ლ. ბოცვაძე, ო. გელაშვილი, დ. შარაბიძე

მიწოდებათა ჯაჭვის მენეჯმენტი

image-1

უაკ 658.78(075)

ISBN 978-9941-20-988-8

752 გვერდი

დამტკიცების თარიღი 06.12.2017


 

მონოგრაფიაში დამუშავებულია საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკის სისტემის მიწოდებათა ჯაჭვების ორგანიზაციულ-ფუნქციური სტრუქტურის კვლევის მეთოდოლოგია, რომელშიც ჩამოყალიბებულია მისი შექმნისა და განვითარების პრინციპები.
SCM-ის კონცეფცია არის ბიზნესის სტრატეგია მიწოდებათა ჯაჭვში. საქმიანობის ყველა სახის დაგეგმვა და მართვა წარმოადგენს ინტეგრალური ლოგისტიკის კონცეფციის ბუნებრივ გავრცელებასა და განვითარებას ფუნქციათა და ორგანიზაციათა შორის ლოგისტიკის კოორდინაციის თვალსაზრისით. SCM არის საკვანძო ბიზნესპროცესების მართვა.
მონოგრაფიაში წარმოდგენილი მასალა დაფუძნებულია მიწოდებათა ჯაჭვის მართვის ლოგისტიკის ოპერაციების ჩატარების სისტემური მართვის უცხოურ გამოცდილებაზე. მათი უნიკალურობა და ორიგინალობა ლოგისტიკის ორგანული პრობლემების კომპლექსური განხილვა და გადმოცემაა მიწოდებათა ჯაჭვების კოორდინირებული და ინტეგრალური ურთიერთკავშირი. განხილულ დებულებებს გარდა აკადემიური დანიშნულებისა სამეცნიერო მეთოდოლოგიური მნიშვნელობაც აქვს: მასში გადმოცემულია ეროვნული საექსპორტო პროდუქციის გლობალური მიწოდებათა ჯაჭვის აგების მეთოდოლოგიური საფუძვლები ინტერმოდალიზმის, სატრანსპორტო დერეფნებისა და მიწოდებათა ჯაჭვების კონტეინერმზიდებით საკონტინენტთაშორისო ტრანსპორტების ასპექტში.
მონოგრაფია შედგება შვიდი ნაწილისაგან: შესავალი მიწოდებათა ჯაჭვების მართვაში; კონკურენცია ლოგისტიკის საფუძველზე განვითარებულ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში; ოპერაციები ლოგისტიკაში; მიწოდებათა ჯაჭვების ინტეგრაცია; მიწოდებათა ჯაჭვების საკვანძო ბიზნესპროცესების მართვის საფუძვლები: საინფორმაციო სისტემები მიწოდებათა ჯაჭვებში, მომავლის ლოგისტიკა.
მონოგრაფია სრულყოფილად აღწერს მიწოდებათა პროცესში მიმდინარე ყველა ბიზნესპროცესს. იგი ხელს შეუწყობს მიწოდებათა პროცესში მომავალი ლოგისტიკის პერსონალის შემდგომ პროფესიულ ზრდას ახალი, მოწინავე მომავლის შექმნის თვალსაზრისით.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სატრანსპორტო ლოგისტიკის, ბიზნესადმინისტრირების, სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. მონოგრაფია ორიენტირებულია საქმიანი ადამიანების ფართო აუდიტორიაზე, რომლებიც დაკავშირებულია მიწოდებათა ჯაჭვების მართვასთან, წარმოებასთან, ხელმძღვანელობასთან, თანამშრომლებთან, სატრანსპორტო-საექსპედიციო ფირმების, კომპანიათა მწარმოებლების, სავაჭრო კომპანიების, განსაკუთრებით შესყიდვების განყოფილების, მიწოდებისა და ლოგისტიკის განყოფილების მენეჯერებთან.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები