გ. გორდეზიანი

შენადნობთა სისტემებში მიმდინარე ფაზური
გარდაქმნების კომპიუტერული
მოდელირება

image-1

უაკ 681.3

ISBN 978-9941-28-167-9 (PDF)

88 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში „შენადნობთა სისტემებში მიმდინარე ფაზური გარდაქმნების კომპიუტერული მოდელირება“ სრულყოფილად არის გადმოცემული ფაზური გარდაქმნების თერმოდინამიკურ-კომპიუტერული მოდელირების როლი ეკონომიურად ლეგირებული, ოპტიმალური ფაზური შედგენილობების შენადნობთა შემუშავების პროცესში და მისი უპირატესობა მინიმალური რაოდენობის ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობით. აგრეთვე გაშუქებულია მრავალკომპონენტიანი შენადნობების თერმოდინამიკური კვლევის საკითხები კომპიუტერული მოდელირებით და მათი ფაზური დიაგრამების აგების მეთოდოლოგია ექსპერიმენტულ ანალოგებთან შედარების კრიტერიუმით. აღნიშნულ მეთოდიკაში აღსანიშნავია კატასტროფების თეორიის სტანდარტული ფორმების გამოყენება გიბსის თერმოდინამიკური პოტენციალის პოლინომიური ფორმის დადგენისას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფაზური დიაგრამების გამოთვლის სიზუსტეზე.
გამოცემა განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.