სწორად: 1. მართებულად (სწორად მოიქცა) 2. წრფივი ხაზით, არაირიბად (გზა სწორად მიდის); 3. ტოლად, თანაბრად (სწორად შეჭრა თმისა...); სწორედ: ზუსტად, სახელდობრ (სწორედ ახლა / აქ...).
ღვივება (ცეცხლისა); ღვივილი (ცომისა).
ყაურმა: წვენში ჩახარშული ჯიგარი; შაურმა: ლავაშში გახვეული მწვადი.
- თქო: სხვათა სიტყვის გამომხატველი ნაწილაკი; აღნიშნავს პირველი პირის მიერ დანაბარებ სიტყვას, რომელიც მეორე პირმა მესამეს უნდა გადასცეს (წადი და უთხარი, გიორგი გიცდის-თქო); –მეთქი (< მე ვთქვი): პირველ პირის სხვათა სიტყვის ნაწილაკი: „ნეტა, მეც შენისთანა მონადირე ვიყო-მეთქი, – ვუთხარი ბიძაჩემს“ (ვაჟა).
–ფილია: ვინმეს ან რაიმეს სიყვარული; რაიმესადმი მიდრეკილება (რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი); -ფობია: ვინმეს ან რაიმეს სიძულვილი; აკვიატებული შიში (რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი).
აგეგმვა: ადგილმდებარეობის განსაზღვრა რუკის შესადგენად; დაგეგმვა: 1. გეგმის შედგენა; 2. წინასწარ შემუშავებულ ღონისძიებათა პროექტის შედგენა (მუშაობის დაგეგმვა).
ადრესანტი: წერილის გამგზავნი; ადრესატი: წერილის მიმღები.
ადრეული (ხილი); ადრინდელი (ამბავი).
აეროდრომი: საგანგებოდ მოწყობილი მოედანი თვითმფრინავების სადგომად და ასაფრენ-დასაფრენად; აეროპორტი: საჰაერო პორტი მგზავრების (აგრეთვე ტვირთისა თუ ფოსტის) მისაღებად და გასაგზავნად.
ავალდებულებს და ავალებს ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ვალად ადებს: „პასუხისმგებლობის შეგრძნება მოთმენასა და გაძლებას გავალდებულებს“ (ო. ჭილ.); მშობლების ამაგი შვილს ბევრ რამეს ავალებს, მაგრამ ავალდებულებს: იმას სთხოვს, რაც მას არ ევალება; მორალურ წნეხს ადებს; ავალებს: აკისრებს ვინმეს რაიმე (კონკრეტული) საქმის შესრულებას (მასწავლებელი მოსწავლეებს მოთხრობის მოკლე შინაარსის დაწერას ავალებს); ავალიანებს: ვალში აგდებს (გაზრდილი გადასახადები მოსახლეობას ავალიანებს).
ავანტიურული: შემთხვევითი სარისკო (ხიფათიანი) საქმიანობა (ხშირად უპერსპექტივო); ავანტიურისტული: ავანტიურისტის შესაფერისი. მისთვის დამახასიათებელი (ავანტიურისტული ქმედება).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს: კომპეტენტური (ავტორიტეტიანი / ავტორიტეტული მეცნიერი), მაგრამ ავტორიტეტული: სარწმუნო (ავტორიტეტული დასკვნა / სიტყვა).
აიდგამს (ფეხს / ენას), მაგრამ: ამოიდგამს (ენას).
აკრებინებს (ხალხს / რიცხვებს); აკრეფინებს (მარცვლებს / ხილს...).
ამდენი (რაოდენობა: ამდენი ბავშვი / ყვავილი...); ამოდენა (ზომა: ამოდენა ბიჭი / ბურთი...).
ამთელებს: მთელს ხდის; ამრთელებს: კურნავს. არჩენს.
ამიტომ, ამის გამო (მიზეზი: ლუკამ გვიან გაიღვიძა. ამიტომ / ამის გამო სკოლაში დააგვიანდა); ამისათვის (მიზანი: გამოცდები რომ უკეთ ჩააბარო, ამისათვის მეტი შრომაა საჭირო).