უაკ 51
ISBN 978-9941-20-158-5
232 გვერდი
დამტკიცების თარიღი 02.11.2012
წიგნის მიზანია მოკლედ გააცნოს მკითხველს მათემატიკური მეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის გონებითა და ხელით შექმნილი იარაღები, მექანიზმები, მანქანები, ნაგებობები და ა. შ. განხილულია მათემატიკური მეცნიერების (მათემატიკა, მექანიკა, ასტრონომია) განვითარება იმ ხალხებთან, ვინც შექმნეს ძველი ცივილიზაციები. განხილულია აღორძინების ეპოქისა და შემდგომი პერიოდის მათემატიკური მეცნიერებები. მკითხველი მრავალ საინტერესო მასალას გაეცნობა საქართველოში მათემატიკური ცოდნის გავრცელებისა და განვითარების ეტაპებზე, მათემატიკასთან და მექანიკასთან დაკავშირებულ ნივთიერ და წერილობით წყაროებზე. გადმოცემულია საქართველოში მოღვაწე მათემატიკოსების, მექანიკოსების და საქართველოს გარეთ მოღვაწე ქართველი მათემატიკოსებისა და მექანიკოსების მეცნიერული, საინჟინრო და კონსტრუქციული საქმიანობის ის ძირითადი მხარეები, რომლებმაც მათ მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი.