უაკ 615.851
ISBN 978-9941-28-016-0 (PDF)
104 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში განხილულია შრომის ფსიქოლოგიის ზოგადი საფუძვლები, კვლევის მეთოდები, შრომისუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები, საწარმოო შრომის პირობებში წარმოქმნილი გარემო ფიზიკური პარამეტრების გავლენა ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ შესაძლებლობებზე, შრომითი ქცევის თავისებურებები, პროფესიული ვარგისობის ფსიქოდიაგნოსტირების მეთოდები, მართვის სისტემებში ადამიანისა და მანქანის ფუნქციათა განაწილების პრინციპი, ადამიანი-ოპერატორის სანდოობა და შეცდომები, „ადამიანი-მანქანა“ სისტემის ძირითადი მახასიათებლები, პროფესიული სტრესის განვითარების სტადიები და ადაპტაციის ფაზები,მრეწველობაში არსებული მძიმე სამუშაო გარემო პირობების გავლენა ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე, დაღლილობის ფსიქოანალიზური თეორიები და შრომის ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნები.ასევე მოცემულია, ექსტრემალურ პირობებში ადამიანის მოქმედების თავისებურებები, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების ფსიქოლოგიური გავლენა ადამიანზე, ექსპერიმენტული მუშაობის მეთოდიკა ოპერატორის ფსიქოფიზიოლოგიური ფაქტორების განსაზღვრისათვის.სალექციო კურსი, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „საინჟინრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. იგი შედგენილია აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით.ის დიდ დახმარებას გაუწევს შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.