უაკ 004.896
ISBN 978-9941-28-363-5 (PDF)
60 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.06.2018
ნაშრომში აღწერილია სიმულაციური პროგრამა PROTEUS VSM-ის, გამოყენების სფერო, ხელმისაწვდომია ელემენტების მოდელების უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომლის შევსებაც შეუძლია თვითონ მომხმარებელს, ბუნებრივია ამისათვის საჭირო ელემენტების მუშაობის გამოწვლილვით ცოდნა და დაპროგრამების უნარის ქონა. აქვე განხილულია Arduino IDE-ს გარემო, Arduino IDE-ს დაყენება Windows-ში, დაპროგრამება Arduino-ში. განხილულია მიკროკონტროლერები Atmega, რომლებიც გამოიყენება Arduino-ში, აგრეთვე მიკროკონტროლერები ATmega168, ATmega328, ATmega1280, ATmega2560, რომლებიც გამოიყენება Arduino-ს პლატფორმებზე.მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული მეცადინეობისათვის განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. გამოცემით შესაძლებელია აგრეთვე ისარგებლოს იმ დაინტერესებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა პერსონალმა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწევა საწარმოო მანქანების კონსტრუირებას და ექსპლუატაციას.