უაკ 621.31
ISBN 978-9941-20-418-0
61 გვერდი
დამტკიცების თარიღი 21.02.2014
საბაზრო ეკონომიკის ფორმირების რთულ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის დანერგვის სწორად წარმართვას. წინა პლანზე იწევს ამ კუთხით მსოფლიო გამოცდილების შესწავლა და საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინება. წარმოდგენილ ნაშრომში - „კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში“ - თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შესწავლილია ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირების მსოფლიო გამოცდილება. ჩატარებულია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის ფორმირების წინაპირობების მეცნიერული ანალიზი და კვლევის საფუძველზე დადგენილია საქართველოში კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების ეტაპები და სტრუქტურა.