დააჭირეთ Enter-ს შედეგების სანახავად ან Esc-ს გასაუქმებლად.

image
ზ. წვერაიძე, ფ. პაატაშვილი, რ. შამუგია

WEB საიტების ვიზუალური
დაპროექტება

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია საიტის დაპროექტების ძირითადი ეტაპები და ლოგიკური სტრუქტურის აგების პრინციპები. შემოთავაზებულია ვებსაიტების შექმნის მეთოდოლოგია, კერძოდ განხილულია ვიზუალური რედაქტორი Macromedia Dreamweaver. მოცემულია დინამიკური ვებგვერდების აგების თავისებურებები, სერვერული ტექნოლოგიების ძირითადი ცნებები და საშუალებები.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესიული და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე ვებსაიტების შექმნით დაინტერესებულ პირთათვის.
სახელმძღვანელო ასევე სტუდენტებსა და დაინტერესებულ მკითხველს დაეხმარება საკუთარი საიტის ინტერნეტში განთავსებაში.

image
ნ. ცისკარიშვილი, მ. ნიჟარაძე

ბიზნესის ამოცანების გადაწყვეტა
MS Excel-ში

უაკ: 339.15

სახელმძღვანელო ეძღვნება თანამედროვე ბიზნესპროცესების მართვის ამოცანებში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას. ნაშრომი შეიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში განმარტებულია   ბიზნესის და მარკეტინგის, როგორც ბიზნესის წარმართვის ეფექტური ინსტრუმენტის ძირითადი ცნებები და კონცეფციები. აღწერილია მათემატიკური მეთოდები და მოდელები ბიზნესისა და მარკეტინგის ამოცანებისათვის.  პრაქტიკული ნაწილი მოიცავს აღწერილი მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების შესაბამისი  კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას MS Excel-ში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური და ეკონონომიკური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

image
თ. კუნჭულია

შრომის უსაფრთხოება გეოლოგიური
სამუშაოების დროს

უაკ: 550.8.02:658.382.3

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების სამედიცინო-ბიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური საფუძვლები, საწარმოებში შრომის პირობების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა სისტემა, განხილულია შრომის ფსიქოლოგიისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის შრომისდაცვითი ასპექტები, მავნე ფაქტორების მახასიათებლები და მათგან დაცვის საშუალებები, გეოლოგიური პროფილის საწარმოების საჰაერო გარემო და ვენტილაცია, სამედიცინო-სანიტარიული და საკომპენსაციო პროფილაქტიკა, საწარმოო ტრავმატიზმი, ელექტროუსაფრთხოების საფუძვლები, მოწყობილობების, ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და დამხმარე სამუშაოების წარმართვის უსაფრთხოება, გეოლოგიურ საწარმოებში მიმდინარე სხვადასხვა სახის სპეციალური სამუშაოების უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების საფუძვლები.
ნაშრომი გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „გეოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსწავლე ბაკალავრებისათვის.

 

მ. ხართიშვილი, ი. ეპიტაშვილი

ოპერაციული სისტემა LINUX
დამწყებთათვის

უაკ: 62-5

სახელმძღვანელოში მოცემულია მთავარი ცნობები მრავალმომხმარებლიანი ოპერაციული სისტემა LINUX - ის ორგანიზების პრინციპებისა და ფუნქციონირების შესახებ. განიხილება ფაილური სისტემის სტრუქტურა, დამუშავების ფუნქციები და მონაცემთა მართვა, ასევე ბრძანების ფაილების შექმნა და შესრულება. ხდება LINUX - ის გარე მოწყობილობებთან ურთიერთქმედების პრინციპებისა და სისტემური და ინსტალაციური დისკოების ჩამოყალიბების შესწავლა. შეისწავლება როგორც პროცესების შესრულების მრავალამოცანიანი რეჟიმი, ისე მომხმარებლური და პროგრამული ოპერაციული სისტემის ინტერფეისი. პრაქტიკული შესწავლა სისტემის ფუნქციური განსაკუთრებულობისა ნაჩვენებია მონაცემთა დამუშავების მარტივი და რთული ბრძანებების ჩამოყალიბების მაგალითებით. მოცემულია სამუშაოების შესრულების მეთოდიკა და თანამიმდევრობა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ოპერაციული სისტემა LINUX - ით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

 

image
ლ. გაჩეჩილაძე

ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება
C++ ენაზე

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები, კერძოდ: ინკაფსულაცია, მემკვიდრეობითობა, პოლიმორფიზმი. მასში სრულად არის წარმოდგენილი C++ ენის სინტაქსი, ძირითადი სტრუქტურები, მმართველი კონსტრუქციები და ენის გამოყენების ფართო შესაძლებლობები. სახელმძღვანელო მოიცავს თეორიულ წანამძღვრებს და მასში აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების C++ ენის ასათვისებლად.

 

თ. მენაბდე

სერტიფიკაციის თეორიული და პრაქტიკული
საფუძვლები

უაკ: 008

სახელმძღვანელოში განხილულია სერტიფიკაციის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. ყურადღება გამახვილებულია სერტიფიკაციის სისტემის ევროპული და ქართული სერტიფიკაციის სისტემების განხილვაზე, როლზე, რომელსაც ასრულებს სერტიფიკაცია სავაჭრო ურთიერთობებში ბარიერების მოხსნაზე. განხილულია პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სქემები და მათი გამოყენება პრაქტიკაში, ბაზრის ზედამხედველობა, ინსპექტირება, აკრედიტაცია, შესაბამისობის ნიშანი და მისი გამოყენების წესები, სერტიფიკაციის საფუძვლები და ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
წიგნი განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე საწარმოს სპეციალისტებისათვის.

ლ. ტაბატაძე

კვების პროდუქტთა
ეკოლოგია

უაკ: 577.4:664

სახელმძღვანელოში განხილულია სასურსათო პროდუქციის ბიოლოგიური სრულფასოვნების და ეკოლოგიური სისუფთავის უმთავრესი პირობები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროს რეგულირების მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტები.
წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე ამ დარგში მომუშავე საზოგადოების ფართო წრისათვის.

რ. კანაშვილი

მძიმე ფერადი ლითონების
მეტალურგია

უაკ: 669.2/83:66.046.8

სახელმძღვანელოში განხილულია მძიმე ფერადი ლითონების (სპილენძის, თუთიის, ტყვიის, ნიკელის, კალას) შემცველი ნედლეულის გადამუშავების პირო- და ჰიდრომეტალურგიული მეთოდები, შესაბამისი თანამედროვე ოპერაციული და აპარატურული ტექნოლოგიური სქემები. აღწერილია ტექნოლოგიურ სქემებში არსებული ოპერაციების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები და მათ განსახორციელებლად გამოყენებული აპარატურა.
შემოთავაზებულ სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპილენძის და თუთიის სულფიდური ნედლეულის გადამუშავების ჰიდრომეტალურგიულ პროცესებს, მათ ოპერაციულ და აპარატურულ ტექნოლოგიურ სქემებს. 
ასეთი ინტერესი ჰიდრომეტალურგიისადმი აიხსნება იმით, რომ საქართველოში მოქმედი და პერსპექტიული სპილენძის სულფიდური  საბადოების გადამუშავების ჰიდრომეტალურგიულ ტექნოლოგიას ალტერნატივა არ გააჩნია, როგორც ეკოლოგიური, ისე ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის, „ფერადი ლითონების მეტალურგიის“ მიმართულების ბაკალავრებისა და ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.

image
მ. ახობაძე, ნ. მჭედლიშვილი

გადაწყვეტილებათა მიღება არამკაფიო მონაცემთა
საფუძველზე Fuzzy -ტექნოლოგიები

უაკ: 62-5

წიგნში ნაჩვენებია არამკაფიო სიმრავლეებისა და Fuzzy-ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ტექნიკური, ეკონომიკური სისტემის მათემატიკური მოდელირებისა და მართვისათვის. ფინანსურ საწარმოო სფეროში რთული გადაწყვეტილების მიღებისას, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისას და სხვ.
თავდაპირველად წიგნში მოცემულია არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის საფუძვლები, განხილულია არამკაფიო სიმრავლეთა წარმოდგენის ფორმები, მიკუთვნების ფუნქციის თვისებები, Fuzzy – ლოგიკის ოპერატორები. მოყვანილია მათემატიკური მოდელებისა და მრავალი გამოყენებითი ამოცანის ამოხსნის ალგორითმები.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური, ეკონომიკური და მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ვფიქრობთ, ის საინტერესო იქნება იმ ინჟინრების, ეკონომისტების, მენეჯერებისა და ბიზნესმენების, ფირმის ხელმძღვანელებისათვის, რომლებიც იყენებს მათემატიკურ მეთოდებს გადაწყვეტილების მიღებისას.

ზ. წვერაიძე, ი. აბულაძე

C++
დაპროგრამების ენა

უაკ: 681.3.06

სახელმძღვანელოში მოცემულია C++ დაპროგრამების ენის ძირითადი და ფუნდამენტური საკითხები. დაწვრილებით არის შესწავლილი ალგორითმების სახეები შესაბამისი მაგალითებით.
ასევე შემოთავაზებულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები, მოცემულია მაგალითები შესაბამისი პროგრამული კოდებით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს დაპროგრამების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს და, საერთოდ, ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

მ. წვერავა, მ. კუკულაძე

ლაბორატორიულ და ექსპერტულ
სამუშაოთა ტექნიკა

უაკ: 669

სახელმძღვანელოში მოცემულია ქიმიურ-ანალიტიკური სამუშაოების წარმართვის პრაქტიკული  რჩევები, ასევე ტექნოლოგიური ხასიათის სამუშაოები, რითაც იგი ტექნიკური ანალიზის საწყისებს უპასუხებს.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის. იგი წაადგება ქიმიურ-ანალიტიკური სამუშაოების წარმართვის ტექნიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

გ. ტყემალაძე

ბიოქიმია
ლაბორატორიული სამუშაოები
ცილები, ამინომჟავები, ვიტამინები, ფერმენტები,
ნახშირწყლები, ჰორმონები, ნუკლეინის მჟავები

უაკ: 577.1

სახელმძღვანელოში მოცემულია ბიოქიმიის საუნივერსიტეტო კურსით გათვალისწინებული თემების – ამინომჟავების, ცილების, ვიტამინების, ფერმენტების, ნახშირწყლების, ჰორმონების, პიგმენტებისა და ნუკლეინის მჟავების  მოკლე თეორიული და პრაქტიკული ხასიათის მასალა. აგრეთვე ამ მასალის შესაბამისი პრაქტიკული ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელი ყველა განმარტება. წიგნს უძღვის ქიმიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ რეაქტივებთან უსაფრთხო მუშაობის წესების, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალებების აღწერა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.

image
მ. დემეტრაშვილი, ნ. ნოზაძე

გეგმილური ხაზვა

უაკ: 741/744

სახელმძღვანელო სრულად შეესაბამება გეგმილური ხაზვის სასწავლო პროგრამას და სწავლების მეთოდიკას.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა ტექნიკური დარგის სასწავლებლების (როგორც ბაკალავრიატის, ისე უმაღლესი პროფესიული სწავლების) სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია საინჟინრო გრაფიკისა და გეგმილური ხაზვის დამოუკიდებლად შესწავლით.

ნ. ჯორჯიკია

საქართველოს კულტურული ცხოვრება
XIX საუკუნიდან ჩვენს დღეებამდე

უაკ: 008

სახელმძღვანელოში თავმოყრილია XIX-XX საუკუნის ქართული კულტურის ყველა ასპექტი. საკითხები თავისი სპეციფიკის მიხედვითაა განხილული და სხვა ქვეყნების იდენტური სფეროს მახასიათებლებთანაა, ზოგადად, შედარებული.
ნაშრომი მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს და მოვლენებს, ჩვენს ქვეყნაში საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ლიტერატურული, თეატრალური, მუსიკალური, არქიტექტურული და ძალიან ბევრი სხვა პროცესის შესახებ რომელიც სხვადასხვა წყაროთი მოწმდება.
წიგნი არქეოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, სახელმძღვანელოდ არის განკუთვნილი. ასევე დააინტერესებს ნებისმიერი ასაკის მკითხველს, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა არის ძვირფასი.

ი. ცინცაძე

ინტერკულტურული კომუნიკაცია ინტერდისციპლინარულ
კონტექსტში

უაკ: 009

სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია ვერბალური და ნონვერბალური კომუნიკაციების კომპლექსური სისტემების პრობლემატიკის თანამედროვე კონტექსტი, ინტერკულტურული კომუნიკაციის რელევანტური პრინციპები, მიმოხილულია კომუნიკაციური თეორიის განსხვავებული მოდელები, კონვერზაციის ეთიკის, სტრესისა და კონფლიქტების მართვის საკითხები, პოლიტიკური მედიადისკურსის საკვანძო ასპექტები, სოციალური მედიისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის ინტერფერენციები, ვირტუალური იდენტობის პრობლემატიკა, გლობალიზაციის გამოწვევები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალი პროგრამის „უცხოური ენები და კომუნიკაციები“ ბაკალავრიატის დამასრულებელი, მერვე სემესტრის სტუდენტებისათვის, თუმცა საინტერესო იქნება მაგისტრატურის საფეხურზე ჰუმანიტარული პროფილის, საერთაშორისო ურთიერთობების, საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებისათვის და, ზოგადად, კულტურათშორისი კომუნიკაციის პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისათვის.

ლ. გრიგალაშვილი

საბუღალტრო აღრიცხვა საჯარო
სამართლის სუბიექტებში

უაკ: 657.1:347.73

სახელმძღვანელოში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები საჯარო სამართლის სუბიექტების აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების, სუბსიდიების, გრანტების, კაპიტალის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში ასახვის ოპერაციების შესახებ. განხილულია საბიუჯეტო პროცესი, საბიუჯეტო კლასიფიკაცია, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესები და სხვ.
განკუთვნილია სტუდენტების, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის. მისი შინაარსი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან და ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან.
სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს საბუღალტრო-ეკონომიკური სამსახურის მუშაკებს, აუდიტორებს, სტუდენტებს და ამ საკითხების შესწავლით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ი. ჯანდიერი, მ. კიკნაძე

პროექტების მართვის სისტემა
(Ms Project 2013)

უაკ: 62-5

სახელმძღვანელოში განხილულია პროექტების მართვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემა  Ms Project. მისი ინტერფეისი, ძირითადი პარამეტრები, შემადგენელი ელემენტები, პროექტის დაგეგმვის პროცედურა, ამოცანების და რესურსების შედგენის, შესრულების და მართვის საკითხები, კრიტიკული გზების და საბაზისო გეგმის შედგენის, რისკის დონეები და მათი დადგენის მეთოდები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და იმ მკითხველებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან პროექტის მართვის საკითხებით.

ვ. მენთეშაშვილი

მჭრელი იარაღების წარმოების
ტექნოლოგია

უაკ: 621.9.02

სახელმძღვანელოში აღწერილია მჭრელი იარაღის დამზადების პროცესები, როგორც ინდივიდუალური (ცალობით), ისე სერიული წარმოების პირობებში. განხილულია იარაღის წარმოების ტიპობრივი ტექნოლოგია და მოცემულია გაანგარიშების მეთოდიკა კომპლექსური ტექნოლოგიური პროცესების შესამუშავებლად, რომელიც მოიცავს ნამზადის მიღების, მისი დამუშავებისა და აწყობის პროცესებს.
წიგნში აღწერილია, როგორც ჩვენი, ისე საზღვარგარეთის მეცნიერების გამოცდილება; სისტემატიზებული და განზოგადებულია მასალები ავტორებისა, რომლებიც მიღებულია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგად.
სასწავლო პროგრამის შეზღუდული პირობებიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოში ყურადღება ძირითად ნაწილზეა გამახვილებული. ნათქვამის გათვალისწინებით ისინი ასეთი თანამიმდევრობითაა მოცემული: იარაღის დაპროექტების საფუძვლები, ნამზადის შერჩევა და დამუშავების მეთოდები; მექანიკური დამუშავება მასთან დაკავშირებული საჭირო მასალით; იარაღების დამზადების სამარშრუტო და უნიფიცირებული ტექნოლოგია. თვალსაჩინოებისათვის მოყვანილია საჭრისების, ბურღების, ზენკერების, ფრეზების, საწელავებისა და სხვა ხშირად გამოყენებული იარაღების დამზადების საწარმოო პროცესები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრებისა და მონათესავე სპეციალობების სტუდენტებისათვის.

image
ლ. ტაბატაძე

საინჟინრო ეკოლოგიის ზოგადი
კურსი

უაკ: 577.4:62

ლექციების კურსი აგებულია უნივერსიტეტის სასწავლო დისციპლინის – „საინჟინრო ეკოლოგიის ზიგადი კურსი“, საუნივერსიტეტო პროგრამის შესაბამისად.
აღნიშნული კურსი განიხილავს თანამედროვე პირობებში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრანსპორტის, კერძოდ: საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო ძრავების გამონაბოლქვი ტოქსიკური მინარევების ატმოსფეროში დასაშვები კონცეფციის მექანიზმებს, ატმოსფეროს გაჭუჭყიანების შემცირების ღონისძიებებს, ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამედროვე ასპექტებს.

image
ა. ედიბერიძე, დ. კაპანაძე, თ. ჟვანია

ელექტრონული ბიზნესი

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოს მიზანია ელექტრონული ბიზნესის ძირითადი ფუნქციების კვლევა, ელექტრონული კომერციის პრიორიტეტული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა, ელექტრონული ბიზნესის სისტემების შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიების კვლევა, ელექტრონული ბიზნესის წარმართვისათვის საწარმოს რეორგანიზაციის საკითხების შესწავლა.
სახელმძღვანელოში ასევე განხილულია ელექტრონული ბიზნესის ძირითადი ცნებები და ადგილი თანამედროვე ეკონომიკაში, ელექტრონული კომერციის ძირითადი შემადგენლები და ელექტრონული ბაზრის ელექტრონული ფინანსური სტრუქტურები. შესწავლილია ელექტრონული ბიზნესის დაპროექტებისა და შექმნის საკითხები, გაანალიზებულია ელექტრონული გადახდის სისტემები, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სამართლებრივი ასპექტები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

ნ. კოდუა

ჰიდროელექტროსადგურები

უაკ: 621.311.21

სახელმძღვანელოში გაანალიზებული და აღწერილია კონსტრუქციული თავისებურებები, რომელიც ახასიათებს კაშხლურ, კაშხლურ-დერივაციულ და დერივაციულ ჰიდროელექტროსადგურებს.
განხილულია ჰესების მშენებლობის ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმები. ნაჩვენებია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მიუღებელია ჰესის ეკონომიკური ეფექტიანობის დასაბუთება შედარებითი ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმით, რომელიც გეგმიანი ეკონომიკის პირობებში გამოიყენებოდა.
თავების მიხედვით განხილულია ყველა ჰიდროტექნიკური ნაგებობა: კაშხალი, გვირაბი, არხი, ჰესის შენობა და სხვ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის,და ჰიდროინჟინერიის სპეციალობების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის.

ნ. სამსონია, დ. ჩომახიძე, მ. გუდიაშვილი

ეკონომიკა და მართვა ენერგეტიკაში

უაკ: 33:620.9

სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა: ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების ეკონომიკა, ენერგოეფექტიანობის როლი ეკონომიკის განვითარებაში, ენერგეტიკული საწარმოო პროცესების ორგანიზაცია და მართვა,   ენერგეტიკული საწარმოს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და მათი გამოყენების მაჩვენებლები, სატარიფო მეთოდოლოგია და ტარიფების განსაზღვრის პრინციპები, ენერგეტიკის რეგულირება  და ეკონომიკური ანალიზის მეთოდების გამოყენება ენერგეტიკაში, ენერგეტიკული საწარმოო სიმძლავრეები და მწარმოებლურობა, ენერგოსისტემის ელექტროსადგურებს შორის ელექტრული დატვირთვის ოპტიმალური განაწილება, პარალელურად მომუშავე აგრეგატების ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა, ელექტროენერგიისა და კრებითი ენერგეტიკული ბალანსების შედგენის პრინციპები, ოპერაციული და ენერგეტიკული მარკეტინგის მენეჯმენტი, შრომითი პროცესის დაგეგმვა და ნორმირება, პერსონალის საქმიანობის შეფასების მეთოდები და ატესტაცია ენერგეტიკულ კომპანიებში.
წიგნი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ის აგრეთვე სასარგებლო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

ვ. ხოჭოლავა, ნ. მაჭარაშვილი

მათემატიკური ანალიზი

I ნაწილი

უაკ: 517

სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით და მოიცავს ერთი ცვლადის ფუნქციის დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის საკითხებს.
იგი ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
გ. ღვინეფაძე

თანამედროვე ტექნოლოგიები ვებ-დანართების
დასაპროექტებლად

უაკ: 681.3.06

სახელმძღვანელოში განხილულია ვებ-დანართების შესაქმნელად განკუთვნილი თანამედროვე სერვერული საშუალებები: დაპროგრამების ენა PHP, ასევე Javascript ენის შესაძლებლობების გაფართოებისათვის დამუშავებული ფრეიმვორკული ტექნოლოგია AngularJS და სხვ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტების, მაგისტრანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

შ. ნემსაძე

ელექტრომაგნეტიზმი
(მეორე გადამუშავებული გამოცემა)

უაკ: 538.244

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრული წრედების არაწრფივი ელემენტები და მათი მახასიათებლები, მუდმივი დენის მარტივი და რთული არაწრფივი ელექტრული წრედების გაანგარიშების მეთოდები, მაგნიტური წრედები და მათი გაანგარიშება, არაწრფივი ელექტრული და მაგნიტური წრედები პერიოდული და გარდამავალი პროცესებისას, აგრეთვე ელექტრომაგნიტური ველის თეორიის ელემენტები. მოყვანილი თეორიული მასალა  ილუსტრირებულია მაგალითებით. შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით.
წიგნი განკუთვნილია ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ სპეციალისტებს.

image
ლ. კლიმიაშვილი, დ. გურგენიძე, ა. ჩიქოვანი

ბეტონები, ტექნიკური მოთხოვნები, გამოცდის
მეთოდები ევროპულ სამშენებლო
ნორმებთან შესაბამისობაში

უაკ: 691.32

სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოს, რუსეთის სტანდარტებისა და ევროპული სამშენებლო ნორმების ძირითადი დებულებები, რომლებიც ეხება ბეტონებისადმი წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებსა და მათი გამოცდის მეთოდებს. ამ მოთხოვნების, მეთოდების შედარებითი ანალიზი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ მასალის ხარისხი. აქვე მოცემულია ძირითადი დებულებების განმარტებები, ნორმატიული დოკუმენტების ჩამონათვალი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მაგისტრანტებისათვის, „სამშენებლო ნორმების საფუძვლების“ კურსის შესასწავლად, გამოადგება სტუდენტებსა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ შეისწავლონ ევროპული ნორმატიული სამშენებლო დოკუმენტაციები.

თ. მალაღურაძე

ახალი ამბებისა და ანალიტიკური ჟურნალისტიკა
(ჟურნალისტური ჟანრები და პროფესიული
ოსტატობის ელემენტები)

უაკ: 07

სახელმძღვანელო წარმოადგენს ჟურნალისტური ჟანრების თანამედროვე კონცეფციას და სრულად მოიცავს სასწავლო კურსებს, რომლებიც ინფორმაციული და ანალიტიკური ჟანრების შესწავლას ემსახურება. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ჟანრებთან დაკავშირებული სრული ცოდნა, ამასთანავე პირველად არის განხილული სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების (პრესა, რადიო, ტელევიზია) ჟანრობრივი სპეციფიკა ერთმანეთისაგან მოუწყვეტლად, რადგან თანამედროვე მედია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მედიაცოდნა ისევე დანაწევრებული იყოს, როგორც წარსულში. ახალმა ტექნოლოგიებმა ჟანრებშიც შეიტანა მნიშვნელოვანი კორექტივები, მოხდა ჟანრთა შერწყმა, ზოგიერთის უგულებელყოფა და გაქრობაც კი. მივიღეთ სრულიად ახალი რეალობა ინფორმატიზაციის ეპოქაში. სახელმძღვანელო ამასთან ადაპტირების ცდაა. სახელმძღვანელოში თავმოყრილია როგორც ქართულ, ისე რუსულ და ამერიკულ ჟურნალისტიკამცოდნეობაში დაგროვებული ცოდნა, არსებული თვალსაზრისები. სახელმძღვანელოს თითოეულ თავს ახლავს გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურის სია, კითხვები თეორიული ცოდნის შესამოწმებლად და დავალებები თითოეული ჟანრის ტექნოლოგიების პრაქტიკულად ასათვისებლად.
წიგნი განკუთვნილია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, აგრეთვე ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

ლ. ჩხეიძე

საწარმოო ესთეტიკა და ერგონომიკა

უაკ: 7.01:331.015.11

სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის აქტუალური პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის ურთიერთკავშირს, საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის როლს საწარმოო ტრავმებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებაში. კომპლექსურადაა გახსნილი საგნობრივ-სივრცითი გარემოს ფორმირების სოციალური, ესთეტიკური, ფუნქციური, ერგონომიკული და ტექნიკური ასპექტები.
პირველ ნაწილში განხილულია ერგონომიკის საგანი და ძირითადი ამოცანები, მიზნები და პრობლემები, მათი კავშირი სხვა მეცნიერებებთან და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განხილულია აგრეთვე ტექნიკის ძირითადი კონცეფციები და ადამიანის როლი შრომისა და შემეცნებით პროცესებში, შრომითი საქმიანობის დინამიკის საკითხები, ოპერატორის საქმიანობაში მცდარი ქმედებების პრობლემები. მოცემულია შრომის ობიექტისა და სუბიექტის, სამუშაო პოზის, სივრცისა და ადგილის ერგონომიკული აღწერა.
მეორე ნაწილში ჩამოყალიბებულია საწარმოო ესთეტიკის საფუძვლები. განხილულია წარმოების კულტურისა და შრომის ნაყოფიერების გაზრდისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა წარმოებაში ესთეტიკური და შრომის უსაფრთხოების ნორმები, ტექნიკური დიზაინი, სინათლე და ფერი წარმოებაში; ასევე განხილულია ფერების ფიზიოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური ზემოქმედების ასპექტები; საწარმოო სათავსების ფერითი გაფორმების პრინციპები, საწარმოო ტერიტორიების გამწვანება და კეთილმოწყობა, საწარმოო გარემო, ფუნქციური მუსიკა, საწარმოო ტანსაცმელი და სხვ.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „გარემოსდაცვითი ინჟინერია“ სტუდენტებისათვის.

image
თ. გაბაშვილი, ნ. გაბაშვილი, კ. გლოველი

ქსელური ოპერაციული სისტემა
WINDOWS SERVER 2012

უაკ: 62-5

სახელმძღვანელოში ვრცლად არის მოცემული WINDOWS SERVER 2012-ის ოპერაციული სისტემის ძირითადი ფუნქციები და მათი დანიშნულება. აღნიშნული სახელმძღვანელო შეესაბამება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. იგი სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს გაუმარტივებს ოპერაციულ სისტემა WINDOWS SERVER 2012-ის შესწავლას.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ჯ. გრიგალაშვილი

Arduino-ს ვიზუალური დაპროგრამება
FLProg გარემოში

უაკ: 681.3.06

Arduino ელექტრონული კონსტრუქტორი და მოხერხებული პლატფორმაა ელექტრონული მოწყობილობების სწრაფი დამუშავებისათვის და სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც ახალბედებში, ისე პროფესიონალებში. Arduino-ს დაპროგრამების ენა Processing Wiring დაფუძნებულია  C/C++ ენებზე, რომლებიც ძნელად გასაგებია პრაქტიკული სპეციალობის მქონე სპეციალისტებისათვის, ინჟინერ-ელექტრონიკოსებისათვის, სქემოტექნიკოსებისათვის, ელექტრიკოსებისათვის, ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალისტების, რადიომოყვარულების, გამომგონებლებისათვის და ა.შ.
სახელმძღვანელოში აღწერილია Arduino-ს დაპროგრამების ალტერნატიული ინსტრუმენტული საშუალება FLProg, რომლის მიზანია  გახადოს Arduino-ს გამოყენება არაპროგრამისტებისათვის ხელმისაწვდომი. ამ მიზნის მისაღწევად კი ეს პროგრამა იყენებს სამრეწველო კონტროლერების დაპროგრამებისათვის კარგად ცნობილ სტანდარტულ გრაფიკულ ენებს  FBD და LED.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისათვის, შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით, რომელიც დახმარებას გაუწევს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
წარმოდგენილი სახელმძღვანელოთი შეიძლება ისარგებლონ აგრეთვე უმაღლესი პროფესიული განათლებისა და რობოტოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.

შ. სვანიშვილი, დ. კაპანაძე, თ. ჟვანია

ოპერაციული სისტემა - Windows 10

უაკ: 004.45

სახელმძღვანელო ეძღვნება Windows 10-ის ახალ ვერსიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებულ საძიებო-საინფორმაციო სერვისებს, ქსელში მუშაობისა და ადმინისტრირების ახალ ინსტრუმენტებს. სახელმძღვანელოში აღწერილია Windows 10-ის ახალი ინტერფეისი, რომლის დანიშნულებაა მაქსიმალურად გააადვილოს მომხმარებლის მუშაობა კომპიუტერთან. სახელმძღვანელოში უხვადაა გამოყენებული საილუსტრაციო მასალა, რომელიც ოპერაციული სისტემის ფუნქციონირების ასპექტების პრაქტიკაში უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, პროფესიული სწავლების  მსმენელებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისათვის.

image
თ. სტურუა, ბ. ტაბატაძე, თ. თოდუა

ვებდაპროგრამების ტექნოლოგია - PHP

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია PHP ენის შესაძლებლობები, PHP5 ვერსიაში შემოღებული სიახლეების გათვალისწინებით. გადმოცემულია და დეტალურად ახსნილი ყველა ის საკითხი და ამოცანა, რომელსაც ვებპროგრამისტი შეიძლება გადააწყდეს ვებსაიტის აგების პროცესში.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, გამოადგება ყველას ვინც დაინტერესებულია PHP ენის გამოყენებით ვებგვერდების შექმნით.

image
თ. მელქაძე

საგანგებო სიტუაციების მართვა

უაკ: 364.2(02)

სახელმძღვანელოში განხილულია საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის საფუძვლები, მისი განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტები და ამ კომპონენტების შეფასების მეთოდები, საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმების მომზადების, ასევე რისკის შემცირების, საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის დაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათი ქცევისა და მოქმედების წესები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე უწყებებისა და ორგანიზაციების სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებელი პირებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების მენეჯერთათვის.

image
ვ. ნაჭყებია, ხ. ხატიური

წყლის მიწოდებისა და განაწილების
სისტემები

უაკ: 628.1

სახელმძღვანელოში განხილულია წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემის სქემები, წყლის მოხმარების ნორმები, საჭირო ხარჯის დადგენის წესი. მოცემულია წყალსადენის ქსელების დახასიათება. აღწერილია კონტრრეზერვუარული და ზონალური სისტემები, მათი გამოყენების სფერო. მოცემულია წყლის მოწოდებისა და განაწილების სისტემაში შემავალი ნაგებობების: ქსელის, წყალდენების, რეზერვუარის, კოშკის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური მოწყობის სამონტაჟო სქემები. 
მოცემულია სატუმბი სადგურების კლასიფიკაცია, სადგურის კომპლექსში შემავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების დახასიათება, ასევე მათი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ნაწილის სქემების დამუშავების პრინციპები და სხვადასხვა დანიშნულების სატუმბი სადგურების მუშაობის რეჟიმების აღწერა სისტემის სხვა ნაგებობების მუშაობის რეჟიმთან კავშირში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია წყალმომარაგების, წყალარინების, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის და სამშენებლო ფაკულტეტის მონათესავე სპეციალობის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის. წიგნი აგრეთვე გამოადგება ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

Т. Бацикадзе, Д. Нижарадзе

ОСНОВЫ ТЕОРИИ УПРУГОСТИ И ПЛАСТИЧНОСТИ

Часть I

УДК: 539.32

Все вопросы, рассмотренные в учебнике, соответствуют силабусам по этому предмету.
С целью облегчения усвоения данного сложного предмета, в конце каждой главы даются ответы на вопросы для самопроверки и решения конкретных задач. В большинстве случаев даются также полные математические выкладки получения формул в конечном виде. Работа  насыщена иллюстрациями, соответствующими рассматриваемым темам.
Учебник предназначен для студентов технического ВУЗ-а. Воспользоваться им  могут студенты всех трёх ступеней - бакалавриата, магистратуры и докторантуры. Инженерам он может  пригодиться в качестве вспомогательного пособия при решении инженерных задач.

 

image
ჯ. ნიკურაძე

ზოგადი ფიზიკის კურსი

II ნაწილი

უაკ: 53

სახელმძღვანელოში განხილულია მაგნეტიზმის, ოპტიკისა და ატომის ფიზიკის საფუძვლები იმ დონეზე და იმ შემცირებული მოცულობით, რომ სტუდენტს გამოუმუშავდეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო და ტექნოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. საინტერესო იქნება აგრეთვე ფიზიკით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

image
ლ. გვერდწითელი, თ. შარაშიძე

ატმოსფერული ჰაერის დაცვის
ტექნიკა

უაკ: 551.51/.57

სახელმძღვანელოში განხილულია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი წყაროები და ნივთიერებები მრეწველობის სხვადასხვა დარგის მიხედვით, უნარჩენო და მცირენარჩენიანი ტექნოლოგიის განვითარების ძირითადი მიმართულებები. მოცემულია სამრეწველო აეროზოლების მტვრისაგან, მავნე აირადი კომპონენტებისაგან და ნისლისაგან გამწმენდი ტექნიკური საშუალებების, აპარატების კლასიფიკაცია და მათი შერჩევის კრიტერიუმები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების, საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერი თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.

ნ. ბუჩუკური

მინერალური ნედლეულის ექსპერტიზის
საფუძვლები

უაკ: 622.7

სახელმძღვანელოში განხილულია დედამიწის ქერქის ფორმირების, დედამიწის გეომორფოლოგიის საკითხები და მასთან დაკავშირებული კვლევის მეთოდები, ასევე მადნეული საბადოების შემადგენელი მინერალების წარმოქმნის პირობები, დამახასიათებელი ნიშნები, ქიმიური თვისებები და სხვა. ძირითადად ყურადღება გამახვილებულია საქართველოში არსებულ მინერალურ ნედლეულზე.
ნაშრომი განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის.

ჯ. ნიკურაძე

ზოგადი ფიზიკის კურსი
მაგნეტიზმი, ოპტიკა, ატომის ფიზიკა

II ნაწილი

უაკ: 53

სახელმძღვანელოში განხილულია მაგნეტიზმის, ოპტიკისა და ატომის ფიზიკის საფუძვლები იმ დონეზე და იმ შემცირებული მოცულობით, რომ სტუდენტს გამოუმუშავდეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო და ტექნოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. საინტერესო იქნება აგრეთვე ფიზიკით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

image
ზ. ჯაბუა

გაზომვის შედეგების დამუშავების
საფუძვლები

უაკ: 53.088

სახელმძღვანელოში ელემენტარულად გადმოცემულია ცდომილებათა თანამედროვე თეორია და ფიზიკური ექსპერიმენტის შედეგების დამუშავებაში მისი გამოყენების მეთოდები. მოყვანილი მასალის ასათვისებლად საკმარისია ბაკალავრიატის პირველი კურსის მათემატიკის საფუძვლების ცოდნა. მასალის გადმოცემის ხასიათი გათვალისწინებულია ცდომილების რაოდენობრივი შეფასების საწყისი ეტაპის გასაცნობად, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია  პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლადაც.
სახელმძღვანელო გათვალიწინებულია ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტებისათვის, მაგრამ ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და ფიზიკური ექსპერიმენტით დაკავებულ პირებს მიღებული შედეგების მათემატიკურ დამუშავებაში.

image
ზ. ჯაბუა

სამედიცინო მასალათმცოდნეობა

უაკ: 615.46

სახელმძღვანელოში გადმოცემულია სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებული მასალების კლასიფიკაცია, მათი ფიზიკურ-მექანიკური და ტექნოლოგიური თვისებები, ურთიერთქმედება ადამიანის ორგანიზმთან, მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ. განხილულია კონკრეტული ელემენტარული  ნივთიერებებისა და მათი შენადნობების სამედიცინო მიზნით გამოყენების მაგალითები, აღწერილია სამედიცინო მასალათმცოდნეობის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამედიცინო ფიზიკისა და ადამიანისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოების სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის გარკვეულ სარგებლობას მოუტანს სამედიცინო მასალათმცოდნეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

image
ლ. კლიმიაშვილი, დ. გურგენიძე, ა. ჩიქოვანი

სამშენებლო მასალათმცოდნეობა

უაკ: 624:691

განხილულია სამშენებლო მასალათმცოდნეობის საფუძვლები, ნედლეულის, შედგენილობის, სტრუქტურისა და თვისებების ურთიერთკავშირი. თეორიული საკითხები გადმოცემულია ფუნდამენტური მეცნიერებების – ფიზიკის, ქიმიის, მექანიკის გამოყენებით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

ნ. ქებაძე, რ. ქაცარავა

სამედიცინო და ტექნიკური დანიშნულების
პოლიმერების ინჟინერინგი

უაკ: 66.08

სახელმძღვანელოში განხილულია მაღალმოლეკულური ნაერთების სამედიცინო და ტექნიკური დანიშნულების პოლიმერების მნიშვნელობა, მიღების მეთოდები, კლასიფიკაცია, ბიოსამედიცინო პოლიმერების დიზაინი (მიკროსფეროები, ფოროვანი ფირები), პოლიმერული წამლები; ბიოდეგრადაცია და ბიოშეთავსებადობა. 
განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის (და არა მარტო) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

image
გ. ხელიძე, ბ. უკლება

ჰიდროენერგეტიკის ჰიდროლოგიური
საფუძვლები

უაკ: 620.9

სახელმძღვანელოში განხილულია ჰიდროენერგეტიკის ჰიდროლოგიური საფუძვლები, კერძოდ, მდინარის ჩამონადენი წყლის ბალანსი, ჩამონადენის მახასიათებლები, მდინარეთა კლასიფიკაცია კვების ტიპების მიხედვით, მდინარის ჩამონადენი როგორც ალბათური პროცესი და მისი ფორმირების ფაქტორები, უზრუნველყოფის ემპირიული და თეორიული მრუდები, მდინარის ჩამონადენის რყევის ძირითადი მათემატიკური მოდელები, შემთხვევითი პროცესების სტატისტიკური მოდელირება ჰიდროლოგიაში, ჰიდროლოგიური პროგნოზების სახეები და მისთვის აუცილებელი საწყისი ჰიდროლოგიური ინფორმაციის ფორმირების პრინციპები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის საბაკალავრო პროგრამის "ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია" მოდულის "ჰიდროელექტროენერგეტიკა" სტუდენტებისათვის.

image
ი. ლომიძე, გ. ხელიძე, პ. სამსონაშვილი

ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროენერგეტიკული და
ჰიდრომექანიკური მოწყობილობები

უაკ: 626/627

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ჰიდროტურბინების ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები: სატურბინო კამერები, მიმმართველი აპარატი, მუშა თვალი, გამწოვი მილი, აგრეთვე დამხმარე მოწყობილობა: წყალმიმღებისა და სატურბინო მილსადენის საკეტები, ვაკუუმის მომხსნელი სარქვლები, ჰიდროტურბინაში ჰაერის შემშვები სარქვლები, უქმი საშვები, ტექნიკური წყალმომარაგების სისტემა, ზეთისა და პნევმატური მეურნეობები, სადაწნეო მილსადენები და სხვ. ჩამოყალიბებულია ჰიდროტურბინების რეგულირების ძირითადი ამოცანები. მოცემულია ჰიდროტურბინების ავტომატური რეგულირების პრინციპული სქემები, განხილულია სადაწნეო მილსადენში წნევის ცვლილება რეგულირების პროცესში და ავტომატური რეგულატორების ზეთსადაწნეო დანადგარების შერჩევის საფუძვლები.
სახელმძღვანელო შედგენილია საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სასწავლო კურსის „ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროენერგეტიკული და ჰიდრომექანიკური მოწყობილობები“ სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია ამავე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
სახელმძღვანელო აგრეთვე ჰესების საექსპლუატაციო პერსონალსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

გ. იაშვილი, თ. იაშვილი, ბ. შერაზადიშვილი

მცირე და საშუალო ბიზნესის
მართვა

უაკ: 339.15

მცირე და საშუალო ბიზნესი შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ისე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში, ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები გახდა კვლევების საგანი. ამის ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება: მცირე ბიზნესის წვლილი სამუშაო ადგილების შექმნასა და, შესაბამისად, დასაქმების უზრუნველყოფაში, წვლილი ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებაში; მსხვილი კომპანიების დამახასიათებელი ტენდენციების გაძლიერება, გადასცეს ფუნქციები აუთსორსინგით უფრო მცირე სპეციალიზებულ კომპანიებს; მცირე ბიზნესის გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია. მცირე ბიზნესს, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ მათი მფლობელები, რომლებსაც ხშირად არა აქვთ პროფესიული მომზადება მენეჯმენტში.
მოცემულ სახელმძღვანელოში განხილულია: მცირე ბიზნესის არსი და მისი თავისებურებანი, მცირე და საშუალო წარმოების მართვა, კონკურენციის პირობების ანალიზი საქმიან გარემოში, მცირე ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები, სტრატეგიის შემუშავების პროცესი მცირე და საშუალო საწარმოებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯმენტი, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსების მართვა და ა.შ.
ნაშრომი მომზადებულია უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მიერ წარმოდგენილი თეორიული მასალა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დიდ გამოცდილებას ეყრდნობა, ვფიქრობთ, კარგი დამხმარე იქნება „მცირე და საშუალო ბიზნესის“ სფეროთი დაინტერესებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მცირე და საშუალო საწარმოების ხელმძღვანელებისათვის, მეწარმეებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.

გ. იაშვილი, თ. იაშვილი, ბ. შერაზადიშვილი

დროის მენეჯმენტი – თეორია და
პრაქტიკული სავარჯიშოები

უაკ: 638.24

ყოველ ადამიანს აქვს ძვირფასი კაპიტალი – დრო. მისი ატრიბუტია შეუქცევადობა, რაც ნიშნავს, რომ დრო მომდინარეობს მხოლოდ ერთი მიმართულებით – წარსულიდან მომავლისკენ. დროის კაპიტალის აღდგენა შეუძლებელია. მას ვერასდროს, ვერანაირი ოპერაციის შედეგად ვერ მოიპოვებ, ვერ შეინახავ, ვერ დააგროვებ, ვერ გაამრავლებ, ვერ გაასხვისებ. ერთადერთი, რაც ძალგვიძს, ჩვენ ხელთ არსებული უძვირფასესი რესურსის რაციონალური გამოყენებაა.
დროის მართვის საფუძვლების ცოდნა, იმის კონტროლი, თუ რას, როგორ და როდის ვაკეთებთ, დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობა, ამასთან გავითვალისწინოთ, რომ კონტროლი არ ნიშნავს ცხოვრების მკაცრ რეჟიმს, რომლის მიხედვით, თვით ყველაზე უმნიშვნელო გადახვევაც კი დაუშვებელია.
ნაშრომი მომზადებულია უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მიერ წარმოდგენილი თეორიული მასალა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დიდ გამოცდილებას ეყრდნობა, ვფიქრობთ, კარგი დამხმარე იქნება „დროის მენეჯმენტის“ სფეროთი დაინტერესებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე, საინტერესო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

მ. კაპანაძე

ქიმიისა და ქიმიური
ტექნიკის ისტორია

უაკ: 54 (09)

სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიისა და ქიმიური ტექნიკის ჩასახვისა და განვითარების ისტორია ისტორიამდელი პერიოდიდან დღემდე.
„ქიმიისა და ქიმიური ტექნიკის ისტორია“ განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის (და არა მარტო)  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  სტუდენტებისათვის.

 

ჯ. მალაღურაძე

ნაშენთა ხუროთმოძღვრული ნაწილები
ეკონომიკური რაიონებისა და დასახლებათა
დაგეგმარების საფუძვლები

IV წიგნი

უაკ: 72

ამ საგნისათვის გამოყოფილი სალექციო-პრაქტიკულ-საკურსო მეცადინეობისათვის ცხრილით დაშვებულია საათების შეზღუდული რაოდენობა. ამის გათვალისწინებით, წარმოდგენილ სახელმძღვანელოში შეტანილია ქალაქთმშენებლობის შეზღუდული, მაგრამ ისეთი უმთავრესი საკითხები, რომელთა ნაწილი სტუდენტებს წაეკითხებათ ლექციებზე, ნაწილი კი დამოუკიდებელი შესწავლისათვისაა გამიზნული.
ეს სახელმძღვანელო გამოადგებათ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მათი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ქალაქთდაგეგმარების სპეციალურ საგნებსაც, რადგან, ჯერ ერთი, წინამდებარე სახელმძღვანელოში შეტანილია მთიანი ქვეყნის ეკონომიკური რაიონისა და ქალაქთდაგეგმარების რიგი ისეთი საკითხებისა, რომლებიც არ არის გაშუქებული, აქამდე ცნობილ, არც ერთ სახელმძღვანელოში და, ამის გამო, ის მეთოდურ დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს არქიტექტორებსაც. მეორე იმიტომაც, რომ აქ მოკლედაა წარმოდგენილი ქალაქთმშენებლობის უმთავრესი საკითხები ანუ სტუდენტის ყურადღების კონცენტრაცია მოხდება მთავარზე და არა წვრილმან დეტალებზე. მესამე იმიტომაც, რომ აქ წარმოდგენილია შენობის ტერიტორიასთან ჰორიზონტალური და ვერტიკალური მისადაგების ის მეთოდები, რომელსაც ვერ შეხვდება სხვა სახელმძღვანელოში, თუმცა საჭიროა ნებისმიერი გენერალური გეგმის დამუშავებისას და, ამდენად, გამოადგებათ ხუროთმოძღვრების შემსწავლელ ყველა სპეციალობის სტუდენტს საწყის ეტაპზე.
სახელმძღვანელო შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი დათმობილი აქვს რაიონული დაგეგმარების უმთავრეს საკითხებს. მეორე ნაწილი ეძღვნება ქალაქთდაგეგმარების თანამედროვე პრაქტიკას, მოდელებსა და მეთოდებს, მათ შორის მთიანი ქვეყნის მიწის ფონდის რაციონალურ-კომპლექსური ათვისებისა და მთის კონკურენტუნარიანი (ბარის ანალოგებთან შედარებით) ხუროთმოძღვრების სტრატეგიის კონცეფციას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია, ძირითადად, სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ეკითხებათ საგანი – „შენობათა არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა“.
ავტორი გულისყურით განიხილავს სპეციალისტის ყოველგვარ გამოხმაურებას, ვინც ნებისმიერი ფორმით გამოხატავს თავის აზრს და წინასწარმადლობას მოახსენებს განხილვის აქტიურ მონაწილეს.

თ. მეგრელიძე, ზ. ჯაფარიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი, გ. ბერუაშვილი

საკვები პროდუქტების წარმოების
პროცესები და აპარატები

უაკ: 664.0.66.02

სახელმძღვანელოში განხილულია საკვები პროდუქტების წარმოების და სიცივის მიღების ტექნოლოგიური პროცესების და შესაბამისი მანქანა-აპარატების მუშაობის თეორიული საფუძვლები, ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების მეთოდები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „კვების ინდუსტრიის იჟინერიის და ტექნოლოგიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული სპეციალობის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა, აგრეთვე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.
სახელმძღვანელო მთლიანად გადამუშავებული და არსებითად შევსებულია. მეორე გამოცემაში გასწორებულია შემჩნეული უზუსტობანი.

image
მ. ტურძელაძე, ზ. ქარუმიძე, თ. ნარეკლიშვილი

სამშენებლო მასალათმცოდნეობა

I ნაწილი

უაკ: 624

სახელმძღვანელო „სამშენებლო მასალათმცოდნეობა“ გამოდის ორ წიგნად. პირველ წიგნში მოცემულია სამშენებლო მასალათმცოდნეობის მეცნიერული საფუძვლები, გამოყენებითი ხასიათის მონაცემებთან კავშირში, როგორიცაა საშენი მასალების წარმოების ტექნოლოგია. თეორიული საკითხები გადმოცემულია ფუნდამენტურ მეცნიერებებზე (ფიზიკა, ქიმია, მექანიკა) დაყრდნობით.
პირველ წიგნში განხილულია მერქანი და მერქნისაგან დამზადებული მასალები, ბუნებრივი ქანები და ქვის საშენი მასალები, კერამიკული მასალები და ნაკეთობები, შემკვრელი ნივთიერებები. მათი დამზადების ტექნოლოგია და გამოყენების სპეციფიკა.
მეორე წიგნში განიხილება ბეტონი, ბეტონის კლასიფიკაცია, რკინაბეტონის ნაკეთობები და ახალი თანამედროვე სამშენებლო მასალები.
სახელმძღვანელოს შინაარსი აგებულია კურსის პროგრამით და მიღებული კლასიფიკაციით. თითოეული თავი აერთიანებს მასალების განსაზღვრულ ჯგუფს, რაც საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ მათი თვისებების ჩამოყალიბების საერთო კანონზომიერებები და ფიზიკურ-ტექნიკური პარამეტრები. სახელმძღვანელოში მოცემულია დარგის განვითარების ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საშენი მასალების ეფექტურობის და ხარისხის უზრუნველყოფის, მრეწველობის ნარჩენების გამოყენებას, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების, შრომითი და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ყაირათიანი ხარჯვის საკითხებს.
განკუთვნილია სტუ-ის სტუდენტებისათვის.

 

თ. შარაშენიძე

ინფორმაციის დაცვა კომპიუტერულ
ქსელებში

უაკ: 62-5

წიგნში განხილულია კომპიუტერულ ქსელებში ინფორმაციის დაცვის ორგანიზაციისათვის აუცილებელი 5 ძირითადი მიმართულება კონფიდენციალობა, აუტენფიკაცია, მთლიანობა, შეღწევის კონტროლი, თანამონაწილეობა. განხილულია გამოყენებული მოდელები ჰარისონ-რუზო-ულმანის მოდელი HRU, ბიბას მოდელი (Biba Model), ბელა-ლაპადულის მოდელი, კლარკ-ვილსონის მოდელი, დისკრეციული მანდატური მოდელები, როლური მოდელი. წიგნში გადმოცემულია ინფორმაციის დაცვის მიმართულებით არსებული: სიმეტრიული (ნაკადური, ბლოკური ECB /CBC /CFB /OFB /DEC/3DEC/AES, ბლოკური შიფრაცია უკუკავშირით) და ასიმეტრიული შიფრაცია, სტეგანოგრაფია, კვანტური კრიპტოგრაფია, ელექტრონული ხელმოწერა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა  OSI და TCP/IP მოდელებში. განხილულია უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოქმების დონეზე  IPsec ოქმი, SSL ოქმი, SET ოქმი. წარმოდგენილია გადაწყვეტები ინფორმაციის დაცვაზე ORACLE10 მონაცემთა ბაზაში განხილულია პრაქტიკული მაგალითები ასიმეტრიული შიფრაციის გამოყენების საფუძველზე საქართველოში შექმნილი ბასტიონ სისტემის მაგალითზე და შიფრაციის ალგორითმი IDEA. ნაჩვენებია პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში შექმნილი „ელექტრონული ხელმოწერის“ სისტემა სტეგანოგრაფიული ეფექტით bastion5DS1. წარმოდგენილია მასალები თანამედროვე სისტემებში ინფორმაციული უსაფრთხოების პრაქტიკული უზრუნველყოფის თვალსაზრისით. კერძოდ, განხილულია სისტემები cloud computing, Grid computing. წარმოდგენილია მასალები ქსელთაშორისო ეკრანირების კონცეფციაზე, მათ კლასიფიკაციაზე, ფუნქციებზე, ჩართვის ტიპურ სქემებზე. წიგნში აგრეთვე განხილულია მოქმედი საკანონმდებლო ბაზა ინფორმაციის დაცვის მიმართულებით წამყვან ქვეყნებში აშშ, ევროპა, რუსეთის ფედერაცია და საქართველო.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის სტუდენტებისათვის.

გ. მჭედლიშვილი, ნ. ჩხუბიანიშვილი, შ. ანდღულაძე

ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა
და პროგნოზირება

უაკ: 33:7.047(313)

სახელმძღვანელოში მოცემულია ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის ცნებები, განსაზღვრებები, მიმართულებები და პრაქტიკული მაგალითები.
განხილულია ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის დისციპლინის საგანი, პრინციპები, მიზანი და ამოცანები, მისი პრობლემების შესწავლისთვის გამოყენებული მიდგომები, მათი მოკლე დახასიათებით.
წიგნი განკუთვნილია  ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულების ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, რომელიც სწავლობს დისციპლინას „ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა“, ასევე ამ სფეროთი დაინტერსებულ პირთათვის.

ნ. ოთხოზორია, ო. მელიქიძე

ვიზუალური ანალიზის და დაპროექტების
საფუძვლები

უაკ: 681.3

თანამედროვე ეტაპზე UML ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აქტუალური ტექნოლოგიაა პროგრამულ ინჟინერიაში. ის საშუალებას აძლევს სისტემურ არქიტექტორებს სისტემის საკუთარი ხედვა სტანდარტული დიაგრამების სახით წარმოადგინონ. UML, ამასთანავე, ლოგიკური და მარტივი სისტემაა, რომელსაც უნდა ფლობდეს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით აპირებს მუშაობას. მისი ცოდნა აუცილებელია როგორც პროგრამის შემქმნელისათვის, ისე სისტემური არქიტექტორისა და მენეჯერისათვის.
სახელმძღვანელოში UML-თან ერთად განხილულია დაპროექტების შაბლონები, რომლებიც რთული სისტემების შემუშავებისას ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შაბლონი საშუალებას იძლევა აღიწეროს პროექტული გადაწყვეტის ფრაგმენტი, მრავალჯერადად იქნეს გამოყენებული პრობლემის გადაწყვეტის კარგი იდეა და იყოს სხვა პროგრამისტებთან გაზიარებული მიღებული გამოცდილება.
სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან პროგრამირების ენებს, ასევე – ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, რომელიც პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით აპირებს მუშაობას.

ჯ. იოსებიძე, დ. ფრიდონაშვილი, ა. ჩხეიძე, ო. ხოხლოვი

საავტომობილო შიგაწვის ძრავების
მოწყობილობა

უაკ: 629.113

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული მართვის მქონე თანამედროვე საავტომობილო შიგაწვის ძრავების, მათი მექანიზმებისა და სისტემების დანიშნულება, მოწყობილობა და მუშაობის პრინციპები.
ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის პროფილის სტუდენტებისათვის, თუმცა ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგის სპეციალისტებს.

ნ. ბოკუჩავა, დ. ჯინჭარაძე

სამკურნალო-კოსმეტიკური საშუალებები

უაკ: 615.1 (075.8)

სახელმძღვანელოში მოყვანილია კანის აღნაგობისა და მისი დანამატების ზოგადი დახასიათება. გადმოცემულია კანის მოვლის წესები. დიდი ყურადღება მიპყრობილია სამკურნალო-კოსმეტიკური მალამოების, კრემების, ფხვნილების, ნაკრების, ნიღბების, თხევადი კოსმეტიკური პრეპარატების დამზადების ტექნოლოგიაზე.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ასევე გამოიყენებს მაგისტრანტები, დოქტორანტები, ქიმიური და ფარმაცევტული სპეციალობის ინჟინრები, ტექნოლოგები, კოსმეტიკურ საწარმოებში მომუშავე სპეციალისტები.

 

ა. ფრანგიშვილი, თ. ცაბაძე, თ. წამალაშვილი

შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების
საფუძვლები მენეჯმენტში

I ნაწილი

უაკ: 638.24

სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია ის ტრადიციული მეთოდები, რომელთა საშუალებითაც კვლავ შესაძლებელია ზოგიერთი პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტა.
თანამედროვე მსოფლიოში პროცესები დინამიკურად მიმდინარეობს, რაც იწვევს საზოგადოებრივ მეცნიერებებში, მათ შორის მენეჯმენტში, ადრე მიღებული წარმოდგენებისა და მეთოდების უწყვეტი და ძალიან ხშირად მოულოდნელი  ცვლილებების საჭიროებას.
ამ გარემოებათა გამო აუცილებელი გახდა ახალი მიდგომების შემუშავება დაგეგმვისა და მართვის ამოცანების გადაწყვეტისას.
მეორე ნაწილი ეძღვნება ავტორთა მიერ შემუშავებულ გადაწყვეტილებათა მიღების უახლეს მეთოდებს ფაზი სიმრავლეთა თეორიის გამოყენებით.   
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგება გადაწყვეტილებათა მიღების პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა პირს.

image
დ. ბიბილეიშვილი, ნ. ორმოცაძე

თეორიული ფიზიკური ქიმია

უაკ: 541.1

სახელმძღვანელოში განხილულია ნივთიერების აღნაგობის, ქიმიური თერმოდინამიკის, ჰომოგენურ და ჰეტეროგენულ სისტემებში ქიმიური წონასწორობის, ხსნარების, ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის ძირითადი საკითხები.
წიგნი განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის, სამთო გეოლოგიური ფაკულტეტების ბაკალავრიატის სუდენტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს მაგისტრატურის სტუდენტებსა და ფიზიკური ქიმიით დაინტერესებულ პირებს.

ს. დადუნაშვილი

ჩაშენებული სისტემები

უაკ: 62-5

სახელმძღვანელოში განხილულია ჩაშენებული სისტემების არქიტექტურის საფუძვლები; Spartan, Virtex და Zung ოჯახების პროცესორების აგებისა და ფუნქციონირების თავისებურებები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა დანიშნულების ციფრული ელექტრონული მოწყობილობების სინთეზისათვის.
განსაზღვრულია ჩაშენებული სისტემების პროგრამირების პროცესის პროგრამული და ინსტრუმენტული უზრუნველყოფის პრინციპები და აპარატურული საშუალებები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ელექტრონიკის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმატიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა ჩაშენებული სისტემების სალექციო კურსებში (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

image
გ. თელია, ზ. მესხიძე, ბ. დიდებაშვილი, კ. შარვაშიძე

რკინიგზის გამყოფი პუნქტები

უაკ: 656.21(075)

სახელმძღვანელო აგებულია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის მოქმედი სილაბუსის მიხედვით, სადაც განხილულია რკინიგზის გამყოფი პუნქტების კლასიფიკაცია და ძირითადი ტექნიკური აღჭურვილობის განლაგების პრინციპები. მოცემულია ისრულ გადამყვანთა ტიპები, ლიანდაგთა პარკების სახეები და გამყოფი პუნქტების დაპროექტების ზოგადი წესები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი გამყოფი პუნქტების უმნიშვნელოვანესი ობიექტების – სადგურების სალიანდაგო განვითარების სქემებს, მათი მუშაობის ტექნოლოგიებს.
განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის სპეციალობის ბაკალავრებისათვის. ასევე გამოადგება რკინიგზის სადგურებისა და კვანძების დაპროექტების დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს და სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებს.

ი. მოსაშვილი, ს. ონიანი

Arduino
პროგრამირების საფუძვლები

უაკ: 681.3

სახელმძღვანელო ერთგვარი ნიმუშია პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, თუ როგორ შეადგინოს მაქსიმალურად ეფექტური პრაქტიკული დავალებები. სახელმძღვანელოს თემატიკა ისეა შედგენილი, რომ პროგრამული ბრძანებები, ელექტრული წრედები და პროგრამირებადი დაფა იძლევა სასურველი ციფრული მოწყობილობის შექმნის შესაძლებლობას.
ნაშრომი განკუთვნილია ჩაშენებული სისტემების დაპროგრამებით დაინტერესებული სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე პირებისათვის. ის ელქტრონიკის საფუძვლებთან ერთად იძლევა ციფრული სისტემების დაპროგრამების შესწავლის საშუალებას.



УДК: 62-5

image
T. Mebuke

THEORY AND PRACTICE
OF TRANSLATION

UDC: 82.03

The textbook Theory and Practice of Translation represents a course of lectures and texts for translation for post-graduate students at the Department of Informatics. This textbook was written on the basis of the material gathered by the author during many years of work at the Department of Informatics at Georgian State Technical University.
The first part of the textbook–Theory of Translation–consists of 15 lectures on the issues essential for the theory of translation teaching translation principles and methodology. The course of lectures is based on Peter Newmark`s A Textbook of Translation written for post-graduate students. The theoretical part of the textbook may be used for post-graduate students of all departments while teaching the theory of translation.
In the second part of the textbook–Practical Course in Translation–are given texts for translation at the Department of Informatics (for 15 practical studies). The texts for translation have been selected together with post-graduate students during several years of work. All texts are followed by three–language vocabulary and a list of essential for translation definitions.
The third part of the textbook consists of English–Georgian–Russian Vocabulary of special terms and necessary for the translation list of acronyms and definitions. Finding Georgian and Russian equivalents for special English terms in one of the fastest developing fields of science represented one of the main goals for the author. The vocabulary consists of 623 words.
The author is especially thankful to the post-graduate students at the Department of Informatics George Piriashvili, Irakli Shalikashvili, Dmitri Gasparian, Lasha Tsomaia, Zurab Dadiani and Tariel Mchedlishvili for their help and cooperation in finding Georgian and Russian equivalents for special terms and their specification.

 

image
მ. ლომსაძე-კუჭავა, ხ. გიორგაძე

ეკონომიკა და მარკეტინგი

უაკ: 330.1

სახელმძღვანელოში საუბარია ეკონომიკის არსსა და მის ძირითად მნიშვნელობაზე, რაც დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ცხოვრებისა და უმუშევრობის დონეზე, ეროვნულ შემოსავალზე, ფულად-საკრედიტო სისტემის სიმყარესა და ჯამში ქვეყნის სიძლიერეზე.
სახელმძღვანელოს მიზანია დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკის ძირითადი პრინციპები.
წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

image
ი. ბაზღაძე

სამრეწველო მიკრობიოლოგია

უაკ: 663.18

სახელმძღვანელოში მოცემულია საწარმოთა ჩამდინარე წყლების ორგანული და ზოგიერთი არაორგანული (მაგ: H2S, სულფიდები, ნიტრატები) გამაჭუჭყიანებლის ფიზიკური, ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ბიოქიმიური მაჩვენებლები. ჩამდინარე წყლების გაწმენდის მნიშვნელოვანი მეთოდია ბიოქიმიური გაწმენდა, რომლის საფუძველია იმ მიკროორგანიზმების გამოყენება, რომლებიც საკვებად იყენებს ჩამდინარე წყალში არსებულ ნივთიერებებს, ე.ი. ხდება ამ გამაჭუჭყიანებლების ქიმიური ჟანგვა. განხილულია ასევე ბიოქიმიური გაწმენდის აერობული და ანაერობული მეთოდების საფუძვლები და შესაბამისი ტექნოლოგიური სქემები და აპარატურა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.

კ. მჭედლიშვილი, ა. ბურდულაძე

საავტომობილო გზების დაპროექტების
საფუძვლები

უაკ: 625.7

სახელმძღვანელო ეყრდნობა საავტომობილო გზების დაპროექტების ქართული საინჟინრო სკოლის მრავალი ათეული წლის გამოცდილებას. მხედველობაშია მიღებული აგრეთვე რუსული და დასავლეთევროპული სკოლების მიღწევები საავტომობილო გზების დაპროექტებაში.
ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მიმართულების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის. იგი გამოადგება ამავე მიმართულებით მომუშავე დოქტორანტებსა და პრაქტიკოს ინჟინრებსაც.

 

მ. სირაძე, ი. გოქსაძე, ნ. ნეფარიძე

სამკურნალო მცენარეული ნედლეული

უაკ: 615.32

სახელმძღვანელო შედგება ზოგადი და სპეციალური ნაწილებისაგან. მასში განხილულია პრაქტიკული და  ლაბორატორიული მეცადინეობების თემატიკა სალექციო კურსის მიხედვით. პრაქტიკული მეცადინეობები დაეხმარება სტუდენტს მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და გარკვეული საკითხების მიმართ შემოქმედებით მიდგომაში. ლაბორატორიული მეცადინეობები მოიცავს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ანალიზის მეთოდებს, კერძოდ: მცენარეულ ნედლეულში ნახშირწყლების, ცხიმების, ეთერზეთების, გლიკოზიდების (ტრიტერპენული და სტეროიდული საპონინების), ალკალოიდების, კუმარინების, ანთრაცენნაწარმების, მთრიმლავი და ექსტრაქტული ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრას. განხილულია აგრეთვე სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ანალიზისას საჭირო ტიტრიანი ხსნარების, რეაქტივებისა და ინდიკატორების მომზადების  მეთოდები.
სახელმძღვანელო შედგენილია ფარმაცევტული ტექნოლოგიის სპეციალობის მაპროფილებელი საგნის – „სამკურნალო მცენარეული ნედლეულის“ ახალი სასწავლო პროგრამის საფუძველზე. გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის  სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე დაეხმარება სხვა უმაღლესი სასწავლებლების ამავე პროფილის  მომავალ  სპეციალისტებსაც.

image
ა. ჩიქოვანი

საშენი მასალები და კონსტრუქციები

უაკ: 624

განხილულია საშენი მასალების თვისებები, ძირითადი საშენი მასალები: ბუნებრივი ქვა, კერამიკა, შემკვრელები, ბეტონი და რკინაბეტონი, ლითონი, მერქანი, პლასტმასა, კომპოზიტი და მათი გამოყენება შენობის და ნაგებობის კონსტრუქციაში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამოქალაქო და სამრეწველო, აგროინჟინერიის, არქიტექტურის, საგზაო-სატრანსპორტო, ჰოდროტექნიკური, სამთო საქმის და სხვა  სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, მშენებლობის ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

ზ. ეზუგბაია, შ. ბაქანიძე, ი. ქვარაია, ი. ირემაშვილი

სამშენებლო პროცესების ტექნოლოგია

I ნაწილი

უაკ: 624. 05

სახელმძღვანელოში განხილულია შენობა-ნაგებობათა მშენებლობისას ძირითადი საწარმოო პროცესების თეორიული საფუძვლები და შესრულების ხერხები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის „მშენებლობის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული სწავლების სტუდენტებისა და მშენებლობის დარგის სპეციალისტების მიერ.

 

ზ. ეზუგბაია, შ. ბაქანიძე, ი. ქვარაია, ი. ირემაშვილი

სამშენებლო პროცესების ტექნოლოგია

II ნაწილი

უაკ: 624. 05

სახელმძღვანელოში განხილულია შენობა-ნაგებობათა მშენებლობისას ძირითადი საწარმოო პროცესების თეორიული საფუძვლები და შესრულების ხერხები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის „მშენებლობის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული სწავლების სტუდენტებისა და მშენებლობის დარგის სპეციალისტების მიერ.

 

image
დ. ბუცხრიკიძე, რ. თურმანიძე, მ. შვანგირაძე

მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგიის
საფუძვლები

უაკ: 621.757(075.8)

სახელმძღვანელოში ზედმიწევნითაა აღწერილი მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტების თეორიისა და მეთოდიკის საკითხები ერთეულოვანი და სერიული წარმოებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარმოების ტიპისა და სერიულობის გავლენას ტექნოლოგიური ოპერაციების სტრუქტურაზე, ტექნოლოგიური მოწყობილობის ხასიათსა და ტექნოლოგიური პროცესების შინაარსზე. სახელმძღვანელოში ფართოდაა გამოყენებული სტანდარტიზაციის საყოველთაოდ მიღებული სისტემები (ECKD – საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ერთიანი სისტემა; სტანდარტები: ГОСТ, СЭВ ISO და სხვ.).
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მანქანათმშენებლობის საწარმოების სპეციალისტებისათვის.

 

image
ნ. დოლიძე

ნანოტექნოლოგიები ბიომედიცინაში

უაკ: 577.1:615.47

სახელმძღვანელოში მოცემულია ბიომედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების თანა­მედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები. აღწერილია ნანოტექნოლოგიების განვითარების ისტორია უხსოვარი დროიდან დღემდე. განხილულია ბუნებაში არსებული ნანოეფექტები და მათი ხელოვნური ანალოგიების შექმნის შესაძლებლობები, ასევე ბიოტექნოლოგიის საფუძვლები, წარმოების ზოგადი სქემები მაგალითებით. სახელმძღვანელო მოიცავს თანამედროვე გენური ინჟინერიის საფუძველზე შექმნილი ბიოტექნოლოგიური მეთოდების აღწერას და მათი გამო­ყენების მაგალითებს, გენური ინჟინერიის დადებით და უარყოფით მხარეებს. მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ნანომედიცინასა და ბიოტექნოლოგიური ნანოსისტემების აღწერას, ბუნების იმიტირებას–დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) მოლეკულებისგან სხვადასხვა ნაკეთობის, ნანომანქანების, ჩიპების და ა.შ. შექმნას და მათ გამოყენებას. მოცემულია ადამიანის გენომი საერთოდ, ქრომოსომაში დნმ-ს წყობა, გენის დანიშნულება, ფუნქცია და როლი თაობათა ცვლაში. წარმოდგენილია ბიომედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების სოციალურ-ეთიკური სა­კითხები, მათდამი საზოგადოების დამოკიდებულება, გამოყენების რისკი და სარგებელი.
განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის სამაგისტრო სწავლების სტუდენტების­თვის, ასევე სასარგებლო იქნება სპეციალისტებისა და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის.

image
ტ. კიკვაძე, დ. გეგია

ეკონომიკურ-მათემატიკური
მოდელირების მეთოდები

უაკ: 621.332

ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება, როგორც მოდელირების სხვა ნებისმიერი სახეობა, ეფუძნება ანალოგიის პრინციპს ანუ ობიექტის შესწავლის შესაძლებლობას არა უშუალოდ, არამედ მისი მსგავსი, უფრო ხელმისაწვდომი ობიექტის განხილვის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ობიექტის როლში ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი გვევლინება. ფორმალიზაცია და კვანტიფიკაცია, მოდელის აგების პროცესში, ამა თუ იმ თეორიისა და ჰიპოთეზის შემოწმების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს გამოსაკვლევი პრობლემების სიღრმეებში წვდომას.
სახელმძღვანელო მომზადებულია ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად და პრაქტიკულად მოიცავს ეკონომიკური პროცესების მოდელირების თითქმის ყველა თანამედროვე მიმართულებას.
განკუთვნილია აღნიშნულ პროგრამასთან მეტ-ნაკლებად მომიჯნავე სასწავლო პროგრამების როგორც საბაკალავრო, ისე სწავლების უფრო მაღალი საფეხურის სტუდენტებისთვისაც.

image
მ. ლაპიაშვილი

ზოგადი საინჟინრო გეოლოგია

უაკ: 624.131.1

სახელმძღვანელოში განხილულია ფართო სპექტრი საკითხებისა, რომლებიც განაპირობებს ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასების აუცილებელ ფაქტორებს. მოცემულია ზოგადი ცნობები დედამიწის, ლითოსფეროს ამგები ქანების ტიპებისა და მათი შემადგენელი ქანმაშენი მინერალების ძირითადი მახასიათებლების შესახებ.
ნაშრომში განხილულია დედამიწის შინაგანი (ენდოგენური) და გარეგანი (ეგზოგენური) მოვლენები. მოცემულია კონკრეტულ ნაგებობებთან დაკავშირებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ამოცანები, მათი ეტაპები და სახეები.
სახელმძღვანელო შინაარსობრივად და სტრუქტურულად აგებულია სასწავლო დისციპლინის სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის სამშენებლო, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური მიმართულების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და სპეციალისტთა იმ წრისათვის, რომლებიც შეისწავლიან ქანებსა და იმ საინჟინრო გეოდინამიკურ მოვლენებს, რაც მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობასთან.

image
ა. ლეჟავა, ე. ბიჭიაშვილი

ელექტროქიმიური პროცესები
მეთოდიკური მითითებები

უაკ: 541.13

წინამდებარე მეთოდიკურ სახელმძღვანელოში სრულ­ყოფი­ლადაა განხილული ზოგადი ქიმიის ერთ-ერთი უმნი­შვნე­ლო­ვანესი საკვანძო საკითხი– ელექტროქიმიური პრო­ცე­სები, რომლის გაცნობაც ჯეროვან დახმარებას გაუწევს სტუ-ის პირველკურსე­ლებს (და არა მარტო მათ) ზოგადი და არაორგანული ქიმიის შეს­წავლისას.

image
რ. სამხარაძე, ლ. გაჩეჩილაძე

SQL სერვერი

უაკ: 004.65

სახელმძღვანელოში მოცემულია Microsoft SQL Server გარემოში პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა განხილული Transact SQL-ის საფუძვლები, მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების მართვის საკითხები, ფუნქციებთან, შენახულ პროცედურებთან, ინდექსებთან, წარმოდგენებთან, კურსორებთან და ტრიგერებთან მუშაობის პრინციპები. გადმოცემულია ადმინისტრირების საშუალებები. მეორე გამოცემაში დამატებულია ოპერაციები სიმრავლეებზე, საერთო ცხრილური გამოსახულებები, მონაცემების რეორგანიზების საკითხები. დაწვრილებითაა გაშუქებული ცხრილებს შორის კავშირები.
წიგნში უხვადაა მოცემული მაგალითები და სავარჯიშოები.
განკუთვნილია როგორც კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ისე პროგრამირების შესწავლის მსურველთათვის.

გ. სურგულაძე, ე. თურქია

პროგრამული სისტემების მენეჯმენტის
საფუძვლები

უაკ: 004.5

სახელმძღვანელოში განხილულია მართვის საინფორმაციო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის ობიექტორიენტირებული ანალიზის, დაპროექტების, დეველოპინგის, ტესტირების, დანერგვისა და რეინჟინერინგის საკითხები. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება გამოყენებითი სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის უნიფიცირებულ (UML) და მოქნილ (Agile) მეთოდოლოგიებზე, სასიცოცხლო ციკლის გუნდური მენეჯმენტის ამოცანებზე.
წიგნში შემოთავაზებულია პროგრამული სისტემების მენეჯმენტის როგორც თეორიული საფუძვლები, ისე ლაბორატორიული პრაქტიკუმის ამოცანები. გამოყენებულია MsVisual Studio.NET Framework 4.5 ინტეგრი­რებული  სამუშაო გარემო.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროგრამული ინჟინერიისა და მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

image
თ. მენაბდე, ზ. აზმაიფარაშვილი

ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტიზა

I ნაწილი

უაკ: 008.4

სახელმძღვანელოში განხილულია ინტელექტუალური საკუთრე­ბის უფლების არსი, საავტორო უფ­ლებების დაცვა, ქონებრივი უფლე­ბები კომპი­უტერულ პროგრამებსა და ბაზებზე, სასაქონლო ნიშანი, მისი დანიშ­ნულება, დაცვა, რეგის­ტრაცია, მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოში ინტე­ლექტუალური საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, მოქ­მედი კანონებისა და რეგლამენტების განხილვა.
ნაშრომი საჭირო სამსახურს გაუწევს, როგორც სტუდენტებს, ისე გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ შეხება ინტე­ლექტუ­ალური საკუთრების საკითხების გადაწყვეტასთან სამეცნიერო ან სა­წარმოო კუთხით.
წიგნი განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.

 

 

image
თ. მენაბდე, ზ. აზმაიფარაშვილი

ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტიზა

II ნაწილი

უაკ: 008.4

სახელმძღვანელოში განხილულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების არსი, საავტორო უფლებების დაცვა, ქონებრივი უფლებები კომპიუტერულ პროგრამებსა და ბაზებზე, სასაქონლო ნიშანი, მისი დანიშნულება, დაცვა, რეგისტრაცია, მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, მოქმედი კანონებისა და რეგლამენტების განხილვა.
ნაშრომი საჭირო სამსახურს გაუწევს, როგორც სტუდენტებს, ისე გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ შეხება ინტელექტუალური საკუთრების საკითხების გადაწყვეტასთან სამეცნიერო ან საწარმოო კუთხით.
წიგნი განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინროეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.

 

 

image
ვ. კუციავა, პ. ჯოხაძე, თ. ხუციშვილი

გადამწოდები

უაკ: 681.208

სახელმძღვანელოში განხილულია მრეწველობის დარგებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაში გამოყენებული გადამწოდების ფართო სპექტრი. აღწერილია მათი როგორც მოქმედების პრინციპები, ისე ჩართვის სქემები და პრაქტიკული გამოყენების მაგალითები.
იგი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და საინჟინრო პერსონალს სხვადასხვა დანიშნულების საზომი სისტემების დამუშავების საკითხების გადაჭრაში.

image
გ. ღვინეფაძე

Javascript და მისი შესაძლებლობების განმავითარებელი
თანამედროვე ტექნოლოგიები

უაკ: 681.3.06

წიგნში განხილულია WEB დოკუმენტების შესაქმნელად განკუთვნილი სცენარების სპეციალიზებული ენა  Javascript-ი და ამ ენის შესაძლებლობების განმავითარებელი, ბოლო წლებში შემუშავებული ტექნოლოგიები: Ajax, jQuery და Json.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.

image
ა. ფრანგიშვილი, ლ. იმნაიშვილი, ო. ნამიჩეიშვილი

საექსპერტო სისტემები

უაკ: 681.3.06

სახელმძღვანელოში განხილულია საექსპერტო და ცოდნის წარმოდგენის სისტემათა ძირითადი ცნებები, მახასიათებლები, ასევე აგების თავისებურებები. გაშუქებულია საექსპერტო სისტემების ფუნქციონირების ფუნდამენტური პრინციპები, ფასდება მათი უპირატესობა და ნაკლოვანებები, ასევე აღწერილია ამ სისტემების გამოყენების ყველაზე საინტერესო არეები. ყურადღება გამახვილებულია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე, ნდობის ბაიესური ქსელების გამოყენებით, HUGIN პროგრამულ გარემოში.
განკუთვნილია საექსპერტო სისტემებით დაინტერესებული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც მომზადებას გადიან კომპიუტერული მეცნიერების, მართვის საინფორმაციო სისტემების, პროგრამული ინჟინერიისა და სხვა ანალოგიურ სფეროთა სპეციალიზაციით.

გ. ბელთაძე

თამაშთა თეორია
ურთიერთობათა და წონასწორობის
მათემატიკური თეორია

უაკ: 519.83

წიგნში განხილულია თამაშთა თეორიის ძირითადი თანამედროვე მიმართულებების (თეორიების) საწყისები, კერძოდ, არაკოალიციურ თამაშთა კლასები და მათი ანალიზი ნეშის წონასწორობის პრინციპის საფუძველზე, სარგებლიანობის თეორიის საფუძვლები, ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, სასრული და უსასრულო ანტაგონისტური თამაშები, არაანტაგონისტური თამაშების კლასები და მათი ამოხსნის ალგორითმები, სტატისტიკური თამაშების მოდელები, აგრეთვე:  დინამიკური თამაშების მიმართულებები-პოზიციური, გამეორებული, ბაიესური, სასიგნალო, იერარქიული, დიფერენციალური თამაშები; აუქციონების თეორიისა და ეკონომიკური მექანიზმების თეორიის შესავალი; ევოლუციურ თამაშთა თეორიის ელემენტები; კოოპერატიულ თამაშთა თეორიის ოპტიმალურობის უმთავრესი პრინციპები;  გამოყენება ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში; ლექსიკოგრაფიული თამაშები; ქსელური თამაშების თეორია და პარადოქსები ქსელურ თამაშებში, მათ შორის სატრანსპორტო ქსელებში.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ თამაშთა თეორიასა და მის გამოყენებებში უმაღლესი სასწავლებლების ყველა პროფილის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მათემატიკოსებისათვის, რომლებიც მუშაობენ თამაშთა თეორიის, ოპერაციათა კვლევის, მათემატიკური დაპროგრამებისა და მათემატიკური ეკონომიკის საკითხებზე, ეკონომიკის, ინფორმატიკის, მართვის, პოლიტიკის, უსაფრთხოების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, სამართლის, მედიცინის, სამხედრო, ეკოლოგიისა და სხვა დარგების სპეციალისტებისათვის, ხელისუფლების ყველა რგოლის ხელმძღვანელთათვის, საერთოდ ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია კარგის და ცუდის გარჩევით, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, შეფასებებისა და პრიორიტეტების დადგენით, ინდივიდებთან, მხარეებთან, ბუნებასთან რაციონალური ურთიერთობების ორგანიზებითა და წონასწორული გადაწყვეტილების მიღებით.

 

image
ბ. ბოქოლიშვილი, ლ. ქისიშვილი

დარგობრივ სამრეწველო ნაწარმთა
კონსტრუირების მეთოდოლოგია

უაკ: 65.015.11

სახელმძღვანელო შედგენილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიების საბაკალავრო, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნის-დარგობრივ სამრეწველო ნაწარმთა  კონსტრუირების მეთოდოლოგიის სილაბუსის შესაბამისად. სახელმძღვანელოში განხილულია ის ზოგადი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სამრეწველო ნაკეთობის კონსტრუირების დროსაა აუცილებელი. კერძოდ, სამრეწველო ნაკეთობის კლასიფიკაცია და შემადგენელი ძირითადი ელემენტები, ნაკეთობის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და მათი შერჩევის კრიტერიუმები, კონსტრუირების ეტაპები და ძირითადი წესები, კონსტრუქციის დამუშავება, ავტომატიზებული დაპროექტების სისტემა, კონსტრუირებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების გადაწყვეტა ავტომატიზებული დაპროექტების სისტემა Autocad-ის გამოყენებით. ამ ზოგადი საკითხების შესწავლა მომავალ სპეციალისტს კონკრეტული სამრეწველო ნაკეთობის კონსტრუირების საფუძველს უყალიბებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება სხვა საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებსაც.

 

image
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. ბერუაშვილი, გ. გუგულაშვილი, თ. ისაკაძე, ზ. ლაზარაშვილი

ჰაერის კონდიცირების ძირითადი
ტექნოლოგიური საკითხები

უაკ: 621.8

განხილულია ჰაერის კონდიცირების ტექნოლოგიური საკითხები. აღწერილია ჰაერის მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი პარამეტრები და მათი ცვლილების შემთხვევები, კონდიცირების სისტემაში ჰაერის დამუშავების და კონდიციონერის ძირითადი და დამხმარე ელემენტების გაანგარიშების მეთოდები, ცენტრალური და ადგილობრივი კონდიციონერების დაპროექტების საკითხები. მოცემულია კომპიუტერული პროგრამები და ჰაერის კონდიცირების სისტემის დასაპროექტებლად მათი გამოყენების მეთოდები.
განკუთვნილია კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამა კვების ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

†ნ. ქაჯაია

მყარი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების
ანგარიში და საბადოების სამრეწველო-
ეკონომიკური შეფასება

უაკ: 550.8, 075.8

სახელმძღვანელოში განხილულია მინერალური ნედლეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესაფასებლად აუცილებელი მონაცემები ბუნებ და სახეობები. დახასიათებულია სასარგებლო წიაღისეულის მარაგები, როგორც საბადოს სამრეწველო-ეკონომიკური ფასეულობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი, მისი რაოდენობის გამოთვლის მეთოდიკისა და თანამიმდევრობის თავისებურებები.
გეოლოგია, როგორც საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგი, მოითხოვს თეორიისა და პრაქტიკის განუწყვეტელ შერწყმას. ყოველი თემატიკის თეორიულ საფუძვლებს მოსდევს პრაქტიკული მაგალითი ამოხსნით და განმარტებით. იქვე, უმეტეს შემთხვევაში, მოცემულია ახალი ამოცანები და მითითებები მათი ამოხსნის შესახებ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მსმენელებისათვის. მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ამ საკითხებზე მომუშავე დოქტორანტებს და დამწყებ სპეციალისტებს.

ე. უთურაშვილი

ტექნიკური ბიოქიმია

უაკ: 577.1

სახელმძღვანელოში განხილულია მარცვლეულისა და პურის, ხილისა და ბოსტნეულის, ჩაისა და ჩაის მრეწველობის, თამბაქოს შრობისა და ფერმენტაციის, ასევე მეღვინეობისა და ფერმენტული პრეპარატების მიღებისა და გამოყენების ბიოქიმიური საფუძვლები.
მოცემული მასალის საფუძვლიანი შესწავლა უზრუნველყოფს სტუდენტის სათანადო დონეზე მომზადებას და მიღებული ცოდნა დაეხმარება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებაში.
განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

image
რ. კანაშვილი

ფერადი ლითონების ავტოკლავური
ჰიდრომეტალურგია

უაკ: 669. 2 / 83 : 66.046.8

სახელმძღვანელოში განხილულია ავტოკლავური პროცესების ზოგადი პრინციპები. გადმოცემულია საქართველოში არსებული ლითონის საბადოების მინერალების მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში გადამუშავების ჰიდრომეტალურგიული პროცესების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები. გარჩეულია მსოფლიოში არსებული ავტოკლავური გამოტუტვის და დალექვის თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები სპილენძის, თუთიის, ტყვიის, ალუმინის, მოლიბდენის, მანგანუმის და კეთილშობილი ლითონების მეტალურგიაში.
განკუთვნილია  ფერადი ლითონების მეტალურგიის მიმართულების სწავლების ყველა დონის სტუდენტებისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისათვის.

image
თ. მეგრელიძე (თავი 1, 2, 11); ზ. ჯაფარიძე (თავი 3, 4); გ. გოლეთიანი (თავი 5, 7); გ. გუგულაშვილი (თავი 6, 8, 9); გ. ბერუაშვილი (თავი 10, 12); თ. ისაკაძე (თავი 13, 14, 15).

სამაცივრო დანადგარის დაპროექტების
საფუძვლები

უაკ: 621.565

სახელმძღვანელოში განხილულია სამაცივრო დანადგარის დასაპროექტებლად საჭირო საწყისი მონაცემები; აღწერილია მისი სამშენებლო-საიზოლაციო კონსტრუქციები და თბოიზოლაციის გაანგარიშება, სივრცითი დაგეგმარების პირობები; მაცივრისათვის კომპრესორის, საორთქლებლის, კონდენსატორისა და დამხმარე მოწყობილობების შერჩევის მეთოდიკა; სამაცივრო დანადგარის სქემის შერჩევისა და დაპროექტების საფუძვლები.
წიგნი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, სამაცივრო დანადგარების, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სისტემების სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის;  გამოადგებათ ამავე პროგრამის შემსწავლელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

მ. ვანიშვილი, ნ. ჭიკაიძე, ნ. ვანიშვილი

სოციალური ეკონომიკა

უაკ: 33:316 (075.8)

სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა განხილული სოციალური სფეროს თეორიისა და პრაქტიკის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სოციალური ეკონომიკის შესწავლის საგანი და კვლევის მეთოდოლოგია; სოციალური ეკონომიკა როგორც საზოგადოებრივი თეორია და პრაქტიკა; საზოგადოების სოციალური სტრუქტურა; სოციალური ტრანსფორმაციის არსი და თანამედროვე ტენდენციები; სოციალური უსაფრთხოება და მის უზრუნველყოფაზე მიმართული პოლიტიკა; შრომის ბაზარი და მისი ფუნქციონირების თავისებურებანი; უმუშევრობა და დასაქმების პოლიტიკა; შრომის ანაზღაურება სოციალურ-შრომით ურთიერთობათა სისტემაში; შრომის მწარმოებლურობა–სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის საფუძველი; სოციალური დაზღვევა სოციალურ-შრომით ურთიერთობათა სისტემაში; მოსახლეობის ცხოვრების დონე – სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის ინდიკატორი; სოციალური პარტნიორობა – სოციალური ეკონომიკის ეფექტიანობის უზრუნველყოფის საკვანძო მიმართულება; სოციალური ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირების საზღვარგარეთული გამოცდილება; სოციალური განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები თანამედროვე საქართველოში.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური და სხვა სოციალური პროფილის სპეციალობების სტუდენტებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სოციალური ეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

image
ნ. რურუა

სარკინიგზო მტყუვნების შესწავლა,
ანალიზი და ექსპერტიზა

უაკ: 625.143+629.024

სახელმძღვანელოში განხილულია რელსებიდან მოძრავი შემადგენლობის თვლების ჩამოსვლის მიზეზები და მექანიზმი, კერძოდ: მატარებელში გრძივი მკუმშავი ძალების ზრდის მიზეზი; ურიკის თვლების გვერდითი ზემოქმედება რელსებზე განპირობებული მატარებლის კვაზისტატიკური შეკუმშვით დამუხრუჭების დროს; თვლების რელსებიდან ჩამოსვლის სახეები და მექანიზმი; მრუდებში რელსებიდან თვლების ჩამოსვლა გარე რელსის ჭარბი შემაღლების გამო; მატარებლის ლიანდაგში ჩავარდნის მიზეზების გამოძიების სამი ძირითადი წესი; თვლების რელსებიდან ჩამოსვლის თავიდან აცილების ღონისძიებები; სალიანდაგო მიზეზებით თვლების რელსებიდან ჩამოსვლის თავიდან აცილების ტექნიკური და ტექნოლოგიური ღონისძიებები; ლიანდაგის გაანგარიშების მეთოდიკა და შედეგები თვლის ქიმების წრიული სრიალის დროს რელსის თავის გვერდით წახნაგზე და თვლების გრძივი სრიალის დროს რელსებზე მრუდებში; მიჯახების კუთხის გავლენა რელსების გვერდით ცვეთაზე და მისი ფაქტიური მნიშვნელობების ანალიზი; მრუდებში შიგა ძაფიდან გარე ძაფზე რელსების ცვეთის გადანაწილების ანალიზი; გარე რელსის შემაღლების ოპტიმალური მნიშვნელობების დადგენა მცირერადიუსიან და შედგენილ მრუდებში; თვლის ქიმებისა და რელსების ცვეთის ინტენსიურობის შემცირების პრაქტიკული რეკომენდაციები.
დასაბუთებულია მატარებლის ქვეშ სარელსო ლიანდაგის ტემპერატურული გაგდების შეუძლებლობა. გაანალიზებულია სარკინიგზო მტყუნებები. მოცემულია პრაქტიკული რეკომენდაციები თვლების რელსებიდან ჩამოსვლის ადგილის გამოკვლევის დროს. განხილულია რკინიგზის ტრანსპორტზე მატარებლის მარცხისა და ავარიის შემთხვევის ადგილის დათვალიერების წესები, დათვალიერების თავისებურებები მატარებლების შეჯახების და მოძრავი შემადგენლობის რელსებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თავისებურებები მატარებლების შეჯახების და მოძრავი შემადგენლობის რელსებიდან ჩამოსვლის მიზეზების გამოძიების დროს. მოტანილია საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

image
თ. მეგრელიძე, გ. ბერუაშვილი, გ. გუგულაშვილი

კვების საწარმოთა სპეციალური
სატრანსპორტო საშუალებები

უაკ: 621.8

სახელმძღვანელოში განხილულია კვების საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესებისათვის განკუთვნილი მექანიზაციის საშუალებები; აღწერილია ელევატორები, ხრახნული და გორგოლაჭიანი კონვეიერები, ჩამოსაშვები ღარები, თვითდინებითი მილსადენები და ხრახნული ჩამოსაშვებები. მოცემულია პნევმატიკური, აეროზოლური, ჰიდრავლიკური და აეროგრავიტაციული სატრანსპორტო სისტემები, აგრეთვე ცალობითი და ფხვიერი ტვირთის ჩასატვირთავ-განმტვირთავი სატრანსპორტო საშუალებები. 
წიგნი განკუთვნილია კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის „კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

image
ს. ჩქოფოია, კ. ჭყოიძე, ნ. ლომიძე, მ. რაზმაძე

საერთაშორისო ტერორიზმი
(იდეოლოგია და პოლიტიკა)

უაკ: 323.28:327

სახელმძღვანელოში მეცნიერულად არის გაანალიზებული საერთაშორისო ტერორიზმის წარმოშობისა და განვითარების დინამიკა; პოლიტიკური და რელიგიური ტერორიზმის თანამედროვე პრობლემები; ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის  რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების ანატომია; საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული მსოფლიო მასშტაბის ანტიტერორისტული კამპანიის სტრატეგია, ტაქტიკა და სხვა საკითხები.
წიგნი შედგენილია საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული სამეცნიერო და სასწავლომეთოდიკური ლიტერატურის გათვალისწინების საფუძველზე.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სოციალური და ჰუმანიტარული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ტერორიზმის პრობლემატიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

image
ტ. კვიციანი

თეორიული მექანიკის კურსი
სტატიკა და კინემატიკა

უაკ: 531.8

სახელმძღვანელო მოიცავს თეორიული მექანიკის კურსის პირველ (სტატიკა) და მეორე (კინემატიკა) ნაწილებს.
კურსის კარგად დასაუფლებლად ყოველი თემის ბოლოში მოცემულია ბევრი მაგალითი და ამოცანა, რომელთა ამოხსნას ერთვის შესაბამისი მეთოდიკური მითითებანი.
ამოხსნილი ამოცანების მეთოდიკური მითითებების დამუშავება და შესწავლა სტუდენტს საშუალებას მისცემს, დაეუფლოს სავარჯიშოდ მიცემული ამოცანების ამოხსნის ხერხებს და სათანადო დონეზე აითვისოს დისციპლინა.
სახელმძღვანელოში შეტანილია მყარი სხეულის სტატიკის, წერტილისა და სხეულის კინემატიკის ბევრი ამოცანა დამოუკიდებელი მუშაობისათვის, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც თეორიული მექანიკის ამოცანათა კრებულისა.
განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 

image
მ. მჭედლიშვილი

სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის საფუძვლები
(მესამე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა)

უაკ: 6159:54(0758)

სახელმძღვანელოში განხილულია ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებათა სახეები, მათი წარმოშობის წყაროები, ორგანიზმზე მოქმედების თავისებურებანი და მათი მეტაბოლიზმი, მძიმე და კეთილშობილი ლითონები, ფეთქებადი ნივთიერებები, ნიადაგი, მათი კვლევის ძირითადი ხერხები და მეთოდები; შხამებს მიკუთვნებული ნივთიერების შემცველობაზე ბიომასალის გამოკვლევის ზოგადი პრინციპები და ბიომასალაში მათი აღმოჩენის სპეციფიკური მეთოდები. წარმოდგენილია სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოები და მათი შესრულების მეთოდიკა. მოცემულია ტესტები, თითოეული სამი, ოთხი სავარაუდო პასუხით და შუალედური გამოცდებისთვის გათვალისწინებული გართულებული მაგალითები.
განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. აგრეთვე, დახმარებას გაუწევს სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

image
შ. ანდღულაძე, ნ. ანდღულაძე, ლ. ანდღულაძე

ეკოლოგია

უაკ: 577.4

სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისაგან − თეორიული და გამოყენებითი ეკოლოგიისაგან. ნაშრომში განხილულია ზოგადი ეკოლოგიის ძირითადი დებულებები, სწავლება ბიოსფეროს შესახებ, ადამიანის ეკოლოგია, ანთროპოგენური ზემოქმედება ბიოსფეროზე, თანამედროვე შეხედულებები გლობალური ეკოლოგიური კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, ასევევ საქართველოს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.
წიგნი განკუთვნილია, ძირითადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო პროფილის სტუდენტებისთვის. ასევე სასარგებლო იქნება საჯარო სკოლების, ლიცეუმებისა და კოლეჯების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. სახელმძღვანელომ იმ მუშაკთა გარკვეული ინტერესიც შეიძლება გამოიწვიოს, რომლებიც მუშაობენ რაციონალური ბუნებასარგებლობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

 

ო. ქართველიშვილი, ც. ხოშტარია, ს. ხოშტარია

მიკროპროცესორული სისტემები მიკროკონტროლერის
არქიტექტურა

I ნაწილი

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია მიკროპროცესორული სისტემების დაგეგმარების საკითხები. იგი შედგენილია ერთსახელა კურსის პროგრამის მიხედვით და წარმოადგენს მის პირველ ნაწილს. განიხილება მიკროკონტროლერის არქიტექტურა AVR ოჯახის ერთ-ერთი მიკროკონტროლერის მაგალითზე. ნაშრომში აღწერილია მიკროკონტროლერის შედგენილობაში შემავალი ბლოკების სტრუქტურა, მათი მუშაობის პრინციპი და ურთიერთკავშირი მიკროკონტროლერის მუშაობის დროს. განიხილება სხვადასხვა ინტერფეისის პროტოკოლები. წიგნში მოცემული მასალა ორიენტირებულია მიკროპროცესორის ბლოკებთან პროგრამის ურთიერთქმედების შესწავლაზე სხვადასხვა ამოცანის შესრულების დროს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის და იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ მიკროპროცესორული სისტემების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის სფეროში.

 

image
მ. სვანაძე, გ. ხვიჩია, კ. მჭედლიძე, მ. სილოგავა

საზეინკლო და ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
(საწარმოო სწავლება სასწავლო სახელოსნოში)

უაკ: 694.6

სახელმძღვანელოში მოცემულია ზეინკლის სამუშაო ადგილის მოწყობისა და ორგანიზაციის, დეტალების გაზომვისა და საკონტროლო იარაღების შესახებ ცნობები. აღწერილია საზეინკლო იარაღები და ხელსაწყოები, საზეინკლო ოპერაციების შესრულების ხერხები. დანართში მოცემულია ურთიერთშეცვლადობის ძირითადი ცნებები და ტერმინები, მოყვანილია მანქანათმშენებლობაში გამოყენებული მასალები, ცხრილები და ცნობარები.
განკუთვნილია პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია საწარმოსათვის მუშების მოსამზადებლად.

image
ზ. მიქაძე, მ. კიკნაძე

კომპიუტერული სისტემები და
გამოყენებითი ტექნოლოგიები

უაკ: 681,3

სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია კომპიუტერის ზოგადი დახასიათება, მისი ელემენტები და ინფორმაციის წარმოდგენის პრინციპები.
მეორე ნაწილი ეძღვნება  კომპიუტერული სისტემის და მისი შემადგენელი ნაწილების აგების და ფუნქციონირების  საფუძვლებს.
შემდგომი ნაწილები ეხება Microsoft Office 2013-ის პაკეტში შემავალ გამოყენებით პროგრამებს: Ms Word, Ms Excel, Ms PowerPoint სახელმძღვანელოში ასევე განხილულია Internet-ში მუშაობის ძირითადი საკითხები.
სახელმძღვანელო დიდი რაოდენობით შეიცავს საილუსტრაციო სურათებს და სავარჯიშოებს რაც, თავის მხრივ, გასაგებს ხდის გადმოცემულ მასალას და აადვილებს მის შესწავლას. შესასწავლი მასალა დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სტუდენტთათვის, ასევე ამ საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.

image
შ. ნემსაძე

ძლიერი იმპულსური დენის
ტექნიკა

უაკ: 621.317.726

სახელმძღვანელოში განხილულია ძლიერი იმპულსური დენის ტექნიკის ელემენტები, მცირე ინდუქციურობის მქონე იმპულსური კონდენსატორები, მაღალი ძაბვის დიდი დენის კომუტატორები, საუკეთესო მექანიკური თვისებების მქონე ინდუქტორები ძლიერი იმპულსური მაგნიტური ველების გენერირებისათვის. სახელმძღვანელო მოიცავს იმპულსური ტექნიკის თეორიულ საფუძვლებს, იმპულსურ, ელექტრულ და მექანიკურ სიდიდეთა გაზომვების მეთოდებს და საშუალებებს.
წიგნი შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით, ისარგებლებენ წარმოებაში დასაქმებული სპეციალისტებიც.

მ. ძიძიგური

დასავლეთ ევროპის არქიტექტურის ისტორია რომანული
ეპოქიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე

უაკ: 72.03

სახელმძღვანელოში განხილულია დასავლეთ ევროპის არქიტექტურის ისტორია XI საუკუნიდან XIX საუკუნის პირველი ათწლეულის ჩათვლით, დახასიათებულია აღნიშნულ პერიოდში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თავისებურებანი, წარმოდგენილია იმ ცალკეულ ხუროთმოძღვართა შემოქმედება, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით განსაზღვრეს მაშინდელი არქიტექტურის ხასიათი და გავლენა იქონიეს მის შემდგომ განვითარებაზე.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

image
რ. გახოკიძე, ლ. ტაბატაძე

კვების პროდუქტთა ქიმია

უაკ: 577.1

სახელმძღვანელოში ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს კვების პროდუქტების ქიმიურ შედგენილობას, კვების პროდუქტთა ძირითადი კომპონენტების ტექნოლოგიურ და ბიოლოგიურ მნიშვნელობას, კვების სისტემაში წყლის როლს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და კვებითი ღირებულების გამაუმჯობესებლებს, ასევე კვების პროდუქტთა უვნებლობას. ნაჩვენებია ბიოორგანული ქიმიისა და ბიოტექნოლოგიის წვლილი კვების პროდუქტთა წარმოებაში.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის, ქიმიური ექსპერტიზის, კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
გ. არაბიძე, მ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, თ. ჯიშკარიანი

სუფთა განვითარების მექანიზმის
(სგმ) პროექტები

უაკ: 551.583

წიგნში განხილულია კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტების განხორციელების შესაძლებლობები ენერგეტიკაში, ტრანსპორტზე, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავებაში.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

image
გ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, თ. ჯიშკარიანი

ენერგეტიკული უსაფრთხოება

უაკ: 75828

განხილულია საქართველოს ენერგორესურსები და მათი ათ­ვისების დონე, ბუნებრივი კატასტროფები და ინციდენტები, ენერ­გეტიკაში სავარაუდო რისკები და მათი შემცირების ღონისძიებები არამკაფიო  ინფორმაციისა და განუსაზ­ღვრელობის პირობებში.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულ­ტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკითხებით დაინ­ტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

image
გ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, თ. ჯიშკარიანი

ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის
საერთაშორისო სამართალი

უაკ: 349.3

განხილულია გარემოს დაცვის საერთაშორისო კანონ­­მდებლობის და პოლიტიკის ასპექტები, სუფთა ტექნოლოგი­ების გადაცემის და და­ფინანსების სამართლებ­რივი სისტემა, აგრეთვე ჰაერის და წყლის ხა­რისხის მართვის კანონმდებ­ლობა და პრაქტიკა.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკა­ციის ფაკულ­ტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკით­ხებით დაინტე­რესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

image
გ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, თ. ჯიშკარიანი

ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება

უაკ: 620.9 : 504.7

ნაშრომში განხილულია კონვენციები მჟავური წვიმის, ბირთვული ენერ­გიის და ბირთვული ავარიების შესახებ, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია (UNFCCC), რადგან გარემოზე გლობალური ზემოქმედების კუთხით კლიმატის ცვლილებას აქვს პოტენციალი წარმოადგენდეს ატმო­სფერული ჰაერის დაბინძურების ყველაზე სერიოზულ პრობლემას.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკითხებით დაინტე­რესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

image
გ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, თ. ჯიშკარიანი

ენერგეტიკა და საზოგადოება

უაკ: 620.9:301

წიგნში განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების საზოგადოებრივი, სოცია­ლური, პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული  გარემო, ასევე მომხმარებლების უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მედიის, პრესრელიზების და ცხელი ხაზის საშუალებით.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტე­ტის მაგისტრანტების, დოქტორანტების და ამ საკითხებით დაინტე­რესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

image
გ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, თ. მიქიაშვილი, თ. ჯიშკარიანი

ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა

უაკ: 620.9:502.7

სახელმძღვანელოში განხილულია ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნილებათა მართვის პროგრამები; ენერგორესურსების დაზოგვის გამოცდილება განვითარებულ ქვეყნებში; თანამედროვე ეკონომიკური ანალიზის მეთოდები და ენერგიის დაზოგვის პოტენციალი; შენობების ენერგოაუდიტი და ენერგოაუდიტის ხელსაწყოთა ტექნიკა; ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პერსპექტივები საქართველოში; ეკონომიკური ანალიზის მაგალითები და ამოცანები.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

image
მ. ბალიაშვილი, ზ. აზმაიფარაშვილი

ავტომატიზებული დაპროექტების სისტემები
NI Multisim და NI Ultiboard

უაკ: 681.3.001:621.396.6

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული აპარატურის ავტომატიზებული დაპროექტებისათვის გამოყენებული ორი პროგრა­მა Multisim-ი და Ultiboard-ი, აგრეთვე მოყვანილია ზოგადი ცნებები ავტომატიზებული დაპროექტების შესახებ.
ელექტრონული მოწყობილობების სქემების დასახაზად და მუშაობის სიმუ­ლირებისათვის გამოყენებული პროგრამა  Multisim-ის აღ­წერისას ნაჩვენებია როგორ ხდება ფორმატის (ფურცლის) ზომების,  პარამეტრების და ოფციების შერჩევა, ძირი­თადი წარწერების სხვა­დასხვა ენაზე და ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად გა­ფორმება, კომპონენტების მონაცემთა ბაზებით სარგებლობა. განხილუ­ლია კომპო­ნენტების ძირითადი სახეობები და პარამეტრები, სქემის შედგენის ზოგადი წესები.
Electronics Workbench-ში შექმნილი ელექტული სქემების ხაზვის პროგრამებთან ინტეგრირებული სამონტაჟო ფირფიტების კონსტრუქ­ტორი პროგრამის Ultiboard-ის აღწერისას განხილულია ელექტრო­ნული კომპონენტების ჯგუფები, ელექტრონული ანაწყობების შესაძ­ლო სტრუქტურები, ციფრული მიკროსქემების ტიპები და ზომები, ნაბეჭდი სამონტაჟო ფირფიტის სახეები, ზომები, მასალები. ნაჩვენებია როგორ ხდება სამონტაჟო ფირფიტის გამოტანა ნახაზზე, აკრძალვის ზონის გამოყოფა, ელემენტების გადაადგილება და ორიენტირება, ტრასირება, სამონტაჟო ფირფიტის პროექტის ფენების ამობეჭდვა, სხვადასხვა ელემენტის შექმნა, რომლებიც არ შედის მონაცემთა ბაზაში, აგრეთვე პროექტის ექსპორტი Gerber ფაილების სახით.

image
გ. ბერუაშვილი

კვების საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების
ავტომატიზაციის საზომ-საკონტროლო
ხელსაწყოები

უაკ: 664.012

სახელმღვანელოში განხილულია კვების საწარმოების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების პრინციპული სქემები, აღწერილია მათი მოქმედების პრინციპი და გამოყენების ადგილი, მოცემულია ავტომატიზაციის ხელსაწყოებისა და საშუალებების კვების საწარმოთა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე დამონტაჟებისა და მართვის სქემები.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის, კვების ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შეიძლება აგრეთვე გამოიყენონ ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.

 

 

image
თ. მეგრელიძე, ო. ვეზირიშვილი, ვ. ღვაჩლიანი, გ. გუგულაშვილი, ი. ფოჩხიძე

თბური ტუმბო

უაკ: 621.577

სახელმძღვანელოში მოცემულია თბური ტუმბოს თეორიული საფუძვლები. განხილულია მისი მუშაობის პრინციპი, თბურ ტუმბოში გამოყენებული სამაცივრო ციკლები და მათი განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები, მუშა სხეულები და მასალები. აღწერილია თბური ტუმბოს მართვის ხელსაწყოები; მისი შეზეთვის საკითხები და ხმაურის პრობლემები; განხილულია მისი საიმედოობისა და მომსახურების საკითხები.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ენერგეტიკის (თბოენერგეტიკა), კვების ინდუსტრიის (სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკა) და სამშენებლო ინჟინერიის (თბო-აირმომარაგება) სფეროს ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

image
თ. ხმელიძე

ხის კონსტრუქციები

უაკ: 624.011.78

სახელმძღვანელოში განხილულია ხის კონსტრუქციების განვითარების ტენდენციის საკითხები, მათი მშენებლობაში გამოყენების აქტუალურობა, ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. აღწერილია საქართველოში არსებული მერქნის ბაზის დინამიკა, გავრცელებული ჯიშები, მერქნის, როგორც კონსტრუქციული საშენი მასალის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, ცეცხლისა და ბიოლოგიური მავნებლებისაგან დაცვის გზები. გადმოცემულია ხის კონსტრუქციების, დეტალების და შეერთებების გაანგარიშების კონსტრუირების საფუძვლები. აღწერილია ხის სიბრტყითი და სივრცითი კონსტრუქციების ძირითადი სახეობები, აგრეთვე მათი დამზადების ტექნოლოგია, ექსპლუატაცია და ეკონომიკური ასპექტები. მოცემულია კონსტრუქციების პრაქტიკული გაანგარიშების მაგალითები. დანართის სახით წიგნს თან ერთვის გაანგარიშებისათვის საჭირო ნორმატიული მასალა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“ სპეციალობის სტუდენტების, დოქტორანტების, ინჟინრების, დამპროექტებლების, მეცნიერი თანამშრომლებისა და ამ საქმით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

image
თ. მეგრელიძე, გ. ბერუაშვილი, გ. გუგულაშვილი

მაცივარი მანქანებისა და დანადგარების ავტომატიზაციის
ხელსაწყოები და საშუალებები

უაკ: 621.56

სახელმძღვანელოში განხილულია მაცივარი მანქანისა და დანადგარის ავტომატიზაციის ხელსაწყოების და საშუალებების პრინციპული სქემები; აღწერილია მათი მოქმედების პრინციპები და გამოყენების ადგილი; წარმოდგენილია ავტომატიზაციის ხელსაწყოებისა და საშუალებების მაცივარ მანქანასა და დანადგარზე დამონტაჟებისა და მომსახურების მეთოდები.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, გამოადგებათ ამავე პროგრამის შემსწავლელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

 

image
თ. ბაციკაძე, ჯ. ნიჟარაძე

მასალათა გამძლეობა

II ნაწილი

უაკ: 539.3(2)

სახელმძღვანელო-მასალათა გამძლეობა, II ნაწილი-შედგენილია იმ სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს ამ საგნის II ნაწილის ძირითად საკითხებს. მასში მოყვანილია მრავალი რიცხვითი მაგალითი  და ილუსტრაცია, რაც მკითხველს საკითხების უფრო ნათლად წარმოდგენის საშუალებას აძლევს. სახელმძღვანელოში, შესაბამისი თემების შეუცდომლად აღქმისათვის და მასალის სწორად გააზრების მიზნით, თავების დასასრულს დართულია კითხვა-პასუხები.
იგი შედგება შვიდი თავისაგან: გადაადგილებების განსაზღვრა ღუნვისას, გადაადგილებათა განსაზღვრის ენერგეტიკული მეთოდები, სტატიკურად ურკვევი სისტემების გაანგარიშება, რთული წინაღობა, კონსტრუქციის ელემენტების გაანგარიშების პრინციპები დრეკადობის ზღვრებს მიღმა, დეფორმირებადი სისტემების წონასწორობის მდგრადობა, გაანგარიშება დინამიკურ დატვირთვაზე.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image
მ. ბარბაქაძე, გ. არჩვაძე, ვ. ქართველიშვილი

დატვირთვა-განტვირთვის მექანიზაცია
საზღვაო ტრანსპორტზე

უაკ: 627.2/3

განხილულია ნავსადგურებისა და საზღვაო ტრანსპორტის დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოს მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური აღჭურვა და შესაძლებლობანი. 
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ტექნიკური უნივერსიტეტების საზღვაო ტრანსპორტის მიმართულების სტუდენტებისათვის.

რ. კანაშვილი

ფერადი მეტალურგიის აპარატურა

უაკ: 669.2/8 (075.8)

სახელმძღვანელოში განხილულია პირო  და ჰიდრომეტალურგიული პროცე-სებისათვის განკუთვნილი ძირითადი აპარატურის კონსტრუქციული აღწერა და ტექნიკური მახასიათებლები. ყოველი თავის შემდეგ მოცემულია შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოები, აპარატებში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისა და ზოგიერთი ჰიდრომეტალურგიული აპარატის გაანგარიშება.
წიგნი განკუთვნილია ფერადი მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ის ასევე დახმარებას გაუწევს ამ დარგის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

image
ჯ. მალაღურაძე, მ. მალაღურაძე

ნაშენთა ხუროთმოძღვრული ნაწილები
დიდმალიანი საზოგადოებრივი და
სამრეწველო შენობა-ნაგებობები

III ნაწილი

უაკ: 72

სახელმძღვანელოში განხილულია დიდმალიანი სახურავების მქონე ნაშენთა ძირითადი ხუროთმოძღვრული ნაწილების თავისებურებანი. მასში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობების ხუროთმოძღვრულ ნაწილთა თავისებურებებს, ხოლო სხვა დიდმალიანი ნაშენები წარმოდგენილია როგორც ერთეული ნიმუშები, სადაც ასევე ფართოდ გამოიყენება დიდმალიანი კონსტრუქციები. სხვა, აქამდე გამოცემული სახელმძღვანელოებისაგან გამოირჩევა იმით, რომ აქ დიდმალიანი კონსტრუქციების პერსპექტივებს ეძღვნება სპეციალური თავი, ასევე მასში შეტანილია საქართველოს ხუროთმოძღვართა ნამუშევრები, განსაკუთრებით ხაზგასმულია მთიანი პირობების უპირატესობები ტერიტორიების რაციონალური ათვისების სტრატეგიისათვის.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს არქიტექტურისა და მშენებლობის შემსწავლელებს და, ასევე, ამ დარგებში დასაქმებულ თეორეტიკოსებსა თუ პრაქტიკოსებს.

 

image
თ. მეგრელიძე, გ. გუგულაშვილი, თ. ისაკაძე

სამაცივრო ხრახნული და სპირალური
კომპრესორები

უაკ: 621.56/57

სახელმძღვანელოში მოცემულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული ხრახნული და სპირალური ტიპის კომპრესორები. აღწერილია ხრახნული კომპრესორების მუშა პროცესის გაანგარიშების თერმოდინამიკური საფუძვლები და ძირითადი კონსტრუქციული თანაფარდობების დადგენის მეთოდები, ასევე ხრახნული და სპირალური კომპრესორების კონსტრუქციული თავისებურებანი. მოყვანილია ხრახნული კომპრესორების მუშაობაზე სხვადასხვა გეომეტრიული და ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრის გავლენა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის მუშაუნარიანობის განსაზღვრის მეთოდიკა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ, აგრეთვე, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.

image
ო. რუხაძე

ამძრავთა ავტომატიზებული ელექტროჰიდრავლიკური
და პნევმატიკური სისტემები
(ზოგადი კურსი და დაპროექტება)

უაკ: 621

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო ტექნოლოგიური მანქანების „ამძრავთა, ავტომატიზებული ჰიდრავლიკური და პნევმატიკური სისტემები“, მათი მუშაობის პრინციპი, დანიშნულება და გამოყენების არე, აგრეთვე კონსტრუქციული თავისებურებანი და მოცემულია მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი.
წიგნი შედგენილია სასწავლო პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია ტრანსპორტისა და მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ საპროექტო სფეროში მომუშავე ინჟინერ-კონსტრუქტორებმაც.

Т.Д. Шукакидзе

КРАТКИЙ КУРС СТРОИТЕЛЬНОГО ЧЕРЧЕНИЯ

УДК: 624:744

Данное учебное пособие содержит сведения о типах зданий и об их проектировании. Изложены необходимые сведения для графического выполнения строительно-ар­хитектурных чертежей. Приведены  нужные для их графического оформления  условные обозначения. Даны указания для вычерчивания  как чертежей зданий,   также их отдельных частей.
Работа послужит студентам, заинтересованным в изучении строительного черчения для графического  выполнения и чтения строительно-архитектурных чертежей, а также всем лицам, заинтересованным строительным черчением.

image
†რ. კუპრავა

მართვა ბიოსამედიცინო სისტემებში

უაკ: 61:62-5

სახელმძღვანელო „მართვა ბიოსამედიცინო სისტემებში“ ეხება მართვის თეორიას, კონკრეტულად კი მართვის თეორიის გამოყენების საკითხებს ბიოსამედიცინო სისტემებში.
განხილულია მართვის ძირითადი პრინციპები, ბიოლოგიური სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით. მასში მოცემულია მართვის თეორიის ძირითადი კონცეფციები, რაც აუცილებელია დამწყები სპეციალისტისთვის. კონკრეტული მაგალითებით განხი­ლულია მრა­ვალგანზომილებიანი მართვის სისტემების შესწავლის მატრიცული მეთოდები. დეტალურადაა განხილული მდგომარეობის სივრცის მეთოდი. მართვის სისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მა­ხასიათებლები (მდგრადობა, მართვადობა, დაკვ­ირვებადობა, მგრძნო­ბელობა და სხვ.).  ასევე განხილულია კომპარტ­მენტული მოდელი­რების მეთოდები, რომელთაც ხშირად მიმართავენ ბიოლოგიური სის­ტემების მოდელირებისა და მართვის ალგო­რითმების შემუშავებისას.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულ­ტეტის სტუდენტების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მართვის სის­ტემების მიმართულების სტუდენტების და ზოგადად მართვის თე­ორიით დაინტერესებული დამწყები სპეციალისტებისა და გამოცდილი მკვლევრებისთვის.

image
G. Arabidze, M. Arabidze, M. Gudiashvili, T. Jishkariani

Clean Development Mechanism
(CDM) Projects

UDC: 621:311.1

The manual discusses climate change and Clean Development Mecha­nism (CDM) projects related to energy, transport, construction, agriculture and municipal waste processing. The manual  is  prepared for Master and Doctoral students of the Power Engineering and Telecommunication faculty and  wide range of readers interested in the subject.

 

image
G. Arabidze, M. Gudiashvili, T. Mikiashvili, T. Jishkariani

Energy Efficiency and Environmental
Protection

UDC: 620.9:502.7

The manual discusses demand side  management programs; Developed countries experience in energy resources savings; Modern methods of economic analysis and energy saving potential; Energy  audit of buildings and technology tools  of energy audit; Implementation of  energy efficient technologies and Prospects for the use of renewable sources in Georgia; Tasks and examples of economic analysis.
The manual  is  designed  for Master and Doctoral students of the Power Engineering  and Telecommunication faculty and  wide range of readers interested in the subject.

image
G. Arabidze, M. Gudiashvili, T. Jishkariani

Power Engineering
and Society

UDC: 620.9:303

The manual discusses the public, social, political, economic and geographic environment of Georgian energy companies. Consumer rights protection and ensure their safety and the awareness through the media, press releases and hot line. Public defender's relationship with customers, companies, NGOs and state institutions.
The manual  is  prepared for Master and Doctoral students of the Power Engineering and Telecommunication faculty and  wide range of readers interested in the subject.

 

ო. ხუციშვილი, თ. ხუციშვილი, ნ.ფაილოძე, მ. სულაშვილი, ბ. ციხელაშვილი

საოფისე პროგრამები 2013
Microsoft Office 2013
ტექსტური რედაქტორი
Microsoft Word
საპრეზენტაციო პროგრამა
Microsoft PowerPoint
ელექტრონული ცხრილები
Microsoft Excel

უაკ: 631. 3: 33(075)

ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლებისა და პერსონალური გამოყენების სისტემების კურსში აღწერილია თანამედროვე საოფისე პაკეტ Microsoft Office 2013-ის პროგრამები: ტექსტური რედაქტორი Microsoft Word, საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft PowerPoint და ელექტრონული ცხრილები Microsoft Excel.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
წიგნი გამოადგება თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილ ოფისში მომუშავე პერსონალს. სახელმძღვანელოში მოცემული ილუსტრაციები გათვალისწინებულია საოფისე პროგრამების დამოუკიდებლად შესწავლისათვის.

 

image
ა. ჩიქოვანი

ბეტონის ტექნოლოგია

უაკ: 691.32

სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტს გააცნოს ბეტონის ტექნოლოგიის თანამედროვე თეორია და პრაქტიკა, შეასწავლოს სხვადასხვა სახეობის ბეტონის შედგენილობის დაპროექტება მათემატიკური მეთოდების გათვალისწინებით, სწორად აირჩიოს, დაამზადოს და გამოიყენოს ბეტონის უამრავი სახესხვაობა.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგებათ მაგისტრებს, დოქტორანტებს და მშენებლობის ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

Г. Цулейскири, М. Арабидзе

СТРОИТЕЛЬНОЕ ЧЕРЧЕНИЕ

УДК: 624.05: 744

Учебник предназначен для студентов строительных специальностей Грузинского технического университета и слушателей центра подготовки преподователей графических дисциплин высшей школы. Он окажет также помощь  всем желающим ознакомиться с основами проекционного и строительного черчения.
Основная педагогическая концепция учебника разработана и апробирована в департаменте инженерной графики и технической механики Грузинского технического университета.

image
ქ. ვეზირიშვილი-ნოზაძე

სითბო-სიცივით მომარაგების
საფუძვლები

უაკ: 697.34

თანამიმდევრობითაა განხილული სითბოს და მასის გავრცელების ძირითადი სახეები, მასთან ერთად გაშუქებულია თბომასაგადაცემის კომპლექსური პროცესი, თბომასაგადამცემი დანადგარების, აგრეთვე სამაცივრო დანადგარების თბური გაანგარიშება და თბოფიკაციის ტექნიკურ-ეკონომიკური ოპტიმიზაცია. თბომასაგადამცემი დანადგარები ამჟამად ფართოდ გამოიყენება მეურნეობის ყველა დარგში.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა, აგრეთვე ინჟინერ-ტექნიკურმა მუშაკებმა.

image
მ. ლაპიაშვილი

საინჟინრო გეოლოგია
საინჟინრო გეოდინამიკა

უაკ: 55

სახელმძღვანელოში „საინჟინრო გეოლოგია − საინჟინრო გეოდინამიკა“ მოცემულია გეოლოგიური, მორფოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, ქანების პეტროგრაფიული თავისებურებები, როგორც ფაქტორები ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასებისა. მისი ძირითადი ნაწილი ეთმობა საინჟინრო გეოლოგიაში მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დედამიწის ზედაპირზე და სიღრმეში მიმდინარე და ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებულ გეოლოგიურ და საინჟინრო-გეოლოგიურ პროცესებსა და მოვლენებს, მათ გავლენას ტერიტორიების და სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობებზე. მოცემულია საინჟინრო-გეოლოგიურ ღონისძიებათა შერჩევის დამცავი რეკომენდაციები.
განკუთვნილია ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური მიმართულების მაგისტრატურის, ბაკალავრიატის და სხვადასხვა სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, სპეციალისტთა იმ ფართო წრისათვის, რომლებიც შეისწავლიან საინჟინრო-გეოდინამიკურ მოვლენებს; სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობის, ტერიტორიების სამეურნეო ათვისების, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების, გეოლოგიური გარემოს რაციონალური გამოყენების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

image
თ. ბაციკაძე, ა. კვარაცხელია, ზ. მაძაღუა

დრეკადობის, პლასტიკურობის და ცოცვადობის
თეორიების მოკლე კურსი

უაკ: 539.3:539.52:559.376

სახელმძღვანელოში განხილული ყველა ძირითადი საკითხი შეესაბამება შესაბამისი საგნის სილაბუსებს, ილუსტრირებულია კონკრეტული ამოცანებით და რიცხვითი მაგალითებით, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, დამოუკიდებლად შეასრულონ საკურსო სამუშაოები. დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობის თეორიების მოკლე კურსი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის. ამ სახელმძღვანელოს გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის.

image
მ. კახიანი, გ. ჭელიძე

მანქანათა ნაწილების და მანქანა-
დანადგარების დინამიკა

უაკ: 621.81

მოცემულია მანქანათა ნაწილებისა და მანქანის შემადგენელი კონსტრუქციების გაანგარიშების თანამედროვე მეთოდები სიმტკიცეზე, ხანგამძლეობაზე, ცვეთამედეგობაზე, საიმედოობასა და დინამიკური მდგრადობის სხვა მახასიათებლებზე, რაც მანქანის დაპროექტებისა და გამოცდის პროცესის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.  საკითხები განხილულია მანქანათა ნაწილების კურსთან კავშირში და განკუთვნილია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

Г.В. Сулашвили, Н.Р. Паилодзе, Д.И. Алания, З.Ш. Липартия, В.М. Кекенадзе, О.Г. Хуцишвили

БУХГАЛТЕРСКОЕ ДЕЛО

УДК: 657.1+657.3](075.8)

Для ускорения рыночной трансформации грузинской экономики и для успешного выполнения функции управления бизнесом одним из узловых направлений является дальнейшее усовершенствование бухгалтерского дела и его цивилизованное развитие-внедрение в практику предпринимательства, что является важнейшим для роста предпринимательской деятельности в стране.
Внедрение международных стандартов в финансовых учетах и их дальнейшее усовершенствование из-за нехватки квалифицированных кадров было связано с трудностями. Именно для устранения этих недостатков и подготовки высоко-квалифицированных специалистов существенная роль принадлежит учебнику.
В учебнике представлены основные принципы теории бухгалтерского учета и финансовых отчетностей, а также методологические и практические аспекты добычи, разработки и анализа экономической информации в финансовом менеджменте.
Учебник ориентирован для программ бакалавров и магистрантов с профилем администрирования экономики и бизнеса, а также будет полезным для работников современного финансового менеджмента для обеспечения эффективной предпринимательской работы.

 

image
რ. თურმანიძე, დ. ბუცხრიკიძე, მ. შვანგირაძე

მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგია

უაკ: 621.757(075.8)

სახელმძღვანელოში  მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგია განხილულია მანქანების სახასიათო, ძირითადი დეტალების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების აგებისა და მოთხოვნილი ვარიანტის შერჩევის ანალიზური მიდგომა, ტექნიკური მოთხოვნების, ნაკეთის კონსტრუქციის თავისებურებებისა და წარმოების ხასიათის გათვალისწინებით. მოცემულია აღწერილი ტექნოლოგიური პროცესების ყოველმხრივი ანალიზი, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სამანქანათმშენებლო წარმოებაში, შესაბამისი ეკონომიური დასაბუთებით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და მანქანათმშენებელი საწარმოების სპეციალისტებისათვის.

image
ლ. თალაკვაძე, ნ. ღონღაძე, ე. ელიზბარაშვილი

ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმია

უაკ: 547.7/.8

„ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმია“ ქართულ ენაზე შედგენილი პირველი სახელმძღვანელოა ორგანული ქიმიის ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგში, როგორიცაა ჰეტეროციკლური ნაერთები. ორგანულ ქიმიასა და ბიოქიმიაში ჰეტეროციკლური ნაერთების მნიშვნელობა იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო წლებში ქიმიკოს-ორგანიკოსის მომზადება, რომელიც სპეციალიზებულია ორგანული სინთეზის, ფარმაკოლოგიის, საღებრების წარმოების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ბიოქიმიის სფეროში, წარმოუდგენელია ჰეტეროციკლური ნაერთების ღრმა ცოდნის გარეშე.
წიგნში განხილულია არა მხოლოდ დადგენილი ცნებები და კანონზომიერებები, არამედ მოცემულია  არაერთი წინადადება, რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ნაშრომი  შედგენილია ქიმიის სამაგისტრო-საგანმანათებლო პროგრამის შესაბამისად. წიგნში წარმოდგენილი მასალა დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებსა და დოქტორანტებს, ასევე ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმიით დაინტერესებულ პირებს.

 

image
ლ. გვასალია

ტექნოლოგიური პროცესების
თეორიის საფუძვლები

უაკ: 65.015.13

სახელმძღვანელოში მოცემულია ტექნოლოგიური პროცესების თეორიის საფუძვლები. იგი მოიცავს ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესის შეფასებას ქიმიური, თერმოდინამიკური და გამოყენებითი კინეტიკის თვალსაზრისით, აგრეთვე კატალიზისა და სამრეწველო კატალიზატორის ტექნოლოგიის საკითხებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტების სტუდენტებისათვის. იგი გამოადგებათ ქიმიური ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.

 

image
რ. სამხარაძე

V i s u a l C#.N E T

უაკ: 004.43

გად­მო­ცემულია Microsoft Visual Studio .NET გარემოში პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა განხილული C# ენის საფუძვლები, ობიექტზე ორიენ­ტირებული პროგ­რა­მირების პრინციპები, დელეგატები, მოვლენები, ინტერფეისები, მონაცემებისა და შესრულების ნაკადებთან, აგრეთვე, სერიულ პორტებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ხერხები. სახელმძღვანელოში დამატებულია LINQ ტექნოლოგიასთან მუშაობის პრინციპები. წიგნში უხვადაა მაგალითები და სავარ­ჯიშოები თავიანთი ამოხსნებით.
განკუთვნილია კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგის­ტრე­ბისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე პროგრამირების შესწავლის მსურველთათვის. 

image
თ. ბაციკაძე, დ. დანელია, მ. წიქარიშვილი

მასალათა გამძლეობა

I ნაწილი

უაკ: 539.3/.8

მოცემულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა „მშენებლობის“ სილაბუსით შედგენილი თეორიული და პრაქტიკული საკითხები თანამედროვე დონის ილუსტრაციებითა და სტანდარტებით.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამა „მშენებლობის“ ბაკალავრებისათვის, ასევე გამოადგებათ სხვა საინჟინრო პროგრამების შემსწავლელ ბაკალავრებს.

О.М. Картвелишвили, М.О. Картвелишвили

АРИФМЕТИКА ЦИФРОВЫХ ВЫЧИСЛИТЕЛЬНЫХ
СИСТЕМ

УДК: 681.325.5

В настоящей книге рассматриваются арифметические основы цифровых вычислительных систем. В частности, представление чис­ло­вой информации в различных системах счисления, способы пе­ре­вода  чисел из одной системы в другую, формы представления чисел в вы­числительных устройствах. Показаны некоторые алго­ритмы выпол­нения арифметических операций в вычис­лительных системах.
Определенное место уделяется также вопросам контроля. Рас­смот­рены  способы  контроля  и  некпторые  коды, применяемые  при  пе­ре­даче данных и в арифметических операциях.
Книга рассчитана на студентов специальности „Вычис­лительные  системы и сети“ и представляет собой курс лекций „Арифметика  циф­ровых вычислительных систем“.

image
ტ. კვიციანი, ა. კვარაცხელია, ზ. მაძაღუა

საინჟინრო მექანიკა

უაკ: 531.8, 610.10

წიგნში განხილულია საინჟინრო მექანიკის მოკლე კურსის გათვალისწინებით თეორიული მექანიკისა და მასალათა გამძლეობის ძირითადი ცნებები, მოცემულია თეორემებისა და პრინციპების ფორმულირება და მათემატიკურ გამოსახულებათა (ფორმულების) განმარტებები. 
თეორიული მექანიკის კურსი შედგენილია პროფესორ  ტ. კვიციანის, ხოლო მასალათა გამძლეობის კურსი − პროფესორ ა. კვარაცხელიასა და პროფესორ ზ. მაძაღუას მიერ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

ა. სარუხანიშვილი

ფიზიკური ქიმიის მოკლე კურსი
(შემეცნებისაკენ გზის დასაწყისი)

უაკ: 541.1

განხილულია ფიზიკური ქიმიის ძირითადი საფუძვლები (ქიმიური თერმოდინამიკა, ნივთიერების აღნაგობა და აგრეგატული მდგომარეობა, ფაზური წონასწორობა და ხსნარები, ელექტროქიმია, ქიმიური კინეტიკა და კატალიზი), მოვლენებისა და პროცესების ფიზიკურქიმიური შემეცნებისადმი მარტივი მიდგომის გამოყენებით.
განკუთვნილია ძირითადად, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

image
ი. გოგუაძე

საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია და მართვისა და კონტროლის ტექნიკური საშუალებები ნავთობისა და გაზის მრეწველობაში

II ნაწილი

უაკ: 622.23.24

სახელმძღვანელოში მოცემულია ნავთობისა და გაზის საბადოებზე ჭაბურღილების ბურღვის, გამოცდისა და ათვისების, ნავთობსადენებისა და გაზსადენების გადატუმბვის ავტომატიზაციის, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინაღო ტექნიკის უახლესი მიღწევები.
სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს როგორც ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ისე ნავთობის მრეწველობაში მომუშავე სპეციალისტებს.

 

image
ი. გოგუაძე

საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია და მართვისა და კონტროლის ტექნიკური საშუალებები ნავთობისა და გაზის მრეწველობაში

I ნაწილი

უაკ: 622.23.24

სახელმძღვანელოში მოცემულია ნავთობისა და გაზის საბადოებზე ჭაბურღილების ბურღვის, გამოცდისა და ათვისების, ნავთობსადენებისა და გაზსადენების გადატუმბვის ავტომატიზაციის, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინაღო ტექნიკის უახლესი მიღწევები.
სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს როგორც ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს,  ისე ნავთობის მრეწველობაში მომუშავე სპეციალისტებს.

 

image
ზ. არაბიძე, ა. აბშილავა

წიაღისეულის გამდიდრების მოსამზადებელი
პროცესები

უაკ: 622.7

სახელმძღვანელოში განხილულია მყარი სასარგებლო წი­აღი­სე­ულის დამსხვრევა-კლასიფიკაციის კლასიკური და თა­ნამედროვე მეთოდები, მათი თეორიული საფუძვლები, პრო­ცესში გამოყე­ნე­ბუ­ლი მანქანა-დანადგარები, მუშაობის პრინ­ციპები, გამოყენების სფე­რო და ტექნოლოგიური სქემები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნი­კური უნივერსიტეტის „სამთო და გეოინჟინერიის“ საბაკა­ლავრო საგან­მა­ნათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. აგრეთვე გარკვეულ დახმარებას გაუწევს გეოლოგიური და მეტა­ლურ­გიული პროფი­ლის ბაკალავრიატის, „სასარგებლო წია­ღისე­უ­ლის გამდიდრების ტექ­ნო­ლოგიის სპეციალისტის“ პრო­ფე­სიუ­ლი განათლების  სტუ­დენტებს და სამთო დარგში მომუ­შავე ახალგაზრდა სპეცი­ალისტებს.

image
ი. ცომაია, რ. სხილაძე

ფარმაცევტული ტექნოლოგიები
მალამოების სააფთიაქო
ტექნოლოგია

I ნაწილი

უაკ: 615.015

განხილულია დამხმარე ნივთიერებები (ფუძეები და ემულგატორები), რომელთაც იყენებენ მალამოს მომზადების ტექნოლოგიაში. მოყვანილია დამხმარე ნივთიერებების გაანგარიშების მაგალითები, სხვადასხვა მალამოს მომზადების ტექნოლოგიის განსაკუთრებულობა. სახელმძღვანელოში მოცემულია დანართები, რომლებიც მოიცავს საცნობარო მონაცემებს, სამკურნალო ნივთიერებების თვისებებს, ფუძის კომპონენტებს, მათ შეთავსებულობას, ოფიციალური და უნიფიცირებული შედგენილობების სამკურნალო და ჰომეოპათიური მალამოების რეცეპტებს.
განკუთვნილია უმაღლესი ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე აფთიაქის მუშაკებისათვის, რომლებიც მალამოებს სააფთიაქო პირობებში ამზადებენ.

image
ი. ფარადაშვილი

მაგმური და მეტამორფული მინერალების
მიკროსკოპული კვლევის მეთოდი

უაკ: 549:552.4

განხილულია ქანებისა და მთავარი ქანმაშენი მინერალების  კვლევის  ძირი­თადი მეთოდი – კვლევა პოლარიზაციული მიკროსკოპის საშუალებით. დეტა­ლუ­რა­დაა აღწე­რი­ლი კვლევის მეთოდები ერთი ნიკოლით (უანალიზატოროდ) და ჯვარედინ ნიკოლებში (ანალიზატორით).
განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრან­ტე­ბისთვის. დახმარებას გაუწევს პეტროლოგიის დარგში მომუშავე ახალგაზრდა სპე­ციალისტებს.

image
გ. ბერიძე

ქალაქთმშენებლობის თეორიის საფუძვლები
დასახლებათა სამოსახლო
ზონის დაგეგმარება

უაკ: 711

ჩამოყალიბებულია საპროექტო-დაგეგმარებითი სამუშაოების სისტემა. განხილულია ქალაქების კლასიფიკაცია, მათი მოსახლეობის პერსპექტიული რაოდენობის განსაზღვრა და დაგეგმარებითი სტრუქტურები. ძირითადი ყურადღება ეთმობა დასახლებათა სამოსახლო ზონის დაგეგმარებისა და განაშენიანების, საზოგადოებრივი მომსახურების, მწვანე ნარგავების, ქუჩების, გზების ორგანიზაციისა და არქიტექტურულ-სივრცობრივ კომპოზიციის საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება თავისუფალი ტერიტორიების ათვისებისას.
ნაშრომში შეტანილია მოცემულობები ესკიზური პროექტების შესადგენად ქალაქთმშენებლობაში მოკლე მეთოდური მითითებებით, აგრეთვე ქალაქთმშენებლობის ტერმინებისა და ცნებების განმარტება.
სახელმძღვანელო ილუსტრირებულია დასახლებათა სამოსახლო ზონის დაგეგმარებისა და განაშენიანების თეორიული სქემებით და პრაქტიკის მაგალითებით.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება პრაქტიკოს არქიტექტორებისათვის და მშენებლებისათვის, მეცნიერ-მუშაკებისათვის, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის პრობლემებით.

image
ლ. ბერიძე, რ. გოგიბერიძე, ნ. კაჭახიძე

MATLAB-ი სტუდენტებისათვის

უაკ: 62-5

განხილულია გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე ეფექტური პროგრამული სისტემა MATLAB-ი (matrix laboratory), როგორც მოდელირების მძლავრი სისტემა. იგი წარმოადგენს ტექნიკური გამოთვლების მაღალი დონის ინსტრუმენტს, რომელიც მოიცავს მრავალ პაკეტს. MATLAB-ის ტიპური გამოყენებაა: მათემატიკური გამოთვლები, ალგორითმების შექმნა, მოდელირება, მონაცემთა ანალიზი, კვლევა და ვიზუალიზაცია, მეცნიერული და საინჟინრო გრაფიკა და სხვა.
„MATLAB-ი სტუდენტებისათვის“ განკუთვნილია ყველა სპეციალობის იმ სტუდენტებისთვის, რომელთა პროგრამაშიც შედის „MATLAB-ი“. იგი გამოადგებათ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებსაც სხვადასხვა ამოცანების ამოხსნისას ესაჭიროებათ მათემატიკური გამოთვლების ჩატარება, გრაფიკა და ა.შ. ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
ყველა პარაგრაფი შედგება საჭირო საცნობარო მასალისაგან, ამოხსნილი ამოცანებისა და მრავალრიცხოვანი სავარჯიშო მაგალითებისაგან.

image
მ. გუდიაშვილი, ლ. ბოჭორიშვილი

ენერგობიზნესის სამართლებრივი საფუძვლები

უაკ: 341

განხილულია ენერგობიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, ლიცენზირებისა და ტარიფის დადგენის პრინციპები ელექტროენერგეტიკის სფეროში, შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები, გადასახადების, მოსაკრებლების არსი და მათი გამოყენება ენერგობიზნესის პროცესში.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტების და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

 

თ. მეგრელიძე, ე. სადაღაშვილი, გ. გუგულაშვილი

კვების პროდუქტების გაყინვის პროცესის
თეორიული საფუძვლები

უაკ: 641.4

განხილულია მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გაყინვის პროცესის თეორიული საფუძვლები, ქიმიური და ბიოლოგიური ცვლილებები კვების პროდუქტების გაყინვის დროს; აღწერილია გაყინვის პროცესის მიმდინარეობა და გაყინული პროდუქტების ფიზიკური თვისებები, გაყინვის პროცესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები და გაყინვის პროცესის გაანგარიშების მეთოდები.
განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.

 

image
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე

მაღალი სიმძლავრის ჰეტერომოდულური
კომპოზიტები

უაკ: 546.261+546.171.1

განხილულია მყარი მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები. მოცემულია მასალათა თვისებები და გამოყენების სფეროები, ასევე კერამიკული მასალები და კერამიკული კომპოზიციები: კარბიდები, ნიტრიდები, ბორიდები, მასალათმცოდნეობის საკითხები, თვისებათა გაუმჯობესების გზები. შესწავლილია მასალათა მორფოლოგიური თვისებები, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე.
განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შესავალი, პირველი, მეორე და მესამე ნაწილი დაწერილია პროფ. ზვიად კოვზირიძის, მეოთხე ნაწილი პროფესორების: ნათელა ნიჟარაძისა და გულიკო ტაბატაძის მიერ.

ლ. გვერდწითელი

ატმოსფერული ჰაერის დაცვის
ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები

უაკ: 661.92

სახელმძღვანელოში განხილულია ატმოსფერული ჰაერის გამაჭუჭყიანებელი წყაროები, ნივთიერებები და მათგან დაცვის მეთოდები. მოცემულია სამრეწველო აეროზოლების მტვრისაგან, მავნე აირადი კომპონენტებისაგან და ნისლისაგან გამწმენდი პროცესების მექანიზმი და ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და უსაფრთხოების საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.  

ლ. გვერდწითელი

ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის
ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები

უაკ: 631.41

სახელმძღვანელოში განხილულია ჰიდროსფეროსა და ნიადაგის გამაჭუჭყიანებელი წყაროები, ნივთიერებები და მათგან დაცვის მეთოდები. წარმოდგენილია ბუნებრივი და ჩამდინარე წყლის კლასიფიკაცია, შემადგენელი გამაჭუჭყიანებელი კომპონენტებისაგან გამწმენდი პროცესების მექანიზმი და ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და უსაფრთხოების, საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერ თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.

 

გ. ჩიტაშვილი

ორთქლის და აირის ტურბინები (ორთქლტურბინული, აირტურბინული, ორთქლაირული და
კოგენერაციული დანადგარები)

II ნაწილი

უაკ: 621.165-621.438

წიგნი არის ამავე ავტორის სახელმძღვანელოს „ორთქლის და აირის ტურბინების“ (თერმოდინამიკური ციკლები და ტურბინის საფეხურის თეორია) მეორე ნაწილი. აქ გაშუქებულია მრავალსაფეხურიან ორთქლის ტურბინასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: ტურბინის სადენი ნაწილის გაანგარიშების საფუძვლები, ორთქლგანაწილების სისტემები, საკონდენსაციო დანადგარები, ტურბინების რეგულირება, თბოფიკაციური ორთქლის ტურბინები და სხვა. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აირტურბინული, ორთქლაირული და კოგენერაციული დანადგარების სქემების აღწერას, მუშაობის პრინციპის, ენერგოეფექტურობის მაჩვენებლებისა და სხვა მახასიათებლების განხილვას.
სახელმძღვანელო დაწერილია მოქმედი სილაბუსის შესაბამისად და განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „თბოენერგეტიკული დანადგარების“ მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ამ წიგნით ასევე შეუძლიათ ისარგებლონ თბოელექტროსადგურებში მომუშავე ინჟინერტექნიკურმა მუშაკებმა და თბოენერგეტიკით დაინტერესებულმა პირებმა.

 

 

image
ნ. მაჭავარიანი, ნ. რაზმაძე

ტექნოლოგიური პროცესების
ხანძარუსაფრთხოება

უაკ: 614.84

ნაშრომში განხილულია სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი საკითხები, ხანძრის წარმოშობისა და გავრცელების გზები, შენობათა ცეცხლმედეგობა, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები სხვადასხვა სახის საწყობებსა და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისას. ასევე განხილულია ხანძრის ქრობისა და თავიდან აცილების საშუალებები და ხელსაწყოები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საგანგებო სიტუაციების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“ სპეციალობის მაგისტრანტებისთვის.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს იმ სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

 

image
ნ. არუდაშვილი

მიწისქვეშა სამთო სამუშაოების
ელექტრომომარაგება

უაკ: 622.27:537.311/.312

წიგნში აღწერილია ელექტრომომარაგების თანამედროვე პრინციპები და მოცემულია ელექტროენერგიის განაწილების სქემები, მოყვანილია ელექტროენერგიის განაწილების და ენერგოსისტემიდან მოსაწოდებელი ძაბვის სიდიდის შერჩევის მეთოდები, ტრანსფორმატორის სიმძლავრის, კაბელების კვეთის გაანგარიშების და შერჩევის მეთოდები, ელექტრული დაცვების საკითხები. განხილულია შუქტექნიკის ძირითადი საკითხები, ჩატარებულია განათების ანგარიში და მოცემულია გამონამუშევრებში სანათურების განლაგების რეკომენდაციები, ელექტროუსაფრთხოების საკითხები.
წინამდებარე წიგნი პირველად გამოდის ქართულ ენაზე. ის შედგენილია სილაბუსებში მოყვანილი საკითხების შესაბამისად და განკუთვნილია სამთო სპეციალობების როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ სამსახურს გაუწევს სამთო მრეწველობაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.

image
რ. ღიბრაძე, ვ. ლაფერაშვილი

ინოვაციური ტექნოლოგიები გამოყენებით
სოციოლოგიაში

უაკ: 301

ინოვაციური ტექნოლოგიები გამოყენებით სოციოლოგიაში წარმოდგენილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში განხილულია გამოყენებითი სოციოლოგიის დანიშნულება, ფუნქციები და თავისებურებები სოციოლოგიური ცოდნის სტრუქტურაში. წარმოდგენილია კვლევის მეთოდები, პროცედურები, სახეები და მიდგომები.
გამოყენებითი სოციოლოგიის მეორე ნაწილი ეძღვნება ფრიად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს − ინოვაციურ ტექნოლოგიებს ადამინურ და ორგანიზაციულ ქცევებში; კომუნიკაციურ და საინფორმაციო ტექნოლოგიებში; კონფლიქტებისა და ექსტრემალური სიტუაციების მართვაში; ლიდერის ფორმირებასა და მენეჯერული თვისებების გამომუშავებაში; ტექნოლოგიები მართვის ეფექტურობის ამაღლებაში.
მოცემული სახელმძღვანელო გამოყენებით სოციოლოგიაში თავისი ფორმითა და შინაარსით მართლაც ინოვაციური, გამორჩეულია ჩვენს სინამდვილეში. იგი განკუთვნილია საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის.

 

გ. რატიანი, ო. ფურცელაძე

ჰაერის კონდიცირება და
სიცივით მომარაგება

უაკ: 628.84:621.565.2

სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ჰაერის კონდიცირების და სიცივით მომარაგების თეორიის და ტექნიკის საფუძვლები; განხილულია ტენიანი ჰაერის თვისებები და მისი მდგომარეობის ცვლილებების პროცესები; მოცემულია ჰაერის კონდიცირების სისტემების სტრუქტურული სქემები და კლასიფიკაცია; მოცემულია აგრეთვე ჰაერის კონდიცირების სისტემების გაანგარიშების, მუშაობის რეჟიმის და რეგულირების მეთოდები; ნაჩვენებია ჰაერის კონდიცირების სისტემების სითბო-სიცივით მომარაგების მეთოდები, ენერგიის ხარჯვის შემცირების, სითბოს და სიცივის უტილიზაციის გზები.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება და დიდ დახმარებას გაუწევს საპროექტო ორგანიზაციებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე საინჟინრო-ტექნიკურ და სამეცნიერო პერსონალს.

image
ლ. სუთიძე

სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობები
ბეტონშემრევი მანქანები და დანადგარები

II ნაწილი

უაკ: 621.869

ნაშრომში წარმოდგენილია სასწავლო კურსის „სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობები“ მეორე ნაწილი. კერძოდ, განხილულია მანქანები და დანადგარები სამშენებლო მასალების შესარევად და მათი ტრანსპორტირებისათვის. მოცემულია ძირითადი სამშენებლო მასალების – ბეტონისა და სამშენებლო ხსნარების, აგრეთვე მინერალური შემკვრელების წარმოებაში შლამებისა და სუსპენზიების მოსამზადებელი მანქანებისა და დანადგარების კონსტრუქციები, მათი მუშაობის პრინციპი და ძირითადი პარამეტრების გაანგარიშების საფუძვლები. განხილულია აგრეთვე მასალების დოზირებისა და ტრანსპორტირების საშუალებები და დამხმარე მოწყობილობები, ბეტონისა და სამშენებლო ხსნარების ქარხნები.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების „ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოდ. იგი გამოადგებათ, აგრეთვე, ამავე სპეციალობის მაგისტრანტებს და განხილული მანქანა-დანადგარების პროექტირებითა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

М.Г. Цинцадзе, Н.О. Имнадзе

ОБЩАЯ ХИМИЯ

УДК: 54

В учебнике изложены теоретические вопросы курса по общей химии: основные понятия и законы химии, современные представления о строении вещества, химическая связь, важнейшие положения химической термодинамики, методы исследования структуры веществ, закономерности протекания химических реакций и окислительно-восстановительных процессов.
Здесь приведены основные положения атомно-молекулярного учения, рассмотрены периодический закон Д.И. Менделеева и важнейшие классы неорганических веществ.
Книга соответствует действующей программе по общей химии.
Данный учебник предназначен для студентов химических и нехимических спесиальностей высших профессиональных училищ, бакалавриата и магистратуры высших учебных заведений.
Книга также может служить пособием для инженеров, педагогов и лиц, заинтересованных этой наукой.

image
ნ. ფაილოძე, ჯ. ალანია, გ. სულაშვილი

ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო
ორგანიზაციებში

უაკ: 657.1

საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარების, ქვეყანაში მეწარმეობა ბიზნესის გონივრულად წარმართვის უზრუნველსაყოფად ფრიად მნიშვნელოვანია მართვისა და ადმინისტრირების სფეროების სიღრმისეული შესწავლა, მართვის ფუნქციების წარმატებით განხორციელებისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საბუღალტრო საქმის შემდგომი სრულყოფა და მეწარმეობის სფეროში მისი ცივილიზებული განვითარებადამკვიდრება გვევლინება.
სახელმძღვანელოში განხილულია ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული და პრაქტიკული საკითხები. გადმოცემულია ფინანსური აქტივების და დებიტორული დავალიანებების, არაფინანსური აქტივების და ფინანსური ვალდებულებების, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების, წმინდა ღირებულების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის საკითხები ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. განხილულია საბუღალტრო საქმის რეგულირების საკვანძო საკითხები; ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მახასიათებლები.
ნაშრომში გათვალისწინებულია თეორიული და პრაქტიკული მასალების ურთიერთკავშირი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. ასევე სასარგებლო იქნება ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

image
გ. ლომსაძე, გ. ტაბატაძე, გ. ლობჟანიძე

სამთო საწარმოთა მენეჯმენტი

II ნაწილი

უაკ: 338.45:622

სახელმძღვანელოში განხილულია ახალ ეკონომიკურ პირობებში სამთო საწარმოთა მენეჯმენტის არსი, მათი მართვის თანამედროვე პრინციპები, მეთოდები და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების თავისებურებანი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში; გაანალიზებულია ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ საწარმოს სამეურნეო საქმიანობასა და მართვის ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე; გადმოცემულია საწარმოო მენეჯმენტის მეთოდური საფუძვლები და მისი პრაქტიკული გამოყენების რეკომენდაციები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამთო-გეოლოგიური და მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის, დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.

image
ნ. რურუა

ლიანდაგის მონიტორინგის სისტემები

უაკ: 625.1

სახელმძღვანელოში განხილულია ლიანდაგის, ნაგებობების და მოწყობილობების დათვალიერების და შემოწმების ძირითადი წესები. მოცემულია რელსების, სამაგრების, შპალების, საბალასტო პრიზმის, ისრული გადამყვანების, მიწის ვაკისის, ხიდებზე და გვირაბებში განლაგებული ლიანდაგის დათვალიერების წესები. აღწერილია უპირაპირო ლიანდაგის, ავტობლოკირების და ელექტრული წევის უბნებზე, ჩქაროსნულ უბნებზე, სადგურებში, წლის სხვადასხვა დროს ლიანდაგის დათვალიერების თავისებურებები. გადმოცემულია უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის საკითხები ლიანდაგის დათვალიერებისას, პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხები უბედური შემთხვევების დროს.  მოტანილია საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტის დარგის ბაკალავრებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, რკინიგზის ტრანსპორტის, კერძოდ სალიანდაგო მეურნეობაში დაკავებულ ექსპლუატაციის მუშაკებს და ინჟინერ-მშენებლებს.

image
გ. კაპანაძე, ლ. ფანოზიშვილი

სასამართლო ავტოტექნიკური
ექსპერტიზის მეთოდიკა

უაკ: 008.4

წიგნში აღწერილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის მეთოდები, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენისა და განსაზღვრის საშუალებები,  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საექსპერტო კვლევის სხვადასხვა მეთოდები.
წიგნი განკუთვნილია ექსპერტებისა და გამომძიებლებისათვის, ასევე სტუდენტებისა და სასამართლო ავტოტექნიკური ექსპერტიზის შემსწავლელი კურსების მსმენელთათვის.

მ. გიუტაშვილი

ბიზნესის ანალიზის და ინტელექტუალური
მართვის ტექნოლოგია

უაკ: 004.5

გადმოცემულია კორპორაციათა ბიზნესპროცესების ანალიზის და ინტელექტუალური მართვის (BI) ტექნოლოგიის საფუძვლები. დეტალურადაა აღწერილი BI ტექნოლოგიის სტრუქტურა და გამოყენების სფეროები, რაც საწარმოო და ინტელექტუალური რესურსების მართვის და კორპორაციული ბიზნესპროცესების ირგვლივ ფოკუსირდება. BI ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტის – მონაცემთა აღმოჩენისა და ღრმა ანალიზის კონცეფციის (Data Minning) ჭრილში განხილულია გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემებისა და მეთოდების  გამოყენება, ხოლო მონაცემთა ანალიზის თვალსაზრისით აღწერილია მონაცემთა საცავების ტექნოლოგია. სადემონსტრაციო მაგალითის რეალიზაციისთვის შემოთავაზებულია ინტელექტუალური რესურსების განვითარების ინტეგრირებული ავტომატიზებული სისტემის დამუშავება, როგორც ელექტრონული სწავლების სისტემებში BI ტექნოლოგიის გამოყენების ნიმუში. სახელმძღვანელო განკუთვნილია პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკის დარგის სპეციალისტებისთვის, განსაკუთრებით მართვის საინფორმაციო სისტემების მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

ZH. PETRIASHVILI, N. BOLKVADZE, M. TEVZADZE

GENERAL CHEMISTRY

UDC: 54

The book „GENERAL CHEMISTRY“ is intended for the students of Georgian Technical University who take a course of General Chemistry in English.
The course covers almost all basic issues considered by the existed program of General Chemistry (CHEO104). It represents the general terms and laws in chemistry, reflects the common classes of inorganic compounds, describes the modern viewpoints about the periodic table of the chemical elements, the structure of atoms and chemical bonding, solutions, electrochemical processes, corrosion and protection of metals, etc.
The book can be used at high schools and at secondary schools as well.

image
გ. შაველაშვილი

ელექტრომოწყობილობის მონტაჟი, ტექნიკური
ექსპლუატაცია და რემონტი.

I ნაწილი

უაკ: 658.26:621.311

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრომომარაგების და ელექტროამძრავის სისტემებში შემავალი ელექტროდანადგარების და ელექტრომოწყობილობების (ძალური ტრანსფორმატორები, საკაბელო ხაზები, საკაბელო ქუროები, კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა, ელეაირული ამომრთველები, ვაკუუმური ამომრთველი და სხვ.) დამონტაჟების, გაწყობის და ტექნიკური ექსპლუატაციის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხები.
განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის მიმართულების ელექტრომომარაგების, ელექტროამძრავისა და ელექტრომექანიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image
ქ. ნანობაშვილი, თ. სტურუა, მ. დოლიძე

Web-გვერდების დაპროექტება
HTML ენის გამოყენებით

უაკ: 004.43

მოცემულია HTML ენის ელემენტა­რული საფუძვლე­ბიდან დაწ­ყე­ბუ­ლი და რთული პრაქტიკული საკითხებით დამ­თავ­რებული, აგრეთვე, ვებ-გვერდების ინტერნეტში განთავ­სე­ბისა და ინფორ­მა­ციის ძებნის საკითხები. ასევე, მოყვანილია Web-გვერდების შექ­მნის მრავალი მაგალითი და შესას­რუ­ლებლად გამზადე­ბულ პროგ­რამათა ტექსტები.
განკუთვნილია ინფორმა­ტიკისა და მართ­ვის სისტემების ფა­კულტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავ­რიატის სტუ­დენტებისათვის, აგრეთვე, HTML ენის გამოყენებით Web-გვერ­დების შექმნით დაინტერესებული სხვა სპეცი­ალისტე­ბი­სათვის.

image
გ. ჭილაია

თხევადი კრისტალების ფიზიკური თვისებები და
გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებში

უაკ: 54.03

განხილულია ტემპერატურის, ელექტრული ველის და სინათლის მოქმედება  ნემატურ, ქოლესტერულ და სმექტიკურ თხევად კრისტალთა ფიზიკურ თვისებებზე, ასევე თხევადი კრისტალების გამოყენება ინფორმაციის ოპტიკური დამუშავების სისტემებში (თხევადკრისტალური ინდიკატორები, დისპლეები, ულტრაიისფერი გამოსხივების დოზიმეტრები, მიკროლაზერები და სხვა ოპტიკური ხელსაწყოები). მოცემულია მოკლე ცნებები ფიზიკური ოპტიკიდან, კრისტალოგრაფიიდან და ორგანული ქიმიიდან.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელო არის პირველი წიგნი ქართულ ენაზე თხევად კრისტალებზე და  სასარგებლო იქნება სხვა უნივერსიტეტის  სტუდენტებისათვის,  სკოლის პედაგოგებისა და  მოსწავლეებისათვის.

image
ტ. კიკვაძე

გადაწყვეტილებათა მიღების
მოდელები და მეთოდები

უაკ: 001.4

გაანალიზებულია გადაწყვეტილებათა მიღების პრობლემის თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები. განხილულია  გადაწყვეტილებათა მიღების მოდელების აგებასთან და მეთოდების შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო წრე.
ნაშრომი გადაწყვეტილებათა მიღების რთული და მრავალფეროვანი პროცესის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა  მშობლიურ ენაზე, რის გამოც, რა თქმა უნდა, იგი არ არის დაზღვეული გარკვეული ხარვეზებისაგან. ავტორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს მათზე და დიდი სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერ არგუმენტირებულ შენიშვნასა თუ სურვილს.
განკუთვნილია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს აღნიშნული სფეროების აკადემიური პერსონალისთვისაც, აგრეთვე პრაქტიკოსებისთვისაც, რომელთა წინაშეც ხშირად დგას ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების პრობლემა.

 

image
ნ. ლაზვიაშვილი

კორპორაციული მენეჯმენტი

უაკ: 005.34

განხილულია კორპორაციების, კერძოდ, სააქციო საზოგადოებების მართვის საკითხები. წარმოდგენილია კორპორაციული მართვის როგორც სამართლებრივი, ისე ორგანიზაციულ-ეკონომიკური ასპექტები.
ნაშრომში გაშუქებულია კორპორაციული მართვის საქართველოსა და საზღვარგარეთის პრაქტიკა. მოცემულია შედარებითი ანალიზი.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ბაკალავრებისთვის, აგრეთვე, რეკომენდებულია მაგისტრანტების, დოქტორანტების, მეცნიერების, მკვლევრების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

ა. კოხტაშვილი

ელექტრული სადგურების და ქვესადგურების
ძალოვანი დანადგარები, აპარატები,
საკომუტაციო სქემები და რეჟიმები

უაკ: 621.311

განხილულია თანამედროვე ევროპული და ამერიკული წარმოების აპარატურა, ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების ძირითადი მოწყობილობები, ასევე მოცემულია ინფორმაცია საბჭოთა წარმოების  აპარატურის შესახებ.
განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების და ამ დარგში მომუშავე ინჟინრებისა და სპეციალისტებისათვის.

ზ. ბოგველიშვილი, ჯ. იოსებიძე, ო. გელაშვილი

ავტომობილების კონსტრუქციული უსაფრთხოება

უაკ: 629.116/.115

განხილულია ავტომობილების კონსტრუქციული უსაფრთხოების სახეები: აქტიური, პასიური, ავარიის შემდგომი და ეკოლოგიური უსაფრთხოებები. მათი გავლენა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობასა და სიმძიმეზე, ეკოლოგიაზე. წარმოდგენილია თანამედროვე ავტომობილებში გამოყენებული კონსტრუქციული უსაფრთხოების სისტემები და მოწყობილობები, მათი მუშაობის პრინციპები, განვითარების გზები და ტენდენციები.
განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

image
ო. კიღურაძე

თბოტექნიკური გაზომვები
და ხელსაწყოები

უაკ: 681.2

წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია: ტემპერატურის; წნევის; ნივთიერების ხარჯისა და რაოდენობის; სითხისა და ფხვიერი ნივთიერების დონის; აირის, მყარი და ფხვიერი ნივთიერების ტენიანობის; აირის შედგენილობისა და სხვადასხვა ნივთიერების წყალხსნარის კონცენტრაციის გაზომვის მეთოდები და შესაბამისი ხელსაწყოების მოქმედების პრინციპები.
ნაშრომში მოცემულია გაზომვის შემთხვევითი, სისტემატური, დინამიკური და უხეშ ცდომილებათა შეფასების მეთოდები პირდაპირი და ირიბი გაზომვის შემთხვევაში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოენერ-გეტიკული პროფილის სტუდენტებისთვის.
წიგნი დახმარებას გაუწევს ტექნოლოგიური პროცესების კონტროლისა და მართვის საკითხებით დაინტერესებულ პრაქტიკოს ინჟინრებს.

ჰ. მელაძე, თ. დავითაშვილი, ვ. კვარაცხელია, მ. მენთეშაშვილი, ზ. წვერაიძე

ალგორითმების თეორიის საწყისები

უაკ: 519.92

სახელმძღვანელოში განხილულია ალგორითმების თეორიის ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა ალგორითმის ცნების დაზუსტების აუცილებლობა, გამოთვლადი და რეკურსიული ალგორითმები, ტიურინგისა და URM - მანქანები, ალგორითმის სირთულის ცნება, ალგორითმულად ამოუხსნადი ამოცანები და სხვა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის, საინჟინრო და ეკონომიკური მიმართულების სტუდენტებისათვის.

image
უ. ზვიადაძე, მ. მარდაშოვა, ნ. კიკნაძე

მიწისქვეშა წყლების დინამიკა

უაკ: 624.131.31

განხილულია მიწისქვეშა წყლების დინამიკის, როგორც ჰიდროგეოლოგიური მეცნიერების სპეციალური განხრის, თეორიული საფუძვლები, სხვადასხვა დანიშნულების ჰიდროდინამიკური გაანგარიშების მათემატიკური ხერხები და მეთოდები, რომელთა გამოყენება აუცილებელია მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა: საინჟინრო გეოლოგია, მელიორაცია, ჰიდროტექნიკური მშენებლობა, მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაცია, სამთო საწარმოების გეოლოგიური მომსახურება და ა.შ. მიწისქვეშა წყლების მოძრაობის კანონზომიერებათა უკეთ აღქმის მიზნით, სახელმძღვანელოს თეორიული კურსი გამყარებულია პრაქტიკული მაგალითებით და ამოცანებით.   
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. აგრეთვე, დაეხმარება აღნიშნული დარგის ახალგაზრდა სპეციალისტებს პრაქტიკულ საქმიანობაში.  

image
გ. ყურაშვილი, თ. ბერიძე, რ. ქინქლაძე

ბიზნესის ეთიკა და საქმიანი
ეტიკეტი

უაკ: 339.15

წიგნი შედგება 3 ნაწილისაგან: პირველი ნაწილი მოიცავს ბიზნესის ეთიკის არსს და სპეციფიკას, მორალის ნორმებს, პრინციპებს და ფუნქციებს.  ამ ნაწილში განხილულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები. მეორე ნაწილში გადმოცემულია საქმიანი ადამიანების ქცევის ნორმები და ეტიკეტი, საქმიანი კორესპოდენციის შედგენის ზოგადი წესები. მესამე ნაწილი მთლიანად ეთმობა ბიზნესმოლაპარაკების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ასევე ბიზნესურთიერთობათა ფსიქოლოგიურ ასპექტებს და კონფლიქტის გადაწყვეტის ხერხებს. გათვალისწინებულია ეკონომიკისა და ბიზნესის პროფილის სტუდენტებისათვის, იგი აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს დამწყებ ბიზნესმენებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
გამოსაცემად მომზადებულია მოცემული თემების შესაბამისი ტესტების, სიტუაციური ამოცანების (კეისების) და საქმიანი თამაშების კრებული.

image
რ. იაუშოვეტცი

ჰიდრავლიკა წყლით გათბობის
ენერგოეფექტურ სისტემებში

უაკ: 697.4(075)

სახელმძღვანელო ეძღვნება წყლით გათბობის ენერგოეფექტური სისტემების დაპროექტების, მუშაობის და მომსახურების საკითხებს. ის შედგენილია წამყვანი დასავლური კომპანიების ტექნოლოგილიური ნოვაციებისა და გამოცდილების საფუძველზე; განკუთვნილია ენერგეტიკული პროფილის სტუდენტების, პრაქტიკოსი ინჟინრებისა და გათბობის სისტემების მომსახურე პერსონალისთვის.

 

image
თ. მიქიაშვილი

კოგენერაცია
სითბური ენერგიის კონსერვაცია
აირტურბინული დანადგარები

უაკ: 621.438/311

განხილულია ელექტრული და სითბური ენერგიის კოგენერაცია, ნარჩენი სითბოს გამოყენება, სითბური ენერგიის კონსერვაცია და აირტურბინული დანადგარები, ასევე ყურადღება ეთმობა წყლის ორთქლისა და ტენიანი ჰაერის პარამეტრების ცვლილებას სხვადასხვა თერმოდინამიკურ ციკლში; მოცემულია გაანგარიშების მაგალითები და საანგარიშო დამოკიდებულებები საინჟინრო გამოთვლებისთვის; ასევე ვრცელი მასალა ენტროპიის შესახებ და ჩატარებულია აირტურბინული დანადგარების თერმოდინამიკური ციკლების შედარებითი ანალიზი.
განკუთვნილია თბოსაინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ საბაზო ცოდნა ტექნიკურ თერმოდინამიკასა და თბომასაგადაცემაში.
სახელმძღვანელო სარგებლობას მოუტანს ტექნიკური სპეციალობის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს; დახმარებას გაუწევს დამოუკიდებელ მკვლევარებს, თბოტექნიკის ინჟინრებსა და დიზაინერებს, ენერგეტიკის ანალიტიკოსებს, აუდიტორებს, მენეჯერებს, ასევე ტექნიკური პროფილის სხვა სპეციალისტებს.

დ. კაპანაძე, თ. ჟვანია

დაპროგრამების ენა Java
ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების
საფუძვლები

I ნაწილი

უაკ: 681.3.06

ალგორითმული დაპროგრამების ენა Java ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა. მისი საშუალებით შედარებით მარტივადაა შესაძლებელი ურთულესი გამოყენებითი პროგრამული სისტემების შექმნა. ამ პოპულარული ენის აღწერას ეძღვნება წინამდებარე სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს არა მარტო ენის აღწერას და პროცედურული საშუალებების გადმოცემას, არამედ ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპების და მექანიზმების რეალიზაციას ამ ენის საშუალებით.
სახელმძღვანელო, ორსემესტრიანი სასწავლო პროცესის შესაბამისად, დაყოფილია ორ ნაწილად. 
I ნაწილში გადმოცემულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები, კონცეფციები, ტერმინოლოგია, ძირითადი ოპერაციები, მონაცემთა ტიპები, წრფივი და მმართავი ოპერატორები, კლასების და ობიექტების შექმნისა და გამოყენების საშუალებები.
სახელმძღვანელო განკუთნილია სტუ-ს სტუდენტებისა და დაპროგრამების საწყისებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

image
მ. ჯავახიშვილი, რ. იმედაძე, მ. წიქარიშვილი

შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკა,
რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია

უაკ: 624; 69; 616-07

განხილულია შენობის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა-დიაგნოსტიკის მეთოდები, რემონტისა და რეკონსტრუქციის აუცილებლობა ნაგებობის ფიზიკური და მორალური ცვეთისას, საერთო გამოკვლევის შედეგების მიხედვით სარეკონსტრუქციო შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, შენობის შემადგენელი ყოველი ელემენტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროგრესული მეთოდები, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებები. მოყვანილია სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაციების მიერ დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით ეფექტური ტექნიკურ გადაწყვეტილებათა შერჩევის თავისებურებები.
განკუთვნილია სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაციებში მომუშავე ფართო მასებისათვის.

 

თ. ჟვანია, ა. კობიაშვილი, დ. კაპანაძე

დაპროგრამების ენა
C++
საფუძვლები

I ნაწილი

უაკ: 681.3.06

დაპროგრამების ენა C++ გამოიყენება თანამედროვე, მაღალმწარმოებლური პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად და უაღრესად პოპულარულია პროგრამისტებს შორის. ამ ენას ხშირად უნივერსალურსაც კი უწოდებენ, რადგანაც  მისი საშუალებით შესაძლებელია ამოცანების გადაწყვეტა პრაქტიკულად ყველა სფეროში. ამიტომ ენა C++ ისწავლება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში და ასევე აქტუალურია მისი შესწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც.
აღწერილია დაპროგრამების ენის  C++  სინტაქსი, მონაცემთა ტიპები, ოპერატორები, ოპერაციები და მათი საშუალებით ფუნდამენტური ალგორითმების გადაწყვეტა.
სახელმძღვანელოში უხვადაა საილუსტრაციო პროგრამები, რაც, თვალსაჩინოს ხდის გადმოცემულ მასალას და აადვილებს მის შესწავლას. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ ნებისმიერ თეორიულ საკითხს მაგალითის სახით  ახლავს კონკრეტული პროგრამის საწყისი კოდი.
განკუთნილია სტუ-ს სტუდენტებისა და დაპროგრამების საწყისებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

image
ნ. რურუა

ლიანდაგის ტექნიკური გაზომვები
და შეფასება

უაკ: 625.17

განხილულია სარელსო ლიანდის მოწყობის, ლიანდაგის კონტროლის და შეფასების ძირითადი პრინციპები. აღწერილია ლიანდაგის და მისი ელემენტების საზომი ტექნიკური საშუალებები, გასაკონტროლებელი პარამეტრების გაზომვის და რეგისტრაციის წესი, ლიანდაგის შემოწმების ორგანიზაცია. მოტანილია მეთოდიკური, საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები. სახელმძღვანელო შედგენილია მოქმედი სტანდარტების დაცვით, სილაბუსის შესაბამისად.
განკუთვნილია ტრანსპორტის და საგზაო ინჟინერიის ბაკალავრებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე რკინიგზის ტრანსპორტის, კერძოდ სალიანდაგო მეურნეობაში დასაქმებულ მუშაკებს და ინჟინერ-მშენებლებს.

ტ. რეხვიაშვილი

ფილოსოფიის შესავალი

უაკ: 1.330

მოცემულია სალექციო და სასემინარო საკითხები, რომელსაც თან ახლავს ტექსტში გამოყენებული ფილოსოფიური ტერმინების მოკლე განმარტებები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

image
ზ. დანელია, თ. ამბროლაძე, მ. თოფურია

ჰიდრავლიკა, ჰიდროლოგია,
ჰიდრომეტრია

უაკ: 532:331.48:627.133

განხილულია წყალსამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები: ჰიდრავლიკის საფუძვლები, ჰიდროლოგიის ამოცანები, ჰიდრომეტრიულ კვლევათა მეთოდები და ხელსაწყოები, ხიდებისა და საგზაო მილების ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები.
შედგენილია პროგრამის სრული შესაბამისობით. განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

image
ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია

საწარმოო გარემოს ჰიგიენური
უსაფრთხოება

უაკ: 613.6 (075.8)

განხილულია შრომის ჰიგიენის აქტუალური საკითხები. მოცემულია ძირითადი მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორების ჰიგიენური დახასიათება, რომლებიც გვხვდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგის საწარმოებში. მოცემულია ადამიანის ორგანიზმზე ამ ფაქტორების ბიოლოგიური ზემოქმედება და პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელთა წარმატებით გატარება უზრუნველყოფს ნებისმიერ საწარმოში შრომის უსაფრთხო და ჯანმრთელ პირობებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასების“ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, ახალი ტექნოლოგიური პროცესების შექმნაზე მომუშავე მეცნიერ მუშაკებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.

image
ნ. მექვაბიშვილი

საწარმოო უსაფრთხოება და ინდივიდუალური
დამცავი საშუალებები

უაკ: [331.45.681.13]

განხილულია უსაფრთხოების დროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების აუცილებლობა. მოცემულია შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის საერთო და სპეციფიკური საკითხები.
განხილული მასალა საშუალებას მისცემს წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტებს და სხვადასხვა დარგის მუშაკებს აღიქვან საწარმოო პირობებში არსებული სხვადასხვა საფრთხე. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების პროფესიული სწავლების სპეციალობის და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

image
ვ. მენთეშაშვილი

ამძრავი სისტემის ძირითადი დეტალების
დამზადების ტექნოლოგია

უაკ: 621.9(075.80)

განხილულია მუხლა ლილვების, ჩანგლის, ბერკეტების, ბარბაცებისა და დგუშების დამზადების ტექნოლოგიური პროცესები. შედგენილია მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის დეპარტამენტში შემუშავებული სილაბუსების მიხედვით. დეტალების დამზადებისა და ნაკეთის საბოლოო სიზუსტის უზრუნველყოფისათვის განხილულია ცდომილების სახეები და მათი შესწავლის მეთოდები, ბაზირების საფუძვლებისა და ტექნიკური დროის ნორმირების საკითხები, დეტალების შეერთების კლასიფიკაცია და აწყობის ტექნოლოგიური პროცესების შემუშავების საფუძვლები.
განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის.

თ. მეგრელიძე, ი. შეყრილაძე, გ. გუგულაშვილი, ვ. ღვაჩლიანი

თბური, გრიგალური და
პულსაციური მილები

უაკ: 621.643.2:536.24

სახელმძღვანელოში მოცემულია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების თეორიის საფუძვლები. წარმოდგენილია მათი ნაირსახეობების კონსტრუირების, დამზადების და გამოცდის ანალიზი. აღწერილია თითოეული მათგანის მუშაობის რესურსის გამოცდის შედეგები. მოყვანილია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების გამოყენებისა და დაპროექტებისათვის საჭირო მონაცემები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკის (თბოენერგეტიკა), მანქანათმშენებლობის (სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკა) და სამშენებლო ინჟინერიის (თბო-აირ-მომარაგება) სფეროს ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

თ. ჩხეიძე, ჯ. კანკაძე, თ. რუხაძე, ბ. გითოლენდია

საქმისწარმოების მენეჯმენტი

უაკ: 651.4/.8

განხილულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულება, ტერმინოლოგია და ძირითადი ცნებები, დოკუმენტების ფუნქციები და დანიშნულება.
განკუთვნილია ბიზნესის ორგანიზაციის მართვის, ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის და საბანკო საქმიანობით დაინტერესებული და ზოგადად საჯარო და კერძო საწარმოებში მომუშავე პირთათვის. ახსნილია მთლიანად საქმის წარმოება და მენეჯერული საქმიანობა თანამედროვე ეტაპზე. ის წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს ზემოთ აღნიშნულ სპეციალისტთა საქმიანობისათვის (თუ, როგორ აწარმოონ საქმიანი მიმოწერა). სახელმძღვანელოში მოცემულია აღნიშნული საქმის ნიმუშები.

image
გ. ცინცაძე, რ. კლდიაშვილი, ა. ლეჟავა, გ. მანველიძე, ნ. მაისურაძე, ა. მამულაშვილი, შ. ჯაფარიძე

ზოგადი ქიმია

უაკ: 54

წინამდებარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტებისთვის. მასში გადმოცემულია თანამედროვე შეხედულებები ატომის აღნაგობის, ქიმიური ბმების, ქიმიური თერმოდინამიკის ძირითადი დებულებების, ქიმიური რეაქციების, ენერგეტიკის, ხსნარების ჟანგვა-აღდგენის, გალვანური ელემენტის და კოროზიის შესახებ.

image
ლ. ლომიძე

საამკინძაო სარესტავრაციო
ტექნოლოგიები

უაკ: 686.122

წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია პოლიგრაფიული ნაწარმის კინძვისას ხმარებული ტექნოლოგიური ოპერაციები, სამუშაო რეჟიმები, გამოყენებული მასალები და მანქანა-დანადგარები. ასევე საფუძვლიანადაა გაშუქებული დაზიანებული წიგნების აღდგენა-რესტავრაციის აქტუალური საკითხები.
აღნიშნული ნაშრომი განკუთვნილია საგამომცემლო-პოლიგრაფიული სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წიგნი გამოადგებათ სტამბის საამკინძაო საამქროს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსა და მუშებს.

image
გ. ღვინეფაძე

WEB-დაპროგრამება WEB 2.0,
XML, AJAX

უაკ: 681.3.06

განხილულია ინტერნეტით სარგებლობის სრულყოფის მიზნით შემუშავებული ახალი კონცეფციის WEB 2.0-ის წანამძღვრები, ასევე, ამ მიმართულებით სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თანამედროვე საშუალებები: XML და AJAX.
განკუთვნილია ინფორმატიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის მსმენელებისათვის. გამოადგება შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებსაც.

image
ლ. ჩხეიძე

ექსტრემალური საწარმოო პირობები
და პირველადი დახმარება

უაკ: 613.6 (075.8)

სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო ექსტრემალური და ზეექსტრემალური პირობები,  რომელიც  იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში და მოითხოვს ორგანიზმის ავარიული შესაძლებლობების მობილიზებას. პათოლოგიური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად მოცემულია და განმარტებულია პროფილაქტიკური ღონისძიებები. მეორე ნაწილი პრაქტიკული ხასიათისაა - მოცემულია ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შეფასებისა და არასამედიცინო პირველადი დახმარების აღმოჩენის ხერხები. განხილულია ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ანატომიურ-ფიზიოლოგიური ძვრები. პირველადი დახმარების ტექნიკისა და მეთოდების საილუსტრაციოდ შერჩეული მასალა დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს თეორიული მასალის უკეთ გაგებასა და ათვისებაში. ექსტრემალურ სიტუაციებში ქცევის წესების და ნორმების ცოდნა, პირველადი დახმარების აღმოჩენა დროულად და კვაფიციურად მნიშვნელოვნად ზრდის საგანგებო და ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრილ პირთა გადარჩენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების ალბათობას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „უსაფრთხოების ინჟინერია  და  რისკების  შეფასების“ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოება  და  საგანგებო  სიტუაციების  მართვის“ სტუდენტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.

image
ბ. ბერიტაშვილი, დ. ერისთავი, მ. გუგეშიძე

გარემოს მონიტორინგის საფუძვლები

უაკ: 577.4

სახელმძღვანელო „გარემოს მონიტორინგის საფუძვლები“ განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების პროფესიული განათლების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის, რომლებიც ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ გეოფიზიკური, და მათ შორის ეკოლოგიური მონიტორინგის ძირითად საკითხებზე მუშაობისას.
სახელმძღვანელოს პირველ თავში აღწერილია ბუნებრივი გარემოს დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა, არსებული პრობლემები, პრევენციული ღონისძიებები, განხილულია გეოფიზიკური მონიტორინგის სისტემები.
მეორე და მესამე თავებში  განხილულია ეკოლოგიური მონიტორინგის ძირითადი სტრუქტურების: გარემოს დამაბინძურებელი წყაროების, ინპაქტური და ფონური მონიტორინგის სისტემების მუშაობის პრინციპები, ანთროპოგენული და ბუნებრივი ნივთიერებების შემცველობისა და შედგენილობის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სინჯების აღების, დაკონსერვების, შენახვისა და ტრანსპორტირების მეთოდები, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო მეთოდიკებთან, აღწერილია სინჯების ასაღებად გამოყენებული აპარატურა. ზოგადად, განხილულია საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზების გზები და მეთოდები.

image
ნ. ლომიძე

გლობალური საფრთხეები და ეროვნული
უსაფრთხოების პრობლემები
საქართველოში

უაკ: 343

ნაშრომში განხილულია გლობალიზაციის პროცესების მზარდი ტენდენციების ფონზე ახალი გამოწვევების წარმოშობისა და გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც გლობალური საფრთხეების სახით დამკვიდრდა პოლიტიკურ ლექსიკონში. უთუო პოზიტივად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ ქართველი მეცნიერები ცდილობენ იმ პრობლემატიკის კვლევასა და დამუშავებას, რომლებიც საქართველოს დღევანდელ სინამდვილეში განსაკუთრებულად აქტუალურია. გლობალური საფრთხეების გამოწვევის ფონზე, ერთ-ერთ ასეთს შეიძლება მივაკუთვნოთ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკაც. ამ მიმართულებით გამოცემულია ქართველი მკვლევრების ნაშრომები, ლექციების კურსი თუ სტატიები. სწორედ ამ მემკვიდრეობას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება − მომემზადებინა წინამდებარე ნაშრომი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია, უწინარეს ყოვლისა, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. ასევე, მკითხველთა ფართო წრისათვის. სწორედ ამითვეა განპირობებული მისი კონსტრუქციაც და სემანტიკური სტრუქტურაც.

 

image
ნ. მაჭავარიანი, ნ. რატიანი

საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული
დაავადებები

უაკ: 362.654:616-057

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია საწარმოებში საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების წარმოშობის მიზეზები, ცნება სახიფათო ზონაზე, ტრავმებისა და პროფესიული დაავადებების სახეები; განხილულია პროფესიული დაავადებების დინამიკა, უკანასკნელ წლებში სამრეწველო დარგებისა და გამომწვევი მიზეზების მიხედვით. ასევე, საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადებები ქიმიურ და კვების მრეწველობაში, სატრანსპორტო მეურნეობაში, სამთო და მეტალურგიულ საწარმოებში, ცემენტის წარმოებაში. მოცემულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებები და პირველადი დახმარება უბედური შემთხვევის დროს. მუშების სწავლება და ინსტრუქტაჟი.
სახელმძღვანელოს ცალკე თავად დართული აქვს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“ სპეციალობის მაგისტრებისათვის. ასევე, იმ ფართო წრის სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

image
ა. გიგინეიშვილი, გ. კუკულაძე

ზოგადი ფიზიკა
ოპტიკისა და ატომის ფიზიკის
საფუძვლები

III ტომი


უაკ: 535

სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის კურსის სამტომეულის მესამე ტომს. მასში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ოპტიკისა და ატომის ფიზიკის საკითხები, რომლებიც დაწერილია იმ ვარაუდით, რომ სტუდენტს გაუადვილდეს წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა და ამავე დროს გამოუმუშავდეს ლოგიკური აზროვნების საჭირო ჩვევა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის.

image
T. Mebuke

READER IN TEXT LINGUISTICS
AND DISCOURSE ANALYSIS

UDC: 091.5

The Reader, compiled and commented by Prof. T.Mebuke, collects the most important and up to date information on Discourse Analysis and Text Linguistics for students and young scholars making their first attempts in individual studies of a text. 

image
გ. ღვინეფაძე

WEB-დაპროგრამება
JQuery

უაკ: 681.3.06

წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს JavaScript  ენისათვის განკუთვნილი JQuery ბიბლიოთეკის შესაძლებლობების შესასწავლად.
იგი განკუთვნილია ინფორმატიკის 22.02, 22.01 და 0719.08 სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.

image
თ. ბაციკაძე, ჯ. ნიჟარაძე

მასალათა გამძლეობა

I ნაწილი

უაკ: 539. 3

შედგენილია იმ სილაბუსის მიხედვით, რომელიც შეიცავს ამ საგნის ძირითად საკითხებს. უხვადაა ილუსტრირებული, რაც მკითხველს საკითხების უფრო ნათლად წარმოდგენის საშუალებას აძლევს. შესაბამისი თემების  შეუცდომლად აღქმისათვის და მასალის სწორად გააზრების მიზნით ყოველი თავის დასასრულს დართულია კითხვა-პასუხები. შედგება შვიდი თავისაგან. განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.

†ა. შავგულიძე, ზ. კვინიკაძე, ნ. ნოზაძე, გ. ჩიტაიშვილი

კომპიუტერული საინჟინრო
გრაფიკა

უაკ: 22.151.3

მოცემულია გრაფიკული სამუშაოები, რომლებიც მსმენელს მიეწოდება პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, როგორც პროგრამული პროდუქტი – AutoCAD.  გეომეტრიული მოდელირებისა და ნახაზის შედგენის ტექნოლოგიის გამოყენებით, მსმენელი ითვისებს კომპიუტერული გრაფიკის მეთოდებსა და საშუალებებს; შეიძენს კონკრეტული დარგობრივი პროგრამების პაკეტებთან მუშაობისა და დეტალის სამუშაო ნახაზების, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციების გასაფორმებლად საჭირო გამოცდილებასა და ცოდნას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრის მსმენელებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მოსამზადებელი სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ინჟინრებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ ათვისებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

image
მ. თუშიშვილი, ქ. ავალიშვილი

კომპიუტერული გრაფიკა და ვიზუალიზაცია

I ნაწილი

უაკ: 76:681.3

განხილულია კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალიზაციის ძირითადი საკითხები, მისი განვითარების ისტორია და გამოყენების სფერო. სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში განიხილება კომპიუტერული გრაფიკის ამოცანები და სტრუქტურა, აღწერილია კომპიუტერული გრაფიკის ძირითადი მიმართულებები − ვექტორული, რასტრული და ფრაქტალური გრაფიკა, მათი მუშაობის პრინციპები, ინფორმაციის წარმოდგენის ხერხები, რასტრი და რასტრული მასივი, გრაფიკული პრიმიტივები, ფრაქტალების აგების რეცეპტი და ამ მიმართულებათა დადებითი და უარყოფითი მხარეები. განხილულია ასევე კომპიუტერული გრაფიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ფერი და სინათლე, ფერთა თეორიის ელემენტები, გრასმანის კანონები, სინათლის ატრიბუტები, ფერთა მოდელები (RGB, CMYK, Lab, HSB, Grayscale), რეჟიმები და პალიტრები. სახელმძღვანელოს ერთი თავი ეთმობა სასწავლო კურსის მნიშვნელოვან საკითხს − ვიზუალიზაციას. აღწერილია კომპიუტერული ვიზუალიზაციის სახეები − მეცნიერული, პროგრამული და ინფორმაციული. მოყვანილია სემიოტიკის ზოგიერთი განმარტებები, ვიზუალური ენა, მეტაფორა და ბოლოს კომპიუტერული ვიზუალიზაციის ძირითადი დებულებები.  
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აგრეთვე კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკურ აპარატს, რაც გულისხმობს ანალიზური გეომეტრიის ელემენტებს, კოორდინატთა სისტემებს, ბრტყელი მრუდების წარმოდგენას, ბეზიეს მრუდებს, სპლაინებს, აფინური გარდაქმნებს და სხვ.
გათვალისწინებულია „კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალიზაციის“ მეორე ნაწილის გამოცემა, სადაც დეტალურად განიხილება რასტრული სივრცის განზოგადებული მოდელი, ფერთა არხები და ფენები, რასტრულ გამოსახულებათა გარდაქმნები, ვექტორული გრაფიკის რედაქტორებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები, გრაფიკული ფაილების პოპულარული ფორმატები, გრაფიკული ინფორმაციის შეტანა/გამოტანის მოწყობილობები, ციფრული კამერა, სკანერი, მონიტორი, პრინტერი და სხვ.
სახელმძღვანელო განკუთვნილია კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის. ასევე შეიძლება გამოიყენოს ანალოგიური სპეციალობის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც.

image
ო. შონია, ნ. თოფურია

კონფიდენციალური ინფორმაციის კომპლექსური
დაცვა ორგანიზაციაში

უაკ: 65.012.45

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ორგანიზაციაში ინფორმაციის კომპლესური დაცვის ძირითადი კონცეფცია და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრუქტურა. განხილულია ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზისა და მართვის ისეთი მეთოდიკები, როგორიცაა: CRAMM, FRAP, OCTAVE, RISK WATCH და MICROSOFT. დახასიათებულია ამ მეთოდიკებზე დაყრდნობით მომუშავე პროგრამული საშუალებები.
მოცემულია ინფორმაციული უსაფრთხოების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მომზადებას და ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს მენეჯმენტის გაუმჯობესებას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მაგისტრანტებისათვის. აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ მეცნიერ მუშაკებმა და დაინტერესებულმა პირებმა.

image
ვ. შუბითიძე

ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზროვნება
(საქართველოს ევროპული იდენტობა)

უაკ: 327.56(479.2)

ეძღვნება დიდი ქართველი პატრიოტების, ქართული ემიგრაციის საშვილიშვილო ღვაწლის წარმომჩენების, ბატონების რეზო თაბუკაშვილისა და გურამ შარაძის ნათელ ხსოვნას.
სახელმძღვანელოში ხაზგასმულია, რომ საქართველო თავისი ისტორიით, კულტურული, სოციალური და გეოპოლიტიკური აგებულებით და მდებარეობით ნაჭერია ევროპის. წიგნი განკუთვნილია საერთაშორისო ურთიერთობის, რეგიონმცოდნეობის, პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალობის სტუდენტებისათვის, ქართველი და უცხოელი დიპლომატებისათვის, სპეციალისტებისათვის.

image
ნ. ბოჭორიშვილი, ა. აბშილავა, ლ. მახარაძე, ნ. ხუნდაძე

უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები ნავთობისა და
აირის მოპოვებისა და ექსპლუატაციისას

I ნაწილი

უაკ: 628.741:621.643.038

სახელმძღვანელოში მოცემულია ნავთობაირის კვლევების, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ჭაბურღილის ბურღვის, სარეწაო გეოფიზიკური უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები. ჩამოყალიბებულია სითხისა და აირის მოძრაობის აღწერის ძირითადი პრინციპები, გაანალიზებულია მოსალოდნელი უბედური შემთხვევების თავიდან აცილების გზები ნავთობსარეწი მექანიკის ამოცანების თავისებურებათა გათვალისწინებით (კერძოდ, ნავთობსადენების ჰიდრავლიკური გაანგარიშებებისა). მოიცავს ცნობებს დინამიკური და მოცულობითი ჰიდრომანქანების-ტურბობურღების, ტუმბოების, ჰიდროამძრავების, დგუშიანი, როტორული და დინამიკური კომპრესორების შესახებ.
სახელმძღვანელო შედგენილია ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგიის, ნავთობისა და აირის საბადოების დამუშავება და ექსპლუატაცია და ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების დაპროექტება და ექსპლუატაციის სპეციალობათა სტუდენტებისათვის. ასევე ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
წინამდებარე სახელმძღვანელო ზემოთ აღნიშნული სპეციალობებისათვის პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე, ამდენად იგი არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან. ყოველგვარი საქმიანი შენიშვნა და რჩევა დიდი მადლიერების გრძნობით მიიღება ავტორების მიერ და გაითვალისწინება შემდგომ გამოცემაში.

image
უ. ზვიადაძე

ჰიდროგეოლოგიური კვლევების
მეთოდიკა

უაკ: 624.131.31

განხილულია ჰიდროგეოლოგიურ კვლევებში დღეისათვის გამოყენებული მეთოდების კომპლექსი, მათ შორის კვლევის ინოვაციური მეთოდები და ფილტრაციის პროცესის მოდელირების საკითხები. მიწისქვეშა წყლების რესურსებით მდიდარი ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ უნიკალური ეროვნული სიმდიდრის გეგმაზომიერ შესწავლას და მისი რაციონალურად გამოყენების გზების დასახვას, რაც მხოლოდ კვლევის მეთოდების დაუფლებით არის შესაძლებელი.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

image
ნ. ქაჯაია, ნ. აბაკელია, ნ. ჯაფარიძე

სტრუქტურული გეოლოგია და
გეოლოგიური კარტირება

უაკ: 550.8 : 528(075.8)

განხილულია სტრუქტურული გეოლოგიის მიზნები და ამოცანები, მათ გადასაჭრელად აუცილებელი კვლევის მეთოდები და მოცემულია ზოგადი და სპეციალური ტერმინების განმარტებები.
აღწერილია მაგმური სხეულების წარმოშობის პროცესები და გამოვლენის ფორმები.
მოცემულია გეოლოგიური აგეგმვის და მისი შედეგის სხვადასხვა მასშტაბისა და დანიშნულების გელოგიური რუკების შედგენისათვის აუცილებელი მეთოდიკისა და ტექნიკური საშუალებების აღწერა. განხილულია სხვადასხვა სტრუქტურული ელემენტების შესწავლის თავისებურებები, განსხვავებულ კლიმატურ და გეომორფოლოგიურ პირობებში სამუშაოთა დაგეგმვა-განხორციელების წესები, ასევე გეოლოგიური აგეგმვის შედეგების წარმოდგენის სასურველი და აუცილებელი მასალების ჩამონათვალი და მათი მოკლე აღწერა.
განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მაგისტრატურის მსმენელებს და საველე პირობებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.

image
ა. ჩიქოვანი

საშენი მასალების კვლევა-ძიების
და კონტროლის მეთოდები

უაკ: 691

მოცემულია საშენი მასალების კვლევა-ძიებისა და კონტროლის ქართულ ტექნიკურ ლიტერატურაში ჯერ კიდევ სრულყოფილად გაუშუქებელი პრინციპული საკითხები. ამ დისციპლინის სწავლების მიზანია მომავალ ინჟინერ-ტექნოლოგს გააცნოს საშენი მასალების შედგენილობის და თვისებების კვლევის, მასალებისა და ნაკეთობათა კონტროლის ძირითადი მეთოდები.
განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მუშაკებისათვის.

 

image
ნ. რურუა, ე. მოისწრაფიშვილი, მ. მოისწრაფიშვილი

სალიანდაგო მანქანები, მექანიზმები
და იარაღები

უაკ: 625.1

განხილულია რკინიგზის ლიანდაგის შეკეთებებისა და მიმდინარე მოვლა-შენახვის დროს ფართოდ გამოყენებული სალიანდაგო მანქანები, მექანიზმები და იარაღები, მათი ტექნიკური მახასიათებლები, ელექტრომომარაგება, უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის ღონისძიებები ელექტრულ და ჰიდრავლიკურ იარაღებთან მუშაობისას. მოცემულია სალიანდაგო მანქანების კლასიფიკაცია სავალი მოწყობილობების; სამუშაოთა შესრულების წესის; დანიშნულების; ამძრავი ტიპის და გადაადგილების ხერხის მიხედვით. აღწერილია თანამედროვე ინტელექტუალური ციკლური და უწყვეტი მოქმედების სალიანდაგო მანქანების და მექანიზმების მუშაობისა და შერჩევის პრინიპები, განვითარების პერსპექტივა და მათდამი წაყენებული მოთხოვნები.
სახელმძღვანელოში არის მეთოდიკური, საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები. შედგენილია მოქმედი სტანდარტების დაცვით, სილაბუსის შესაბამისად.
განკუთვნილია სატრანსპორტო და სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს და რკინიგზის ლიანდაგის ექსპლუატაციის მუშაკებს.

თ. მეგრელიძე, რ. გახოკიძე, გ. გუგულაშვილი, ე. სადაღაშვილი, გ. გრძელიშვილი

კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები
სიცივით დამუშავების პროცესში

უაკ: 641.4.037

ნაშრომში მოცემულია კვების პროდუქტების სიცივით დამუშავებისა და შენახვის ძირითადი ხერხები და პრინციპები. განხილულია კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები მათი სიცივით დამუშავების ყველა სტადიაზე: გაცივების, გადაცივების, გაყინვის, აგრეთვე, გაცივებულ ან გაყინულ მდგომარეობაში შენახვის პირობებში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საკვები პროდუქტების წარმოების პროცესების მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამის „სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

 

image
შ. დოღონაძე, ო. ქოჩორაძე

საქმიანი ურთიერთობების თანამედროვე
ტექნოლოგიები


უაკ: 651.74

არაფერია იმაზე ადვილი და ამავდროულად რთული, ვიდრე ადამიანების ურთიერთობის პროცესი. მასშია წარმატებებისა და წარუმატებლობის უმთავრესი წყარო. არ არსებობს ისეთი პროფესია, რომელიც არ მოითხოვდეს ურთიერთობას, საქმიან ურთიერთობას. ურთიერთობის პრობლემა ერთ-ერთი ურთულესი და მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაშიც, საზოგადოდ, იგი მრავალი ასპექტით განიხილება.
წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთი ცდაა ამ ურთულესი საკითხის სისტემატიზაციისა და სტუდენტისათვის მისაღები ფორმით გადმოცემისა. საქმიანი ურთიერთობების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა, რომელზედაც აქ არის საუბარი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებსა და ამ პრობლემატიკით დაინტერესებულ მკითხველებს სწორად დაგეგმონ და გაიაზრონ პარტნიორებთან და კონკურენტებთან საქმიანი კონტაქტების სქემები და სცენარები, მიაღწიონ რაც შეიძლება მეტ ეფექტს მოლაპარაკებებში. შეძლონ უნარიანად მოამზადონ საჯარო გამოსვლები, ადვილად მიიტანონ აუდიტორიამდე სათქმელი.
წინამდებარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც საქმიანი ურთიერთობების კურსს შეისწავლიან.

image
თ. კოხრეიძე

ელექტრომოწყობილობების გამოცდებისა
და კონტროლის მეთოდები და
საშუალებები

უაკ: 629.1.066

ნაშრომში განხილულია ელექტრომოწყობილობების გამოცდებისა და კონტროლის მეთოდები და საშუალებები. გამოცდის ობიექტად განხილულია ძალოვანი ტრანსფორმატორები და ელექტრული მანქანები, აგრეთვე, დამხმარე მოწყობილობები.
ნაშრომი განკუთვნილია ენერგეტიკის პროფილის, აგრეთვე, სხვა ელექტროტექნიკური სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ენერგეტიკის დარგში მომუშავე სპეციალისტებსაც.

image
ე. გერსამია

ელექტრული მანქანების წარმოების
ტექნოლოგია


უაკ: 621.313

განხილულია ელექტრული მანქანების წარმოების ტექნოლოგიური პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო სიმძლავრის ფართო დანიშნულების ელექტრულ მანქანებს, რომლებიც გამოშვების მასშტაბურობის მიხედვით ატარებს მსხვილსერიული და მასიური წარმოების ხასიათს, ამავდროულად მოითხოვს ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციას და ავტომატიზაციას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლებიც დამახასიათებელია ელექტრული მანქანებისათვის.
შედგენილია ელექტრული მანქანების წარმოების ტექნოლოგიის ახალი სასწავლო პროგრამის მიხედვით და როგორც სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი პროფესიული განათლების, ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმოებსა და ენერგეტიკაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

image
ლ. ჩხეიძე, მ. ქიტოშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის
საკანონმდებლო ბაზა

უაკ: 364.2(02)

სახელმძღვანელოში მოცემულია საგანგებო სიტუაციების მართვის კანონმდებლობის ძირითადი ცნებები და განმარტებები, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულთათვის დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და უფლებამოსილი პირები. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ძირითადი პრინციპები. მოცემულია საქართველოს ფარგლებში ბუნებრივი და ტექნიკური საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობის, მიწის, წყლის, საჰაერო სივრცის, სამრეწველო და სოციალური დანიშნულების ობიექტების, ბუნებრივი გარემოს დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ნორმები. საგანგებო სიტუაციების  მართვის კანონმდებლობის ძირითადი მიზანია საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისა და მისი განვითარების თავიდან აცილება, საგანგებო სიტუაციის მიერ მიყენებული ზარალისა და ზიანის მასშტაბების შემცირება და შედეგების ლიკვიდაცია.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის საგანგებო სიტუაციების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“ სტუდენტებისათვის.

image
დ. ბუცხრიკიძე, მ. შვანგირაძე, დ. კასრაძე

მანქანების რემონტის ტექნოლოგია

უაკ: 629.119

ნაშრომში განხილულია მანქანების რემონტის თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესები, ტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ მანქანათსაშენ და სარემონტო საწარმოთა პროდუქციის ხარისხს, ამაღლებენ მანქანების საიმედოობასა და ხანმედეგობას, აგრეთვე მანქანათა სარემონტო საწარმოების ორგანიზაციის საკითხები. სახელმძღვანელოში ასახვა საერთაშორისო სტანდარტებმა, ტიპური შეერთებებისა და დეტალების ჩასმებმა და დაშვებებმა, ნამზადების და დეტალების ზედაპირის ხარისხმა, თანამედროვე სამანქანათმშენებლო საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესების მართვის საკითხებმა.
წიგნი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების მექანიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შედგენილია სასწავლო დისციპლინის - „მანქანების რემონტის ტექნოლოგია“ სილაბუსის შესაბამისად.

image
თ. წივწივაძე

ზოგადი, არაორგანული და კოორდინაციული
ქიმია

უაკ: 54

განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ჩატარებულმა სახელმწიფო რეფორმამ მოითხოვა უმაღლესი საუნივერსიტეტო სწავლების სამსაფეხურიან − ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა − ფორმაზე გადასვლა.
რეფორმის შესაბამისად გადაუდებელი გახდა სხვადასხვა დისციპლინაში, მათ შორის „ქიმიაში სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების“  შემუშავება, ხოლო შემდგომ მათ საფუძველზე საერთაშორისო სტანდარტების დონის თანამედროვე სახელმძღვანელოების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქიმიის, ქიმიური მეცნიერების, ახალი ქიმიური ტექნოლოგიების განვითარებას და მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრების მიზანმიმართულად მომზადებას.
რეფორმის შემდგომ შექმნილი წინამდებარე ნაშრომი  − „ზოგადი, არაორგანული და კოორდინაციული ქიმია“. რჩეული თავები სამი მაპროფილებელი საგნის ქართულ ენაზე შექმნილ, სახელმძღვანელოთა შორის ერთი პირველთაგანია და განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. მასში განხილული თეორიული საკითხების და მეცნიერული კვლევის მეთოდების სრულყოფილად შესწავლა აგრეთვე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარება უზრუნველყოფს მომავლის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად მათ მომზადება-ჩამოყალიბებას.
ქიმიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული სამი მაპროფილებელი საგნის, ქიმიის, სამი ნაწილის − ზოგადი ქიმიის, არაორგანული ქიმიისა და კოორდინაციული ქიმიის ერთ სახელმძღვანელოდ ორგანულად გაერთიანებამ შექმნა პრეცენდენტი, რომელსაც დღემდე ანალოგი არ გააჩნია, როგორც საგნებს შორის წარმოჩენილი ბუნებრივი კავშირით, ისე კომპაქტურობის და სერვისის თვალსაზრისით.
სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე ქიმია-ბიოლოგიის, ფარმაცევტული ქიმიის, ეკოლოგიის და ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობათა მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და, საერთოდ, ქიმიით დაინტერესებულ მკითხველს.

image
ლ. სუთიძე

სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობები
სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანები
და დანადგარები

I ნაწილი

უაკ: 621.869

ნაშრომში წარმოდგენილია სასწავლო კურსის „სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობების“ ერთი ნაწილი, კერძოდ, სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანები და დანადგარები. განხილულია მათი კონსტრუქციები, მუშაობის პრინციპი და გაანგარიშების საფუძვლები. საცნობარო მონაცემები და გაანგარიშების მაგალითები აქ არ არის მოტანილი, რადგან არსებობს შესაბამისი მეთოდური ლიტერატურა.
ნაშრომი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების „ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის. იგი ასევე გამოადგებათ მაგისტრანტებს და ამ მანქანა-დანადგარების დაპროექტირებისა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

image
ა. შარვაშიძე, დ. გოგიშვილი, კ. შარვაშიძე

რკინიგზის მოძრავი შემადგენლობები
(ზოგადი კურსი)

უაკ: 656.22

სახელმძღვანელო აგებულია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საგნის მოქმედი სილაბუსის მიხედვით. განხილულია მოკლე ისტორიული ცნობები სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. მოთხრობილია გამოჩენილ ადამიანთა ღვაწლის შესახებ, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ტრანსპორტის ამ სახეობის შექმნასა და სრულყოფაში. მოცემულია სარკინიგზო გამწევი და არაგამწევი მოძრავი შემადგენლობების (ლოკომოტივების და ვაგონების) დანიშნულებანი, კლასიფიკაცია და ტიპები, განმარტებანი გაბარიტების შესახებ, მოძრავ შემადგენლობათა კონსტრუქციული აღწერა. განხილულია სატვირთო ვაგონების  ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდიკა, ზოგადი მონაცემები სავაგონო და სალოკომოტივო მეურნეობის შესახებ და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“- სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
წიგნი სარგებლობას მოუტანს სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებს და რკინიგზის სფეროში დასაქმებულ მუშაკებს.
ქართული სახელმძღვანელო გამოიცა პირველად. მკითხველის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი რჩევა ან შენიშვნა ავტორთა ჯგუფის მიერ კეთილგანწყობით იქნება მიღებული და გათვალისწინებული შემდგომ გამოცემაში.

ა. სიჭინავა, პ. კოღუაშვილი, დ. ეგიაშვილი, ა. მესხიშვილი

უძრავი ქონების
ეკონომიკა

უაკ: 33

ნაშრომში განხილულია უძრავი ქონების მართვის ეკონომიკურ-ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები. სახელმძღვანელოში გადმოცემულია უძრავი ქონების არსი, მისი ძირითადი მახასიათებლები, ჩამოყალიბების თავისებურებები და პერსპექტივები; გაანალიზებულია უძრავი ქონების მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკის განვითარებისათვის. უძრავი ქონება არის მრავალი სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინის შესწავლის ობიექტი. ესენია: გეოგრაფია, არქიტექტურა, სამართალი, მიწათმოწყობა, აგრონომია, ეკონომიკა, მშენებლობა, სამთო-გეოლოგია და სხვ. ფაქტობრივად, უძრავი ქონების ეკონომიკა ინტერდისციპლინური მეცნიერებაა. უძრავი ქონების ეკონომიკის შესწავლის წინაპირობას წარმოადგენს: ინფორმატიკა, სამოქალაქო სამართალი, ბუნებათსარგებლობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი და საბირჟო საქმე, ლიზინგი, ეკონომიკური ანალიზი, აუდიტი, ფსიქოლოგია, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, დაზღვევა, ინვესტიციები და უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა მეცნიერული დისციპლინები.
სასწავლო კურსი გათვალისწინებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სპეციალობის სტუდენტებისთვის, აგრეთვე უძრავი ქონების ეკონომიკით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.

image
თ. ობგაძე

მათემატიკური მოდელირების კურსი
(დინამიკური სისტემები და ქაოსი)

VI ტომი

უაკ: 517.958

ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე არაწრფივი სისტემის თეორიისა და ქაოსის შესწავლის რთულ პრობლემებს. დღეს ფაქტობრივად  არ მოიძებნება ანალოგიური თემატიკის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რამაც ამ სფეროში მუშაობის სტიმული მოგვცა. ნაშრომში განხილულია არაწრფივი დიფერენციალური განტოლების განსაკუთრებული წერტილების გამოკვლევისა და კლასიფიკაციის ამოცანები და ჰამილტონის   სისტემების აგების ტექნიკა. შესწავლილია ქაოსის წარმოქმნისა და არაწრფივი  სისტემის თვითორგანიზაციის ამოცანების მოდელირების მეთოდები. ყოველი თავის ბოლოს დართულია შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების პროგრამით დაკავებული მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ინჟინრებსა და არაწრფივი სისტემების მოდელირებაზე მომუშავე მკვლევრებს.

დ. ფრიდონაშვილი, ჯ. იოსებიძე

საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების
ზოგადი კურსი

უაკ: 6293.113

სახელმძღვანელოში განხილულია როგორც საერთო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზოგადი მოწყობილობა და კლასიფიკაცია, ასევე, სპეციალიზებული მოძრავი შემადგენლობის სახეები და ზოგადი კონსტრუქციები. ამავდროულად, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების აღწერილობა და მუშაობის პრინციპი.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს საავტომობილო ტრანსპორტის დარგის მუშაკებსაც.

image
მ. გრძელიშვილი, ო. გიორგობიანი

გათბობა

უაკ: 697.5

განხილულია შენობათა სხვადასხვა სახის გათბობის სისტემები, მათი  ძირითადი სქემები, კონსტრუქციები და მოქმედების პრინციპები, შესწავლილია შენობათა ზამთრის თბური რეჟიმები და შენობათა თბური დატვირთები. წარმოდგენილია გათბობის სისტემების შერჩევის, კონსტრუირების და ანგარიშის მეთოდები.
განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის.

image
M. Gudiashvili

Energy Economics

UDC: 620.9+33

The textbook introduces the basic concepts of energy economics and explains how simple economic tools can be used to analyse contemporary energy issues.  Energy Economics is organised into 15 chapter that give the reader a thorough grounding in various key aspects of the subject: Fixed and variable assets of power engineering companies; Electricity tariff calculation methodology; Power, electricity and aggregate  balances calculation; Energy safety and regulatory and governance issues.  Energy Economics is textbook for students of energy economics as well as for a wider interdisciplinary audience. It provides readers with the skills required to understand and analyse complex energy issues from an economic perspective.

გ. ჯოლია

მოლაპარაკების თეორია
და პრაქტიკა

უაკ: 008

სახელმძღვანელოში გაშუქებულია დიპლომატიური და ბიზნესურთიერთობების მრავალი პრობლემური საკითხი, რომელთა შესწავლა და პრაქტიკულად განხორციელება ჩვენ პიროვნულ ღირსებებს კიდევ უფრო აამაღლებს, ხოლო სამსახურებრივ საქმიანობას შესამჩნევად წარმატებულს გახდის.
განსაკუთრებით საყურადღებოა ამ სფეროს ცნობილი სპეციალისტების პრაქტიკული რჩევები, რომელიც ითვალისწინებს სადისკუსიო თემატიკას, ფსიქოლოგიურ ტესტებს, დამოუკიდებლად შესასრულებელ დავალებებს, საკომენტარო და გასაანალიზებელ სიტუაციებს, გამოცდილებათა გაზიარებასა და სხვა საკითხებს.
განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, კერძოდ, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკური და იურიდიული სპეციალობის სტუდენტებისათვის და ამ პრობლემით დაინტერესებული პრაქტიკოსი მუშაკებისათვის.

 

image


UDC: 003.13

ა. ჩიქოვანი

საშენი მასალები

უაკ: 691

გადმოცემულია ყველაზე მეტად გავრცელებული, საშენი მასალების: ქვის, კერამიკის, კირის, თაბაშირის, ცემენტის, ბეტონის, რკინაბეტონის, ლითონების, მინის, მერქნის, ლაქსაღებავების, პლასტმასების თვისებები და გამოყენება.
განკუთვნილია პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მშენებლობაზე მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

image
ა. დუნდუა

ავტომატიკისა და ტელემექანიკის სასადგურო
და საგადასარბენო სისტემები
სასადგურო სისტემები

II ნაწილი

უაკ: 625.1:62-5

ალექსანდრე დუნდუა.  ავტომატიკისა და ტელემექანიკის სასადგურო და საგადასარბენო სისტემები. II ნაწილი. სასადგურო სისტემები. სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლის სტუდენტებისათვის. თბილისი, 2013 წელი. – 478 გვ.
სახელმძღვანელოში გადმოცემულია ავტომატიკისა და ტელემექანიკის სასადგურო სისტემების აგების პრინციპები; განხილულია მათი ექსპლუატაციის საფუძვლები და ძირითადი ელემენტები; აღწერილია საველე მოწყობილობების (ისრული ელექტრული ამძრავებისა და შუქნიშნების) კონსტრუქციული აგებულებები და მართვის სქემები, აგრეთვე  ტონალური სიხშირის ცვლადი დენის სარელსო წრედების აგებისა და ფუნქციონირების საკითხები; დახასიათებულია რელეური და მიკროპროცესორული ელექტრული ცენტრალიზაციები; განხილულია მახარისხებელი გორაკების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელოთი შეიძლება ისარგებლონ რკინიგზის ტრანსპორტის სპეციალობების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის ავტომატიკისა და ტელემექანიკის მიმართულების პრაქტიკოსმა სპეციალისტებმა.

image
ა. ბენაშვილი, ო. ქართველიშვილი, გ. ბენაშვილი

კომპიუტერის არქიტექტურისა და
ორგანიზაციის საფუძვლები


უაკ: 681.3

ნაშრომში წარმოდგენილია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საკითხები იერარქიის სხვადასხვა დონეზე. განხილულია როგორც თვლის პოზიციური სისტემები და ციფრული ლოგიკური დონე, ასევე კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები, კავშირი კომპიუტერებს შორის. გაკეთებულია სხვადასხვა ტიპის კომპუტერების კლასიფიკაცია. ნაჩვენებია თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერების განვითარების სფეროში. 
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

 

image
თ. კოხია, ნ. გაბაშვილი, თ. გაბაშვილი

ოპერაციული სისტემა Windows 7

I ნაწილი

უაკ: 62-5

სახელმძღვანელოში განხილულია კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველოყოფის საკითხები, მისი შიგა კომპონენტების, ინფორმაციის შემტანი და გამომტანი მოწყობილობების დანიშნულებისა და მახასიათებლების შესახებ, ასევე, ოპერაციული სისტემის, სისტემური რესურსებისა და მათი დანიშნულების შესახებ. სახელმძღვანელოში ვრცლად არის წარმოდგენილი ოპერაციული სისტემა Ms Windows 7. აღნიშნული სახელმძღვანელო, როგორც სტუდენტებს ასევე დაინტერესებულ პირებს გაუადვილებს ოპერაციული სისტემა Ms Windows 7-ის საფუძვლიან შესწავლას.

ო. ვერულავა

სისტემური ანალიზი რთული ობიექტების
მოდელირება

უაკ: 004 8:681.3.06 (075.8)

განხილულია სისტემური ანალიზის თეორია და მის საფუძველზე გადაწყვეტილი თანამედროვეობის აქტუალური პრობლემები. ამასთან, აღწერილია სისტემური ანალიზის მეთოდის წარმოშობის და განვითარების ძირითადი მომენტები და ეტაპები.
პირველ თავში აღწერილია მოკლე ისტორიული ცნობები და რთული ობიექტების განსაზღვრა, ამ ობიექტების მოდელირების მეთოდები და ალგორითმები.
შემდეგ თავებში მოცემულია სისტემური ანალიზის გამოყენების კონკრეტული მაგალითები და მათთვის შემუშავებული მათემატიკური აპარატი. ეს ობიექტებია:
1.რესურსების განაწილების პრობლემა;
2.ტრანსპორტირების (გადაზიდვების) ამოცანა;
3.თამაშთა თეორია (გადაწყვეტილების მიღება კონკურენტულ გარემოში);
4.ქსელური დაგეგმვა (სამუშაოთა შესრულების განრიგის შედგენა);
5.მასობრივი მომსახურების სისტემები (მმს).
ყოველი თავის ბოლოში მოცემულია კითხვარი განვლილი მასალის განმეორების და მიღებული ცოდნის შეფასებისათვის.
სახელმძღვანელო განკუთვნილია (ადაპტირებულია)  დაბალი კურსის ბაკალავრიატისათვის, მაგრამ ის სასარგებლო იქნება ნებისმიერი კურსის სტუდენტებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი განათლების საწყისი ცოდნა წრფივ ალგებრაში, შემთხვევითი პროცესების თეორიაში, გრაფების თეორიაში.

რ. კანაშვილი, ო. მიქაძე, მ. მჭედლიშვილი

ოქროს და ვერცხლის მეტალურგია

უაკ: 669. 21/23 (075.8)

სახელმძღვანელოში მოცემული ცნობები ახასიათებს ოქროსა და ვერცხლის თანამედროვე მეტალურგიულ წარმოებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბოლო 20-30 წლის მანძილზე რეალიზებულ პროცესებს და ზოგიერთ თეორიულ საკითხს, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ოქროსა და ვერცხლის გახსნასა და ხსნარებიდან მათ გამოყოფასთან.
მოცემულია ისტორიული ცნობები ოქროსა და ვერცხლის მეტალურგიის წარმოშობისა და განვითარების, მსოფლიოში მათი წარმოების მასშტაბების, მოხმარების სტრუქტურის, სავალუტო ფუნქციისა და გამოყენების სფეროების შესახებ. აღწერილია ოქროსა და ვერცხლის შემცველი ნედლეულების მოსამზადებელი და გამამდიდრებელი ოპერაციები; ამოწვლილვის ტექნოლოგიები ქვიშრობებიდან და ძირეული საბადოებიდან; განხილულია თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები; საზღვარგარეთის მეტალურგიული და აფინაჟის ქარხნების პრაქტიკა. 
მოცემულია ცნობები კეთილშობილი ლითონების მეორეული მეტალურგიის შესახებ, რომელიც მოიცავს ნედლეულის კლასიფიკაციას და მახასიათებლებს, მათი გამდიდრების და მეტალურგიულად გადამუშავების მეთოდებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სწავლების ყველა დონის სტუდენტებისთვის, რომლებიც ეუფლებიან კეთილშობილი ლითონების მეტალურგიას და ამ სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.

image
ვ. ნაჭყებია, ხ. ხატიური

ტუმბოები და სატუმბო სადგურები

უაკ: 626.83:621.65

სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა ტიპის ტუმბოს მუშაობის პრინციპი; აღწერილია მათი კონსტრუქციები; მოცემულია დინამიური და მოცულობითი ტუმბოების კონსტრუქციული თავისებურებანი და გამოყენების სფერო. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ცენტრიდანულ ტუმბოებზე. აღწერილია მათი კონსტრუქციული სქემები, მოყვანილია საანგარიშო ფორმულები. განხილულია ტუმბოს მახასიათებელი მრუდების აგების წესი და პრაქტიკული გამოყენების მეთოდები; გადმოცემულია ტუმბოს შერჩევის პრინციპი, მათი სხვადასხვა რეჟიმში მუშაობის სქემები.
აქვე განხილულია წყალმომარაგების და წყალარინების სატუმბო სადგურების კომპლექსში შემავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები; აღწერილია მათი სამონტაჟო სქემების შედგენის, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული ნაწილის დამუშავების პრინციპები. აღწერილია სატუმბო სადგურის კომპლექსში შემავალი ნაგებობების შერჩევის მეთოდები, ენერგეტიკული, მექანიკური, დამხმარე მოწყობილობების დახასიათება და გამოყენების არე, ენერგომომარაგების და ავტომატიზაციის სქემები, სატუმბო სადგურის ექსპლუატაციის წესები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია წყლის რესურსების გამოყენების, წყალმომარაგების და წყალარინების სპეციალობის სწავლების სხვადასხვა საფეხურის და სამშენებლო ფაკულტეტის მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შედგენილია სასწავლო პროგრამის შესაბამისად. წიგნი, აგრეთვე, გამოადგებათ ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

image
ა. დიდიძე, ნ. ჭიჭინაძე, მ. ბექაური

ზედაპირულად აქტიური ნაერთებისა და სინთეზური გამრეცხი საშუალებების ტექნოლოგია

უაკ: 661.18

განხილულია ზან-ების კლასიფიკაცია, ნომენკლატურა, მოცულობითი და ადსორბციული რეცეპტურების კომპონენტების შერჩევის პრინციპები; თეორიული და საინჟინრო საფუძველი, განსხვავებული (აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით) გამრეცხი საშუალებების წარმოებისათვის.
განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.

image
ნ. ქაჯაია

წიაღისეულის საბადოების წარმოშობის და სივრცეში
განაწილების კანონზომიერებები

უაკ: 553.2

სახელმძღვანელოში განმარტებულია სასარგებლო წიაღისეულის რაობა, მისი როლი ცივილიზაციის განვითარებაში და დისციპლინის ძირითადი ცნებები. მოყვანილია მადნიანი სხეულების მინერალოგიური და ელემენტური შედგენილობა, მათი მორფოლოგია და სივრცეში განლაგების ელემენტები. საბადოების წარმოშობის პროცესების განხილვამდე მოცემულია გეოქიმიური და მეტალოგენიური ნარკვევები, საბადოების ორი ყველაზე მიღებული გენეტური კლასიფიკაცია. ამ ცოდნის საფუძველზე, დეტალურად აღწერილია სასარგებლო წიაღისეულის წარმოშობის ენდოგენური, ეგზოგენური და მეტამორფოგენული პროცესები, ამ პროცესებთან დაკავშირებული ეტალონური საბადოების გეოლოგიური თავისებურებების დამახასიათებელი გეგმები და ჭრილები. დეტალურადაა დახასიათებული საბადოების გამოფიტვის ქიმიური წონასწორობები და განსხვავებული შედეგების გამომწვევი ფაქტორები.
სახელმძღვანელო შედგენილია მაგისტრატურის მსმენელებისათვის, მაგრამ მას შეუძლია მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიოს როგორც ბაკალავრიატის სტუდენტებს, ისე ამ მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა გეოლოგებს.

ი. ჯანდიერი, მ. კიკნაძე

პროექტების მართვის ინფორმაციული
ტექნოლოგიები

უაკ: 681.3

განხილულია პროექტების მართვის ინფორმაციული სისტემებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა Ms Project.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, აღნიშნულ სფეროში მომუშავე სპეცილისტებისა და პროექტების მართვის სისტემებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.

ი. ბაციკაძე, ზ. კვინიკაძე, მ. არაბიძე

საინჟინრო გრაფიკის
მოკლე კურსი

უაკ: 22.151.3

განხილულია ორთოგონალური გეგმილები (მონჟის ეპიური) და პარალელური აქსონომეტრიის ძირითადი თვისებები, აგრეთვე გეგმილური ხაზვის საწყისები.
შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და გათვალისწინებულია ძირითადად იმ სპეციალობებისათვის (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის), სადაც საინჟინრო გრაფიკას სწავლობენ ერთსემესტრიანი პროგრამით.

 

image
მ. ლაპიაშვილი

გრუნტმცოდნეობა
საინჟინრო პეტროლოგია

უაკ: 631.4

სახელმძღვანელო ეხება საინჟინრო გეოლოგიურ კლასიფიკაციაში მიღებული სხვადასხვა ჯგუფის ქანების რაგვარობისა და მდგომარეობის, გრანულომეტრიული და ნივთიერი შედგენილობის, ფიზიკურ-მექანიკური და წყლოვანი თვისებების თეორიული, საველე-ვიზუალური და ლაბორატორიული სამუშაოების კვლევით ორგანიზაციას, მათი ჩატარებისა და დამუშავების რაციონალურ თანამიმდევრობას, მიღებული შედეგების გამოსახვის როგორც არსებულ, ისე ჩვენს მიერ შემუშავებულ ახალ ხერხებს, საანგარიშო მაჩვენებლების მათემატიკურ-სტატისტიკურ დამუშავებას, სხავადასხვა ჯგუფის ქანებზე შენობა-ნაგებობების დაპროექტების თავისებურებებს, ტექნიკური ანგარიშის შედგენის სქემასა და მის შინაარსს. სახელმძღვანელოში აღწერილია ის ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება ქანების აღნიშნული თვისებების შესწავლისას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა და სპეციალისტთა იმ წრისათვის, რომლებიც შეისწავლიან ქანებს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით.

image
†ა. ზამკოვი, კ. წერეთელი, თ. ნათენაძე

ელექტრული მანქანები

III ნაწილი

უაკ: 621.313(075.8)

განხილულია ასინქრონული მანქანების კონსტრუქციები, გამოყენების სფეროები და დანიშნულება.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ელექტრომექანიკური, ელექტროტექნიკური და ენერგეტიკული სპეციალობების სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. დაეხმარება ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსაც, რომლებიც დაკავებული არიან ელექტრული მანქანების დაპროექტებით, წარმოებითა და ექსპლუატაციით.

image
გ. შარაშენიძე, ს. შარაშენიძე

ვაგონების კონსტრუქციული ელემენტებისა და
მექანიკური სისტემების კვლევის
ძირითადი პრობლემები

უაკ: 629.472.7-629.4.077

სახელმძღვანელო შედგენილია მოქმედი პროგრამის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. წიგნში გაშუქებულია ლიანდაგზე მოძრაობისას ვაგონების რხევათა სახეები, თვლის დინამიკური ზემოქმედება რელსის მიმართ და ვაგონის დინამიკის საანგარიშო მოდელები. განხილულია ერთმაგი და ორმაგი რესორული ჩამოკიდების მქონე ვაგონის კონსტრუქცია და რხევები, მოცემულია ღონისძიებანი ამ რხევების შესამცირებლად. დამუშავებულია ვაგონის მდგრადობის საკითხები სწორ და მრუდე უბნებზე მოძრაობის დროს. გამოკვლეულია ვაგონის ძარისა და ვაგონზე დამაგრებული მექანიზმების დრეკადი რხევები. დამუშავებულია ვიბროდაცვის საკითხები. განხილულია ვაგონების დანადგარების მექანიზმებისა და სამუხრუჭო სისტემების დინამიკური კვლევის პრობლემები.
წიგნი განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტის დოქტორანტებისათვის. იგი სარგებლობას მოუტანს მეცნიერ-მეშაკებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ვაგონების ოპტიმალურ პროექტირებასთან.

 

image
ნ. ფოფორაძე

საქართველოს მინერალები და ქანები

უაკ: 549(2):552

განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მინერალები და ქანები. მოცემულია მათი თავისებურებანი, გავრცელების არეალი და გამოყენების სფეროები.
გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ამასთან გარკვეულ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს და საქართველოს მინერალებითა და ქანებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.

image
ი. მოდებაძე, კ. ხოშტარია, ჯ. ხუნწარია

მრავალარხიანი საკაბელო ტელეკომუნიკაციის
საფუძვლები

უაკ: 621.396.44

სახელმძღვანელოში განხილულია საკაბელო ტელეკომუნიკაციის თეორიული საფუძვლები. მასში მოცემულია საკაბელო ტელეკომუნიკაციის მოწყობილობების აგებისა და მრავალარხიანი კავშირის პრინციპები, აღწერილია მათი სტრუქტურული სქემები, რომლებიც ილუსტრირებულია შესაბამისი დროითი დიაგრამებით. მოყვანილია აგრეთვე საკაბელო ტელეკომუნიკაციაში გამოყენებული ელექტრული სიგნალების სიხშირული, დროითი, ტალღური და კოდური კომბინაციების მიხედვით გარდაქმნის მეთოდები, რომელთა საფუძველზე განხილულია ტელეკომუნიკაციის არხების შესაბამისი სიგნალების მულტიპლექსირება-დემულტიპლექსირების საკითხები.
სახელმძღვანელო შედგენილია ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის განკუთვნილი მოქმედი სალექციო კურსის, „ტელეკომუნიკაციის სისტემები“, და ახალი საბაკალავრო პროგრამის საგნის, „ტელეკომუნიკაციის სისტემების საფუძვლები“, სილაბუსების შესაბამისად. სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება ასევე ამავე დარგის მაგისტრანტებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

image
პ. გიორგაძე, მ. კაჭარავა, დ. ღუღუნიშვილი

ბოტანიკა

უაკ: 58

შედგენილია სპეციალობა „ფარმაციის“ მოქმედი პროგრამის საფუძველზე. ბოტანიკის კურსი ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის წარმოადგენს მაპროფილებელი საგნის ფარმაკოგნოზიის შესწავლის საფუძველს. იგი პირველი ქართული სახელმძრვანელოა, რომელშიც განხილულია მცენარეთა მორფოლოგიის, ანატომიისა და სისტემატიკის საკითხები. სისტემატიკურ ნაწილში ძირითადად მოცემულია ადგილობრივი ფლორის ის სამკურნალო მცენარეები, რომლებიც გამოყენებულია ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ფარმაცევტული პროფილის სტუდენტებისათვის.

 

image
თ. სტურუა

საინფორმაციო სისტემების
დაპროექტება

უაკ: 62-5

მოცემულია საინფორმაციო სისტემის ცნება, კლასიფიკაცია და უზრუნველყოფის ქვესისტემები, საინფორმაციო სისტემის სასიცოცხლო ციკლი და მისი დამუშავების ეტაპები.  განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საინფორმაციო სისტემების დაპროექტების თანამედროვე საშუალებებზე – CASE სისტემებზე. განხილულია საინფორმაციო სისტემების სტრუქტურასა და ობიექტზე ორიენტირებული დაპროექტების საშუალებანი, კერძოდ შესაბამისი დიაგრამები, მათი აგების წესები და ამ დიაგრამების ასაგებად გამოყენებულია Windows-ის დიაგრამებისა და ბლოკ-სქემების რედაქტორის Microsoft Visio.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და საინფორმაციო სისტემების დაპროექტებით დაინტერესებული სხვა სპეციალისტებისათვის.

ნ. ფაილოძე, ჯ. ალანია, ზ. ლიპარტია, ვ. კეკენაძე, ო. ხუციშვილი, გ. სულაშვილი

საბუღალტრო საქმე
მესამე შევსებული გამოცემა

I ტომი

უაკ: 657.1+657.3](075.8)

საქართველოს ეკონომიკის საბაზრო ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და ბიზნესის მართვის ფუნქციების წარმატებით შესრულებისათვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად საბუღალტრო საქმის შემდგომი სრულყოფა და მეწარმეობის პრაქტიკაში მისი ცივილიზებული განვითარება-დამკვიდრება გვევლინება, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებისათვის.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი სრულყოფა კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში არსებით როლს შეასრულებს წინამდებარე სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირების ფუძემდებლური პრინციპები, ფინანსურ მენეჯმენტში ეკონომიკური ინფორმაციების მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები.
სახელმძღვანელო ორიენტირებულია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. ასევე სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

image
თ. მელქაძე

საგანგებო სიტუაციებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის
საფუძვლები

უაკ: 364.2(02)

სახელმძღვანელოში განხილულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების განმსაზღვრელი საკითხები და კვლევის მეთოდები; მათი სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ორგანიზაციული და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები. წარმოდგენილია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოყენებული ძირითადი განმარტებანი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მენეჯმენტის დარგის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, ინჟინერიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის; ასევე, სტრატეგიული და საგანგებო სიტუაციებში სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკის ობიექტების მენეჯერებისათვის.

image
ნ. ნაცვლიშვილი, ლ. კლიმიაშვილი, მ. ნაცვლიშვილი, დ. დგებუაძე

წყალმომარაგებისა და წყალარინების
საფუძვლები

უაკ: 628.1:626.822

განხილულია შენობების და დასახლებული ადგილების წყალმომარაგებისა და წყალარინების, შიგა  და გარე სანიაღვრე წყალარინების, მყარი ნარჩენების მოცილების სისტემების მოწყობა, ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების გაწმენდის, ლამის დამუშავებისა და გამოყენების, მათი გაანგარიშების, მილსადენების მონტაჟის, სისტემების გამოცდის და საექსპლუატაციოდ გადაცემის, აგრეთვე საპროექტო გადაწყვეტილებების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების საკითხები.
განკუთვნილია სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მაგისტრანტების, დოქტორანტების, სპეციალისტებისა და პროფესიული განათლების მიმღები მსმენელებისთვის.

უ. ზვიადაძე, მ. მარდაშოვა

საინჟინრო გეოლოგია

უაკ: 624.131.31

სახელმძღვანელოში „საინჟინრო გეოლოგია“ განხილულია საინჟინრო გეოლოგიის ფართო წრე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინჟინრო-გეოდინამიკურ პროცესების აღწერას, როგორიცაა კარსტი, სუფოზია, ჯდენები, მეწყერები და სხვ.
აქვეა წარმოდგენილი ჰიდროგეოლოგიის ზოგიერთი საკვანძო საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროდ მივიჩნიეთ.
წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ჰიდროგეოლოგიასა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სასწავლო დისციპლინაში. ის შინაარსობრივად და სტრუქტურულად აგებულია სასწავლო დისციპლინის სილაბუსებზე.

image
გ. ლომსაძე, გ. ტაბატაძე, გ. ლობჟანიძე

სამთო საწარმოს ეკონომიკა

I წიგნი

უაკ: 338.45:622

სახელმძღვანელოში განხილულია სამთო საწარმოს ეკონომიკის არსი, მისი ფუნქციონირების ეკონომიკური საფუძვლები და თავისებურებანი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში, საწარმოს მიკრო- და მაკროგარემო, საწარმოო რესურსები და მათი გამოყენების მაჩვენებლები. გაანალიზებულია საწარმოთა საქმიანობის ეკონომიკური შედეგები, ინვესტირების ეფექტიანობის საკითხები და სხვა ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლები.
ნაშრომი განკუთვნილია სამთო სპეციალობის სტუდენტებისათვის, დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.
(წიგნი II დაეთმობა სამთო საწარმოს მენეჯმენტს, რომელსაც უახლოეს ხანში შევთავაზებთ მკითხველს).

image
თ. მეგრელიძე, ზ. ჯაფარიძე, გ. გოლეთიანი, ვ. ღვაჩლიანი, გ. გუგულაშვილი, გ. ბერუაშვილი, თ. ჭუჭულაშვილი, ე. სადაღაშვილი

კვების პროდუქტების წარმოების და სიცივის
მიღების პროცესები და აპარატები

უაკ: 664.0.66.02

სახელმძღვანელოში განხილულია კვების პროდუქტების წარმოების და სიცივის მიღების ტექნოლოგიური პროცესების და შესაბამისი მანქანა-აპარატების მუშაობის თეორიული საფუძვლები, ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების მეთოდები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული სპეციალობის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა, აგრეთვე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.

image
ჯ. გახოკიძე, მ. გაბუნია

კრიმინოლოგია

I ნაწილი


უაკ: 343.9

სახელმძღვანელოში დაწვრილებითაა განხილული კრიმინოლოგიის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ზოგადი ნაწილის საკითხები. იგი დიდ დახმარებას გაუწევს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და კრიმინოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველებს.
ნაშრომის შექმნას საფუძვლად დაედო ავტორთა მიერ წაკითხული ლექციების კურსი კრიმინოლოგიაში.

image
ა. გიგინეიშვილი, გ. კუკულაძე

ზოგადი ფიზიკა
ელექტრობისა და მაგნეტიზმის
საფუძვლები

II ტომი


უაკ: 537+538

სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის სამტომეულის მეორე ტომს. მასში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრობისა და მაგნეტიზმის საკითხები, რომლებიც დაწერილია იმ ვარაუდით, რომ სტუდენტს გაუადვილდეს წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა და ამავე დროს გამოუმუშავდეს ლოგიკური აზროვნების საჭირო ჩვევა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის.

შ. ფაფიაშვილი, მ. მამნიაშვილი, ჯ. გახოკიძე, თ. დოლიძე, ი. აქუბარდია, გ. აბაშიძე, ი. იმერლიშვილი, დ. კარიაული, ჯ. გაბელია, გ. ალანია, ი. გაბისონია, პ. კობალაძე, ლ. ქობალაშვილი

სისხლის სამართლის პროცესი
(ზოგადი ნაწილი)


უაკ: 343

სახელმძღვანელოში განხილულია მოქმედი სისხლის სამართლის პროცესის ყველა ძირითადი საკითხი. ახლებურად არის გაანალიზებული სისხლის სამართლის პროცესის ცნება, სისხლის სამართლის პროცესის ის ინსტიტუტები თუ ცალკეული პროცესუალური საკითხები, რომელიც მოქმედმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა შემოგვთავაზა და ჩვენი კანონმდებლობისათვის ნოვაციას წარმოადგენს.
წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მეცნიერ-მუშაკებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

image
მ. დავითაია

მსოფლიო არქიტექტურის ისტორია
ძველი სამყარო
(წიგნი პირველი)


უაკ: 72.03

წინამდებარე წიგნი „მსოფლიო არქიტექტურის ისტორია“ - ძველი სამყარო (წიგნი პირველი) წარმოადგენს სახელმძღვანელოების გამოცემათა სერიის ნაწილს, რომელიც მოიცავს მსოფლიო არქიტექტურის ისტორიას. მასში განხილულია ხუროთმოძღვრების ჩასახვის პერიოდი და ამ ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლები, კერძოდ, პირველყოფილი თემური წყობილების, ძველი ეგვიპტისა და წინა აზიის ქვეყნების არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება. წიგნი გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ბაკალავრებისათვის.

image
გ. ბოკუჩავა. რ. თურმანიძე. ვ. შილაკაძე

ლითონსაჭრელი იარაღების
დაგეგმარება

უაკ: 621.9.06

წინამდებარე წიგნი აგებულია საგანმანათლებო პროგრამის  „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის“ სასაწავლო კურსის „მჭრელი იარაღების“  შესაბამისად. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს საიარაღო წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
სახელმძღვანელოში განხილულია საჭრელი იარაღების გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მათი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ასევე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან გამომდინარე.
მჭრელი იარაღის კონსტრუქციის ანალიზის დროს მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე.
სახელმძღვანელოში ილუსტრირებულია დიდი რაოდენობის ნახაზები. მასში მინიმუმამდეა შემცირებული საცნობარო მასალები. მჭრელი იარაღების ნაირსახეობიდან განხილულია გავრცელებული იარაღები, ისეთები, როგორიცაა: საჭრისები, საწელავები, ბურღები, ზენკერები, საფართები, შიგსაჩარხი და კომბინირებული ინსტრუმენტები, ფრეზები, კუთხვილდასამუშავებელი და კბილსაჭრელი იარაღები.
წიგნის მცირე მოცულობის გამო ავტორებმა ვერ შეძლეს დაწვრილებით განეხილათ მოცემული მჭრელი იარაღების ავტომატიზებული დაპროექტება.

image
ა. ასათიანი

ბიზნესის ეთიკა და საზოგადოებრივი
პასუხისმგებლობა

უაკ: 339.15

სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის ეთიკის, ბიზნესის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები. ფართოდაა გაანალიზებული ეთნიკური და რელიგიური ფაქტორების გავლენა ბიზნესში, ეთიკისა და ეტიკეტის როლი საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებში. სტუდენტებს ვთავაზობთ აგრეთვე ისეთი პრაქტიკული საკითხების განხილვას, რაც სადავოდ ითვლება ბიზნესის ეთიკაში. 
მთავარი გამჭოლი იდეა, რაც წინამდებარე კურსის სასწავლო თემებს აერთიანებს, ბიზნესისა და ეთიკის თანაარსებობის შესაძლებლობაა. მაგრამ, ასეთი თანაარსებობა მხოლოდ საზოგადოებრივად პასუხისმგებელი ეთიკური ბიზნესის წარმოების პირობებშია შესაძლებელი.
სახელმძღვანელო ეფუძნება ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებს და აგებულია აღნიშნულ დისციპლინაში მოქმედი სილაბუსის შესაბამისად. თითოეულ თემას ახლავს კითხვები, დავალებები და დამატებითი ლიტერატურა სემინარული მეცადინეობისათვის მოსამზადებლად.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერინგის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის,  დახმარებას გაუწევს აგრეთვე ბიზნესის ეთიკისა და ბიზნესის საზოგადოებრივი პასუხისგებლობის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

image
თ. მუსელიანი, თ. ბოდოკია, ზ. გურგენიძე

ელექტრომოწყობილობათა ტექნიკური დიაგნოსტიკა

II ნაწილი

უაკ: 629.1.066

წარმოდგენილია მაღალი ძაბვის მოწყობილობები და მათი დიაგნოსტიკის ხერხები. კერძოდ, მანაწილებელი მოწყობილობების აპარატურები: იზოლატორები, გამთიშები, მოკლედ ჩამრთველები, გამცალკევებლები, განმმუხტველები, გადაძაბვის არაწრფივი შემზღუდველები; საჰაერო, ზეთიანი, ელექტროგაზური, ვაკუუმური და ელექტრომაგნიტური ამომრთველები. დაწვრილებით განხილულია ქვესადგურის ყველაზე მთავარი ელემენტის – ძალური ტრანსფორმატორის დიაგნოსტიკა, თეორიული პრინციპის, მისი კონსტრუქციული ელემენტების, სახეებისა და მუშაობის რეჟიმების შესახებ.
განკუთვნილია, როგორც ძირითადი სახელმძღვანელო, ელექტრომოწყობილობათა დიაგნოსტიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს ასევევ ელექტროსადგურების, ელექტროქსელებისა და სამრეწველო დაწესებულებების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს მაღალი ძაბვის ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკისა და რემონტის საკითხების გადაწყვეტისას.

image
კ. ფარცხალაძე, გ. კვირიკაშვილი

მცირე მაცივარი დანადგარები

უაკ: 621. 56/57

წარმოდგენილ სახელმძღვანელოში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია იმ თანამედროვე სამაცივრო მოწყობილობების სახეებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში და მზადდება ამ სფეროში მსოფლიოს წამყვანი ფირმების მიერ.
მესამე თავში სხვადასხვა სამაცივრო ციკლების თერმოდინამიკური უზრუნველყოფის პარამეტრების განხილვისას მოყვანილია ცნება „გარდაქმნის კოეფიციენტი“ - COP (coefficient of performans), რომელიც ბოლო წლებში გამოყენებულია მსოფლიო ტექნიკურ ლიტერატურაში. სწორედ ამ ცნების საფუძველზეა განხილული სამაცივრო ციკლები, რომელიც უფრო ხშირად რეალიზდება სამაცივრო მოწყობილობებში.
მეოთხე თავში აღწერილია თანამედროვე საოჯახო მაცივრებისა და საყინულეების კონსტრუქციების დიდი კლასი, რომელიც შეიცავს ისეთ სისტემებს, როგორებიცაა NO FROST და SUPER რეჟიმები. ცალკეული პარაგრაფების სახითაა განხილული ამ მოწყობილობების ელექტრომომარაგება და ავტომატიზაცია. აგრეთვე განხილულია ენერგეტიკული ეფექტურობის ამაღლების საკითხები, რაც წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის სერიოზულ პრობლემას.
მეხუთე თავში (სავაჭრო სამაცივრო მოწყობილობები) ტრადიციული ვიტრინების, დახლებისა და კარადების გვერდით მოყვანილია აგრეთვე ამ სახის თანამედროვე მოწყობილობები: ყინულის გენერატორები, წვენის გამაცივებლები, რბილი ნაყინის მწარმოებელი აპარატები, ღვინის სადემონსტრაციო და სავაჭრო კარადები, სკივრის ტიპის მაცივრები, ბონეტები, ლარები და ა.შ. თავის ბოლოს განხილულია ასაწყობი სამაცივრო კამერები, მათი თბური გაანგარიშება და კამერის საჭირო მოცულობის ანგარიში. ეს თავი ფართოდაა ილუსტრირებული.
მეექვსე თავში შეტანილია კლიმატური კამერები და ჩილერები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში (საგამოცდო ცენტრები, ფიტოტრონები), ჰაერის კონდიცირებისთვის (სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, საზღვაო ტრანსპორტი), კვების მრეწველობის გადამამუშავებელ საწარმოებში და ა.შ.
აგროსამრეწველო კომპლექსში სიცივის მოხმარების ცალკეული საკითხი განხილულია მეშვიდე თავში. აქ მოცემულია ტექნოლოგიური პროცესები და სხვადასხვა ეტაპზე დაბალი ტემპერატურის გამოყენების საკითხი ნაყინისა და პელმენის წარმოების მიხედვით და ფრინველის ფაბრიკის მაგალითებზე. აქვე მოცემულია სამაცივრო მოწყობილობების შესარჩევად საჭირო გაანგარიშების მაგალითები.
სახელმძღვანელოს ბოლოს ახლავს დანართები, რომლებიც მოიცავს ალტერნატიული სამაცივრო აგენტების მახასიათებლებს, ასევე სამაცივრო სქემების შესადგენად საჭირო თანამედროვე პირობით აღნიშვნებს.
განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე ამ სფეროში მოღვაწე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.

image
მ. შილაკაძე

ლიფტების ფრიქციული ამძრავები

უაკ: 621.81(075.8)

წიგნში მოცემულია ლიფტების ფრიქციულ-ჯალამბრიანი ამძრავების პროექტირების ძირეული საკითხები.
წარმოდგენილია ლიფტების ფრიქციული ამძრავების გაანგარიშების მეთოდიკა საერთაშორისო EN81-1:1988 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. მასში დაწვრილებით არის წარმოდგენილი ფრიქციული ამძრავის რეალიზებადი წევის ძალის განსაზღვრის მეთოდი. დაზუსტებულია დაყვანილი ხახუნის კოეფიციენტის მნიშვნელობა შეუღლებული წყვილისათვის - „ჭაღის ღარი – ბაგირი“ კონსტრუქციული გადაწყვეტის მიხედვით.
შესწავლილია ლიფტის წევის ბაგირის სიმტკიცის მინიმალური მარაგის კოეფიციენტის განსაზღვრის აქტუალური პრობლემები.
შრომაში წარმოდგენილია სალიფტე ფრიქციული ჯალამბრების კინემატიკური სქემები და კონსტრუქციული გადაწყვეტა.
წიგნი განკუთვნილია მექანიკური სპეციალობის სხვადასხვა დონის სტუდენტებისათვის – ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონსტრუქტორების, ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორებისა და წარმოების მუშაკებისათვის.

image
ჰ. კუპრაშვილი

ეროვნული უშიშროების სისტემური
ინფორმაციული უზრუნველყოფა

უაკ: 681.3

სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში, ქვეყნის წინაშე ყოველთვის დგას ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სისტემისა და მისი მართვის სრულყოფის ამოცანა. წინამდებარე წიგნში თანამიმდევრულადაა მოცემული ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემები ინფორმაციულ ეპოქაში. გაანალიზებულია ეროვნული უშიშროების საინფორმაციო-ანალიტიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თეორიული ასპექტები. განხილულია საინფორმაციო ანალიზირებისა და პროგნოზირების ტექნოლოგიებისა და ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის ერთიანი საინფორმაციო სისტემის პრაქტიკაში განხორციელების ასპექტები. სახელმძღვანელო პოლიტოლოგიის პრობლემებთან ერთად მოიცავს მართვის საინფორმაციო სისტემების საკითხებსაც, გამოვლენილია პოლიტიკური და ტექნიკური მეცნიერებების შეხების წერტილები, რაც მნიშვნელოვნად პასუხობს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფილის მოთხოვნებს. სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის, ისე მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
გ. იაშვილი, ლ. ქოქიაშვილი

ბრენდ-მენეჯმენტი

უაკ: 338.244

ბრენდ - მენეჯმენტის სახელმძღვანელო წარმოდგენილია ბიზნეს-ეკონომისტების მომზადების საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამების შესაბამისად. მასში გადმოცემულია ბრენდ-მენეჯმენტის, როგორც მეცნიერების, ძირითადი საფუძვლები, ბრენდირების აღმოცენების ისტორია, ბრენდის შექმნა და არქიტექტონიკა, ბრენდირების სტრატეგია, ბრენდის მარკეტინგული კვლევა და ბაზრის სეგმენტირება; სახელმძღვანელოში გაშუქებულია ბრენდის მართვის მექანიზმების, ბრენდის დაგეგმვის, რეკლამის, სამომხმარებლო ქცევის, ღირებულების და ა. შ. შესწავლის პრობლემური საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისა და პრაქტიკოსებისთვის; იგი დიდ სამსახურს გაუწევს ბიზნესისა და ეკონომიკის პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და პროფესურას, საერთოდ, ბრენდირების პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

image
ი. თვალავაძე, მ. მინდელი, ბ. მაისურაძე

ბრძმედული დნობისათვის კაზმის მომზადების თეორია და ტექნოლოგია

უაკ: 669.02/.09

სახელმძღვანელოში მოცემულია რკინისა და მანგანუმის მადნების კლასიფიკაცია, მათი თვისებები, ფლუსისა და წარმოების ნარჩენების დახასიათება, კოქსის წარმოება და მისი ხარისხის შესწავლა. მოცემულია საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების რკინისა და მანგანუმის ძირითადი საბადოების დახასიათება. დაწვრილებით არის გადმოცემული საკაზმე მასალების დანაჭროვნების მეთოდები, აგლომერაცია, დაგუნდავება და დაბრიკეტება. განხილულია აგლომერატის, გუნდებისა და ბრიკეტების მიღების პროცესები და ტექნოლოგია, მოცემულია დანაჭროვნების ფაბრიკებში გამოყენებული მოწყობილობების ტექნოლოგიური დახასიათება.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია მეტალურგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ, აგრეთვე, მეტალურგიის სპეციალობით მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

image
ა. ფრანგიშვილი, ზ. წვერაიძე, ო. ნამიჩეიშვილი

დაპროგრამება ჰასკელზე

უაკ: 004.4

ჰასკელი ერთ-ერთი წამყვანი ენაა ფუნქციონალური დაპროგრამების შესასწავლად. იგი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს წეროს კოდი მარტივად და გასაგებად, დაეუფლოს პროგრამათა დასაბუთებას და სტრუქტურირებას. მოცემული წიგნი ამ ენის პირველი და საყოველთაოდ მისაწვდომი შესავალია ქართულ ენაზე. იგი იდეალურად შეეფერება დამწყებთ: არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას დაპროგრამების სფეროში და ყველა ცნების ახსნას იძლევა პირველადი პრინციპების გამოყენებით საგანგებოდ შერჩეულ მაგალითებზე. ყოველი თავი შეიცავს სიძნელეთა სხვადასხვა ხარისხის სავარჯიშოებს და რეკომენდაციებს შემდგომი მასალის გასაცნობად უფრო რთულ თემებთან დაკავშირებით. ყველა სავარჯიშოსა და მაგალითისათვის მოცემული კოდი მთლიანად თავსებადია ენის სტანდარტის უკანასკნელ ვერსიასთან. დღეისათვის ჰასკელი ფუნქციონალური დაპროგრამების ყველაზე მძლავრ და დასრულებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, ხოლო განვითარების ტემპებით წინ უსწრებს კომერციულად განსაკუთრებით გავრცელებულ ენებსაც კი. მასალისა და მისი გადმოცემის სტილის შერჩევისას ძირითადად გამოყენებულია ნოტინგემის უნივერსიტეტში (England, University of Nottingham) მიღებული მიდგომები, რომლებსაც პროფესორი გრემ ჰატონი (Graham Hutton) ამკვიდრებს.
ფუნქციონალური დაპროგრამება მიზნად ისახავს ყოველი პროგრამისათვის მარტივი მათემატიკური ინტერპრეტაციის მიცემას. ეს ინტერპრეტაცია დამოუკიდებელია შესრულების წვრილმანებისგან და მისაწვდომია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც არავითარი ცოდნა არ გააჩნიათ საგნობრივ არეში.
წიგნი მკითხველთა ორი ჯგუფისათვის შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით საინტერესო. ჯერ ერთი, მასწავლებლებისათვის, რომლებსაც სურთ ღრმად და გასაგებად მიაწოდონ სტუდენტებს ფუნქციონალური დაპროგრამების ძირითადი კონცეფციები ერთსემესტრიანი კურსის ფარგლებში. და მეორეც, პროგრამისტებისათვის, რომლებსაც უნდათ რაც შეიძლება მოკლე დროში ეზიარონ ჰასკელს.

image
მ. ჯიბლაძე

ზოგადი ფიზიკა
თეორია, ექსპერიმენტი, პრაქტიკა
მეორე გადამუშავებული გამოცემა

I ნაწილი

უაკ: 530.1

სახელმძღვანელოში პოპულარულად არის გადმოცემული როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ფიზიკის მიღწევები. თანამედროვე წარმოდგენების დონეზე მოცემულია ბუნებაში მიმდინარე მრავალი მოვლენის ანალიზი. განხილულია მრავალი ისეთი საკითხი, რომელიც აუცილებელია განათლებული ადამიანისთვის (მუსიკალური ბგერა, ფერთა აღქმა) და ამავე დროს, განხილულია ფიზიკის ის საკითხები, რომლებიც სასურველია იცოდნენ მომავალმა ინჟინრებმა, ბიოლოგებმა, ქიმიკოსებმა, ექიმებმა, გეოლოგებმა, ფსიქოლოგებმა.
სახელმძღვანელო ახალგაზრდებში აღძრავს ფიზიკისადმი ინტერესს და ბუნებრივი პროცესების გაგების სურვილს, დახმარებას გაუწევს ყველა ფიზიკოსს, ფიზიკის მასწავლებელს და ზოგადად ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც მეცნიერების მიმართ ლტოლვა და შემოქმედებითი უნარი აქვს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის, პედაგოგიური პროფილის სტუდენტებისთვის, საშუალო სკოლის მასწავლელებისთვის და ყველა ბუნებისმეტყველებით დაინტერესებული პირისთვის.

image
ო. გაბედავა, ს. პოჩოვიანი

სერვერული ტექნოლოგიები

უაკ: 658.012.011.56

განხილულია შემდეგი ორგანიზაციული მეთოდოლოგია: სერვერული ლოკალური კომპიუტერული ქსელების და ინტერნეტის ქსელის სერვერები; ქსელური ტექნოლოგია კლიენტ-სერვერი; კომპიუტერული კორპორატიული ქსელი ოპერაციული სისტემების Windows Server da Novell NetWare  საფუძველზე; კომპიუტერული ვირტუალური კერძო ქსელები. გადმოცემულია გამოყოფილი სერვერის განთავსების ხერხები; ლოკალური კომპიუტერული ქსელი Ethernet; ATM კომპიუტერული ქსელი; ლოკალური კომპიუტერული ქსელის მართვა Windows  ოპერაციული სისტემით; პერსონალური კომპიუტერების ურთიერთქმედების ძირითადი დონეები; ინტერნეტქსელის ოქმები და სერვისები; სახელების დომენური სისტემა; სერვერების, ახალი ინფოკომუნიკაციების ტექნოლოგია და სტრუქტურა; „კლიენტ-სერვერი“ არქიტექტურის დონეები და მოდელები; ოპერაციული სისტემა Windows Server-ის ადმინისტრირება და სერვისული სამსახურები; Novell NetWare-ს სერვისული პროგრამული პროდუქტები; კორპორაციული მონაცემთა ბაზის აგება; კომპიუტერული ვირტუალური კერძო ქსელების მეთოდები და ორგანიზაციის ხერხები; კომპიუტერულ ქსელებში უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისათვის, დოქტორანტებისათვის, მონაცემთა ბაზების დამმუშავებლებისა და ადმინისტრატორებისათვის, აგრეთვე მართვის ავტომატიზებული სისტემების დამგეგმარებლებისა და სპეციალისტებისათვის.

image
გ. ჭელიძე

მანქანათა ნაწილები

უაკ: 621.83

შედგენილია მანქანათა ნაწილების იმ ზოგადი მოკლე კურსის მიხედვით, რომელსაც ავტორი კითხულობს ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების როგორც მექანიკური და სატრანსპორტო სპეციალობის, ისე არამექანიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სასარგებლო იქნება  საკონსტრუქტორო ბიუროებში მომუშავე კონსტრუქტორთათვის.

image
ნ. დოლიძე, ქ. კოტეტიშვილი, გ. ჩიხლაძე

მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში
მკურნალობა

II ნაწილი

უაკ: 615.849.1

ნაშრომი არის „მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში“ სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი – „მკურნალობა“.  განხილულია რადიოთერაპიის ძირითადი პრინციპები. თერაპიაში გამოყენებული დასხივების წყაროების მახასიათებლები, დანადგარების მუშაობის პრინციპები. დეტალურად არის განხილული მკურნალობის ისეთი თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა რადიოთერაპია, სხივური ქირურგია, პროტონო-სხივური თერაპია, ბრაქითერაპია, ნეიტრონული თერაპია და სხვა. მოყვანილია სხივურ თერაპიაში გამოყენებული დასხივების დოზები და გაზომვის ერთეულები. ასევე, სხვადასხვა დაავადების სხივური თერაპიის მაგალითები. დიდი ადგილი ეთმობა სამედიცინო კვლევებისას ადამიანზე რადიაციის ზემოქმედების ასპექტებს, პაციენტების რადიოაქტიურ უსაფრთხოებას. ასევე, განხილულია მაიონიზებელი მედიცინის კომპონენტებისაგან მოსახლეობის დაცვის პრინციპები. სახელმძღვანელოში აღწერილია ფოტონოთერაპიის თანამედროვე მეთოდები და მათი გამოყენების ისტორია. 
განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის, ფარმაციის, რადიაციული უსაფრთხოების სპეციალობის და სხვადასხვა ტექნიკური დარგის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, სასარგებლო იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.

 

ე. ბარათაშვილი, ნ. ფარესაშვილი, თ. აბრალავა

ბიზნესის მართვის კლასტერული
პოლიტიკა

უაკ: 339.15

სახელმძღვანელოში განხილულია კლასტერების ჩამოყალიბების, ფუნქციონირებისა და განვითარების სხვადასხვა ასპექტები, დეტალურადაა გაანალიზებული კლასტერული პოლიტიკის ფორმირების საზღვარგარეთული გამოცდილება. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ინტეგრაციული პროცესების განვითარების გამოცდილება მოწმობს, რომ ინტეგრირებული სტრუქტურები, რომლებიც აერთიანებენ საბოლოო პროდუქტის წარმოების ყველა რგოლს, საბაზრო ეკონომიკაში უფრო ეფექტიანია. ამ პროცესებში კლასტერების თემა მნიშვნელოვნად აქტუალური ხდება. ნაშრომში არსებული მასალა მნიშვნელოვანი ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალობების დოქტორანტებისათვის. იგი აგრეთვე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მენეჯერებს და მმართველობითი საქმიანობით დაინტერესებულ პირებს.

გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა
AutoCAD 2011

II ნაწილი

უაკ: 76:004.43

წინამდებარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2011 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი  პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

image
გ. შარაშენიძე

რკინიგზის სამაცივრო
ტრანსპორტი

უაკ: (629.463.12+656.225.444)

სახელმძღვანელოში გადმოცემულია ხელოვნური სიცივის მიღების ძირითადი თეორიული დებულებანი, ვაგონების სამაცივრო ნაგებობების გაანგარიშების საფუძვლები; მოცემულია იზოთერმული მოძრავი შემადგენლობის ვაგონების ტექნიკური პარამეტრები, მათი აგებულება, გამოყენების ეტაპები და მომსახურების ფორმები; მოყვანილია იზოთერმული ვაგონებისა და კონტეინერების სამაცივრო მოწყობილობების გაანგარიშების საწყისი განტოლებები; ჩატარებულია მაცივარი აგრეგატების ენერგეტიკული მაჩვენებლებისა და მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების ანალიზი; დამუშავებულია მალფუჭებადი ტვირთების მომზადებისა და გადაზიდვის ორგანიზაციის საკითხები რკინიგზისა და სხვა სახის სამაცივრო ტრანსპორტისათვის.
სახელმძღვანელო დაწერილია დისციპლინის „რკინიგზის სამაცივრო ტრანსპორტის“ მოქმედი სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია სარკინიგზო ტრანსპორტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
ნ. დოლიძე, ქ. კოტეტიშვილი, გ. ჩიხლაძე

მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში
დიაგნოსტიკა

I ნაწილი

უაკ: 615.849.1

წინამდებარე ნაშრომი არის „მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში“ სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი - „დიაგნოსტიკა“. განხილულია დიაგნოსტიკის თანამედროვე და პერსპექტიული მიმართულებები, სადაც გამოყენებულია მაიონიზებელი გამოსხივება. მოცემულია ამ მეთოდების ფიზიკური არსი და მათი მნიშვნელობა მედიცინაში. განმარტებულია რადიაციის ცნება და რადიაციის ენერგიის ნივთიერებაზე გადაცემის მექანიზმები, მისი ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე. მოცემულია გამოსხივების დოზები და საზომი ერთეულები. განხილულია რადიაციული მედიცინის ძირითადი პრინციპები. ფართოდ არის გაშუქებული რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის კლინიკური მეთოდები: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენული დიაგნოსტიკა, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, სცინტიგრაფია და მათი ფიზიკური არსი. მოყვანილია მთელი რიგი დაავადების რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის მაგალითები.
იგი განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის, ფარმაციის, რადიაციული უსაფრთხოების სპეციალობის და სხვადასხვა ტექნიკური დარგის საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისათვის. აგრეთვე, სასარგებლო იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.

image
ი. აბულაძე

დაპროგრამება VBA ენაზე

უაკ: 681.3.06

განხილულია Microsoft Office-ში ჩაშენებული VBA (Visual Basic for Applications) დაპროგრამების ენაზე Windows-დანართების შექმნის საკითხი და დაპროგრამების საშუალებები.
დაწვრილებით არის აღწერილი პროგრამების შექმნა სხვადასხვა სახის ამოცანის ავტომატურად შესასრულებლად Word-ში, Excel-სა და PowerPoint-ში, აგრეთვე სხვადასხვა სპექტრისა და დონის ამოცანები, დაწყებული მარტივი მაკროსიდან რთული მაკროსის შექმნით დამთავრებული.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს დაპროგრამების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს და, საერთოდ, ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

 

image
გ. სურგულაძე

ვიზუალური დაპროგრამება
C# 2010 ენის ბაზაზე

უაკ: 681.3

წიგნში გადმოცემულია მაიკროსოფთის ფირმის ახალი პროგ­რა­მული პლატფორმის ბაზაზე შექმნილი Ms Visual Studio .NET  Framework 4.0/4.5 პაკეტის C# დაპროგრამების ენის ვიზუალური ინსტრუმენტული საშუალებანი.
წარმოდგენილია C# − 2010/2011 Expression და Professional ვერსიებში არსებული მართვის ვიზუალური ელემენტები და კომპონენტები, ობიექტ-ორიენტირებული მიდგომით პროგრამული სისტემების რეალი­ზაციის ასპექტები. ინკაფსულაციის, პოლიმორფიზმის, მემკვიდ­რე­ობი­თობის და აბსტრაქციის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამო­ყენების ამოცანების გადაწყვეტა. განიხილება C#−2010 ენის ვიზუალური კონსტრუქციები ADO.NET, MsAccess, MySQL  და Ms SQL Server მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ, აგრეთვე ვებ-აპლიკაციების აგების საშუალებები ASP.NET და XML. მოცემულია გრაფიკულ რეჟიმში მუშაობის (GDI+ და WPF) მეთოდები და ანიმაციური პროგრამების აგების ვიზუალური საშუალებები. თეორიულ საკითხებთან ერთად შემოთავაზებულია პრაქტიკულ და ლაბორატორიულ ამოცანათა ციკლი C#  ენის ასათვისებლად ვინდოუს- და ვებ-აპლიკაციების პროექტების აგების მიზნით.
განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) და პროგრამული ინჟინერიის (Software Engineering) სპეციალობის სტუდენტების,  მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე სხვა სფეროს სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ დაპროგრამების ვიზუალური მეთოდები და ინსტრუმენტული საშუალებანი C#  ენის ბაზაზე. NET გარემოში.

image
პ. ქენქაძე, ჯ. მორჩილაძე

სარკინიგზო და სხვა სახის ტრანსპორტის
ურთიერთქმედება

უაკ: 656.2.078

სახელმძღვანელოში განხილულია სატრანსპორტო სისტემის როლი ეროვნული მეურნეობის ფუნქციონირებაში, ტრანსპორტის ცალკეული სახეობების თავისებურებანი და მათი გამოყენების სფეროები; მოყვანილია ტრანსპორტის სახეობების ტექნიკური (ტექნოლოგიური) და საექსპლუატაციო დახასიათება; ჩამოყალიბებულია სარკინიგზო და სხვა სახის ტრანსპორტის საექსპლუატაციო ურთიერთქმედების ფორმები და მეთოდები; განხილულია ტრანსპორტის ცალკეული სახეობებისა და რკინიგზისა და სხვა სახის ტრანსპორტის ურთიერთქმედების პრაქტიკული მაგალითები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „სარკინიგზო ტრანსპორტის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

image
პ. ქენქაძე

სატვირთო და კომერციული საქმიანობის ორგანიზაცია
სარკინიგზო ტრანსპორტზე

უაკ: 656.2.(075.8)

ნაშრომში განხილულია რკინიგზის კომერციული ექსპლუატაციის თეორიული საფუძვლები. შემჭიდროებული სახით გაშუქებულია სარკინიგზო ტრანსპორტზე სატვირთო და კომერციული მუშაობის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები, მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები, ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები.
მოცემული სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პირველი საფეხურის სწავლების ბაკალავრისათვის. იგი ასევე შეიძლება გამოადგეთ საქართველოს რკინიგზის უმაღლესი პროფესიული კოლეჯისა და საქართველოს საბაჟო აკადემიის სტუდენტებს, ამ დარგით დაინტერესებულ პირებს.
ავტორი დიდ მადლობას უხდის საქართველოს რკინიგზის სადგურ რუსთავის დირექტორს, გზათა მიმოსვლის ინჟინერს რკინიგზების ექსპლუატაციის დარგში, საპატიო რკინიგზელს, ბატონ დავით შველიძეს, სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში გამოთქმული საქმიანი შენიშვნებისა და წინადადებებისათვის.

image
ლ. ფერაძე, მ. სორდია

პროგრამული პაკეტი
MATLAB

უაკ: 681.3

წინამდებარე სახელმძღვანელოში აღწერილია კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტი – MATLAB მათემატიკური სისტემა (MATLAB 7.5.0 ვერსია), რომელიც ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო და საინჟინრო პრობლემების გადასაწყვეტად. MATLAB-ის მეშვეობით სრულდება ნებისმიერი სირთულის მათემატიკური გამოთვლები და ხდება ამოცანების ამოხსნა როგორც ანალიზური, ასევე რიცხვითი სახით – საჭიროების შემთხვევაში მათი გრაფიკული წარმოდგენით. წიგნში განხილულია MATLAB-ის ძირითადი ცნებები და განსაზღვრებები, აღწერილია ფუნქციები, ბრძანებები, დაპროგრამების ოპერატორები და სიმბოლური ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობები. სახელმძღვანელოს თან ერთვის დანართები, რომლებშიც მოყვანილია პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის მეთოდები და შესაბამისი პროგრამები.
ნაშრომი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის: სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და მეცნიერი მუშაკებისათვის.

ქ. კოტეტიშვილი, ნ. დოლიძე, გ. ჩიხლაძე

ბირთვული და რადიაციული ფიზიკა მედიცინაში
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

II ნაწილი

უაკ: 616.053 (035.3)

განხილულია თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი წამყვანი სფერო – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). გადმოცემულია მრტ-ის საწყისების, ფიზიკური მოვლენებისა და კანონების შესახებ. ზედმიწევნით ზუსტად ახსნილია კვლევის მეთოდები და განმარტებულია მრტ-ში გამოყენებული ტერმინოლოგია. ჩამოთვლილია კვლევებისთვის საჭირო თანმხლები მასალების ნაირსახეობა. აღწერილია გამოყენებული დანადგარები და თითოეულის მოქმედების პრინციპი და დანიშნულება. სახელმძღვანელო უხვად გაჯერებულია სურათებით, ცხრილებითა და გრაფიკებით, რაც გაუადვილებს მკითხველს წარმოდგენილი მასალის აღქმას.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო სპეციალობების „სამედიცინო ფიზიკისა“ და „ადამიანისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოების“ სტუდენტებისთვის.

image
მ. ნაცვლიშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ნ. ნაცვლიშვილი

შენობების საინჟინრო აღჭურვა

უაკ: 69.057.16

სახელმძღვანელო შედგება 7 ნაწილისაგან და მასში განხილულია: შენობების სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების, დასახლებული ადგილების წყალმომარაგებისა და წყალარინების, წყლის მიღებისა და გაწმენდის, თბომომარაგებისა და აირმომარაგების, ლიფტებისა და ელექტრომომარაგების, ვენტილაციისა და კონდიცირების, დეკორატიული და სამკურნალო-სპორტული ნაგებობების საინჟინრო აღჭურვის საკითხები.
განკუთვნილია სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შედგენილია სასწავლო პროგრამის შესაბამისად. გადმოცემული მასალა გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, სპეციალისტებს, პროფესიული განათლების მიმღებ მსმენელებს და შენობების საინჟინრო აღჭურვით დაინტერესებულ პირებს.

თ. მაჭარაძე

გადაწყვეტილებათა მიღების კომპიუტერული
მოდელირება

უაკ: 681.3

განხილულია სხვადასხვა სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების ამოცანების დასმის, ფორმალიზაციისა და კომპიუტერული მოდელირების საკითხები. მოდელირების ინსტრუმენტებად გამოყენებულია ცხრილური პროცესორი  Excel  და დაპროგრამების სისტემა  Visual Basic.  მასალა გადმოცემულია პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.
განკუთვნილია „ინფორმატიკის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, რომლებიც შესაბამისი დასახელების სასწავლო კურსს გადიან. დახმარებას გაუწევს სხვა სპეციალობის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სასწავლო და კვლევით საქმიანობაში კომპიუტერული მოდელირების აპარატს იყენებენ.

image
ა. გიგინეიშვილი, გ. კუკულაძე

ზოგადი ფიზიკა
მექანიკისა და მოლეკულური ფიზიკის
საფუძვლები

I ტომი

უაკ: 53

სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის სამტომეულის პირველ ტომს. მასში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის და თერმოდინამიკის ყველა საკითხი, რომლებიც დაწერილია საკმაო სიმკაცრით და ამავე დროს იმ ვარაუდით, რომ სტუდენტს გაუადვილდეს წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

image
ბ. ბერიტაშვილი

კლიმატი და მისი ცვლილება

უაკ: 551.583

განხილულია გლობალური კლიმატური სისტემა და კლიმატის რეგიონული ტიპები, ოკეანისა და ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესების როლი კლიმატის ჩამოყალიბებაში, ასევე ცნობები დედამიწის კლიმატის ცვალებადობის შესახებ ისტორიულ წარსულსა და ინსტრუმენტული გაზომვების ბოლო საუკუნე-ნახევრიან პერიოდში. განსაზღვრულია სათბური ეფექტი და მისი გამომწვევი ფაქტორები, მოცემულია გლობალური კლიმატის პროგნოზი 2100 წლამდე. ჩამოთვლილია გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მთავარი საფრთხეები. დახასიათებულია გავლილი საუკუნის მანძილზე კლიმატის ცვლილება საქართველოში, შეფასებულია კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და ბუნებრივი ეკოსისტემების მოწყვლადობა. განხილულია კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ძირითადი ელემენტები, მათ შორის კიოტოს მექანიზმები და მათ წინაშე არსებული ბარიერები. დახასიათებულია კლიმატის ცვლილების დარგში საქართველოში მიღწეული ძირითადი შედეგები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაგისტრანტების, დოქტორანტების და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ.  საინტერესო იქნება კლიმატის ცვლილების პრობლემით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.

image
მ. თევზაძე, მ. მესხი

გამოყენებითი გეოდეზიის კურსი
გეოდეზიური სამუშაოები საინჟინრო
ნაგებობათა მშენებლობისას

II ნაწილი

უაკ: 528.48(075.8)

წიგნში განხილულია სატრანსპორტო საინჟინრო ნაგებობათა, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური, პრეციზიული და სხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობისას ჩასატარებელი საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები – მიმოკვლევის, გეოდეზიურ სამუშაოთა დაპროექტების, დაკვალვის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის სტადიებში.
დეტალურადაა განხილული საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს საგზაო მშენებლობის, ხიდებისა და გვირაბების გეოდეზიური უზრუნველყოფის, შემხვედრი გვირაბების გაყვანისა და მიწისქვეშა გეოდეზიური საფუძვლის ორიენტირების ხერხების გამოყენების, პრეციზიულ ნაგებობათა მშენებლობის დროს და სხვა.
განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

image
მ. ზუბიაშვილი, ნ. კიკნაძე, ბ. სოსელია

კომერციული საქმიანობის მენეჯმენტი

უაკ: 338.244

განხილულია კომერციული საქმიანობის არსი, მატერიალური რესურსების, სავაჭრო გარიგებების, ვაჭრობის მართვის და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება ეთმობა გადაზიდვებისა და სატრანსპორტო-საექსპედიციო ოპერაციების ორგანიზაციას.
შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ბიზნესის მენეჯმენტის“ და „ტრანსპორტის მენეჯმენტის“ სპეციალობის სტუდენტების სასწავლო პროგრამის მიხედვით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მოიცავს 15 თემას. თითოეული მათგანისათვის გამოყენებულია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, წარმოდგენილ შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები და ნორმატივები.
განკუთვნილია შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს ვაჭრობის ორგანიზაციისა და მენეჯმენტით დაინტერესებულ მუშაკებს, ტრანსპორტის საწარმოებში კომერციული საქმიანობით დაკავებულ საინჟინრო-ტექნიკურ, ეკონომიკურ და საფინანსო სამსახურებს.
სტუდენტს მისცემს საგნის დაუფლებისათვის საჭირო ცოდნას.

image
შ. ნემსაძე

ელექტრომაგნეტიზმი

უაკ: 538

განხილულია ელექტრული წრედების არაწრფივი ელემენტები და მათი მახასიათებლები, მუდმივი დენის მარტივი და რთული არაწრფივი ელექტრული წრედების გაანგარიშების მეთოდები, მაგნიტური წრედები და მათი გაანგარიშება, არაწრფივი ელექტრული და მაგნიტური წრედები პერიოდული და გარდამავალი პროცესებისას, აგრეთვე ელექტრომაგნიტური ველის თეორიის ელემენტები. მოყვანილი თეორიული მასალა ილუსტრირებულია მაგალითებით.
შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით. განკუთვნილია ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ სპეციალისტებს.

image
†ა. შავგულიძე, გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

საინჟინრო კომპიუტერული
გრაფიკა AutoCAD 2011

I ნაწილი

უაკ: 681.3

წინამდებარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2011 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი  პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

ტ. კვიციანი

თეორიული მექანიკის კურსი

უაკ: 531.8

წიგნი შეიცავს თეორიული მექანიკის კურსის ყველა განყოფილების ძირითადი ცნებებს, თეორემებისა და პრინციპების ფორმულირებას და მათემატიკური გამოსახულებების (ფორმულების) განმარტებას. 
განკუთვნილია ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია

შრომის დაცვა

უაკ: 381.8.82.614.8.084.691

სახელმძღვანელოში მოცემულია შრომის დაცვის, საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის, უსაფრთხოების ტექნიკის საერთო და სპეციფიკური საკითხები, ყურადღებაა გამახვილებული საშენ მასალათა წარმოებაში პროფესიული რისკების შეფასებაზე, საწარმოო მავნეობათა იდენტიფიცირებაზე.
წიგნში სისტემურად და ამომწურავადაა წარმოდგენილი საშენ მასალათა (ცემენტი, აგური, კერამიკული ნაწარმი, მინა და მინის ბაზაზე დამზადებული მასალები, აზბოცემენტი) წარმოების ტექნოლოგიები, ძირითადი მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორები, მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და პროფილაქტიკური ღონისძიებები.
განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შრომის პირობების გაუმჯობესების ზოგადი მეთოდები, ელექტროუსაფრთხოება, სამრეწველო გამოსხივება, ხმაური, ვიბრაცია, საშენ მასალათა საწარმოებში გამოყენებული მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, გარემოს დაცვის ღონისძიებები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ცემენტის, მინისა და კერამიკული მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ამავე დარგის ყველა სპეციალობის ბაკალავრებს, საშენ მასალათა წარმოების ობიექტებზე დასაქმებულ პერსონალს, შრომის დაცვის მენეჯმენტზე პასუხისმგებელ პირებს და ტექნიკურ ინსპექტორებს.

image
გ. ბელთაძე, ნ. ჯიბლაძე

გადაწყვეტილებათა მიღების თეორია
მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილებები,
კონფლიქტები და თამაშები, კოლექტიური
გადაწყვეტილებები

II ნაწილი

უაკ: 519. 816

განხილულია გაწყვეტილებათა მიღების თეორიის თეორიის ძირითადი მიმართულებები და მათი საფუძვლები. მოცემულია: მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების ობიექტური და სუბიექტური მოდელები და მათი ანალიზის მეთოდები; იერარქიული ანალიზის მეთოდის გამოყენება ერთკრიტერიუმიანი და მრავალკრიტერიუმიანი ალტერნატივების რანჟირებისათვის; გადაწყვეტილების მიღების მეთოდები და ძირითადი კრიტერიუმები კონფლიქტის, რისკის და სრული განუზღვრელობის პირობებში - მატრიცული, ბიმატრიცული, პოზიციური, კოოპერატიული და სტატისტიკური თამაშები; კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება არჩევნებსა და ექსპერტულ შეფასებებში.
გათვალისწინებულია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია უმაღლესი სასწავლებლების ყველა ფაკულტეტს და ყველა პირს, ვინც დაინტერესებულია მართვის სფეროში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებით, აგრეთვე, ადამიანთა რაციონალური და არარაციონალური ქცევების შეფასებით.

 

გ. ჯოლია, დ. სეხნიაშვილი

ინტერნეტ-მარკეტინგი

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია ინტერნეტ-მარკეტინგის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები, კერძოდ, აღწერილია ინტერნეტისა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძველზე მარკეტინგის სრულიად ახალი მიმართულების − ინტერნეტ-მარკეტინგის წარმოშობა, ინტერნეტ-მარკეტინგის ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტები: ქსელი და მისი სამსახურები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები, საგადამხდელო ინტერნეტ-სისტემები. გაშუქებულია მარკეტინგული კვლევების ორგანიზაცია, სასაქონლო, საფასო, განაწილებისა და კომუნიკაციური პოლიტიკა.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ეკონომიკური პროფილის სპეციალობის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, აგრეთვე ინტერნეტ-მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

მ. გუდიაშვილი, გ. არაბიძე, თ. ჯიშკარიანი

ენერგომენეჯმენტის პრინციპები

უაკ: 620.9

საქართველოს ინდუსტრიულ, საყოფაცხოვრებო, კომერციულ და საზოგადოებრივ სექტორში კვალიფიციური ენერგომენეჯერების დეფიციტის პრობლემის გადასაწყვეტად დღის წესრიგში დადგა ენერგომენეჯმენტის სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობა.
წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია ენერგომენეჯმენტის პროგრამები, პროექტების მენეჯმენტი, ენერგომენეჯმენტის ფინანსური ასპექტები და ენერგოაუდიტი, ენერგოუსაფრთხოება.
სახელმძღვანელო სტუდენტებს მისცემს ფუნდამენტურ ცოდნას ენერგიის მოხმარების მართვის, წარმოებისა და გარდაქმნის ტექნოლოგიებში. განუვითარებს მათ რაოდენობრივი შეფასების, ენერგეტიკის საკითხების ანალიზის, პროგნოზირების, კაპიტალდაბანდებების და დანახარჯების გაანგარიშების, სასიცოცხლო ციკლის ეკონომიკური ანალიზის, გარემოზე ზეგავლენის შეფასებას, საქმიანობის ეფექტური დაგეგმვის და მართვის უნარ-ჩვევებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
სახელმძღვანელოს გამოცემა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში. მის გამოცემას საფუძვლად დაედო (USAID)-ის კონტრაქტორს  Advanced Engineering Associates International, Inc.-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული №ECI-EDU-GA-05 საგრანტიო ხელშეკრულება.

image
გ. ვაჩიბერიძე

კომპიუტერების არქიტექტურის საფუძვლები

უაკ: 004.2

გაშუქებულია თანამედროვე კომპიუტერების არქიტექტურის ძირითადი საკვანძო საკითხები მათი აპარატურული მოწყობის, მუშაობის პრინციპის და ალგორითმული გადაწყვეტის ასპექტში.
გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტების და მაგისტრებისათვის და შესაძლებელია სასარგებლო იყოს უმაღლესი სასწავლებლების საინჟინრო-ტექნიკური დარგის სტუდენტების და მეცნიერ-მუშაკებისათვის.

image
ნ. სამსონია, მ. ლომსაძე-კუჭავა

ენერგოკომპანიების საწარმოო (ოპერაციული) მენეჯმენტი

უაკ: 658.26:338.244

კურსის დანიშნულებაა გააფართოოს ენერგეტიკული წარმოების ცოდნის დონე საბაზრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე. მასში ასახულია ენერგეტიკული საწარმოო პროცესებისა და ოპერაციების მართვის სამამულო გამოცდილება ამ დარგში მსოფლიო მიღწევების გათვალისწინებით.
სტუდენტები გაეცნობიან წარმოებისა და სერვისული ოპერაციების ინტენსიფიკაციის ფუნქციურ კონცეფციებსა და მეთოდებს. ოპერაციული მენეჯმენტის პრინციპების შესწავლით მომავალი სპეციალისტების წინაშე იხსნება კარიერული ზრდის საინტერესო და მრავალმხრივი პერსპექტივები. კერძოდ, გარკვეული იქნება თუ როგორ მართოს საწარმოო პროცესები ამა თუ იმ ენერგოკომპანიაში, მონაწილეობა მიიღოს განახლებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესებში, სწორედ დაგეგმოს ფირმის სტრატეგიული განვითარეის ორიენტირები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტთათვის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი), ენერგოკომპანიებში დასაქმებული მენეჯერებისა და სხვა ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 

image
ბ. ჩხაიძე

ენერგიის განახლებადი წყაროები

უაკ: 620.9

სახელმძღვანელოში მოცემულია ენერგიის განახლებადი წყაროების (მზე, ქარი, გეოთერმული და ბიომასა) მახასიათებლები, მათი დადგენის მეთოდები, გამოყენების ტექნოლოგიები და საშუალებები, აგრეთვე განხილულია მსოფლიო მიღწევები და გამოცდილება ამ დარგში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებისათვის და, ჩვენი აზრით, იგი სარგებლობას მოუტანს ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებსაც, რომლებიც დაკავებულნი არიან ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების პრობლემებით.

image
ი. შეყრილაძე, ჯ. რუსიშვილი, თ. მაგრაქველიძე

თბოგადაცემის ინტენსიფიკაცია
მეთოდები და მოწყობილობები

უაკ: 621.1.016.4

განხილულია თბოგადამტანის ერთფაზა კონვექციური ნაკადის თბოგადაცემის, ორთქლწარმოქმნისა და კონდენსაციის პროცესების ინტენსიფიკაციის მეთოდები და მოწყობილობები. აღწერილია ის თბური და ტექნოლოგიური დანადგარები, სადაც პრაქტიკულად რეალიზებულია თბოგადაცემის ინტენსიფიკაციის მეთოდები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის თბოენერგეტიკული დანადგარებისა და ენერგიის არატრადიციული და განახლებადი წყაროებისა და სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგების მიმართულებების მაგისტრანტებისათვის და შედგენილია მოქმედი სილაბუსის შესაბამისად. წიგნით შეუძლიათ ისარგებლონ დოქტორანტებმა და ენერგოეფექტურობის საკითხებით დაინტერესებულმა, თბოგადაცემის საფუძვლებს დაუფლებულმა საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა.

image
ბ. კიზირია, ბ. კიზირია

გრაფიკული ოპერატორების გამოყენება ინტელექტუალური
სისტემების დაპროექტებაში

უაკ: 681.3.06

ნაშრომში წარმოდგენილია, ინტელექტუალური სისტემების დაპროექტებისას, გრაფიკული ოპერატორების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ავტორები პროგრამულ ინსტრუმენტად იყენებენ მიზნობრივი დაპროგრამების ალგორითმული ენის „პროლოგის“ უახლეს ვერსიას: „Strawberry Prolog (Light edition, version 2.92, for Windows XP/NT).
სახელმძღვანელოში მოცემულია „პროლოგის“ გრაფიკული ოპერატორების წარმოდგენის ფორმები და აღწერა. მათ ბაზაზე, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მიმართულების სასწავლო კურსში - „ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები“, 2006-2010 წწ. ბაკალავრებისა და მაგისტრების მიერ, ადამიანის გონებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა „საპრობლემო არისათვის“, დაპროექტდა ინტელექტუალური სისტემები.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის იმს-ის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. იგი დააინტერესებს მეცნიერების ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს და პროფესორ-მასწავლებელთა ფართო წრეს.

image
ტ. კიკვაძე, თ. ბერიძე

ეკონომეტრიკის საფუძვლები

უაკ: 330.115

ეკონომეტრიკის კურსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების თანამედროვე სასწავლო პროგრამებში ისეთ დისციპლინებთან ერთად, როგორიცაა მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზი და სხვ. ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია მეტ-ნაკლებად საიმედო პროგნოზების გამოთქმა, რაც სერიოზული ეჭვების ქვეშ დააყენებდა წარმატების მიღწევის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბანკო საქმე, ფინანსები, ბიზნესი.
ნაშრომში დეტალურად არის განხილული ეკონომეტრიკის საგანი და ეკონომეტრიკული მოდელის არსი.  გადმოცემულია მოკლე ისტორიული ცნობები მისი, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერულ მიმართულების ჩამოყალიბების შესახებ.
საკმაო მოცულობით არის გაშუქებული ეკონომეტრიკული მოდელების აგებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საკითხთა ფართო სპექტრი (შემთხვევითი სიდიდეების ტიპები და მათი ძირითადი სტატისტიკური მახასიათებლები, ნდობის ინტერვალთა აგება, ჰიპოთეზათა სტატისტიკური შემოწმება და სხვ.), თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომში აქცენტი ძირითადად მაინც კეთდება რეგრესიის მოდელებზე, როგორც ანალიზის მძლავრ ინსტრუმენტებზე. კერძოდ, მასში განიხილება როგორც წყვილური, ასევე მრავლობითი რეგრესიის მოდელები.
ნაშრომს თან ერთვის პრაქტიკული გათვლებისათვის აუცილებელი სტატისტიკური ცხრილები, აგრეთვე, ტიპიური ამოცანები და საგამოცდო ტესტების ნიმუშები.
ნაშრომი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის. იგი დააინტერესებს და სასარგებლო იქნება ზემოთაღნიშნული სფეროების სპეციალისტებისთვისაც, რომლებიც პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული.
სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მნიშვნელოვანწილად განაპირობა მშობლიურ ენაზე ანალოგიური შინაარსის შრომების მწვავე დეფიციტმა. ავტორები სიამოვნებით მიიღებენ ნებისმიერ სურვილსა და შენიშვნას, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მისი შევსებისა და სრულყოფისათვის.

ნ. ფაილოძე, ჯ. ალანია, ზ. ლიპარტია, ვ. კეკენაძე, ო. ხუციშვილი, გ. სულაშვილი

საბუღალტრო საქმე
(მეორე გამოცემა)

უაკ: 657.1+657.3(075.8)

საქართველოს ეკონომიკის საბაზრო ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და ბიზნესის მართვის ფუნქციების წარმატებით შესრულებისათვის ერთ-ერთ  საკვანძო მიმართულებად საბუღალტრო  საქმის შემდგომი სრულყოფა და  მეწარმეობის პრაქტიკაში მისი ცივილიზებული განვითარება-დამკვიდრება  გვევლინება, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებისათვის.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება  და  შემდგომი სრულყოფა კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში არსებით როლს შეასრულებს წინამდებარე სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირების ფუძემდებლური პრინციპები, ფინანსურ მენეჯმენტში ეკონომიკური ინფორმაციების მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები.
სახელმძღვანელო ორიენტირებულია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. იგი ასევე სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოს მუშაკებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

image
ბ. ზაუტაშვილი, ბ. მხეიძე

საქართველოს ჰიდროგეოლოგია


უაკ: 556.3

განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული წყალშემცველი კომპლექსები, ჰორიზონტები, ზონები; გამოყოფილია და დახასიათებულია ჰიდროგეოლოგიური რაიონები და ჰიდროგეოქიმიური ზონები; დადგენილია მიწისქვეშა წყლების რაოდენობის, შედგენილობის, ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებანი; შეფასებულია მიწისქვეშა წყლების მნიშვნელობა სასმელ-სამეურნეო, სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიური, თბოენერგეტიკული, ეკოლოგიური თვალსაზრისით.
გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიური სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, ამასთან ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს ჰიდროგეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.

ა. ზამკოვი, კ. წერეთელი, ა. ზერეკიძე

ელექტრული მანქანები

IV ნაწილი

უაკ: 621.313(075.8)

განხილულია ელექტრული მანქანების საერთო კურსის მეოთხე ნაწილი. მოცემულია სინქრონული მანქანების ზოგადი კურსი დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ელექტრომექანიკური, ელექტროტექნიკური და ენერგეტიკული სპეციალობების სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. დაეხმარება ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსაც, რომლებიც დაკავებული არიან ელექტრული მანქანების დაპროექტებით, წარმოებით და ექსპლუატაციით.

მ. თევზაძე, მ. მესხი

გამოყენებითი გეოდეზიის კურსი
საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების
ძირითადი მეთოდები და პრინციპები

I ნაწილი

უაკ: 528.48 (075.8)

მოცემულია გეოდეზიური საყრდენი ქსელების სახეები, მათი პროექტების შედგენისა და სიზუსტის შეფასების მეთოდები, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური მიმოკვლევები, წრფივ ნაგებობათა ტრასირების საკითხები, დაკვალვითი სამუშაოების მეთოდები, მშენებლობისას გეომეტრიული პარამეტრების დაცვის კონტროლი და საინჟინრო ნაგებობათა დეფორმაციებზე გეოდეზიური დაკვირვებები.
ყურადღება გამახვილებულია გეოდეზიური საფუძვლის გეგმური და სასიმაღლო ქსელების პროექტების სიზუსტის შეფასების, ასევე გეოდეზიურ სამუშაოთა წარმოების პროექტების შედგენასა და საინჟინრო ნაგებობათა დაწევებსა და ძვრებზე გეოდეზიური დაკვირვების მეთოდებზე.
განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

image
ვ. ნანობაშვილი, ი. მოდებაძე, გ. მურჯიკნელი

ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები

უაკ: 535.317.2:633.5

სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ტელეკომუნიკაციის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები. მასში მოცემულია ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემების აგების პრინციპები, აღწერილია მათი სტრუქტურული სქემები, რომლებიც ილუსტრირებულია შესაბამისი დროითი დიაგრამებით. განხილულია აგრეთვე ტელეკომუნიკაციის სისტემაში გამოყენებული ზოგიერთი ანალოგიური და ციფრული მოწყობილობა, ბოჭკოვან-ოპტიკური ხაზები, მათი ძირითადი პარამეტრების გაზომვისა და გათვლის მეთოდები. იგი არის იმ სალექციო კურსის შესაბამისი, რომლის შესწავლაც ევალებათ ტელეკომუნიკაციის პროფესიული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს. ის სასარგებლო იქნება ასევე ამავე დარგის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს აგრეთვე საზომი ტექნიკის სპეციალისტებსა და მაგისტრანტებს ბოჭკოვან-ოპტიკური საზომი სისტემების უკეთ შესწავლასა და დაპროექტებაში.

image