უაკ 551.7
ISBN 978-9941-28-020-7 (PDF)
184 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში განხილულია სტრატიგრაფიის ადგილი სხვა გეოლოგიურ მეცნიერებებს შორის, მისი ისტორიის ძირითადი ეტაპები. სალექციო კურსი ეძღვნება სტრატიგრაფიული მეთოდების პრაქტიკული გამოყენების საკითხებს, რომელიც დაფუძნებულია შრეებრივი ქანების შედგენილობაზე, მათ ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებლებზე და მათში დაცული უძველესი ორგანიზმების ნაშთებზე. სპეციალური თავი ეძღვნება სტრატიგრაფიაში დროის საერთო პრინციპებსა და პრობლემას. დეტალურადაა განხილული თეორიული საფუძვლები, თითოეული მეთოდის, მათ შორის თანამედროვე, პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები და მათი შეზღუდვები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრატიგრაფიის წამყვან მეთოდს – ბიოსტრატიგრაფიულს და შემთხვევებს, რომლებიც ართულებენ სტრატიგრაფიულ აგებებში პალეონტოლოგიური მასალის გამოყენებას. ცალკეული თავები ეძღვნება სტრატიგრაფიული დანაყოფების განხილვას, მისი კლასიფიკაციის საკითხებს და ტერმინოლოგიას.სალექციო კურსი განკუთვნილია გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. სასარგებლო იქნება ასევე გეოლოგების ფართო წრისათვის, რომლებიც სწავლობენ შრეებრივ დასტებს.