ნ. შავიშვილი, მ. დავითაია

კოდები და ნიშნები არქიტექტურაში


image

უაკ 681.3.04

ISBN 978-9941-28-602-5

125 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სახელმძღვანელო ეძღვნება კოდებსა და ნიშნებს არქიტექტურაში, თუმცა არ განიხილავს მათ უძველესი პერიოდიდან, არამედ ფოკუსირებას ახდენს მოქმედ სისტემებზე, წარმოაჩენს მათ ისტორიულ წანამძღვრებს და ადგილს უთმობს მათი მნიშვნელობის აღწერას. კოდებისა და ნიშნების თემა კარგადაა გაშუქებული მსოფლიო ლიტერატურაში, ავტორთათვის მისაწვდომმა უხვმა მასალამ განაპირობა ამ სახელმძღვანელოს დაწერა ქართველი საზოგადოებისთვის, რაც პირველი მოკრძალებული მცდელობაა ქართულ ლიტერატურაში აღნიშნული საკითხის ცალკე წიგნად გაშუქების.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისთვის, მოქმედი არქიტექტორებისთვის, ხელოვნებათმცოდნეებისთვის, თანამედროვე არქიტექტურის თეორიით დაინტერესებულთათვის და მკითხველთა ფართო წრისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები