უაკ 621.33
ISBN 978-9941-20-499-9
399 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2014
პოპულარული ენით აღწერილია ელექტრული წევის, როგორც სახალხო მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, წარმოშობის და განვითარების ისტორია, მისი დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. განხილულია წევის, სამუხრუჭო და მოძრაობისადმი წინააღმდეგობის ძალების წარმოქმნის მექანიზმები და მათი რეალიზაციის საკითხები. მათემატიკური აპარატის გამოყენებით ახსნილია მატარებლის მოძრაობის დინამიკის და წევის გაანგარიშების გრაფიკული, გრაფოანალიზური და ანალიზური მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი თანამედროვე ნახევარგამტარული ტექნიკის ბაზაზე შესრულებულ მდოვრე რეგულირების მქონე სტატიკურ გარდამქმნელებს და სტატიკური ინვერტორების გამოყენებით ასინქრონული წევის ძრავების სიჩქარის რეგულირების სისტემებს. წარმოდგენილ სახელმძღვანელოში, პირველად ქართული ტექნიკური ლიტერატურის ისტორიაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ელექტრომობილს. აღწერილია ელექტრომობილის შექმნისა და განვითარების ისტორია, მისი ჩავარდნისა და ხელმეორედ აღორძინების მიზეზები, პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ელექტრომობილის ფართოდ დანერგვას და მითითებულია მათი გადაჭრის გზები. აღწერილია სარელსო ტრანსპორტის მოძრაობისას დიდი სიჩქარის განვითარების შემთხვევაში წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, უბორბლო (მაგნიტური ჩამოკიდების მქონე) სატრანსპორტო საშუალებების დანერგვის მეშვეობით. დეტალურადაა განხილული მათი მუშაობის პრინციპი. აღწერილია დღეისათვის პრაქტიკულად რეალიზებული მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო საშუალებები და მათი განვითარების პერსპექტივები. ქართული ტექნიკური აზროვნების სივრცეში, წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ტრანსპორტის დარგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენაძენს მათთვის, ვინც დაინტერესებულია ელექტრული წევის საკითხებით.