უაკ 658.011.56:622.012.2
ISBN 978-9941-28-108-2 (PDF)
120 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსი ეხება წიაღისეულის ღია და მიწისქვეშა წესით მოპოვების პროცესების ავტომატიზაციის საკითხებს. მოცემულია ფრეზული, დარტყმა-ბრუნვითი და თერმული ბურღვის პროცესების, ერთჩამჩიანი და როტორული ექსკავატორების ავტომატიზაციის ხერხები. განხილულია მომპოვებელი მანქანების ავტომატიზაციის საშუალებები. დეტალურადაა წარმოდგენილი კომბაინის ძრავას დატვირთვის რეგულატორების ფუნქციური და ალგორითმული სტრუქტურები, ასევე განხილულია: მოსამზადებელი პროცესების ავტომატიზაციის, წიაღისეულის ტრანსპორტირების პროცესების, საშახტე სარკინიგზო ტრანსპორტის, ამწევი დანადგარის, მთავარი და ადგილობრივი სავენტილატორო და კომპრესორული დანადგარების ავტომატიზაციის საკითხები. დეტალურადაა განხილული საშახტე მთავარი და ადგილობრივი წყალამოსაღვრელი დანადგარების ავტომატიზაციის აპარატურა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.