უაკ 637:665.11:351.773
ISBN 978-9941-28-146-4 (PDF)
104 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში მოყვანილია ზოგადი ცნობები ცხოველური ნედლეულისგან საკვები პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ. აქ განხილულია ხორცისა და ხორცპროდუქტების ზოგადი ტექნოლოგია; პროდუქტების დაბალ ტემპერატურაზე შენახვის საკითხები; ხორცის დამარილების, შაშხის გამოყვანისა და შებოლვის, აგრეთვე ხორცის ნახევარფაბრიკატების და ხორცის კონსერვების ტექნოლოგიები. სალექციო კურსში აგრეთვე მოცემულია რძისა და რძის პროდუქტების, კვერცხისა და კვერცხის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია.გამოცემა განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის აგრეთვე გამოადგებათ მექანიკისა და კვების ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებს, მაგისტრანტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.