უაკ 636/639
ISBN 978-9941-28-040-5
184 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.12.2017
მონოგრაფიაში ასახულია ცხოველთა მოვლა-მოშენების ტრადიციები და მასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: რიტუალები და წესჩვეულებები, ცხოველთა კვება, ცხოველთა ჯიშები, სათიბ-საძოვრების გამოყენების ხასიათი, ცხოველთა სადგომები, მესაქონლეობის ფორმები, ცხოველთა მკურნალობის საშუალებები. ნაშრომში დიდძალი მასალაა გაანალიზებული, აღწერილია ცხოველთა საკვები მცენარეების თვისებები და მოცემულია შედეგები; ასევე მოცემულია ცხოველთა მცენარეული წამლებით მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. შეგროვილი ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე დასაბუთებულია მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე. ნაჩვენებია ის წვლილი, რაც მიუძღვით ჩვენს წინაპრებს მეცხოველეობის განვითარების საქმეში. დავიწყებისგან დაცულია მეცხოველეობის დარგში ჩვენი ქვეყნის მიღწევები.ნაშრომი განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტების, მეცხოველეობის დარგის სპეციალისტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.