უაკ 621.56/57
ISBN 978-9941-20-553-8
121 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.12.2014
სახელმძღვანელოში მოცემულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული ხრახნული და სპირალური ტიპის კომპრესორები. აღწერილია ხრახნული კომპრესორების მუშა პროცესის გაანგარიშების თერმოდინამიკური საფუძვლები და ძირითადი კონსტრუქციული თანაფარდობების დადგენის მეთოდები, ასევე ხრახნული და სპირალური კომპრესორების კონსტრუქციული თავისებურებანი. მოყვანილია ხრახნული კომპრესორების მუშაობაზე სხვადასხვა გეომეტრიული და ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრის გავლენა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის მუშაუნარიანობის განსაზღვრის მეთოდიკა. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ, აგრეთვე, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.