ა. გოჩოლეიშვილი, დ. კუპატაძე

ჭაურების მშენებლობა და
რეკონსტრუქცია

image-1

უაკ 622.675

ISBN 978-9941-28-041-2 (PDF)

128 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში გაშუქებულია ვერტიკალური გვირაბების მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესები. აღწერილია ჭაურის პირის გაყვანისა და გამაგრების ძირითადი პროცესები, მოცემულია ჭაურის აგების სქემები. ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს, სანგრევის განიავებას, ქანის დატვირთვას და მის განტვირთვას დღისეულ ზედაპირზე, წყალამოღვრას და მუდმივი სამაგრის ამოყვანის სამუშაოებს. ასევე განხილულია ჭაურების აგების თანამედროვე მოწყობილობები და კომპლექსები.
ნაშრომში, გარდა ჭაურების მშენებლობის ძირითადი პროცესებისა, დეტალურად არის გადმოცემული ჭაურების რეკონსტრუქციის (ჩაღრმავების) ტექნოლოგიური პროცესები. აღწერილია ჭაურების რეკონსტრუქციის ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით ჩაღრმავების ხერხები, მათი თანმხლები პროცესები და თანამედროვე მოწყობილობათა კომპლექსები.
ნაშრომი დიდად შეუწყობს ხელს სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებს საგნის ცოდნისა და გაცნობიერების ამაღლებაში.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები