image-1
თ. წივწივაძე, ნ. ჩიგოგიძე, რ. კლდიაშვილი, რ. სხილაძე, ჟ. გაბრიჭიძე, გ. სულაქველიძე

ტოპინამბური (მითი და რეალობა)

უაკ: 615.32

ტოპინამბური (ქართული სახელწოდება-მიწავაშლა) ცნობილია როგორც საკვები (კარტოფილის ალტერნატივა) და როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური (უპირველესად ანტიდიაბეტური) მცენარეული ნედლეული, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა უნიკალურ კომპლექსს-ფრუქტოზის პოლიმერულ ინულინს (16-დან 20%-მდე), ორგანულ მჟავებს, პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, აგრეთვე  40-მდე მაკრო და მიკროელემენტს. ტოპინამბური განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით ( C2, B1, B2, B6, PP   და სხვ.).
ტოპინამბურისაგან მომზადებული კვების პროდუქტი არა მარტო გემრიელი და მარგებელია, არამედ აქვს პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებები–ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე მეტალები და რადიონუკლიდები, ტოპინამბურის სიროფი არა მარტო ცვლის შაქარს, არამედ შედგება სამკურნალო ფრუქტოზისგან, დაბლა სწევს შაქარისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში, საფუძველია ბავშვთა სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად, ტოპინამბურის (ვარდკაჭაჭასთან ერთად) ფოთლებისგან დამზადებული ბრიკეტები ცნობილი ანტიდიაბეტური წამალია. ტოპინამბურის მწვანე მასისგან დამზადებული სპირტიანი გამონაცემი ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა კოსმეტიკაში. ტოპინამბურის ტუბერის ფხვნილისაგან დამზადებული ტაბლეტები დღემდე შეუცვლელი ანტიდიაბეტური საშუალებაა. ტოპინამბურის, ვარდკაჭაჭას და ნატურალური ყავის კომბინირებული ნარევი-„ხელოვნური ყავა“ შეუდარებელია გემოვნური თვისებებით და არაჩვეულებრივი არომატით.
შემუშავებულია თეთრი, რუხი და შავი პურის ტოპინამბურით გამდიდრების ორიგინალური რეცეპტურები და ტექნოლოგიები. კარგ გემოსთან ერთად ახალი თაობის ანტიდიაბეტურ პურს აქვს შესანიშნავი კვებითი და პროფილაქტიკურ-სამკურნალო ღირებულება.
ტოპინამბურის ბაზაზე დამზადებული არაყი „ტოპინამბურა“, რომელიც შეიცავს ტოპინამბურის მჟავურ ჰიდროლიზატს, ბუნებრივ მრავალატომიან სპირტებსა და მცენარეული ნედლეულის ეთერზეთებს, ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიდიაბეტური თვისებებით.
მონოგრაფია განკუთვნილია ქიმიაში, ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში მოღვაწე სპეციალისტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

 

 

image-1
გ. ვარშალომიძე

ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვისას გამრეცხი და ცემენტის ხსნარების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები

უაკ: 622.24

მონოგრაფია შედგება 9 თავისაგან. მასში განხილულია საბურღი ხსნარების დამუშავებისა და ჭაბურღილში საცავი კოლონების დაცემენტების თანამედროვე ტექნოლოგიები. ფართოდაა გაშუქებული საბურღი და ცემენტის ხსნარების მაჩვენებლები და მათი გამზომი ხელსაწყოები, საბურღი და ცემენტის ხსნარების დამამძიმებლები, შემავსებლები და საბურღი ხსნარების შლამისაგან გამწმენდი მოწყობილობები. მონოგრაფიაში ფართოდაა განხილული საბურღი ხსნარების დამუშავებისათვის გამოსაყენებელი ქიმიური რეაგენტები, მოცემულია აგრეთვე საბაზისო სატამპონაჟო ხსნარები, მასალები და ბუფერული სითხეები.
ყველა საკითხი შეიცავს უხვ ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ისე იმ ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებული ნავთობგაზმომპოვებელ მრეწველობაში.

 

 

image-1
დ. თავხელიძე, ზ. მჭედლიშვილი, მ. რაზმაძე

მოძრაობის მრავალი თავისუფლების ხარისხის, მრავალრგოლიანი ბერკეტული მექანიზმების კინემატიკური და ძალოვანი ანალიზი

უაკ: 62.519

განხილულია მოძრაობის ორი და მრავალი თავისუფ­ლების ხარისხის მქონე ხუთრგოლა ბერკეტული მექა­ნიზმების კინემატი­კური პარამეტრების გაანგარიშების მეთოდი, რომელიც დაფუძ­ნებულია ერთგვაროვან კოორდინატთა სისტე­მაზე და წარმა­ტებით გამოიყენება მრავალრგოლიანი, ბერკე­ტული მექანიზ­მების როგორც პირდაპირი, ისე უკუგეომეტ­რიული ამოცა­ნების ამოხსნისას. გამოთვლების შედეგად მიღე­ბული ალგო­რითმები კი გამოიყენება კინემატიკურ წყვილებში ჩაშენებული ამძრავე­ბის მართვის სწრაფ­ქმედების უზრუნველ­საყოფად. მიღე­ბული შედეგები შესაძლებელია გამო­ყენებულ იქნეს რთული ბერკე­ტული მექანიზმების დაგეგმა­რების, მათი მართვის ალგო­რით­მების შედგენის, ასევე მექა­ნიზ­ებისა და მანქანათა თეო­რიის კურსის სწავლებისას.

 

 

 

image
ზ. გაჩეჩილაძე, ნ. სუმბაძე, ი. პირველი

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დაგეგმვა LEAP მოდელის გამოყენებით

უაკ: 620.9

მონოგრაფიაში „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დაგეგმვა LEAP მოდელის გამოყენებით“, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შესწავლილია სტრატეგიული დაგეგმვის მოდელების გამოყენების მიზანშეწონილობა საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი განვითარების დაგეგმვისა და შესაბამისი ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ამ მიზნით გაანალიზდა საქართველოსა და მეზობელი, აგრეთვე ევროპული ქვეყნების გამოცდილება და შეფასდა ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი მოწინავე კომპიუტერული დაგეგმვის მოდელის საშუალებით შემუშავებულია საქართველოს ენერგეტიკული დარგის გრძელვადიანი დაგეგმვის მოდელი ე.წ. LEAP პროგრამულ გარემოში და ჩატარებულია სხვადასხვა სცენარული ანალიზი.

 

 

image-1
შ. ბაქანიძე, ვ. ლოლაძე, ნ. მსხილაძე, ი. ქვარაია

შენობა-ნაგებობების მრავალშრიანი შემომფარგლავი კედლების დაბეტონების ტექნოლოგია ახალი ტიპის საყალიბე ფარების გამოყენებით

უაკ: 624.05

მონოგრაფიაში განხილულია  მრავალშრიანი შემომფარგლავი კედლების კონს­ტრუქციული გადაწყვეტები და ტექნოლოგიები. მოცემულია მრავალშრიანი კედლების ცალკეული შრეების ურთიერთმიერთება რთულპროფილიანი ზედაპირებით, რაც ზრდის ადგეზიას მათ შორის. შემოთავაზებულია ახალი ტიპის საყალიბე ფარები აღნიშნული შრეების დასაბეტონებლად მძიმე და მსუბუქშემავსებლიანი ბეტონებისაგან.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ბაღათურია

ენოლოგია ღვინის წარმოქმნა და დავარგება

უაკ: 663.252

მონოგრაფიაში გადმოცემულია ქვევრის ღვინის მიღების ქართული ტექნოლოგიის მეცნიერული საფუძვლები, ტექნოლოგიისა, რომელსაც იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. წიგნში დეტალურადაა აღწერილი ღვინის წარმოქმნის, ფორმირების, დავარგებისა და დაძველების სტადიებზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნები; განხილულია ალკოჰოლური დუღილის პროცესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორი; აღწერილია ღვინის მიღების ევროპული და ქართული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიებით მიღებული ღვინის თავისებურებანი; აღწერილია ღვინის დაავადებები და მათი გამოსწორების გზები; მონოგრაფიაში დეტალურადაა გამოკვლეული როგორც ევროპული ტიპის, ისე ქართული  ღვინის ფალსიფიკაციისას მიმდინარე ცვლილებები, შემოთავაზებულია ღვინის ნატურალურობის მაჩვენებელი ფიზიკურ-ქიმიური კრიტერიუმები.
წიგნი განკუთვნილია მეღვინეობის სფეროში დასაქმებული მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის. ის ასევე დიდ დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის თეორიული კურსის ათვისებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

 

 

image-1
დ. აბზიანიძე, რ. მანაგაძე, ნ. ფოფორაძე, გ. ტაბატაძე

მათემატიკური ეკოლოგიის გამოყენება გარემოს დაცვის ამოცანების გადასაწყვეტად

უაკ: 577.4:51

მონოგრაფია არ არის მათემატიკური ეკოლოგიის  სისტემური სახელმძღვანელო, თუმცა მისი მიზანია წარმოადგინოს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული მათემატიკური  მეთოდები გარემოს  დაცვის პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას.
მასალების ფართო სპექტრი და მაგალითების მრავალფეროვნება ნაშრომს სასარგებლოს ხდის დარგის მკლევრების, აგრეთვე ეკონომიკისა და სხვა დარგის სპეციალისტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გარემოს დაცვის საკითხებით.

 

 

image-1
ე. თურქია, ზ. არხოშაშვილი

ორგანიზაციული პროცესების მართვის სრულყოფა მოდელური ინჟინერიის ტექნოლოგიით

უაკ: 681.3

მონოგრაფიაში გადმოცემულია ორგანიზაციული პროცესების მართვის სრულყოფის გზების თეორიული და პრაქტიკული საკითხები მოდელური ინჟინერიის ბაზაზე, რაც პროგრამული ინჟინერიის განვითარების ერთ-ერთი უახლესი მიმართულებაა.
ორგანიზაციული პროცესების მართვა განხილულია საბანკო-საკრედიტო სისტემის მაგალითზე. შემოთავაზებულია საკრედიტო მრჩევლის ანალიტიკური ავტომატიზებული სისტემის აგება და რეალიზაცია. სისტემის მოდელის აგება და კვლევა წარმოებს პროგრამული ინჟინერიის ტექნოლოგიების (მ.შ. ბიზნესპროცესების მოდელირების ენის, უნიფიცირებული მოდელირების ენის, ბიზნესწესების მოდელირებისა და მოდელებით მართვადი არქიტექტურის) ბაზაზე. სისტემის ანალიტიკური ფუნქციების მოდელირებისთვის გამოიყენება სესხის გაცემის ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემებისა და მეთოდების დამუშავება, ხოლო სისტემის ინფორმაციული და პროგრამული უზრუნველყოფა ხორციელდება სერვისორიენტირებული არქიტექტურის ბაზაზე.
მონოგრაფია განკუთვნილია პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკის დარგის სპეციალისტებისთვის. იგი საინტერესო იქნება აგრეთვე დოქტორანტების, მაგისტრანტების, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ ორგანიზაციული სისტემების ბიზნესპროცესების მოდელირებისა და პროგრამული დეველოპმენტის სფეროში.

 

 

image-1
გ. სურგულაძე, ხ. ქრისტესიაშვილი, გ. სურგულაძე

საწარმოო რესურსების მენეჯმენტის ბიზნესპროცესების მოდელირება და კვლევა

უაკ: 004.5

მონოგრაფიაში განხილულია კორპორაციულ ორგანიზაციებში ERP სისტემის დანერგვის ბიზნესპროცესები. პროექტი დაყო­ფილია სამ დო­ნედ: სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერა­ციული. თითოეული დო­ნისთვის განსაზღვრული პროცესები მო­დელირებულია BPMN სტან­დარტების საფუძველზე, ხდება მათი შედარება UML ტექნოლო­გიასთან. მოცემულია ორგანი­ზაციული მართვის კონკრეტული ფუნ­ქციური ქვე­სისტემების ავტომატიზაციის საკითხები ERP სისტემის და­ნერგვის შედეგად, მათ შორის ლოგისტიკური მენეჯმენტისთვის. შემო­თავაზე­ბულია ადამიანური რესურსების მართვის, ხელფასის დარიც­ხვის სის­ტემის, პროდუქციის შესყიდვებისა და ტვირთის გადაზიდ­ვის ოპე­რატიული მართვის პროცესების მოდელირება Bizagi-ს გამოყე­ნებით. წარმოდგენილია პეტრის ფერადი ქსელების (CPN) გამოყენება სერვი­სული პროცესების იმიტაციური მოდელის ასაგებად და მისი ფუნქცი­ონირების დროითი მახასიათებლების გამოსაკვლევად. მოცემუ­ლია ERP/MRP სისტემების ქართული მწარმოე­ბელი კომპანიების მარ­კეტინ­გული ანლიზი. ექსპერი­მენტულ ნაწილში განხილულია საწარ­მოში არ­სებული ბიზნესპროცესების მენეჯმენტისა და ავტომატიზა­ციის გა­უმ­­ჯობესების გზები, პროცესების მოდელირების გამოყენებით. ბიზნესპროცესების მოდელირებისა და პროგრამული რეალიზაცი­ისთვის გა­მოყენებულია Bizagi-ს ორი ინსტრუ­მენტი Process Modeler და BPM Suite.
მონოგრაფია საინტერესო იქნება მართვის საინფორმაციო სისტე­მების (MIS) და ბიზნესადმინისტრირების (BA) სპეციალობის მაღალი კურ­სის სტდენტების, მაგისტრანტ-დოქტორან­ტებისა და სპეციალისტე­ბისთვის.