უაკ 621.9:621.906
ISBN 99940-56-68-9 (PDF)(ყველა ნაწილი); 978-9941-28-296-6 (PDF) (მესამე ნაწილი)
27 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.06.2018
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის პრაქტიკული და ინდივიდუალური სამუშაოების შესასრულებლად. მისი მიზანია სტუდენტებს განუმტკიცოს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.მეთოდიკური მითითება დახმარებას გაუწევს სტუდენტებს მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგიის საკურსო პროექტის, აგრეთვე სასწავლო კურსების მასალების ჭრით დამუშავების, მჭრელი იარაღების და დარგობრივი სამრეწველო საწარმოო პროცესების პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას. მასში მოყვანილი მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამრეწველო საწარმოთა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სპეციალისტთა მიერ სხვადასხვა საინჟინრო ამოცანის გადაწყვეტისათვის.