ი. მარგალიტაძე, ე. გეგეშიძე

სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციები
და საზღვაო საქმე

image-1

უაკ 656.61

ISBN 978-9941-20-686-3

163 გვერდი

დამტკიცების თარიღი 24.06.2016


 

გეოგრაფიულმა მდებარეობამ საქართველო მოაქცია მსოფლიოს გეოსტრატეგიულ ინტერესთა სფეროში. ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალი ფორმების წარმოქმნა ახალ მოთხოვნებს უყენებს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემას. დგება სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა: ქვეყნის ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაში, მისი განვითარების უზრუნველმყოფი, ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნის, ფორმირებისა და შემდგომი განვითარების პროცესთა მართვის სისტემის ჩამოყალიბება. პრობლემათა შორის მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შექმნილი რთული ვითარება, რომლის გადაჭრას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებისა და მსოფლიო ეკონომიკასთან საქართველოს ინტეგრაციისთვის.
საზღვაო ნაოსნობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში, ვინაიდან ცენტრალური ადგილი უჭირავს ტვირთის გადასაზიდად ერთიანი გლობალური სატრანსპორტო სისტემის ფორმირებაში. მსოფლიო ოკეანე დედამიწის ყველაზე დიდი სატრანსპორტო არტერიაა, რომლითაც ხდება უმეტესი ექსპორტი მთელ მსოფლიოში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საზღვაო სანაპიროს თავისი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით. ევრაზიული სატრანსპორტო სისტემის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საზღვაო პორტების ტვირთგამტარობის უნარსა და ეკონომიკურ-ეკოლოგიურ მონაცემებზე. საქართველო, რომელიც ერთიან ევრაზიულ სივრცეში ფორმირებისკენ ისწრაფვის, დედამიწის ორი ნაწილის-ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არეალის თავისებურ ცენტრად გვევლინება.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო, კერძოდ საზღვაო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე გამოადგება ამ საქმით დაინტერესებულ პირებს.

 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები