უაკ 615.478
ISBN 978-9941-14-353-3 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-908-6 (მესამე ნაწილი)
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.03.2017
სახელმძღვანელოში განხილულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდის ფიზიკური საფუძვლები, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. მაგნიტურ-რეზონანასული ტომოგრაფია (მრტ) არის ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მაღალი ხარისხის გამოსახულებების მისაღებად და დაფუძნებულია ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის, სპექტროსკოპიის მეთოდებზე, რომლებიც გამოიყენება მეცნიერების მიერ მოლეკულების ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესასწავლად. მან განვითარება პოვა გამოსახულების ტომოგრაფიული ასახვიდან მეთოდამდე, როდესაც შესაძლებელი გახდა გამოსახულების მოცულობითი ასახვა. სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს სტუდენტს შეისწავლოს მრტის მუშაობის პრინციპები, როგორც მიკროსკოპულ, ისე მაკროსკოპულ დონეზე, ასევე გამოსახულებების ფორმირების სისტემები. გადამწოდების მოქმედების პრინციპები, გამოსახულების დამუშავების აპარატურული საშუალებები.წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის რომლებიც სწავლობენ სპეციალობებზე: „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, „სამედიცინო ფიზიკა“, ასევე ელექტრონული ინჟინერიის და სამედიცინო პროფილის სტუდენტების და ჯანდაცვის სფეროს პროვაიდერებისათვის, ვისაც პროფესიული შეხება აქვს სამედიცინო ვიზუალიზაციის და ინსტრუმენტაციის სისტემებთან.