უაკ 621.57
ISBN 978-9941-28-176-1 (PDF)
64 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში მოცემულია მაცივარი მანქანების დგუშიანი კომპრესორების ფართოდ გავრცელებული ვარიანტების თბური გაანგარიშებები. იგი მთლიანად შეესაბამება „1706“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის გათვალისწინებულ დგუშიანი კომპრესორების თბურ ანგარიშებს და დახმარებას გაუწევს აღნიშნული სპეციალობის სტუდენტებს „მაცივარი მანქანების“ კურსის ათვისებაში. სალექციო კურსი სარგებლობას მოუტანს აგრეთვე თბოაირმომარაგებისა და ენერგეტიკის სპეციალობის სტუდენტებს, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების, საკონსტრუქტორო ბიუროების მაცივარი მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის ყველა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, რომლებსაც უხდებათ მაცივარი მანქანებისა და დანადგარების კონსტრუირება, დაპროექტება ან მათი ექსპლუატაცია. გამოცემა განკუთვნილია „კვების და სამაცივრო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების და მოწყობილობების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.