თ. იაშვილი, ე. ბარათაშვილი, გ. იაშვილი, შ. დოღონაძე

მომსახურების სფეროს მენეჯმენტი

image-1

უაკ 338.46

ISBN 978-9941-28-586-8

329 გვერდი

დამტკიცების თარიღი 25.12.2019


 

უკანასკნელ წლებში მომსახურება თანდათან იქცა სულ უფრო მზარდი რაოდენობის ადამიანთა შრომის მნიშვნელოვან შედეგად, ხოლო მომსახურების მიღება ადამიანების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ყველაზე მეტად გავრცელებულ საშუალებად. ეკონომიკის განვითარების თანამედროვე პერიოდს ხშირად „მომსახურების ეკონომიკად“ განსაზღვრავენ.

მოცემულ სახელმძღვანელოში განხილულია: მომსახურების არსი და მისი ადგილი ეკონომიკურ სისტემაში; მომსახურების წარმოების მიზნები; მომსახურების წარმოების რესურსები; მარკეტინგის თავისებურებები მომსახურების სფეროში; ინოვაციები მომსახურების სფეროში; მარკეტინგის სტრატეგიული მართვის საფუძვლები; ფასთწარმოქმნა მომსახურების სფეროს ორგანიზაციებში; კონკურენტული უპირატესობის ფორმირების თავისებურებები და ა. შ.

ნაშრომი მომზადებულია უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. წარმოდგენილი თეორიული მასალა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დიდ გამოცდილებას ეყრდნობა, ვფიქრობთ, კარგი დამხმარე იქნება მომსახურების სფეროში მენეჯმენტით დაინტერესებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მომსახურების სფეროს ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები