდებაძე

ელექტრული წრედები 2 მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.301

განხილულია ელექტრული წრედების მოდელირების სქემა ტექნიკური პროგრამა „Multisim“-ის გამოყენებით, ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად სასწავლო კურსში „ელექტრული წრედები 2“.
მეთოდიკური მითითებები მოიცავს პროგრამასთან მუშაობისა და სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.