დ. მაგრაქველიძე

ალბათობის მეთოდები
ინფორმატიკისათვის

image

უაკ 519.21:681.3

ISBN 978-9941-28-044-3 (PDF)

264 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსის შესწავლის საგანია მიღებული ინფორმაციის დამუშავება – გარკვეულ თანამიმდევრულ მოქმედებათა ალგორითმების დახმარებით ერთი რაიმე საინფორმაციო ობიექტის შესახებ ინფორმაციის გარდაქმნის საფუძველზე სხვა საინფორმაციო ობიექტზე ინფორმაციის მიღება. 
დამუშავება არის ერთ-ერთი ძირითადი ოპერაცია ინფორმაციებზე და ემსახურება რეალობის ადეკვატური მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებას.
დასახული მიზნის მიღწევისათვის წინამდებარე სალექციო კურსის შესწავლის ძირითადი საგანია ალბათობის თეორიის იმ ელემენტების, მათი თვისებებისა და მათზე მოქმედებების შესწავლა, რომლებიც საშუალებას იძლევიან ბაიესის ქსელის გამოყენებით გადაწყდეს მრავალი ფინანსური და სხვა პრაქტიკული ამოცანა.
ყოველ თეორიულ მსჯელობას თან ახლავს პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები, რომელთა ამოხსნები უფრო განამტკიცებს მიღებულ თეორიულ ცოდნას.
სალექციო კურსი სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის და ინფორმატიკის პრობლემებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.