თ. აგლაძე, მ. დონაძე

გარემოსდაცვითი ელექტროქიმიური ტექნოლოგიები

image-1

უაკ 53.083.75:66.087

ISBN 978-9941-28-256-0 (PDF)

104 გვერდი

დამტკიცების თარიღი 29.06.2018


 

სალექციო კურსში მოცემულია გარემოში არსებული ბუნებრივი და ანთროპოგენური დამაბინძურებლების გავლენა გარემოს ძირითად კომპონენტებზე - ჰაერი, წყალი, ნიადაგი (ბიოტა). წამოჭრილია ყველა ეკოლოგიური პრობლემა, რაც გავლენას ახდენს გარემოზე. გადმოცემულია დამაბინძურებლებისაგან გაწმენდის ელექტროქიმიური მეთოდების ადგილი და როლი ბუნებისდაცვით ღონისძიებათა კომპლექსში.
განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო და ჩამდინარე წყლების დამაბინძურებლები, მათი ბუნება და წარმოშობა-გავრცელების წყაროები. აღწერილია წყლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და სასმელი წყლის სტანდარტები.განხილულია ჩამდინარე წყლების გაწმენდის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია. დაწვრილებით არის აღწერილი მძიმე ლითონებით და სხვა ორგანული და არაორგანული ნაერთებით დაბინძურებული წყლის გაწმენდის პირდაპირი და არაპირდაპირი ელექტროქიმიური მეთოდები. სალექციო კურსში აგრეთვე აღწერილია წყლის გაწმენდა ელექტროქიმიურად გენერირებული მჟანგავების მეშვეობით. ახსნილია ფენტონის რეაქციის ქიმიზმი. წარმოჩენილია სორბციული, მემბრანული და ნანოტექნოლოგიების როლი წყლის გაწმენდის პროცესში. შეფასებულია თითოეული მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები