დააჭირეთ Enter-ს შედეგების სანახავად ან Esc-ს გასაუქმებლად.

გ. წულეისკირი, ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე

სამკუთხედის გეომეტრიის
ზოგიერთი საკითხი

I ნაწილი

უაკ: 513

XIX საუკუნეში, ელემენტარულ გეომეტრიაში, ბევრი საინტერესო გამოკვლევა ჩატარდა. ამ გამოკვლევების ერთ-ერთი შედეგია სამკუთხედის ელემენტებს შორის დამოკიდებულებების დადგენა. ყველასათვის ცნობილ სამკუთხედის შესანიშნავ წერტილებს, წრფეებსა და წრეწირებს შეემატა არანაკლებ შესანიშნავი წერტილების, წრფეების და წრეწირების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ გამოკვლევების აღწერილობა სათაურით „Новая геометрия треугольника“ შეადგენს პლანიმეტრიის ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
უცხო ენებზე არსებობს მრავალი გამოკვლევა, რომლებშიც სისტემატიზებულად არის მოცემული სამკუთხედის გეომეტრიის სფეროში არსებული გამოკვლევების შედეგები. 1913 წელს გამოიცა პროფ. დ. ეფრემოვის ნაშრომი „Новая геометрия треугольника“, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ასეთივე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა 1962 წელს მოსკოვში გამოცემული იგივე დასახელების პროფ. ს. ზეგელის წიგნი, რომელიც წინამდებარე ნაშრომს დაედო საფუძვლად.  ავტორებმა ზედმიწევნით შეისწალეს და ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახადეს ნაშრომში მოცემული თეორემები და დებულებები, განაზოგადეს ისინი არასაკუთრივი ელემენტების ცნების გამოყენების და კერძო შემთხვევების განხილვის გზით.
მონოგრაფია საინტერესო იქნება გეომეტრიით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.

image
ი. ქვარაია

გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების წარმოება
უკიდურესად შეზღუდულ პირობებში
მშენებლობისა და რეკონსტრუქციის
დროს

უაკ: 624. 05

მონოგრაფიაში განხილულია ქ. თბილისში, ყველაზე განაშენიანებულ უბანში, უკიდურესად შეზღუდულ პირობებში ერთ-ერთი უნიკალური ობიექტის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესში ჩატარებული გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. კერძოდ, აღწერილია მიმდებარე ტერიტორიების, ქვაბულის კედლების, გრუნტის გამაგრების და სარეკონსტრუქციო შენობის კედლების დროებითი გამაგრების ღონისძიებები;  წარმოდგენილია რკინაბეტონის საძირკვლის, კედლების, სვეტებისა და სართულშუა გადახურვის ელემენტების გაძლიერების ტექნოლოგიური გადაწყვეტები; მოყვანილია ძირითადი მზიდი კედლისა და სხვა მზიდი ელემენტების დემონტაჟისა და მათი ახალი კონსტრუქციული ელემენტებით ჩანაცვლების სამუშაოს შესრულების პრაქტიკული მაგალითები.
მონოგრაფია განკუთვნილია მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის.

image
G. Gogichaishvili, S. Manukov

Computer-based expert system for diagnosis
of maxillofacial diseases

UDC: 6-612.7

This monograph concentrates on development of computer-based expert system for diagnosis of maxillofacial diseases. 
It presents: architecture of computer-based system, symptomatic facts formal representation method and diagnosis desicions outcome; complex diagnostic tasks algorithms, system data- and knowledge- base structures; diagnostic decision’s structure and decision making explanations; proposed diagnostic method’s application examples.   
Intended for undergraduates, graduate students, doctoral candidates, developers and computer-based system management experts.

გ. ჯოლია

კრეატიული განვითარება: განათლება,
ცოდნა, ქმედება

უაკ: 330

მონოგრაფიის სტრუქტურა თანამიმდევრულად ასახავს საკვლევი მასალის რიგითობას.
მკითხველი პირველად გაეცნობა საზოგადოების კრეატიული განვითარების თეორიულ-მეთოდოლოგიურ ასპექტებს, შემდეგ ყურადღებას გადაიტანს განათლებასა და ცოდნაზე როგორც კრეატიული განვითარების საფუძველზე, მომდევნო ნაწილში გაერკვევა ქალაქის როგორც კრეატიული განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალაში, შემდეგ კი - ახალი იდეების წარმოშობისა და განვითარების მეთოდებში, დასკვნითი ნაწილის თემატიკის კრიტიკული გააზრებით შეძლებს გააცნობიეროს სამერმისო გლობალური პრობლემები და გამოწვევები.
მონოგრაფია განკუთვნილია მათთვის, ვინც ცდილობს გაერკვეს საზოგადოების კრეატიული განვითარების თანამედროვე რთულ და მრავალფეროვან სოციალურ-ეკონომიკურ, ურბანულ და ტექნოლოგიურ პრობლემებში და დაინტერესებულია მათი გადაწყვეტით.

image
Т. КОХРЕИДЗЕ

ИННОВАЦИОННЫЕ УПРАВЛЯЕМЫЕ
ЭЛЕКТРОМЕХАНИЧЕСКИЕ СИСТЕМЫ
С БЕСКОНТАКТНЫМИ ДВИГАТЕЛЯМИ
ПОСТОЯННОГО ТОКА

УДК: 621.373.1

В монографии на основе комплексных исследований электромагнитных и электромеханических процессов в управляемых электромеханических системах с бесконтактными двигателями постоянного тока (УЭМСБДПТ) с асинхронным вращением ротора осуществлены теоретическое обобщение и решение крупной научной проблемы, заключающейся в обосновании принципов построения схем УЭМСБДПТ с асинхронным вращением ротора, разработка методик расчета и анализ электромагнитных и электромеханических процессов; синтезирована структурная схема управления без датчика скорости и с датчиком скорости, что позволило реализовать УЭМСБДПТ с асинхронным вращением ротора с транзисторным, тиристорным и криотронным коммутаторами, обладающими высокими техническими показателями и имеющими важное народнохозяйственное значение.
Разработаны новые рациональные законы и устройство для управления электромеханическими системами с бесконтактным двигателем постоянного тока, в котором в качестве параметров управления выбраны: абсолютное скольжение двигателя  и напряжение в звене постоянного тока  . Реализация таких законов управления позволяет создание по существу нового класса УЭМСБДПТ с заранее заданными статическими характеристиками и динамическими свойствами.
Книга предназначена для научных и инженерно-технических работников, специализирующихся в области электротехники, электроники, электроэнергетики, транспорта, а также для широкого круга читателей-интеллектуалов.

თ. ქუთათელაძე

საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების ინტერიერების მონუმენტურ-დეკორატიული
ფერწერა ქ. თბილისში XIX-XX საუკუნეების
მიჯნაზე

უაკ: 624:721.011.8

წიგნში განხილულია თბილისის შესახებ ისტორიული და საარქივო წყაროები ანტიკური პერიოდიდან XX საუკუნის ოციან წლებამდე, აგრეთვე XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში არსებული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების არქიტექტურა და მათი ინტერიერების მონუმენტურ-დეკორატიული ფერწერა.
აღწერილია რიგა-ბაქო-თბილისის მოდერნის სტილის ნაგებობები, მათი სადარბაზოების ინტერიერები და ფერწერა. აღსანიშნავია, რომ ყოველ მათგანში იგრძნობა ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურის გავლენა როგორც შენობების არქიტექტურაზე, ისე მათი სადარბაზოების ინტერიერებსა და ფერწერაზე. ძველი თბილისის შენობების შიგა საზოგადოებრივი სივრცეების, სადარბაზოების მოწყობის, გაფორმების და მოხატულობის პრინციპების განსაზღვრა, თანამედროვე შენობების ანალოგიურ სივრცეებთან მათი შედარება.
განხილულია მოდერნის სტილის საზოგადოებრივი შენობების ინტერიერები, მათი მონუმენტურ-დეკორატიული ფერწერა.
ჩატარებული კვლევის საფუძველზე შექმნილია როგორც საცხოვრებელი, ისე საზოგადოებრივი შენობების ნუსხა და თბილისში მათი განლაგების რუკა.
მონოგრაფია განკუთვნილია უმაღლესი განათლების სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე ამ დარგით დაინტერესებული მკითხველებისა და რესტავრატორებისათვის.

image
ა. სარუხანიშვილი, მ. გუგეშიძე, დ. ერისთავი, ა. გოგიშვილი, თ. ნებიერიძე

რუსთავის მეტალურგიული წიდების ტექნოგენური
ნედლეულისადმი მიკუთვნების
ფიზიკურ-ქიმიური პრინციპები

უაკ: 669

მონოგრაფიაში შემოთავაზებულია რუსთავის მეტალურგიული საწარმოს წიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების 15-წლიანი შესწავლის ძირითადი შედეგები. თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ წიდების ღია ცის ქვეშ, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, განლაგების შედეგად წარმოიქმნა თვისობრივად ახალი მასალა, რომლის გათვალისწინების გარეშე, მისი, როგორც ტექნოგენური ნედლეულის ოპტიმალური გამოყენების (რაციონალური უტილიზაციის) ამოცანის გადაჭრა, მართებული არ იქნება.
ავტორების მოსაზრებები კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წარმოდგენილია ზოგადად, მყარი ნარჩენების ტექნოგენური ნედლეულისადმი მიკუთვნების ფიზიკურ-ქიმიური ასპექტების შესახებ. მათი მართებულობის დასამტკიცებლად ლაბორატორიულ პირობებში განხორციელებულია  შეფერილი ტარის მისაღებად გამიზნული მინის მიღება წიდების გამოყენებით.
მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია მულტიმინერალურ ხელოვნურ და ბუნებრივ სისტემებში (სხვადასხვა სახის ზეგავლენის პირობებში) მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესებისა და გარემოს დაცვის საკითხების სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისათვის. ნაშრომში წარმოდგენილმა ინფორმაციამ მყარი ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური შესწავლით დაკავებულ სტუდენტებს დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს.

image
ნ. ფოფორაძე, ხ. გაჩეჩილაძე, ო. სესკურია

საქართველოს არქეოლოგიური მონაპოვრის
მინერალური შედგენილობა

უაკ: 930.26

საქართველოს არქეოლოგიური მონაპოვარი მდიდარია თვითნაბადი მინერალებითა და მონომინერალებით შემკული ნაკეთობებით. ჩვენი მოკრძალებული სურვილი იყო შეგვესწავლა ამ ნაკეთობების მცირე ნაწილი მინერალოგიური თვალსაზრისით. კვლევების შედეგი გადმოვეცით მონოგრაფიაში.
წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია საინტერესო იქნება არა მარტო სპეციალისტებისთვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

Г.В. Цинцадзе, А.М. Мамулашвили

ИССЛЕДОВАНИЕ ЦИАНАТНЫХ
СОЕДИНЕНИЙ МЕТАЛЛОВ

УДК: 546.268.1

Монография «Исследование цианатных соединений металлов» посвящена исследованию одного из интересных классов неорганических соединений - псевдогалогенидов, а имено, цианатных соединений металлов.
В данной работе дается разработка методики синтеза как простых, так и координационных цианатных соединений некоторых переходных металлов Mn(II), Co(II), Ni(II), Cu(II), Zn(II)  и Cd(II), а также исследование их строения посредством ИК-спектроскопии, рентгенографии, измерения магнитной восприимчивости и др.
Книга предназначена для студентов химических специальностей вузов, аспирантов, преподавателей и работников научно-исследовательских институтов.

Р.Ш. ВАРСИМАШВИЛИ

ЗУБЧАТЫЕ ПЕРЕДАЧИ С ПЕРЕМЕННЫМ
ПЕРЕДАТОЧНЫМ ОТНОШЕНИЕ

УДК: 621:831

Зубчатые передачи с переменным передаточным отношением.
Р.Ш. Варсимашвили, доктор технических наук, профессор, академик инженерной академий Грузий, Тбилиси, Грузинский технический университет. 2015 г. 601 с.
Посвящаю Мариам и Луке.
Монография посвящена теории, конструирования, производства некруглых зубчатых колес плоских, пространственных зацеплении и передач с переменным углом между осями вращения колес. Рассмотрены новые зубчатые передачи, планетарные, волновые передачи и зубчатые вариаторы. Приведены кинематиче-ские схемы зуборезных станков с числовым программным управлением. Рассмотрен расчет на прочность. Изложен опыт изготовления и использования некруглых колес.
Монография окажет помощь преподавателям, научным работникам, конструкторам, докторантам, магистрантам и студентам.

А. ДИДИДЗЕ

РЕЛИКТОВЫЕ АЛКАНЫ И НАФТЕНЫ
В НЕФТЯХ ГРУЗИ

УДК: 665.63

Целью работы являлось изучение индивидуальных насыщенных углеводородов, в основном реликтов, в различных фракциях нефтей месторождений Грузии. Основным методом исследования служила газожидкостная хроматография и хроматомасс-спектрометрия. Определены химические типы грузинских нефтей на основе относительного концентрационного распределения нормальных ( C12-C32) и изопреноидных ( iC14-C32 )  алканов в отбензиненных сырых нефтях (фр. 2000-КК).
Для характеристики нефтей установлен также структурно-групповой состав средней фракции 200-4300С (т.к. „тело нефти“). Приведены результаты изучения индивидуальных насыщенных углеводородов ( C5-C11 ) в легкой фракции НК-2000С. Рассмотрены основные методы их анализа, а также результаты по определению углеводородов ряда адамантана ( C10-C14 )   в нефтях различного химического типа месторождений Самгори-Сартичала (А1), Норио (Б1) и Мирзаани (Б2).
Монография предназначена для магистрантов и докторантов химических специальностей.

ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე, ჯ. ანელი

კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები

უაკ: 546.261+546.171.1

მონოგრაფიაში განხილულია კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები; მოცემულია მასალათა თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები, შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე. მოცემულია მათი გამოყენების სფეროები.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თანამშრომლების, სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი ასევე საინტერესო იქნება: სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.

image
დ. აბზიანიძე, რ. მანაგაძე, ნ. ფოფორაძე, გ. ტაბატაძე

მათემატიკური ეკოლოგიის გამოყენება გარემოს
დაცვის ამოცანების გადასაწყვეტად

უაკ: 577.4:51

მონოგრაფია არ არის მათემატიკური ეკოლოგიის  სისტემური სახელმძღვანელო, თუმცა მისი მიზანია წარმოადგინოს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული მათემატიკური  მეთოდები გარემოს  დაცვის პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას.
მასალების ფართო სპექტრი და მაგალითების მრავალფეროვნება ნაშრომს სასარგებლოს ხდის დარგის მკლევრების, აგრეთვე ეკონომიკისა და სხვა დარგის სპეციალისტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გარემოს დაცვის საკითხებით.

image
გ. სურგულაძე, ხ. ქრისტესიაშვილი, გ. სურგულაძე

საწარმოო რესურსების მენეჯმენტის ბიზნესპროცესების
მოდელირება და კვლევა

უაკ: 004.5

მონოგრაფიაში განხილულია კორპორაციულ ორგანიზაციებში ERP სისტემის დანერგვის ბიზნესპროცესები. პროექტი დაყო­ფილია სამ დო­ნედ: სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერა­ციული. თითოეული დო­ნისთვის განსაზღვრული პროცესები მო­დელირებულია BPMN სტან­დარტების საფუძველზე, ხდება მათი შედარება UML ტექნოლო­გიასთან. მოცემულია ორგანი­ზაციული მართვის კონკრეტული ფუნ­ქციური ქვე­სისტემების ავტომატიზაციის საკითხები ERP სისტემის და­ნერგვის შედეგად, მათ შორის ლოგისტიკური მენეჯმენტისთვის. შემო­თავაზე­ბულია ადამიანური რესურსების მართვის, ხელფასის დარიც­ხვის სის­ტემის, პროდუქციის შესყიდვებისა და ტვირთის გადაზიდ­ვის ოპე­რატიული მართვის პროცესების მოდელირება Bizagi-ს გამოყე­ნებით. წარმოდგენილია პეტრის ფერადი ქსელების (CPN) გამოყენება სერვი­სული პროცესების იმიტაციური მოდელის ასაგებად და მისი ფუნქცი­ონირების დროითი მახასიათებლების გამოსაკვლევად. მოცემუ­ლია ERP/MRP სისტემების ქართული მწარმოე­ბელი კომპანიების მარ­კეტინ­გული ანლიზი. ექსპერი­მენტულ ნაწილში განხილულია საწარ­მოში არ­სებული ბიზნესპროცესების მენეჯმენტისა და ავტომატიზა­ციის გა­უმ­­ჯობესების გზები, პროცესების მოდელირების გამოყენებით. ბიზნესპროცესების მოდელირებისა და პროგრამული რეალიზაცი­ისთვის გა­მოყენებულია Bizagi-ს ორი ინსტრუ­მენტი Process Modeler და BPM Suite.
მონოგრაფია საინტერესო იქნება მართვის საინფორმაციო სისტე­მების (MIS) და ბიზნესადმინისტრირების (BA) სპეციალობის მაღალი კურ­სის სტდენტების, მაგისტრანტ-დოქტორან­ტებისა და სპეციალისტე­ბისთვის.

image
ე. თურქია, ზ. არხოშაშვილი

ორგანიზაციული პროცესების მართვის სრულყოფა
მოდელური ინჟინერიის ტექნოლოგიით

უაკ: 681.3

მონოგრაფიაში გადმოცემულია ორგანიზაციული პროცესების მართვის სრულყოფის გზების თეორიული და პრაქტიკული საკითხები მოდელური ინჟინერიის ბაზაზე, რაც პროგრამული ინჟინერიის განვითარების ერთ-ერთი უახლესი მიმართულებაა.
ორგანიზაციული პროცესების მართვა განხილულია საბანკო-საკრედიტო სისტემის მაგალითზე. შემოთავაზებულია საკრედიტო მრჩევლის ანალიტიკური ავტომატიზებული სისტემის აგება და რეალიზაცია. სისტემის მოდელის აგება და კვლევა წარმოებს პროგრამული ინჟინერიის ტექნოლოგიების (მ.შ. ბიზნესპროცესების მოდელირების ენის, უნიფიცირებული მოდელირების ენის, ბიზნესწესების მოდელირებისა და მოდელებით მართვადი არქიტექტურის) ბაზაზე. სისტემის ანალიტიკური ფუნქციების მოდელირებისთვის გამოიყენება სესხის გაცემის ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემებისა და მეთოდების დამუშავება, ხოლო სისტემის ინფორმაციული და პროგრამული უზრუნველყოფა ხორციელდება სერვისორიენტირებული არქიტექტურის ბაზაზე.
მონოგრაფია განკუთვნილია პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკის დარგის სპეციალისტებისთვის. იგი საინტერესო იქნება აგრეთვე დოქტორანტების, მაგისტრანტების, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ ორგანიზაციული სისტემების ბიზნესპროცესების მოდელირებისა და პროგრამული დეველოპმენტის სფეროში.

ნ. ბაღათურია

ენოლოგია ღვინის წარმოქმნა
და დავარგება

უაკ: 663.252

მონოგრაფიაში გადმოცემულია ქვევრის ღვინის მიღების ქართული ტექნოლოგიის მეცნიერული საფუძვლები, ტექნოლოგიისა, რომელსაც იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. წიგნში დეტალურადაა აღწერილი ღვინის წარმოქმნის, ფორმირების, დავარგებისა და დაძველების სტადიებზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნები; განხილულია ალკოჰოლური დუღილის პროცესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორი; აღწერილია ღვინის მიღების ევროპული და ქართული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიებით მიღებული ღვინის თავისებურებანი; აღწერილია ღვინის დაავადებები და მათი გამოსწორების გზები; მონოგრაფიაში დეტალურადაა გამოკვლეული როგორც ევროპული ტიპის, ისე ქართული  ღვინის ფალსიფიკაციისას მიმდინარე ცვლილებები, შემოთავაზებულია ღვინის ნატურალურობის მაჩვენებელი ფიზიკურ-ქიმიური კრიტერიუმები.
წიგნი განკუთვნილია მეღვინეობის სფეროში დასაქმებული მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის. ის ასევე დიდ დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამის თეორიული კურსის ათვისებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

შ. ბაქანიძე, ვ. ლოლაძე, ნ. მსხილაძე, ი. ქვარაია

შენობა-ნაგებობების მრავალშრიანი შემომფარგლავი
კედლების დაბეტონების ტექნოლოგია ახალი ტიპის
საყალიბე ფარების გამოყენებით

უაკ: 624.05

მონოგრაფიაში განხილულია  მრავალშრიანი შემომფარგლავი კედლების კონს­ტრუქციული გადაწყვეტები და ტექნოლოგიები. მოცემულია მრავალშრიანი კედლების ცალკეული შრეების ურთიერთმიერთება რთულპროფილიანი ზედაპირებით, რაც ზრდის ადგეზიას მათ შორის. შემოთავაზებულია ახალი ტიპის საყალიბე ფარები აღნიშნული შრეების დასაბეტონებლად მძიმე და მსუბუქშემავსებლიანი ბეტონებისაგან.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის.

ზ. გაჩეჩილაძე, ნ. სუმბაძე, ი. პირველი

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დაგეგმვა
LEAP მოდელის გამოყენებით

უაკ: 620.9

მონოგრაფიაში „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დაგეგმვა LEAP მოდელის გამოყენებით“, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შესწავლილია სტრატეგიული დაგეგმვის მოდელების გამოყენების მიზანშეწონილობა საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი განვითარების დაგეგმვისა და შესაბამისი ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ამ მიზნით გაანალიზდა საქართველოსა და მეზობელი, აგრეთვე ევროპული ქვეყნების გამოცდილება და შეფასდა ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი მოწინავე კომპიუტერული დაგეგმვის მოდელის საშუალებით შემუშავებულია საქართველოს ენერგეტიკული დარგის გრძელვადიანი დაგეგმვის მოდელი ე.წ. LEAP პროგრამულ გარემოში და ჩატარებულია სხვადასხვა სცენარული ანალიზი.

დ. თავხელიძე, ზ. მჭედლიშვილი, მ. რაზმაძე

მოძრაობის მრავალი თავისუფლების ხარისხის,
მრავალრგოლიანი ბერკეტული მექანიზმების
კინემატიკური და ძალოვანი ანალიზი

უაკ: 62.519

განხილულია მოძრაობის ორი და მრავალი თავისუფ­ლების ხარისხის მქონე ხუთრგოლა ბერკეტული მექა­ნიზმების კინემატი­კური პარამეტრების გაანგარიშების მეთოდი, რომელიც დაფუძ­ნებულია ერთგვაროვან კოორდინატთა სისტე­მაზე და წარმა­ტებით გამოიყენება მრავალრგოლიანი, ბერკე­ტული მექანიზ­მების როგორც პირდაპირი, ისე უკუგეომეტ­რიული ამოცა­ნების ამოხსნისას. გამოთვლების შედეგად მიღე­ბული ალგო­რითმები კი გამოიყენება კინემატიკურ წყვილებში ჩაშენებული ამძრავე­ბის მართვის სწრაფ­ქმედების უზრუნველ­საყოფად. მიღე­ბული შედეგები შესაძლებელია გამო­ყენებულ იქნეს რთული ბერკე­ტული მექანიზმების დაგეგმა­რების, მათი მართვის ალგო­რით­მების შედგენის, ასევე მექა­ნიზ­ებისა და მანქანათა თეო­რიის კურსის სწავლებისას.

თ. წივწივაძე, ნ. ჩიგოგიძე, რ. კლდიაშვილი, რ. სხილაძე, ჟ. გაბრიჭიძე, გ. სულაქველიძე

ტოპინამბური (მითი და რეალობა)

უაკ: 615.32

ტოპინამბური (ქართული სახელწოდება-მიწავაშლა) ცნობილია როგორც საკვები (კარტოფილის ალტერნატივა) და როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური (უპირველესად ანტიდიაბეტური) მცენარეული ნედლეული, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა უნიკალურ კომპლექსს-ფრუქტოზის პოლიმერულ ინულინს (16-დან 20%-მდე), ორგანულ მჟავებს, პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, აგრეთვე  40-მდე მაკრო და მიკროელემენტს. ტოპინამბური განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით ( C2, B1, B2, B6, PP   და სხვ.).
ტოპინამბურისაგან მომზადებული კვების პროდუქტი არა მარტო გემრიელი და მარგებელია, არამედ აქვს პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებები–ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე მეტალები და რადიონუკლიდები, ტოპინამბურის სიროფი არა მარტო ცვლის შაქარს, არამედ შედგება სამკურნალო ფრუქტოზისგან, დაბლა სწევს შაქარისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში, საფუძველია ბავშვთა სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად, ტოპინამბურის (ვარდკაჭაჭასთან ერთად) ფოთლებისგან დამზადებული ბრიკეტები ცნობილი ანტიდიაბეტური წამალია. ტოპინამბურის მწვანე მასისგან დამზადებული სპირტიანი გამონაცემი ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა კოსმეტიკაში. ტოპინამბურის ტუბერის ფხვნილისაგან დამზადებული ტაბლეტები დღემდე შეუცვლელი ანტიდიაბეტური საშუალებაა. ტოპინამბურის, ვარდკაჭაჭას და ნატურალური ყავის კომბინირებული ნარევი-„ხელოვნური ყავა“ შეუდარებელია გემოვნური თვისებებით და არაჩვეულებრივი არომატით.
შემუშავებულია თეთრი, რუხი და შავი პურის ტოპინამბურით გამდიდრების ორიგინალური რეცეპტურები და ტექნოლოგიები. კარგ გემოსთან ერთად ახალი თაობის ანტიდიაბეტურ პურს აქვს შესანიშნავი კვებითი და პროფილაქტიკურ-სამკურნალო ღირებულება.
ტოპინამბურის ბაზაზე დამზადებული არაყი „ტოპინამბურა“, რომელიც შეიცავს ტოპინამბურის მჟავურ ჰიდროლიზატს, ბუნებრივ მრავალატომიან სპირტებსა და მცენარეული ნედლეულის ეთერზეთებს, ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიდიაბეტური თვისებებით.
მონოგრაფია განკუთვნილია ქიმიაში, ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში მოღვაწე სპეციალისტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

გ. გაფრინდაშვილი

ტიხრული მინანქარი ძვლის
ფაიფურის ფუძეზე

უაკ: 666.95

მონოგრაფიაში დამუშავებულია სილიკატური ნაწარმის (კერამიკა, მინა) დეკორირების სრულიად ახალი მიმართულება, რომლის არსი ისაა, რომ ტიხრული მინანქრის ფუძე მზადდება არა ლითონისაგან, არამედ სპეციალური, დაბალ ტემპერატურაზე შეცხობადი, თერმულად მდგრადი კერამიკის და მინისაგან.
დადგენილია იმ ახალი კლასის მტკიცე სტრუქტურის და ქიმიურად მდგრადი პიგმენტების სინთეზის პირობები და ოპტიმალური შედგენილობა, რომლებიც მხატვრული მომინაქრების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტებია. მიღებული ქრომოფორები წარმატებით გამოიყენება აგრეთვე ტემპერით და ზეთით ფერწერაში.
დამუშავდა მხატვრული მომინანქრების ტექნოლოგიის ახალი მიმართულება−აღდგენითი ცეცხლის მინანქრების მიღების ტექნიკა. კვლევის თანამედროვე მეთოდებით, თეორიული მოლოდინის საწინააღმდეგოდ, დადგენილია მინანქრის ფენაში ჟანგბადის შემცველობის, კუთრი ელექტროწინაღობის და დაძაბულობის ცვლილებები.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების–ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მომინანქრების ტექნოლოგიის სპეციალისტებისა და შესაბამისი დარგის მუშაკებისათვის.

С.И. КАРИПИДИС

СТАТИЧЕСКИЕ ПРЕОБРАЗОВАТЕЛИ
ЭЛЕКТРОПОДВИЖНОГО СОСТАВА

УДК: 629.423.3:621.314

Монография посвящена важному вопросу исследования мощных однофазных преобразо-вателей-выпрямителей, а также трехфазных независимых инверторов напряжения.
Автор монографии отмечает, что несмотря на огромный прогресс в области создания мощных полупроводниковых запираемых тиристоров типов GTO, IGCT и полевых тиристоров типа IGВT на сотни тысяч вольт и ампер, до настоящего времени на электроподвижном составе переменного тока в подавляющем большинстве эксплуатируются системы с класси­ческим фазовым управлением, при котором резко искажаются формы напряжения питания и потребляемого тока. При расстоянии между подстанциями 60-70 км в отдельных случаях напряжение контактной сети изменяется от 27000 В до 16000 В. Особое внимание уделено гармоникам сетевого тока, которые проникают во все остальное оборудование.
Предлагаются отдельные схемные решения (которые экспериментально проверены) как для однофазной сети, так и трехфазной, позволяющие при регулировании напряжения нагрузки сохранять форму сетевого тока, близкую к синусоиде и по фазе совпадающую с напряжением; следует в настоящее время, как на электроподвижном составе, так и в промышленности, отказаться от классического фазового регулирования напряжения нагрузки.
Приведено новое интегральное выражение для реактивной мощности, позволяющее отно­сительно просто определить составляющие полной мощности. В трехфазных независимых инверторах напряжения предлагается отказаться от широко рекламируемого и применяемого до настоящего времени широтно-импульсного (ШИМ) регулирования напряжения и частоты, вместо которого предлагается двухступенчатая оптимальная форма, которая при угле a второй ступени равна 101° вместо 60°. При этом кривая напряжения максимально будет приближена к cинусоиде. Такая форма сохраняется во всем диапазоне регулирования величины напряжения и частоты.
Доказано, что даже при самой оптимальной ШИМ амплитуда первой гармоники будет на 23,6 меньше, чем в предлагаемой двухступенчатой оптимальной форме, остальные гармоники–11ая, 13ая, 15ая и 17ая на порядок больше при почти одинаковых остальных гармониках.
В работе с использованием фазовой плоскости предложен простой оригинальный метод расчета параметров L, C фильтра для импульсного регулирования на электроподвижном сос­таве постоянного тока.
С применением транзисторов IGBT предложена система тягового электропривода постоянного тока с двигателями независимого возбуждения, которая в рекуперативном и реостатном режимах значительно лучше работает, чем электропривод с асинхронными двигателями.
Книга рассчитана на широкий круг специалистов, занимающихся разработкой и проек­тированием статических преобразователей для тягового электропривода и вообще любых ста­тических преобразователей, а также может быть полезна студентам старших курсов железно­дорожных учебных заведений.

image
ლ. კლიმიაშვილი, მ. ნაცვლიშვილი

მტყუნებათა შეფასება წყლისმიწოდებისა
და განაწილების სისტემებში

უაკ: 628.1:658.265

მონოგრაფიაში განხილულია წყალმომარაგების სისტემების საიმედოობის უზრუნველყოფის ექსპერტულ შეფასებათა ტიპები, ჯგუფური ექსპერტიზისა და ექსპერტული სისტემების აგების მეთოდები; შემოთავაზებულია წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემებში მტყუნებათა (დეფექტების, კოროზიის) წარმოქმნისა და მათი შეფასების მეთოდური პრინციპები; მოცემულია მტყუნებათა გამოვლენის მიზეზების ანალიზი და მილსადენების დიაგნოსტიკა ურღვევობის კონტროლის მეთოდით, აგრეთვე წყლის დაბინძურების მიზეზების ძიებისა და მისი აცილების მეთოდები.
რეკომენდებულია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტებისათვის.

image
ზ. ბალამწარაშვილი, ზ. ჩიტიძე, დ. მოსულიშვილი, რ. ტყემალაძე

მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატების
ძიება და კვლევა

უაკ: 674.093

მონოგრაფიაში ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულია მთიან ტყეკაფებზე ხე-ტყის მთლიანად დატვირთულ მდგომარეობაში მორთრევის მიზანშეწონილობა, რისთვისაც შექმნილია ახალი ორიგინალური მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატი. აგრეგატი აღჭურვილია ძარა-ანძის სახსრულ-ბერკეტულ-კბილანური მექანიზმებით, რომლებითაც ხორციელდება ძარისა და ანძის გადაყვანა მორსათრევ, დასატვირთ და სატრანსპორტო მდგომარეობაში. ჩატარებულია გამოკვლევები მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატის გრძივი მდგრადობის ზღვრული შესაძლებლობების დასადგენად მთიანი ტყის ქანობზე ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაციის დროს.
მონოგრაფია განკუთვნილია ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს ხე-ტყის დამზადების საწარმოებში მომუშავე ინჟინრებს, კონსტრუქტორებს და, საერთოდ, ამ დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად.

image
დ. ნატროშვილი, გ. ბერიკელაშვილი, გ. სამსონაძე

წრფივი ალგებრისა და დისკრეტული
მათემატიკის ელემენტები

უაკ: 512.51

ტრადიციულ მასალასთან (მატრიცები, წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემები, ვექტორები, წირები და ზედაპირები, წრფივი სივრცეები და წრფივი ოპერატორები, ჯგუფები, რგოლები და ველები) ერთად სახელმძღვანელოში განხილულია საკითხები გამოყენებითი ალგებრის ისეთი დარგებიდან, როგორიცაა ბულის ალგებრების თეორია და გრაფთა თეორია, აგრეთვე კოდირების თეორიისა და კრიპტოგრაფიის ელემენტები. წიგნის მეორე ნაწილში მოცემულია სავარჯიშოები, რომლებიც თემატურად მჭიდროდაა დაკავშირებული თეორიულ ნაწილში გადოცემულ მასალასთან. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკისა და საინჟინრო სპეციალობების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

გ. ვარშალომიძე

ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვისას
გამრეცხი და ცემენტის ხსნარების დამუშავების
თანამედროვე ტექნოლოგიები

უაკ: 622.24

მონოგრაფია შედგება 9 თავისაგან. მასში განხილულია საბურღი ხსნარების დამუშავებისა და ჭაბურღილში საცავი კოლონების დაცემენტების თანამედროვე ტექნოლოგიები. ფართოდაა გაშუქებული საბურღი და ცემენტის ხსნარების მაჩვენებლები და მათი გამზომი ხელსაწყოები, საბურღი და ცემენტის ხსნარების დამამძიმებლები, შემავსებლები და საბურღი ხსნარების შლამისაგან გამწმენდი მოწყობილობები. მონოგრაფიაში ფართოდაა განხილული საბურღი ხსნარების დამუშავებისათვის გამოსაყენებელი ქიმიური რეაგენტები, მოცემულია აგრეთვე საბაზისო სატამპონაჟო ხსნარები, მასალები და ბუფერული სითხეები.
ყველა საკითხი შეიცავს უხვ ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ისე იმ ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის, რომლებიც უშუალოდ არიან დასაქმებული ნავთობგაზმომპოვებელ მრეწველობაში.

image
ს. მიდელაშვილი

ტერიტორიული მთლიანობისა და სეპარატიზმის
პრობლემები საქართველოში

უაკ: 327

მონოგრაფიაში განხილულია ტერიტორიული მთლიანობისა და სეპარატიზმის პრობლემები საქართველოში. სეპარატიზმი, განსაკუთრებით კი აგრესიული სეპარატიზმი, გადაუჭრელ პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსთვის და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს წინაშე ამ კუთხით მართლაც სერიოზული გამოწვევებია. ქვეყანაში სეპარატისტულად განწყობილი ორი რეგიონის არსებობის ფონზე საქართველო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს დღემდე უმთავრეს პრობლემად რჩება.
მონოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია სოციალურპოლიტიკური, საერთაშორისო სამართლისა და კონფლიქტოლოგიის სპეციალობების სტუდენტთათვის, ასევე ამ პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

გურამ გრიგოლია ეგრის-ლაზიკის შესახებ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს
იურისდიქციის საზღვრების
კვლევისათვის)

უაკ: 2(02)

საქართველოს ეკლესიის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია იმის კვლევა, არსებობდა თუ არა დასავლეთ საქართველოში ბერძნული კათედრები IV-V საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ქართული ეკლესია დაარსდა და ატოკეფალია მიიღო.
იყო თუ არა დასავლეთ საქართველო კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ? ამ კითხვას ჯერ კიდევ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ გასცა პასუხი, რომ დასავლეთ საქართველო მუდამ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იყო, რაც შეეხება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა სიაში (ნოტიციებში) ნახსენებ ლაზიკის საეპისკოპოსოებს, ისინი მდებარეობდნენ ქართველთა ისტორიულ ქვეყანაში – ქალდეაში, რომელსაც ამჟამად ლაზისტანს უწოდებენ, ტრაპეზუნტის ოლქში. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზე მნიშვნელოვანია პროფ. გ. გრიგოლიას კვლევები, რომელნიც ეთანადება რუის-ურბნისის კრებისა და წმ. სინოდის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

image
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

კირიონ I დიდი კათალიკოსი ყოველი
ივერიისა (VI-VII სს.)

უაკ: 2(02)

განსაკუთრებულია კირიონ I-ის დამსახურება ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე. მისი ღვაწლი რომ არა, ქართველი ერის ერთი ნაწილი არმენიზაციის ჭაობში გაქრებოდა ისევე, როგორც გაქრა და დავიწყებას მიეცა ალბანელი ერი, მის მიმართ განხორციელებული სომხური საეკლესიო პროზელიტიზმის შედეგად, რასაც კარგად აღწერს მოვსეს კალანკატუაცი.
კირიონ I-მა კათალიკოსმა არმენიზაციის გზაზე შემდგარ ქართველებს გუგარქში აღუდგინა ქართულენოვანი ლიტურგია, და უფრო მეტიც, მან დაიწყო პროცესი სომხურ-ქართული ეკლესიების ურთიერთდაშორებისა, რამაც, როგორც ითქვა, ასიმილაციისაგან იხსნა ქართველი ერის ერთი ნაწილი. მისმა თავდადებამ საოცარი შედეგი გამოიღო საქართველოს გარეთაც, გამოაფხიზლა იმჟამად არმენიად წოდებულ ვრცელ ქვეყანაში (კერძოდ, ბასიანში, ვანანდში, კარინში, ბაგრევანდში, სამხრეთ ტაოში და სხვა) მცხოვრები მკვიდრი ქართველობა, ამის შედეგად მათ თავი დააღწიეს არმენიზაციის პროცესს, სრულად აღიდგინეს თავიანთი ქართული ეროვნული იდენტობა და VIII–X საუკუნეებში დაუბრუნდნენ ქართული ეკლესიის წიაღს.
მიტროპოლიტ ანანიას ამ წიგნში გამოყენებულია უკვე გამოქვეყნებული მასალის ნაწილი მისივე სხვა ნაშრომებიდან. წიგნი განკუთვნილია ისტორიით დაინტერესებულთათვის.

image
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

თეორია საქართველოს ეკლესიის პროზელიტიზმის შესახებ
(წმიდა სინოდის დადგენილება იურისდიქციის
საზღვრებთან დაკავშირებით)

უაკ: 2(02)

მართლმადიდებელი სარწმუნოება ქართველ ხალხსა და საქართველოში მცხოვრებთ უდიდეს მადლსა და ძალას აძლევდა კულტურის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისას. ქართული საეკლესიო და საისტორიო წყაროების ცნობით, საქართველოს ეკლესია ჩამოყალიბებისთანავე მოიცავდა მთელ ქართველ ერს. ის სარწმუნოებრივად აერთიანებდა საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ამიტომაც წერდნენ რუის-ურბნისის კრების წმიდა მამები, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა და წმიდა ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა. ეს მთელი ერის მიერ შესისხლხორცებული ცნება დაირღვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა და ათეიზმის გაბატონების შემდეგ. ათეისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა ახალი ქართული ისტორიოგრაფია, რომელიც ამტკიცებს, რომ დაარსების შემდეგ ქართული ეკლესია თითქოს პროზელიტური ბუნების იყო, მოიცავდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მცხეთის რეგიონს, თითქოს ის IX-X სს-ში შეიჭრა დასავლეთ საქართველოში, გააუქმა იქ კონსტანტინოპოლის იურისდიქცია, ასევე, თითქოს მან კახეთში გააუქმა ალბანეთის საეკლესიო იურისდიქცია, ხოლო სამხრეთ საქართველოში-სომხური ეკლესიისა. ეს სიცრუე ამჟამადაც ვრცელდება. სწორედ ამ საკითხის რკვევას ეძღვნება ეს წიგნი.

image
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

სამეგრელო არქანჯელო ლამბერტისა და
კორნელი ბოროზდინის აღწერით

უაკ: 2(02)

არქანჯელო ლამბერტის აღწერით, სამეგრელო, ლევან II დადიანის დროს – XVII საუკუნის 50-იან წლებში, აყვავებული მხარე იყო, ხოლო ბოროზდინის დროს – XIX საუკუნის 50-იან წლებში ჩრდილოკავკასიური ტომების შემოჭრათა შედეგად – ტერიტორიებდაკარგული, რომელმაც, ბოროზდინის ხელშეწყობით, სამთავრო ხელისუფლებაც დაკარგა. ორივე უცხოელი შესანიშნავად აღწერს ამ მდგომარეობას. მათი წიგნების ნაწილობრივ ანალიზს წარმოადგენს ნაშრომი – სამეგრელო არქანჯელო ლამბერტისა და კორნელი ბოროზდინის აღწერით.

დ. ჩომახიძე

საქართველოს ენერგეტიკა
ეკონომიკა, რეგულირება, ტერმინოლოგია,
სტატისტიკა

უაკ: 620.9(47.93)

ეძღვნება საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგის − ენერგეტიკის განვითარების აქტუალურ თემებს. მდიდარ სამეცნიერო ლიტერატურასა და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნაშრომში გაანალიზებულია ენერგეტიკისა და მისი ცალკეული დარგების ეკონომიკისა და სახელმწიფო რეგულირების საკვანძო საკითხები. განმარტებულია მოქმედი ტერმინები, წარმოდგენილია მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების საპასპორტო მონაცემები, აგრეთვე სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოსა და უცხოეთში ენერგიაშემცველების წარმოებისა და მოხმარების, მათი გამოყენების ეფექტურობის შესახებ.
განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, სამეცნიერო და პრაქტიკულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის; შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის; ყველასათვის, ვინც ამ პრობლემით არის დაინტერესებული, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისათვის.

image
კ. კამკამიძე, ი. ბერძენიშვილი, ე. კამკამიძე

გაზსადენი სისტემები, რისკების შეფასება
და საიმედოობის უზრუნველყოფა

უაკ: 622.692.48

აღწერილია საქართველოს ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გაზსადენი სისტემების დიზაინის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები. შეჯამებულია საფრთხეების ანალიზი და რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრისათვის შექმნილია სათანადო მოდელები და ალგორითმები. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საიმედოობის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია და აღწერილია პრევენციული ეფექტური სტრატეგია.
განკუთვნილია გაზსადენი სისტემების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

image
ი. ყრუაშვილი

ღვარცოფები და მათთან
ბრძოლის მეთოდები

უაკ: 631.423.2

განხილულია ღვარცოფული მოვლენები და მათი ბუნება, კლასიფიკაცია, გავრცელების არეალი მსოფლიოსა და კავკასიაში, ღვარცოფული მოვლენების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა. შემოთავაზებულია ბმული ღვარცოფების ზღვრული წონასწორობისა და მოძრაობის ძირითადი განმსაზღვრელი მაჩვენებლების ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული კვლევების ჩატარების მეთოდიკა და ანალიზი, ბმული ღვარცოფის ჩამოყალიბების პირობები და მათთან ბრძოლის მეთოდები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის აგრეთვე, იმ მეცნიერებისა და სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის განხრით. იგი აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების პროექტირება-მშენებლობითა და ექსპლუატაციით დაკავებულ ინჟინრებს.

image
კ. მეიერ-ვეგენერი, გ. სურგულაძე, გ. ბასილაძე

საინფორმაციო სისტემების აგება მულტიმედიური
მონაცემთა ბაზებით
(ელექტრონული საარჩევნო სისტემის პროექტი)

უაკ: 004.5

განიხილება კორპორაციულ სისტემებში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებების, მათ შორის მონაცემთა მულტიმედიური საცავების დაპროექტების, პროგრამული და აპარატურული რეალიზაციის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები სერვისორიენტირებული არქიტექტურის ბაზაზე. შემოთავაზებულია ელექტრონული საარჩევნო სისტემის, როგორც რთული და დიდი სისტემის მოდელირების, ობიექტორიენტირებული დაპროექტების, ობიექტორიენტირებული ანალიზის და შემდგომი პროგრამული რეალიზაციის საკითხები. გაანალიზებულია დასმული პრობლემების გადაწყვეტის საზღვარგარეთული გამოცდილება, არსებული მეთოდები, არქიტექტურა, პრინციპები, მოდელები, რომლებიც აუცილებელია ელექტრონული საარჩევნო სისტემის წარმატებით დასანერგად.
მონოგრაფია განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) დოქტორანტების, მაგისტრანტების, აგრეთვე ვებ-ტექნოლოგიების შექმნის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველისათვის.

image
ზ. გაჩეჩილაძე, ნ. მაღრაძე, თ. მაღრაძე

კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის
ჩამოყალიბება საქართველოში

უაკ: 621.31

საბაზრო ეკონომიკის ფორმირების რთულ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის დანერგვის სწორად წარმართვას. წინა პლანზე იწევს ამ კუთხით მსოფლიო გამოცდილების შესწავლა და საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინება.
წარმოდგენილ ნაშრომში - „კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში“  - თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შესწავლილია ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირების მსოფლიო გამოცდილება. ჩატარებულია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის ფორმირების წინაპირობების მეცნიერული ანალიზი და კვლევის საფუძველზე დადგენილია საქართველოში კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების ეტაპები და სტრუქტურა.

image
†გ. შარაშენიძე

სახსრულ გადაცემათა დინამიკური მოდელების
ფორმირების თეორიული საფუძვლები

უაკ: 629.472.7-629.4.077

მონოგრაფია ეძღვნება ვაგონებისა და დანადგარების სახსრულ-ბერკეტული მექანიკური გადაცემების რეალური დინამიკური მოდელების ფორმირების პრობლემური ამოცანის გადაწყვეტას. შექმნილია სამუხრუჭო ბერკეტული გადაცემებისა და ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების დინამიკური მოდელები, ჩატარებულია მათი სისტემატიზაცია. მოდელების ფორმირებისას შემოტანილია მოძრავი კოორდინატთა სისტემები. დამატებით მოძრაობათა დიფერენციალური განტოლებების შედგენის მიზნით დამუშავებულია ამ მოძრაობათა აღძვრის საწყისი პირობები. დინამიკური მოდელების შექმნის თეორიული საფუძვლები გამოსადეგია ნებისმიერი სირთულის ბრტყელი და სფერული მექანიკური გადაცემის დინამიკური მოდელის ფორმირებისათვის.
წიგნი სარგებლობას მოუტანს დოქტორანტებს, მეცნიერ მუშაკებსა და საინჟინრო პერსონალს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახსრულ-ბერკეტული გადაცემების დაგეგმარების პირობებთან. 

image
ც. ღუდუშაური, ქ. ბაზიერაშვილი, მ. ქოჩიაშვილი

თვისებითი ანალიზის მჟავურ-ფუძოვანი
მეთოდი

უაკ: 54

მონოგრაფია დაწერილია ანალიზური ქიმიის პროგრამის შესაბამისად. მასში განხილულია კატიონთა ნარევების თვისებითი უგოგირდწყალბადო ნახევრადმიკრომეთოდით ანალიზისთვის საჭირო რეაქციები და მეთოდები, რომლებიც დამყარებულია კატიონთა მჟავურ-ფუძოვან კლასიფიკაციაზე.
ნაშრომი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია ანალიზური ქიმიის თეორიული საკითხები, წონასწორობის მდგომარეობა პროტოლიზურ, ჟანგვა-აღდგენისა და კომპლექსწარმოქმნის რეაქციებში.
მეორე ნაწილში განხილულია კატიონებისა და ანიონების ანალიზური კლასიფიკაცია, გამახვილებულია ყურადღება კატიონთა თვისებითი ანალიზის მჟავურ-ფუძოვან მეთოდზე.
მესამე ნაწილში მსჯელობაა ძირითადი ანიონების დამახასიათებელი რეაქციებისა და მათი აღმოჩენის მეთოდიკების შესახებ.
მონოგრაფია დიდ დახმარებას გაუწევს ქიმიური, ქიმიურ-ტექნოლოგიური, ფარმაცევტული, მეტალურგიული უმაღლესი და საშუალო-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებს, ასევე საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიების სპეციალისტებს.

image
ზ. კოვზირიძე

მოწინავე კერამიკული
მასალები

უაკ: 669.018.95:621.793

განხილულია ტექნიკის დარგებში გამოყენებული კერამიკული მასალების მიღების ტექნოლოგია, თვისებები და გამოყენების სფეროები. შესწავლილია მყარი სხეულების სტრუქტურულ-მექანიკური, თერმომექანიკური, თერმული, ფიზიკურ-ქიმიური და თბოფიზიკური თვისებები. დადგენილია დამოკიდებულება სტრუქტურულ და მექანიკურ თვისებებს შორის. განხილულია როგორც ტექნიკის მოწინავე დარგებში გამოყენებული ჟანგბადიანი, ისე უჟანგბადო კერამიკული მასალები, ნაკეთობები: კარბიდების, ნიტრიდების და სილიციდების ნაერთებისაგან.
განკუთვნილია სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისა და კერამიკულ წარმოებაში მომუშავე პერსონალისათვის.

Г. В. Цинцадзе, М. Г. Цинцадзе, Т. З. Гиоргадзе

ЦИАНАТНЫЕ, ТИОЦИАНАТНЫЕ И СЕЛЕНОЦИАНАТНЫЕ
СОЕДИНЕНИЯ МЕТАЛЛОВ

УДК: 546.268.1

В монографии приведены данные по исследованию физико-химических свойств координационных соединений металлов с цианато-, тиоцианато- и селеноцианатогруппами, электронное строение ХСNˉ и СNОˉ, способ присоединения цианато-, тио-, селеноцианато- и фульминатных групп к металлу и их строение. В книге также приведен анализ опубликованных структурных данных и теоретический (полуэмпирический) анализ колебаний координированных цианато- и фульминатогрупп.
Данные о строении соединений получены при использовании современных физических и физико-химических методов исследования.
Монография предназначена для научных работников, химиков-неоргаников, магистрантов и студентов старших курсов химических специальностей

image
ა. ფრანგიშვილი, ზ. გასიტაშვილი, ე. ბარათაშვილი, მ. კიკნაძე, მ. მაჭარაძე, ს. ზუმბურიძე

რეგიონის მდგრადი განვითარების
პარადიგმა

უაკ: 330.34

მონოგრაფიაში შემოთავაზებულია დიდმასშტაბიანი ორგანიზაციული სისტემების ეფექტური დაგეგმვის კვლევისა და ანალიზის მეთოდები, მოდელები და ალგორითმები.
მიღებული მოდელების საშუალებით დამუშავებულია რეგიონის მდგრადი განვითარების მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომელიც  ანალიტიკურ მოდელებს ეფუძნება და რეგიონის განვითარების სცენარების კვლევასა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა.
დამუშავებულია სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვის ორგანიზაციული მოდელი.
განკუთვნილია დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ორგანიზაციული სისტემების, რეგიონის მდგრადი განვითარების და სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვის  კვლევისა და ანალიზის საკითხებით.

image
ვ. ლოლაძე, შ. ბაქანიძე, ნ. მსხილაძე, ვ. პირმისაშვილი, თ. თავაძე

ბუნებრივი კალთების და მიწის ნაგებობების
ფერდოების მდგრადობის უზრუნველყოფის
ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტები

უაკ: 624

მოცემულია ბუნებრივი კალთების და მიწის ნაგებობათა ფერდოების მდგრადობის ამაღლების არსებული ხერხების და მეთოდების კრიტიკული ანალიზი. შემოთავაზებულია აღნიშნული ამოცანის განხორციელების ახალი ტექნოლოგია ელექტროოსმოსის მოვლენის გამოყენებით.
განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

image
ნ. ბჟალავა, თ. ჯიშკარიანი

მყარი სათბობის გაზიფიკაციის პროცესის
კომპიუტერული მოდელირება

უაკ: 62-5

სათბობის გაზიფიკაციის ქიმიური პროცესების თერმოდინამიკა, გამოვლენილია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირისაგან მიღებული გენერატორის აირების ენერგეტიკულ სათბობად გამოყენების შესაძლებლობები; შემუშავებულია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის, როგორც საწვავი აირის საწყისი ნედლეულის შეფასების მეთოდიკა; გენერატორის აირის მიღების კომბინირებული გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით დადგენილია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის გაზიფიკაციის დროს მიღებული გენერატორის აირის ძირითადი თბოტექნიკური მაჩვენებლები; გამოკვლეულია მყარი სათბობის გაზიფიკაციის პროცესები და განსაზღვრულია გენერატორის აირის ძირითადი მაჩვენებლები, დასაბუთებულია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის გაანგარიშების კომპიუტრულ მოდელირებაზე გადასვლის აუცილებლობა; შექმნილია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის გაანგარიშებისათვის საჭირო თბოტექნიკური მონაცემების ბაზა და დამუშავებულია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის ინჟინრული გაანგარიშების ალგორითმები; შექმნილია გაანგარიშების კომპიუტერული მოდელი და განხორციელებიულია მისი აპრობაცია-რეალიზაცია Excel -ის ცხრილური პროცესორისა და Visual Basic for Application პროგრამირების ენის გამოყენებით.
მონოგრაფია განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული საინჟინრო პერსონალისა და კომპიუტერული მოდელირებით დაინტერესებული ფართო წრისათვის.

А.П. Нариманидзе†, М.А. Мдивани†, Е.М. Шилакадзе, Т.Г. Цинцадзе, Н.О. Киласония, И.О. Гвелесиани

Координационные соединения железа с гидразидами
пиридинкарбоновых кислот и производными
гидразида изоникотиновой кислоты

УДК: 54

В монографии приведены сведения о гидразидах пиридинкарбоновых кислот и произ­водных гидразида изоникотиновой кислоты – тубазида, также даются синтез и физико-хими­ческие свойства координаицонных соединений железа с отмеченными гидразидами. Отдель­ная глава посвящается испытанию противотуберкулезной активности координа­ционных сое­динений железа с гидразидами пиколиновой, никотиновой, изоникотиновой кислот и произ­водными гидразида изоникотиновой кислоты (ларусан, фтивазид, салюзид).
Книга рассчитана на химиков, биологов и медиков-фтизиатров.

image
ნ. ტყემალაძე

სწავლებით სახეთა ამოცნობის სისტემა
და მისი თეორიული საფუძვლები

უაკ: 800.8

შემუშავებულია საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავებით და მასწავლებლის მეშვეობით მანქანური სწავლებით სახეთა ამოცნობის თეორია, რომელიც განსხვავდება ამჟამად არსებული მანქანური სწავლებისა და სახეთა ამოცნობის თეორიებისგან. ამ თეორიის საფუძველზე შექმნილია სწავლებით სახეთა ამოცნობის სისტემა − სსას. იგი მოიცავს: 1) საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავების, 2) მასწავლ და 3) ამოცნობის მოდელებს. სსას-ის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული საკვლევი ობიექტების (სახეთა) ფიზიკურ არსზე, მათი მახასიათებელი საწყისი პარამეტრების ტიპსა და რაოდენობაზე. სისტემას შეუძლია მინიმალური საწყისი ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა დარგში (ეკოლოგია, ბიოლოგია, გეოლოგია, გეოფიზიკა, მედიცინა, სამხედრო საქმე და ა.შ.) გადაწყვიტოს სახეთა ამოცნობის ამოცანები.
მონოგრაფია განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

М. ШИЛАКАДЗЕ

ЛИФТОВЫЕ ПРИВОДЫ С ФРИКЦИОННОЙ
ЛЕБЕДКОЙ

УДК: 621.86

В работе приводятся основные вопросы проектирования лифтовых приводов с фрикционной лебедкой. Представлена методика расчета фрик­ционных приводов сог­ласно международным стандартам EN81-1:1998 и требованиям.
Подробно изложен метод определения реализуемой силы тяги фрик­ционной лебед­ки. Уточнено значение приведенного коэффициента трения в ручье шкива в зависимости от разных конструктивных параметров исполнения шкива.
Исследованы актуальные проблемы определения минимального коэффи­циента запа­са прочности для тягового каната лифтов. Представлены новые кинематические схемы лифтовых лебедок и их конструктивные решения.
Предназначена для конструкторов, инженерно-технических работников производства, инспекторов по технике безопасности, а также для всех сту­дентов механических специальностей – бакалавров, магистров, докторантов.

თ. აბუაშვილი

ავტომობილის სვლის სიმდოვრისა და
გამავლობის ამაღლების მეთოდები

უაკ: 629. 113.+629. 11.012.

განხილულია ავტორის მიერ დაპატენტებული საკიდარის, მაძრავისა და კარდანული სახსრის ახალი კონსტრუქციების შეთანწყობის შედეგად მიღებული ავტომობილის მამოძრავებელი მექანიზმი.
შესწავლილია და დადგენილია ხმელეთზე მოსიარულე ბინადართა სიმდოვრის პირობა. საკიდარისა და მაძრავის კონსტრუქციები აგებულია ამ პირობაზე დაფუძნებით და მიღებულია გაუმჯობესებული მდოვრე სვლა და გამავლობა, რაც დასტურდება მათემატიკური მოდელების გამოთვლის შედეგად. აქვს გადაბიჯების საშუალება გარკვეულ უსწორობებზე და არის გორვითმაბიჯა, რაც არის სიახლე ავტომობილის მაძრავებს შორის.
წარმოდგენილია ახალი კონსტრუქციის ჯვარედინად განლაგებული ოთხკოტიანი თანაბარკუთხურსიჩქარიანი კარდანული სფერული სახსარი, რომელშიც მაბრუნი მომენტის გადაცემა ხდება კოტების მეშვეობით, ხაზური კონტაქტით და შესაძლებელია სამუშაო რესურსის გაზრდა დიდი მაბრუნი მომენტის გადაცემისას.
მონოგრაფია „ავტომობილის სვლის სიმდოვრისა და გამავლობის ამაღლების მეთოდები“ განკუთვნილია, მანქანათმშენებლობისა და ავტომობილის თეორიისათვის, ამ დარგებში მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.

მ. პაპაშვილი, ზ. გამეზარდაშვილი

საქართველო XIII-XVIII საუკუნეების
ევროპულ სამყაროში

უაკ: 339.1.

მონოგრაფიაში უცხოურენოვანი და ქართულენოვანი წყაროების საფუძველზე გამოკვლეულია საქართველოს დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის რელიგიური, პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და კულტურული ურთიერთობის საკითხები. გაანალიზებულია დასავლურ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობის „რეალ-პოლიტიკის“ საფუძვლები, ქართულ-ევროპულ იდენტობის მახასიათებლები; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტოლერანტულ დამოკიდებულებას საქართველოში მოღვაწე კათოლიკებისადმი; ნაჩვენებია დასავლური ფასეულობების მიმართ ქართველ სასულიერო იერარქთა და პოლიტიკოსთა დამოკიდებულება.

ლ. კაპანაძე, მ. ჩიტიძე

სამომავლო მოდელების შერჩევა და გამოყენებული
ქსოვილების რაციონალური პარამეტრების
დადგენა

უაკ: 687.016

განხილულია XX საუკუნის მოდის განვითარებაზე მომქმედი ფაქტორები. თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შერჩეულია ის ძირითადი და მეორეული ნიშნები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია მომავლის საბაზო მოდელების მრავალფეროვანი სორტიმენტის შექმნა. საუკუნის მონაცემების ანალიზით და სტატისტიკური კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიო და საქართველოს მოდის ცვლილებას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი, თუმცა არ გამოირიცხება ის ფაქტი, რომ მოდის ცვლილება სტოქასტიკური პროცესია და მასში მონაწილეობს მრავალი ალბათური მახასიათებელი. გამოკვლეულია ქსოვილის სიგანის უთანაბრობაზე მოქმედი ფაქტორები და დადგენილია მომავალ მოდელებში მათი გამოყენების რაციონალური პარამეტრები. გრაფის სტრუქტურული სქემების გამოყენებით შექმნილია მოდელების ესკიზები, შესაბამისი ქსოვილებისა და ფერთა ტონალობის გათვალისწინებით.
განკუთვნილია ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მომუშავე სპეციალისტების, კონსტრუქტორების, მეცნიერ-მუშაკების, მაგისტრანტებისა და სტუდენტებისათვის.

image
ზ. გასიტაშვილი, მ. კიკნაძე, გ. კირცხალია

კომპიუტერული ქსელის მოდელირების
მეთოდოლოგიური საფუძვლები

უაკ: 681.3

განხორციელებულია მოდელირების თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე კომპიუტერული ქსელების დაპროექტების მეთოდოლოგიური გარემოს დამუშავება.
დამუშავებულია საკვლევი მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფს პროვაიდერული ცენტრების დაგეგმარებისა და მართვის ამოცანის ეფექტურ გადაწყვეტას და პროვაიდერული ცენტრების, როგორც ერთიანი სისტემის, გააზრებას.
განკუთვნილია მეცნიერი მუშაკების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპიუტერული ქსელების კვლევისა და დაპროექტების საკითხებით.

მ. ჩიქავა

მოზარდის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური
თავისებურებები და პრევენციული
ფარმაკოთერაპია

უაკ: 615.015

განხილულია მოზარდის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების კლინიკური მიმდინარეობის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები. რისკის ფაქტორთა და მათი კომბინაციების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია მიზანშეწონილ პრევენციულ ღონისძიებათა იერარქიული თანამიმდევრობა დიფერენცირებულად: პრაქტიკულად ჯანმრთელი, რისკისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების მქონე მოზარდთა ჯგუფებისთვის. დადგენილია ამ დაავადებათა ჰომეოპათიური პრევენციული ფარმაკოთერაპიის ეფექტურობა მტკიცებითი მედიცინის მოთხოვნათა შესაბამისად.
განკუთვნილია მეცნიერების, პრაქტიკოსი ექიმების, განსაკუთრებით პრაქტიკოსი ჰომეოპათების, ფარმაცევტების, სტუდენტებისა და მედიცინით დაინტერესებული პირებისათვის, რომლებსაც სურთ გაეცნონ ამ საინტერესო, უსაფრთხო და ეფექტური მიდგომის ძირითად არსს, ჰომეოპათიური წამლის თავისებურებებსა და ეფექტურობას. მნიშვნელოვანია, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებს გაეცნონ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალები და სტუდენტები, არამედ თვით მოზარდები და მათი მშობლები.

М.Г. Цинцадзе, †А.Н. Нариманидзе, Н.Г. Гегешидзе, Л.И. Схиртладзе, И.О. Гвелесиани

КООРДИНАЦИОННЫЕ СОЕДИНЕНИЯ МЕТАЛЛОВ С ОРТО-АМИНОПИРИДИНОМ И ЕГО
МЕТИЛПРОИЗВОДНЫМИ

УДК: 54

Книга посвящена химии координационных соединений галогенидов, тиоцианатов и нитратов марганца(II), кобальта(II), никеля(II), меди(II), цинка и кадмия с метилпроизводными орто-аминопиридина (орто-аминопиридин, орто-амино-2-, 4- и 5-метилпиридин ).
В книге приведены результаты квантово-химических расчетов влияния различных растворителей на комплексообразующую способность метилпроизводных орто-аминопиридина методом АМ1, которые дают указания о проведении синтеза с приведенными органическими лигандами, дается описание синтеза, физико-химических свойств, спектров координационных соединений металлов с перечисленными ацидолигандами и метилпроизводными ортоаминометилпиридина. Книга рассчитана на научных сотрудников, магистрантов, докторантов и специалистов, работающих в области неорганической, органической химии и химии координационных соединений.

image
И.В. Цомая

ТЕХНОЛОГИЯ ПОЛУЧЕНИЯ ПРОТИВОЯЗВЕННОГО И
РАНОЗАЖИВЛЯЮЩЕГО ПРЕПАРАТА

УДК: 615.3

Разработанные  лекарственные препараты - липидная фракция и его 5%-ный раствор из чайного куста - обладают выраженной фармакологической активностью и оказывают высокое фармакоте­рапевтическое влияние при повреждениях желудка и кожного пок­рова. Благоприятное влияние обусловлено содержанием в чайном экстракте значительного количества витаминов, кароти­ноидов, ами­нокислот, минеральных солей, сахаров, веществ фенольной природы и других биологически активных веществ, обеспечивающих выра­женное фармакотерапевтическое влияние.
Указанные свойства чайного экстракта определяют целесообраз­ность его применения в качестве ранозаживляющего средства с целью стимуляции заживления ран, а также как противо­язвенное средство при повреждениях желудка.
Разработан способ получения средства из грубых листьев чая, обладающих ранозаживляющим действием.
На препарат „Тиол“ получен патент (№307, 08.05.1996) Республики Грузия, регистрационное удостоверение на право его производства.

ნ. ბაღათურია, ნ. ბეგიაშვილი

ღვინის ექსპერტიზა
თეორია და პრაქტიკა

უაკ: 663.2/3

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის, სპეციალობით „სურსათის ექსპერტიზა“, „სასურსათო ტექნოლოგია“ და „კვების მრეწველობის ინჟინერია და ტექნოლოგიები“.
სახელმძღვანლოში განხილულია ყურძნის ღვინოების კლასიფიკაცია, ნატურალური ღვინის წარმოების ტექნოლოგიები; ღვინის დეგუსტაცია, იდენტიფიკაცია და სერტიფიკაცია; ღვინის ფალსიფიკაციის სახეები, ფალსიფიკაციისას მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნები და სუფრის ღვინის ნატურალობის მაჩვენებელი კრიტერიუმები.
ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც საწარმოო და სავაჭრო ორგანიზაციების, ასევე მაკონტროლებელი ორგანოების მუშაკებსაც.

image
А. Лежава, Э. Квезерели

КООРДИНАЦИОННЫЕ СОЕДИНЕНИЯ Ge (IV) С
НЕКОТОРЫМИ БИОАКТИВНЫМИ
ЛИГАНДАМИ

უაკ: 54

В Монографии приведены данные по синтезу и исследованию физико-химических свойств координационных соединения германия (IV) c азот- и кислородсодержащими органическими лигандами.
Синтезированы галогенидные, тиоцианатные и галогенидо-тиоци­анатные координационные соединения германия (IV) c гидразидами моно-пиридинкарбоновых кислот, с ларусаном, 1,10 фенантролином, 2,2′ и 4,4′-дипиридилом. Изучены их физико-химические и биологи­ческие свойства. По данным изучения их ИК спектров поглощения предложены строения этих соединений.
При исследовании антитуберкулезных свойств некоторых из син­тезированных соединений германия (IV) с ларусаном проявили повы­шенную антитуберкулезную активность по сравнению с чистым пре­паратом ларусана (лар.).
Монография предназначена для химиков, биохимиков и фтизиат­ров, а также для докторов и студентов старших курсов химического и биологического факультетов. 

მ. წერეთელი, ნ. მახარაშვილი, ი. წერეთელი

ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის პარამეტრების
შერჩევა და ამუშავების დინამიკური
რეჟიმის ოპტიმიზაცია

უაკ: 625.52:624.94

განხილულია ერთმალიანი, ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის ძირითადი პარამეტრების - სარელსო და საწევი ბაგირების, ამძრავისა და რედუქტორის და სხვ. გაანგარიშება და შერჩევა, როგორც დამჭიმტვირთიან, ისე უძრავად ჩამაგრებულ - ბოლოებიან სარელსო ბაგირების შემთხვევაში.
განხილულია აგრეთვე ბაგირგზის დინამიკური რეჟიმების დროს აღძრული მექანიკური რხევების ჩაქრობა, როგოც დამატებით ჩართული მექანიკური ელემენტების, ისე ძრავას მართვის საშუალებით.
განკუთვნილია სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია განხილული საკითხებით.

image
გ. არაბიძე, ნ. არაბიძე, შ. ზარანდია ო. კიღურაძე თ. მიქიაშვილი, ბ. ჩხაიძე, ვ. ჯამარჯაშვილი, თ. ჯიშკარიანი

ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი
საქართველოში (კადასტრი)

უაკ: 621.1

ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ნარჩენი ბიომასის წინამდებარე კადასტრის გამოცემის მიზანია, გამოავლინოს საქართველოს რეგიონებში არსებული სხვადასხვა სახეობის ნარჩენი ბიომასის სათბობად გამოყენების შესაძლო მასშტაბები და ტექნიკური შესაძლებლობები, მისი გამოყენების ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, შექმნას სათანადო საფუძველი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბიონარჩენებზე მომუშავე ენერგოეფექტური გათბობის სისტემების ფართომასშტაბიანი დანერგვისათვის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აამაღლებს სოფლის მოსახლეობის საქმიანობის ეფექტურობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და გააჯანსაღებს ეკოლოგიურ მდგომარეობას საქართველოში.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავებულია ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის განსაზღვრის მეთოდიკა, დადგენილია მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების მოსავალი და შინაური ცხოველების სულადობა, ნარჩენების კოეფიციენტები, თბოუნარიანობები, ენერგიის მისაღებად გამოსაყენებელი ბიომასის რაოდენობები და მათი ენერგეტიკული პოტენციალის მნიშვნელობები. შედეგები მიღებულია როგორც მცენარეული კულტურებისა და შინაური ცხოველების სახეობების მიხედვით, ისე საქართველოს იურისდიქციაში არსებული რეგიონებისა და რაიონების ჭრილში.  

გ. ცინცაძე, ა. მამულაშვილი

ციანატები და ფულმინატები

უაკ: 546.268.1:662.412

მონოგრაფია „ციანატები და ფულმინატები“ ეძღვნება არაორგანული ნივთიერებების ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კლასის - ფსევდოჰალოგენიდების, კერძოდ, ციანატების და ფულმინატების შესწავლას.
მოცემულ ნაშრომში დეტალურად არის განხილული ციანატ- და ფულმინატიონების შემცველი როგორც მარტივი, ისე კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, თვისებები, აღნაგობა, ციანატ- და ფულმინატ იონების ლითონებთან კოორდინირება.
ნაშრომი განკუთვნილია კოორდინაციული ქიმიით დაინტერესებული მეცნიერების, უმაღლესი სასწავლებლის ქიმიის, ქიმიურ-ტექნოლოგიური სპეციალობების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის.

image
ხ. თოდაძე

ქართული სამხედრო ფორმირებები
XIX საუკუნეში

უაკ: 623.9

ნაშრომში განხილულია რუსეთის იმპერიის მიერ ჩამოყალიბებული ქართული სამხედრო ფორმირებების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები, შესწავლილია აქამდე უცნობი საარქივო მასალა.
ნაშრომი საინტერესოა სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიითა და სამხედრო ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.

ხ. თოდაძე

ქართული სამონასტრო
ტიპიკონები

უაკ: 2(02)

ნაშრომში თავმოყრილია VIII-XVIII საუკუნეების სამონასტრო წეს-განგებანი და ზოგიერთი ანდერძი, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას ეხება.

image
ც. ბასილაშვილი

მთის მდინარეთა ჩამონადენის პროგნოზირება
ინფორმაციის უკმარისობის პირობებში

უაკ: 551.482.215.1.7.627.14

მონოგრაფიაში აღწერილია საპროგნოზო მეთოდოლოგია ინფორმაციის უკმარისობის პირობებში. საქართველოს მთავარ მდინარეთა სამეურნეო დანიშნულების ჰიდროკვეთებისათვის შემუშავებულია სავეგეტაციო პერიოდის, აგრეთვე კვარტალური, თვიური, დეკადური და დღეღამური წყლის ხარჯების საპროგნოზო მეთოდები. პირველად შემუშავდა ჯვარის, ვარციხისა და ჟინვალის წყალსაცავებში წლის სხვადასხვა პერიოდში ჩამდინარე წყლის ხარჯების საპროგნოზო მეთოდები.
მიღებული საპროგნოზო მეთოდები აუცილებელია ჰიდროელექტრო-სადგურების, წყალსაცავების, წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაციისათვის. მათ საფუძველზე დგება წყლის რესურსების რაციონალური ხარჯვის გეგმები, წყალსაცავების დისპეტჩერული გრაფიკები და სხვა გაანგარიშებები, რითაც გაიზრდება ელექტროენერგიის გამომუშავება, გაუმჯობესდება წყალმომარაგება და ამაღლდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა. ამიტომ ეს ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნული ჰიდროობიექტების მუშაკებს.
მონოგრაფია განკუთვნილია იმ მეცნიერებისა და სპეციალისტების, აგრეთვე ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროლოგიის, ჰიდროტექნიკის, ენერგეტიკის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა განხრით.

image
ც. ბასილაშვილი

მრავალფაქტორიანი სტატისტიკური მეთოდოლოგია
წყალდიდობა – წყალმოვარდნების
პროგნოზირებისათვის

უაკ: 001.8.551.482.215.3.627.14

შემუშავებულია მეთოდოლოგია სტატისტიკური რიგების ანალიზის, მათი მახასიათებლების დადგენის, ურთიერთდამოკიდებულებათა შეფასების, საპროგნოზო პრედიქტორების შერჩევის, ოპტიმალური საპროგნოზო მოდელის შედგენისა და საპროგნოზო განტოლებათა განსაზღვრისათვის შესაბამის შეფასებათა კრიტერიუმებით.
შედგენილია საქართველოს მდინარეთა წყალდიდობების ჩამონადენისა და მათი მაქსიმალური ხარჯების გრძელვადიანი (2-3 თვის დროულობის) და წყალმოვარდნების მოკლევადიანი (12-24 სთ-ის წინსწრებით) საპროგნოზო მეთოდები. წყლის მაღალი პიკის შემთხვევისათვის, მათი უსაფრთხოების მიზნით, შედგენილია ჩასატარებელ ღონისძიებათა რეკომენდაციები.
მდინარეთა საპროგნოზო მეთოდები და რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კატასტროფული წყალდიდობა-წყალმოვარდნებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარებისათვის სამთავრობო, საპროექტო და სამეურნეო ორგანიზაციების მიერ.
შემუშავებული მეთოდოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი სახის მონაცემების ანალიზი და პროგნოზირება, ამიტომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს დამპროექტებლებს, გზათა მშენებლებს, ჰიდროტექნიკოსებს, ენერგეტიკოსებს, ეკოლოგებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და სხვა.
ნაშრომი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო შესაბამისი მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

image
ნ. ქებაძე, რ. ქაცარავა

სამედიცინო დანიშნულების დისპერსიული სისტემები
ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების
საფუძველზე

უაკ: 541.182

განხილულია ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე დისპერსიული (ფოროვანი ფირები, ფხვნილები და მიკროსფეროები) მასალების მიღება, კვლევა და მათი გამოყენება კონტროლირებადი გამოყოფის სისტემების კონსტრუირებისათვის.
ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე მიღებულ იქნა დისპერსიული სისტემები, რომლებიც პერსპექტიულია  ქსოვილური კულტურის (უჯრედების) რეგენერაციისათვის; აგრეთვე მიღებულია ბაქტერიოფაგების (როგორც გაუწმენდავი, ასევე გაწმენდილი ფაგების გამოყენებით) შემცველი პოლიმერული კომპოზიტები, რომლებიც ხასიათდება როგორც პროტექტორული, ისე სამკურნალო თვისებებით.
მონოგრაფიას აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა. განკუთვნილია ბიოსამედიცინო პოლიმერული ქიმიის და ბიოტექნოლოგიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

image
ნ. გამყრელიძე

ინტერსუბიექტურობა და სოციალური ფაქტორი
გერმანულ, ქართულ, რუსულ
ფრაზეოლოგიზმებში
ფილოლოგია

უაკ: 80

მონოგრაფიაში წარმოდგენილია უნივერსალური სემანტიკური კატეგორიის „ინტერსუბიექტური მიმართებებისა და სოციალური ფაქტორის“, კვლევა მის ზოგად კონცეპტუალურ შინაარსზე დაყრდნობით. განხორციელებულია ენობრივი ერთეულების ლინგვისტური სპეციფიკის კულტუროლოგიური ანალიზი ინტერლინგვური მეთოდით სინქრონულ-შეპირისპირებით დონეზე. კვლევის კონცეპტუალური ინტერპრეტაცია ეყრდნობა თანამედროვე ლინგვისტიკაში დომინანტურ – ლინგვო-კულტუროლოგიურ პარადიგმას.
მონოგრაფია განკუთვნილია ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
ნაშრომს აქვს კონკრეტული პრაქტიკული მნიშვნელობა გერმანული ენის შემსწავლელი ქართული აუდიტორიისათვის. ჩატარებული ანალიზის შედეგები შეიძლება შემდგომში გამოყენებული იყოს გერმანული ენის პრაქტიკული სწავლებისას, ასევე ფრაზეოლოგიური ლექსიკონების შედგენისას, გერმანული ენის ლექსიკოლოგიის, კულტუროლოგიის და შედარებითი ტიპოლოგიის სალექციო კურსებში. 
მონოგრაფია შედგება: შესავლის, სამი თავის, დასკვნითი ნაწილის, ორი დანართისა და გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის სიისაგან.

image
გ. მალაშხია

მოგების მეტათეორია
ახალი ხედვა

უაკ: 003.13

ნაშრომში გადმოცემულია  მოგების სრულიად ახალი, არსებული თეორიებისაგან რადიკალურად განხვავებული, გაგება. ნაშრომი ადრე (2007 წ.) გამოცემული წიგნის „მოგების მეტათეორიის (რა არის სინამდვილეში მოგება?)“ გადამუშავებული და დაზუსტებული ვარიანტია.
განკუთვნილია მეცნიერ-მკვლევართა, სტუდენტებისა და ეკონომიკური თეორიის პრობლემებით დაინტერესებული პირებისათვის.

image
მ. წიქარიშვილი, მ. ვარდიაშვილი

ისტორიულ-კულტურული ძეგლების სისტემური
მონიტორინგი და დიაგნოსტიკა

უაკ: 061.75:351.853

ნაშრომში განხილულია ისტორიულ-კულტურული ძეგლების სისტემური მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის მეთოდების შემუშავება.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. ნაშრომი, ასევე, დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებს, დოქტორანტებს, კონსტრუქტორებს, მშენებლებს, კონსტრუქციების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.

image
გ. სურგულაძე, ი. ბულია

კორპორაციულ Web-აპლიკაციათა ინტეგრაცია
და დაპროექტება

უაკ: 004.5

განიხილება კორპორაციულ და კორპორაციათაშორის სისტემებში ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე საშუალებები მათი ინტეგრაციის მიზნით. გაანალიზებულია მეთოდები, არქიტექტურა, პრინციპები, მოდელები, რომლებიც აიოლებს ინტეგრაციის საკითხებს, ხდის უფრო ეფექტურს. მათი საშუალებით შესაძლებელია დამოუკიდებელ სისტემებს და აპლიკაციებს შორის მონაცემთა გადაცემა და ტრანსფორმაცია, ბიზნეს-პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია. კორპორაციებში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტა შემოთავაზებულია თანამედროვე მეთოდების, კერძოდ სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურის იმპლემენტაციით, რომლის განხორციელებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგია, როგორიცაა: Web-სერვისები, ორგანიზაციის სერვისული არხი (ESB), BPMN/UML, BizTalk, XML, CPN, WPF/XAML და სხვ. აღნიშნული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ინტეგრაციულ სისტემაში ჰიბრიდული აპლიკაციების შექმნას და მათ ურთიერთქმედებას, სხვადასხვა ფორმატის მონაცემთა გაცვლას, სისტემის ფუნქციონირების მდგრადობას, მოქნილობას, მასშტაბირებას.
მონოგრაფია განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) დოქტორანტების, მაგისტრანტების, აგრეთვე Web-ტექნოლოგიების შექმნის საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველთათვის.

image
ე. მოისწრაფიშვილი, ნ. რურუა, მ. მოისწრაფიშვილი, ბ. ბრეგაძე

საქართველოს რკინიგზის განვითარების ძირითადი
მიმართულებები და აქტუალური პრობლემები

უაკ: 625.1; 625.11; 625.17(075.8);

მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს რკინიგზის განვითარების ძირითადი მიმართულებები და აქტუალური პრობლემები, რომლებიც განპირობებულია საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის დაჩქარებული ტემპით, მისი სტრატეგიული მნიშვნელობით და სხვა უმნიშვნელოვანესი მოტივებით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ინტეგრაცია მსოფლიოს სატრანსპორტო სისტემაში, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი და ხელსაყრელი სატრანსპორტო მაგისტრალის Traseca-ს სახით.
დამუშავებული და გაანალიზებულია მრავალი საკვანძო პრობლემა, როგორიცაა: რკინიგზის საიმედოობისა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები; რკინიგზისა და მისი ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის არსი და მისი დაგეგმვა; ეროვნული ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბების საკითხები; სალიანდაგო კომპლექსის რესურსდამზოგი და ახალი ტექნოლოგიები; სალიანდაგო კომპლექსის მართვის სტრუქტურის, დაგეგმვისა და განვითარების თანამედროვე მიმართულებები; საქართველოში ვიწროლიანდიანი რკინიგზის გამოყენების პერსპექტივები.
წიგნი განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო-ტექნიკური სპეციალისტების, მკვლევრების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და სტუდენტებისათვის.

ვ. ლოლაძე, შ. ბაქანიძე, ნ. მსხილაძე, ვ. პირმისაშვილი

მონოლითურ მშენებლობაში მოუხსნადი ყალიბების
გამოყენების კონსტრუქციული და
ტექნოლოგიური გადაწყვეტა

უაკ: 69.05(075.8)

განხილულია შენობის მონოლითური დაბეტონებისათვის არსებული მოუხსნადი ყალიბების კოსნტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების საკითხები. დაწვრილებითაა აღწერილი მონოლითურ ნაგებობათა ახალი ტიპის მზიდი, შემომფარგლავი ელემენტების კონსტრუირება, თბოტექნიკური გაანგარიშების მეთოდიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

image
ც. ბასილაშვილი, მ. სალუქვაძე, ვ. ცომაია, გ. ხერხეულიძე

კატასტროფული წყალდიდობები, ღვარცოფები და
თოვლის ზვავები საქართველოში და
მათი უსაფრთხოება

უაკ: 551.482.311.578.215.48.8

მონოგრაფიაში სისტემატიზებული და გაანალიზებულია საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხული კატასტროფული ჰიდროგლაციოლოგიური მოვლენები: წყალდიდობები, ღვარცოფები და თოვლის ზვავები. დაზუსტებულია მათი პარამეტრები, დადგენილია მათი მრავალწლიური დინამიკა, ცვლილების ტენდენციები და განვითარების მასშტაბები. შედგენილია მათი გავრცელების სქემატური რუკები. განსაზღვრულია მთავარ მდინარეთა მაქსიმალური ხარჯების ალბათური მნიშვნელობები სხვადასხვა უზრუნველყოფით და შემუშავებულია მათი გრძელვადიანი საპროგნოზო მეთოდიკა. შედგენილია, აგრეთვე, ღვარცოფებისა და თოვლის ზვავების განვითარების საპროგნოზო რუკები. კატასტროფების ნეგატიური შედეგების შერბილებისათვის შემუშავებულია საჭირო ღონისძიებათა რეკომენდაციები.
კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კატასტროფული ჰიდროგლაციოლოგიური პროცესებით გამოწვეული ზარალის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარებისათვის სამთავრობო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების მიერ. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს დამპროექტებლებს, გზათა მშენებლებს, ჰიდროტექნიკოსებს ენერგეტიკოსებს, ეკოლოგებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და სხვა.
მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია იმ მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის, აგრეთვე სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის, რომლებიც მუშაობენ გეოგრაფიის, ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გლაციოლოგიის, მეტეოროლოგიის, ჰიდროგეოლოგიის განხრით.

image
დ. ჩომახიძე

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების
რეგულირების პრინციპები

უაკ: 620.9

მონოგრაფიაში მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, გაშუქებულია ენერგეტიკის სახელმწიფო რეგულირების არსი, პრინციპები, ამოცანები, მისი სტრატეგიული მიზნები და გავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ეფექტიანი რეგულირების საფუძვლები ფასწარმოქმნასა და ლიცენზირებაში. ამ თვალსაზრისით გაანგარიშებულია საქართველოში ენერგეტიკის რეგულირების 15 - წლიანი გამოცდილება და მიღწეული შედეგები, გამოთქმულია მოსაზრებები მისი სრულყოფისათვის და სხვა.
განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის: სამეცნიერო და პრაქტიკოსი მოღვაწეებისათვის, უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლებისათვის და სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულთათვის, ყველასთვის, ვინც ამ პრობლემით არის დაინტერესებული.

image
ბ. კოტია

ელექტრონ-პოლარონული გამტარობისა და დაბალტემპერატურული დრეიფული
ძვრადობის კვანტური თეორიის
საკითხები ნახევარგამტარებსა
და იონურ კრისტალებში

უაკ: 539.21

განხილულია დროითი წონასწორული კორელაციური ფუნქციების ახალი, ზუსტი განზოგადებული კვანტური ევოლუციური (კინეტიკური) განტოლებების მიღება და გამოკვლევა დინამიკური სისტემებისთვის, რომლებიც ურთიერთქმედებს ბოზონურ (ფონონური) ველთან. მოცემულია ევოლუციური განტოლების გამოყვანის ორი მიდგომა.
კუბოს წრფივი გამოძახილისა და შეშფოთების თეორიაზე დაყრდნობით აგებულია ნახაევარგამტარებსა და იონურ კრისტალებში ელექტრონ-პოლარონული გადატანის მოვლენების თანამიმდევრული კვანტური თეორია კვაზინაწილაკის სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედების შემთხვევაში ფონონურ ველთან. გამოთვლილია გადატანის კინეტიკური (მექანიკური) კოეფიციენტები პოლარონის სხვადასხვა მოდელებისათვის.
განკუთვნილია მყარი სხეულის ფიზიკის, არაწონასწორული სტატისტიკური მექანიკისა და პოლარონის თეორიის სპეციალისტებისათვის. დიდ სარგებლობას მოუტანს აგრეთვე, მყარი სხეულების ფიზიკის მკვლევარებს, თეორიული ფიზიკის სპეციალისტებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს (მაგისტრანტებს) და დოქტორანტებს.

გ. ღვინეფაძე

ვისწავლოთ შემოქმედებითად
აზროვნება!

უაკ: 001

მონოგრაფიაში განიხილება შემოქმედებითი აზროვნების მეთოდოლოგიების შემქმნელი სპეციალისტების დე ბონოს, პოიას, ალტშულერის და სხვათა ნააზრევი. ამგვარ კონცეფციებზე დაყრდნობით, შემოთავაზებულია ახლებური მიდგომა ზოგიერთი რთული პრობლემის გადასაწყვეტად.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის შემსწავლელი სტუდენტებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

С.И. КАРИПИДИС

ДИНАМИКА НЕЛИНЕЙНЫХ СИСТЕМ
ТЯГОВОГО ЭЛЕКТРОПРИВОДА
ПОСТОЯННОГО ТОКА

УДК: 629.623.1.064.5

Монография посвящена важному вопросу – аналитическому иссле-дованию переходных и установившихся процессов в сущес­твенно нелинейной системе тягового электропривода посто­янного тока, возникающих в реальных условиях эксплуатации.
На основе предложенного автором приближенного аналитичес­кого метода решения нелинейных дифференциальных уравнений, а также использования методов фазовой и динамической плоскостей исследованы процессы обыкновенного боксования и боксования, сопровож-даемого автоколебаниями, короткого замыкания тяговых двигателей, и процессы, возникающие при потере и восстановлении напряжения питания и т.д. Во всех случаях достаточно точно учитываются все реальные нелинейности и вихревые токи, имеющие место в системе.
В работе предложен аналитический метод решения основного уравнения движения в относительных единицах, позволяющий отказаться от специальных таблиц для масштабов, необходимых при графическом решении основного уравнения. При этом точность расчета сравнима с существующим графическим методом.
Книга рассчитана на широкий круг специалистов, занимающихся разработкой и проектированием тягового электропривода, а также может быть полезна студентам старших курсов железнодорожных учебных заведений. 

image
გ. ვარშალომიძე

საბურღი და ცემენტის ხსნარების დამუშავების
ტექნოლოგიის საფუძვლები

უაკ: 622.24

ნაშრომი წარმოადგენს ნავთობზე და გაზზე ღრმა ჭაბურღილების გაყვანისა და გამაგრების დროს გამოყენებულ საბურღი და ცემენტის ხსნარებთან დაკავშირებულ საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური პრობლემების მთლიან კომპლექსზე არსებულ თანამედროვე შეხედულებების სრულ ინფორმაციას.
სამუშაოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია მონაცემები საბურღი ხსნარების შესახებ, მეორეში – სატამპონაჟო მასალებზე და ხსნარებზე.
ფრიად საინტეროსო და ორიგინალურია მონოგრაფიის ის თავები, სადაც მოცემულია ავტორის პირადი სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ეხება საბურღი და ცემენტის ხსნარების ხარისხის ასამაღლებლად ჩაისა და ღვინის წარმოების ნარჩენების გამოყენების პერსპექტივებს.
ყველა განხილულ საკითხზე მოყვანილია ძალიან ფართო მასალა, რომლებიც სასარგებლო იქნება შესაბამისი სპეციალობის, როგორც სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მასწავლებლების და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის, ასევე ნავთობის მომპოვებელ მრეწველობაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისათვის.

მ. ონიანი

ფლოტაციის პროცესის
ოპტიმიზაცია

უაკ: 625.75.4

მონოგრაფია დაწერილია სადისერტაციო ნაშრომის მიხედვით, რომელიც შესრულებულია ტ.მ.დ., პროფესორ გარბერტ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით. სწორედ მისი გულისხმიერებითა და თანადგომით შესრულდა წარმოდგენილი სამუშაო, რისთვისაც დიდი მადლიერებით ქედს ვიხრი ამ უდიდესი პიროვნებისა და მეცნიერის ხსოვნის წინაშე. 
ნაშრომში შემუშავებულია მანგანუმის მადნის შლამების ფლოტაციის პროცესის მათემატიკური მოდელი; დასმულია ოპტიმიზაციის ამოცანა და მის გადასაჭრელად გამოყენებულია წრფივი დაპროგრამების მეთოდის გრაფიკული ვარიანტი; ჩამოყალიბებულია პროცესის მართვის ალგორითმი; მოცემულია მიზნისა და შეზღუდვის ფუნქციების მოდელები; ნაჩვენებია რეჟიმული სიდიდით შემაშფოთებელი სიდიდის შეცვლის ხერხი. მანგანუმის შლამების ფლოტაციის პროცესის ოპტიმიზაციის შემოთავაზებული მეთოდი საშუალებას იძლევა მივიღოთ მოცემული ხარისხის კონცენტრატის მაქსიმალური  გამოსავალი. ეს მეთოდი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვა მადნების ფლოტაციის პროცესის ოპტიმიზაციისთვის.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ამ დარგში მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის. იგი სასარგებლო იქნება აგრეთვე მამდიდრებელი ფაბრიკების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.

image
დ. ნამგალაძე

მაგისტრალური ნავთობგაზსადენების
საიმედოობის და ეკოლოგიური
უსაფრთხოების ამოცანები

უაკ: 532.529

მსოფლიოში დღეს არსებობს ზედაპირული და გრუნტის წყლების, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემები, რაც საშიშროებას ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის. ნავთობსადენების (ასევე ნავთობპროდუქტსადენების) და გაზსადენების ავარიების შედეგად პროდუქტი ხვდება გრუნტში, აკვატორიასა და ატმოსფეროში. ასეთი მოვლენები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნას, უარყოფითად მოქმედებს ენერგეტიკული ობიექტების მოწყობილობაზე, მათი მუშაობის საიმედოობასა და ხანგამძლეობაზე. აქედან გამომდინარე, თეორია ან ექსპერიმენტზე დამყარებული მეთოდოლოგიურად გამართული თანამედროვე მოდელების შექმნა, რომელიც ეხება აღნიშნული პრობლემის შესწავლას, აქტუალურია. მონოგრაფია გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და მეცნიერ-მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხებით.

image
დ. ჩიქოვანი

ნახვრეტებიანი რკინაბეტონის ფილების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა

უაკ: 624.15.01:539.3

მონოგრაფიაში ფილების თეორიის საფუძველზე და განზოგადებული ფუნქციის თეორიის გამოყენებით პირველადაა გადაწყვეტილი მართკუთხა ფილის ამოცანა. ასევე, პირველად შემუშავდა შეზღუდული სიგრძის მქონე, მართკუთხა გეგმის ერთ-ერთი გვერდის პარალელური ერთი ჭრილის გაანგარიშების მეთოდი, რომელიც ასევე გამოიყენება ნახვრეტების გაანგარიშებისას, ვინაიდან ოთხ ჭრილს შეუძლია შექმნას შეკრული ოთხკუთხა კონტური, და, მაშასადამე, შექმნას ნახვრეტის იმიტაცია. აპროქსიმებული ფინქციების შესაბამისი შერჩევით შემოთავაზებულია ზღვრული პირობების გამოთვლის სხვადასხვა სახე.
წიგნი ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი საინტერესო იქნება შესაბამის სპეციალობაში მომუშავე მეცნიერი თანამშრომლებისთვისაც.

image
ლ. კლიმიაშვილი

წყლის მიწოდებისა და განაწილების
სისტემების საიმედოობა

უაკ: 628.1

განხილულია წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემების ნორმალური ფუნქციონირების პროცესი და გაუმართავი მდგომარეობის დახასიათება, საიმედოობის ძირითადი საკითხები, ნაგებობებისა და ელემენტების განმარტებები და მათი კომბინაციების საიმედოობის რიცხვითი მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები, წყლის მიწოდების რეზერვირების საკითხები, აგრეთვე ავარიებისა და მტყუნებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიღებისა და დამუშავების ხერხები.
მოცემულია დაპროექტების სტადიაზე და ექსპლუატაციის პროცესში წყალმომარაგების სისტემების ფუნქციონირების საიმედოობის უზრუნველყოფის ღონისძიებების კომპლექსური ანალიზი. 
შესწავლილია თბილისის წყალსადენის მილსადენების, მოწყობილობების საიმედოობის მაჩვენებლები და გაანალიზებულია მათი  პროგნოზისა და შეფასების შედეგები.
განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტების, მეცნიერ-მკვლევარების, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ორგანიზაციების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

image
ო. ვერულავა

ხელოვნური ინტელექტი ინტელექტუალური
აგენტების თეორია

უაკ: 612.821.3

თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო ლიტერატურაში ინტელექტუალური აგენტების თეორია პირველი ნაშრომია, რომელიც ქვეყნდება ქართულ ენაზე. მიუხედავად მეცნიერული დარგების მრავალფეროვნებისა, რომლებსაც განიხილავს ინტელექტუალური აგენტების თეორია, ნაშრომში, დიდი მოცულობის გამო არ არის მოცემული ხელოვნური ინტელექტის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა სახეთა ამოცნობის თეორია, ნეირონული ქსელების მოდელირება და სხვა. აქედან გამომდინარე, ავტორს მიაჩნია, რომ შემდგომში საჭიროა ამ ხარვეზის გამოსწორება, შესაბამისი შინაარსის ნაშრომების შემუშავებით და გამოცემით.

image
ზ. მიქაძე, ც. ნამჩევაძე, თ. ჭუმბურიძე

მასობრივი მომსახურების გამოთვლითი
სისტემების ანალიზი

უაკ: 681

გადაწყვეტილია რთული სამეცნიერო პრობლემა, როგორიცაა მაღალმწარმოებური, მტყუნებამდგრადი გამოთვლითი სისტემების სისტემური (ფუნქციონალური) დაპროექტების მეთოდებისა და თეორიის დამუშავება:
–უზრუნველყოფილია გამოთვლითი რესურსების არამწარმოებლური დანაკარგების ხარჯზე სისტემების მაქსიმალური გამტარუნარიანობა;
–განსაზღვრულია გამოთვლითი სისტემების მწარმოებლობა სიჭარბის შემცველი სისტემების როგორც ერთ, ისე მრავალქმედითუნარიან მდგომარეობაში ფუნქციონირებისას, ამოსახსნელი ამოცანის მახასიათებლების და მტყუნებათა სახეობების გათვალისწინებით;
–შეფასებულია და განსაზღვრულია ეფექტურობის მაჩვენებლები (რიგის სიგრძე, მოთხოვნის რიგში ყოფნისა და სისტემაში ყოფნის დრო);
–დადგენილია კონტროლის ოპტიმალური სახე.

image
ო. ვერულავა, რ. ხუროძე, თ. თოდუა

ქართული ნაბეჭდი სიმბოლოების
პრეპარირება

უაკ: 003.62:946.31

მონოგრაფიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის შემადგენელი ნაწილის, სახეთა ამოცნობის კლასიკური ამოცანა - ნაბეჭდი ტექსტების წინასწარი დამუშავების (პრეპარირების) საკითხები, ქართული ნაბეჭდი სიმბოლოების მაგალითზე. აღწერილია დაგლუვების, დავიწროებისა და გამოსახულების ფონური სტრუქტურებით ანალიზის პრობლემები, მონოგრაფიის ავტორების მიერ ამ ამოცანების ალგორითმული და პროგრამული გადაწყვეტა.
მონოგრაფია განკუთვნილია აღნიშნულ სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისათვის.

ბ. გვასალია

სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების
ოპტიმალური დაპროექტების მეთოდები

უაკ: 624.01

მონოგრაფიაში განხილულია სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების დაპროექტების ტრადიციული (კერძოდ, ცილინდრული  ზამბარის, შენობა-ნაგებობის ფუძის, სამღეროვანი სიმეტრიული წამწის, მართკუთხა, უბან-უბან მუდმივ განივკვეთიანი სვეტის და  ორტესებრი კოჭის პარამეტრების გაანგარიშების) მეთოდები, როგორც არაწრფივი მათემატიკური დაპროგრამების ამოცანები. მრავალი ცვლადის, მრავალექსტრემუმიანი მიზნის ფუნქციის გლობალური ექსტრემუმის მოსანახად გამოყენებულია ოპტიმიზაციის სტოქასტიკური, სახელდობრ, შემთხვევითი ძებნისა და სიმძიმის ცენტრების მეთოდები. აღნიშნული მეთოდები დასმულ ამოცანებს ყველაზე წარმატებულად გადაწყვეტენ.
ნაშრომში განხილული რეალური ამოცანების ამოხსნის თეორიულ მასალასთან ერთად დამუშავებულია კომპიუტერული პროგრამები. პროგრამების ფუნქციონირების საილუსტრაციოდ მოყვანილია რიცხვითი მაგალითები.
მონოგრაფია გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის, მეცნიერი მუშაკების, ინჟინერ-კონსტრუქტორების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის.

image
ს. ფირალიშვილი

გეომეტრიულ ნიველობაში დამოკიდებული
განაზომების გაწონასწორება

უაკ: 513

ნაშრომში განხილულია გეომეტრიულ ნიველობაში დამოკიდებული გაზომვების ჩატარების მეთოდები, თავისებურებანი, გამოყენების არეალი, უპირატესობანი და სირთულეები. განსაკუთრებული ყურადღება მიქცეულია ასეთი განაზომების მათემატიკური დამუშავებისადმი, რადგან სწორედ ამ მოქმედებების სირთულეა მიზეზი დამოკიდებულ განაზომებზე პრაქტიკაში უარის თქმის. განხილულია ასეთი გაზომვების თავისებურებანი, ყველა შესაძლებელი ვარიანტი და მათი გაწონასწორება რეკურენტულ-პარამეტრული ხერხით. დეტალურადაა განხილული დამოკიდებული და დამოუკიდებელი გაზომვებით შექმნილი გეომეტრიული ნიველობის ქსელების გაწონასწორება. ყველა მეთოდში დადგენილია დადებით-უარყოფითი მხარეები და მოცემულია გაწონასწორების თანმიმდევრობა, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ყველა მეთოდისათვის ერთი კომპიუტერული პროგრამა და გამარტივდეს ასეთი კომბინირებული გაზომვების მათემატიკური დამუშავება რიგითი საინჟინრო პერსონალისათვის.

მ. ივანიშვილი

სამრეწველო ფირმის მენეჯმენტი გარდამავალი
ეკონომიკის პირობებში (ქ. თბილისის
სამრეწველო საწარმოების
მაგალითზე)

უაკ: 33:339.15

მონოგრაფიაში განხილულია საქართველოში გარდამავალი ეკონომიკის დამახასიათებელი ნიშნები; გაანალიზებულია საქართველოს მრეწველობაში განხორციელებული რეფორმები; დამუშავებულია სამრეწველო ფირმაში მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების კონცეპტუალური საფუძვლები; მოცემულია სამრეწველო ფირმის მენეჯმენტის შეფასება და მართვის ორგანიზაციის მიკროეკონომიკური ანალიზი; ფირმის მმართველობითი პოტენციალის ანალიზისას ყურადღება გამახვილებულია მენეჯმენტის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე; მოცემულია საწარმოში პერსონალის მართვის კონცეფცია და პერსონალის მართვის პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული მეთოდები და საშუალებები; დასაბუთებულია სამრეწველო საწარმოების ოპერაციათა მენეჯმენტის სისტემის განვითარების თანამედროვე ტენდენციები საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდისათვის; დამუშავებულია ფირმის მართვის ფუნქციური სისტემების ოპტიმიზაციის ძირითადი მახასიათებლები და საწარმოში მისი სრულყოფის მიმართულებები; დასაბუთებულია გარდამავალი ეკონომიკის პირობებში სამრეწველო საწარმოთა სტრატეგიის მართვის სრულყოფის აუცილებლობა და განსაზღვრულია მისი ძირითადი მიმართულებები; დამუშავებულია ქ. თბილისის სამრეწველო საწარმოთათვის გლობალური მენეჯმენტის სრულყოფის სტრატეგია.
გამოკვლევის შედეგებს აქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. კვლევის შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებული კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

გ. შარაშენიძე

რეფრიჟერატორული ვაგონის კომპრესორის
შემსრულებელი გადაცემის დინამიკური
გამოკვლევა

უაკ: 625.23./.25

მონოგრაფიაში გამოკვლეულია რკინიგზის რეფრიჟერატორული ვაგონის მაცივარი მანქანის კომპრესორის შემსრულებელი გადაცემის მახასიათებელი პარამეტრების დინამიკა. რეალური დინამიკური ფონის მიღების მიზნით შექმნილია გადაცემის დინამიკური მოდელი ღრეჩოებით სამ სახსრულ შეერთებაში. ჩამოყალიბებულია კვლევის ზოგადი თეორიული დებულებანი დამატებით მოძრაობათა განზოგადოებული ძალებისა და კოორდინატების გათვალისწინებით. მიღებულია გადაცემის დამატებით მოძრაობათა დიფერენციალური განტოლებები კინემატიკური, ძალური და განზოგადოებული პარამეტრების ცვლილებების შესაბამისად. ჩატარებულია კვლევის თეორიულ შედეგებზე აგებული პროგრამის მიხედვით მანქანური გაანგარიშებანი და მოცემულია რეკომენდაციები კომპრესორის საიმედო მუშაობის შესახებ ოპტიმალური ღრეჩოსა და დინამიკური დატვირთვების მხედველობაში მიღებით.
წიგნი სარგებლობას მოუტანს დოქტორანტებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, ასევე მეცნიერების მუშაკებს, ვინც დაინტერესებულია ვაგონების დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის საკითხებით.