უაკ 681.3.001:621.396.6
ISBN 978-9941-20-528-6
115 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.12.2014
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული აპარატურის ავტომატიზებული დაპროექტებისათვის გამოყენებული ორი პროგრამა Multisim-ი და Ultiboard-ი, აგრეთვე მოყვანილია ზოგადი ცნებები ავტომატიზებული დაპროექტების შესახებ. ელექტრონული მოწყობილობების სქემების დასახაზად და მუშაობის სიმულირებისათვის გამოყენებული პროგრამა Multisim-ის აღწერისას ნაჩვენებია როგორ ხდება ფორმატის (ფურცლის) ზომების, პარამეტრების და ოფციების შერჩევა, ძირითადი წარწერების სხვადასხვა ენაზე და ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად გაფორმება, კომპონენტების მონაცემთა ბაზებით სარგებლობა. განხილულია კომპონენტების ძირითადი სახეობები და პარამეტრები, სქემის შედგენის ზოგადი წესები. Electronics Workbench-ში შექმნილი ელექტული სქემების ხაზვის პროგრამებთან ინტეგრირებული სამონტაჟო ფირფიტების კონსტრუქტორი პროგრამის Ultiboard-ის აღწერისას განხილულია ელექტრონული კომპონენტების ჯგუფები, ელექტრონული ანაწყობების შესაძლო სტრუქტურები, ციფრული მიკროსქემების ტიპები და ზომები, ნაბეჭდი სამონტაჟო ფირფიტის სახეები, ზომები, მასალები. ნაჩვენებია როგორ ხდება სამონტაჟო ფირფიტის გამოტანა ნახაზზე, აკრძალვის ზონის გამოყოფა, ელემენტების გადაადგილება და ორიენტირება, ტრასირება, სამონტაჟო ფირფიტის პროექტის ფენების ამობეჭდვა, სხვადასხვა ელემენტის შექმნა, რომლებიც არ შედის მონაცემთა ბაზაში, აგრეთვე პროექტის ექსპორტი Gerber ფაილების სახით.