თ. ქორთუა

სატელეკომუნიკაციო სიხშირეთა სპექტრის მართვისა და რეგულირების საფუძვლები
(9kHz-300GHz) სიხშირეთა ფარგლებში

image-1

უაკ 535.853:543.42

ISBN 978-9941-28-406-9

198 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში განხილულია რადიოსიხშირეთა სპექტრის მართვის ადმინისტრაციული, თეორიული და პრაქტიკულ-ინჟინრული აქტუალური საკითხები, როგორიცაა: სიხშირული დიაპაზონების დახასიათებები; სიხშირეთა საერთაშორისო რეგულირება; რადიოსიხშირული დიაპაზონების დაყოფა სიხშირულ ზოლებად, პრაქტიკული გამოყენების მიზნით; რადიოსიხშირეთა გავრცელების მოდელები და მათი თავისებურებები; მოცემულია რადიოსიხშირული გეგმების შედგენა რადიოგამოსხივების კლასების შესაბამისი სისტემებისთვის; განხილულია რადიოსიხშირულ ზოლში სიხშირული არხების ფორმირება თანაბარი, არათანაბარი და ერთგვაროვანი განაწილების მეთოდებით, ასევე რადიოსიხშირული რესურსის მართვის და რეგულირების იურიდიული საფუძვლები, სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი; სიხშირეთა მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების ადმინისტრაციული და სპექტრული ინჟინერიის ამოცანების პრაქტიკული განხორციელება, სხვადასხვა სიხშირული დაგეგმარების გაანგარიშება.
სალექციო კურსი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის (ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები), რომლებიც შეისწავლიან რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვისა და რეგულირების თეორიულ, პრაქტიკულ და ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ საფუძვლებს.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები