უაკ 547
ISBN 978-9941-28-285-0 (PDF)
138 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.06.2018
სალექციო კურსში თანამიმდევრულად არის განხილული ახალი საწარმოების გენეზისის მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ კი, დაპროექტების სტადიები, საპროექტო დოკუმენტაციის ძირითადი სახეები, საწარმოთა როგორც ტექნოლოგიური, ისე ტექნიკური დაპროექტების საკითხები, ტექნოლოგიური პროცესების გაანგარიშების, კონტროლის, რეგულირების და კომპიუტერულად ინტეგრირებული ავტომატიზებული მართვის სისტემების საფუძვლები.ნაშრომში განხილულია აგრეთვე ბიზნესგეგმის კონცეფცია, საინვესტიციო სამართალწარმოება, პროექტების შეთანხმება, ექსპერტიზა და დამტკიცება, საქართველოში დღეს მოქმედი სტანდარტებისა და მეტროლოგიის საკითხები. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის. ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობა შეუძლია საწარმოთა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.