უაკ 671.12:739
ISBN 978-9941-28-316-1 (PDF)
120 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსი „საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული კონსტრუირება“ შედგენილია შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით, რომელიც სტუდენტს შეასწავლის საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული სახის ფორმირების განვითარების ეტაპებსა და თანამედროვე ტენდენციებს; საერთაშორისო და სამამულო მაგალითებზე დაყრდნობით, საიუველირო ნაკეთობათა მხატვრული კონსტრუირების პრაქტიკაში არსებული სტილისტური მიმდინარეობების ძირითად თავისებურებებსა და ნიშან-თვისებებს; საიუველირო ნაკეთობის მხატვრული კონსტრუირების ხერხებსა და მეთოდებს.გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის.