უაკ 615
ISBN 978-9941-28-706-0
896 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.12.2017
ნაშრომში, რომელშიც ქრონოლოგიური პრინციპი კარგადაა შეხამებული თემატურ პრინციპთან, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების აღქმას მკითხველი მოახდენს მათ ტოქსიკურ ანალიზთან ერთიან კონტექსტში. იგი გაეცნობა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, პირველადი (ვიტამინები, ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები) და მეორეული (ალკალოიდები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები) ბიოსინთეზის პროდუქტებს, ორგანიზმების თვისებით და რაოდენობრივ შედგენილობას ანუ ბიოლოგიური მაკრომოლეკულების სტრუქტურას და დაბალმოლეკულურ მარეგულირებლებს. შეიძლება ითქვას, რომ ქიმიის ეს ნაწილი პირველი საფეხურია ბიოლოგიური ქიმიის შესასწავლად, რადგან, როგორც ვიცით, ბიოლოგიური ქიმია შეისწავლის ცოცხალ მატერიაში შემავალი ნივთიერებების ქიმიურ აღნაგობას და ფუნქციებს, მათ გარდაქმნას მეტაბოლიზმის პროცესში, აღწერს როგორ მუშაობენ ბიოლოგიური სისტემები.
რაც შეეხება ბანების ქიმიას, შეიძლება ის ჩაითვალოს გამაერთიანებელ რგოლად ბიოლოგიასა და ქიმიას შორის, ამ დარგის გაცნობისას იკვეთება მსგავსება (აღმატებულ ხარისხში) და განსხვავება ცოცხალ სისტემებსა და მათ ქიმიურ შედგენილობას შორის.
ნაშრომში მოცემულია ნივთიერებების კლასიფიკაცია ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით. ანალოგიურად არის განხილული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცია ფიზიოლოგიური აქტივობის მიხედვით. ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები შეიძლება პირობითად 3 ჯგუფად დავყოთ: 1. ბუნებრივი, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის კომპონენტები; 2. ბიოლოგიური ან ქიმიური (ანთროპოგენური) წარმოშობის კონტამინანტები - დამაბინძურებელი აგენტები; 3. საკვები დანამატები და საღებრები. ნაშრომში თითქმის ყველა ეს ნივთიერება საინტერესოდაა განხილული.
სტუდენტებისათვის საინტერესოდ არის მიწოდებული ნივთიერებების ტოქსიკოლოგიური ანალიზის როლი, და არა ქიმიური ანალიზი. გასაგებად არის დამუშავებული საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სპეციფიკური ეფექტების საფუძველზე. აგრეთვე სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების საშიშროების კლასიფიკაცია სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების საფუძველზე.
დამხმარე სახელმძრვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო წრისთვის.