უაკ 512.83
ISBN 978-9941-20-984-0
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.12.2017
წიგნის პირველ ნაწილში განხილულია დამყარებული რეჟიმების ანალიზის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც იყენებს მატრიცული ალგებრისა და ტოპოლოგიური ანალიზის ელემენტებს, აწარმოებს რეჟიმის პარამეტრების გაანგარიშებას ძაბვის სხვადასხვა საფეხურიან ქსელში ტრანსფორმაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით.მეორე ნაწილი ეთმობა არასიმეტრიული რეჟიმების ანალიზსა და მისი პარამეტრების გაანგარიშების მეთოდების ჩამოყალიბებას. წარმოდგენილი მეთოდი განსხვავებულია არსებული მეთოდებისაგან. იგი იძლევა ერთდროული არასიმეტრიული დაზიანების ანალიზისა და გაანგარიშების საშუალებას.მოცემული რთული ავარიული რეჟიმების გაანგარიშების მეთოდი იყენებს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი კოსტანიანის მიერ შემოთავაზებულ პრინციპს – არაერთ ფაზა დაზიანებების წარმოდგენა ერთფაზა დაზიანებების ზედდებით. დამუშავებული გვაქვს ამ მეთოდის შემდგომი განვითარება და სათანადო მათემატიკური აპარატი, მიღებული გვაქვს ერთდროული ასიმეტრიების აღმწერი მათემატიკური მოდელი.მონოგრაფია განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.