ქ. გიორგობიანი

პროფესიული ეთიკა


image-1

უაკ 174

ISBN 978-9941-28-787-9 (PDF)

128 გვერდი

დამტკიცების თარიღი 07.07.2021


 

სალექციო კურსის მიზანია პროფესიული ეთიკის არსის, ბუნების, ძირითადი კატეგორიების, მორალისა და ზნეობის ნორმების დაცვის უნარ-ჩვევების შესწავლა, პროფესიულ საქმიანობაში მათი გამოყენების აუცილებლობის გაცნობიერება; საუბარია ჟურნალისტის პროფესიულ-ეთიკური პოზიციისა და პროფესიული ტაქტის, ჟურნალისტური მოღვაწეობის ზნეობრივი პრინციპების, ჟურნალისტის უფლებებისა და მოვალეობების, მედიის ეთიკური განზომილებების, მედიის თვითრეგულირების მექანიზმების, მედიის ბუნების და გავლენის, ზნეობრივი პრინციპების დაცვის აუცილებლობის შესახებ; გამორჩეული ყურადღება ეთმობა ეთიკურ კოდექსებს, რომლებიც ხელს უწყობს პროფესიული მორალის, ზნეობრივი ნორმების, უმაღლესი სტანდარტების დაცვას ჟურნალისტური მოღვაწეობის პროცესში და თეორიული სამეცნიერო ცოდნის გარდა მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც; ასევე გაანალიზებულია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების შესახებ; მოწოდებულია ცნობები პროფესიულ-ეთიკური კატეგორიების პრინციპების დაცვის მდგომარეობის შესახებ თანამედროვე ქართულ კომუნიკატივისტიკაში; საგანგებო ადგილი ეთმობა მსჯელობას დამოუკიდებელი მედიასაბჭოს და პრესომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ, რომელთა არსებობა არის გარანტი იმისა, რომ მედიის პროფესიული სტანდარტების დეკლარირებული ნორმები დაცული იქნება და რეაგირების გარეშე არ დარჩება ის ფაქტები, რომელიც ზნეობრივ-ეთიკური კანონების დარღვევასთან ასოცირდება, ასევე გარანტირებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ახალი ტექნოლოგიების დაუფიქრებლად გამოყენებას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს და მედიასაშუალება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. სიახლის შესაბამისად ეთიკური პრობლემებისადმი მიდგომაც შეიცვალა. სალექციო კურსში ამაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

ყოველი თემის შემდეგ, ცოდნის შემოწმების მიზნით, მოცემულია შეკითხვები. სალექციო კურსი დახმარებას გაუწევს სტუდენტებს პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისებაში, დასახული მიზნისა და შედეგის მიღწევაში.

სალექციო კურსი განკუთვნილია ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთა და ჟურნალისტიკამცოდნეობის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთათავის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები