უაკ 631.6
ISBN 978-9941-28-331-4 (PDF)
78 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში მოცემულია მელიორაციის განვითარების მოკლე ისტორიული ცნობები; ჰიდროტექნიკური მელიორაციის სახეები და მათი გამოყენების პირობები; მიმოხილულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის სახეები, რწყვის რეჟიმი; მოცემულია სარწყავი ჰიდრომოდულის გაანგარიშების მეთოდები; ცალკეული კულტურების რწყვის წესები; სარწყავი სისტემის ელემენტებისა და სარწყავი სისტემის წყალმიმღების გაანგარიშების წესები; გაკეთებულია სარწყავი სისტემის არხების კლასიფიკაცია; განხილულია დროებითი სარწყავი ქსელი, ნაგებობები და გზები სარწყავ ქსელზე; რწყვის წესები და მათი შერჩევის მეთოდები ზედაპირული რწყვის დროს; მიმოხილულია დაწვიმებით მორწყვის სისტემები და ლიმანური მორწყვის წესები; განხილულია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა სარწყავი ტერიტორიის ორგანიზაციის, სარწყავი ფართობის მოსწორების (მოშანდაკების) საკითხები; მოცემულია სარწყავ ქსელში წყლის დანაკარგების და სარწყავი სისტემის მარგი ქმედების კოეფიციენტის (მქკ) გაანგარიშების წესები; წყლის მექანიკურ მოქმედებასთან ბრძოლის ღონისძიებები; დამლაშებული ნიადაგის მელიორაციის საკითხები. სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის და იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროინჟინერიის, სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების, ჰიდროლოგიის განხრით.