image-1
მ. ცინცაძე, ნ. კილასონია, ე. თოფურია

ზოგადი ქიმიის სამუშაო რვეული

უაკ: 54

რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსს ზოგად ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, იგი შეძლებს გამოიმუშავოს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევები.
რვეული განკუთვნილია ბაკალავრიატის და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის.

 

 

 

image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა AutoCAD 2012

უაკ: 681.3

წინამდებარე სახელმძღვანელო „კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა AutoCAD 2012“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

 

image-1
ნ. ჯიბლაძე, გ. დიასამიძე, ზ. მოსეშვილი

ალგორითმიზაციისა და დაპროგრამების საფუძვლების ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 008

განხილულია ალგორითმებისა და კომპიუტერული პროგრამების რეალიზაციის ძირითადი პრინციპების და მათი გამოსახვის საშუალებების ლაბორატორიული სამუშაოები „სწრაფი ბეისიკისა“ და C ++ ალგორითმული ენების ბაზაზე.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ მკითხველსაც.

 

 

 

image-1
ო. გაბედავა, ს. პოჩოვიანი

კომპიუტერის არქიტექტურა და ექსპლუატაცია

უაკ: 658.012.011.56

განხილულია ლაბორატორიული სამუშაოების შედგენის მეთოდიკა. გადმოცემულია ლაბორატორიული სამუშაოების მიზანი; ჩართულია ის ძირითადი პრაქტიკული საკითხები, რომელთა ცოდნა აუცილებელია პერსონალური კომპიუტერის სპეციალისტებისათვის რათა მათ შეძლონ მუშაობა და გარკვეული ტიპის პრობლემების გადაჭრა სპეციალობაში.
ლაბორატორიული პრაქტიკუმი განკუთვნილია „ინფორმაციის დამუშავებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის საგანში: „კომპიუტერის არქიტექტურა და ექსპლუატაცია“.
ლაბორატორიული პრაქტიკუმი განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე მართვის ავტომატიზებული სისტემების დამმუშავებლებისა და სპეციალისტებისათვის.

 

 

 

image-1
ა. ფრანგიშვილი, ზ. წვერაიძე, †ბ. ბარდაველიძე, ო. ნამიჩეიშვილი

ფუნქციონალური დაპროგრამების ენა
ჰასკელის ლაბორატორიული პრაქტიკუმი

უაკ: 004.4

მოცემული წიგნი საქართველოში პირველი გამოცემაა, რომელშიც განხილულია დაპროგრამების ფუნქციონალური ენა ჰასკელის ლაბორატორიული სამუშაოები. ის მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში ისეთი ინფორმატიკოსის, ფიზიკოსის, კიბერნეტიკოსის, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის, კრიპტოლოგისა და მათემატიკოსის მომზადების ხელშეწყობას, რომელიც თავისი პრაქტიკული საქმიანობისას ფუნქციონალური დაპროგრამების პარადიგმას მიმართავს. გასაგებია, რომ გამოყენებით საფუძვლებს ამ სფეროში ვასწავლით ჰასკელის მეშვეობით, ვინაიდან დღეს იგი ფუნქციონალური დაპროგრამების განსაკუთრებით მძლავრი და დასრულებული ინსტრუმენტია, ხოლო განვითარების ტემპით კომერციულად ყველაზე გავრცელებულ ენებსაც კი უსწრებს.
წიგნი გამოადგება კომბინატორული ლოგიკის, λ-აღრიცხვისა და პარალელური გამოთვლების შემსწავლელებსაც.
იგი ასევე საინტერესო იქნება ყველა იმ პირისათვის, ვინც სერიოზულად ეკიდება ახალ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ხელოვნური ინტელექტისა და საექსპერტო სისტემების პრობლემებს.

 

 

 

image-1
კ. ფარცხალაძე, გ. მაზანიშვილი

კვების პროდუქტების სამაცივრო ტექნოლოგია მეთოდიკური მითითებანი პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.56

განხილულია პირველი სახის რეგულარული თბური რეჟიმის თეორიული საფუძვლები.  ამ თეორიაზე დაყრდნობით ამოხსნილია გაცივების, გაყინვისა და შენახვის პრაქტიკული ამოცანები. გაანგარიშებულია თბური პროცესის ხანგრძლივობის, პროდუქტში სიცივით დამუშავებისას ტემპერატურის ცვლილების, შეშრობისა და სხვა მაგალითები.
დანართში მოცემულია ინფორმაციული მასალა, რომელიც საჭიროა გაანგარიშების ჩასატარებლად.
განკუთვნილია მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის „კვების პროდუქტების სამაცივრო ტექნოლოგიის“ და „მაცივარ დანადგარების“ კურსების პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად, აგრეთვე მაგისტრანტებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის.

 

 

 

image-1
დ. ფრიდონაშვილი, ჯ. იოსებიძე

საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი კურსი
(მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად)

უაკ: 629113

მეთოდური მითითებები განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საავტომობილო სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი

სარკინიგზო კავშირგაბმულობის მოკლე კურსი

უაკ: 656. 254 (075.32)

განხილულია რკინიგზის ტრანსპორტზე ადგილობრივი, მრავალარხიანი, ავტომატური სატელეფონო, ოპერატიულ – ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის სახეების ჩამოყალიბების, დისკრეტული ინფორმაციის კოდირების, ტელეგრაფრების და მონაცემების გადაცემის ორგანიზების საკითხები, აგრეთვე კავშირგაბმულობის ელექტრული საკაბელო ხაზების კონსტრუქციები და შუქგამტარების ფუნქციონირების ფიზიკური საფუძვლები, რადიო, რადიორელეური და თანამგზავრული კავშირის სისტემების აგების პრინციპები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „სარკინიგზო დეპარტამენტის“ პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამით დაკავებული სტუდენტებისათვის, აგრეთვე შეიძლება სასარგებლო იყოს რკინიგზის თანამშრომლებისათვის, რომლებიც სატრანსპორტო კავშირგაბმულობის საფუძვლების გაცნობით არიან დაინტერესებულნი. 

 

 

image-1
მ. დემეტრაშვილი

დეტალების ესკიზებისა და ნახაზების შედგენა (მეთოდიკური მითითებები)

უაკ: 744(075.8)

განხილულია დეტალების ესკიზებისა და ნახაზების შესრულების, მათზე ზომების დასმის წესები და დებულებები, რაც ახსნილია სხვადასხვა ტიპის და სირთულის დეტალების მაგალითებით.განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის (როგორც ბაკალავრიატის, ასევე უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის) სატრანსპორტო და მექანიკური ფაკულტეტის, აგრეთვე მასთან გათანაბრებული სპეციალობების სტუდენტებისათვის.
ნაშრომი შესრულებულია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.