უაკ 622.232.8
ISBN 978-9941-28-411-3 (PDF)
117 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში მოცემულია სამთო საწარმოთა მიწისქვეშა ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული სატრანსპორტო მანქანებისა და დამხმარე მოწყობილობების თეორიის საფუძვლები და გაანგარიშება. განხილულია თვითოეული მანქანა-დანადგარის მოქმედების პრინციპი, საიმედოობისა და უსაფრთხო მუშაობის ნორმების გათვალისწინებით, წარმოდგენილია მათი სრულყოფის გზები და პერსპექტივები. სალექციო კურსი უზრუნველყოფილია პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდიკური მითითებებით და შესასწავლი სიდიდეების გამზომი აპარატურით. სალექციო კურსის შესწავლის პროცესში გათვალისწინებულია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შახტა-ლაბორატორიის მანქანა-მექანიზმები.ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო სპეციალობის სტუდენტებისა და სამთო საწარმოში მომუშავე პირთათვის.